განაჩენი

სისხლის სამართლის 24.10.2018
საქმის ნომერი
050100118002387407
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 1
თარიღი
24.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 0501-----------407

საქმე N 1-------

განაჩენი

საქართველოს სახელით

2--10.20-- წელი ქ--------------ი

ო----------ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ბიძინა სტურუა

სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი

ბრალდების მხარე

პროკურორი: შ-----------ე

დაცვის მხარე

ადვოკატი: ვ------------–-----ე

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0---------01

ბრალდებული: გ--------–--------–---–ი

მამის სახელი: გ------ი

დაბადებული: 22.11.19-- წელი

დაბადების ადგილი: თ---–--ი

პირადი ნომერი: 0---------1

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: მქონე

რეგისტრირებული: თ---–--ი, ზ----------ს დასახლება, I-----------რაიონი, I-------ტალი, კორპუსი 3-- ბინა 6-

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

დისპოზიცია: სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

1. სასამართლომ დაადგინა

 

1.1. 20-- წლის 28 დეკემბრიდან, გ--------–--------–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნ----------------------ან და ქალიშვილთან, ნ-----–--------–---–თან ერთად ცხოვრობდნენ ქ---------ში. თანაცხოვრების პერიოდში ხშირი უთანხმოების გამო, ნ------------------ე ქალიშვილთან ერთად დაბრუნდა მშობლების სახლში, ჩ------------ს რაიონის სოფელ ზ----–---ში. 20-- წლის 2----------ალს, დაახლოებით 08:00 საათზე, თავისი ცოლ-შვილის წასაყვანად, ჩ------------ს რაიონის სოფელ ზ----–---ში, თ--------------------ს სახლში მისულ გ--------–--------–---–ს, ცოლის დამ, ნ----------–----------------მ უსაყვედურა ნ------------------ის მიმართ ცუდი დამოკიდებულების გამო. მისი მისამართით გამოთქმული საყვედურებით უკმაყოფილო გ--------–--------–---–მა მოკიდა ხელი თავის მეუღლეს და ქალიშვილს და გაიყვანა საცხოვრებელი სახლის აივანზე, რათა ბ------–ი წაეყვანა. ნ----------–----------------მ სცადა ხელი შეეშალა გ------ისთვის, რომელმაც ნ----------–----------------ს ხელი დაარტყა მარჯვენა ლოყაში. ნ----------–---------------- წაიქცა და თავი დაარტყა ცემენტის იატაკს. გ--------–--------–---–ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად ნ----------–----------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 20-- წლის 28 დეკემბრიდან გ--------–--------–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ----------------------ან და ქალიშვილთან, ნ-----–--------–---–თან ერთად ცხოვრობდნენ ქ---------ში. თანაცხოვრების პერიოდში ხშირი უთანხმოების გამო, ნ------------------ე ქალიშვილთან ერთად დაბრუნდა მშობლების სახლში, ჩ------------ს რაიონის სოფელ ზ----–---ში. 20-- წლის 2----------ალს, დაახლოებით 08:00 საათზე, თავისი ცოლ-შვილის წასაყვანად, ჩ------------ს რაიონის სოფელ ზ----–---ში, თ--------------------ს სახლში მისულ გ--------–--------–---–ს, ცოლის დამ, ნ----------–----------------მ უსაყვედურა ნ------------------ის მიმართ ცუდი დამოკიდებულების გამო. მისი მისამართით გამოთქმული საყვედურებით უკმაყოფილო გ--------–--------–---–მა მოკიდა ხელი თავის მეუღლეს და ქალიშვილს და გაიყვანა საცხოვრებელი სახლის აივანზე, რათა ბ------–ი წაეყვანა. ნ----------–----------------მ სცადა ხელი შეეშალა გ------ისთვის, რომელმაც ნ----------–----------------ს ხელი დაარტყა მარჯვენა ლოყაში. ნ----------–---------------- წაიქცა და თავი დაარტყა ცემენტის იატაკს. ნ----------–----------------ს გამოესარჩლა თ-------------------ე, რომელმაც გ--------–--------–---–ს მიმართა სიტყვებით "ქალს ხელი როგორ დაარტყი". გაღიზიანებულმა გ--------–--------–---–მა, თავისი მეუღლის მამას, თ-------------------ეს, მუშტი ჩაარტყა სახეში, რის შედეგად თ-------------------ეს მარცხენა თვალ-ბუდის არეში განუვითარდა დაზიანებები სისხლჩაქცევისა და სისხლნაჟღენთის სახით და რამაც თ-------------------ეს ფიზიკური ტკივილი მიაყენა.

 

2. მტკიცებულებების ერთობლიობა/ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2.1. ბრალდებულმა გ--------–--------–---–მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში. მისი განმარტებით, მართალია ქმედებები ჩაიდინა, თუმცა სურდა მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრება, ხოლო მეუღლის ოჯახის წევრები ხელს უშლიდნენ მათ ურთიერთობაში.

 

დაზარალებულმა ნ----------–----------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ გ--------–--------–---–ი არის მისი დის, ნ------------------ის მეუღლე. 2016 წლის ზაფხულში ნ----მ უთხრა, რომ ყავდა შეყვარებული გ--------–--------–---–ი. მოგვიანებით გაიგო, რომ გ------ი დააკავეს იარაღის ტარებისთვის. 20-- წლის ზაფხულში, შეიტყო ნ------------------ის ფეხმძიმობის ფაქტი. მშობლები გაუბრაზდნენ ნ----ს, ხოლო დებმა არ მიატოვეს და ეხმარებოდნენ. ნ----ს შეეძინა შვილი ნ---ა. 20-- წლის 5 იანვარს, სასჯელის მოხდის შემდეგ, გ--------–--------–---–ი, მეუღლესთან ერთად, მივიდა სოფელ ზ----–---ში, ნ----ს მშობლების ოჯახში და აიღო თავის ოჯახზე პასუხისმგებლობა. ათი დღე დარჩა გ------ი მათთან და ნ------------------ის ოჯახის წევრებთან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. გ--------–--------–---–ი და ნ------------------ე, შვილთან ერთად დაბრუნდნენ ბ------–ი, გ------ის მიერ ნაქირავებ ბინაში. თებერვალში გაიგო, რომ გ------იმ ცემა ნ----ს და სახლიდან გააგდო. მომხდარის შესახებ აცნობა მშობლებს, რომლებიც მეორე დღეს წავიდნენ ბ------–ი და ნ------------------ე, თავის შვილთან ერთად, ჩ-----------ში წაიყვანეს. 20-- წლის 2----------ალს დილის 8 საათზე, გაიგონა ყვირილი. ნ----სთან ერთად ჩავიდა სახლის პირველ სართულზე, სადაც დახვდა დედა - ლ--–---------------ე, მამა - თ-------------------ე, გ--------–--------–---–ი და გ------ის ძმა თ---------–--------–---–ი. გ------იმ უთხრა, რომ თავისი ცოლ-შვილის წასაყვნად იყვნენ მისულები. უსაყვედურა გ--------–--------–---–ს ნ----ს სახლიდან გაგდების გამო. გ------იმ ნ---- გაიყვანა ცალკე სასაუბროდ. თავად გაჰყვა გ------ის და სურდა მისი მობრუნება, რა დროსაც გ------იმ გაშლილი ხელი დაარტყა, ძლიერი ტკივილი იგრძნო და დარტყმის შედეგად წაიქცა. თ-------------------ემ დაინახა გ------ის ქმედება, უყვირა გ------ის, რადგან ქალს ხელი დაარტყა და წავიდა გ------ისკენ, რა დროსაც გ------იმ თვალში დაარტყა მუშტი თ-------------------ეს, რომელსაც თვალი გაუსივდა. გ------იმ და ნ----მ დატოვეს საცხოვრებელი სახლის ეზო და ტაქსით წავიდნენ. ნ----------–----------------მ აღნიშნა, რომ ნ----ს ტელეფონზე არაერთხელ დარეკა, თუმცა ნ----მ არ უპასუხა, რის გამოც დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.

 

დაზარალებულმა თ-------------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ გ--------–--------–---–ი არის მისი შვილის, ნ------------------ის მეუღლე. გაიგო, რომ ნ----ს ყავდა შეყვარებული გ--------–--------–---–ი. მოგვიანებით გ------ი დააკავეს, ხოლო ნ------------------ე იყო ფეხმძიმედ. გაბრაზდნენ ნ----ს საქციელზე და არ ელაპარაკებოდნენ. დები კი ეხმარებოდნენ ნ----ს, რომელსაც შეეძინა შვილი და ნ---ა დაარქვეს. სასჯელის მოხდის შემდგომ, გ--------–--------–---–ი, მეუღლესთან ერთად, მივიდა სოფელ ზ----–---ში, მათთან ოჯახში სტუმრად და აიღო თავის ოჯახზე პასუხისმგებლობა. ათი დღე დარჩა გ------ი მათთან. გ--------–--------–---–ი და ნ------------------ე, შვილთან ერთად დაბრუნდნენ ბ------–ი, გ------ის მიერ ნაქირავებ ბინაში. 20-- წლის 21 თებერვალს გაიგო, რომ გ------იმ ცემა ნ---- და სახლიდან გააგდო. მეორე დღეს წავიდნენ ბ------–ი და ნ------------------ე, თავის შვილთან ერთად, ჩ-----------ში წაიყვანეს. 20-- წლის 2----------ალს დილის 8 საათზე, გაიგონა, რომ ვიღაც ნ----ს ეძახდა. დაინახა, რომ გ--------–--------–---–ი და გ------ის ძმა თ---------–--------–---–ი, ეზოში იდგნენ. კითხვაზე თუ რას აკეთებდნენ მათთან, გ------იმ უპასუხა, რომ თავისი ცოლ-შვილის წასაყვანა იყო მისული. გ------ის თხოვა მოეყვანა ვინმე და ესაუბრათ მომხდარ ფაქტზე. ხმაურზე გაეღვიძათ ოჯახის სხვა წევრებს, ლ--–ი, ნ----------–ა და ნ------------------ეებს. ნ----მ დაიწყო ტირილი და უთხრა მშობლებს, რომ მიყვებოდა გ------ის. ბრალდებულმა გაიყვანა ნ---- ცალკე სასაუბროდ. ნ----------–---------------- კი წავიდა მათკენ და თან გ------ის უთხრა, რომ ცოლის სახლიდან გამოგდება არ იყო მოსაწონი საქციელი. ამ სიტყვების დასრულებისთანავე დაინახა, როგორ დაარტყა გ------იმ ნ----------–ას, რომელიც დარტყმისგან წაიქცა. ამ ფაქტის გამო წავიდა გ------ისკენ, თუმცა გ------იმ დაარტყა, რის გამოც დაიჩოქა. ცდილობდა ადგომას და ვერ მოახერხა. შექმნილი ვითარებით ისარგებლა გ------იმ და ნ---- და ბავშვი წაიყვანა. ვინაიდან ვერ შეძლეს ტელეფონით ნ----სთან დაკავშირება, მომხდარის შესახებ აცნობეს პოლიციას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ლ--–---------------ემ განმარტა, რომ გ--------–--------–---–ი არის მისი შვილის, ნ------------------ის მეუღლე. გაიგო, რომ ნ----ს ყავდა შეყვარებული გ--------–--------–---–ი, რომელიც დააპატიმრეს. მოგვიანებით გაიგო, რომ ნ------------------ე იყო ფეხმძიმედ. აღნიშნული ძალიან განიცადა, რადგან შვილი არ იყო გათხოვილი და ორსულად იყო. სასჯელის მოხდის შემდგომ, გ--------–--------–---–ი, მეუღლესთან ერთად, მივიდა სოფელ ზ----–---ში, მათთან ოჯახში სტუმრად და აიღო თავის ოჯახზე პასუხისმგებლობა. ათი დღე დარჩა გ------ი მათთან და კარგი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე. გ--------–--------–---–ი და ნ------------------ე, შვილთან ერთად დაბრუნდნენ ბ------–ი, გ------ის მიერ ნაქირავებ ბინაში. 20-- წლის 21 თებერვალს გაიგო, რომ გ------იმ ცემა ნ---- და სახლიდან გამოაგდო. მეორე დღეს წავიდნენ ბ------–ი და ნ------------------ე, თავის შვილთან ერთად, ჩ-----------ში წაიყვანეს. 20-- წლის 2----------ალს დილით გაიგონა ყვირილის ხმა და დაინახა, რომ გ--------–--------–---–ი და გ------ის ძმა თ---------–--------–---–ი, კართან იდგნენ. კითხვაზე თუ რას აკეთებდა მათთან, გ------იმ უპასუხა, რომ თავისი ცოლ-შვილის წასაყვანად იყო მისული. ნ----------–ა და ნ------------------ეები მივიდნენ მთთან. ნ----------–ამ უსაყვედურა გ------ის და უთხრა, რომ არ იყო კარგი საქციელი ცოლის სახლიდან გამოგდება, რის გამოც გ------იმ დაარტყა ნ----------–ას, რომელიც დარტყმისგან წაიქცა. თ-------------------ემ დაუყვირა გ------ის, თუ როგორ დაარტყა ხელი გოგოს და მივიდა გ------ისთან. გ------იმ ამჯერად თამაზს დაარტყა ხელი თვალში, რომელიც ცუდად გახდა. თავად დაშავებულებს მიხედა, გ------იმ კი ნ---- და ბავშვი წაიყვანა. ვინაიდან ვერ შეძლეს ტელეფონით ნ----სთან დაკავშირება, მომხდარის შესახებ აცნობეს პოლიციას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ნ-----–---------------ემ აღნიშნა, რომ გ------ი არის მისი დის მეუღლე. დიდი ხნის ნაცნობობა არ აკავშირებთ, რადგან გ------ი ციხეში იჯდა. 20-- წლის 21 თებერვალს, დაახლოებით პირველ საათზე, თ--------------------მ დაურეკა, რომ ნ---- გამოაგდო სახლიდან გ------იმ და სურდა მასთან მიყვანა. ვინაიდან დედამთილთან ერთად ცხოვრობს, ნ----ს მოერიდა მასთან მისვლა და წავიდა თავის მეგობართან თ-------------–-------თან. კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ თ-----ი და ნ---- მივიდნენ. მომხდარის შესახებ აცნობა მშობლებს, რომლებიც მეორე დღეს ჩავიდნენ ბ------–ი და ნ----, თავის შვილთან ერთად, წაიყვანეს ჩ-----------ში. ნ----------–---------------ისგან შეიტყო 20-- წლის 2----------ალს მომხდარის შესახებ და მხოლოდ გადმოცემით იცის ფაქტობრივი გარემოებები, რადგან თავად შემთხვევის დღეს ბ------–ი იმყოფებოდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს თ--------------------მ აღნიშნა, რომ გ------ი არის მისი დის მეუღლე. გ------ი გაიცნო სასჯელის მოხდის შემდეგ, როდესაც ჩ-----------ში მივიდა მშობლების სახლში სტუმრად. 20-- წლის 21 თებერვალს, ნ----მ დაურეკა და უთხრა, რომ გ------იმ გამოაგდო სახლიდან. თავდაპირველად წავიდნენ თ-------------–-------თან, შემდეგ კი ნ-----–---------------ესთან მივიდნენ. მომხდარის შესახებ აცნობეს მშობლებს, რომლებიც მეორე დღეს ჩავიდნენ ბ------–ი და ნ----, თავის შვილთან ერთად, წაიყვანეს ჩ-----------ში. ნ----------–---------------ისგან შეიტყო 20-- წლის 2----------ალს მომხდარის შესახებ და მხოლოდ გადმოცემით იცის ფაქტობრივი გარემოებები, რადგან შემთხვევის დღეს ბ------–ი იმყოფებოდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ნ------------------ემ განმარტა, რომ 20-- წელს გაიცნო გ--------–--------–---–ი და ყავთ საერთო შვილი. მათი ურთიერთობის შესახებ მშობლებმა მოგვიანებით შეიტყვეს, რის გამოც დაეძაბათ ურთიერთობა. გ------ის ციხიდან გამოსვლის შემდეგ მივიდნენ მშობლების სახლში, სოფელ ზ----–---ში და გ------ი გააცნო ოჯახის წევრებს. ათი დღის შემდეგ დაბრუნდნენ ბ------–ი და ცხოვრობდნენ ნაქირავებ ბინაში. თანაცხოვრების პერიოდში კონფლიქტი ქონდა გ------ისთან, რაც ეჭვიანობას უკავშირდებოდა. 20-- წლის 22 თებერვალს საკუთარი სურვილით არ წასულა მშობლების სახლში, რადგან მშობლებმა მოსთხოვეს, რომ გაყოლოდა და წინააღმდეგობა არ გაუწია. მამამ მკაცრად განუსაზღვრა, რომ მთელი ცხოვრება სოფელში უნდა ეცხოვრა, რაც თავად არ სურდა. მეორე დღეს სოფელ ზ----–---ში მივიდა გ------ი, თავის ძმასთან ერთად. მშობლებმა დაუწყეს გ------ის ყვირილი. გ------ი კი პასუხობდა მათ, რომ თავისი ცოლ-შვილის წასაყვანად იყო მისული. თავად სურდა, რომ წაყოლოდა შვილთან ერთად. მშობლები წინააღმდეგი იყვნენ, რამაც განაპირობა ჩხუბი, თუმცა არ დაუნახავს დარტყმის მომენტი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გარდა, სხვა არც ერთი მტკიცებულება, სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

 

განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

 

2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით, საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

2.3. სხვაგვარი ძალადობა; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია ოჯახის წევრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის მუხლის შენიშვნით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ნ------------------ე არის ბრალდებულის მეუღლე, ხოლო თ------------------ე - ბრალდებულის მეუღლის მშობელი. დაცვის მხარემ განმარტა, რომ მეუღლეებს შორის არ არსებობდა კონფლიქტი და მეუღლის მშობელთან დაპირისპირება არ უნდა შეფასებულიყო, როგორც ოჯახში ძალადობა. სასამართლო არ იზიარებს აღნიშნულ განმარტებას, რადგან მეუღლის მშობელი წარმოადგენს ოჯახის წევრს, მის მიმართ განხორციელებული ძალადობა კი - ოჯახში ძალადობას.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ დაზარალებულების თ--------------------ს, ნ----------–---------------ის, მოწმე ლ--–---------------ის ჩვენებებით, დადგენილია, რომ ბრალდებულმა გ--------–--------–---–მა ერთხელ დაარტყა როგორც თ-------------------ეს, ასევე, ნ----------–----------------ს.

 

2.4. რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - ძალადობას, შედეგს - ფიზიკურ ტკივილს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულის ძალადობამ და დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2.5. სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას მოწმეების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტირებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

2.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“ (სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილი).

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა, ზოგადად, არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, ინფორმაციის სანდო წყაროდ შეიძლება იქნეს მიჩნეული. ასე მაგალითად, ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცებულება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან სხვა მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. შესაბამისად, კანონი მათ ბრალის დასადასტურებლად ვარგის და, ამდენად, დასაშვებ საშუალებად მიიჩნევს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 26).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სისხლის სამართლის პროცესში მოწმის ჩვენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთ-ერთი, ზოგჯერ კი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხარეები სასამართლოში ცდილობენ წარმოაჩინონ დანაშაულთან დაკავშირებული სურათი. მოწმეს შეუძლია ამოიცნოს დამნაშავე, სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად იყო, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 30).

 

2.7. სასამართლო, ითვალისწინებს რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ თ--------------------ს, ნ----------–---------------ის და ლ--–---------------ის ჩვენებები შინაარსობრივად არ შეიცავენ ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, თითოეული მოწმის ჩვენება გამყარებულია სხვა მოწმის ჩვენებით. სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ დაკითხვის დროს დაზარალებულებმა გულწრფელად ისაუბრეს გ--------–--------–---–ის მხრიდან, მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.

 

საქმის არსებით სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებით ცალსახაა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო. მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციები თანხვედრაშია საქმის არსებით სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული პირების მიერ ჩამოყალიბებული პოზიციები დადასტურებულია სხვა მტკიცებულებებით, რის გამოც სასამართლო მათ მიიჩნევს უტყუარ მტკიცებულებებად.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და მათ მიერ სასამართლოს სხდომაზე უდავოდ მიჩნეული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოთ მიმოხილული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ გ--------–--------–---–მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და მათ მიერ სასამართლოს სხდომაზე უდავოდ მიჩნეული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ--------–--------–---–მა, მის მიერ განხორციელებული ქმედებით, ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

გ--------–--------–---–ის, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გ--------–--------–---–ი არის ნასამართლევი. ასევე გასათვალისწინებელია რომ ბრალდებულს არ დაურღვევია წესრიგი სასამართლო სხდომაზე. სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს დაზარალებულთა დამოკიდებულებას ბრალდებულის მიმართ.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--------–--------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა ქმედება ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობით.

 

ამდენად, გ--------–--------–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, გ--------–--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 59-ე, 67-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. გ--------–--------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

 

1.1. გ--------–--------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

1.2. გ--------–--------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

1.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი და გ--------–--------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

1.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ქ--------ს საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 6 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, დანაშაულთა ერთობლიობით, გ--------–--------–---–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წელი და ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარი.

 

1.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გ--------–--------–---–ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას, წინა, ქ--------ს საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 6 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან, ნაწილობრივ დაემატოს 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, გ--------–--------–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 2 (ორი) თვის ვადით და ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. მსჯავრდებულ გ--------–--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან, კერძოდ 20-- წლის 2-----------–ის 20:10 საათიდან.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

4. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქ--------ს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ო----------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბიძინა სტურუა