განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1------
(-------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე გიორგი ებანოიძე
სხდომის მდივანი თეონა აბულაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - გ-------–-----------
დაცვის მხარე
ბრალდებული - გ----------------------------------------------------, დაბადებული 1----–-–------------------ საქართველოს მოქალაქე, საშუალო განთლების მქონე, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–-----–---------------------------------------------------------------------------
ადვოკატი - ლ----------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა არაერთგზის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1---------რის განაჩენით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის მსჯავრდებული გ--------------------- 2016 წლის 1---------ერს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ვ-------–------- N6-ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდვე შეძენილ, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებულ ნივთიერება 5-FLUORO-ADB-ს, 0,72 გრ. ოდენობით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ა) ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო
შეძენა და შენახვა
მოწმე ლ-----------------, შსს ვ---------------–--- სამმართველოს მ------------------- უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის 1----------რს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ ქ. თბილისში, ვ-------–------- N6-ის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი გ---------------------, რომელსაც თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. მიღებული ინფორმაცია პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
მოწმეებმა ლ---------------- და ხ---------------, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--- სამმართველოს მ------------------- გამომძიებლებმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტეს, რომ ლ----------------- მიერ მიღებული ინფორმაციის გადასამოწმებლად ხელმძღვანელობის მიერ შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი, მათი, გ--------------------- და ლ------------- შემადგენლობით. დ---–---- ქ. N6-თან მისულებს ადგილზე დახვდათ ბრალდებული გ---------------------, ორ თანმხლებ პირთან ერთად. მივიდნენ მათთან, წარუდგინეს სამსახურებრივი მოწმობები, დარწმუნდნენ გ---------------- ვინაობაში და გააცნეს დადგენილება მის მიმართ პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე. ჩატარებული ჩხრეკისას გ--------------- აღმოაჩნდა პოლიეთილენის პატარა პარკში მოთავსებული მოყავისფრო ფხვიერი მასა, რაც დაილუქა ადგილზევე. პარალელურად, გ--------------------- და ლ------------- მიერ მიმდინარეობდა გ---------------- ორი მეგობრის ჩხრეკა, რომელთაგან კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოღებულა. გ--------------- ნარკოტიკული დანაშაულისათვის ბრალდებულის სახით დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც დასრულდა საგამოძიებო მოქმედების ოქმის შედგენა, რომლის რეალობასთან შესაბამისობაც ხელმოწერით დადასტურებული იქნა ბრალდებულის მიერ.
ლ---------------- და ხ--------------- ჩვენებებში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებული იქნა სასამართლო სხდომაზე დაკითხული, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--- სამმართველოს მ------------------- გამომძიებელ გ-------------------- მიერ.
ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმის (შემდგენი: გამომძიებელი ლ---------------- თანახმად, 2016 წლის 1----------რს, 04:31 – 04:57 სთ., გამომძიებელ ხ--------------- მიერ, თბილისში, დ---–---- ქ. N6-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიჩხრიკა გ---------------------, რა დროსაც მისი ქურთუკის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მომცრო, გამჭვირვალე პაკეტში მოთავსებული მუქი მოყავისფრო ფხვნილისებრი მასა, რაც ადგილზევე დაილუქა კანონით დადგენილი წესით.
ქიმიური ექსპერტიზის №-------------- დასკვნის (ექსპერტები: ი------------------------------------ თანახმად, გ---------------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში ერთ ცალად დაფასოებული არომატული სუნის მქონე მოყავისფრო გამომშრალი და დაქუცმაცებული მცენარეული მასა, წონით - 0,72 გრამი, შეიცავს ნივთიერება 5-FLUORO-ADB-ს, რომელიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ი------------- და გ-------–------------- დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
მოწმე გი------------------------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ იგი ბრალდებული გ---------------------- მეგობარია. 2018 წლის 1----------რს, ღამის საათებში, გ------------------ ერთად ტაქსით მივიდა დ---–---- ქუჩაზე, N6 კორპუსთან, სადაც გ--------------- მეგობართან შეხვედრა სურდა. მეგობრის მოსვლისთანავე, მათთან პოლიციის თანამშრომლებიც მივიდნენ, რომლებმაც სამივეს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც არცერთი მათგანისგან კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ. შემდეგ პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გზის სავალი ნაწილიდან აიღო რაღაც შეკვრა, რომელშიც შავი ფერის ფხვნილი იყო მოთავსებული, მიუტანა მათ და ჰკითხა რომელს ეკუთვნოდა. სამივე მათგანმა განაცხადა, რომ შეკვრა მისი არ იყო. ცალ-ცალკე ჩასვეს მანქანებში და გადაგვიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
ბრალდებულმა გ---------------------- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და გამოიყენა დუმილის უფლება.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას წარდგენილ ბრალდებაში გ---------------- უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ ბრალადშერაცხული დანაშაულის მის მიერ ჩადენა სრულადაა დადასტურებული სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით - პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებით, გ---------------- პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით.
სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას ბრალდების ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა სანდოობის შეფასებაში. დაცვის მხარის განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნა და დაკითხულ პოლიციის თანამშრომელთა და ექსპერტთა ჩვენებები, არ წარმოადგენს იმ სტანდარტის მტკიცებულებებს, რომელთა ერთობლიობა საკმარისი იქნებოდა ბრალდების დადასტურებისა და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის. დაცვის მხარე განმარტავს, რომ პოლიციის თანამშრომლები, მათი საქმიანობიდან გამომდინარე, საქმის შედეგით დაინტერესებული პირები არიან, ხოლო დასკვნის გამცემ ექსპერტებს - ი------------ და გ---------------- არ გააჩნიათ შესაბამისი კომპეტენცია, რაც მათ მიერ გაცემულ დასკვნაში ვლინდება, რომელიც არ შეიცავს ამ დოკუმენტისათვის აუცილებელ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ მონაცემებს.
სასამართლოს, თავის მხრივ, არანაირი ეჭვი არ შეაქვს პოლიციის თანამშრომელთა კეთილსინდისიერებასა და დაკითხულ ექსპერტთა კომპეტენციაში, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა (სსსკ მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილი) და ყველა მტკიცებულება ექვემდებარება დასაშვებობის, სარწმუნოობის და რელევანტურობის ტესტზე თანაბარ შემოწმებას, მიუხედავად იმისა, ამ მტკიცებულების წყარო პოლიციელია თუ ბრალდებული (სსსკ 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). სასამართლო აღნიშნავს, რომ არც სისხლის სამართლის კანონმდებლობა და არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი არ უგულვებელყოფს პოლიციის თანამშრომლის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციის მტკიცებულებით მნიშვნელობას.
სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის მიერ დასახელებულ არგუმენტს, თითქოს, პოლიციის თანამშრომელი, - რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს ახორციელებს, - სისხლის სამართლის საქმის შედეგით დაინტერესებული პირია, ბრალდებულის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის ინტერესი გააჩნია და აღნიშნულის გამო მისი ჩვენების ობიექტურობის ხარისხი იმთავითვე დაბალია.
პოლიციის თანამშრომლის ჩვენების, როგორც მტკიცებულების, შეფასებასთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამართალდამცავის კეთილსინდისიერების პრეზუმფციაზე, რაც მისი საქმიანობის ლეგიტიმურად და კანონიერად მიჩნევას გულისხმობს საპირისპიროს დამტკიცებამდე, მისი ქმედების უკანონობის შესახებ გონივრული ეჭვის წარმოშობამდე. ამავე დროს, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა ჩვენებების მიმართ უპირობოდ ნდობის გამოცხადებაც მართებული არ არის და მათი გაზიარების საკითხიც, სხვა მტკიცებულებათა მსგავსად, მხოლოდ კრიტიკული შეფასების საფუძველზე უნდა გადაწყდეს. მოცემულ შემთხვევაში, სამართალდამცველთა ჩვენებების შესწავლის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არანაირი საფუძველი არ აქვს ეჭვი შეიტანოს მათ უტყუარობაში, რადგან: პოლიციის თანამშრომლების მხრივ ბრალდებულებისთვის დანაშაულის დაბრალების რაიმე მოტივი, საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ვერ იქნა (ასეთი კერძო ინტერესის არსებობაზე არც დაცვის მხარე უთითებს); დაკითხვისას პოლიციის თანამშრომლებმა დამაჯერებლად და დეტალურად აღწერეს, როგორც ბრალდებულის მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობა, ისე ამ საპროცესო ღონისძიებათა წინმსწრები გარემოებები; მხარეთა მიერ გამოკვლეულ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მოწმეთა განმარტებები თანმხვედრია; საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარებისას არსებითი ხასიათის დარღვევის დაშვების ფაქტი, რაც გამოიწვევდა მოპოვებული მტკიცებულებების გაზიარებაზე უარის თქმას, საგამოძიებო მოქმედებათა ამსახველი ოქმების კრიტიკული შესწავლისა და მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, არ დადგინდა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართალდამცველთა ჩვენებების უტყუარობა ასევე დასტურდება იმ გარემოებით, რომ პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე, - სადაც დაფიქსირებულია საგამოძიებო მოქმედების შედეგად გ---------------- ქურთუკის ჯიბიდან ფსიქოაქტიური ნივთიერების ამოღების ფაქტი, - ხელმოწერით დადასტურებულია თავად ბრალდებული გ---------------------- მიერ, რომელსაც, დოკუმენტის ხელმოსაწერად (გასაცნობად) წარდგენისას რაიმე სახის ზეწოლის განხორციელების ფაქტის შესახებ არც გამოძიების და არც საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე არ განუცხადებია.
სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების დისკრედიტაციას მოწმე გ-------------------- ჩვენება ახდენს, რომელიც საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით, წინააღმდეგობაში პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებთან. სასამართლო თვლის, რომ სამართალდამცველებისგან განსხვავებით, საქმის შედეგის მიმართ გ-------------------- დაინტერესება აშკარაა, რადგან იგი ბრალდებული გ---------------- მეგობარია, რის გამოც მისი ჩვენების სანდოობა მეტ კითხვებს ბადებს, მით უფრო, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას იგი არ იყო თანმიმდევრული, მან ჯერ მოცემულ საქმეზე მოწმის სახით დაკითხვის ფაქტი უარყო, შემდეგ გამოძიების დროს მიცემული ჩვენების სისწორე დაადასტურა, ბოლოს კი აბსოლუტურად სხვა შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს.
რაც შეეხება ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დადგინდა გ---------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერების სახეობა, სასამართლო თვლის, რომ მისი მტკიცებულებითი ძალა ეჭვს არ იწვევს, რადგან იგი სრულად შეესაბამება საქართველოს სსსკ 146-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და გაცემულია კვალიფიციური სპეციალისტების, სათანადო ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე პირების - ს----------–----–--------------------------–--------------------------------------------–----–----–--------------------------------- ექსპერტიზის ქვეგანყოფილების მთავარი ექსპერტის ი------------- და სპეციალობით ექსპერტ-ქიმიკოსისა და ინსტრუმენტული ანალიზის ქვეგანყოფილების მთავარი ექსპერტის - გ-------–------------- მიერ, რომელთაც ექსპერტად მუშაობის 20 და 5-წლიანი გამოცდილება გააჩნიათ. სასამართლო განმარტავს, რომ ექსპერტის დასკვნის შინაარსობრივი მხარის შემოწმება სცილდება როგორც მის, ისე მხარეთა კომპეტენციას და მისი სადავოდ მიჩნევა განსაკუთრებულ საფუძველს მოითხოვს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში არ დადგენილა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სხდომაზე გამოკვლეული, უტყუარობისა და დამაჯერებლობის სათანადო ხარისხის მქონე მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ---------------------, მის მიმართ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, აღმოაჩნდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება 5-FLUORO-ADB-ს. შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს გ---------------------- მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენისა და შენახვის ფაქტს.
ბ) ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო
შეძენა და შენახვა არაერთგზის
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1---------რის N--------- განაჩენის თანახმად, გ--------------------- მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ 260-ე მუხლის 11 ნაწილითა და სსკ 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 0--------ის M---------------- მომართვის თანახმად, გ--------------------- იმ დროისათვის პირობით სასჯელს იხდიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1---------რის განაჩენის საფუძველზე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა კი მის მიერ მოხდილი იქნა 2015 წლის 2------------–-.
ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ საქართველოს სსკ 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევმა გ---------------------- პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში კვლავ ჩაიდინა ამავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ 260-ე მუხლით კრიმინალიზებულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა. ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ, სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო შენახვად კი ნებისმიერი გამიზნული ქმედება მიიჩნევა, რომელიც დაკავშირებულია ფსიქოაქტიური ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად. მოცემულ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმით და ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ სამართალდამცველთა მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად გ---------------------- პირადი ჩხრეკისას ნანახი იქნა ნივთიერება, რომელიც განეკუთვნება ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს.
„ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება, საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა აკრძალულია. ამგვარი ნივთიერების გამოყენება ნებადართულია მხოლოდ სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო და კრიმინალისტიკური საქმიანობების განხორციელების მიზნით და ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნებართვებისთვის დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ---------------- მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება შეძენილი და შენახული იქნა უკანონოდ, ვინაიდან ამ ქმედებათა კანონიერი საფუძველი საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ვერ იქნა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ---------------------- მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა არაერთგზის. შესაბამისად, გ--------------------- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და უნდა შეეფარდოს კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსკ 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
მოცემულ შემთხვევაში, გ---------------------- მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლომ გაითვალისწინა რა საქართველოს სსკ 53-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ჩადენილი დანაშაულისათვის, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არქონის პირობებში (საქართველოს სსკ 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გ---------------- ნასამართლობა, საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მხედველობაში არ მიიღება, ვინაიდან ამჟამად გ---------------- მიერ ჩადენილი დანაშაული მოიცავს ნასამართლობას, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს, რაც საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გამორიცხავს ამავე მოტივით ბრალდებულისათვის სასჯელის დამძიმების შესაძლებლობას), სასჯელის მიზნებს სავსებით უზრუნველყოფს ბრალდებული გ---------------- მიმართ სასჯელის მინიმალური ვადით გამოყენება.
ამავე დროს, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გ---------------------- მიერ დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში, რაც საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით, განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრის საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ--------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1---------რის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახლადდანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ--------------------- სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
გ--------------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
გ--------------------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 1-----------იდან 2016 წლის 2---------რის ჩათვლით.
გაუქმდეს გ---------------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
გ---------------------, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 15 (თხუთმეტი) წლით.
ნივთიერი მტკიცებულება - ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ებანოიძე