გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
211210018002522327
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი მაყვალა ხიმშიაშვილი
05.10.2018 წელი დ.ხულო
მოსარჩელე სს ”სა-----------------------------ი“
წარმომადგენელი ელ---------–--–ი
მოპასუხე მა-–----------–--ე
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე მა-–----------–--ეს ანაზრაურებული ზიანიდან გამომდინარე თანხის 850 ლარის სს ”სა-----------------------------ის” სასარგებლოდ გადახდა.
1.2. დაეკისროს მოპასუხე მა-–----------–--ეს სს ”სა-----------------------------ის” სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
სს ,,სტანდარტ დაზღვევა საქართველოს“ (სა-----------------------------ი) და ირ---–----------ძეს შორის 2016 წლის 04 ივლისს დაიდო ავტომობილის KIA/SORENTO-ს დაზღვევის ხელშეკრულება, რეგისტრაციის ნომრით S-------- და გაიცა შესაბამისი დაზღვევის სერთიფიკატი NMCI-9905.
აღნიშნული ავტომანქანა 2016 წლის 20 დეკემბერს დაზიანდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხულოს ცენტრალურ ტერიტორიაზე. ავტოსაგზაო შემთხვევაში პასუხისმგებელ პირად შესაბამისი კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოების შეფასებითა და გადაწყვეტილებით დადგინდა მოპასუხე მა-–----------–--ე პ.ნ01---------. შემთხვევასთან დაკავშირებით გაფორმდა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები. მზღვეველის მიერ შეფასებული იქნა ზარალი, რომელიც 850.00 ლარის ოდენობით აუნაზღაურდა ავტომანქანის მოსარგებლე პირს ირ---–----------ძეს.
მოსარჩელემ ზიანის მიმყენებელს მიმართა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, მაგრამ, მაგრამ მოპსუხის მიერ აღნიშნულს რეაგირება არ მოჰყოლია, რის გამოც მიმართა სასამართლოს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ხოლო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მთლიანად ცნო სარჩელი. ამასთანავე განმარტა, რომ აქვს მძიმე ეკონომიური და ჯანმრთელობის მდგომარეობა, თანხის გადახდის არავითარი საშუალება არ აქვს, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლს პრეტენზია არ გამოუხატავს, იყო მცირე დაზიანება და მისთვის გაუგებარია საიდან შეადგინა ზიანმა ასეთი მაღალი თანხა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სს ,,სტანდარტ დაზღვევა საქართველოს“ (სა-----------------------------ი) და ირ---–----------ძეს შორის 2016 წლის 04 ივლისს დაიდო ავტომობილის KIA/SORENTO-ს რეგისტრაციის ნომრით S-------- დაზღვევის ხელშეკრულება და გაიცა შესაბამისი დაზღვევის სერთიფიკატი NMCI-9905.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-დაზღვევის სერთიფიკატი.
3.2.2. აღნიშნული ავტომანქანა 2016 წლის 20 დეკემბერს ხულოს ცენტრალურ ტერიტორიაზე დაზიანდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად,. ავტოსაგზაო შემთხვევაში პასუხისმგებელ პირად შესაბამისი კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოების შეფასებითა და გადაწყვეტილებით დადგინდა მოპასუხე მა-–----------–--ე პ.ნ01---------. შემთხვევასთან დაკავშირებით გაფორმდა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები. მზღვეველის მიერ შეფასებული იქნა ზარალი, რომელიც 850.00 ლარის ოდენობით აუნაზღაურდა ავტომანქანის მოსარგებლე პირს ირ---–----------ძეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარიმო ქვითარი .
- ავტოსაგზაო შემთხვევის სქემა.
- გასაუბრების ოქმები.
-გაფრთხილების წერილი
3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ/აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა ირ---–----------ძის საკუთრებაში რიცხული KIA/SORENTO-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით S-------- .მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 850.00 ლარი. აღნიშნული თანხა მოსარჩელის მიერ უნაზღაურდა ავტომანქანის მოსარგებლე პირს ირ---–----------ძეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ს.ფ. 32).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სადავო გარემოებები არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სს ”სა-----------------------------ის” სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე მა-–----------–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისრო 850.00 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 832-ე, 992-ე, 999-ე მუხლებით. ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაყენების სამართლებრივი საფუძველი.
სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის თანახმად თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992 მუხლის თანახმად კი პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 999-ე მუხლი კი იმპერატიულად ადგენს, რომ მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.
აღნიშნული მუხლებით იმპერატიულადაა განსაზღვრული თუ როდის შეიძლება დაეკისროს დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხარეს. კერძოდ პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, ანუ თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის.
სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ არსებობს ყველა ზ/აღნიშნული გარემოება მოპასუხეზე 850.00 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.
6.2. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მა-–----------–--ემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, შესაბამისად, არსებობს სს ”სა-----------------------------ის” სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების როგორც სამართლებრივი, ასევე ფაქტობრივი საფუძველი, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოცემულ შემთხვეაში მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი, ამიტომ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს სს ”სა-----------------------------ის” სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
1.1 დაეკისროს მოპასუხე მა-–----------–--ეს მოსარჩელე სს ”სა-----------------------------ის” სასარგებლოდ 850.00 ლარის გადახდა.
1.2. მოსარჩელე სს ”სა-----------------------------ს” დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 28 ივნისს სს ,,თიბისი ბანკში’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხულოს მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხულოს მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე