განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #---------
გამოძიების №-------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 აგვისტო, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლელა შკუბულიანი
სხდომის მდივანი - ნ---- დანელია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ-------- ჭ-----ე
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ლ---- ხ----------ე
ბ----–-------–ი - ვ----– მ----ის მონაწილეობის გარეშე,ბ----–-------–ი - ვ----– მ----ე, დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, დასაოჯახებელი, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-----------------------–-, ამჟამად აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის ქვეშ მყოფის მიმართ.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტით (2002 წლის 02-----------ს მდგომარეობით) წარდგენილი ბრალდება.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები (2002 წლის 02-----------ს მდგომარეობით) წარდგენილი ბრალდება.
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ვ----– მ----ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად და ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2----–-–----------–-----------ს, საღამოს საათებში, ქ-------–--–---------------------------------------–- მდებარე კლუბ რესტორან „ჯ---–-“ ქეიფობდნენ ვ------- ყ------ი, ძ---- ნ--- და ლ---- ზ------–---–ები მეუღლეებთან ერთად, ა----------–-–---–ი, ნ---- ს------ე, ს------ დ-------ა, ი----ე ჭ--–--ე და დ----- ბ------ე. ამავე რესტორანში სხვა სუფრასთან გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად ისხდნენ ძ---- - ვ----– და დ----- მ----ეები. რესტორანში ყოფნის დროს ვ------- ყ------სა და ვ----– მ----ეს შორის, რომლებიც ადრე იცნობდნენ ერთმანეთს, მოხდა შეკამათება. კამათით განაწყენებულმა ვ----– მ----ემ, შურისძიების მოტივით სუფრასთან მსხდომ დაუდგენელ პირებთან ერთად განიზრახა ვ------- ყ------ის მოკვლა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ის მის სუფრასთან მსხდომ ზ/აღნიშნულ გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, გავიდა რესტორნის გარეთ, სადაც გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები - მაკაროვის სისტემის ორი პისტოლეტი და საბრძოლო მასალა, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდნენ, რის შემდეგაც, ვ----– მ----ე მათთან ერთად გაჩერდა კ-–---------------- „ჯ----“ მიმდებარე ტერიტორიაზე და დაელოდა ვ------- ყ------ის გამოსვლას. 2----–-–----------------, დაახლოებით 03:00 საათზე, ვ------- ყ------ი მეგობრებთან ერთად გამოვიდა კ-–---------------- „ჯ---დან“ და აპირებდა რა იქვე მდგარი, თავისი კუთვნილი „მ-----------“ ფირმის ავტომანქანის (სახ. ნომრით N------) წინა, მარცხენა კარის გაღებას, ამ დროს იქვე მყოფმა ვ----– მ----ემ შურისძიების მოტივით, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, განზრახ მოკვლის მიზნით, ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღიდან ვ------- ყ------ის მიმართულებით მოახდინა მრავალი გასროლა, რის შედეგადაც წაიქცა ეს უკანასკნელი თავისივე ა/მანქანასთან და მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო ვ----– მ----ე თანმხლებ პირებთან ერთად მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. ვ----– მ----ემ და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა, მათგან დამოუკიდებელი გარემოებათა გამო, სისრულეში ვერ მოიყვანეს ვ------- ყ------ის მოკვლის განზრახვა. კერძოდ, დაჭრილი ვ------- ყ------ი დაუყოვნებლივ გადაყვანეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ცენტრალურ კლინიკაში, სადაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.
სასამართლომ, განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე ვ----– მ----ის მიმართ, მხარეთა მონაწილეობით მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სასამართლო გამოძიების დროს დადასტურება ვერ ჰპოვა წინასწარი გამოძიებით დადგენილად მიჩნეულმა გარემოებებმა, რის გამოც ვ----– მ----ე უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში. აღნიშნულის დასადასტურებლად სასამართლო მიმოიხილავს საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ ყველა მტკიცებულებას.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის კ------- კ-----ის ჩვენებით დგინდება, რომ 2----–-–----------------, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას (იყო დ-–----------–-------–-) კ-–---------------- „ჯ---–-“. მოწმის განმარტებით, მითითებულ დღეს სხვა პირებისგან შეიტყო, რომ ვ------- (ვ-----) ყ------ი, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა ხსენებულ კ-–----------------ში, დაჭრა მისთვის უცნობმა პირმა, თუმცა შემთხვევის დეტალები ზუსტად არ ახსოვს. რაც შეეხება მოწმის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების შინაარსს, რაც პროკურორმა გამოაქვეყნა საქმის არსებითი განხილვისას, მოწმემ ცალსახად ვერ დაადასტურა მასში ასახული გარემოებები. მიზეზად მიუთითა შემთხვევიდან ხანგრძლივი დროის გასვლა, რამაც განაპირობა საქმის დეტალების დავიწყება.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ლ---- გ-------ის განმარტებით, 2----–-–------------რის მდგომარეობით, მუშაობდა კ-–---------------- „ჯ---–-“ დ-–----------–------–ის პოზიციაზე. მითითებულ ღამეს, იგი კლუბიდან გარეთ გავიდა ხმაურის გამო, რა დროსაც ძირს (ასფალტზე) შენიშნა დაჭრილი კაცი, რომელიც აიყვანა ხელში და სთხოვდა ხალხს შველას. მოგვიანებით ერთმა უცნობმა გაუწია დახმარება, რაც გამოიხატა დაჭრილის საკუთარი ა/მანქანით საავადმყოფოში წაყვანაში. მოწმემ დაადასტურა, რომ სროლის ფაქტს თავად არ შესწრებია, გაიგო მხოლოდ მისთვის უცნობი გოგოების ყვირილი - „ვ----- მოკლეს!“
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის გ-----------–--ის ჩვენებით დგინდება, რომ 2----–-–------------რის მდგომარეობით, მუშაობდა დ-–--------–-–--–-. მითითებულ დღეს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას კ-–---------------- „ჯ----“ მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, იდგა კ-–----------------ის მოპირდაპირე მხარეს, რა დროსაც დაინახა, რომ კლუბის მიმდებარედ ა/მანქანიდან გადმოსული ორი ახალგაზრდა ბიჭი შევიდა აღნიშნულ რესტორანში. მოწმემ განმარტა, რომ ხსენებული ახალგაზრდების მისვლიდან დაახლოებით 5 წუთის შემდეგ, მოხდა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა. ამის შემდეგ მის მიერ ხსენებული ორი ახალგაზრდა გაიქცა ა/მანქანისკენ, შემდეგ ჩასხდნენ და წავიდნენ დ------ მიმართულებით. ავტომობილის დაძვრამდე გასროლა გაკეთდა მათი მიმართულებითაც. მოწმემ მოგვიანებით შეიტყო, რომ დაჭრილი იყო ვ------- (ვ-----) ყ------ი. მოწმის თქმით, მას თავდამსხმელების ამოცნობა არ შეუძლია.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ე---------- ქ-----იას განმარტებით, 2----–-–----------------, ღამის საათებში, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა კ-–---------------- „ჯ---–-“, თუმცა შემთხვევის დეტალები ზუსტად არ ახსოვს. საგულისხმოა, რომ მოწმემ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების გამოქვეყნების შემდეგაც ვერ აღიდგინა 2----–-–--------------ის ღამეს მომხდარი მოვლენები.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის დ----- მ----ის განმარტებით, 2----–-–----------------, ღამის საათებში, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა კ-–---------------- „ჯ---–-“, თუმცა ფაქტთან დაკავშირებით არაფერი ახსოვს.
ოქმით ფოტოსურათით ამოცნობის შესახებ (29.01.2---- დგინდება, რომ ი----ე ჭ--–--ემ ამოიცნო მარცხნიდან პირველი პირი - ვ----– მ----ე, როგორც ის პირი, რომელიც 2----–-–----------------, დაახლოებით 03:00 საათზე იმყოფებოდა კ-–---------------- „ჯ----“ მიმდებარე ტერიტორიაზე და რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ვ------- ყ------ს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ი----ე ჭ--–--ის განმარტებით, 2----–-–----------------, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა კ-–---------------- „ჯ---–-“. მოწმემ აღნიშნა, რომ კლუბიდან გამოსვლის დროს დაიჭრა ვ------- (ვ-----) ყ------ი, თუმცა ვინ ესროლა არ დაუნახავს.
დაზარალებულ ვ------- (ვ-----) ყ------ის გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად (------------ რაც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, დგინდება, რომ 2----–-–---------------ს, ღამის საათებში, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა კ-–---------------- „ჯ---–-“. მოწმის ჩვენებიდან ირკვევა, რომ 2-----------ს დაახლოებთ 03:00 საათზე, იგი შენობიდან გავიდა გარეთ, მივიდა საკუთარ ა/მანქანასთან, რა დროსაც უეცრად მოწყდა და გონება დაკარგა. გონს რომ მოვიდა, იყო საავადმყოფოში. თავის ჩვენებაში მოწმე დადასტურებულად აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, თუ ვის შეიძლება ესროლა მისთვის, ვინაიდან არავისთან ჰქონია კონფლიქტური ურთიერთობა. კითხვაზე, რა ურთიერთობა ჰქონდა ვ----– მ----ესთან, მოწმემ განაცხადა, რომ მასთან და მის ძმასთან ჰქონდა ნორმალური ურთიერთობა. ამ გარემოების მხედველობაში მიღებით, მოწმე გამორიცხავს მათი მხრიდან თავდასხმას.
მოწმე დ----- მ----ას გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად, რაც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, დგინდება, რომ 2----–-–--------------ის მონაცემებით, მუშაობდა კ-–---------------- „ჯ---–-“ დ-–----------–------–ის პოზიციაზე. ხსენებულ დღეს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას დაწესებულების შიდა ტერიტორიაზე, რა დროსაც, დაახლოებით 03:15 საათზე, კლუბში შევიდა აფორიაქებულ მდგომარეობაში მყოფი დ-–-------------ი და სთხოვა სასწრაფო დახმარების გამოძახება. მოწმის განმარტებით, იგი დაინტერესდა თუ რა ხდებოდა, რა მიზნითაც გავიდა გარეთ. მოწმის გადმოცემით, მან გაიგო თუ როგორ საუბრობდა ხალხი, ერთი ბიჭის დაჭრის თაობაზე. მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ თავად დაჭრილი პირი არ უნახავს. მისთვის ასევე უცნობია ურთიერთშელაპარაკების მიზეზი.
მოწმე თ----- ლ----------ას გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად, რაც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე დგინდება, რომ 2----–-–--------------ის მდგომარეობით, მუშაობდა ჯ-------------------–-დ, რომელიც მდებარეობდა მ------------------------------ზე, კ-–---------------- „ჯ----“ მოპირდაპირე მხარეს. მოწმის განმარტებით, 2----–-–---------------ს, დაახლოებით 02:40 საათზე, კ-–---------------- „ჯ----“ შესასვლელთან გაჩერდა ლ------- ა/მანქანა, საიდანაც გადმოვიდა უცნობი ახალგაზრდა ბიჭი და შევიდა კლუბში. მისი შესვლიდან რამდენიმე წუთში შენობაში ატყდა სროლა. მოწმემ დაადასტურა, რომ იარაღიდან ისროდა მის მიერ თავდაპირველად აღწერილი ბიჭი. შემდეგ ის და კიდევ ერთი პირი, გაიქცნენ ა/მანქანის მიმართულებით, ჩასხდნენ, დაქოქეს და სწრაფად გაეცალნენ შემთხვევის ადგილს. ამის პარალელურად მის ა/მანქანას დაედევნენ კლუბიდან გამოსული ფეხით მოსიარულე პირები, რომლებმაც მას გაუხსნეს ცეცხლი. მოწმის განმარტებით, სიბნელის და არასათანადო მანძილის გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო პირის აღწერილობის დამახსოვრება.
მოწმე ა---------– ც-------ის გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად, რაც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე დგინდება, რომ 2----–-–--------------ის ღამეს, მუშაობდა კ-–---------------- „ჯ----“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტოსადგომზე დ---------. 2-----------ს დაახლოებით 03:00 საათზე, მოწმემ დაინახა, რომ „ჯ---დან“ გამოდიოდა დაახლოებით 10-15 ადამიანი. მოწმის განმარტებით, კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე მალევე ატყდა სროლა, თუმცა ვინ ვის ესროდა მას არ დაუნახავს. მას აგრეთვე არ უნახავს გარდაცვლილის ცხედრები.
მოწმე მ----- ჩ--------–---–ის გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად, რაც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე დგინდება, რომ 2----–-–------------ის მდგომარეობით, მუშაობდა დ--------------------------–--------–-–----------------–--–------–-–---–-- თანამდებობაზე. მოწმემ განმარტა, რომ 2----–-–---------------ს 23:00 საათიდან, თანამშრომლებთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ღამის კლუბ „ჯ----“ მიმდებარე ტერიტორიაზე. დაახლოებით 03:00 საათისთვის, მან დაინახა როგორ გაჩერდა კლუბის წინ ა/მანქანა, საიდანაც გადმოვიდა 2 ახალგაზრდა და კლუბ „ჯ---დან“ გამოსულ ხალხს გაუხსნა ცეცხლი. საპასუხო სროლა მიიღო რესტორნიდან გამოსული ერთი ახალგაზრდისგან. მოწმემ განმარტა, რომ მან დაინახა თავდამსხმელი, რომელიც ისროდა ვ------- (ვ-----) ყ------ის მიმართულებით, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის დაჭრა და დაადასტურა, რომ შეეძლო მისი ამოცნობა.
მოწმე ნ---- ჭ--–------ის გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად, რაც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე დგინდება, რომ 2----–-–---------------ს, ღამის საათებში, ნაცნობ-მეგობრებთან (მათ შორის იყო ვ------- (ვ-----) ყ------ი) ერთად იმყოფებოდა კ-–---------------- „ჯ---–-“. მოწმის ჩვენებით ირკვევა, რომ 2-----------ს დაახლოებით 02:15 საათზე, კ-–----------------ში ატყდა ჩოჩქოლი. რესტორანში გარედან შევარდა რამდენიმე პირი, ვისი მეშვეობითაც გაიგეს, რომ გარეთ სროლის შედეგად დაიჭრა ვ------- (ვ-----) ყ------ი. მოწმისთვის უცნობია თავდამსხმელების ვინაობის შესახებ.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის (----------- თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თ---–--–-----------------------------------------–- განთავსებულ კ-–---------------- „ჯ----“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დგას მოყავისფრო ა/მანქანა „მ------“, რომელსაც წინა მარჯვენა ფრთის დასაწყისზე აქვს ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგი - ერთი ნატყვიარი. მანქანის უკანა სალონის მარჯვენა გვერდითა მინა 2 ადგილას არის გახვრეტილი. თითოეული დაზიანება არის რადიუსით 2 სმ. აღნიშნული შუშის ზემოთ ა/მანქანის სახურავს აღენიშნება 4 სმ-ზე განაკაწრი. აღნიშნული ა/მანქანიდან ხელმარჯვნივ დგას „ბ---ს“ ფირმის შ--- ა/მანქანა, სახელმწიფო ნომრით M------. ა/მანქანის წინა საქარე მინის კუთხეში, მარცხენა ზემოთა კუთხიდან 3 სმ-ში მინას აღენიშნება ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანების კვალი. აღნიშნული საქარე მინის დაზიანებიდან 5 სმ-ში, ა/მანქანას სახურავზე აცლილი აქვს საღებავი. კ-–----------------ში შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე ძირს გდია რამდენიმე მასრა. კ-–---------------- „ჯ----“ მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე დგას მომწვანო „-----–--- ფირმის ა/მანქანა. ხსენებულ ა/მანქანას უკანა მარცხენა მხარეს საბარგულთან, საქარე მინიდან ქვემოთ აღენიშნება სავარაუდოდ ცეცხლნასროლი დაზიანება. ა/მანქანას აღნიშნული ადგილიდან საღებავი აქვს აცლილი. იქვე ტროტუარზე მცირეოდენი მანძილის დაშორებით ყრია მასრები, ჯამში 18 ცალი. შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა ყველა მასრა და დაილუქა კანონით დადგენილი წესით.
საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის (----------- თანახმად, ჩხრეკის შედეგად საძინებელი ოთახის პატარა მაგიდიდან ამოღებულ იქნა ყავისფერი იარაღის ქარქაში ე.წ კაბურა.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №---- დასკვნის თანახმად, ვ------- ყ------ს 2----–-–---------------- მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით დაუდგინდა შემდეგი დიაგნოზი: კ-----------------–-–--–--------–-------–---------–----------–------------–----------------------–--------------------------------–-. დაზიანებანი მიყენებულია, როგორც ცეცხლსასროლი, ასევე რაიმე მჭრელი საგნის ზემოქმედებით. აქედან ცეცხლსასროლი ჭრილობა ეკუთვნის სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხს, ხოლო ნაკვეთი ჭრილობა ატარებს მსუბუქი ხარისხის დაზიანების ნიშნებს.
ბალისტიკური ექსპერტიზის №------- დასკვნის თანახმად, სს №------- საქმეზე წარმოდგენილი 31 მასრიდან 13 მასრა წარმოადგენს მ------------------------- კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტისთვის გათვალისწინებული 9 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილს. მასრები ვარგისია იდენტიფიკაციისთვის და
- 6 მასრა პირობითი აღნიშვნით „3“ გასროლილია 9 მმ კალიბრის ერთი და იმავე მაკაროვის ან სტეჩკინის კონსტრუქციის პისტოლეტიდან, იარაღი პირობითად “Б”;
- 5 მასრა პირობითი აღნიშვნით „4“ გასროლილია 9 მმ კალიბრის ერთი და იმავე მაკაროვის ან სტეჩკინის კონსტრუქციის პისტოლეტიდან, იარაღი პირობითად “B”;
- 2 მასრა პირობითი აღნიშვნით „5“ გასროლილია 9 მმ კალიბრის ერთი და იმავე მაკაროვის ან სტეჩკინის კონსტრუქციის პისტოლეტიდან, იარაღი პირობითად “C”;
- 1 მასრა არის აირის პისტოლეტისთვის განკუთვნილი ვაზნის შემადგენელი ნაწილი, ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 9 მმ კალიბრის აირის ან საფანტის პისტოლეტიდან, იარაღი პირობითად “Д”;
- 17 მასრა წარმოადგენს 40 მმ კალიბრის მასრებს, გათვალისწინებულს ამავე კალიბრის პისტოლეტისთვის. მასრები ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია ამავე კალიბრის ერთი და იმავე უცხოური წარმოების პისტოლეტიდან, იარაღი პირობითად “A”.
ბიოლოგიური ექსპერტიზის №------- დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ვ------- ყ------ის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაცვის მხარის მოწმის ა----------–-–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2----–-–----------------, მეგობრებთან (მათ შორის იყო ვ------- (ვ-----) ყ------ი) ერთად იმყოფებოდა კ-–---------------- „ჯ---–-“. მოწმემ განმარტა, რომ ხსენებულ კ-–----------------ში ყოფნის დროს ვ------- (ვ-----) ყ------ი და ვ----– მ----ე, რომლებსაც ერთმანეთთან ჰქონდათ მეგობრული ურთიერთობა, შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა მათ შორის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. მოწმის გადმოცემით, შენობიდან მათი გასვლის დროს ატყდა სროლა, თუმცა უშუალოდ ვინ ვის ესროდა არ დაუნახავს. სროლის შედეგად დაიჭრა ვ------- (ვ-----) ყ------ი.
ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაცვის მხარის მოწმეებმა - ს------ დ-------ამ და ნ---- ს------ემ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მტკიცებულებების შეფასებასთან დაკავშირებით, არაერთხელ იმსჯელა წარმოადგენდა თუ არა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას ეროვნული სასამართლოების მიერ გარკვეული კატეგორიის მტკიცებულებების მიღება სამართალწარმოების პროცესში. სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებათა შეფასება უწინარესად სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობით რეგულირდება და შესაბამისად, მათი შეფასება ეროვნული სასამართლოების კომპეტენციაში შედის. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენჯერმე განაცხადა, რომ მის კომპეტენციაში არ შედის იმის განხილვა, თუ რამდენად შესაბამისად იქნა ეროვნული სასამართლოს მიერ დაშვებული და გათვალისწინებული კონკრეტული მტკიცებულებები, არამედ ევროპული სასამართლო აფასებს თუ მთლიანობაში რამდენად სამართლიანად იქნა წარმართული სამართალწარმოება, მათ შორის მტკიცებულებებთან მიმართებაშიც (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე VAN MECHELEN AND OTHERS V. THE NETHERLANDS, #21363/93 , 21364/93 , 21427/93 ,22056/93 , 23 /04/1997, §50).
ფაქტების დადგენისას და მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო ეროვნული კანონმდებლობის დონეზე, მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (სასამართლო ხელმძღვანელობს 1998 წლის 20 თებერვლის კოდექსით) 132-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ეჭვი პირის დამნაშავედ ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბ----–-------–ის სასარგებლოდ. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სსსკ-ის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასება ხდება იმ მიზნით, რომ გაირკვეს: მათი დამოკიდებულება საქმისადმი (შესახებობა), დაცული იყო თუ არა საპროცესო კანონი მათი შეკრებისას (დასაშვებობა), მათი უტყუარობა და საკმარისობა დანაშაულის ჩადენის შესახებ დასკვნისათვის. ამავე კოდექსის 496-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყო კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს დასკვნა უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისი უნდა იყოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც მითითებულია საბრალდებო დასკვნაში, რომ განსასჯელმა ვ----– მ----ემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად და ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება, შემდეგ გარემოებათა გამო:
უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეში დაკითხული არცერთი მოწმე, რომლებიც შემთხვევის დღეს იმყოფებოდნენ კ-–---------------- „ჯ----“ როგორც შიდა, ისე გარე ტერიტორიაზე, არ ადასტურებს ვ----– მ----ის მიერ, ვ------- (ვ-----) ყ------ის მკვლელობის მცდელობის ან/და ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და ტარების ფაქტს. ვ----– მ----ისთვის ბრალად შერაცხული ფაქტი არ დასტურდება, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული (გამოქვეყნებული) გამოძიების ეტაპზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებითაც. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს თავად დაზარალებულ ვ------- (ვ-----) ყ------ის გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაზე, რომელიც ცალსახად გამორიცხავს განსასჯელ ვ----– მ----ის მხრიდან თავდასხმის ფაქტს და უარყოფს მათ შორის რაიმე სახის კონფლიქტის არსებობას, რაც ბრალდების მხარემ საფუძვლად დაუდო ვ----– მ----ის მხრიდან შურისძიების მოტივით მკვლელობის მცდელობის განხორციელების ფაქტს.
მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასებისას, სასამართლო აგრეთვე ყურადღებას მიაქცევს ოქმს ფოტოსურათით ამოცნობის შესახებ (------------ რომელიც ჩატარდა ი----ე ჭ--–--ის მონაწილეობით და რომელმაც ცალსახად მიუთითა ვ----– მ----ეზე, როგორც იმ პირზე, რომელმაც 2----–-–----------------, დაახლოებით 03:00 საათზე კ-–---------------- „ჯ----“ მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ვ------- ყ------ს. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნულ მტკიცებულებას უტყუარობას უკარგავს თავად ამოცნობაში მონაწილე პირის - ი----ე ჭ--–--ის სასამართლო განხილვისას მიცემული ჩვენება, კერძოდ, მან ცალსახად დადასტურებულად განაცხადა, რომ მისთვის უცნობია თავდამსხმელის ვინაობა, რომელმაც შემთხვევის დღეს ესროლა ვ------- (ვ-----) ყ------ს. სასამართლოს აზრით, სანდოობის ტესტი, რომელიც აუცილებელია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის ვერ გადალახა, აგრეთვე მ----- ჩ--------–---–ის გამოძიების ეტაპზე მიცემულმა ჩვენებამ, რაც მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა საქმის განხილვისას. ჩვენების თანახმად, ხსენებულმა მოწმემ დაინახა თავდამსხმელი, რომელმაც ისროლა ვ------- (ვ-----) ყ------ის მიმართულებით. მოცემულ ჩვენებაში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ჩვენების იმ ნაწილს, როდესაც მოწმე მიუთითებს, რომ მას შეეძლო თავდამსხმელის ამოცნობა და სრულიად მართებულად უჩნდება კითხვა: რატომ არ ჩატარდა ამოცნობა მ----- ჩ--------–---–თან? აღნიშნული ხომ მოწმის ჩვენებასთან ერთობლიობაში, იქნებოდა განსასჯელ ვ----– მ----ის ბრალეულობის დამადასტურებელი ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, თუმცა სასამართლო განმარტავს, რომ ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, მხოლოდ ეს მტკიცებულება, ვერ გადალახავდა კანონმდებლის მიერ უტყუარ მტკიცებულებებთან დაკავშირებით დაწესებულ სტანდარტს, ვინაიდან სახეზე იქნებოდა ერთი მტკიცებულება და არა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც წარმოადგენს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის სავალდებულო წინაპირობას.
რაც შეეხება საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმს (-----------, რომლის თანახმად, ჩხრეკის შედეგად საძინებელი ოთახის პატარა მაგიდიდან ამოღებულ იქნა ყავისფერი იარაღის ქარქაში ე.წ კაბურა, სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული მტკიცებულება არ შეიძლება გახდეს ვ----– მ----ის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით მსჯავრდების საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო: 1) დაუდგენელია თუ ვის ეკუთვნის ჩხრეკის შედეგად ამოღებული კაბურა; 2) კაბურა არის იარაღის ჩასადები, იგივე ქარქაში და არა იარაღი, რაც აუცილებელია ქმედების საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის; 3) ბინის ჩხრეკის შედეგად კაბურის ნაცვლად ამოღებული რომც ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღი, აღნიშნული ვერ დაადასტურებდა ვ----– მ----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ჩადენას, ვინაიდან ბინაში, რომლის ჩხრეკაც ჩატარდა, ვ----– მ----ის გარდა ცხოვრობდნენ სხვა პირებიც და ცალსახად იმის თქმა, რომ ამოღებული იარაღი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ეკუთვნოდა განსასჯელ ვ----– მ----ეს დაუშვებელია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე. ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მოცემულ შემთხვევაში არ არის ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და დამაჯერებელი.
სასამართლო განმარტავს, რომ საზოგადოების ინტერესში შედის არამხოლოდ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და მისი შეზღუდვის შემთხვევაში, დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ ადეკვატური ღონისძიებების გატარება, არამედ შესაბამის მტკიცებულებათა არ არსებობის ფონზე, პირის მსჯავრდების გამორიცხვის შესაძლებლობა. იმ ფონზე, როდესაც საქმეში არ მოიპოვება არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც უტყუარობის გათვალისწინებით, საკმარისი იქნებოდა ვ----– მ----ის მხრიდან საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (2----–-–--------------ის მდგომარეობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს პირის დამნაშავეობაზე, რის გამოც ვ----– მ----ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 511-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ვ----– მ----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება და გამართლებულს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-228-ე მუხლების საფუძველზე, უნდა განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 496-ე 497-ე, 498-ე, 504-ე 506-507-ე, 511-512-ე, 523-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ----– მ----ე საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ვ----– მ----ე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ვ----– მ----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
ვ----– მ----ეს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლელა შკუბულიანი