განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი
განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა
სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – ვახტანგ ცალუღელაშვილის,ადვოკატის -------------------
ბრალდებულის – შ---------------ის,თარჯიმნის - ჰ------–--------
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
შ-----------------------------ის, დაბადებულის - 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, არასრული საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლევის, მცხოვრების: ქ.თბილისი, ფ-------–------------------------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ შ---------------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა 1. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა 2. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება და 3. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, არაერთგზის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 ნოემბრის განაჩენით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღებისათვის, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა და ,,დ“ ქვეპუნქტებით (01.06.2006 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა შ---------------მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა 1.549 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება, საიდანაც 2018 წლის 02 ივლისს, ქ.თბილისი, ფ-------–------------------------------ში, ერთ ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - 1,184 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 700 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა თ----------------ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ. 2018 წლის 03 ივლისს, ქ.თბილისი, ფ-------–------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შ---------------მა ნარკოტიკული საშუალება - 0,365 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 300 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა თ----------------ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
ჩადენილი ქმედებისათვის შ---------------ი 2018 წლის 14 ივლისის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.
ბრალდებულმა შ---------------მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი და მოწმეთა ჩვენებები, ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმები, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, ამოღების ოქმები და ფონოსკოპიური ექსპერტიზის №------ დასკვნა, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას.
ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა შ---------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილია ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულები.
შ---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა, მოინანია ჩადენილი დანაშაული და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
შ---------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.
აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ შ---------------ს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნას (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და
<
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ---------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ და მიესაჯოს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილია ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (შეძენა-შენახვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილია ,,ა“ ქვეპუნქტით (გასაღების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
3. შ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 ივლისიდან.
4. შ---------------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
5. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
6. ნივთმტკიცება:
- ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება შ---–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–----------- სამმართველოში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
- ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო მასალა 2 (ორ) ცალ ლაზერულ დისკზე (ასლები), რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი