გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310018002459789
საქმე № 3/132-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი
მოსარჩელე: ჯ---- გ-----–-–---–ი
წარმომადგენელი: გ------- ე-----–---–-
მესამე პირი: კასპის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენლები: მ------- დ------–---–- და ზ------ კ------
მესამე პირი: ნ-------- თ------–---–ი
წარმომადგენლები: ს----- ჯ----–--- და ნ---- თ------–---–ი
მესამე პირები: ვ------- და ნ-----–- გ-----–-–---–ები
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 24 აპრილის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების № 00067 ოქმის ბათილად ცნობა.
1.2. უძრავი ქონებისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის იდენტურობის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 30 აპრილის № 012/2529 აქტის ბათილად ცნობა.
სარჩელის თანახმად, ერთის მხრივ, ვ------- (პირ. № 2----------), ნ-----–- (პირ. № 2----------) და ჯ---- (პირ. № 2----------) გ-----–-–---–ებისა და, მეორეს მხრივ, ნ-------- თ------–---–ის (პირ. № 2----------) ოჯახები ცხოვრობენ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----ში და არიან მოსაზღვრე მეზობლები; ადრე ნ-------- თ------–---–მა დაირეგისტრირა მიწა იმგვარად, რომ მოხდა მიწის იმ მონაკვეთის მის საკუთრებაში აღრიცხვა, რომელიც წარმოადგენს საერთო სარგებლობის გზას, რითაც შეეზღუდა გ-----–-–---–ების ოჯახს თავის საკუთრებაში მყოფ სახლთან და მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა; აღნიშნული რეგისტრაცია სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი; მიუხედავად ამისა, კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის 24 აპრილის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების № 00067 ოქმით დადასტურებულად ჩათვალა, რომ სადავო მონაკვეთი წარმოადგენდა არა საერთო სარგებლობის გზას, არამედ ნ-------- თ------–---–ის საკუთრებას.
2. მოპასუხისა და მესამე პირების პოზიცია
მოპასუხე კასპის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესამე პირის - ნ-------- თ------–---–ის მითითებით, მერიის წარმომადგენელმა ადგილზე გასვლით და საქმის გარემოებებით დაადგინა, რომ სადავო მონაკვეთი წარმოადგენდა ნ-------- თ------–---–ის პირად საკუთრებას, რასაც გამოიყენებდა საურმე გზად, მისი ოჯახი წლების განმავლობაში ფლობდა ამ მიწის ნაკვეთს, რაც წარმოადგენდა მათ საკუთრებას; თავის ნაკვეთზე მოწყობილი ჰქონდათ საურმე გზა; მეზობელთან - გ------ (გ------) ხ-----–---–თან აწარმოა მოლაპარაკება, გაცვალეს მიწის გარკვეული მონაკვეთები, რითაც გააფართოეს საურმე გზა და ამ გზით ასარგებლებდნენ გ-----–-–---–ებსაც მათთან ადრე კარგი დამოკიდებულების გამო; შემდგომში მდგომარეობის გართულებისა და დაძაბულობის გამო ნ-------- თ------–---–მა უარი თქვა, კუთვნილი ფართით ესარგებლათ გ-----–-–---–ებს, რის გამოც მოახდინა თავის სახელზე რეგისტრაცია და შემოღობა კიდეც; მოსარჩელეები სხვა მხრიდან უკავშირდებიან საჯარო გზას და აქვთ შესაძლებლობა, იმ მხრიდან იარონ თავის სახლში. საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ სადავო მონაკვეთი წარმოადგენს სოფლის საუბნო გზას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. კასპის რაიონის სოფელ დ----ის 1996-2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით, ს-------–- (ს------) თ------–---–ის კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 50 მ2 საცხოვრებელი სახლი, ხოლო 1992 წლის მიწის ნაკვეთების განაწილების სიით - 0,75 ჰა მიწის ნაკვეთი.
მტკიცებულება: გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება (საქმე № 140310515718723, საქმე № 3/24-15).
3.2.2. მითითებული საკომლო წიგნის ჩანაწერისა და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ნ-------- თ------–---–ის სახელზე № 6--1--3--3--- საკადასტრო კოდით 2014 წლის 10 ნოემბერს საკუთრების უფლებით აღირიცხა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----ში მდებარე 1463 მ2 სასოფლო-სამეურნეო მიწის (საკარმიდამო) ნაკვეთი და 100,13 მ2 შენობა-ნაგებობა.
მტკიცებულება: გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება (საქმე № 140310515718723, საქმე № 3/24-15).
3.2.3. ვ-------, ნ-----–- და ჯ---- გ-----–-–---–ების სახელზე № 6--1--3--1-- საკადასტრო კოდით ირიცხება კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----ში მდებარე 907 მ2 სასოფლო-სამეურნეო მიწის (საკარმიდამო) ნაკვეთი, 182,13 მ2 საცხოვრებელი და 38,41 მ2 შენობა-ნაგებობები.
მტკიცებულება: გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება (საქმე № 140310515718723, საქმე № 3/24-15).
3.2.4. ნ-------- თ------–---–ის საკუთრების რეგისტრაციამდე მისი და გ-----–-–---–ების ეზოს მიმდებარედ არსებული მიწის გარკვეული ფართი გამოიყენებოდა ორივე ოჯახისათვის მისასვლელ გზად;
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება, საკადასტრო აზომვითი ნახაზები, გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება (საქმე № 140310515718723, საქმე № 3/24-15).
3.2.5. გ------ ხ-----–---–ის სახელზე გაცემულ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, მის სახლთან არსებულ № 4397 მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება არხი და ნ-------- თ------–---–ის კუთვნილი № 4398 მიწის ნაკვეთი, სამხრეთიდან, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან - გზა, ხოლო აღმოსავლეთით მდებარე გზის აღმოსავლეთით მდებარეობს № 4399 ნაკვეთი, რაც, მხარეთა განმარტებით, ჯ----, ვ------- და ნ-----–- გ-----–-–---–ების კუთვნილი მიწაა.
მტკიცებულება: გ------ ხ-----–---–ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი № 503, მხარეთა ახსნა-განმარტება, გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება (საქმე № 140310515718723, საქმე № 3/24-15), სიტუაციური ნახაზები ე. წ. ყვითელი ფერების ჩვენებით.
3.2.6. გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით ვ-------, ნ-----–- და ჯ---- გ-----–-–---–ების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქმა ცნობილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----ში მდებარე 1 463 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთის და 100,13 მ2 შენობა-ნაგებობის ნ-------- თ------–---–ის საკუთრებაში № 6--1--3--310 საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 10 ნოემბრის № 882014570956-06 გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა, ნ-------- თ------–---–ის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე, საკითხის ხელახლა განხილვისას შეესწავლა, შედიოდა თუ არა მითითებულ უძრავი ქონების საზღვრებში სოფელ დ----ის საჯარო (საუბნო) გზა, სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები (მოსარგებლეები), გეოგრაფიული მდებარეობა, მიწის ნაკვეთის სხვა მახასიათებლები, უძრავი ქონების კონფიგურაცია, ნაკვეთის საზღვრების პარამეტრები, და ამ გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების შემდეგ, საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, მიეღო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ;
მტკიცებულება: გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება (საქმე № 140310515718723, საქმე № 3/24-15).
3.2.7. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 24 აპრილის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების № 00067 ოქმით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ნ-------- თ------–---–ის საკუთრების უფლებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი იდენტურია წარდგენილი საკადასტრო აზომვით ნახაზში ასახული მიწის ნაკვეთისა;
მტკიცებულება: კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 24 აპრილის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების № 00067 ოქმი, 2018 წლის 30 აპრილის № 012/2529 მიმართვა.
3.2.8. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 24 აპრილის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების № 00067 ოქმით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ნ-------- თ------–---–ის საკუთრებას წარმოადგენს მისი და გ-----–-–---–ების ეზოს მიმდებარედ არსებული მიწის ფართი, რაც ადრე გამოიყენებოდა ორივე ოჯახისათვის მისასვლელ გზად;
მტკიცებულება: საკადასტრო აზომვით ნახაზი, მხარეთა ახსნა-განმარტება, სიტუაციური ნახაზები ე. წ. ყვითელი ფერების ჩვენებით.
3.2.9. აღნიშნული საკადასტრო მონაცემებით ნ-------- თ------–---–მა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია;
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებგვერდი http://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFKvX9IEgcaWMK40OL8G0SwZwOewdzf7j7o6BkisUyO8p.
3.2.10. კასპის რაიონის სოფელ დ----ის 1965-1986 წლების აღმასკომის სხდომის ოქმებში, დ----ის კოლმეურნეობის 1965-1975 წლების გამგეობის სხდომისა და საერთო კრების ოქმებში ჩანაწერი თ------–---–სა და ხ-----–---–ს შორის სახლთან მისასვლელ გზასთან დაკავშირებით მოლაპარაკების გაფორმების შესახებ კასპის არქივში არ აღმოჩნდა, ხოლო დ----ის საბჭოთა მეურნეობის 1976-1986 წლების სხდომის ოქმები არქივში დაცვაზე არ შესულა.
ასევე, დ----ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1968-1970 წლების სხდომის ოქმებში ინფორმაცია გ------ (გ------) ხ-----–---–ს, ნ-------- თ------–---–სა და ს------ თ------–---–ს შორის მიწის ნაკვეთების გაცვლის შესახებ არ აღმოჩნდა.
მტკიცებულება: კასპის არქივის 2018 წლის 10 ოქტომბრის № 39/133298 მომართვა, გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება (საქმე № 140310515718723, საქმე № 3/24-15).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რამდენადაც, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მერიამ ნ-------- თ------–---–ის საკუთრებად მიიჩნია სოფლის საუბნო, საერთო სარგებლობის გზა, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განსაზღვრის წესი".
6. სამართლებრივი შეფასება
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სადავო აქტები გამოცემულია მითითებული კანონის ფარგლებში, რომლითაც აღიარებული იქნა, რომ სადავო მიწის მონაკვეთი წარმოადგენს ნ-------- თ------–---–ის პირად საკუთრებას.
მოცემულ შემთხვევაში, დავის არსებითად გადაწყვეტისათვის უნდა გაირკვეს, ნ-------- თ------–---–ის საკუთრებაში შედის თუ არა სოფლის საუბნო, საერთო სარგებლობის გზა, რომლითაც ადრე სარგებლობდნენ გ-----–-–---–ებიც.
აღსანიშნავია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სასამართლომ ერთხელ უკვე ცნო ბათილად ადმინისტრაციული ორგანოს აქტი და დაავალა საქმის გარემოებების ხელახლა გამოკვლევა; იმის გამო, რომ ეს საკითხი კვლავ სასამართლოს განხილვის საგანია, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მიღებული უნდა იქნეს არსებითი ხასიათის გადაწყვეტილება, სადავო ფართი მიჩნეული იქნეს თუ არა საერთო სარგებლობის გზად, თუ ნ-------- თ------–---–ის პირად საკუთრებად.
ამ საკითხის გარკვევის მიზნით, ადრე წარმოებულ საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ მოძიებული იქნა ყველა შესაძლო სახის მტკიცებულება, მათ შორის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურიდან წარმოდგენილი კასპის რაიონის სოფელ დ----ის კოლმეურნეობის მიწათსარგებლობის გეგმიდან ამონარიდი № 6--1--3--3--- მიწის ნაკვეთთან მიმართებაში, სადაც სადავო მიწის ნაკვეთზე, ვიზუალური თვალთახედვით, საუბნო (საჯარო) გზა არ ფიქსირდება (იხ. გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება (საქმე № 140310515718723, საქმე № 3/24-15).
ამავე დროს, მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი იყო ორთოფოტო, სადაც სადავო მონაკვეთზე ვიზუალურად იკვეთებოდა გზა.
მიუხედავად სასამართლოს მიერ მიღებული ზომებისა, სხვა დოკუმენტაცია, საკადასტრო გეგმები და მონაცემები, რაც ნათელ და სრულყოფილ წარმოდგენას შექმნიდა, კონკრეტულად სადავო მიწის ნაკვეთზე ადრე წლებში გადიოდა თუ არა საერთო სარგებლობის გზა, მოძიებული ვერ იქნა.
დღეის მდგომარეობით, სასამართლოს ხელთ არსებობს წერილობითი სახის 2 მტკიცებულება: გ------ (გ------) ხ-----–---–ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი და სიტუაციური ნახაზები ე. წ. ყვითელი ფერების ჩვენებით.
როგორც აღინიშნა, გ------ ხ-----–---–ის სახელზე გაცემულ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 1995 წლის აქტის მიხედვით, ხ-----–---–სა და გ-----–-–---–ებს შორის ფიქსირდება საერთო სარგებლობის გზა, რომელსაც ასევე ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ნ-------- თ------–---–ი.
იგივე ვითარება ფიქსირდება სიტუაციურ ნახაზებზე, რომელიც მომზადებულია 2003 წლამდე მდგომარეობით.
საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულ იქნენ ნ-------- თ------–---–ის მხრიდან დასახელებული მოწმეები: ლ---- თ------–---–ი, გ------- ხ-----–---–ი და დ-------- ბ---–----–---–ი.
ლ---- თ------–---–ის (ნ-------- თ------–---–ის ბიძაშვილის მეუღლე) ჩვენებით, ადრე იგი იყო დ----ის სოფლის საბჭოს მდივანი; ნ-------- თ------–---–ის ოჯახი იმ პერიოდში კუთვნილ ნაკვეთში აშენებდა სახლს და არ გააჩნდათ ფართო მისასვლელი გზა; იყო მხოლოდ საურმე გზა; სოფლის საბჭომ შექმნა კომისია და გ------ ხ-----–---–თან მოახდინეს ფართის მოცვლა, სადაც თ------–---–ებმა საურმე გზა გააფართოვეს და მოაწყვეს მანქანისთვის მისასვლელი გზა; მოცვლის შესახებ შედგა შესაბამისი ოქმებიც. ყველა დოკუმენტაცია ინახებოდა სოფლის მეურნეობაში, სადაც მოხდა ხანძარი და დოკუმენტაციის ნაწილი განადგურდა; თ------–---–ებს მიწის გადასახდებს ახდევინებდნენ საურმე გზის ფართის გამოკლებით.
გ------- ხ-----–---–ის ჩვენებით (გ------ (გ------) ხ-----–---–ის შვილი, მხარეთა მეზობელი), მან მამის გადმოცემით იცის, რომ სადავო ადგილზე იყო საურმე გზა, რაც გაფართოვდა ხ-----–---–ების მიერ მიცემული ფართის ხარჯზე, თ------–---–ებისგან კი მიიღეს სანაცვლო ფართი.
დ-------- ბ---–----–---–ის (მხარეთა მეზობელი) ჩვენებით, სადავო ადგილზე იყო საურმე გზა, რაც ეკუთვნოდა ნ-------- თ------–---–ს; შემდგომში ხ-----–---–ებთან მოხდა ფართების გაცვლა, რის ხარჯზეც გაფართოვდა საურმე გზა.
იგივე შინაარსისაა გ------ (გ------) ხ-----–---–ის სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილი, რომ მან 1969 წელს მის მეზობლად მცხოვრებ ნ-------- თ------–---–ის დედას - ს------ თ------–---–ს ნამდვილად გაუცვალა მიწის ფართობი, რადგან მას არ ჰქონდა სამანქანე გზა სახლთან მისასვლელად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ, საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით, არ დასტურდება მოწმეთა და ნ-------- თ------–---–ის განმარტება, რომ სადავო ფართი წარმოადგენდა ნ-------- თ------–---–ის პირად საკუთრებას და მოხდა ფართების გაცვლა გ------ ხ-----–---–თან.
როგორც აღინიშნა, კასპის რაიონის სოფელ დ----ის 1965-1986 წლების აღმასკომის სხდომის ოქმებში, დ----ის კოლმეურნეობის 1965-1975 წლების გამგეობის სხდომისა და საერთო კრების ოქმებში ჩანაწერი თ------–---–სა და ხ-----–---–ს შორის სახლთან მისასვლელ გზასთან დაკავშირებით მოლაპარაკების გაფორმების შესახებ კასპის არქივში არ აღმოჩნდა; ასევე, დ----ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1968-1970 წლების სხდომის ოქმებში ინფორმაცია გ------ (გ------) ხ-----–---–ს, ნ-------- თ------–---–სა და ს------ თ------–---–ს შორის მიწის ნაკვეთების გაცვლის შესახებ არ აღმოჩნდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი გაცვლის რეალურად არსებობის შემთხვევაში, გ------ ხ-----–---–ის სახელზე გაცემულ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 1995 წლის აქტსა და 2003 წლამდე მდგომარეობით არსებულ სიტუაციურ ნახაზზე სადავო მონაკვეთი აღრიცხული უნდა ყოფილიყო ნ-------- თ------–---–ის პირად საკუთრებად.
ამ მტკიცებულებებში კი სადავო მონაკვეთი აღნუსხულია, როგორც საერთო სარგებლობის გზა.
,,ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განსაზღვრის წესის” (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის № 220-ე დადგენილებით) 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ”, ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტების მიხედვით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებად ითვლება თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში არსებული საავტომობილო გზები, დასახლებული პუნქტების საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებთან დამაკავშირებელი გზები, მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზები.
მოცემულ შემთხვევაში სადავოა, ნ-------- თ------–---–ის საკუთრებას წარმოადგენს მიწის გარკვეული მონაკვეთი, თუ არის საერთო სარგებლობის გზა.
სასამართლოს ხელთ არსებული ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ სადავო მონაკვეთი მის პირად საკუთრებას წარმოადგენდა მაშინ, როდესაც უტყუარად და სრულყოფილად არ დადგენილა, რომ ეს მიწა მისი პირადი საკუთრება იყო; პირიქით, საქმის მასალების მიხედვით, სადავო მონაკვეთი წარმოადგენს სოფლის საუბნო, საერთო სარგებლობის გზას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
დადგენილია, რომ კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ნ-------- თ------–---–ისათვის მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო მონაცემების იდენტურობა დადგინდა მხოლოდ ორი პირის - გ--- წ------–---–ისა და ლ---- თ------–---–ის მითითებაზე დაყრდნობით ისე, რომ სხვა გარემოებები და მტკიცებულებები არ გამოკვლეულა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
როგორც აღინიშნა, გ------ ხ-----–---–ის სახელზე გაცემულ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 1995 წლის აქტისა და 2003 წლამდე მდგომარეობით არსებული სიტუაციური ნახაზის მიხედვით, ხ-----–---–სა და გ-----–-–---–ებს შორის ფიქსირდება საერთო სარგებლობის გზა, რომელსაც ჩრდილოეთიდან ასევე ესაზღვრება ნ-------- თ------–---–ი, ხოლო კასპის რაიონის სოფელ დ----ის 1965-1986 წლების აღმასკომის სხდომის ოქმებში, დ----ის კოლმეურნეობის 1965-1975 წლების გამგეობის სხდომისა და საერთო კრების ოქმებში, დ----ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1968-1970 წლების სხდომის ოქმებში ჩანაწერი თ------–---–სა და ხ-----–---–ს შორის სახლთან მისასვლელ გზასთან დაკავშირებით მოლაპარაკების გაფორმების, გ------ (გ------) ხ-----–---–ს, ნ-------- თ------–---–სა და ს------ თ------–---–ს შორის მიწის ნაკვეთების გაცვლის შესახებ არ აღმოჩნდა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ფართი წარმოადგენს საერთო სარგებლობის, სოფლის საუბნო გზას (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1 აგვისტოს № 336302 მომართვაზე თანდართულ სიტუაციურ ნახაზზე ასახულ, ე. წ. ყვითელ ფენაზე აღნიშნული მონაცემების მიხედვით), რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქმეს თან ერთვის მოსარჩელის მიერ სასამართლო ხარჯების გაღების დოკუმენტაცია, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის ქვითარი.
იმავე კოდექსის 38-39-ე მუხლების თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს.
იმის გამო, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხარჯები უნდა განაწილდეს მხარეებს შორის; შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 50 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განჩინებით (საქმე № 140315618002435130, საქმე № 12/35-18) შეჩერდა 2018 წლის 24 აპრილის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების № 00067 ოქმისა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 30 აპრილის № 012/2529 ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მოქმედება ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
იმის გამო, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის ეს ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ჯ---- გ-----–-–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
1.1. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 24 აპრილის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების № 00067 ოქმი ბათილად იქნეს ცნობილი საერთო სარგებლობის გზის ნაწილში;
1.1.2. ჯ---- გ-----–-–---–ის სარჩელი 2018 წლის 24 აპრილის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების № 00067 ოქმის სრულად ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
1.2. უძრავი ქონებისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის იდენტურობის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 30 აპრილის № 012/2529 აქტი ბათილად იქნეს ცნობილი საერთო სარგებლობის გზის ნაწილში;
1.2.2. ჯ---- გ-----–-–---–ის სარჩელი 2018 წლის 30 აპრილის № 012/2529 აქტის სრულად ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. კასპის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო ხარჯების ანგარიშში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდეს 50 (ორმოცდაათი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის საარგებლოდ.
3. ჯ---- გ-----–-–---–ის მიერ 2018 წლის 23 მაისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი (საგადასახადო დავალება № 16733322) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
4. განიმარტოს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განჩინებით (საქმე № 140315618002435130, საქმე № 12/35-18) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა 2018 წლის 24 აპრილის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების № 00067 ოქმისა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 30 აპრილის № 012/2529 ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მოქმედება, ძალას კარგავს ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
5. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი