განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #-------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნინო ნაჭყებია
სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორები - ნ-------------------------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი-----–- ა-–----ს ძე ქ------–--ე - დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–----–----–------------–-------------------------------ში
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 15 მაისიდან 20 მაისამდე პერიოდში, შუადღის საათებში, თბილისში, მ----------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში ი-----–- ქ------–--ე ნაჯახის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით დაემუქრა ა-–---------ე ა-–----ს, ლ---- ა-–----ს და მ----- ა------–---–ს, რაც მათ აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.2. 2018 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, მ----------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში ი-----–- ქ------–--ე ნაჯახის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით დაემუქრა ა-–---------ე ა-–----ს, რაც მან აღიქვა რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (ბრალდებულის, დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ი-----–- ქ------–--ის დაკავების ოქმი და სხვ.) ერთობლიობა ი-----–- ქ------–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-----–- ქ------–--ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი-----–- ქ------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დროს იყო შეზღუდული შერაცხადი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დანაშაულის ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების, აგრეთვე ბრალდებულის პიროვნებისა (არაა ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს) და დაზარალებულთა პოზიციის გათვალისწინებით (პრეტენზია არ გააჩნიათ ბრალდებულის მიმართ), საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად ი-----–- ქ------–--ეს დანაშაულის თითოეულ ეპიზოდზე უნდა განესაზღვროს საპატიმრო სასჯელი - 6-6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საბოლოოდ კი, დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი-----–- ქ------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების (ორი ეპიზოდი) ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულების: ალ.ა-–----ს, ლ.ა-–----ს და მ.ა------–---–ის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ალ.ა-–----ს ეპიზოდი) - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულების: ალ.ა-–----ს, ლ.ა-–----ს და მ.ა------–---–ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ალ.ა-–----ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–- ქ------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ი-----–- ქ------–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 20 ივნისიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- 2 (ორი) ცალი დისკი (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნაჯახი (ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს მე-9 განყოფილებაში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ნაჭყებია