გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.10.2018
საქმის ნომერი
330210118002600371
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/24630-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი - ხათუნა ბუცხრიკიძე

მოსარჩელე - ხ------------------ე

წარმომადგენელი - ა-- ხ--–-–---–ი

მოპასუხე - ბ----- წ--------–ი

წარმომადგენელი - დ----- დ--------ე

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, ძირითადი ვალდებულებისა და პირგასამტეხლოს შემცირება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ 19.03.2018 წელს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლო შემცირდეს 10-ჯერ და მისი ოდენობა განისაზღვროს 1102,5 ლარით.

 

1.2. ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ 19.03.2018 წელს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სესხის ძირითადი ვალდებულება განისაზღვროს 32 415,57 ლარით.

 

სარჩელი შემდეგ ფაქტობრივ საფუძვლებს ემყარება: 2017 წლის 16 მარტს ხ------------------ემ და ბ----- წ--------–მა დადეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ხ------------------ემ ისესხა 37 500 ლარი. სესხი იყო სარგებლიანი და ითვალისწინებდა 3%-ის დარიცხვას ყოველთვიურად. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მსეხებელმა გამსესხებელს წინასწარ გასდაცა 3 თვის სარგებელი 1350 აშშ დოლარი. 1950 აშშ დოლარი, რაც 5084,43 ლარს შეადგენს, მსესხებელმა გადაიხადა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ამდენად, ეს თანხა უნდა გამოაკლდეს ძირითად ვალდებულებას. ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ 19.03.2018 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც ძირითადი ვალდებულება განისაზღვრა 37 500 ლარით, რაც არასწორია, ვინაიდან მოსარჩელემ სარგებელი გადაიხადა ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ. სააღსრულებო ფურცლით დარიცხულია პირგასამტეხლო 11 025 ლარი, სესხის ძირითადი თანხის 0,1% 294 ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არავითარი სარგებელი მსესხებელს წინასწარ არ გადაუხდია. 1950 აშშ დოლარი არის სარგებელი, რომელიც გადახდილია ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. ხელშეკრულების მოქმედების ვადა გასული არ იყო ამავე ხელშეკრულების მე-15 პუნქტის შესაბამისად. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, მხარეები შეთანხმდნენ მის გადახდაზე, პირგასამტეხლო გონივრულია და შემცირების საფუძველი არ არსებობს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 16 მარტს ხ------------------ემ (მსესხებელი) და ბ----- წ--------–მა (გამსესხებელი, იპოთეკარი) დადეს სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ხ------------------ემ ისესხა 37 500 ლარი სამი თვის ვადით - 2017 წლის 16 ივნისამდე. სესხი იყო სარგებლიანი, კერძოდ, ხელშეკრულების პირველი პუნქტის თა--ხმად, სესხის ძირითად თანხას ერიცხებოდა ყოველთვიურად 3% სარგებელი.

 

სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ხ------------------ის კუთვნილი ქ. თ---–--–-, ო-------- ქ. N---ში მდებარე უძრავი ქონება.

 

ხელშეკრულების მე-13 პუნქტის თა--ხმად, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხელშეკრულების დამრღვევი მხარე იხდის პირგამსატეხლოს ძირი თანხის 0,1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 16.03.2017 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

 

3.1.2. მსესხებელმა ვერ უზრუნველყო სესხის შეთანხმებულ ვადაში დაბრუნება, რის გამოც 19.03.2018 წელს იპოთეკარმა მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით.

 

ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ 19.03.2018 წელს გაიცა N1-------- სააღსრულებო ფურცლი კრედიტორ ბ----- წ-------–-ს სასარგებლოდ. სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებელი ვალდებულება განსაზღვრულია შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა 37 500 ლარი, პირგასამტეხლო - 2017 წლის 16 აგვისტოდან სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0,1%, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126,72 ლარი. ვალდებულების აღსრულება დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით.

 

სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაიწყო სააღსრულებო წარმოება. აღსასრულებელი ვალდებულება განსაზღვრულია 48 388,7 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- N1-------- სააღსრულებო ფურცლი;

- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მსესხებელმა იპოთეკარს წინასწარ გადასცა 3 თვის სარგებელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თა--ხმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თა--ბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თა--ხმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ემყარება მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური გა--წილების პრინციპს. თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის გარემოებები, რომელიც მისი მტკიცების საგანია და რისი დადასტურების შესაძლებლობაც მას ობიექტურად გააჩნია.

 

სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობის დავებზე მტკიცების ტვირთი ნაწილდება შემდეგნაირად: გამსესხებელს აწევს იმის მტკიცების ვალდებულება, რომ თანხა გადასცა მსესხებელს და რომ ამ უკა--სკნელმა იკისრა თანხის დაბრუნების ვალდებულება (თუ ხელშეკრულება წერილობით არ დადებულა). განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილია რთული წერილობითი ფორმით დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და ხელშეკრულების დადება სადავო არ არის. სადავოა სარგებლის გადახდის საკითხი. ჩვეულებრივ, მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის ნაწილდება თა--ბრად, მაგრამ, გარკვეულ შემთხვევებში, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გა--წილების საკითხი განსაზღვრულია მატერიალური კანონმდებლობით. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა ვალდებულების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 429-433 მუხლების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ თუ სესხის გადაცემის მტკიცების ტვირთი ეკისრება გამსესხებელს, სა--ცვლოდ, სესხის დაბრუნების მტკიცების ტვირთი მოვალეს აწევს. ვალდებულების შესრულების დამდასტურებელი დოკუმენტის მიღება და შენახვა არის მოვალის და არა კრედიტორის ინტერესებში.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მან მოპასუხეს ხელშეკრულების დადებისთა--ვე, წინასწარ გადასცა 3 თვის სარგებელი ჯამში 1350 აშშ დოლარი. მოპასუხე ამ გარემოებას უარყოფს.

 

როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თა--ხმად იპოთეკარმა მესაკუთრეს სესხის თანხა სრულად გადასცა ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე, ხოლო მესაკუთრემ თანხა მიიღო სრულად. მხარეთა განცხადებით, გადახდილია სამი თვის სარგებელი. ჩვეულებრივ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებაში არის ჩა--წერი თანხის გადახდის თაობაზე, მაგრამ თანხის მიმღები ამ გარემოებას სადავოდ ხდის, მტკიცების ტვრითი გადადის თანხის გადამხდელზე, ამ შემთხვევაში მსესხებელზე და სწორედ მან უნდა დაადასტუროს სათა--დო მტკიცებულებებით, რომ ვალდებულება უკვე შესრულებულია, ვინაიდან მტკიცების ტვირთი, ობიექტურად, ვერ დაეკისრება მხარეს, რომელიც უარყოფს ამა თუ იმ გარემოებას, ხოლო მოვალეს აქვს როგორც შესაძლებლობა, ისე იურიდიული ინტერესი იმისა, რომ დაამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში ვითარება განსხვავებულია. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამ შემთხვევაში სახეზეა არა ერთი მხარის მიერ შედგენილი და მეორე მხარის მიერ ხელმოწერილი სტანდარტული ხელშეკრულება, არამედ რთული წერილობითი ფორმით დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების შედგენას დაესწრო ორივე მხარე და ორივე მონაწილეობდა პროცესში. ნოტარიუსის მიერ გარიგების დამოწმება, დადასტურებისგან განსხვავებით, ნიშნავს არა მხოლოდ მასთან გამოცხადებულ პირთა ვინაობის დადგენას და მათი ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურებას, არამედ მხარეთა ნების ნამდვილობის დადგენას, გარიგების შინაარსის და სამართლებრივი შედეგების განმარტებას. ის გარემოება, რომ ხელშეკრულება სწორედ ამ წესით დაიდო, ირკვევა თავად სანოტარო აქტიდა--ც. ჩა--წერი ცხადყოფს, რომ თავად მხარეებმა განუცხადეს ნოტარიუსს, სამი თვის სარგებლის უკვე გადახდის თაობაზე. თუ ეს გარემოება სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, იპოთეკარს ჰქონდა იმის საშუალება, რომ ხელშეკრულების შედგენისას განეცხადებინა, რაც მას არ გაუკეთებია, არამედ დაეთანხმა ამ განცხადებას და მისი ნამდვილობა ხელმოწერით დაადასტურა. ასეთ პირობებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება შეძლო და დაამტკიცა სარგებლის გადახდა.

 

3.2.2. 16.08.2017 წელს, 04.09.2017 წელს, 15.09.2017 წელს და 26.12.2017 წელს მსესხებელმა სესხზე გადაიხადა სარგებელი, ჯამში 1950 აშშ დოლარი. სარგებელი გადახდილია სესხის მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ. მხარეები არ შეთანხმებულან სესხის ვადის გასვლის შემდგომ პროცენტის გადახდაზე.

 

საქმეში წარმოდგენილია სალაროს შემოსავლის ორდერები, საიდა--ც დასტურდება, რომ 16.08.2017 წელს მსესხებელმა გადაიხადა 450 აშშ დოლარი, 04.09.2017 წელს - 450 აშშ დოლარი, 15.09.2017 წელს - 450 აშშ დოლარი და 26.12.2017 წელს - 600 აშშ დოლარი. ხ------------------ის სესხზე გადახდილია ჯამში 1950 აშშ დოლარი (ს.ფ. 33-36). მოპასუხე სადავოდ არ ხდის თანხის გადახდას და არც იმ გარემოებას, რომ ამ თანხით სარგებელი დაიფარა. იგი მიიჩნევს, რომ მსესხებელს ჰქონდა სარგებლის გადახდის ვალდებულება, ვინაიდან ხელშეკრულება კიდევ მოქმედებდა და, ხელშეკრულების მე-15 პუნქტის თა--ხმად, იგი წყდებოდა მხოლოდ ვალდებულების შესრულებით.

 

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თა--ხმად, სესხი უნდა დაბრუნებულიყო სამი თვის ვადაში - 2017 წლის 16 ივნისს, ანუ, სესხი იყო ვადიანი. დადგენილია, რომ მსესხებელმა წინასწარ გადაიხადა 3 თვის სარგებელი. შესაბამისად, სესხის ძირითადი თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება გამსესხებელმს 16.06.2017 წლიდან წარმოეშვა. მსესხებელმა ამ ვადის შემდგომ გადაიხადა ჯამში 1950 აშშ დოლარი, რითაც სარგებელი დაიფარა.

 

ხელშეკრულების მე-15 პუნქტის თა--ხმად, წინამდებარე ხელშეკრულება წყდება ა) მხარეთა მიერ ვალდებულების სრულად შესრულებით, ბ) მხარეთა შეთანხმებით (ვალის პატიება, იპოთეკარის მიერ იპოთეკაზე უარის თქმა), გ) იპოთეკის საგნის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლის შედეგად, დ) ამ ხელშეკრულებით დადგენილ სხვა შემთხვევაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული პირობები არის ვალდებულების შეწყვეტის კანონისმიერი საფუძვლები. რომელიმე მათგანის არსებობა წყვეტს კრედიტორის მოთხოვნის უფლებას და კავშირი არ აქვს ხელშეკრულების ვადის განსაზღვრასთან.

 

მხარეებს არ გაუგრძელებიათ სესხის ხელშეკრულების ვადა. მსგავსი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი და ამ გარემოებაზე არც მოპასუხე მიუთითებს.

 

მხარეები არ ყოფილან შეთანხმებული პროცენტის გადახდაზე ხელშეკრულების მოქმედების 3-თვიანი ვადის გასვლის შემდგომ. ხელშეკრულებაში ასეთი ჩა--წერი არ არის და არც მოპასუხე მიუთითებს ამგვარ შეთანხმებაზე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 417-ე, 418-ე, 366-ე, 403-ე, 388-ე, 420-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თა--ხმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო გა--კვეთი.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება სამი თვის ვადით, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ ისესხა 37 500 ლარი. სესხი იყო სარგებლიანი და მოსარჩელემ წინასწარ გადაიხადა 3 თვის სარგებელი.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თა--ხმად პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის თა--ხმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დადგენილია, რომ ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდაზე, კერძოდ, ხელშეკრულების მე-13 პუნქტის თა--ხმად, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხელშეკრულების დამრღვევი მხარე იხდის პირგამსატეხლოს ძირი თანხის 0,1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.

 

დადგენილია ასევე, რომ მსესხებელმა სესხი შეთანხმებულ ვადაში ვერ დააბრუნა. ამასთან სესხის ვადის გასვლის შემდგომ გადაიხადა ჯამში 1950 აშშ დოლარი, რომელიც ჩაეთვალა სარგებელში. სესხზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

სამოქალაქო კოდექსის 366-ე მუხლის თა--ხმად თუ განსაზღვრულია დრო, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ კრედიტორს არ შეუძლია შესრულების მოთხოვნა ამ ვადამდე, ხოლო მოვალეს შეუძლია ვალდებულების შესრულება ვადაზე ადრე.

 

მოცემულ შემთხვევაში, სესხის ძირითადი თანხა უნდა დაბრუნებულიყო 16.06.2017 წელს, შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან წარმოეშვა კრედიტორს თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება. ვინაიდან მსესხებელმა ვალდებულება დათქმულ დროს ვერ შეასრულა, ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორს ასევე წარმოეშვა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება. ვალდებულების დარღვევის შემდგომ მოვალემ გადაიხადა 1950 აშშ დოლარი, რომელიც სარგებლად ჩაითვალა.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ მსესხებელმს ჰქონდა სარგებლის გადახდის ვალდებულება, ვინაიდან ხელშეკრულება შეწყვეტილი არ ყოფილა. სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო; ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: 1) მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; 2) ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; 3) ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე (იხ. სუსგ Nას-1701-1685-2011 ).

 

დადგენილია, რომ ხელშეკრულების მხარები არ შეთანხმებულან თანხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში პროცენტის გადახდაზე, არც მოპასუხე მიუთითებს ამ გარემოებაზე, შესაბამისად, სესხის 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ მსესხებელს არ ჰქონდა სარგებლის გადახდის ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლის თა--ხმად, მოვალის იმ გადასახდელიდან, რომელიც არ არის საკმარისი მთელი ვადამოსული ვალის დასაფარავად, თავდაპირველად იფარება სასამართლოს ხარჯები, შემდეგ – ძირითადი შესრულება (ვალი) და ბოლოს – პროცენტები.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მსესხებლის მიერ გადახდილი თანხა არ იყო საკმარისი მთელი ვადამოსული ვალის დაფარვისათვის, აღნიშნული თანხა უნდა გამოაკლდეს ძირითად ვალს. მოცემულ შემთხვევაში, სესხი გაცემული იყო ლარში, ხოლო სარგებელი მოსარჩელეს გადახდილი აქვს დოლარში. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ 1950 აშშ დოლარი გადახდის დროისათვის იყო 5084,43 ლარის ეკვივალენტი, შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ ძირ თანხას უნდა გამოაკლდეს 5084,43 ლარი (იხ. ა--ლოგიურ საქმეზე მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს Nას-712-682-2016 გადაწყვეტილება).

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თა--ხმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

განსახილველ შემთხვევაში აღმასრულებლის მიერ აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა 48 388,7 ლარით, საიდა--ც 11025 ლარია პირგასამტეხლო.

 

„პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი.

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ა--ზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ა--ზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

 

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თა--ზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ“ (იხ. სუსგ ას-1199-1127-2015).

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - სესხის ძირი თანხის 0,1% არის შეუსაბამოდ მაღალი.

 

მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლო შემცირდეს 10-ჯერ, 0,01%-მდე და ჯამში განისაზღვროს 1102,5 ლარით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება ნიშნავს მის გონივრულ ოდენობამდე შემცირებას, იმგვარად, რომ პირგასამტეხლოს დანიშნულება შენარჩუნდეს, მაგრამ იგი აღარ იყოს შეუსაბამოდ მაღალი და იმაზე მეტად აღარ დაამძიმოს მოვალის მდგომარეობა, ვიდრე ეს აუცილებელია კრედიტორის ინტერესების დაცვისავთვის.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს ძირითადი ვალდებულების ოდენობას, ვადის დარღვევის ხანგრძლივობას, მხარეთა ქონებრივ მდგომარეობას და მიიჩნევს, რომ პირგსამტეხლოს გონივრული და სამართლიანი ოდენობაა 3000 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თა--ხმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სასამართლო ხარჯები უნდა გა--წილდეს შემდეგნაირად: მოპასუხეს ხ------------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 452 ლარიდან - 210,18 ლარის ა--ზღაურება და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ა--ზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2------------ განჩინებით გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაევალა ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ 2018 წლის 1--------- გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან ბ----- წ-------–-ს (კრედიტორი) მოთხოვნის, სესხის ძირითადი თანხის 37500 ლარის, პირგასამტეხლოს (ძირითადი თანხის 0.01%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე), ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯის 126 ლარის დაფარვის, ასევე კანონით გათვალისწინებული სხვა ხარჯებისა და საფასურის დაფარვის შემდეგ დარჩენილი თანხები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 15006.93 ლარის ოდენობით, განეთავსებინა სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალში შესვლამდე და ამ თანხას დაედო ყადაღა.

 

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის გათვალისწინებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნების საფუძველი არსებობს მხოლოდ იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც წინამდებარე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ამდენად, ყადაღა უნდა შენარჩუნდეს 6981,93 ლარზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე, მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ხ------------------ის სარჩელი მოპასუხე ბ----- წ-------–-ს მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. ნაწილობრივ გაუქმდეს ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ 19.03.2018 წელს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცელი და აღსასრულებელი ვალდებულება პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვროს 3000 ლარით, ხოლო სესხის ძირითადი თანხა - 32 415,57 ლარით;

 

3. და--რჩენ ნაწილში ხ------------------ის სარჩელი მოპასუხე ბ----- წ-------–-ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

 

4. ბ----- წ--------–ს ხ------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 452 ლარიდან - 210,18 ლარის ა--ზღაურება და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ა--ზღაურება;

 

5. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2------------ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაევალა ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ 2018 წლის 1--------- გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან ბ----- წ-------–-ს (კრედიტორი) მოთხოვნის, სესხის ძირითადი თანხის 37500 ლარის, პირგასამტეხლოს (ძირითადი თანხის 0.01%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე), ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯის 126 ლარის დაფარვის, ასევე კანონით გათვალისწინებული სხვა ხარჯებისა და საფასურის დაფარვის შემდეგ დარჩენილი თანხები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 15006.93 ლარის ოდენობით, განეთავსებინა სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალში შესვლამდე და ამ თანხას დაედო ყადაღა და ყადაღა შენარჩუნდეს 6981,93 ლარზე.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია