გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.09.2018
საქმის ნომერი
130210018002486200
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე, ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
18.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2-634 ( 130210018002486200)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ხაშური

შესავალი ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი

მოსარჩელე ნ---------–--შვილი

წარმომადგენელი ლარისა ჩადუნელი

მოპასუხე დ------------–-ძე

წარმომადგენელი კახა შავგულიძე

დავის საგანი: ალიმენტის გადახდევინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დ------------–-ძეს გადახდეს ალიმენტი 2007 წლის 15 ოქტომბერს დაბადებული ბ---------------–---სა და 2009 წლის 28 იანვარს დაბადებული ლ-----------–-ძის სარჩოდ, თვეში თითოეულ ბავშვისათვის 250 ლარის ოდენობით;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო თითოეული ბავშვისათვის 100 ლარის გადახდის მოთხოვნის ნაწილში;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 მხარეები 2007 წლის 15 ოქტომბერს დაბადებული ბ---------------–---სა და 2009 წლის 28 იანვარს დაბადებული ლ-----------–-ძის მშობლები არიან;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბ---------------–---ს დაბადების მოწმობა (ს.ფ.15);

- ლ-----------–-ძის დაბადების მოწმობა (ს.ფ.16);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ და შვილები მოსარჩელესთან იმყოფებიან;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. მოპასუხეს აქვს შემოსავალი 1050 ლარი თვეში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ცნობა დ------------–-ძის ხელფასის შესახებ;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს - სასამართლოს, მოპასუხის მიერ არასრულწლოვანი შვილების სარჩოდ გადასახდელი ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია თვეში 200 ლარი თითოეული ბავშვისათვის.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 1212-ე, 1214-ე მუხლები; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე, 131-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სამოქალაქო კოდექსის: 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ;

1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ არასრულწლოვანი შვილები მოსარჩელესთან ერთად ცხოვრობენ, ნ---------–--შვილის მშობლების სახლში, მათ ასაკს, მოსარჩელეს არასტაბილური შემოსავალი აქვს;

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს, ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია თვეში 200 ლარი თითოეული ბავშვისათვის;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

შესაბამისად, მოპასუხეს უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მთავარ სხდომამდე სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოპასუხემ, სარჩელი ცნო ალიმენტის, 200 ლარის გადახდევინების მოთხოვნის ნაწილში და სახელმწიფო ბაჟიც შესაბამისი ოდენობით უნდა გადახდეს;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

დ------------–-ძეს (პირადი ნომერი 1----------) დაეკისროს ალიმენტის გადახდა ნ---------–--შვილის (პირადი ნომერი 5----------) სასარგებლოდ - 2007 წლის 15 ოქტომბერს დაბადებული ბ---------------–---ს და 2009 წლის 28 იანვარს დაბადებული ლ-----------–-ძის სარჩოდ, თითოეული ბავშვისათვის თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით - 2018 წლის 8 ივნისიდან;

2. დ------------–-ძეს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 36 (ოცდათექვსმეტი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში (გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, კოსტავას ქ. N15) მეშვეობით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით;

4. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი