განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----- ნ-------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა------ ზ-------- ძე გ-----–--–---–ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1------------ს, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თ---–---- ვ-–----–----–-- მე------------–-, კორპუსი #-- ბინა #--–ი და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ვ-–----–----–-- მ--- კვარტალი, კორპუსი #1--, ბინა #5--–-
ადვოკატი - გ------- ხ--------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილი (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ ოჯახის წევრის მიმართ)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1.2018 წლის 13 ივნისს, ა------ გ-----–--–---–ის მიმართ გამოიცა #0----- შემაკავებელი ორდერი დედის - ნ-----–-- გ-----–--–---–ის მიმართ განხორციელებული შეურაცხყოფის საფუძველზე.
1.2.2018 წლის 24 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებით ა------ გ-----–--–---–ი ცნობილ იქნა სამართალდამმრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილით და ითვლება ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულ პირად.
1.3.2018 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 01:15 საათზე, თ---–---- ვ-–----–----–-- მ--- კვარტალი, კორპუსი #1--, ბინა #5--–-, ა------ გ-----–--–---–მა კვლავ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დედას ნ-----–-- გ-----–--–---–ს, კერძოდ ლანძღავდა და აგინებდა უცენზურო სიტყვებით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1.საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა სრული მოცულობით აღიარა ბრალად შერაცხული ქმედება, დაეთანხმა მის მამხილებელ ყველა მტკიცებულებას. სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ ამტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე გარდა დაზარალებულ ნ-----–-- გ-----–--–---–ის დაკითხვისა.
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.
2.3.2018 წლის 6 ივლისს, პოლიცის განყოფილებაში ელ-სმენით შევიდა შეტყობინება, რომლის მიხედვით, ნ-----–-- გ-----–--–---–მა პოლიციას აცნობა, შვილის ა------ გ-----–--–---–ის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობების დარღვევის ფაქტი.
2.4. შეტყობინების მიღებიდან ოპერატიულად დაიწყო გამოძიება და პარალელურ რეჟიმში გამოიკითხა დაზარალებული ნ-----–-- გ-----–--–---–ი, რომელმაც დაადასტურა შეტყობინებაში მითითებული ინფორმაცია. მსხვერპლმა ნ-----–-- გ-----–--–---–მა გამოძიებას მიუთითა, რომ შვილის ა------ გ-----–--–---–ის მიმართ 2018 წლის 13 ივნისს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად. 2018 წლის 6 ივლისს კი ა------ გ-----–--–---–მა კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და კვლავ დაარღვია ორდერის პირობები.
2.5. უდავო მტკიცებულებით დგინდება, რომ 2018 წლის 13 ივნისს გამოიცა შემაკავებელი ორდერი მხვერპლის ნ-----–-- გ-----–--–---–ის დასაცავად შვილის ა------ გ-----–--–---–ის მიმართ, რომელიც მსხვერპლზე ახდენდა ფსიქოლოგიურ ძალადობას. შემაკავებელი ორდერით ა------ გ-----–--–---–ს დაევალა, მოშორებოდა მსხვერპლის საცხოვრებელ სახლს. ასევე აეკრძალა ნ-----–-- გ-----–--–---–ის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა. შემაკავებელი ორდერი გაიცა ერთი თვის ვადით.
2.6. 2018 წლის 24 ივნისს ა------ გ----–--–ვილი დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით. დაკავების ოქმის მიხედვით, 2018 წლის 23 ივნისს, დახალოებით 23:50 საათზე თბილისში, ვ-–----–----–-- მ--- კვ.#1-- კორპუსის მიმდებარედ ა------ გ-----–--–---–ი ცდილობდა მსხვერპლის ნ-----–-- გ-----–--–---–ის ბინაში შესვლას და იქცეოდა აგრესიულად, რის გამოც ა. გ-----–--–---–ი დააკავეს ადმინისტრაციული წესით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.
2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ივნისის დადგენილებით ა------ გ-----–--–---–ი ცნობილ იქნა სამართალდამმრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა 2(ორი) დღე-ღამის ვადით.
2.8. დაზარალებულ ნ-----–-- გ-----–--–---–ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ა------ გ-----–--–---–ი საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ გახდა ალკოჰოლზე დამოკიდებული, ალკოჰოლის მიღების შემდეგ ხდება არაადეკვატური, აგრესიული, დედას სთხოვს ფულს, სისტემატურად თამაშობს კომპიუტერში ონლაინ თამაშებს, სადაც აგებს თანხებს და მერე წაგებულ თანხას დაზარალებულს სთხოვს, თუ დედა მოთხოვნილ თანხას არ მისცემს იგი ხდება აგრესიული და აყენებს შეურაცხყოფას. დაზარალებულმა ნ-----–-- გ-----–--–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია და დამატებით განმარტა, რომ 2018 წლის 6 ივლისს, შვილმა ა------ გ-----–--–---–მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით დაკისრებული ვალდებულები, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა უცენზურო სიტყვებით, აგინებდა და ლანძღავდა მას. ქმედების ჩადენისას ა.გ-----–--–ვლი იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და იქცეოდა აგრესიულად. დაზარალებულის განმარტებით, მან აპატია შვილს და შეურიგდა, ბრალდებულის აგრესია და შეურაცხყოფა გამოწვეულია იმით, რომ საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლების შემდეგ მან სამსახური ვერ მოიძია და დარჩა შემოსავლის გარეშე, რამაც მის ფსიქიკაზე ჰპოვა ასახვა.
2.9. უდავო მტკიცებულებით - არასრულწლოვანი მოწმის გ------- ყ-----–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2018 წლის 6 ივლისს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ა------ გ-----–--–---–ი ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, დედის - ნ-----–-- გ-----–--–---–ის მიმართ გახდა აგრესიული და მიმართვდა უცენზურო სიტყვებით, ლანძღვადა და აგინებდა მას. მოცემულ შემთხვევას წინ უძღოდა შემაკავებელი ორდერი და ადმინისტრაციული პატიმრობა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულ მოვალეობათა დარღვევის გამო. გ.ყ-----–---–ი გამოკითხვის ოქმში აღნიშნავს, რომ ა------ გ-----–--–---–ი ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ დედის მიმართ ხდება აგრესიული, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამ ფაქტს სისტემატური ხასიათი აქვს.
2.10.უდავო მტკიცებულებით მოწმე ე-–--- დ-------ას გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ არაერთხელ შესწრებია ა------ გ-----–--–---–ის მხრიდან დედის ნ-----–-- გ-----–--–---–ის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს. გარდა ამისა ა.გ-----–--–---–ი ალკოჰოლური სასმელის ხშირი მომხმარებელია, რის შემდგომაც ხდება აგრესიული და არაადეკვატური.
2.11. ბრალდებულმა ა------ გ-----–--–---–მა საბოლოო სიტყვაში აღიარა დანაშაული, დაადასტურა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა დედის ნ-----–-- გ-----–--–---–ის მიმართ.
2.12.სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ა------ გ-----–--–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
2.13. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ. ნორმის ძირითად სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს მართლმსაჯულების ინტერესი, ხოლო დამატებითს ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა. ფსიქოლოგიურ ძალადობას დიდი ზიანი მოაქვს მსხვერპლისთვის და კიდევ უფრო დამანგრეველია, ვიდრე ფიზიკური ძალადობა, რადგან ფსიქოლოგიური ძალადობა აზიანებს ადამიანის ფსიქიკას, მთლიანად პიროვნებას. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობით ან იძულებით. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ უფლების დამრღვევს, იგი არის პირდაპირ პასუხისმგებელი იმ დანაშაულზე რაც ჩაიდინა.
2.14.საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ მიუხედავად შესაბამისი შემაკავებელი ორდერის არსებობისა, რომელიც უკავშირდება ადმინისტრაციულ პრეიუდიციას, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის შესაბამისად, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა პირმა ა------ გ-----–--–---–მა დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები და 2018 წლის 6 ივლისს მივიდა დედასთან - ნ-----–-- გ-----–--–---–თან და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა - აღნიშნული ქმედება იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას. ამასთან, დადგენილია, რომ ბრალდებულმა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული შეზღუდვები დაარღვია პირის მიმართ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ითვლება ბრალდებულის ოჯახის წევრად.
2.15. სასამართლო მოიშველიებს ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას’’ რომელიც აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ა------ გ-----–--–---–ის ბრალეულობა.
3.3. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ა------ გ-----–--–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ა------ გ-----–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა: დანაშაულის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, დანაშაულის მასშტაბი - სისტემატურობა, რეციდივი და ქმედების ჩადენა გამოსაცდელი ვადის პერიოდში.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, რომელიც მრავლადაა წარმოდგენილი საქმეში. ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა ბრალდებულის მხრიდან სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობა ოჯახის წევრზე, დედაზე - ნ-----–-- გ-----–--–---–ზე. სასამართლო ითვალისწინებს რა, რომ 2018 წლის 13 ივნისს გამოცემულმა შეამკავებელმა ორდემა ვერ იქონია პრევენციული ხასითი, ვერც 2018 წლის 24 ივნისს შეფარდებულმა ადმინისტრაციულმა პატიმრობამ და ორდერის გამოცემიდან დროის უმოკლეს მონაკვეთში 2018 წლის 6 ივლისს ბრალდებულმა მსხვერპლს კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. სასჯელის განსაზღვრის დროს ასევე მხედველობაში იქნა მიღებული სხვა დამამძიმებელი გარემოებაც, როგორიცაა დანაშაულის ჩადენა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ასევე სასამართლო ხაზს უსვამს დანაშაულის მაპროვოცირებელ გარემოებებს, რაც გამოიხატება ალკოჰოლზე დამოკიდებულებით და ლუდომანიით, ბრალდებული დამოკიდებულია აზარტულ თამაშებზე და თანხის წაგების შემდეგ ხდება უკიდურესად აგრესიული დედის მიმართ. გარდა ამისა ა------ გ-----–--–---–ი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და იმყოფება გამოსაცდელ ვადაში, მიუხედავად მის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი ლმობიერებისა, რაც გამოიხატა საპროცესო შეთანხმებაში და საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტში, რომლითაც გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან, გამოსაცდელ ვადაში ბრალდებულმა კვლავ ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული.
5.4. დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას: ბრალის აღიარებას და სინანულს, ასევე მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოებაც, რომ ბრალდებულმა უდავოდ გახადა მტკიცებულებები, რის გამოც მაქსიმალურად დაიზოგა მართლმსაჯულების რესურსი და დრო, რაც აისახება განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას.
5.5. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და რეციდივის მხედველობაში მიღებით ა------ გ-----–--–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის უნდა განესაზღვროს 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა------ გ-----–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
2.საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული 3(სამი) წლით და 6 (ექვსი) თვით პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს თავისუფლების აღკვეთას 1 (ერთი) წლის ვადით ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1(ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და ა------ გ-----–--–---–ს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ივლისის განჩინებით ა------ გ-----–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 6 ივლისიდან.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა