გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
160210017001994158
N2/654-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 ივნისი, 2018 წ. ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ია ლაბაძე
სხდომის მდივნები: ვერიკო ნინიაშვილი, სალომე ჯელიაშვილი
მოსარჩელე - ბე------------–-–---–ი
წარმომადგენელი - ნი------–----ა
მოპასუხე - მე------------–---–ი (არ გამოცხადდა)
წარმომადგენელი - რო---------------–---–ი (არ გამოცხადდა)
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დმანისის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი - ვა---–------–----–---–ი (არ გამოცხადდა)
დავის საგანი - არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი
1.1. სასარჩელო მოთხოვნა
2011 წლის 24 დეკემბერს დაბადებული აკ-------------–-–---–ის საცხოვრებელ ადგილად მამის - ბე------------–-–---–ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა (იხ. სარჩელი ს.ფ. 1-14).
სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2011 წლის 14 დეკემბრიდან ბე------------–-–---–ი და მე------------–---–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, მათ ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი: 2011 წლის 24 დეკემბერს დაბადებული აკ-------------–-–---–ი. 2013 წლიდან მე------------–---–ი და ბე------------–-–---–ი ერთად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით მხარეებმა მიმართეს სასამართლოს. ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ 2013 წლის 16 ოქტომბერს გამოტანილი იქნა განჩინება მორიგების დამტკიცების თაობაზე. მორიგების აქტის თანახმად, ბე------------–-–---–ს განესაზღვრა შვილთან ურთიერთობის უფლება. 2016 წლის 17 მაისიდან ბავშვი თითქმის მუდმივად ცხოვრობს მამასთან. ამ პერიოდის განმავლობაში დედას ბავშვი წაყვანილი ჰყავდა მხოლოდ 20 დღის განმავლობაში. ბავშვი დადის დაბა თიანეთის, სოფელ სიონის საბავშვო ბაღში და დედის მიერ წაყვანის პერიოდში მას უხდებოდა გაცდენა. ამასთან, დედის სამსახურის გრაფიკის გამო, ბავშვს ძირითადად უწევს ძიძასთან ყოფნა, იყო შემთხვევები, როდესაც ღამეც დარჩენილა ძიძასთან. გარდა ამისა, მე------------–---–ი ხშირად იმყოფებოდა საზღვარგარეთ, ბავშვი კი რჩებოდა ბებიასთან დმანისში ან ძირითადად მოსარჩელესთან. დედის არასტაბილური სამსახური, არასტაბილური სამუშაო გრაფიკი და არამუდმივი საცხოვრებელი გარემო უარყოფითად აისახება მცირეწლოვანი ბავშვის ფსიქიკაზე. ბოლო პერიოდის განმავლობაში მე------------–---–ი მუშაობს ქ. ბა-----ში, დროებით ცხოვრობს იქ და ბავშვიც მიჰყავს, ბა-----ის კლიმატი კი უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე. მცირეწლოვან აკ-------------–-–---–ს აქვს სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები. აკ-------------–-–---–ს სჭირდება განსაკუთრებული კვების რაციონის შერჩევა, იყო შემთხვევა, როდესაც დედის მიერ არ იქნა ეს ყოველივე გათვალისწინებული, რასაც მოჰყვა საკმაოდ მძიმე შედეგი. ახლო მომავალში ბავშვი უნდა მივიდეს სკოლაში, შესაბამისად, ბავშვის საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს იმ მშობლის საცხოვრებელი ადგილი, რომელიც გარკვეული პერიოდი მუდმივად ცხოვრობს ერთ ადგილას. ბე------------–-–---–ს აქვს მუდმივი შემოსავალი და შეუძლია უზრუნველყოს ბავშვი აუცილებელი საჭიროებით. გარდა ამისა, დედას მე------------–---–ს ჰყავს მეგობარი მამაკაცი, რომელთან ერთადაც ცხოვრობს. მოსარჩელის მითითებით, მას არ აქვს ინფორმაცია ამ პიროვნების შესახებ, როგორი ადამიანია ის და როგორ ექცევა ბავშვს, ახდენს თუ არა რაიმე სახის გავლენას მცირეწლოვანზე. ამასთან, მოსარჩელე ხელს არ შეუშლის ბავშვის ურთიერთობას დედასთან (იხ. სარჩელი ს.ფ. 1-14).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მე------------–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის შედგენილი იქნა მორიგების აქტი, რომელიც დამტკიცდა სასამართლოს მიერ. შესაბამისად, ბავშვის საცხოვრებელ ადგილად უკვე განსაზღვრულია დედის საცხოვრებელი ადგილი (იხ. შესაგებელი ს.ფ. 45-51).
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მე------------–---–ის წარმომადგენელმა რო---------------–---–მა განმარტა, რომ მე------------–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება უჩ----------ესთან და მას ჰყავს მეორე შვილი. მე------------–---–ია მეუღლე უჩ----------ე დასაქმებულია და აქვს სტაბილური შემოსავალი (იხ. 21.06.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
21. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
მე------------–---–ი მეუღლესთან, უჩ----------ესთან ერთად ცხოვრობს ქ. ბა-----ში, კერძო სახლის პირველ სართულზე ქირით და ქირის სახით იხდიან 300 ლარს. საცხოვრებელ სახლში არის რემონტი, აუცილებელი ავეჯი და თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სარგებლობს ბუნებრივი აირით და ცხელი წყლით. სახლს აქვს კეთილმოწყობილი და დაცული ეზო, სადაც კარგ ამინდებში დედის ზედამხედველობის ქვეშ თავისუფლად და უსაფრთხოდ თამაშობს ბავშვი. მე------------–---–ის საცხოვრებელში არის ბავშვისათვის უსაფრთხო გარემო. მე------------–---–ი არის ფეხმძიმედ და არ მუშაობს. მოპასუხის მეუღლე უჩ----------ე აკ-------------–-–---–ის მიმართ მხოლოდ დადებით ემოციებს გამოხატავს, იჩენს ყურადღებას ბავშვის მიმართ, ყიდულობს ტკბილეულს და სათამაშოებს. უჩ----------ე მუშაობს სამშენებლო კომპანიაში, აქვს სტაბილური ხელფასი 1200 ლარის ოდენობით, რაც ოჯახს აძლევს საშუალებას უზრუნველყოს ბავშვის პირველადი მოთხოვნილებები. მე------------–---–ის გადმოცემით, ფინანსურად შვილის მოვლაში ასევე ეხმარება დედა, რომელიც ამჟამად იმყოფება თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ და ხშირად უგზავნის შვილიშვილს ასაკისა და სეზონის შესაფერის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და ასევე სათამაშოებს. მე------------–---–ის მითითებით, იგი ოჯახის წევრებისა და თანადგომის ქსელის დახმარებით სათანადოდ იზრუნებს შვილის კვებაზე, ჰიგიენაზე, ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე (იხ. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნა ს.ფ. 70).
ბე------------–-–---–ი მამასთან და დასთან ერთად ცხოვრობს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხევში. ოჯახი არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. საცხოვრებელი არის კერძო ტიპის, რომელიც არის კაპიტალური შენობა, მოიცავს ოთხ საცხოვრებელ ოთახს, სახლი მოწესრიგებულია სანიტარულ-ჰიგიენური თვალსაზრისით. ოჯახი ეწევა სამეურნეო საქმიანობას, ჰყავთ საქონელი, ამუშავებენ 1ჰა მიწის ნაკვეთს, ბე------------–-–---–ს ჰყავს ტრაქტორი. ოჯახის არცერთი წევრი არ მოიხმარს მავნე ნივთიერებებს, არცერთ წევრს არ აღენიშნება ჯანმრთელობის მძიმე ან ინფექციური დაავადება. ბავშვზე სითბოთი და სიყვარულით საუბრობენ როგორც მამა, ასევე პაპა და მამიდა, მათი ინფორმაციით, აკ-------------–-–---–ი თვეში 10-15 დღეს მამასთან ატარებს. ბავშვი ოჯახში თავს კარგად გრძნობს, აქვს ოთახი, საძინებელი კუთხე და ნივთები. ბე------------–-–---–ს აქვს სათანადო უნარ-ჩვევები და ფინანსური შემოსავალი, რომ იზრუნოს შვილზე (იხ. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნა ს.ფ. 136-137).
21. ფსიქოლოგის პოზიცია
აკ-------------–-–---–ი არის კონტაქტური ბავშვი, კარგად მოვლილი და მოწესრიგებული. საუბრისას ბავშვი ორივე მშობლის მიმართ თანაბრად გამოხატავს სიყვარულს და სითბოს. ბავშვს აქვს ემოციური კავშირი ორივე მშობელთან, მიჯაჭულობა არ არის განსხვავებულად გამოხატული, თანაბრად აღნიშნავს მშობლებთან ყოფნის/ცხოვრების, ურთიერთობის სურვილს. არცერთი მშობლის მხრიდან არ იკვეთება მანიპულაციური მოქმედებები, ბავშვი არ აფიქსირებს რომელიმე მშობლის მხრიდან დამაშორებელ ან დემონსტრირებულ ქცევას, ამ მხრივ, ორივე მშობელი გონივრულად ეკიდება ბავშვის ემოციურ მდგომარეობას (იხ. ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები ს.ფ. 202-204).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2011 წლის 14 დეკემბრიდან ბე------------–-–---–ი და მე------------–---–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 15).
3.1.2. ბე------------–-–---–სა და მე------------–---–ს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი: 2011 წლის 24 დეკემბერს დაბადებული აკ-------------–-–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 16).
3.1.3. 2013 წლის მაისის თვიდან მე------------–---–ი და ბე------------–-–---–ი ერთად აღარ ცხოვრობენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 22.12.2017 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი);
3.1.4. მხარეთა დაშორების შემდეგ, მე------------–---–მა და ბე------------–-–---–მა არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით მიმართეს სასამართლოს. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის შედგენილი მორიგების აქტი, რომლის თანახმადაც არასრულწლოვანი აკ-------------–-–---–ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის - მე------------–---–ის საცხოვრებელი ადგილი. ბე------------–-–---–ს არასრულწლოვანი შვილის 2011 წლის 24 დეკემბერს დაბადებული აკ-------------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა, 2013 წლის 01 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. ბე------------–-–---–ს შვილთან ურთიერთობის წესი განესაზღვრა იმგვარად, რომ ბე------------–-–---–ს მიეცა უფლება სკოლამდელ ასაკში არასრულწლოვანი შვილი, 2011 წლის 24 დეკემბერს დაბადებული აკ-------------–-–---–ი ყოველთვიურად 10 დღით წაიყვანა თავის საცხოვრებელ ადგილას, სასკოლო ასაკში - თვეში 8 დღით, ანუ ყოველ შაბათ-კვირას წაიყვანოს თავისთან, ასევე სასკოლო არდადაგების მეორე ნახევარი არასრულწლოვანმა შვილმა, 2011 წლის 24 დეკემბერს დაბადებულ აკ-------------–-–---–მა უნდა გაატაროს მამასთან, ბე------------–-–---–თან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
- 16.10.2013 წლის განჩინება (იხ. ს.ფ. 192-194).
3.1.5. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ფაქტობრივი თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ ბე------------–-–---–ს ოჯახი არ შეუქმნია. მე------------–---–ი ამჟამად იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში უჩ----------ესთან და მეორე ქორწინებიდან ჰყავს ვაჟიშვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 21.06.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის განხილვის პერიოდში არასრულწლოვანი აკ-------------–-–---–ი საცხოვრებლად იმყოფებოდა დედასთან მე------------–---–თან, თუმცა მას არ შეზღუდვია მამასთან ურთიერთობის უფლება. 2016 წლის 30 დეკემბრიდან აკ-------------–-–---–ი ჩარიცხულ იქნა თიანეთის რაიონის დაბა სიონის საბავშვო ბაგა-ბაღში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
- ცნობა (ს.ფ. 17).
3.2.2. სოციალური მუშაკის მიერ შესწავლილი იქნა მე------------–---–ის ოჯახი და გამოიკვეთა, რომ მე------------–---–ი მეუღლესთან, უჩ----------ესთან ერთად ცხოვრობს ქ. ბა-----ში, კერძო სახლის პირველ სართულზე ქირით. საცხოვრებელ სახლში არის რემონტი, აუცილებელი ავეჯი და თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სარგებლობს ბუნებრივი აირით და ცხელი წყლით. სახლს აქვს კეთილმოწყობილი და დაცული ეზო. მე------------–---–ის საცხოვრებელში არის ბავშვისათვის უსაფრთხო გარემო. მოპასუხის მეუღლე უჩ----------ე მუშაობს სამშენებლო კომპანიაში, აქვს სტაბილური ხელფასი 1200 ლარის ოდენობით. მე------------–---–ს შვილის მოვლაში ასევე ეხმარება დედა, რომელიც ამჟამად იმყოფება თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნა (ს.ფ. 70).
3.2.3. სოციალური მუშაკის მიერ შესწავლილი იქნა ბე------------–-–---–ის ოჯახი და გამოიკვეთა, რომ ბე------------–-–---–ი მამასთან და დასთან ერთად ცხოვრობს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხევში. ოჯახი არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. საცხოვრებელი არის კერძო ტიპის, რომელიც არის კაპიტალური შენობა, მოიცავს ოთხ საცხოვრებელ ოთახს, სახლი მოწესრიგებულია სანიტარულ-ჰიგიენური თვალსაზრისით. ოჯახი ეწევა სამეურნეო საქმიანობას, ჰყავთ მსხვილფეხა პირუტყვი, ამუშავებენ მიწის ნაკვეთს, ბე------------–-–---–ი ასევე აღჭურვილია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით. ოჯახის არცერთი წევრი არ მოიხმარს მავნე ნივთიერებებს. ბე------------–-–---–ს აქვს სათანადო უნარ-ჩვევები და ფინანსური შემოსავალი, რათა იზრუნოს შვილზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნა (ს.ფ. 136-137).
3.2.4. ფსიქოლოგის მიერ შესწავლილი იქნა მცირეწლოვნის აკ-------------–-–---–ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და დადგინდა, რომ აკ-------------–-–---–ი არის კონტაქტური ბავშვი, კარგად მოვლილი და მოწესრიგებული. საუბრისას, ბავშვი ორივე მშობლის მიმართ თანაბრად გამოხატავს სიყვარულს და სითბოს. ბავშვს აქვს ემოციური კავშირი ორივე მშობელთან, მიჯაჭულობა არ არის განსხვავებულად გამოხატული, თანაბრად აღნიშნავს მშობლებთან ყოფნის/ცხოვრების, ურთიერთობის სურვილს. არცერთი მშობლის მხრიდან არ იკვეთება მანიპულაციური მოქმედებები, ბავშვი არ აფიქსირებს რომელიმე მშობლის მხრიდან დამაშორებელ ან დემონსტრირებულ ქცევას, ამ მხრივ ორივე მშობელი გონივრულად ეკიდება ბავშვის ემოციურ მდგომარეობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ფსიქოლოგის დასკვნა (ს.ფ. 202-204).
3.2.5. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ მე------------–---–ის საცხოვრებელ სახლში არ არის შექმნილი ბავშვისათვის უსაფრთხო გარემო, კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, მისი არასრულწლოვანი შვილის მიერ დასმული შეკითხვების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალება - კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით, შეუძლია ივარაუდოს, რომ ოჯახში, სადაც ცხოვრობს მისი შვილი შექმნილია არაჯანსაღი გარემო და მე------------–---–ს არ შესწევს უნარი მცირეწლოვან შვილს შეუქმნას ნორმალური საცხოვრებელი პირობები, რის გამოც უნდა მოხდეს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის ბე------------–-–---–ის საცხოვრებელი ადგილი.
მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულმა მოწმეებმა ლა-–------–------მა და ნი----–--------------–-–---–მა განმარტეს, რომ არასრუწლოვანი აკ-------------–-–---–ი ცხოვრობს დედასთან მე------------–---–თან და მამას მოჰყავს ხოლმე თვეში 10 დღით და მასთან იმყოფება.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკითხული იქნა მოპასუხე მე------------–---–ის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე უჩ----------ე, რომელმაც განმარტა, რომ თანხამაა აკ-------------–-–---–მა იცხოვროს მათ ოჯახში. მისივე მითითებით, ყოველდღიურად მუშაობს, ამჟამად ცხოვრობენ ქირით, თუმცა აქვთ მშენებარე სახლი და მშენებლობის დასრულების შემდეგ აპირებს საცხოვრებლად მათ სახლში გადასვლას. იმ პერიოდში, როდესაც მე------------–---–ი მუშაობდა და აკ-------------–-–---–ს ზრდიდა ძიძა, ძიძისგან უმეტესად მას მოყავდა. როდესაც გაიცნო მომავალი მეუღლე იცოდა, რომ ქმარს იყო გაშორებული და ჰყავდა შვილი. ამჟამადაც მზად არის, რომ მეუღლეს დაეხმაროს ბავშვის გაზრდაში. უჩ----------ის განმარტებით, თვითონ არ არის ნარკოდამოკიდებული, თუმცა ოჯახში მოდიან ხოლმე მისი მეგობრები, რომლებიც მოიხმარენ ე.წ. ,,მარიხუანას“, ეს ხდება იშვიათად, მას მეგობრები გაფრთხილებული ჰყავს, რომ ბავშვის თანდასწრებით არ მოწიონ, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ბავშვს შეემჩნია აღნიშნული ფაქტი.
მოსარჩელე მხარე საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ძირითად არგუმენტად მიუთითებდა იმ გარემოებას, რომ მე------------–---–ის მეუღლე უჩ----------ე არის ე.წ. ,,მარიხუანას“ მომხმარებელი, ის და მის მეგობრები არ ერიდებიან ბავშვთან მის მოხმარებას, რამაც ბავშვზე შესაძლოა მოახდინოს ცუდი გავლენა.
სასამართლო სხდომაზე გამოკითხული იქნა ფსიქოლოგი თამარ ქამადაძე, რომელმაც განმარტა, რომ ვიზიტების დროს ბავშვს თანაბარი ურთიერთობა ჰქონდა როგორც დედასთან, ისე მამასთან. მშობლებთან თანაბრად აქვს ემოციური კავშირი და მიჯაჭვულობა. ფსიქოლოგის მითითებით, ორივე მშობელს ბავშვის მიმართ ჰქონდა სწორი მიდგომა, არცერთი არ მანიპულირებდა ბავშვით. მანვე განმარტა, რომ მართალია, მას არ შეუფასებია მცირეწლოვნის აკ-------------–-–---–ის ურთიერთობა მე------------–---–ის მეუღლესთან უჩ----------ესთან მიმართებაში, თუმცა ბავშვს რაიმე ნეგატიური არ უთქვამს იმ ოჯახზე, სადაც ამჟამად ცხოვრობს.
გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ მე------------–---–ი მეუღლესთან, უჩ----------ესთან ერთად ცხოვრობს ქ. ბა-----ში, კერძო სახლის პირველ სართულზე ქირით, სადაც შექმნილია ბავშვისათვის უსაფრთხო გარემო.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას მე------------–---–ის საცხოვრებელ სახლში შექმნილ არაჯანსაღ გარემოსთან დაკავშირებით, რაც უარყოფით კონტექსტში შეიძლება აისახოს აკ-------------–-–---–ზე. თავისთავად, მოსარჩელის მიერ დასახელებული ინციდენტი არასასურველია და ეწინააღმდეგება ჯანსაღი ცხოვრების წესს, თუმცა სასამართლო მხედველობაში იღებს მოწმის სახით დაკითხული პირის უჩ----------ის ჩვენებას, საიდანაც ირკვევა, რომ მას გაცნობიერებული აქვს ამ ინციდენტის უარყოფითი მხარე, მისი ჩვენებიდან დგინდება ისიც, რომ აღნიშნული ფაქტი არ მომხდარა მიზანმიმართულად, არ ჰქონია სისტემატიური ხასიათი და მას მიღებული აქვს გარკვეული ზომები ამგვარი ფაქტების აღსაკვეთად. სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე იმ გარემოებასაც, რომ მოპასუხე მე------------–---–ს შეეძინა მეორე შვილი, რომელთან ურთიერთობაც დადებითად იმოქმედებს მცირეწლოვან აკ-------------–-–---–ზე და სასურველია, რომ ბავშვები იზრდებოდნენ ერთად და ჰქონდეთ ერთმანეთთან ურთიერთობა. ბავშვის დედა და მისი მეუღლე გამოხატავენ მზადყოფნას, რათა იზრუნონ აკ-------------–-–---–ზე. სასამართლო მხედველობაში იღებას ასევე ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებსაც, რომლის თანახამად არ იკვეთება დედის ოჯახის მხრიდან ბავშვზე განხორციელებული რაიმე უარყოფითი გავლენის ფაქტები. უფრო მეტიც, წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ როგორც მე------------–---–ი, ასევე მისი მეუღლე უჩ----------ე გამოხატავენ კეთილგანწყობას მოსარჩელის მიმართ, უქმნიან მას ყველა პირობას და მხარს უჭერენ მამა-შვილს შორის ურთიერთობის გაღრმავებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნა (ს.ფ. 136-137);
- ფსიქოლოგის დასკვნა (ს.ფ. 202-204).
- მოწმის ჩვენება (იხ. 22.12.2017 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბე------------–-–---–ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-1199-ე, 1201-ე მუხლები, ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლით მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს, ხოლო 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.
სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხს სასამართლო წყვეტს მშობლების უფლება-მოვალეობათა სრული თანასწორობისა და ბავშვის სწორი აღზრდის ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთან, ბავშვის აღზრდის ინტერესებში სასამართლო ითვალისწინებს მშობლების მატერიალური პირობებს, ასევე მხედველობაში იღებს თუ როგორი მორალური გარემოს შექმნას შეძლებენ მშობლები ბავშვისათვის მატერიალური მდგომარეობის, ასაკის, მორალური სახის, იტელექტუალური დონისა და ბავშვის აღზრდაში მონაწილეობის ხარისხის გათვალისწინებით. კანონი არ ცნობს რომელიმე მშობლის უპირატეს უფლებას შვილების მიმართ, ვინაიდან, არა უფლებათა უპირატესობა, არამედ ბავშვის სწორად აღზრდის ინტერესები უნდა იყოს ამ დროს გადამწყვეტი.
,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ,,ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას’’.
აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.
ამდენად, არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას სასამართლო გამოდის უპირველეს ყოვლისა ბავშვის ინტერესებიდან და ითვალისწინებს მის ასაკს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა, მისი ცხოვრების წესს.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის შესაბამისად, ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება. ამავე კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა, სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ხდება, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს საკითხი, განსაზღვროს თუ არა ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილი და ბავშვის უფლებებთან მიმართებით ამგვარი გადაწყვეტილების მიღება რამდენად შეესაბამება ინდივიდუალურად აკ-------------–-–---–ის უპირატეს ინტერესებს. მშობელთა უპირველესი მოვალეობა, ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება.
განსახილველ შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკებისა და ფსიქოლოგის მიერ შესწავლილი იქნა მშობლების საცხოვრებელი გარემო და ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. კომპეტენტური ორგანოს შეფასებით, დედასთან გასაუბრებისა და იმ საცხოვრებელი გარემო-პირობების შემოწმების შედეგად არ გამოიკვეთა რაიმე ისეთი გარემოება, რაც ზიანის მომტანი იქნებოდა არასრულწლოვანისათვის და ეჭქვეშ დააყენებდა ბავშვის ინტერესების უპირატესად დაცვას. ასევე ფსიქოლოგის დასკვნიდან დგინდება, რომ ბავშვს რომელიმე მშობლის მიმართ არ აქვს მიჯაჭულობა, იგი თანაბრად კეთილგანწყობილია მშობლების მიმართ, ასევე დედის ოჯახში ყოფნის ფაქტი უარყოფითად არ აისახება მასზე. ფსიქოლოგთან გასაუბრებისას, მას დედის ოჯახზე რაიმე ნეგატიური პოზიცია არ დაუფიქსირებია.
მოცემულ შემთხვევაში, უპირველესად ყურადღება უნდა მიექცეს არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და ამ ინტერესების დაცვის თვალსაზრისით მის სურვილს, მშობელთან ინტენსიურ ურთიერთობასთან, მასთან ცხოვრებასთან მიმართებით. დავის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პრიორიტეტის განსაზღვრა უნდა მოხდეს არა მშობლების, არამედ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისას, გათვალისწინებული უნდა იქნას ბავშვის უსაფრთხოებაც. სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მშობლების უფლება- მოვალეობათა სრული თანასწორობისა და ბავშვის სწორი აღზრდის ინტერესებიდან გამომდინარე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ აკ-------------–-–---–ის საუკეთესო ინტერესებისათვის მიზანშეწონილია, მისი საცხოვრებელი ადგილი (რომელიც წარმოადგენს დედის მე------------–---–ის საცხოვრებელ ადგილს) არ შეიცვალოს, რაც ემსახურება არასრულწლოვანი ბავშვის კეთილდღეობაზე ზრუნვას და შეესაბამება მშობელთა და შვილის ურთიერთდამოკიდებულების მართებულობას. შესაბამისად, მოსარჩელე ბე------------–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული არ გულისხმობს მეორე მშობლისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას. უფრო მეტიც, არასრულწლოვანის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის მნიშვნელოვანია, რომ მას სრულფასოვანი ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და სარჩელის მომზადებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება არ ეკისრება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ბე------------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ია ლაბაძე