განაჩენი

სისხლის სამართლის 05.10.2018
საქმის ნომერი
330100118002546490
თარიღი
05.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1--------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

05 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე გიორგი დარახველიძე

სხდომის მდივანი ნათია კოპალიანი

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - ნ------------------------

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი - რ-----------------,ბრალდებული ე-----------------------------

დაბადების თარიღი: 2---------------------–--–-,პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: ორმაგი მოქალაქე (ირანი, საქართველო),ნასამართლეობა: არ მქონე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრაციის ადგილი: ქ. თბილისი, უ--------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ლ-----–--------------------

სისხლის სამართლის საქმე №0-----------

 

თარჯიმანი - სა-------------------ჰ

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -151 მუხლის პირველი ნაწილი.

 

მუქარა ე.ი სიცოცხლის მისპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გატვალისიწნებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლიდან ეს----–-–------ი მეუღლეს ჰე-–--–---------–----------–--ნს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა მას, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფსიქიკური ტანჯვა. ხოლო, დაახლოებით 05:00 საათზე, ეს----–-–------ი იმყოფებოდა ქ. თბილისში, ბ-------------------–------------–-, რა დროსაც მეუღლეს ჰე-–--–---------–----------–--ნს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ურტყავდა ხელებს სახის არეში, ორივე ხელზე და ფეხებზე, მოქაჩა თმით, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 05:00 საათზე, ეს----–-–------ი იმყოფებოდა ქ. თბილისში,----------------------–-----------–ი, რა დროსაც მეუღლეს ჰე-–--–---------–----------–--ნს დაემუქრა, რომ მკლავდა და დანით გამოჭრიდა ყელს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2018 წლის 02 აგვისტოს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ეს----–-–------ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

2018 წლის 05 ოქტომბერს საქმის არსებითი განხილვის დროს ეს----–-–------იმ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

 

საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ეს----–-–------ის მიერ დანაშაულის ჩადენას უტყუარად ადასტურებს საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების: ჰ--–------------------------------------–--–----------–---------------ის, შა-–-----------ას, ზა-----------–---–ის, ჰე-–--–--------–----------–--ნის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა ეს----–-–------იმ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261- ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 111-151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ ეს----–-–------იმ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშული, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვნი შვილი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მან ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა მუქარა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ეს----–-–------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

ეს----–-–------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ეს----–-–------ის დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად პირობით ჩათვლილ სასჯელზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს ერთი წელი და 06 (ექვსი) თვე.

 

მსჯავრდებულ ეს----–-–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

ეს----–-–------ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 18 ივნისიდან _ 2018 წლის 17 ივლისის ჩათვლით.

 

ეს----–-–------ის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის გადამხდელს.

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ეს----–-–------ის დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

ფოტომასალა ელექტრონულ დისკზე - დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი დარახველიძე