განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4----15
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ---ნ კ-----–---ი,დაცვის მხარე:
ადვოკატი - დ----- დ--------ე,ბრალდებული - მ------ კ------ე, დაბადებული 1----–-–-------------ს, პირადი #0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ------–---------–--------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი,ბრალდებული - ი----- კ------ე, დაბადებული 1----–-–------------–ს, პირადი #0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ------–---------–--------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ დაადგენილად ცნო, რომ 2014 წლის 31 ივლისს, დილის საათებში, მ------ კ------ემ კარის საკეტის გატეხვის გზით, ხოლო იმავე დღეს, საღამოს საათებში ი----- კ------ემ, დაარღვიეს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა. კერძოდ, უკანონოდ შევიდნენ თ---–--–-------–------------ში მდებარე შპს ,,C-----------------------ის“ საკუთრებაში არსებულ ბინაში და ხსენებული ფირმის ნების საწინაღმდეგოდ ფაქტობრივი მდგომარეობით იმყოფებიან უკანონოდ.
ი----- კ------ის ჩვენებით ცხოვრობს დასთან - მ------ კ------ესთან ერთად თ---–--–------–------------ში მდებარე ბინაში რომელიც გაფორმებული იყო მის სახელზე და ვალის გადაუხდელობის გამო გავიდა აქუციონზე. უძრავი ქონება შეიძინა შპს,,C-----------------------მა“. 2014 წლის 30 ივლისს მოხდა მათი ბინიდან გამოსახლება და აღსრულების სამსახურმა შეცვალა საკეტი. მ------ კ------ემ უთხრა, რომ მიდიოდა ექიმთან და მასთან შეუთანხმებლად იმავე დღეს ბინაში მიიყვანა ხელოსანი, გამოცვალა საკეტი და შემდეგ აცნობა ტელეფონით. ადგილზე მივიდა ძმასთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად. ამავე ჩვენებით მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის თანამშრომელმა გააფრთხილა ნებაყოფლობით შეეწყვიტა სხვისი ქონების ხელყოფა, ფაქტობრივი მდგომარეობით ისევ აგრძელებს ცხოვრებას ყ---–------------ში, რადგან ავადმყოფ დას ვერ ტოვებს უმეთვალყურეოდ. მანვე არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა გამართლება.
მ------ კ------ის ჩევენებით დადაგენილია, რომ დასთან - ი----- კ------ესთან ერთად ცხოვრობს ქ.თ---–--–------–------------ში მდებარე ბინა, რომელიც შეიძინა 2002 წელს. ამავე ჩვენებით ბინა ვალის გადაუხდელობის გამო გავიდა აქუციონზე რომელიც შეიძინა შპს,,C-----------------------მა“. 2014 წლის 30 ივლისს კანონიერად მოხდა მათი ბინიდან გამოსახლება და აღსრულების სამსახურმა შეცვალა საკეტი. მიუხედავად დასახელებული გარემოებისა, ის მაინც ფიქრობდა საკუთარი ბინის დაბრუნებას. ამ მიზნით, წავიდა ე-–----- ბაზრობაზე, მოძებნა ხელოსანი, უთხრა, რომ სახლის გასაღები დაკარგა და სურდა საკეტის შეცვლა. როცა შევიდა ბინაში, მხოლოდ შემდეგ დაურეკა ი-----ს და უთხრა, რომ იმყოფებოდა ყ---–------------ში.
მის სანახავად იმავე დღეს სახლში მივიდნენ და-ძმა და ძმისშვილები. იმის გამო, რომ სახლის დაკარგვის შიშით ერთხელ უკვე სცადა თვითმკვლელობა და დალია კლოფელინის დიდი დოზა, მას ი----- არ ტოვებს და ისინი ფაქტობრივი მდგომარეობით ცხოვრებას აგრძელებენ ზემოთმითითებულ ბინაში. ამავე ჩვენებით მარინა კ------ემ განმარტა, რომ მისი დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ ცნობილი არ იყო ი----- კ------ისათვის და ითხოვა მის მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან ჯგუფის ამორიცხვა.
დ----- გუ-------ის ჩვენებით, 2014 წლის იანვარში მეგობარმა გ------------------ აუქციონზე შეიძინა თბილისში, ყ---–--ის ქუჩაზე მდებარე ბინა, რომელიც ფაქტობრივი მდგომარეობით ეკუთვნის შპს ,,C-----------------------ს“. მას შემდეგ რაც ბინის ყოფილმა მესაკუთრემ ი----- კ------ემ უარი განაცხადა ბინის ნებაყოფლობით დაცლაზე, მათ განცხადებით მიმართეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და 2014 წლის ივლისში მოხდა ი----- და მ------ კ------ეების გამოსახლება. ამავე ჩვენებით, ი----- და მ------ კ------ეებს შესთავაზეს, რომ უქირავებდნენ საცხოვრებელ ბინას, რაზეც ბრალდებულებმა უარი განაცხადეს. გამოსახლებიდან მცირე დროში აუქციონზე შეძენილი ბინა დახვდა დაკეტილი. საკეტი იყო შეცვლილი და ბინაში ცხოვრებას აგრძელებდნენ ი----- და მ------ კ------ეები. ზემოაღნიშნული ფაქტის შესახებ დაწერა განცხადება და აცნობა პოლიციას. დაზარალებული იხდის ქონების გადასახადს და ვერ ახდენს კუთვნილი უძრავი ქონების ფაქტობრივ ფლობას.
მ------------ს ჩვენებით არის კომპანია შპს,,C-----------------------ს“ დირექტორი. 2014 წელს მათ ყ---–--ის ქუჩაზე 76 000 აშშ დოლარად შეიძინეს ბინა, რომლის ფატობრივ ფლობას ვერ ახორციელებს რადგან, ქონების ყოფილი მესკუთრეები ბინაში ისევ აგრძელებენ ცხოვრებას.
ს--–---- ქ------ის ჩვენებით არის კომპანია შპს,,C-----------------------ის“ფინანსური დირექტორი. კომპანიამ ყ---–--ის ქუჩაზე მდებარე ბინა შეიძინა 2014 წელს, თუმცა ვერ სარგებლობს, რადგან მასში ფაქტობრივი მდგომარეობით ცხოვრობს ადრინდელი მესაკუთრე, ი----- კ------ე. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ქონების შესაძენად აიღო სესხი და იხდიან პროცენტებს ვერ ხდება ქონების განკარგვა.
დ----- ხ------–--ას ჩვენებით 2014 წლის ზაფხულში მეგობარმა დ----- გუ-------ემ უთხრა, რომ კომპანიას აუქციონის წესით შეძენილი ჰქონდა თბილისში, ყ---–---------ში მდებარე ბინა და მიმდინარეობდა ყოფილი მფლობელების გამოსახლება. იმის გამო, რომ დ----- გუ-------ეს არ ჰქონდა საკმარისი დრო სთხოვა, დასწრებოდა გამოსახლების პროცესს. მისამართზე მისულს ადგილზე დახვდა აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები. მათ მეზობლებმა მისცეს გასაღები და მოახდინეს ბინაში დატოვებული ინვენტარის აღწერა. აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა ბინის ყოფილ მფლობელებს უთხრეს, რომ დროს მისცემდენენ ბინის დასაცლელად და გამოცვალეს საკეტი.
დ----- თ-------ის ჩვენებით მუშაობდა აღსრულების პოლიციაში. 2014 წლის თებერვლის თვეში, შპს,,C-----------------------ს“ წარმომადგენლის დ----- გუ-------ის განცხადების საფუძველზე წარმოებაში მიიღო აღსრულების საქმე, რომელიც ეხებოდა თ---–--–-------–------------ში მდებარე ბინაში მცხოვრები ი----- და მ------ კ------ეების იძულებით გამოსახლებას. რამდენადაც ქონება იყო ი----- კ------ის საკუთრება, უშუალოდ ის გააფრთხილა მოსალოდნელი გამოსახლების შესახებ. ასევე დაფიქსირებული აქვს ბრალდებულის მოსაზრება, რომ სურდა ბინა გაეყიდა საბაზრო ღირებულებით, დაეფარა კრედიტორის ვალი და სხვაობით შეეძინა უძრავი ქონება. მიუხედავად მისი არაერთი გაფრთხილებისა, ბრალდებულებმა ნებაყოფლობით არ დაცალეს ყ---–--ის ქუჩაზე მდებარე ბინა, რის გამოც იამვე წლის 30 ივლისს ჩაინიშნა გამოსახლება. ცნობა იძულებითი გამოსახლების შესახებ ჩაიბარა თავად ი----- კ------ემ. არც ერთი ბრალდებული არ დასწრებია პროცესს და გასაღები მათ დატოვებული ჰქონდათ მეზობელთან. გამოსახლებას ესწრებოდა 2-3 მეზობელი და კრედიტორი, რომელთა თანდასწრებით შეცვალეს საკეტი, აღიწერა ნივთები, დაიკეტა ბინა და შედგა ოქმი გამოსახლების შესახებ.
ნ-------- ჭ-–-ას ჩვენებით მუშაობდა ვ---------------–--------–-–-----------–-----------–---–- ინსპექტორ-გამომძიებლად. 2014 წელს შესასრულებლად დაეწერა შპს,,C-----------------------ის“ წარმომადგენლის დ----- გუ-------ის განცხადება, რომლითაც ითხოვდა შპს-ზე რიცხული ბინიდან ი----- და მ------ კ------ეების გამოსახლებას. განცხადებას თან ახლდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმი სადაც მითითებული იყო, რომ ზემოთდასახელებული ბინიდან მოხდა კ------ეების ოჯახის გამოსახლება და გამოიცვალა საკეტი. მისი მხრიდან მოხდა კ------ეების ოჯახის გაფრთხილება, რომ ნებაყოფლობით შეეწყვიტათ სხვისი ქონების ხელყოფა. ზემოთდასახელებულ მისამართზე თავად რამდენიმეჯერ იყო მისული, მაგრამ კარს არავინ უღებდა და ყოველი ვიზიტის დროს ადგენდა ოქმს. რადგან ბრალდებულთა მხიდან ნებაყოფლობით არ მოხდა ბინის დაცლა 2014 წლის დეკემბრის თვეში დაიწყო მათი გამოსახლება, მაგრამ იმის გამო, რომ მ------ კ------ე გახდა ცუდად გამოსახლების პროცედურა გადაიდო გაურკვეველი ვადით.
ლ-------------–--მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა.
საჯარო რეესტრის ბიუროდან 2014 წლის 12 თებერვლის და 2014 წლის 24 სექტემბრის ამონაწერებით დადგენილია, რომ თბილისში, ყ---–--ის ქ-----–--------------- ბინის მესაკუთრე არის შპს ,,G--------------------------“, რომლის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება #A----------------.
2014 წლის 20 თებერვლის განცხადებით ირკვევა, რომ შპს ,,G---------------------------ის“ წარმომადგენელმა დ----- გუ-------ემ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა განცხადებით იძულებითი აღსრულების შესახებ.
განკარგულება #A-----------------ის თანახმად, მოვალის ი----- კ------ის საკუთრებაში რიცხული თ---–--–-------–----------- - ში მ------------ ბინის შემძენი 2014 წლის 29 იანვარს გამართულ აუქციონზე გახდა შპს ,,G--------------------------“ და 76 260.00 ლარად აღსრულება განხორციელდა იპოთეკარ თ------------–--- სასარგებლოდ.
თანახმად, ი----- კ------ე ვალდებულია გაფრთხილების მიღებიდან 10 დღის ვადაში ნებაყოფლობით გაათავისუფლოს შპს ,,G---------------------------ის“ საკუთრებაში არსებული ყ---–--ის ქუჩაზე მდებარე ბინა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 2014 წლის 24 თებერვალს დოკუმენტით შპს ,,G---------------------------ის“ წარმომადგენელია დ----- გუ-------ე, ხოლო მოვალე - ი----- კ------ე.
2015 წლის 06 აპრილის ოქმით სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ, თ---–--–-------–------------შ მ------------ ბინაში აღიწერა არსებული საგნები და ნივთები. ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ კრედიტორი დ----- ხ------–--ა (შპს ,,G---------------------------ის“ წარმომადგენელი), დ----- თ-------ე - აღსრულების პოლიციის წარმომადგენელი და დამსწრე პირები. მოვალის გრაფა თავისუფალია.
ოქმით ბინაზე გამოცხადების შესახებ დადგენილია, რომ 2014 წლის 24 ოქტომბერს, თ---–--–-------–------------ში მ------------ ბინაში გამოცხადებულ ვ---------------–----------------–-------–------------–---- უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ დ----- ჭ-–-ას ბინაში არავინ დახვდა.
ანალოგიური ოქმია შედგენილი 2014 წლის 27 ოქტომბერს, 2014 წლის 28 ოქტომბერსა და 2014 წლის 30 ოქტომბერს.
გაზეთ ,,სიტყვა და საქმეში“ გამოქვეყნებული განცხდებით ირკვევა, რომ ვ---------------–----------------–-------–------------–---- მიერ მოხდა ი----- კ------ის გაფრთხილება ნებაყოფლობით შეეწყვიტა შპს ,,G---------------------------ის“ ხელყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
დაცვის მხარის პოზიციას, რომ ი----- კ------ის ქმედება არ შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, ხოლო მ------ კ------ის ქმედება ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტისა უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 160 ე-მუხლის 1-ელი ნაწილით, სასამართლო არ იზიარებს.
საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლი განასხვავებს ჯგუფური დანაშაულის სახეებს. ამავე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. მოცემულ შემთხვევაში მ------ და ი----- კ------ეებს ბრალად ერაცხებათ დანაშაულის ჯგუფურად ჩადენა, რაც გამორიცხავს დანაშაულის ჩასადენად ამსრულებელთა წინასწარ შეკავშირებას. როგორც ბრალდებულთა ჩვენებებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით და საქმის მასალებით დადგენილი გარემოებაა, რომ 2014 წლის 30 ივლისს, თ---–--–-------–------------ში მ------------ ბინიდან კანონიერად მოხდა ი----- და მ------ კ------ეების იძულებით გამოსახლება და ბინას შეეცვალა საკეტი. მ------ კ------ემ დაადასტურა, რომ მის მიერ მიყვანილი ხელოსნის მეშვეობით გამოცვალა საკეტი და შევიდა ზემოთდასახელებულ ბინაში სადაც ფაქტობრივი მდგომარეობით ისევ ცხოვრობს დასთან - ი----- კ------სთან ერთად. დასახელებულ გარემოებას არ უარყოფს არც თავად ი----- კ------ე და განმარტავს, რომ მიუხედავად პოლიციის თანამშრომლის გაფრთხილებისა შეეწყვიტა დასთან ერთად შპს,,C-----------------------ის“ საკუთრების ხელყოფა და ისინი კვლავაც აგრძელებენ ყ---–--ის ქუჩაზე მდებარე ბინაში ცხოვრებას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლში აღნიშნულია, რომ არავის არა აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული აუცილებლობა. ამ კონსტიტუციური დებულებიდან გამომდინარე და მისი შესრულების მიზნით, სისხლის სამართლის კოდექსი კრძალავს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას. ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლა თავის თავში მოიცავს ასევე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იქ ყოფნასაც, რასაც მოცემულ შემთხვევაში ი----- კ------ის მხრიდან აქვს ადგილი.
სასამართლო საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გამოკვლეული მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ------ კ------ემ და ი----- კ------ემ ჯგუფურად ჩაიდინეს ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა მისი სიმკაცრე, არამედ - მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ - ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს. შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი, პირველ რიგში, უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
მ------ კ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ნაწილობრივ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ასევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. რაც შეეხება ი----- კ------ეს, საქმის მასალებით მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ არის დადგენილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ------ კ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ დაენიშოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
მასვე 6(ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;
მ------ კ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს;
ი----- კ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ დაენიშოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
მასვე 6(ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;
ი----- კ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
/ლელა ნოზაძე/