განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი
განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა
სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – ლ----------------
ადვოკატის - დ---------------,ბრალდებულის – დ-------------–---–ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
დ------------–-------------–---–ის, დაბადებულის - 1----–-–-------------ოს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, უმაღლესი განათლების მქონის, განქორწინებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.თბილისი, შ-----------------------------------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ დ-------------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა: 1. ადევნება, ესე იგი პირადად მისი ოჯახის წევრის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის და 2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ლ-------–--–ია და დ-------------–---–ი ცხოვრობდნენ ერთად ექვსი წლის განმავლობაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო საქმიანობას. დაახლოებით სამი-ოთხი თვის წინ, დ-------------–---–მა ლ-------–--–-ას მიმართ დაიწყო სისტემატური შეურაცხყოფა და შანტაჟი. ის აიძულებდა დაზარალებულს მისთვის შემექმნა ყველანაირი კომფორტი და თვითონ ყოფილიყო ყველაფრის განმკარგავი ოჯახში. აღნიშნულის გამო, ვინაიდან დ-------------–---–ი ცხოვრობდა ლ-------–--–-ასთან სახლში, დაზარალებულმა გაუშვა სახლიდან და გაწყვიტა მასთან ყველანაირი ურთიერთობა. მიუხედავად აღნიშნულისა, დ-------------–---–ი მაინც უწყვეტად ურეკავდა ლ-------–--–-ას მობილურ ტელეფონზე. ასევე, დასდევდა ქუჩაში და არ აძლევდა მოსვენებას. მიუხედავად დაზარალებულის არაერთი მოთხოვნისა, არ ანებებდა თავს. აღნიშნული ფაქტის გამო, დ-------------–---–ის მიმართ გამოიცა არაერთი შემაკავებელი ორდერი, მაგრამ აღნიშნული ფაქტიც არ აღმოჩნდა დ-------------–---–ისათვის შემაკავებელი და იგი კვლავ ანხორცილებდა ლ-------–--–-ას ადევნებას. ფაქტით შეწუხებული ლ-------–--–-ა მისი საცხოვრებელი სახლიდან გადავიდა მის დასთან - მ------–--–-ასთან საცხოვრებლად, მისამართზე - ქ.თბილისი, საბურთლო, პ--------------------–-------------------ში. დ-------------–---–მა კვლავ გააგრძელა არასასურველი კომუნიკაცია და 2018 წლის 28 ივნისს, დაახლოებით ღამის 02:30 საათზე, მივიდა ლ-------–--–-ას დის - მ------–--–-ას ბინასთან და ხმამაღლა დაიწყო ლ-------–--–-ას მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვების ყვირილი. აღნიშნულმა გარემოებებმა ლ-------–--–-ას მნიშვნელოვანი შეფერხება შეუქმნა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მასში სრულყოფილი მონაწილეობის მიღებაში, რაც თავის მხრივ, მას ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმის. კერძოდ: აღნიშნულის გამო, ლ-------–--–-ა იძულებული გახდა დროებით დაეტოვებინა თავისი სახლი, შეზღუდა საკუთარი თავი არ გასულიყო გარკვეული პერიოდით გარეთ ან თუ გავიდოდა ჩუდამ გასულიყო, რათა დ-------------–---–ს არ დაენახა სადმე. ყოველივე ზემოთნახსენებმა გარემოებებმა, განცდილმა სისტემატურმა შეურაცხყოფამ, დამცირებამ და შანტაჟმა გამოიწვია ლ-------–--–-ას ფსიქიკური ტანჯვა.
2018 წლის 09 ივლისს ლ-------–--–-ა მივიდა მის საცხოვრებელ ბინაში მისამართზე: ქ.თბილისში, ო--–---–----------------------------------ში და ბინაში შესვლისას ჩაკეტა ბინის კარები. რამდენიმე წუთში მასთან მივიდა დ-------------–---–ი, რომელმაც კარებზე ძლიერად დაარტყა და თან დაიყვირა ,,ლ------ კარები გააღე, ვიცი რომ სახლში ხარ და თუ არ გამიღებ მოგკლავო“. ამავდროულად, დ-------------–---–ი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ლ-------–--–-ას. კერძოდ, აგინებდა დედის მისამართით და ემუქრებოდა, რომ სადაც ნახავდა ყელს გამოჭრიდა. ლ-------–--–-ამ აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც მან გამოიძახა პოლიცია. დ-------------–---–მა პოლიციის შიშის გამო დატოვა მიმდებარე ტერიტორია.
ჩადენილი ქმედებისათვის, დ-------------–---–ი 2018 წლის 16 ივლისის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ბრალდებულმა დ-------------–---–მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, დაკავების ოქმი, 2----–-–------------–----------------- შემაკავებელი ორდერები, სასამართლოს დადგენილება შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას.
ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა დ-------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
დ-------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
დ-------------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.
აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ დ-------------–---–ს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნას (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ-------------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ და მიესაჯოს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და დ-------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
3. დ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2----–-–---------–---დან.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი