გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/9615-15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დავით წერეთელი
სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური
მოსარჩელე - ზვ---- გო---–---
მოპასუხეები - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურო
წარმომადგენელი - ეკ--------- ახ--–--–-
მესამე პირი - სს „მი--- ფი-------“ (16.2.)
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 20 ოქტომბრის №14096820/68450 ბრძანება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი „ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთი სააღსრულებო ბიუროს მიერ შედგენილი 2015 წლის 17 ივლისის და 3 სექტემბრის აქტები;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 3 ნოემბრის №A14077313-024/001 განკარგულება;
1.4. დაევალოს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გააუქმოს მოსარჩელე ზვ---- გ-----–--ის იმ ქონებაზე დადებული ყადაღები, რომელიც არ წარმოადგენდა სესხის უზრუნველყოფის საშუალებას;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურომ და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურომ სარჩელი არ ცნეს, მათმა წარმომადგენელმა, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, ასევე ქონების დაყადაღების აქტები შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. მესამე პირების პოზიცია
მესამე პირის წარმომადგენელი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. სასამართლო სხდომის დრო და ადგილი ცნობილი იყო მისთვის კანონით დადგენილი წესით.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 2011 წლის 15 აგვისტოს, ერთი მხრივ, მესამე პირს - სს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია „ფი-------“-ს და მეორე მხრივ, მოსარჩელე ზვ---- გო---–---სა და თა----- მი----–-–---–- შორის დაიდო სესხის გენერალური ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მოსარჩელე ზვ---- გო---–---მ და თა----- მი----–-–---–მა ისესხეს 17 577.89 აშშ დოლარი 24 თვით, ხოლო სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლების საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები (მისამართი: ხაშურის რაიონი დაბა სურამი, თამარ მეფის №164-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნული მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით).
მესამე პირმა - სს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია „ფი-------“-მ, 2014 წლის 18 აგვისტოს წერილობით მიმართა მოვალეებს - მოსარჩელე ზვ---- გო---–---ს და თა----- მი----–-–---–- და გააფრთხილა, რომ 2014 წლის 15 სექტემბრამდე დაეფარათ, მათ შორის დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალი - 26898.29 აშშ დოლარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული ზომები.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2011 წლის 15 აგვისტოს სესხის გენერალური ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ. 16-24);
- 2014 წლის 18 აგვისტოს გაფრთხილებები (ტ.1, ს.ფ. 139-140);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
4.1.2. მოსარჩელე ზვ---- გ-----–--ისა და თა----- მი----–-–---–ის მიერ, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2014 წლის 16 სექტემბერს, მესამე პირმა - სს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია „ფი-------“-მ განცხადებით და თანდართული დოკუმენტებით მიმართა მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა გამარტივებული წარმოების გზით, მოსარჩელე ზვ---- გ-----–--ისა და თა----- მი----–-–---–ის მიმართ დავალიანების - მოთხოვნის ძირითადი თანახა -17482.02 აშშ დოლარი, სარგებელი - 6521.08 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 3426.47 აშშ დოლარი, აპლიკაციის საფასურის - 100 ლარის და ყადაღის დადების საფასურის 250 ლარის გადახდევინების ბრძანების გამოცემა და მისი აღსრულება.
მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, 2014 წლის 2 ოქტომბერს, შეტყობინება გაუგზავნა მოსარჩელე ზვ---- გო---–---ს მის მიმართ, დავალიანების გადახდევინების თაობაზე გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, სადაც განუმარტა წარმოების დაწყების საფუძველი, მათი უფლება-მოვალეობანი და მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგი.
მოსარჩელე ზვ---- გ-----–--ის ოჯახის წევრს - ინგა გო---–---ს აღნიშნული შეტყობინება ჩაბარდა 2014 წლის 2 ოქტომბერს.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ - 2014 წლის 20 ოქტომბერს, მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ ბრძანება, რომლითაც მოსარჩელე ზვ---- გო---–---ს და თა----- მი----–-–---–- სოლიდარულად დაეკისრათ 350 ლარის და 27429.57 აშშ დოლარის გადახდა სს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია „ფი-------“-ს მიმართ და აღნიშნული ბრძანება აღსასრულებლად გადაუგზავნა მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2014 წლის 16 სექტემბრის განცხადება (ტ.1, ს.ფ. 186-189);
- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 2 ოქტომბრის შეტყობინება (ტ.1, ს.ფ. 212-214);
- შეტყობინების ჩაბარების დასტური (ტ.1, ს.ფ. 211);
- „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 20 ოქტომბრის №14096820/68450 ბრძანება (ტ.2, ს.ფ.8);
- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 20 ოქტომბრის წერილობითი მიმართვა (ტ.2, ს.ფ.7);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
4.1.3. მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის აღსრულების ეროვნულ ბიურომ, „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 20 ოქტომბრის №14096820/68450 ბრძანების საფუძველზე, 2014 წლის 23 და 31 ოქტომბერს, წერილობით მიმართა მოსარჩელე ზვ---- გო---–---ს და თა----- მი----–-–---–- წინადადებით, ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე, განუმარტა, წარმოების საფუძველი, გადასახდელი თანხის ოდენობა, მათი უფლება-მოვალეობანი და მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები, ხოლო ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებისათვის განუსაზღვრა 7 დღის ვადა.
მოსარჩელე ზვ---- გო---–---მ, მესამე პირთან - სს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია „ფი-------“-სთან ერთად, 2014 წლის 3 ნოემბერს განცხადებით მიმართა მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ითხოვა მისი ვალდებულების განწილვადება განცხადებაში მითითებული გრაფიკის მიხედვით, რაც დაკმაყოფილდა და მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, 2014 წლის 4 ნოემბერს გამოიცა ბრძანება მოსარჩელე ზვ---- გ-----–--ის ფინანსურის ვალდებულების განწილვადების შესახებ, რომელიც მოსარჩელე ზვ---- გო---–---ს ჩაბარდა 2014 წლის 26 დეკემბერს.
მესამე პირმა - სს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია „ფი-------“-მ, 2015 წლის 3 თებერვალს, განცხადებით მიმართა, მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოსარჩელე ზვ---- გ-----–--ის მიერ, ვალდებულების განწილვადების პირობების დარღვევის გამო, ითხოვა აღსრულებასთან დაკავშირებული წარმოების განახლება.
მესამე პირმა - სს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია „ფი-------“-მ, 2015 წლის 10 ნოემბერს, განცხადებით მიმართა, მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოსარჩელე ზვ---- გ-----–--ის და თა----- მი----–-–---–ის ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, მათი უძრავი და მოძრავი ნივთების დაყადაღება და აუქციონზე რეალიზაცია მოითხოვა.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, 2015 წლის 17 ივლისს და 3 სექტემბერს შეადგინა ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტები, რომლითაც აღწერილი და დაყადაღებული იქნა მოსარჩელე ზვ----ი გ-----–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები, მის. ხაშური, დაბა სურამი, თამარ მეფის ქ. №164, ხაშური, დაბა სურამი, დ. აღმაშენებლის №60, დუშეთის რაიონი, სოფელი ჩანადირები და ქ. თბილისი, დიღმის მასივი, VI კვ. კორპ.10 ასევე თა----- მი----–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები, მის. ქარელის რაიონი სოფელი ბებნისი და ხაშური, დაბა სურამი, თამარ მეფის ქ. №164.
აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის მიზნით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წერილობით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რაც დაკმაყოფილდა.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წერილობით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დაყადაღებული ქონების შეფასების სამსახურს და მოსარჩელე ზვ---- გ-----–--ის საკუთრებაში არსებული დაყადაღებული უძრავი ნივთის, მის. დუშეთის რაიონი, სოფელი ჩანადირები შეფასება ითხოვა, რაც განხორციელდა და აღნიშნულ უძრავ ქონებაზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადდა იძულებითი აუქციონი, სადაც გამარჯვებულად გამოვლინდა ლაშა ოსიძე.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ, 2015 წლის 3 ნოემბერს გამოიცა განკარგულება აღნიშნულ იძულებით აუქციონში ლაშა ოსიძის გამარჯვებულად გამოცხადებისა და მისთვის საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 23 და 31 ოქტომბრის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ტ.2, ს.ფ. 30-43);
- მოსარჩელე ზვ---- გ-----–--ის განცხადება (ტ.1, ს.ფ. 294);
- „ვალდებულების შესრულების განწილვადების შესახებ“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 4 ნოემბრის №82912 ბრძანება (ტ.1, ს.ფ. 295-297);
- სს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია „ფი-------“-ს განცხადება (ტ.2, ს.ფ. 122);
- სს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია „ფი-------“-ს განცხადება (ტ.2, ს.ფ. 144);
- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტები, წერილობითი მიმართვები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება (ტ.2, ს.ფ. 148-158, 204-227);
- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილობითი მიმართვა და ქონების შეფასების დოკუმენტაცია (ტ.2, ს.ფ. 159-195);
- იძულებითი აუქციონის გამოცხადების, დაწყების და დასრულების ამსახველი წერილობითი ინფორმაცია (ტ.2, ს.ფ. 228-238);
- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 3 ნოემბრის №A14077313-024/001 განკარგულება (ტ.2, ს.ფ.239-240);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზვ---- გ-----–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-183 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 20 ოქტომბრის №14096820/68450 ბრძანება და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 3 ნოემბრის №A14077313-024/001 განკარგულება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია, შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამი---ბა საქართველოს კანონმდებლობასთან.
ამასთან, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალეს უფლება აქვს გაასაჩივროს აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში.
ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის აღსრულების ეროვნული ბიუროს სადავო ქმედებების კანონთან შესაბამი---ბაზე და აქედან გამომდინარე, მისთვის ქმედების განხორციელების - ყადაღის გაუქმების დავალების თაობაზე, რამდენადაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
7.2. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის I დამატებითი ოქმის პირველი მუხლის შესაბამისად, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვენ და იმ პირობებით, რომლებიც გათვალისწინებული არიან კანონითა და საერთაშორი--- სამართლის ზოგადი პრინციპებით.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის I დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფერო არ განეკუთვნება აბსოლუტურად შეუზღუდავი ძირითადი უფლებების კატეგორიას და იგი შეიძლება შეიზღუდოს, ლეგიტიმური მიზნით, კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლებით დაცული სფერო, სწორედ ასეა შეფასებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“ განაცხადის №36548/97). მითითებულ გადაწყვეტილებაში (იხ. პუნქტი №45), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის I დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი და უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა ის არის, რომ ნებისმიერი ჩარევა საჯარო ხელისუფლების მხრიდან საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობაში უნდა იყოს კანონიერი: პირველი აბზაცის მეორე წინადადება იძლევა საკუთრების ჩამორთმევის ნებართვას მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული დავის განხილვისას, სასამართლოს მსჯელობის საგანს წამოადგენს მოსარჩელე ზვ---- გ-----–--ის მიმართ, გამარტივებული წარმოება, გადახდევინების ბრძანების გამოცემასთან დაკავშირებით, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების აღწერა-დაყადაღება და იძულებითი რეალიზაცია განხორციელდა, თუ არა კანონით დადგენილი წესით.
7.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორი--- სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
მითითებული კანონის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სააღსრულებო წარმოების ერთ-ერთ ფორმაა ????????????? ???????? ?????? ?????? ???????????? ?????????????? ??????? ???????????? ???????????? , რომელიც მოცემულია კანონის XVI1-ე თავში.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 914-ე მუხლის პირველი პუნქტის და 917-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. ამავე ნორმის მე-2 პუნქტში მოცემულია შეტყობინებაში აუცილებლად მისათითებელი პირობები. აღნიშნული ნორმა ადგენს იმ უფლება-მოვალეობებს, რომელთა შესრულებაც ეკისრება რესპოდენტს (ვალდებულ პირს), რათა დავალიანების სადავოობის პირობებში თავიდან აიცილოს ამ წესით ბრძანების გამოცემა. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება ??????????? ?????????? ????????? ???????? დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2011 წლის 15 აგვისტოს, ერთი მხრივ, მესამე პირს - სს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია „ფი-------“-ს და მეორე მხრივ, მოსარჩელე ზვ---- გო---–---სა და თა----- მი----–-–---–- შორის დაიდო სესხის გენერალური ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მოსარჩელე ზვ---- გო---–---მ და თა----- მი----–-–---–მა ისესხეს 17 577.89 აშშ დოლარი 24 თვით, ხოლო სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლების საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები (მისამართი: ხაშურის რაიონი დაბა სურამი, თამარ მეფის №164-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნული მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით).
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ მესამე პირმა - სს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია „ფი-------“-მ, 2014 წლის 18 აგვისტოს წერილობით მიმართა მოვალეებს - მოსარჩელე ზვ---- გო---–---ს და თა----- მი----–-–---–- და გააფრთხილა, რომ 2014 წლის 15 სექტემბრამდე დაეფარათ, მათ შორის დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალი - 26898.29 აშშ დოლარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული ზომები, თუმცა მოსარჩელე ზვ---- გ-----–--ისა და თა----- მი----–-–---–ის მიერ, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2014 წლის 16 სექტემბერს, მესამე პირმა - სს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია „ფი-------“-მ განცხადებით და თანდართული დოკუმენტებით მიმართა მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა გამარტივებული წარმოების გზით, მოსარჩელე ზვ---- გ-----–--ისა და თა----- მი----–-–---–ის მიმართ დავალიანების - მოთხოვნის ძირითადი თანახა -17482.02 აშშ დოლარი, სარგებელი - 6521.08 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 3426.47 აშშ დოლარი, აპლიკაციის საფასურის - 100 ლარის და ყადაღის დადების საფასურის 250 ლარის გადახდევინების ბრძანების გამოცემა და მისი აღსრულება, რის საფუძველზეც, 2014 წლის 2 ოქტომბერს, მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შეტყობინება გაუგზავნა მოსარჩელე ზვ---- გო---–---ს მის მიმართ, დავალიანების გადახდევინების თაობაზე გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, სადაც განუმარტა წარმოების დაწყების საფუძველი, მისი უფლება-მოვალეობანი და მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგი, ხოლო მოსარჩელე ზვ---- გ-----–--ის ოჯახის წევრს - ინგა გო---–---ს აღნიშნული შეტყობინება ჩაბარდა 2014 წლის 2 ოქტომბერს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტისა და 919-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას შემდეგ შემთხვევებში თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე, თუ რესპონდენტი სრულად აღიარებს მოთხოვნას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე, თუ რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის აღიარებულ ნაწილზე, მხარეთა მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში − მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებით აპლიკანტის ძირითად მოთხოვნასთან ერთად რესპონდენტს დაეკისრება ასევე გამარტივებული წარმოებისას აპლიკანტის მიერ გაწეული დამატებითი ხარჯის გადახდა, რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასურებისაგან. რესპონდენტს დამატებითი ხარჯის გადახდა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს მოთხოვნილი ჰქონდა ასეთი ხარჯის ანაზღაურება. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება ძალაშია გამოცემის დღიდან. იგი მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ აპლიკანტი ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას და საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აქვს აღსრულების წინასწარი საფასური. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების ასლი ეგზავნება აპლიკანტსა და რესპონდენტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ - 2014 წლის 20 ოქტომბერს, მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ ბრძანება, რომლითაც მოსარჩელე ზვ---- გო---–---ს და თა----- მი----–-–---–- სოლიდარულად დაეკისრათ 350 ლარის და 27429.57 აშშ დოლარის გადახდა სს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია „ფი-------“-ს მიმართ და აღნიშნული ბრძანება აღსასრულებლად გადაუგზავნა მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება, ხოლო მე-9 პუნქტის თანახმად, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.
მითითებული კანონის 9110-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, აპლიკანტის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიურო მარეგისტრირებელ ორგანოში რესპონდენტის დარეგისტრირებულ ქონებას დაადებს ყადაღას ქვემოთ ჩამოთვლილი გარემოებების ერთდროულად არსებობის შემთხვევაში, აპლიკანტი ითხოვს მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით რესპონდენტის ქონებაზე ყადაღის დადებას, აპლიკანტი ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას და საგარანტიო თანხის სახით შეტანილი თანხა აკმაყოფილებს აღსრულების წინასწარი საფასურისათვის გათვალისწინებულ ოდენობას, აპლიკანტი თავად მიუთითებს, თუ რესპონდენტის რომელ ქონებაზე უნდა იქნეს გამოყენებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, აპლიკანტს გადახდილი აქვს ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასური. თუ რესპონდენტი დადგენილ ვადაში წარადგენს პროტესტს აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ ან დაფარავს დავალიანების ნაწილს, გამარტივებული წარმოებისას რესპონდენტის ქონებაზე დადებული ყადაღა გაუქმდება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილების აპლიკანტისათვის ჩაბარებიდან 1 თვის შემდეგ, თუ აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ ეცნობა იმავე საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დაწყების შესახებ. სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს ან შეცვალოს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 631-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის შესაბამისად, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების – აკრძალვის გამოცხადებას. რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის, ხოლო უძრავ ქონებაში განთავსებულ მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადება – ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის საფუძველზე. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის დადგენილი წესით. ყადაღის დადების ან გაუქმების აქტი/მიმართვა დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის აღსრულების ეროვნულ ბიურომ, „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 20 ოქტომბრის №14096820/68450 ბრძანების საფუძველზე, 2014 წლის 23 და 31 ოქტომბერს, წერილობით მიმართა მოსარჩელე ზვ---- გო---–---ს და თა----- მი----–-–---–- წინადადებით, ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე, განუმარტა, წარმოების საფუძველი, გადასახდელი თანხის ოდენობა, მათი უფლება-მოვალეობანი და მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები, ხოლო ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებისათვის განუსაზღვრა 7 დღის ვადა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ მესამე პირმა - სს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია „ფი-------“-მ, 2015 წლის 10 ნოემბერს, განცხადებით მიმართა, მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოსარჩელე ზვ---- გ-----–--ის და თა----- მი----–-–---–ის ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, მათი უძრავი და მოძრავი ნივთების დაყადაღება და აუქციონზე რეალიზაცია მოითხოვა, ხოლო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, 2015 წლის 17 ივლისს და 3 სექტემბერს შეადგინა ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტები, რომლითაც აღწერილი და დაყადაღებული იქნა მოსარჩელე ზვ----ი გ-----–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები, მის. ხაშური, დაბა სურამი, თამარ მეფის ქ. №164, ხაშური, დაბა სურამი, დ. აღმაშენებლის №60, დუშეთის რაიონი, სოფელი ჩანადირები და ქ. თბილისი, დიღმის მასივი, VI კვ. კორპ.10 ასევე თა----- მი----–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები, მის. ქარელის რაიონი სოფელი ბებნისი და ხაშური, დაბა სურამი, თამარ მეფის ქ. №164.
აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის მიზნით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წერილობით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რაც დაკმაყოფილდა.
7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, ქონებას ყადაღის დადების რეგისტრაციის შემდეგ შეაფასებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი.
მითითებული კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს იძულებითი აუქციონის ჩატარებას. ამ შემთხვევაში იძულებითი აუქციონი ტარდება ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, ხოლო იმავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნება.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წერილობით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დაყადაღებული ქონების შეფასების სამსახურს და მოსარჩელე ზვ---- გ-----–--ის საკუთრებაში არსებული დაყადაღებული უძრავი ნივთის, მის. დუშეთის რაიონი, სოფელი ჩანადირები შეფასება ითხოვა, რაც განხორციელდა და აღნიშნულ უძრავ ქონებაზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადდა იძულებითი აუქციონი, სადაც გამარჯვებულად გამოვლინდა ლაშა ოსიძე.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ, 2015 წლის 3 ნოემბერს გამოიცა განკარგულება აღნიშნულ იძულებით აუქციონში ლაშა ოსიძის გამარჯვებულად გამოცხადებისა და მისთვის საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ.
7.6. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 20 ოქტომბრის №14096820/68450 ბრძანება და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 3 ნოემბრის №A14077313-024/001 განკარგულება, ასევე მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის აღსრულების ეროვნული ბიუროს ქმედებები - ქონების აღწერა და დაყადაღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება და განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებები შეესაბამება მათი გამოცემის და განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მათი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 22-ე, 24-ე, 32-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზვ---- გ-----–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე დავით წერეთელი