გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.10.2018
საქმის ნომერი
080210016001571864
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
22.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/2622-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი თამარ შალამბერიძე, ია დვალიშვილი

მოსარჩელე - შპს „ს----------–-------------------–--–---–---------------------ია“

წარმომადგენელი- დ----- კ-------–---–ი, ზ-----ი შ----ე

მოპასუხე- შპს ,, კ------------------ე“

წარმომადგენელი- ზ------ ს--------–--ე, გ--- დ---------ე

დავის საგანი: დავალიანების დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

დაეკისროს შპს,,კ------------------ე’’-ს შპს „ს----------–-------------------–--–---–---------------------იის“ სასარგებლოდ დავალიანების 39544.33 ლარის გადახდა.

 

1.1. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, შპს ,,კ------------------ე’’ 2010 წლის 04 სექტემბრიდან გაფორმებული წყალმომარაგების ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ს----------–-------------------–--–---–---------------------იის“ მომხმარებელია.

2014 წლის მარტიდან მოპასუხე თავს არიდებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, კერძოდ, ჩამდინარე სითხის გატარების საფასურის გადახდას, რაც კომპანიის ბილინგის მონაცემებით, 2016 წლის 01 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 39544.33 ლარს. მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხეს დავალიანება არ დაუფარავს. ვინაიდან სარჩელზე დართულ პირველ ბილინგში თანხების ასახვა სრულად ვერ მოხდა, ამიტომაც წარმოადგინეს შემდეგში დამატებით, სადაც თანხები უშუალოდაა გათვლილი. მოპასუხეს არასოდეს გამოუთქვამს პრეტენზია გაფრთხილების წერილებში მითითებულ თანხაზე. ეტაპობრივად ახდენდა თანხების გადახდას და არა წინსწრებით. მოპასუხეს 2014 წლის 01 მარტიდან 2016 წლის 01 აგვისტომდე ერიცხება დავალიანება, რომელიც უნდა გადაიხადოს.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა რამდენჯერმე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხისათვის 36988.43ლარის გადახდის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ არ სცნო სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომ მას დავალიანება არ აქვს.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე კი, მოპასუხის წარმომადგენლებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, 25.07.2018წ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ გაცემულ დასკვნით დადგენილი თანხის 1883.63 ლარის ფარგლებში, რომლის გადახდასაც უზრუნველყოფენ უახლოეს მომავალში.

 

მათვე განმარტეს, რომ შპს ,,კ------------------ე’’ წინსწრებით იხდიდა თანხებს. არაერთხელ მიმართა მოსარჩელეს, რომ მოეხდინათ დოკუმენტების შედარება და თანხების დაანგარიშება, თუმცა უშედეგოდ. მათ ასევე არ მისცეს ყველა დოკუმენტაცია ესპერტიზისთვის წარსადგენად, ხოლო შემდეგში წარმოადგინეს ახალი ამონაწერი ბილინგიდან, რომელიც განსხვავებულია სარჩელზე დართული ამონაწერისაგან, რის გამოც მას ვერ მიენიჭება მტკიცებულების მნიშვნელობა. ასეც რომ არ იყოს მოსარჩელე ითხოვს უკვე ხანდაზმული პერიოდისთვის, თითქოსდა დარიცხულ და გადაუხდელ თანხებს, რაც არასწორია, რადგან მათ წინა ყველა დავალიანება გადახდილი აქვთ, მოსარჩელემ შეგნებულად არ მოახდინა მათი ზუსტი და დეტალური აღრიცხვა თავიანთ ბაზაში. მოსარჩელე ვერ ადასტურებს მოთხოვნილი ოდენობით დავალიანების არსებობას, რის გამოც სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

2010 წლის 04 სექტემბერს შპს ,,კ------------------ეს’’ და შპს ,,ს----------–-------------------–--–---–---------------------იას’’ შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ,,მიმწოდებელი’’ ვალდებულია უზრუნველყოს ,,შემსყიდველისათვის’’ სასმელი წყლის მიწოდება და აგრეთვე სასმელი წყლისა და ჩამდინარე სითხის წყალმომარაგების სისტემით გატარება და გაწმენდა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, ,,საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის #32 დადგენილებით ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2011 წლის 11 მარტამდე.

მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება არ დადებულა, თუმცა ურთიერთობა მათ შორის გრძელდებოდა და გრძელდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-წყალმომარაგების ხელშეკრულება (ს/ფ 14-15),-მხარეთა განმარტება(სასამ.სხდომის ოქმი)

 

3.2. შპს ,,ს----------–-------------------–--–---–---------------------ია’’ და შპს ,,კ------------------ე’’ რეგისტრირებული არიან სამეწარმეო რეესტრში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს/ფ 27-31)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,კ------------------ე’’-ს გააჩნია შპს „ს----------–-------------------–--–---–---------------------იის“ დავალიანება 36988.43 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ბილინგის ამონაწერების თანახმად, სადავო პერიოდში მოპასუხის მიერ მოხმარებული წყლის დავალიანების თანხა სხვადასხვაა. შესაბამისად, საბოლოო მოთხოვნილი - 36988.43 ლარის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერები ბილინგის ბაზიდან (ს/ფ. 16-18; 24-26; 72-73),-აბონენტის ბარათი (ს/ფ ),-მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (ს/ფ ).

 

3.2.2. საქმეზე ჩატარებული საბუღალტრო ექსპერტიზის 18.05.2018წ. #003315018 დასკვნის მიხედვით დადგენილია შემდეგი: ,,წარმოდგენილ ამონაწერში (აბ/ნ 3137780) დაფიქსირებული დარიცხვების ჯამი 2010 წლის 01 ოქტომბრიდან 2016 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით, შეადგენს სულ 155 289, 41 ლარს, ხოლო ჩარიცხული თანხების ჯამი კი - 145 069, 53 ლარს. აღნიშნულ თანხებს შორის სხვაობა შეადგენს -10219, 88 ლარს (155289,41-145069,53). შესაბამისად, ზემოთ მითითებული ამონაწერის მიხედვით დავალიანება შეადგენს - 10219,88 ლარს, ნაცვლად 39544,33 ლარისა.

 

წარმოდგენილ ამონაწერში, რომელიც ეხება 2010 წლის 01 ოქტომბრიდან 2017 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში გაწეულ მომსახურებას, დაფიქსირებული დარიცხვების ჯამი შეადგენს სულ -185435,92 ლარს, ხოლო ჩარიცხული თანხების ჯამი შეადგენს სულ -176298,53 ლარს. აღნიშნულ თანხებს შორის სხვაობა შეადგენს - 9137,39 ლარს (185435,92-176298,53). შესაბამისად, წარმოდგენილი ამონაწერის თანახმად, 2017 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით დავალიანება შეადგენს - 9137,39 ლარს.

 

შპს „კ-----------------ის“ მიერ შპს „ს----------–-------------------–--–---–---------------------იისათვის“ ჩარიცხული თანხები სრულად არ არის დაფიქსირებული მითითებულ ამონაწერში(აბ/ნ 3137780), ან არასრულად არის დაფიქსირებული ჩარიცხული თანხა. კერძოდ: ამონაწერში არ არის დაფიქსირებული 201 წლის 06 ოქტომბერს ჩარიცხული თანხები: 1269 ლარი, 65,25 ლარი, 574,50 ლარი და 1256 ლარი. ჯამურად 2010 წლის 06 ოქტომბერს ჩარიცხული თანხა შეადგენს 3164,75 ლარს. ამასთან, შპს „კ-----------------ის“ მიერ შპს „ს----------–-------------------–--–---–---------------------იისათვის“ წარდგენილი საგადასახადო დავალიანების თანახმად, 2011 წლის 14 სექტემბერს ჩარიცხულია 27276 ლარი, ხოლო ამონაწერში აღნიშნული თანხის ნაცვლად გადახდა დაფიქსირებულია 23860,55 ანუ (27276-23860,55) 3415,45 ლარით ნაკლები. ჩარიცხული თანხების რაოდენობა, რომლებიც არ არის დაფიქსირებული ამონაწერში(რითაც გაანგარიშებულია საერთო დავალიანება), შეადგენს სულ - 6580,20 ლარს.

ზემოთ აღნიშნული თანხების ჩარიცხვები ასევე დაფიქსირებულია შპს „კ-----------------ის“ მიერ წარმოდგენილ ბარათების ამონაწერებში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „კ-----------------ეს“ შპს „ს----------–-------------------–--–---–---------------------იის“ მიმართ ერიცხება დავალიანება გაწეულ მომსახურებაზე, 2010 წლის 01 ოქტომბრიდან 2017 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით, საერთო თანხით - 2557,19 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ექსპერტიზის დასკვნა (ს/ფ 136-144),- მოპასუხის განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი, ს/ფ 145-156).

 

3.2.3. საქმეზე ჩატარებული საბუღალტრო ექსპერტიზის 25.07.2018წ. #005166218 დასკვნის მიხედვით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

ა) შპს „ს----------–-------------------–--–---–---------------------იის“ მიერ წარმოდგენილ ბარათის ამონაწერში დაფიქსირებულია, რომ 2010 წლის ივლისს-აგვისტო-სექტემბერში კომპანიაზე გადასახდელად დარიცხულია წყლის გადასახადი, შესაბამისად 3761,25+5490,75+36148,67=45400,65 ლარი, ხოლო შესაბამის პერიოდში გადახდილია 9783,50+3128+3164,75=16076,25 ლარი და 2010 წლის 01 ოქტომბრის მდგომარეობით დაფიქსირებულია დავალიანება 29324,40 ლარი (45400-16076,25). აღნიშნულ მონაცემებზე და დავალიანებაზე (29324,40 ლარი) სქემაში არ არის მათი რეალობის ამსახველი არავითარი დამადასტურებელი ბუღალტრული დოკუმენტი, ასევე ეს მონაცემები არ არის დაფიქსირებული საქმეში არსებულ სხვა ამონაწერებში. ამასთან ის არ არის დაფიქსირებული ,,კ-----------------ის’’ მიერ საქმეში არსებულ არცერთ დოკუმენტში. ყოველივე აღნიშნულის გამო, 2010 წლის 01 ოქტომბრის მდგომარეობით გადასახდელი თანხის ნაშთის 29324,40 ლარის რეალობის აღიარება, ან არ აღიარება ექსპერტიზით ამ ეტაპზე შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია დავალიანების ნაშთის დადგენა 2010 წლის 04 სექტემბრიდან 2010 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში.

წარმოდგენილი ბარათის ამონაწერის (გვ.159-160) მიხედვით შპს „კ-----------------ეს“ შპს „ს----------–-------------------–--–---–---------------------იის“ მიმართ, 01.10.2010 წლიდან 01.03.2014 წლამდე პერიოდში, 2010 წლის 01 ოქტომბრამდე დაფიქსირებული დავალიანების ნაშთის (29324,40 ლარი) გარეშე ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა 28984,61 ლარი, ხოლო თუ დადგინდება (შედგება შედარების აქტი, ან წარმოდგენილი იქნება სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი) 2010 წლის 01 ოქტომბრამდე დაფიქსირებული დავალიანების ნაშთის (29324,40 ლარი) რეალობა, ასეთ შემთხვევაში ერიცხება გადასახდელი თანხა (29324,40 – 28984,6) 339, 79 ლარი. ამასთან წარმოდგენილი დოკუმენტებზე დაყრდნობით გაირკვა, რომ შპს „კ-----------------ის“ მიერ შპს „ს----------–-------------------–--–---–---------------------იისათვის“ ზემოთ დასახელებულ პერიოდში ჩარიცხული თანხები სრულად არ არის დაფიქსირებული საქმეში არსებულ ამონაწერში (აბ/ნ3137780), ან არასრულად არის დაფიქსირებული ჩარიცხული თანხა. კერძოდ: ამონაწერში არ არის დაფიქსირებული 2010 წლის 06 ოქტომბერს ჩარიცხული თანხები: 1269 ლარი, 65,25 ლარი, 574,50 ლარი,1256 ლარი. ჯამურად 2010 წლის 06 ოქტომბერს ჩარიცხული თანხა შეადგენს 3164,75 ლარს. ამასთან შპს „კ-----------------ის“ მიერ შპს „ს----------–-------------------–--–---–---------------------იისათვის“ წარმოდგენილი საგადასახადო დავალების თანახმად, 2011 წლის 14 სექტემბერს ჩარიცხულია 27276, ხოლო ამონაწერში აღშნიშნული თანხის ნაცვლად გადახდა დაფიქსირებულია 23860, 55 ლარი, ანუ 3415,45 ლარით ნაკლები. ჩარიცხული თანხების რაოდენობა , რომლებიცც არ არის დაფიქსირებული ამონაწერში(რითაც გაანგარიშებულია საერთო დავალიანება) შეადგენს სულ 6580,20 ლარს (3164,75+3415,45)

ზემოთ აღნიშნული თანხების ჩარიცხვები ასევე დაფიქსირებულია შპს „კ-----------------ის“ მიერ წარმოდგენილ ბარათების ამონაწერებში.

 

აქედან გამომდინარე, შპს „კ-----------------ეს“ შპს „ს----------–-------------------–--–---–---------------------იის“ მიმართ, 01.10.2010 წლიდან 01.03.2014 წლამდე პერიოდში, 2010 წლის 01 ოქტომბრამდე დაფიქსირებული დავალიანების ნაშთის (29324,40 ლარი) გარეშე ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხის ნაშთი (28984,61+6580,20) 35564,81 ლარი, ხოლო თუ დადგინდება 2010 წლის 01 ოქტომბრამდე დაფიქსირებული დავალიანების ნაშთის (29324,40) რეალობა, ასეთ შემთხვევაში ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხის ნაშთი (35564,81-29324,40) 6240,41 ლარი.

 

ბ) შპს „კ-----------------ეს“ შპს „ს----------–-------------------–--–---–---------------------იის“ მიმართ, 01.03.2010 წლიდან 01.08.2016 წლამდე პერიოდში (კონკრეტულად ამ პერიოდში) ერიცხება გადასახდელი თანხის ნაშთი სულ 37448,44 ლარი.

 

2016 წლის 01 აგვისტოს მდგომარეობით (2010 წლის 01 ოქტომბრიდან) შპს „კ-----------------ეს“ შპს „ს----------–-------------------–--–---–---------------------იის“ მიმართ, 2010 წლის 01 ოქტომბრამდე დაფიქსირებული დავალიანების ნაშთის (29324,40 ლარი) გარეშე ერიცხება გადასახდელი თანხის ნაშთი (37448,44-35564,81) 1883,63 ლარი, ხოლო თუ დადგინდება 2010 წლის 01 ოქტომბრამდე დაფიქსირებული დავალიანების ნაშთის (29324,40) რეალობა, ასეთ შემთხვევაში ერიცხება გადასახდელი თანხის ნაშთი (1883,63+29324,40) 31208,03 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნა (ს/ფ 193-202),- მოპასუხის განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი, ს/ფ 145-156).

 

3.2.4. ექსპერტმა სერგო აბაშიძემ დაადასტურა გაცემული დასკვნების სისწორე და განმარტა, რომ მის მიერ დასკვნის შედგენა მოხდა საქმეზე წარმოდგენილი ყველა შესაბამისი დოკუმენტის შედარებით. ასევე დაადგინა, რომ ,,კ-----------------ეს’’ ნამდვილად აქვს წინსწრებით გადახდილი თანხები წყალმომარაგების კომპანიისთვის, რაზეც არსებობს გადახდის დოკუმენტები, თუმცა ყველა მათგანი არაა ასახული შპს ,,ს----------–-------------------–--–---–---------------------იის’’ მიერ ბილინგის ბაზაში, არც არსებულ საბუღალტრო დოკუმენტაციას არ ახლავს შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურები. მან თანხები დაიანგარიშა როგორც წინა, ისე სადავო პერიოდისათვის და დასკვნაში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, თვლის, რომ დავალიანების თანხა არის 1883.63 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ექსპერტის განმარტება (2018 წლის 25 სექტემბრის სასამ.სხდომის ოქმი, ს/ფ 211-232)

 

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა სრულად მის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე 361-ე მუხლები,- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N 32 დადგენილების ”სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ” მესამე, მეცხრე, მეთერთმეტე მუხლები,- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N 32 დადგენილების ”სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ” მესამე მუხლის პირველი ნაწილით, წყალმომარაგების ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ურთიერთობა დარეგულირებულია მითითებული დადგენილებით. შპს ,,კ------------------ე’’ როგორც მყიდველი, შპს „ს----------–-------------------–--–---–---------------------იდან“ ყიდულობს წყალს, ასევე ახდენს ჩამდინარე სითხის წყალმომარაგების სისტემით გატარება-გაწმენდას და იხდის შესაბამის საფასურს. წლების განმავლობაში ორივე მხარე თავის ვალდებულებებს ასრულებდა ჯეროვნად.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N 32 დადგენილების მე-9 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” პუნქტით, მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით. ამავე მუხლის მესამე ნაწილით მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად. ამავე მუხლის მეერვე პუნქტით, ქვითარი მომხმარებელს უნდა მიეწოდოს შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს. ქვითრის არ მიღება მომხმარებელს არ ათავისუფლებს მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს დავალიანების არსებობის შესახებ ეცნობა არაერთგზის, თუმცა, გარდა ზეპირისა, რაიმე სახის პრეტენზია წერილობითი ფორმით მას არ გამოუთქვამს. თუმცა სასამართლოს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად თვლის, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დავალიანების ოდენობა ნაანგარიშებია 2010 წლიდან, რომელშიც შედის მოპასუხის მიერ უკვე გადახდილი თანხებიც, რომლებმაც ასახვა ვერ ჰპოვა ზუსტად ბილინგის ბაზაში. ამავე დასკვნის თანახმად, სადავო პერიოდზე 2014 წლის მარტიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე არსებული დავალიანება შეადგენს 1883.63 ლარს, რომელსაც ცნობს კიდეც მოპასუხე.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში, 25.07.2018წ. #005166218 ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს გააჩნია მომსახურების (ჩამდინარე სითხის გატარების) დავალიანება 1883.63 ლარის ოდენობით.

 

7.3. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების იძულებითი განხორციელება და დაცვა. ხანდაზმულობის ვადები დადგენილია კანონით.

 

სამოქალაქო კოდექსის 128-130-ე მუხლების თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, რომლის ათვლა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

დადგენილია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა და მიმწოდებელი აწოდებდა წყალს, ხოლო შემსყიდველი (მოპასუხე) იხდიდა მის ღირებულებას 2010 წლიდან.

 

7.4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში 2016 წლის 26 ოქტომბერს და მოითხოვა მოპასუხისათვის დავალიანების თანხის დაკისრება 2014წლის მარტიდან 2016 წლის 01 აგვისტოს მდგომარეობით 36988.43 ლარის ოდენობით, მაგრამ საქმის განხილვისას დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია დავალიანების თანხა 2010 წლიდან, შესაბამისად წინა პერიოდის დავალიანება კიდეც რომ იყოს დადასტურებული სათანადო მტკიცებულებებით, სამოქალაქო კოდექსის ზემომითითებული ნორმებიდან გამომდინარე, მოთხოვნა ამ პერიოდზე, ითვლება ხანდაზმულად. ხოლო მტკიცებულება, რაც ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას გამოიწვევდა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის, მოპასუხე კი მიუთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც.

 

7.5. ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ მოპასუხეს 01.03.2014წლიდან 01.08.2016წლამდე ერიცხება დავალიანების ნაშთი 37488.44 ლარი, საიდანც 29324.40 ლარი წარმოადგენს 2010 წლის 01 ოქტომბრამდე არსებულ დავალიანებას (რომლის მოთხოვნა ხანდაზმულია), ხოლო მის გარეშე მოპასუხეს ერიცხება 1883.63 ლარი. აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულება დაიდო 2010 წლის 04 სექტემბერს. ამ გარემოებათა გათვალისწინებით სწორედ 1883.63 ლარი წარმოადგენს სადავო პერიოდისათვის არსებული დავალიანების თანხას. რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

7.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიციას, რომ მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 36988.43 ლარის ოდენობით, ვერ გაიზიარებს, რადგან მან ვერ შესძლო სასამართლოსათვის წარმოედგინა ისეთი მყარი მტკიცებულება, რაც უტყუარად დაადასტურებდა ამ ოდენობის დავალიანების არსებობას. რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე შპს ,,კ------------------ე’’-ს - მოსარჩელის შპს „ს----------–-------------------–--–---–---------------------იის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 28,25 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელეს დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან 105,27 ლარი, ხოლო 1053,14 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 55-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ს----------–-------------------–--–---–---------------------იის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. შპს ,,კ------------------ეს’’ შპს „ს----------–-------------------–--–---–---------------------იის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების, მომსახურების საფასურის (ჩამდინარე სითხის გატარების), გადახდა 1883.63 (ერთიათას რვაასოთხმოცდასამი ლარი და 63 თეთრი) ლარის ოდენობით;

 

3. მოპასუხე შპს ,,კ------------------ეს’’ მოსარჩელის შპს „ს----------–-------------------–--–---–---------------------იის“ სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 28,25 ლარის ანაზღაურება;

 

4. მოსარჩელე შპს „ს----------–-------------------–--–---–---------------------იას“ (ს/ნ 4--------) დაუბრუნდეს 2016 წლის 17 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 105,27 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: საგადახდო დავალება N 25127667, გადამხდელის ბანკი: სს „ლიბერთი ბანკი” LBRTGE22, მიმღები: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300093150; ხოლო 1053,14 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე