განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1--------
№(------------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ნინო მაისაია
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - გ------- მ----–--ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
პ----- პ----–----ი - დაბადებული 1--- წლის 2-----–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ფ-------–-------------------------------
ადვოკატი: მ----- მ-----–--ე
კვალიფიკაცია:
პ----- პ----–----ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1. 2016 წლის 13 დეკემბრიდან - 2017 წლის 25 აპრილამდე პერიოდში პ----- პ----–----ი, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა სს ,,ბ--------------ს“ კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას - 143 250 (ას ორმოცდასამი ათას ორას ორმოცდაათ) ლარს.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შპს ,,ნ---------–-“-ის წარმოების უფროსმა რ----- მ-------–--მა განმარტა, რომ 2016 წლის ოქტომბერის თვეში, გასაუბრების საფუძველზე, მიიღო საწარმოში მუშად პ----- პ----–----ი, რომელთანაც გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება; სახელფასო ბარათი ,,ნ---------–-“-მა დაუმზადა ,,ბ-------------ში“, სადაც პ----–----ს ერიცხებოდა ხელფასი 550 ლარი. 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით პ----–----ს ხელფასის სახით აღებული აქვს 3300 ლარი. პ----- პ----–----ს ხელფასის გარდა სხვა თანხები არ ერიცხებოდა. პრემიებს იღებდნენ საახალწლოდ 50-100 ლარის ოდენობით.
2.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ,,ბ-------------ს“ ს-----------–--- ტ------–------ის დეპარტამენტის დირექტორმა გ------- ი-------–---–მა განმარტა, რომ ,,ბ-------------ს’’ გ-------–--------------------ს მოადგილის მითითებით დაიწყო პ----- პ----–----ის ანგარიშის შემოწმება, რადგან მის ანგარიშზე ფიქსირდებოდა უარყოფითი ბალანსი. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ პ----- პ----–----ს ანგარიში ბანკში გახსნილი ქონდა 2016 წლის 2--------------ს, ხოლო ანგარიშზე თანხის ბრუნვა დაიწყო 3 ნოემბერს და თვეში ერთხელ ერიცხებოდა თანხა 550 ლარის ოდენობით. ამ დროიდან ანგარიშზე ფიქსირდება ხარვეზი, რასაც ადგილი ქონდა ქონდა ანგარიშის და ბარათის შექმნის დროს. მოწმის განმარტებით, ბანკში არსებული პლასტიკური ბარათების პროცესინგის სისტემა შედგება ორი ნაწილისგან. ერთი არის ფრონტ ოფისი - კლიენტის მხარეს სისტემა, მეორეა - ბექ ოფისი, რომელზეც კლიენტს შეხება არა აქვს. ფრონტ ოფისზე მიერთებულია ბანკომატები, პოსტერმინალები, აქ ფიქსირდება კლიენტის მიერ ბარათით შესრულებული ოპერაციების და არსებული ნაშთის გამოყენება. მეორე სისტემაში - ბექოფისში - დღეში ერთხელ ხდება კლიენტების მიერ შესრულებული ოპერაციების გადმოტანა, დამუშავება და დღის დახურვა. სისტემა არის მთლიანად ავტომატიზირებული და იქ ადამიანის ჩარევა არ ხდება. ბანკში ანგარიშის გახსნის შემდეგ იქმნება ბარათი და კეთდება ჩანაწერი ბექ ოფისშიც და ფრონტ ოფისშიც. შემდეგ ავტომატურად ხდება ჩანაწერების გაერთიანება ორივე სისტემაში, რათა ბარათს შეესაბამებოდეს ანგარიში. ტექნიკური ხარვეზი იყო ბექ ოფისში, სადაც გაერთიანება არ მოხდა. შედეგად ბექ ოფისში იყო ორი ჩანაწერი ერთდროულად, რამაც გამოიწვია ის, რომ კლიენტის ანგარიშზე ჩარიცხული თანხების ასახვა ხდებოდა ბექ ოფისში ერთ ჩანაწერზე, ხოლო კლიენტის მიერ პლასტიკური ბარათით განხორციელებული ოპერაციების ასახვა ხდებოდა ბექ ოფისში მეორე ჩანაწერზე. შესაბამისად, არსებულ ანგარიშზე გადადიოდა ჩარიცხული თანხების ჯამი, რომელიც არ იყო ასახული ჩამოჭრილად და კლიენტს ჰქონდა საშუალება ამ თანხის მეორე დღეს გამოტანის. თავდაპირველად პ----- პ----–----ს ჩაერიცხა სახელფასო თანხა 550 ლარის ოდენობით, შემდეგ ერთ თვეში კვლავ ჩაერიცხა ხელფასი 550 ლარი, მას საშუალება მიეცა მეორე თვეში ჩარიცხვის შემდეგ იმავე დღეს გამოეტანა 1100 ლარი, რაც არ აისახა ჩამოჭრილად და ისევ 1100 ლარი ქონდა ხელმისაწვდომი. ამ ტექნიკური ხარვეზიდან გამომდინარე, პ----- პ----–----ს ანგარიშზე თანხის ბრუნვიდან დაწყებული 2016 წლის 3 ნოემბრიდან - 2017 წლის 21 აპრილამდე თავისი პლასტიკური ბარათით ბანკომატის მეშვეობით შეუზღუდავად გამოჰქონდა ბანკის კუთვნილი თანხა. თანხის გატანა შეწყდა მას შემდეგ, როცა ბანკმა გამოავლინა ხარვეზი. პ----- პ----–----ს იმ მომენტისთვის, როდესაც ეს პრობლემა დაფიქსირდა 3300 ლარის ოდენობით ქონდა სახელფასო ჩარიცხვები, ხოლო გატანილი ჰქონდა 143 250 ლარი.
2.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ს/ს ,,ბ-------------ს“ ს----------–--------------------–--------------------------ს განყოფილების უფროსმა ნ----- ჩ------ემ განმარტა, რომ 2017 წლის გაზაფხულზე დირექტორის დ----- გ--–---–---–ის მითითებით შეისწავლეს პ----- პ----–----ის შესახებ დოკუმენტაცია, რადგან ფიქსირდებოდა საბარათე ანგარიშიდან ხელფასის სახით ჩარიცხული თანხების გადამეტებით გახარჯვა. გამოითხოვეს ხელშეკრულებები, რომლებიც ბანკსა და პ----- პ----–----ს შორის იყო დადებული, გამოთხოვილი ინფორმაციით ბანკის კლიენტი იყო ორგანიზაცია ,,ნ---------–-“, რომელმაც მიმართა ბანკს პ----- პ----–----ისთვის გაეხსნა საბარათე ანგარიში და მიეცა სახელფასო ბარათი, მასზე ,,ნ---------–-’’-ს უნდა მოეხდინა ხელფასის - 550 ლარის ჩარიცხვა. 2016 წლის 2--------------ს ბანკსა და პ----- პ----–----ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე დაყრდნობით დაიდო შეთანხმება და დამზადდა სახელფასო ბარათი. კლიენტი ინფორმირებული იყო, რომ ბარათი არის ბანკის საკუთრება და არ შეიძლება მისი სხვისთვის გადაცემა. ანგარიშის ამონაწერიდან დადგინდა, რომ პ----- პ----–----ს პირველი ხელფასი ჩაერიცხა 2016 წლის 3 ნოემბერს, შემდეგ მეორე თვეს კვლავ ჩაერიცხა 550 ლარი და პირველი 1100 ლარი ხელფასის ორმაგი ოდენობა მოხსნა 2016 წლის 13 დეკემბერს. ამის შემდეგ ხდებოდა ყველა ჩარიცხული თანხის ჯამური ოდენობის გატანა; შემდეგი ჩარიცხვით ეს თანხა კიდევ გაიზარდა. რეალურად ადგილი ჰქონდა არა მის საბარათე ანგარიშზე ჩარიცხული თანხის მოხმარებას და გამოყენებას, არამედ ბანკის სახსრების მოხმარებას პ----- პ----–----ის მიერ. ბანკში ჩატარებული შიდა მოკვლევით დადგინდა, რომ ეს იყო ტექნიკური ხარვეზით გამოწვეული. კერძოდ: პირველადი ანგარიშის გახსნის დროს იხსნება დროებითი ჩანართი ანგარიშის გახსნაზე, რომელიც შემდეგ უნდა გაუქმდეს, როდესაც პ----- პ----–----ს დაუმზადეს ბარათი, ეს ჩანართი ავტომატურად უნდა გაუქმებულიყო, რაც არ გაუქმდა. გამომდინარე აქედან, პ----- პ----–----ს ეძლეოდა საშუალება გაეტანა ჩარიცხული თანხის ორმაგი ჯამური თანხა, როდესაც 550 ლარი ჩაერიცხა, შემდეგ თვეს გაიტანა 1100 ლარი. საბოლოოდ, პ----- პ----–----ს ნაცვლად სახელფასო თანხის - 3300 ლარისა, გატანილი ჰქონდა 143 250 ლარი. ეს თანხა არ იყო პ----–----ის კუთვნილი სარგო და არც მოლოდინი უნდა ჰქონოდა, რომ ეს თანხა მის ანგარიშზე იქნებოდა, რადგან ხელფასის ოდენობა იყო 550 ლარი. ბანკში ჩატარებული მოკვლევით დადგინდა, რომ ეს იყო პროგრამული ხარვეზი და ბრალეულობის საკითხი ვერავისზე ვერ დადგებოდა. მოწმის განცხადებით, პ----- პ----–----ის ანგარიში არის დაყადაღებული, ვინაიდან დღესაც მუშაობს ,,ნ---------–-’’-ში და იღებს შესაბამის ანაზღაურებას. თანხის ოდენობა არის შემცირებული და დღეის მდგომარეობით შეადგენს 139 170 ლარს.
2.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ს/ს ,ქ------------ის’’ პ-–---------------------------------–------ს დეპარტამენტის უფროსმა ნ---- ქ------ემ განმარტა, რომ პ----- პ----–----ს შპს ,,ნ---------–-“-მა გაუხსნა სახელფასო პლასტიკური ბარათი, რომელიც მიბმულია ანგარიშზე, ირიცხება თანხა და ხდება დისტანციურად თანხის მოხმარება. აღმოჩნდა, რომ პროგრამულ სისტემაში მოხდა ტექნიკური შეცდომა. ანგარიშზე ჩარიცხული თანხები და ბარათიდან გატანილი თანხები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. რამდენი თანხაც ჩაირიცხა, მათი ჯამური თანხა იყო ამ ბარათისთვის ხელმისაწვდომი ყოველდღე. 4 თვის მანძილზე 2016 წლის ნოემბრიდან - 2017 წლის აპრილის ჩათვლით პ----- პ----–----ისთვის ხელმისაწვდომი იყო ხელფასი ჯამში 3300 ლარი. მისთვის პირველად დარიცხული ხელფასი 550 ლარი ხელმისაწვდომი იყო ყოველდღე; ნოემბერში მას ჩაერიცხა 550 ლარი და გაიტანა, შემდეგ დეკემბერში მიაკითხა ბანკომატს, ნახა ბალანსი და 1100 ლარი გაიტანა ჯამური თანხა. ტექნიკური შეცდომა უზრუნველყოფდა იმას, რომ მას ყოველდღე დღის 12 საათზე ანგარიშზე უჩნდებოდა ის თანხა, რომელიც მის ანგარიშზე ისტორიულად იყო ჩარიცხული. შემდეგ როდესაც 300 ლარი ჩაერიცხა დეკემბერში, უკვე გახდა 1400 ლარი და ეს თანხა გაჰქონდა და ა.შ. პ----- პ----–----ი ბალანსს ამოწმებდა ბანკომატში და შემდეგ გამოჰქონდა. დეკემბერში 3-ჯერ გაიტანა 1100 ლარი. მოწმის განცხადებით, პლასტიკურ ბარათს გამოკვეთილად აწერია, რომ მას დროებით სარგებლობაში აძლევს ბანკი კლიენტს; ბარათი ბანკის საკუთრებაა და არის ანგარიშიდან თანხის გამოტანის საშუალება. ხელშეკრულება იდება საბარათე ანგარიშის განკარგვაზე. არის იქ პუნქტები, რომ მხოლოდ ჩარიცხული თანხების ფარგლებში უნდა მოიხმაროს კლიენტმა თანხა. შეიძლება მოხდეს შეცდომა, მაგრამ კლიენტი ვალდებულია, რომ კონკრეტულ ფარგლებში მოიხმაროს თანხა. შესაბამისად, კლიენტმა მხოლოდ ის თანხა უნდა მოიხმაროს, რაც ჩაერიცხა. პ----- პ----–----ს ამ ხნის მანძილზე ანგარიშზე ჰქონდა 7 ჩარიცხვა, ჯამში 3300 ლარი. აღნიშნული თანხა იყო პ----- პ----–----ის სრულ განკარგულებაში. პ----- პ----–----ის მიერ გატანილი სხვა თანხა არ იყო მისი კუთვნილი თანხა. კლიენტი ვალდებულია, თუ რამეში ეჭვი ეპარება, თვეში ერთხელ თავისი ამონაწერი ბ------ან აიღოს; მოწმის განმარტებით, ბანკომატის გარდა პ----–----ს სხვა საშუალება არ გამოუყენებია თანხის გატანის.
2.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა საქართველოს ფ-------------------------------------------------ს დეპარტამენტის გამომძიებელმა თ-------- შ-----მ განმარტა, რომ შემდგომი რეაგირების მიზნით დაეწერა სს ,, ბ-------------დან“ შემოსული მასალები თანხების შესაძლო მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით. მის მიერ ჩატარებულ იქნა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებები. პ----- პ----–----ი გამოკითხულ იქნა მოწმის სახით, რომელმაც აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან. თ-------- შ-----მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ავთენტურობა.
2.6. ბრალდებულმა პ----- პ----–----მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და აირჩია დუმილის უფლება.
2.7. 2017 წლის 1--------ს შრომითი ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ნ---------–--” (ს/ნ 2--------, მის: ქ. თბილისი, მ--------–---------) წარმოდგენილი დირექტორის რ----- მ-------–--ის სახით (შემდგომში დამსაქმებელი) და, მეორეს მხრივ, პ----- პ----–----ს შორის (შემდგომში დასაქმებული) გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, დამსაქმებელი აფორმებს დასაქმებულს დამხმარე პერსონალის თანამდებობაზე. შრომითი ხელშეკრულების თანახმად, შრომის ანაზღაურების სახით დამსაქმებელი დასაქმებულს ყოველთვიურად უხდის ხელფასს, რომელიც შეადგენს 687.5 (ექვსასოთხმოცდაშვიდი ლარის და ორმოცდაათი თეთრი) ლარს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გათვალისწინებით.
2.8. 2016 წლის 2--------------ს საბანკო პროდუქციით მომსახურების შესახებ ფიზიკური პირებისათვის განაცხადის თანახმად, შპს ,,ნ---------–--“-მა (ს-----------) მიმართა ს/ს ,,ბ------------ს“ პ----- ვ-–-ს ძე პ----–----ისათვის (პირადი 0----------) საბანკო პროდუქციით მომსახურებასთან დაკავშირებით.
2.9. 2016 წლის 2--------------ს ფიზიკური პირებისათვის ანგარიშის გახსნის განაცხადის თანახმად, ს/ს ,,ბ-------------მ“ პ----- ვ-–-ს ძე პ----–----ს (პირადი 0----------) გაუხსნა საბარათე ანგარიში ლარში.
2.10. 2016 წლის 2--------------ს გაფორმდა შეთანხმება ს/ს ,,ბ-------------სა“ და პ----- პ----–----ს შორის საბანკო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების დადების/ დადასტურების შესახებ და გაიცა მითითება პ----- პ----–----ზე სახელფასო ბარათის დამზადების თაობაზე.
2.11. ს/ს/ ,,ბ-------------ს“ 28/10/2016-24/04/2017 ამონაწერით დგინდება, რომ 28/10/2016-24/04/2017 წ. პერიოდში პ----- პ----–----ის ანგარიშზე სხვადასხვა დროს 7-ჯერ ჩაირიცხა ჯამში 3300 ლარი. ასევე, სხვადასხვა დროს 112-ჯერ პ----- პ----–----ის მიერ გატანილ იქნა სხვადასხვა ოდენობის თანხა, ჯამში 143. 250 ლარი.
2.12. ს/ს/ ,,ბ-------------ს“ 28/10/2016-26/04/2017 ამონაწერით დგინდება, რომ პ----- პ----–----ს 28.10.2016-26/04/2017 წ. პერიოდში შვიდჯერ ჩაერიცხა ხელფასი - 03/11/2016 - 550 ლარის ოდენობით; 06/12/2016 წ - 550 ლარის ოდენობით; 28/12/2016 - 300 ლარის ოდენობით; 10/01/2017 - 250 ლარი; 06/02/2017 - 550 ლარი; 06/03/2017- 550 ლარი; 06/04/2017 -550 ლარი. ამონაწერის თანახმად ფიქსირდება ბრუნვა: ბრუნვა (დებ) 146,550.0; ბრუნვა (კრედ) 3.300.00; საბოლოო ნაშთი: 143.250 .00.
2.13. 2017 წლის 2 ივნისის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებულ იქნა ს/ს ,,ლ-------- ბ------ან“ გამოთხოვილი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც განთავსებულია ერთ ცალ კომპაქტ დისკზე, კომპაქტ დისკი მოთავსდა კომპიუტერულ სისტემაში, რომელშიც აღმოჩნდა საქაღალდე წარწერით 6-------------; აღნიშნულის გახსნის შედეგად კი მასში აღმოჩნდა ფოტო და ვიდეო ფაილები, რომლებზეც ასახულია ახალგაზრდა მამაკაცი. ჩანაწერი გაკეთებულია ბანკომატის სათვალთვალო კამერის მიერ და წარმოადგენს პირდაპირი რაკურსით გადაღებულ კადრებს, გამოსახულება არის მკვეთრი და მასზე მკაფიოდ არის გამოსახული პიროვნება, ასევე, უშუალოდ ბანკომატი. ვიდეო და ფოტომასალების რაოდენობა ჯამში შეადგენს 1 417 ერთეულს.
3.14. 2017 წლის 8 მაისის დათვალიერების ოქმის თანახმად, დასათვალიერებელ ობიექტს წარმოადგენს 2017 წლის 8 მაისს ს/ს ,,ბ-------------დან“ ინფორმაციის სახით გამოთხოვილი კომპაქტ-დისკი, რომელშიც მოთავსებულია 8 საქაღალდე, რიგით პირველი, წარწერით 01.04.2017 ვიდეო ფაილი იწყება 08:42:31 საათზე, კადრი ასახავს ღამის დროს, კამერის დაფარვის არეალში ექცევა ბანკომატი, კერძოდ, მოპირდაპირე მხარეს 08:42:50 საათზე ბანკომათან მიდის მუქი ფერის ქურთუკსა და შარვალში ჩაცმული პიროვნება, რომელიც მცირე ხანს დგას ბანკომატთან და სავარაუდოდ ასრულებს გარკვეულ მოქმედებას. 08:44:17 საათზე აღნიშნული პიროვნება გამოდის ბანკომატიდან და ტოვებს ტერიტორიას, ვიდეო სათვალთვალო კამერის საპირისპირო მიმართულებით.
საქაღალდე წარწერით 05.04.2017 ჩანაწერზე მოსჩანს ავტოსადგომი. ჩანაწერი იწყება 02:47:32 საათზე. 02:49:29 საათზე ბანკომატთან მიდის მუქი ფერის ტანსაცმელში ჩაცმული პიროვნება, რომელიც ბანკომატთან ახორციელებს გარკვეულ მოქმედებებს. 02:51:25 საათზე პიროვნება ტოვებს ბანკომატს და გადის კადრიდან, მიემართება ვიდეო კამერის საპირისპირო მიმართულებით.
დათვალიერებულ იქნა რიგით მესამე საქაღალდე წარწერით 08.02.2017, მასში განთავსებულია ოთხი ცალი ვიდეო ფაილი. ფაილი წარწერით 133602_181_9999_1, კერძოდ, აღნიშნული დათარიღებულია 2/8/2017 13:35:56 საათზე, მასზე აღბეჭდილია იგივე პიროვნება , რომელიც ასრულებს გარკვეულ მოქმედებას ბანკომატთან. მესამე ჩანაწერი წარწერით 133601_665_1016_1, იწყება 13:36:04 საათზე, სადაც აღბეჭდილია იგივე პიროვნება, ასევე აღბეჭდილია პიროვნების მიერ ფულადი თანხის გამოტანის ფაქტი, ბანკომატიდან ასვე გახსნილ იქნა რიგით მეოთხე ვიდეოფაილი დასახელებით 133623_163_9999_1 კადრი იწყება 13:35:56 საათზე აღბეჭდილია იგივე პიროვნება, რომელიც ასრულებს გარკვეულ მოქმედებას ბანკომატთან. მესამე ჩანაწერი წარწერით 133611_665_1016_1 იწყება 13:36:04 საათზე, სადაც აღბეჭდილია იგივე პიროვნება, ასევე აღბეჭდილია პიროვნების მიერ ფულადი თანხის გამოტანის ფაქტი, ბანკომატიდან; ასევე, გახსნილ იქნა მეოთხე ვიდეოფაილი დასახელებით 133623_163_9999_1, კადრი იწყება 13:36:04 საათზე და მასზე მოსჩანს პიროვნების მიერ ბანკომატიდან ფულადი თანხის გამოტანა, გამოტანის შემდეგ იგი ითვლის თანხას და მიემართება; დათვალიერებულ იქნა ზემოდან რიგით მეოთხე საქაღალდე წარწერით 12.04.2017, გახსნის შედეგად აღმოჩნდა სამი ვიდეო ფაილი [CH01]15_05_25, [CH02] 14_22_01, [CH03] 15_05_01, აღნიშნულ ვიდეო ჩანაწერებზე ასახულია პიროვნების მიერ, ფულადი თანხის განაღდების ფაქტი ბანკომატიდან, ვიდეო ჩანაწერი გადაღებულია ზედა რაკურსიდან, გვერდხედით და პირდაპირი კადრით; დათვალიერებულ იქნა ზემოდან რიგით მეხუთე საქაღალდე წარწერით 13.03.2017, გახსნის შედეგად აღმოჩნდა მასში სამი ვიდეო ფაილი[CH01]14_22_01, [CH02] 14_22_01, [CH04] 14_22_01, აღნიშნულ ვიდეო ჩანაწერებზე ასახულია პიროვნების მიერ, ფულადი თანხის განაღდების ფაქტი ბანკომატიდან, ვიდეჩანაწერი გადაღებულია ზედა რაკურსიდან, გვერდხედით და პირდაპირ.
დათვალიერებულ იქნა ზემოდან რიგით მეექვსე საქაღალდე წარწერით 16------- რომელშიც მოთავსებულია ფოტო და ვიდეომასალა, მკაფიო გამოსახულების, სადაც ასახულია თანხის გამომტანი პიროვნება, ფოტო და ვიდეო მასალების რაოდენობა ერთობლიობაში შეადგენს 16 ერთეულს...ფოტოსურათებზე მოწმე პ----- პ----–----მა განმარტა, რომ მათზე აღბეჭდილია პირადად და ასახულია ფაქტი მის მიერ თანხის განაღდების შესახებ.
დათვალიერებულ იქნა ზემოდან რიგით მეშვიდე საქაღალდე წარწერით 23.02.2017, მასში განთავსებულია ფოტო და ვიდეო მასალა, გადაღებული ბანკომატის ვიდეო სათვალთვალო კამერის მიერ, ფოტო და ვიდეო მასალაზე პირდაპირი რაკურსით მკაფიო გამოსახულებით ჩანს პიროვნება, ასევე ჩანაწერზე აღბეჭდილია უშუალოდ თანხის განაღდების ფაქტი. ფოტო და ვიდეომასალა დათარიღებულია 2/23/2017 წლით. ფაილების რაოდენობა ერთობლიობაში შეადგენს 43 ცალს. კერძოდ ფოტომასალა შემდეგი დასახელებებით: 213741_354_1000_1, 213749_466_1007_1, 213758_296_1008_1, 213758_576_1008_2, 213800_339_1005_1, 213801_915_1006_1, 213809_044_1016_1, 213809_216_1016_2, 213813_256_1009_1, 213813_272_1009_2, 213817_827_1017_1, 213817 _827_1017_2, 213819_371_1018_1 213819_387_1018_2, 213824_238_1001-1, 213827_561_1000_1, 213828_466_1003_1, 213835_549_1007_1, 213840_182_1005_1, 2133840_946_1006_1, 213844_378_1016_1, 213844_534_1016_2, 213848_543_1009_1, 213848_559_1009_2 , 213848_559_1009_2, 213852)958_1017_1, 213853_021_1017_2, 213855_641_1018_1, 213855_735_1018_2, 213859_432_1001_1. აღნიშნულ ფოტოებზე გამოსახულია ბანკომატის წინმდგომი პიროვნება,ასევე დათვალიერებულ იქნა ამავე საქაღალდეში განთავსებული ვიდეო ფაილები შემდეგი დასახელებებით: 213739_591_9999_1, 213742_555_9999_1, 213750_652_9999_1, 213759_637_9999_1, 213801_696_9999_1, 21803_116_9999_1,213809_044_1016_1, 213820_666-9999_1, 213825_393_9999_1, 213829_605_9999_1, 213837_140_9999_1,213842_116_9999_1, 213844_378_1016_1, 213857_607_9999_1, აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებზე აღბეჭდილია პიროვნება, რომელიც ბანკომატზე ასრულებს გარკვეულ ოპერაციებს, ასევე ჩანს თანხის გამოტანის ფაქტი.
დათვალიერებულ იქნა ზემოდან, რიგით მერვე საქაღალდე წარწერით 24.02.2017, რომლის გახსნის შემდეგაც მასში აღმოჩნდა 40 ცალი ფოტო და ვიდეო მასალა, რომლზეც ასევე აღბეჭდილია, პიროვნების მიერ ფულადი თანხების განაღდების ფაქტი, მასალები დათარიღებულია 2/24/2017 წლით, კერძოდ ფოტოსურათები შემდეგი დასახელებით:
19655_428_1000_1, 194656_146_1003_1, 194702_339_1007-1, 194710_108_1008_1,194710_545_1008_2, 194711_824_1005_1, 194712_245_1006_1, 194720_107_1016_1,194720_529_1016_2, 194726_316_1009_1, 194726-332_1009_2, 194730_840_1017_1,194730_856_1017_2, 194732_728_1018_1, 194732_728_1018_2, 194937_158_1001_1.
19474-_746_1000_1, 194741_433_1003_1, 194748_094_1007_1, 194753_242_1005_1,194753_897_1006_1, 194757_220_1016_1, 194757_516_1016_2, 194802_446_1009_1
194802_524_1009_2, 194811_634_1017_1, 194812_009_1017_2, 194812_227_1018-1,194812_523_1018_2, 194818_046_1001_1. ფოტოსურათებზე აღბეჭდილია პიროვნება, რომელიც დგას ბანკომატთან, გამოსახულება არის მკაფიო და გადაღებულია ბანკომატის ვიდეოსათვალთვალო კამერით პირდაპირი რაკურსით.
ასევე დათვალიერდა ვიდეოფაილები შემდეგი დასახელებით: 194645_101_9999_1, 194701_574_ 9999_1, 194703_603_9999_1, 194713-103_9999_1, 194720_107_1016_1, 194735_052_9999-1, 194738_593_9999_1,194742_587_9999_1, 194754_583_9999_1, 194757_220_1016_1, ვიდეოფაილზე ნათლად ჩანს პიროვნება, რომელიც დგას ბანკომატთან, ასევე ჩანს, მის მიერ ფულადი თანხის განაღდების ფაქტი.
2.14.1. დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო პროცესზე დაკითხულმა გამომძიებელმა თ-------- შ-----მ.
2.15. 2017 წლის 11 მაისის დათვალიერების ოქმის თანახმად, დასათვალიერებელ ობიექტს წარმოადგენს 2017 წლის 8 მაისს ს/ს ,,ბ-------------დან“ ინფორმაციის სახით გამოთხოვილი კომპაქტ-დისკი, დათვალიერების პროცესში ნებაყოფლობით მიიღეს მონაწილეობა პ----- პ----–----მა და მისმა უფლებადამცველმა ადვოკატმა მ----- მ-----–--ემ. დისკზე მოთავსებულია 8 საქაღალდე. რიგით პირველი, წარწერით 01042017 ვიდეო ფაილი იწყება 08:42:31 საათზე კადრში ასახავს ღამის დროს და მოსჩანს ავტოსადგომი, კამერის ხედვის მარჯვენა მხარეს განთავსებულია ავტომანქანები, ასევე კამერის დაფარვის არეალში ექცევა ბანკომატი, კერძოდ, მოპირდაპირე მხარეს 08:42:50 საათზე ბანკომატთან მიდის მუქი ფერის ქურთუკსა და შარვალში ჩაცმული პიროვნება, რომელიც მცირე ხანს დგას ბანკომატთან და სავარაუდოდ ასრულებს გარკვეულ მოქმედებას. 08:44:17 საათზე აღნიშნული პიროვნება გამოდის ბანკომატიდან და ტოვებს ტერიტორიას, ვიდეო სათვალთვალო კამერის საპირისპირო მიმართულებით. მოწმე პ----- პ----–----მა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ ჩანაწერზე ასახულია მის მიერ ბანკომატიდან, ქ------------ის კუთვნილი ფულადი თანხის მოხსნის ფაქტი.
დათვალიერებულ იქნა რიგით მეორე საქაღალდე წარწერით 05.04.2017, ჩანაწერზე მოსჩანს ავტოსადგომი, ჩანაწერი იწყება 02:47:32 საათზე. 02:49:29 საათზე ბანკომატთან მიდის მუქი ფერის ტანსაცმელში ჩაცმული პიროვნება, რომელიც ბანკომატთან ახორციელებს გარკვეულ მოქმედებებს. 02:51:25 საათზე პიროვნება ტოვებს ბანკომატს და გადის კადრიდან, მიემართება ვიდეო კამერის საპირისპირო მიმართულებით. პ----- პ----–----მა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ ჩანაწერზე ასახულია მის მიერ ბანკომატიდან, ,,ქ------------ის’’ კუთვნილი ფულადი თანხის მოხსნის ფაქტი.
დათვალიერებულ იქნა რიგით მესამე საქაღალდე წარწერით 08.02.2017, მასში განთავსებულია ოთხი ცალი ვიდეო ფაილი. გახსნილ იქნა ფაილი წარწერით 133602_181_9999_1, კერძოდ, აღნიშნული დათარიღებულია 2/8/2017 13:35:56 საათზე, მასზე აღბეჭდილია იგივე პიროვნება, რომელიც ასრულებს გარკვეულ მოქმედებას ბანკომატთან; მესამე ჩანაწერი წარწერით 133601_665_1016_1, იწყება 13:36:04 საათზე, სადაც აღბეჭდილია იგივე პიროვნება, ასევე აღბეჭდილია პიროვნების მიერ ფულადი თანხის გამოტანის ფაქტი ბანკომატიდან; ასევე, გახსნილ იქნა რიგით მეოთხე ვიდეოფაილი, დასახელებით 133623_163_9999_1, კადრი იწყება 13:35:56 საათზე, აღბეჭდილია იგივე პიროვნება, რომელიც ასრულებს გარკვეულ მოქმედებას ბანკომატთან; მესამე ჩანაწერი წარწერით 133611_665_1016_1 იწყება 13:36:04 საათზე, სადაც აღბეჭდილია იგივე პიროვნება, ასევე, აღბეჭდილია პიროვნების მიერ ფულადი თანხის გამოტანის ფაქტი ბანკომატიდან; ასევე, გახსნილ იქნა მეოთხე ვიდეოფაილი დასახელებით 133623_163_9999_1, კადრი იწყება 13:36:04 საათზე და მასზე მოსჩანს პიროვნების მიერ, სავარაუდოდ პ----- პ----–----ის მიერ, ბანკომატიდან ფულადი თანხის გამოტანა, გამოტანის შემდეგ იგი ითვლის თანხას და მიემართება. პ----- პ----–----მა ზემოხსენებული ჩანაწერების ყურების დროს ამოიცნო საკუთარი თავი და განმარტა, რომ კადრი ასახავს მის მიერ ,,ქ------------ის’’ კუთვნილი თანხის განაღდების ფაქტს ბანკომატზე.
დათვალიერებულ იქნა ზემოდან რიგით მეოთხე საქაღალდე წარწერით 12.04.2017, გახსნის შედეგად აღმოჩნდა სამი ვიდეო ფაილი [CH01]15_05_25, [CH02] 14_22_01, [CH03] 15_05_01, აღნიშნულ ვიდეო ჩანაწერებზე ასახულია პიროვნების მიერ ფულადი თანხის განაღდების ფაქტი ბანკომატიდან, ვიდეო ჩანაწერი გადაღებულია ზედა რაკურსიდან, გვერდხედით და პირდაპირ, აღნიშნულზე მოწმე პ----- პ----–----მა განაცხადა, რომ კადრზე ასახულია თვითონ.
დათვალიერებულ იქნა ზემოდან რიგით მეხუთე საქაღალდე წარწერით 13------- გახსნის შედეგად აღმოჩნდა მასში სამი ვიდეო ვიდეო ფაილი[CH01]14_22_01, [CH02] 14_22_01, [CH04] 14_22_01, აღნიშნულ ვიდეო ჩანაწერებზე ასახულია პიროვნების მიერ, ფულადი თანხის განაღდების ფაქტი ბანკომატიდან, ვიდეჩანაწერი გადაღებულია ზედა რაკურსიდან, გვერდხედით და პირდაპირ. აღნიშნულის ყურების შემდგომ პ----- პ----–----მა განმარტა, რომ კადრზე ასახულია თვითონ.
დათვალიერებულ იქნა ზემოდან რიგით მეექვსე საქაღალდე წარწერით 16------- რომელშიც მოთავსებულია ფოტო და ვიდეომასალა, მკაფიო გამოსახულების, სადაც ასახულია თანხის გამომტანი პიროვნება, ფოტო და ვიდეო მასალების რაოდენობა ერთობლიობაში შეადგენს 16 ერთეულს. კერძოდ ფოტოსურათები შემდეგი წარწერით 205211_573_1000_1. 205212_322_10003_1, 205219_467_1007_1, 205226_955_1005_1, 205211_573_100_1, 205232_899_1016_2, 205235_894_1009_1, 205235_999_1009_2, 205240_293_1017_1, 205240_371_1017_2, 205241_962_1018__1, 205241_978_1018_2 და 205246_736_1001)1 ფოტოსურათებზე მოწმე პ----- პ----–----მა განმარტა, რომ მათზე აღბეჭდილია პირადად და ასახულია ფაქტი მის მიერ თანხის განაღდების შესახებ, ასევე ვიდეო ფაილები შემდეგი წარწერით: 205213_523_9999_1, 205228_375_9999<_1, 205232_399_1016_1, დათვალიერების შემდგომ მოწმე პ----- პ----–----მა განაცხადა, რომ მან ამოიცნო საკუთარი თავი ზემოხსენებულ ფოტო და ვიდეო ჩანაწერებში, ასევე დაამატა, რომ ჩანაწერი გადაღებულია მის მიერ ,,ქ------------ის“ კუთვნილი ფულადი თანხების განაღდების - დაუფლების დროს.
დათვალიერებულ იქნა ზემოდან რიგით მეშვიდე საქაღალდე წარწერით 23.02.2017 მასში განთავსებულია ფოტო და ვიდეო მასალა, გადაღებული ბანკომატის ვიდეო სათვალთვალო კამერის მიერ, ფოტო და ვიდეო მასალაზე პირდაპირი რაკურსით მკაფიო გამოსახულებით ჩანს პიროვნება, ასევე ჩანაწერზე აღბეჭდილია უშუალოდ თანხის განაღდების ფაქტი. ფოტო და ვიდეომასალა დათარიღებულია 2/23/2017 წლით. ფაილების რაოდენობა ერთობლიობაში შეადგენს 43 ცალს. კერძოდ ფოტომასალა შემდეგი დასახელებებით: 213741_354_1000_1, 213749_466_1007_1, 213758_296_1008_1, 213758_576_1008_2, 213800_339_1005_1, 213801_915_1006_1, 213809_044_1016_1, 213809_216_1016_2, 213813_256_1009_1, 213813_272_1009_2, 213817_827_1017_1, 213817 _827_1017_2, 213819_371_1018_1 213819_387_1018_2, 213824_238_1001-1, 213827_561_1000_1, 213828_466_1003_1, 213835_549_1007_1, 213840_182_1005_1, 2133840_946_1006_1, 213844_378_1016_1, 213844_534_1016_2, 213848_543_1009_1, 213848_559_1009_2 , 213848_559_1009_2, 213852)958_1017_1, 213853_021_1017_2, 213855_641_1018_1, 213855_735_1018_2, 213859_432_1001_1.ფოტომასალის დათვალიერების შემდგომ მოწმე პ----- პ----–----მა განმარტა, რომ ფოტოებზე აღბეჭდილია მის მიერ ,,ბ-------------ს’’ კუთვნილ მის სახელფასო ანგარიშზე არსებული ფულადი თანხების განაღდების ფაქტი ბანკომატის მეშვეობით. ასევე, დათვალიერებულ იქნა ამავე საქაღალდეში განთავსებული ვიდეო ფაილები შემდეგი დასახელებებით: 213739_591_9999_1, 213742_555_9999_1, 213750_652_9999_1, 213759_637_9999_1, 213801_696_9999_1, 21803_116_9999_1,213809_044_1016_1, 213820_666-9999_1, 213825_393_9999_1, 213829_605_9999_1, 213837_140_9999_1,213842_116_9999_1, 213844_378_1016_1, 213857_607_9999_1, ზემოხსენებული ვიდეოჩანაწერების ნახვის შემდგომ მოწმე პ----- პ----–----მა განმარტა, რომ კადრზე ასახულია თვითონ, ხოლო ვიდეო ფაილები ასახავს მის მიერ ,,ბ-------------ს’’ კუთვნილი ფულადი თანხების განაღდების ფაქტს.
დათვალიერებულ იქნა ზემოდან, რიგით მერვე საქაღალდე წარწერით 24------, რომლის გახსნის შემდეგაც მასში აღმოჩნდა 40 ცალი ფოტო და ვიდეო მასალა, რომლზეც ასევე აღბეჭდილია, პიროვნების მიერ ფულადი თანხების განაღდების ფაქტი, მასალები დათარიღებულია 2/24/2017 წლით, კერძოდ ფოტოსურათები შემდეგი დასახელებით: 19655_428_1000_1, 194656_146_1003_1, 194702_339_1007-1, 194710_108_1008_1,194710_545_1008_2, 194711_824_1005_1, 194712_245_1006_1, 194720_107_1016_1,194720_529_1016_2, 194726_316_1009_1, 194726-332_1009_2, 194730_840_1017_1,194730_856_1017_2, 194732_728_1018_1, 194732_728_1018_2, 194937_158_1001_1.
19474-_746_1000_1, 194741_433_1003_1, 194748_094_1007_1, 194753_242_1005_1,194753_897_1006_1, 194757_220_1016_1, 194757_516_1016_2, 194802_446_1009_1
194802_524_1009_2, 194811_634_1017_1, 194812_009_1017_2, 194812_227_1018-1,194812_523_1018_2, 194818_046_1001_1. აღნიშნულ ფოტოსურათებთან დაკავშირებით მოწმე პ----- პ----–----ის თქმით აღბეჭდილია ბანკომატის მიმდებარე ტერიტორია, ხოლო პიროვნება რომელიც აღბეჭდილია მათში არის თვითონ პ----- პ----–----ი, ხოლო ფოტო სურათები ასახავს მის მიერ ბანკომატიდან ,,ბ-------------ს’’ კუთვნილი ფულადი თანხების განაღდების ფაქტს.
ასევე დათვალიერდა ვიდეოფაილები შემდეგი დასახელებით: 194645_101_9999_1, 194701_574_ 9999_1, 194703_603_9999_1, 194713-103_9999_1, 194720_107_1016_1, 194735_052_9999-1, 194738_593_9999_1,194742_587_9999_1, 194754_583_9999_1, 194757_220_1016_1, ზემოხსენებული ვიდეომასალების ნახვისას მოწმე პ----- პ----–----მა ამოიცნო საკუთარი თავი და განმარტა, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გადაღებულია ღამის საათებში მის მიერ ბ-------------ს კუთვნილი ფულადი თანხების განაღდების დროს.
2.15.1. დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო პროცესზე დაკითხულმა გამომძიებელმა თ-------- შ-----მ.
2.16. ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის N-------- თანახმად, კვლევების შედეგად დადგენილი თანადამთხვევები მყარია, განსაკუთრებულია და ქმნის პიროვნების საიდენტიფიკაციო ნიშნების ინდივიდუალურ კომპლექსს, რაც საკმარისია კატეგორიულად დადებითი დასკვნისათვის, რომ სს N------------ საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზაზე წარმოდგენილ N2 პაკეტში ლაზერულ დისკზე არსებულ N3, N6, N7, N8 ელექტრონულ საქაღალდეებში ჩაწერილ ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე, N6, N7, N8 ელექტრონულ საქაღალდეებში ჩაწერილი ფოტოსურათებზე და N1 პაკეტში ლაზერულ დისკზე ჩაწერილ ფოტოსურათზე დაფიქსირებულია ერთი და იიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ N2 პაკეტში ლაზერულ დისკზე არსებულ N3,N6, N7, N8 ელექტრონულ საქაღალდეებში ჩაწერილ ვიდეოგრამებიდან ამოღებული ფოტოსურათებზე, N 6, N7, N8 ელექტრონულ საქაღალდეებში ჩაწერილ ფოტოსურათებზე და N1, პაკეტში ლაზერულ დისკზე ჩაწერილ ფოტოსურათებზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
2.17. ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის N---- თანახმად, 1.სს. N------------, რომ გამოკვლევაზე წარმოდგენილ N1 პაკეტში ლაზერულ დისკზე ჩაწერილ ფოტოსურათზე დაფიქსირებული პიროვნების გამოსახულება, რომელიც გაწმენდილი და დამუშავებულია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით ,,PhotoshopGS5” -ის საშუალებით, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.
2. გამოკვლევაზე წარმოდგენილ N2 პაკეტში მოთავსებულ ლაზერულ დიკზე ჩაწერილ N1 N2 N3 N43 N44 N47 N48 N52 N56, N57 N58N65 N68 N69 N70 N72 N73 N74 N75 N77 N78 N79 N80 N81 N82 N84 N85 ვიდეოგრამებზე დაფიქსირებული გამოძიებისათვის საინტერესო პირის გამოსახულება იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.
3. გამოკვლევაზე წარმოდგენილ N4 N5 N6 N7 N8 N9 N10 N11N12 N13 N14 N15 N16 N17 N18 N19 N20 N21 N22 N23 N24 N25 N26 N27 N28 N29 N30 N31 N32 N33 N34 N35 N36 N37 N38 N39 N40 N41 N42 N45N 46 N49 N50 N51 N53 N54 N55 N59 N60 N61 N62 N63 N64 N65 N66 N67 N71 N76 N83 ვიდეოგრამებიდან ამოღებული N7-8-9-10-11-12-13-14-15-16-17-18-19-20-21-22-23-24-25-26-27-28-29-30-31-32-33-34-35-36-37-38-39-40-41-42-43-44-45-48-49-52-53-54-56-57-58-62-63-64-65-66-67-69-70-79-86 ფოტოსურათები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.
4. გამოკვლევაზე წარმოდგენილ N4,N5 N6 N7 N8 N9 N10 N11, N12 N13 N14 N15 N16 N17 N18 N19 N20 N21 N22 N23 N24 N25 N26N27 N28N29 N30 N31 N32 N33 N34 N35 N36 N37 N38 N39 N40 N41 N42 N45 N46 N49 N50 N51 N53 N54 N55 N59 N60 N61 N62 N63 N64 N66 N67 N71 N76 N83 N84 ვიდეოგრამებზე და N1 პაკეტში არსებულ ლაზერულ დისკზე ჩაწერილ N3 ფოტოსურათზე დაფიქსირებულ პ----- პ----–----ის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
2.18. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნა ექსპერტი დ----- თ-----–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის N-------- და N---- დასკვნების სისწორე და განმარტა, რომ მუშაობს შსს ს----------------------–--------------------------------------------------------------ის გ---------–---------------ს მოადგილედ, აღნიშნულ საქმეზე გამომძიებელ თ-------- შ-----ს დადგენილების საფუძველზე ჩაატარა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა და დადგინდა, რომ აღნიშნულ ვიდეოფაილებზე და ფოტოსურათზე ფიქსირდებოდა ერთი და იგივე პიროვნება.
2.19. 2017 წლის 5------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ყადაღა დაედო სს ,,ბ-------------ში“ პ----- პ----–----ის (პ/ნ 0----------) სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშს G---------------------, მასზე არსებული მთლიანი თანხის ფარგლებში.
2.20. შპს ,,ლ-----------“ დირექტორის გ-------- ხ-–--------ს წერილის თანახმად, მოქალაქე პ----- პ----–----ს დაბადებულს: 2-----1--- პ/ნ (0----------) სამორინე ,,-------ში’’ 2016 წლის 13 დეკემბრიდან - 2017 წლის 18 მაისამდე უფიქსირდება მხოლოდ წაგებული თანხები შემდეგი გრაფიკით: 2017 წლის 8 იანვარს წააგო - 561 ლარი, 2017 წლის 16 თებერვალს წააგო -100 ლარი,2017 წლის 3 აპრილს წააგო 5880 ლარი, 2017 წლის 4 აპრილს წააგო - 1090 ლარი, 2017 წლის 6 აპრილს წააგო - 2500 ლარი.
2.21. შპს ,,დ---------------------–------------–--ს“ დირექტორის ზ------ ვ-------–---–ის 2017 წლის 5-------ს წერილით დასტურდება, რომ შპს ,,დ--------------------–------------–--ს“ მფლობელობაში არსებულ სლოტ-კლუბებში ,,ლ---------“, რომლებიც მდებარეობენ მისამართზე: 1. ქ. თბილისი, გ-–--------------–------------------------------ს შორის; 2. ქ. თბილისი, მ---------------- ,,ვ---------–ის“ მიმდებარედ, 3. ქ. თბილისი, პ--------------------, რეგისტრირებულია და აღებული აქვს მოთამაშის ბარათი - განჩინებაში დაფიქსირებულ პიროვნებას - პ----- პ----–----ს ( პ/ნ 0----------), რომელსაც 2017 წლის 22 იანვრიდან - 2017 წლის 3 მარტის ჩათვლით პერიოდში ჩვენი კომპანიის საკუთრებაში არსებულ ჩამოთვლილი სამივე სათამაშო აპარატების სალონში (სლოტ -კლუბი) ვიზიტი და მოთამაშის ბარათის გამოყენებით სხვადასხვა სათამაშო აპარატებზე თამაშის ზუსტი დროის, თარიღის აპარატის ნომრის ობიექტის თანხების მოგების წაგების და თამაშის ხანგძლივობის ზუსტი ჩამონათვალი დაფიქსირებულია დანართი 1-ში, რომლითაც დასტურდება შპს ,,დ--------------------–------------–--ს“ სლოტ-კლუბებში 2017 წლის 22 იანვრიდან 2017 წლის 3 მარტამდე ინტენსიურად ვიზიტის და თამაშის ფაქტები.
2.22. შპს ,,ლ----------------ს“-ის დირექტორის წერილის თანახმად, პ----- პ----–----ს შპს ,,ლ--------------ის“ (ს/კ 4--------), მიერ ორგანიზებულ სათამაშო აპარატების სალონებში (სლოტ კლუბი ,-----) მიმდინარე წამახალისებელ გათამაშებებში 2016 წლის 13 დეკემბრიდან - 2017 წლის 18 მაისის პერიოდში მოგებული აქვს ფულადი თანხები, ჯამში 3125 (სამიათას ას ოცდახუთი) ლარის ოდენობით.
2.23. ბრალდებულ პ----- პ----–----ის ადვოკატის პოზიციით, პ----- პ----–----ის ბრალდება არის უსაფუძვლო. საქმეში არ არის ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდება, რომ ბანკის პროგრამას მართლაც ქონდა ხარვეზი; პ----- პ----–----ი ახდენდა მხოლოდ მის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის გამოტანას და არ ახორციელებდა რაიმე უკანონო ქმედებას; ადვოკატის განმარტებით, პ----- პ----–----ის ქმედება, როგორც უსაფუძვლო გამდიდრება, წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივი რეგულაციის საგანს. დასკვნით სიტყვაში ადვოკატმა მოითხოვა წარდგენილ ბრალდებაში პ----- პ----–----ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
2.24. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ შეაფასა რა პ----- პ----–----ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს საფუძველი დაცვის მხარის პოზიციის გაზიარების და პ----- პ----–----ის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის. პ----- პ----–----ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პ----- პ----–----ის ბრალდებას მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით. კერძოდ:
2.24.1. შპს ,,ნ---------–-“-ის წარმოების უფროსის რ----- მ-------–--ის ჩვენებით და 2017 წლის 1--------ს შრომითი ხელშეკრულებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,ნ---------–--”-ის წარმომადგენელს - დირექტორ რ----- მ-------–--სა და პ----- პ----–----ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, პ----- პ----–----ი გაფორმდა საწარმოში დამხმარე პერსონალის - მუშის პოზიციაზე. შრომის ანაზღაურების სახით განისაზღვრა 687.5 ლარი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გათვალისწინებით და ხელზე ასაღებ თანხას შეადგენდა 550 ლარი.
2.24.2. შპს ,,ნ---------–-“-ის წარმოების უფროსის რ----- მ-------–--ის ჩვენებით, ს/ს ,,ქ------------ის’’ თანამშრომლების ნ---- ქ------ის, ნ----- ჩ------ის ჩვენებებით, 2016 წლის 2--------------ს საბანკო პროდუქციით მომსახურების შესახებ ფიზიკური პირებისათვის განაცხადით, 2016 წლის 2--------------ს ფიზიკური პირებისათვის ანგარიშის გახსნით, 2016 წლის 2--------------ს ს/ს ,,ბ-------------სა“ და პ----- პ----–----ს შორის საბანკო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,ნ---------–--“-მა მიმართა ს/ს ,,ბ------------ს“ პ----- პ----–----ისათვის საბანკო პროდუქციით მომსახურებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც ს/ს ,,ბ-------------მ“ პ----- პ----–----ს გაუხსნა საბარათე ანგარიში ლარში, დაუმზადა სახელფასო ბარათი, რომელზეც ერიცხებოდა ხელფასი 550 ლარი.
2.24.3. ს/ს/ ,,ბ-------------ს“ ამონაწერით სასამართლო დადგენილად მიჩნევს, რომ პ----- პ----–----ს 28.10.2016-26/04/2017 წ. პერიოდში შვიდჯერ ჩაერიცხა ხელფასი - 03/11/2016 - 550 ლარის ოდენობით; 06/12/2016 წ - 550 ლარის ოდენობით; 28/12/2016 - 300 ლარის ოდენობით; 10/01/2017 - 250 ლარი; 06/02/2017 - 550 ლარი; 06/03/2017- 550 ლარი; 06/04/2017 -550 ლარი. ამონაწერის თანახმად ფიქსირდება ბრუნვა: ბრუნვა (დებ) 146,550.0; ბრუნვა (კრედ) 3.300.00; საბოლოო ნაშთი: 143.250 .00.
2.24.4. ს/ს ,,ქ------------ის’’ თანამშრომლების ნ---- ქ------ის, ნ----- ჩ------ის, გ------- ი-------–---–ის ჩვენებებით, ს/ს/ ,,ბ-------------ს“ 28/10/2016-24/04/2017 წ. ამონაწერით სასამართლო დადგენილად მიჩნევს, რომ 28/10/2016-24/04/2017 წ. პერიოდში პლასტიკური ბარათის გამოყენებით პ----- პ----–----ის მიერ ბანკომატის მეშვეობით 112-ჯერ გატანილ იქნა სხვადასხვა ოდენობის თანხა, ჯამში 143. 250 ლარი.
2.24.5. 2017 წლის 2 ივნისის, 8 მაისის, 11 მაისის დათვალიერების ოქმებით და მოწმე თ-------- შ-----ს ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დათვალიერებულ იქნა გამოთხოვილი ფოტო და ვიდეო მასალა, 11 მაისის დათვალიერების ოქმში მონაწილეობდა თავად ბრალდებული პ----- პ----–----ი ადვოკატთან ერთად, რა დროსაც პ----- პ----–----მა დათვალიერებულ ყველა ვიდეო ჩანაწერთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ჩანაწერებში ასახულია მის მიერ ბანკომატიდან ,,ქ------------ის’’ კუთვნილი ფულადი თანხის მოხსნის ფაქტები.
2.24.6. ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებით და ექსპერტი დ----- თ-----–---–ის ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგის ვიდეოგრამებზე და N1 პაკეტში არსებულ ლაზერულ დისკზე ჩაწერილ N3 ფოტოსურათზე დაფიქსირებულ პ----- პ----–----ის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
2.24.7. ბანკის თანამშრომელების ნ----- ჩ------ის, ნ---- ქ------ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სახელფასო ბარათი ბანკის საკუთრებაა და არის ანგარიშიდან თანხის გამოტანის საშუალება; პ----- პ----–----ს ჰქონდა ვალდებულება მიზნობრივად მოეხმარა ბარათი და მხოლოდ ამ ანგარიშზე ჩარიცხული თანხა გაეტანა; ამასთანავე, პ----–----ს არ ქონდა მოლოდინი მის საბარათე ანგარიშზე ხელფასის გარდა, სხვა თანხის დარიცხვის და თანხის გამოტანისას ქონდა გაცნობიერებული, რომ მის მიერ გატანილ თანხებზე კანონიერი უფლება არ გააჩნდა.
2.24.8. ს/ს ,,ბ-------------ს’’ თანამშრომლების ნ---- ქ------ის, ნ----- ჩ------ის, გ------- ი-------–---–ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საბანკო სისტემაში მოხდა ტექნიკური შეცდომა და ისარგებლა რა პროგრამის ხარვეზით, პ----- პ----–----მა მის ხელთ არსებული პლასტიკური ბარათის მეშვეობით გამოიტანა არა მარტო მის საბარათე ანგარიშზე ჩარიცხული თანხები, რაც შეადგენდა 3300 ლარს, არამედ მის საბარათე ანგარიშზე ჩაურიცხავი და პროგრამის შეცდომით ასახული ს/ს ,,ბ-------------ს’’ კუთვნილი თანხა - ჯამში 143 250 ლარი.
2.24.9. აზარტული თამაშობების კლუბების წარმომადგენელთა ინფორმაციით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 13 დეკემბრიდან - 2017 წლის 18 მაისამდე პერიოდში პ----- პ----–----ს ქონდა ინტენსიური ვიზიტები სხვადასხვა სლოტკლუბებში და უფიქსირდება დიდი ოდენობით წაგებული თანხები.
2.25. საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის მე-7 მუხლის თანახმად, მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. სასამართლო აძლევს რა შეფასებას დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, შინაგან რწმენაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ პ----- პ----–----მა თავისი ქმედებით ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება - ქურდობა.
2.25.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ პ----- პ----–----ი სამოქალაქო ურთიერთობიდან გამომდინარე, კერძოდ, ხელშეკრულების საფუძველზე იმყოფებოდა ს/ს/ ,,ბ-------------სთან’’ სამართლებრივ ურთიერთობაში და ქონდა უფლება აეღო მხოლოდ მის ანგარიშზე დარიცხული სახელფასო თანხა. სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატის პოზიციას იმის თაობაზე, რომ პ----- პ----–----ის ქმედება წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებას და მხოლოდ სამოქალაქო დავის საგანს. სასამართლოს მიაჩნია, რომ პ----- პ----–----ის ქმედება არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ კერძო სამართლებრივი ურთიერთობებით და უნდა გახდეს საჯარო სამართლის განსჯის საგანი.
2.25.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის, როგორც საჯარო სამართლის არსი გამოიხატება მასში, რომ ემყარება ადამიანის უნარს თავი შეიკავოს იმ მოქმედებისგან, რომელიც ხელყოფს სხვის ინტერესებს; მართლწინააღმდეგობის არსიდან გამომდინარე, ადამიანმა თავისი ქცევა უნდა დაუქვემდებაროს ,,კულტურის ნორმათა’’ მოთხოვნებს, რომლებიც შედგება როგორც სამართლებრივი, ისე ზნეობრივი ნორმებისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულის ნებელობითი ქცევის, მიზანსწრაფულობის, დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, სასამართლო პ----- პ----–----ის ქმედებას აფასებს მართლსაწინააღმდეგო, გასაკიცხ ქმედებად, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.
2.25.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ქურდობა, რომელიც მიეკუთვნება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს და მიმართულია იმისკენ, რომ დამნაშავემ სხვისი ქონება მართლსაწინააღმდეგოდ ფარულად მიითვისოს და ამით მატერიალური ზიანი მიაყენოს ქონების მესაკუთრეს. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე, კონკრეტულ საქმეში უტყუარად დასტურდება ქურდობის შემადგენლობის ყველა ელემენტის არსებობა.
2.25.4. ბრალდების მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ პ----- პ----–----ის მიერ ს/ს/ ,,ბ-------------ში’’ დაუფლებული თანხა, მისი კუთვნილი ხელფასის გარდა, არ წარმოადგენდა მის საკუთრებას და იყო ს/ს ,,ბ-------------ს’’ კუთვნილება. ბანკომატებიდან თანხის მოხსნისას (რა გზითაც პ----- პ----–----ი ეუფლებოდა თანხებს), მას კარგად ქონდა გაცნობიერებული, რომ ამ ქონებაზე არანაირი კანონიერი უფლება არ გააჩნდა და თანხის პირველადი გამოტანის შემდეგ ყოველი გამოტანისას, რაც დაახლოებით 110-ჯერ განახორციელა, იცოდა, რომ თანხა მას არ ეკუთვნოდა და იყო სხვისი.
2.25.5. სასამართლო ქმედების შეფასებისას ყურადღებას ამახვილებს ქმედების მართლწინააღმდეგობაზე. სამართლებრივი თვალსაზრისით, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში მართლწინააღმდეგობა გულისხმობს, რომ პირი არ არის ქონების მესაკუთრე ან მისი კანონიერი მფლობელი და ამიტომ მის მიერ ქონების დაუფლება უკანონოა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ პ----- პ----–----ს ქონდა მოლოდინი მის სახელზე არსებულ ანგარიშზე რაიმე თანხის ჩარიცხვის; ბრალდებულს არ ქონდა არანაირი საფუძველი ევარაუდა, რომ მის სახელფასო ანგარიშზე არსებული თანხა მის საკუთრებას წარმოადგენდა და ზოგადად, პ----- პ----–----ს არ გააჩნდა კანონიერი საფუძველი დაუფლებოდა, მის ანგარიშზე ჩარიცხული სახელფასო თანხის გარდა, სხვა თანხას. მის ანგარიშზე კი ჩარიცხული იყო მხოლოდ 3300 ლარი, რისი გამოტანის და განკარგვის შესაძლებლობაც გააჩნდა. აღნიშნული მოწმობს, რომ პ----- პ----–----ი მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა სხვის თანხას.
2.25.6. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა განზრახვას გულისხმობს. პ----- პ-----შურის ქმედების შეფასებისას, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თანხის შეცდომით მის ანგარიშზე დარიცხვამდე მას არ გააჩნდა განზრახვა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა ბანკის კუთვნილ თანხებს, ეს განზრახვა მას წარმოეშვა მას შემდეგ, რაც გააცნობიერა, რომ ბანკის შეცდომით მას გაუჩნდა შესაძლებლობა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა სხვის კუთვნილ თანხებს. პ----- პ----–----ს ბანკომატის მეშვეობით აღნიშნული თანხის ყოველჯერზე გამოტანისას გაცნობიერებული ქონდა, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა სხვის თანხას, ითვალისწინებდა, რომ ბანკს მისი დანაშაულებრივი ქმედებით მიადგებოდა მატერიალური ზიანი და უშვებდა ამგვარი შედეგის დადგომის გარდაუვალობას. ეს განზრახვა მას სისრულეში მოყავდა მანამ, სანამ ბანკის მიერ არ მოხდა შეცდომის გამოსწორება. რაც მოწმობს, რომ, პ----- პ----–----ი განზრახ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა ბანკის კუთვნილ თანხებს. ამასთან, სხვისი თანხის დაუფლებისას მას ამოძრავებდა ანგარების მოტივი და მიზანი.
2.25.7. ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია სხვისი ქონების ფარულად დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. ქმედების ფარული ხასიათი გულისხმობს პირის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე სხვა პირთან უშუალო კონტაქტსა და შეხებას. ქურდობისას დამნაშავეს შეიძლება არ გააჩნდეს არავითარი უფლებამოსილება მოპარულ ნივთზე, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ მას ქონდეს რაიმე კავშირი ამ ქონებასთან შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს სამსახურებრივი თუ სხვა ვითარებიდან გამომდინარე. სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პ----- პ----–----ის ქმედებაში სახეზეა ქმედების ფარულად ჩადენის როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური კრიტერიუმები. ობიექტური კრიტერიუმი გამოიხატება მასში, რომ მას შემდეგ, რაც სახელფასო ურთიერთობიდან გამომდინარე, პ----- პ----–----ს მიეცა შესაძლებლობა ბანკის თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, ბანკს არ ქონდა გააზრებული ის ფაქტი, რომ პ----- პ----–----ი მართლსაწინააღმდეგოდა ეუფლებოდა ბანკის კუთვნილ თანხებს; ხოლო რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს, მას შემდეგ, რაც პ----–----მა გააცნობიერა, რომ ქონდა შესაძლებლობა ბანკისგან ფარულად დაუფლებოდა ბანკის კუთვნილ თანხას, ბანკომატის მეშვეობით ახდენდა თანხის გამოტანას, რა დროსაც გააზრებული ქონდა, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა სხვის თანხას.
2.25.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ საბანკო სისტემის განვითარებასთან ერთად სახეიცვალა ბანკის კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ხერხებმაც, რა დროსაც დამნაშავის სუბიექტური ფაქტორის განსაზღვრა მნიშვნელოვანია ქმედების სწორად კვალიფიკაციისთვის. კონკრეტულ საქმეში ქმედების შეფასებისას, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს თავად დამნაშავის სუბიექტურ კრიტერიუმს და აღნიშნავს, რომ ყოველ თანხის გამოტანისას პ----- პ----–----ს ქონდა გააზრებული, რომ იგი ბანკისგან ფარულად ეუფლებოდა ბანკის კუთვნილ თანხას. ის ფაქტი, რომ თანხის გამოტანა ხდებოდა ბანკომატის მეშვეობით, არ მიუთითებს პ----–----ის ქმედების მართლზომიერებაზე, რადგან მას კარგად ქონდა გაცნობიერებული, რომ ამ გზით იგი მესაკუთრისგან ფარულად ეუფლებოდა სხვის თანხას.
2.25.9. ქურდობა დამთავრებულად ითვლება მას შემდეგ, რაც პირი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლება სხვის ნივთს და მისი განკარგვის რეალური შესაძლებლობა ეძლევა. სასამართლო აძლევს რა შეფასებას პ----- პ----–----ის ქმედებას, მიაჩნია, რომ პ----- პ----–----ს თანხის გამოტანისას ამოძრავებდა ერთიანი მიზანი და საერთო განზრახვა დაუფლებოდა ბანკის თანხას მანამ, სანამ ექნებოდა ამის შესაძლებლობა, რაც მოიყვანა სისრულეში და ბანკის თანხის ფარულად დაუფლებას და განკარგვას ახდენდა მანამ, სანამ აღნიშნული ფაქტი ბანკისთვის არ გახდა ცნობილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, პ----- პ----–----ის ქმედებას სასამართლო მიიჩნევს განგრძობად, დამთავრებულ დანაშაულად.
2.25.10. საკასაციო პალატამ საქმეში #45-აპ-19 /27 ივნისი 2017 წელი/ აღნიშნა, რომ ზოგადად ბრალდებულმა შესაძლოა უარყოს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის განზრახვა ან მისი ჩვენებით არ დგინდებოდეს სუბიექტური დამოკიდებულება ბრალად შერაცხული ქმედებისადმი, მაგრამ საქმეში არსებული ყოველი ფაქტობრივი ანალიზის ერთობლივად შეფასება ქმნიდეს მტკიცებულებით სტანდარტს. წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიჩნევს, რომ პ----–----ის სახელფასო ანგარიშზე ბანკის პროგრამით შეცდომით ასახული თანხების პ----–----ის მიერ დაუფლების შედეგად ,,ბ-------------მ’’ მიიღო მატერიალური ზიანი. აღნიშნული გარემოება აშკარა ხასიათისაა და სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ პ----- პ----–----ის ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ მავნე შედეგთან - ს/ს ,,ბ-------------სთვის’’ მიყენებულ მატერიალურ ზიანთან.
2.25.11. საქმეში არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ 2016 წლის 13 დეკემბრიდან - 2017 წლის 25 აპრილამდე პერიოდში პ----- პ----–----ი, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა სს ,,ბ--------------ს“ კუთვნილ ფულად თანხას - 143 250 (ას ორმოცდასამი ათას ორას ორმოცდაათ) ლარს.
2.26. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ ბრალდებულმა პ----- პ----–----მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ქურდობა, ჩადენილი დიდი ოდენობით
2.27. გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიჩნევს, რომ პ----- პ----–----ის მიერ ს/ს ,,ბ-------------დან“ მისი კუთვნილი 3300 ლარის გარდა გატანილ იქნა და პ----- პ----–----ი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ბანკის კუთვნილ თანხას - ჯამში 143 250 ლარს.
2.28. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნაში აღნიშნულია, რომ კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
2.29. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიაჩნია, რომ პ----- პ----–----მა ჩაიდინა ქურდობა დიდი ოდენობით.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა პ----- პ----–----მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით.
3.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პ----- პ----–----ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. პ----- პ----–----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე კერძო პრევენციის მისაღწევად.
5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: პ----- პ----–----ს ბრალი ედება მომეტებული საფრთხის მქონე დანაშაულის ჩადენაში, არის ნასამართლობის არ მქონე პირი, დამოკიდებულია აზარტულ თამაშებზე, დანაშაული ჩაიდინა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში იჩენდა კონსტრუქციულ დამოკიდებულებას სასამართლოსადმი.
5.3. სასჯელის დანიშვნისას პ----- პ----–----ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებულები განიმსჭვალებიან მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანენ სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.
5.4. სასჯელის აუცილებლობის, კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია პ----- პ----–----ს დაენიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით სანქციით გათვალისწინებული ფარგლების მინიმალური ოდენობით.
5.5. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნით სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
6. ნივთიერი მტკიცებულებების ბედის გადაწყვეტა:
6.1. ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით სს ,,ქ------------იდან’’ გამოთხოვილი CD დისკი (პიროვნების მიერ ფულადი თანხის განაღდების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალით), რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6.2. ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით ს.ს. ,,ლ-------- ბ------ან“ გამოთხოვილი CD დისკი (პიროვნების მირ ფულადი თანხის განაღდების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალით), რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6.3. შსს ს-----------–--- ბაზის დათვალიერების შედეგად შექმნილი CD დისკი, თან ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6.4. სს ,,ქ------------ის“ განცხადებით წარმოდგენილი DVD დისკი, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6.5. პ----–----ის პირადობის მოწმობა, რომელიც ინახება საგამოძიებო სამსახურში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პ----- პ----–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2. პ----- პ----–----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
3. პ----- პ----–----ი დაკავებული იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან - 2018 წლის 20 სექტემბრის 15:50 საათიდან.
4. პ----- პ----–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ასევე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1-------- განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაოს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6-------- განჩინებით, დადებული ყადაღა ვ-–- პ----–----ის (დაბადებული 0--------- წელს პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ, უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისში, ფ-------–------------------------------, საკადასტრო კოდით N0---------------------- გირაოს თანხის - 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების ექვივალენტურ ნაწილზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5------ს განჩინებით დადებული ყადაღა ს.ს. ,,ბ-------------ში’’ პ----- პ----–----ის (პ/ნ 0----------) სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე G--------------------.
6. ნივთმტკიცება:
6.1. ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით სს ,,ქ------------იდან’’ გამოთხოვილი CD დისკი (პიროვნების მიერ ფულადი თანხის განაღდების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალით), რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6.2. ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით ს.ს. ,,ლ-------- ბ------ან“ გამოთხოვილი CD დისკი (პიროვნების მირ ფულადი თანხის განაღდების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალით), რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6.3. შსს ს-----------–--- ბაზის დათვალიერების შედეგად შექმნილი CD დისკი, თან ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6.4. სს ,,ქ------------ის“ განცხადებით წარმოდგენილი DVD დისკი, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6.5. პ----–----ის პირადობის მოწმობა, რომელიც ინახება საგამოძიებო სამსახურში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეტას საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/