განაჩენი

სისხლის სამართლის 23.10.2018
საქმის ნომერი
200100118002579757
დავის ტიპი
19 - 108
თარიღი
23.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100118002579757

N1/228-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

23 ოქტომბერი 2018 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - ნ----------------–---–ი

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ლ--–-------–-–---–ი

ბრალდებული: გ------- ა----–---–ი

მამის სახელი: თ-----------

დაბადებული: 0----------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: ქ.თელავი, ა-–---------------ი 18, ბინა N20

მცხოვრები: ქ.თელავი, ა-–---------------ი 18, ბინა N20

დაკავების თარიღი: 20.05.2018 წელი

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი - განზრახ მკვლელობის მცდელობა.

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

1. 2018 წლის 20 მაისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქალაქ თელავში, ო-------ის ქუჩაზე მდებარე, ე.წ. „ს------ის“ სასაფლაოს ტერიტორიაზე, გ------- ა----–---–მა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე გ--------–-–---–ს შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დანა სამჯერ დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილას, კერძოდ, თავის, წელისა და გულმკერის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად, გ--------–-–---–ს მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა თავის არეში მარჯვნივ, რაც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით, სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება გულმკერდის მარცხენა ნახევარში და ნაკვეთი ნაჩხვლეტი ჭრილობა წელის IV მალის დონეზე, რაც ასევე მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანოკლე მოშლის ნიშნით. გ------- ა----–---–მა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა, რადგან გ--------–-–---–ი გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის სედეგად მოხდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ გ--------–-–---–ის ჩვენებით, მოწმეების ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, გ------- ა----–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, სისხლის ნიმუშის აღების ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დაკვნებით ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

3. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- ა----–---–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4. სასამართლოს ბრალდებულ გ------- ა----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან. ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

6. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ გ------- ა----–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

7. საქმის მასალების მიხედვით, 2006 წლის 13 ოქტომბერს (ს.ფ.324-328) გ.ა----–---–ი გასამართლებული იყო სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. განაჩენის მიხედვით, მას დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარი. 2008 წლის 25 ნოემბრის დადგენილებით, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ სასჯელზე გავრცელდა ამნისტია, სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელი. სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ ბრალდებულ გ.ა----–---–ს ჯარიმა გადახდილი არ აქვს. 2006 წლიდან კი გასულია გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, ანუ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჯარიმა კიდეც რომ გადაუხდელი იყოს, გამამტყუნებელი განაჩენი ამ ნაწილში ვეღარ აღსრულდება და შესაბამისად, გ. ა----–---–ი ნასამართლობის არმქონეა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

8. გ------- ა----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 08(რვა) წლით.

9. გ------- ა----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 20 მაისიდან.

10. ნივთიერი მტკიცებულებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლის ლაქა, დალუქული ერთ ფუთად, გ------- ა----–---–ის სისხლის ნიმუში, გ--------–-–---–ის სისხლის ნიმუში, გ------- ა----–---–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ხისტარიანი საკეცი დანა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

11. გ------- ა----–---–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული გ------- ა----–---–ის ტანსაცმელი - მოკლესახელოებიანი მაისური, ჯინსის შარვალი და ფეხსაცმელი, გ--------–-–---–ის ტანსაცმელი - ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, ყავისფერი კაპიშონიანი ჯემპრი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

12. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური