განაჩენი

სისხლის სამართლის 22.10.2018
საქმის ნომერი
330100118002591255
თარიღი
22.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3--------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

05 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე გიორგი ებანოიძემ,თეონა აბულაძის მდივნობით,პროკურორ - დ------–--------–---

ბრალდებულ - ვ-------------------

ადვოკატ - დ------------------- და ნ-------------------- მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ--------------------------------------------------- - დაბადებული 1----–-–------------ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, არასრული უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------------------- - მიმართ, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვექუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების გამო.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

ვ------------------ ბრალად ედება თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი დიდი ოდენობით, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ვ------------------- განიძრახა დაუფლებოდა ს------------- კუთვნილ თანხას 2016 წლის 1-----–ისს, მოტუებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ს------------- გააფორმა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება რის საფუძველზეც მიღებული თანხა 3 000 (სამი ათასი) აშშ დოლარი (7022 ექვივალენტი ლარში) მიისაკუთრა, ხოლო გირავნობის საგანი -2003 წელს გამოშვებული ავტომანქანა ,,MERCEDES BENZ S“ (სახელმწიფო ნომრით ,----------- დაშალა და ნაწილებად გაყიდა). აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ს------------ მიადგა 7022 (შვიდი ათას ოცდაორი) ლარის მნიშნვენოლვანი ზიანი.

ვ------------------- განიზრახა რა დაუფლებოდა შ------------ კუთვნილ თანხას, 2016 წლის 04-------ერს, ქ------–--–--–-------–------------------ში მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შ---------------- გააფორმა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარი მიისაკუთრა, ხოლო ლიზონგის საგანი - 2008 წელს გამოშვებული ავტომანქანა ,,MERCEDES BENZ ML“ (სახელმწიფო ნომრით ,----------) დაშალა და ნაწილებად გაყიდა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით შ------------ მიადგა 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარის დიდი ოდენობის ზიანი.

ვ------------------- განიძრახა რა დაუფლებოდა შ------------ კუთვნილ თანხას, 2016 წლის 2-----–ისს, ქ------–--–--–-------–------------------ში მოტყუებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შ---------------- გააფორმა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მიღებული თანხა 15 930 (თხუთმეტი ათას ცხრაასოცდაა---) ლარი მიისაკუთრა, ხოლო ლიზინგის საგანი 2006 წელს გამოშებული ავტომანქანა ,,MERCEDES BENZ GL“ (სახელმწიფო ნომრით ,------------ დაშალა და ნაწილებად გაყიდა, აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით შ------------ მიადგა 15 930 (თხუთმეტი ათას ცხრაასოცდაა---) ლარის დიდი ოდენობით ზიანი.

ვ------------------- განიზრახა რა დაუფლებოდა შ------------------------------- კუთვნილ თანხას, 2016 წლის 2--------ს, მოტყუებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შ--------------------------------- გააფორმა საკრედიტო სახით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, რის საფიძველზეც მიღებული თანხა 3 000 (სამი ათასი) ლარი მიისაკუთრა, ხოლო გირავნობის საგანი ავტო მანქანა ,,SEAT INZA” (სახელმწიფო ნომრით ,-----------) დაშალა და ნაწილეწბად გაყიდა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით შ------------------------------- მიადგა 3 000 (სამი ათასი) ლარის ზიანი.

ვ------------------- განიძრახა რა დაუფლებოდა შ-------- კუთვნილ თანხას, 2017 წლის 2------სს, ქ------–--–--–-------–-- ქუჩა №7--ში მდებარე შ-------------- მოტყუებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთების მიზმნით, მისი მეგობრის - შ-------------------- სახელის გამოყენებით გააფორმა სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მიღებული თანხა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი მიისაკუთრა, ხოლო სესხის უზრუნველყოფის საგანი 2008 წელს გამოშვებული ავტო მანქანა ,,MERCEDES BENZ ML“ (სახელმწიფო ნომრით ,------------ დაშალა და ნაწილებად გაყიდა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით შ---------- მიადგა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის დიდი ოდენობით ზიანი.

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მა--- რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ვ------------- დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია ვ------------------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვექუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის.

ვ------------------- მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ მოწმეების: გ-------------------------------------------------------------------------------------------------------------------–---–-----------------------–----------------------–---–----------–-------------------------------–---–-------------------–--–---–----–-----------------------------------–---–--------------–--------–----------------------------–---–-- გამოკითხვის ოქმებს, ამოღების ოქმებს, 2017 წლის 2------სის, 2016 წლის 2--------ის, 2016 წლის 04-------რის, და 2016 წლის 1-----–-სის ხერლშეკრულებებს, ავტომობლილის შეფასების ფორმას და გირავნობის მოწმობას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 7--ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულ ვ------------------- სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მა--- რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04, 04/10/2010, პუნქტი 32).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოებები.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თაღლითობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დაზარალებულს მიადგეს ქონებრივი ზიანი, დამნაშავე დაზარალებულს ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს ქონების დაუფლებას. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი, დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს ეს უკანასკნელი ან/და მიიღოს უფლება დაზარალებულის კუთვნილ ქონებაზე. ადამიანი, რომელიც გახდება თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას ან ქონებაზე უფლებას ნებაყოფლობით, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. მოტყუება შეიძლება იყოს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. მოტყუების წერილობითი ფორმა შეიძლება იყოს ყალბი დოკუმენტი ან ხელშეკრულება, რომელიც დაზარალებულის წარმოდგენით კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად. თაღლითობის ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში, მაგრამ ურთიერთობის დაწყებისთანავე გამიზნულია იმისთვის, რომ დამნაშავემ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიაყენოს მას შემდეგ, რაც ის მის ნდობას მოიპოვებს. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება: სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, დიდი ოდენობით.

აღნიშნული ფაქტები მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. ისინი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დიდი ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები,კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილი სანქციას, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი სანქციას, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

მოცემულ შემთხვევაში მძიმე კატეგორიის დანაშაული. რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული ქმედების წინაპირობების, ჩადენილი დანაშაულის ხერხის და მომავალში მსგავსი ქმედების თავიდან არიდებისათვის არ არის საკმარისი ჯარიმის გამოყენება, ამდენად, დანაშაულის კერძო პრევენციის მიზანი მოითხოვს, ბრალდებულს ჩადენილი ქმედებებისათვის, დაენიშნოს ჯარიმა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვექუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს:

1. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის 1-----–-სის ეპიზოდი) - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

2. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის 2--------ის ეპიზოდი) - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

3. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის 04-------რის ეპიზოდი) - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

4. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის 2-----–ისის ეპიზოდი) - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

5. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 2------სის ეპიზოდი) - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის 04-------რის პიზოდი) გათვალისწინებულმა სასჯელმა შთანთქოს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სხვა ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულები და საბოლოოდ ვ------------------ სასჯელად განესაზღვროს - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

გაუქმდეს ვ------------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2----------რის განჩინებით, გირაოს თანხის უზრუნველსაყოფად ყადაღადადებულ უძრავ ქონებას (--------------------------------------------------------------–-------------- საკადასტრო კოდი 7------------ მოეხსნას ყადაღა.

განაჩენის აღსრულებაზე, მსჯავრდებულ ვ------------------- მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ნივთიერი მტკიცებულებები: 1. 02 (ორი) ცალი დისკი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით. 2. ავტომანქანა ,,SEAT INZA” (სახელმწიფო ნომრით ,-----------) და ,,MERCEDES BENZ ML“-ის ძარა (სახელმწიფო ნომრით ,------------ - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს ვ----------------

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ებანოიძე