განაჩენი

სისხლის სამართლის 24.10.2018
საქმის ნომერი
231100118002690532
დავის ტიპი
236 4
თარიღი
24.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №231100118002690532 -1/014-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

,,24“ ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

ბო--------ს მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლე - ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

 

ბრალდების მხარე: სტაჟიორი პროკურორი - გრ-----–ი კა-----ე

 

დაცვის მხარე: ბრალდებული - ნი----–--------–-–---–ი (საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 11---------- დაბადებული 1---------წ., რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------------------------------------)

 

ადვოკატი - იუ--- ფა-------ე

 

სხდომის სახე - ღია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ნი----–--------–-–---–ის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. საპროცესო შეთანხმების არსი:

 

1.1. შუამდგომლობის მიხედვით, ნი----–--------–-–---–ის ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

 

ნი----–--------–-–---–მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2018 წლის 20 ოქტომბერს, ბო--------ს მუნიციპალიტეტის დ--------–------ მიმდებარედ, ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა საბრძოლო მასალას - 5.6 მმ კალიბრის ერთ ვაზნას, რაც მისი ,,ს--------“-ს მოდელის ა/მანქანის, სახ. № K--------, ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა. საქმეზე ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერეტიზაზე წარმოდგენილი 1 ცალი ვაზნა დამზადებულია ქარხნული წესით და წარმოადგენს - 5.6 მმ ნომინალური კალიბრის, რგოლური აალების ვაზნას, რომელიც განკუთვნილია ამავე კალიბრის პისტოლეტების, რევოლვერების, შაშხანების და კომბინირებული თოფების დიდი ჯგუფებისათვის, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და საბრძოლო გამოცდამდე ვარგისი იყო დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.

 

1.2. წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმების დადების ოქმის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

ნი----–--------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლო სხდომაზე სტაჟიორმა პროკურორმა გრ-----–ი კა-----ემ დააზუსტა საპროცესო შეთანხმების პირობები და ითხოვა, რომ ნი----–--------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2200 (ორი ათას ორასი) ლარის ოდენობით, სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის ვადა 2018 წლის 20 ოქტომბრის 16:20 საათიდან 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით, რომლის გათვალისწინებით 200 ლარით შეუმსუბუქდეს დანიშნული ჯარიმა და საბოლოოდ დაეკისროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საპროცესო შეთანხმების დაზუსტებულ პირობას დაეთანხმნენ ბრალდებული და მისი დამცველი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. ნი----–--------–-–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობა: გამოძიების დაწყების ბარათი(ფორმა N1), ინფორმაციული პატაკი, ოქმი მოწმის სახით ოლ----------–-–---–ის გამოძახების შესახებ, მოწმე ოლ----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმი, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ნი----–--------–-–---–ის პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ, ოქმი ბრალდებულ ნი----–--------–-–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის შესახებ, ოქმი დაკავების თაობაზე ოჯახის წევრის შეტყობინების შესახებ, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ზა-----------–---ს პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ, ზ. გა-----–---ს პირადი ჩხრეკის ოქმი, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჯუ---------------------ის პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ, ჯ. ვა-------------ს პირადი ჩხრეკის ოქმი, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ნი----–--------–-–---–ის ა/მანქანის ჩხრეკის წარმოების შესახებ, ნ. გელაშვილის ა/მანქანის ჩხრეკის ოქმი, მიმართვის წერილები და დადგენილებები ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, მიმართვის წერილი და დადგენილება ბალისტიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, მიმართვის წერილი და დადგენილება ქიმიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის დასკვნა ნი----–--------–-–---–ის მიმართ, ბრალდებულ ნი----–--------–-–---–ის გამოკითხვის ოქმი, ოქმი მოწმის სახით ზა-----------–---სა და ჯუ---------------------ის გამოძახების შესახებ, მოწმე ზა-----------–---ს გამოკითხვის ოქმი, მოწმე ჯუ---------------------ის გამოკითხვის ოქმი, ოქმი მოწმის სახით ოლ----------–-–---–ის და ნი----–---------–--–---–-ს გამოძახების შესახებ, მოწმეების ნი----–---------–--–---–-სა და ოლ----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, შუამდგომლობები გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ, ნი----–--------–-–---–ის ნასამართლობისა და ადმინისტრაციული შემოწმების ცნობები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

3.1. ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, სტაჟიორ პროკურორ გრ-----–ი კა-----ეს, ბრალდებულ ნი----–--------–-–---–ს და მის ადვოკატს იუ--- ფა-------ეს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით.

 

3.2. ბრალდებულის პირველი წარდგენის სასამართლო სხდომაზე, სტაჟიორმა პროკურორმა გრ-----–ი კა-----ემ, ახალციხის რაიონული სასამართლოს ბო--------ს მაგისტრატ მოსამართლეს შუამდგომლობით მომართა და ითხოვა ბრალდებულის ნი----–--------–-–---–ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მიიჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს, ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს, ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა, ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ, ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის. ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსსა და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

 

3.4. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულებს ჰქონდათ კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებენ, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის; ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსსა და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

 

3.5. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ნი----–--------–-–---–ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებები - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ.

 

3.6. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახული და დაზუსტებული მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზე და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

3.7. ასევე დადგენილი იქნა, რომ ბრალდებულს და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილით გათვალისწინებული მტკიცებულებები ნი----–--------–-–---–ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისათვის, ამასთან, სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი-----ი აღ-–---–---–-- შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. გადაწყვეტილება ნივთიერ მტკიცებულებათა შესახებ:

 

5.1. ავტომანქანა ,,ს--------“, სახ. № K--------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ნი----–--------–-–---–ს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-210-ე, 212-213-ე, 215-216-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ახალციხის რაიონული პროკურატურის სტაჟიორი პროკურორის გრ-----–ი კა-----ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2. დამტკიცდეს პროკურორსა და ბრალდებულ ნი----–--------–-–---–ს (პ/ნ - 1----------) შორის დადებული საპროცესო შეთანხმება შემდეგი პირობებით:

 

ნი----–--------–-–---–ი (პ/ნ - 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2200 (ორი ათას ორასი) ლარის ოდენობით, სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის ვადა 2018 წლის 20 ოქტომბრის 16:20 საათიდან 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით, რომლის გათვალისწინებით 200 ლარით შეუმსუბუქდეს დანიშნული ჯარიმა და საბოლოოდ დაეკისროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

3. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანა ,,ს--------“, სახ. № K--------, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ნი----–--------–-–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი არ გასაჩივრდება გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

 

- მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ამავე კოდექსის 21-ე თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები;

 

- თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: ლუიზა თოდუა