განაჩენი

სისხლის სამართლის 24.09.2018
საქმის ნომერი
330100118002550596
თარიღი
24.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/33-----

(გამოძიების №0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - სა-–-------------ა, გი------------------ე,დაცვის მხარე:

ბრალდებული - შპს „ზა-----------ი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 44-------, რეგისტრაციის თარიღი: 2---------. რეგისტრაციის ქვეყანა: საქართველო, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. ბ------ი, ქუ---------------------------),წარმომადგენელი: ზა----------ი,ადვოკატი - მა-------------ი,თარჯიმანი - ვი----–-------------ი,კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილი; 2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ’’ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: 1. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა, შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება; 2. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემა მისი დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, განთავსების, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

თურქეთის მოქალაქეებმა ილ---------------–უმ, ჯე------–---------მა, ზა----------მა და სხვა პირმა ფინანსური და სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, განიზრახეს ჩამოეყალიბებინათ სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული ჯგუფი. ჯგუფის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს მეშვეობით საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული დაუსაბუთებელი ფულადი თანხების ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, საქართველოში ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებზე აკუმულირება, ხოლო შემდგომში მათთვის კანონიერი სახის მიცემის, წარმოშობის წყაროს, განთავსების, რეალური მესაკუთრის თუ მისი ნამდვილი ბუნების შენიღბვის მიზნით თანხების დანაწევრება და სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემით, მრავალჯერადი ტრანზაქციებით მათ კანონიერ კონტროლირებად ანგარიშებზე გადატანა.

 

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ჯე------–---------ის, ილ---------------–უსა და სხვა პირის მითითებით თურქეთის მოქალაქე ზა----------ის მიერ 2--------- წელს რეგისტრირებულ იქნა შპს „ზა-----------ი“. აღნიშნულ შპს-ს სს „თ------- ბანკთან“ გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იგი წარმოადგენდა ბანკის „ს----------ს“, რომელსაც ბანკის სპეციალური პროგრამის გამოყენებითა და ეროვნული ბანკისგან მიღებული ლიცენზიით შესაძლებლობა ჰქონდა განეხორციელებინა სწრაფი ფულადი გზავნილები, მიეღო და გადაერიცხა თანხები ფიზიკური პირების სურვილების შესაბამისად. ამასთან, შპს ვალდებული იყო სწრაფი ფულადი გზავნილების განსახორციელებლად მოეხდინა კლიენტის იდენტიფიკაცია და მისგან მიეღო მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ასლები.

 

ზა----------ს შპს „ზა-----------ის“ მეშვეობით ვალდებულება ჰქონდა რა მოეხდინა კლიენტის იდენტიფიცირება ჯე------–---------ის, ილ---------------–უსა და სხვა პირის დახმარებით გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ ვითარებაში ახდენდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების პასპორტის ასლების მოპოვებას შემდგომ კი აღნიშნული ყალბი პასპორტის მონაცემების საფუძველზე შპს „ზა-----------ის“ მეშვეობით დაუსაბუთებელი ფულადი თანხების ამავე პირებზე საქართველოში გადმორიცხვას, დანაწევრებას და შემდგომ ასევე ყალბი პასპორტების მონაცემების გამოყენებით მათთვის სასურველ ანგარიშებზე თურქეთში გადარიცხვას. აღნიშნული პასპორტის მონაცემები გადაცემული იყო ფიქტიურ პირებზე და რეალურად შპს „ზა-----------ის“ მეშვეობით ფულადი თანხების მიღებას, დანაწევრებას და მათთვის სასურველ ანგარიშზე გადარიცხვას ახდენდა ილ---------------–უ, ზა----------ი, ჯე------–---------ი და სხვა პირი. აღნიშნული სქემის მიხედვით ჯე------–---------ის, ილ---------------–უს, ზა----------ისა და სხვა პირის მიერ შპს „ზა-----------ის“ მეშვეობით 244 ყალბი პასპორტის გამოყენებით 2--------------------------მდე „თ-------“ ბანკის ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა 1 104 233,88 აშშ დოლარი და 1 044 096,05 ევრო, აღნიშნული პასპორტებიდან 15 ყალბი პასპორტის გამოყენებით დანაწევრებით მათთვის სასურველ პირებზე იმავე პერიოდში გადარიცხულ იქნა 59 331,64 აშშ დოლარი, 2662,85 ევრო და 100,50 ლარი, ხოლო ზა----------ის მიერ მისი საბანკო ანგარიშის გამოყენებით მიღებული დაუსაბუთებელი თანხებიდან მათთვის სასურველ ანგარიშებზე გადარიცხულ იქნა 1 660 234 აშშ დოლარი, 20 158 ევრო და 56 115 თურქული ლირა.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. შპს „ზა-----------ის“ მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ა------–----------------ის, ზა----------ის, გე-–----------ის, და--------------ის, ერ-------–---ის, ენ-------–-----ის, მუ------------ის, ალ------------ის, გე-–----------ის, რა---–----------ის, ჯე------–---------ის, ნი----------აიას, ოთ-----------–---–ის, მე--------------ან ზი----ის, თა----------------ის, ხა-----------–--–---–ის, მე------------------ის, არ----------------ის, ბე--–----------–იას, გი------------–--ის, ჰა----------–--ის, რა---–------ის, ზუ--------–---ის, ამ------–-–--–--ის, რე---------------ის გამოკითხვის ოქმებს, ბანკებიდან ამოღებულ დოკუმენტაციას, 2017 წლის 28 მარტის შპს „ზა-----------ის“ ოფისის ჩხრეკის ოქმს, სსიპ „შემოსავლების სამსახურიდან“ გამოთხოვილ დოკუმენტაციას, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას, თემატური რევიზიის აქტს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 5 დეკემბრის ექსპერტის №0-------- დასკვნას, თ---------------------–ოს მიერ გამოგზავნილ ინფორმაციას, ანკარის ინტერპოლიდან მიღებულ ინფორმაციას და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენებს.

 

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ შპს „ზა-----------ის“ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლით კრიმინალიზებულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. აღნიშნული დანაშაულის დაცვის ობიექტია ეკონომიკური სისტემის, განსაკუთრებით ფულად-საკრედიტო სისტემის დაცვა არაკონტროლირებადი ფულადი სახსრების შემოსვლისგან. დანაშაულის საგანია უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემაში დაუსაბუთებელი (უკანონო) წარმოშობის დაფარვის მიზნით (ქონებით სარგებლობა, შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა და სხვა). ფულის ინტეგრირება ხდება ქვეყნის შიდა საფინანსო სისტემაში ან ექსპორტირება ხდება ლიბერალური საფინანსო სისტემის მქონე ქვეყნებში, ხოლო სამშობლოში ბრუნდება კანონიერი გადარიცხვების ფორმით და სხვა. დანაშაულის ამსრულებელი შესაძლოა იყოს, როგორც ფიზიკური პირი ასევე იურიდიული პირი. საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილში მითითებულია, რომ ამ მუხლის მიზნებისთვის განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება შემოსავალი ორმოცდაათი ათასი ლარის ზევით.

 

3.2. მოცემულ შემთხვევაში განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს შპს ,,ზა-----------ის’’ მეშვეობით ხდებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული დაუსაბუთებელი ფულადი თანხების ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, საქართველოში ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებზე აკუმულირება, ხოლო შემდგომში ასევე შპს ,,ზა-----------ის’’ მეშვეობით მათთვის კანონიერი სახის მიცემის, წარმოშობის წყაროს, განთავსების, რეალური მესაკუთრის თუ მისი ნამდვილი ბუნების შენიღბვის მიზნით თანხების დანაწევრება და სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემით, მრავალჯერადი ტრანზაქციებით მათ შპს ,,ზა-----------ის’’ მეშვეობით კონტროლირებად ანგარიშებზე გადატანა. რის შედეგადაც ხდებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება 194-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილში მითითებულ მინიმალურ ზღვარს - 50 000 ლარს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

3.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით კრიმინალიზებულია ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია ოფიციალური დოკუმენტების ბრუნვის კანონით დადგენილი წესი. დანაშაულის საგანია პირადობის მოწმობა ან სხვა ოფიციალური დოკუმენტი, ბეჭედი, შტამპი ან ბლანკი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებაში, შეძენაში, შენახვაში გასაღების ან გამოყენების მიზნით; ბ) ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის გასაღებაში; გ) ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის გამოყენებაში. დანაშაულის ამსრულებელი შესაძლოა იყოს, როგორც ფიზიკური პირი ასევე იურიდიული პირი. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია პირმა იცოდეს, რომ ოფიციალური დოკუმენტი რასაც ის იყენებს არის ყალბი.

 

3.4. მოცემულ შემთხვევაში განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ ზა----------ი ჯე------–---------ის, ილ---------------–უსა და სხვა პირის დახმარებით გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ ვითარებაში ახდენდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების პასპორტის ასლების მოპოვებას შემდგომ კი აღნიშნული ყალბი პასპორტის მონაცემების საფუძველზე შპს „ზა-----------ის“ მეშვეობით დაუსაბუთებელი ფულადი თანხების ამავე პირებზე საქართველოში გადმორიცხვას, დანაწევრებას და შემდგომ ასევე ყალბი პასპორტების მონაცემების გამოყენებით მათთვის სასურველ ანგარიშებზე თურქეთში გადარიცხვას. აღნიშნული პასპორტის მონაცემები გადაცემული იყო ფიქტიურ პირებზე და რეალურად შპს „ზა-----------ის“ მეშვეობით ფულადი თანხების მიღებას, დანაწევრებას და მათთვის სასურველ ანგარიშზე გადარიცხვას ახდენდა ილ---------------–უ, ზა----------ი და ჯე------–---------ი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა, შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

3.5. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,ზა-----------მა’’ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა, შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება) და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემა მისი დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, განთავსების, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) გათვალისწინებული დანაშაულები, რომელთათვისაც იურიდიული პირი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც შპს „ზა-----------ს“ მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას, ხოლო სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ჯარიმას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ან ლიკვიდაციას და ჯარიმას. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს შპს „ზა-----------ის“ ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას შპს „ზა-----------ის“ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმას, რომ ბრალდებულის წარმომადგენელმა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავო), ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ გამოვლენილა. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია ეკონომიკური ხასიათის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რაც მისი ჩადენის ხერხებისა და შინაარსის გათვალისწინებით მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელია, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება) ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს ( შპს ,,ზა-----------ის’’ მეშვეობით ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით ფულადი თანხების მიღებას, დანაწევრებას და მათთვის სასურველ ანგარიშზე გადარიცხვას ახდენდა ილ---------------–უ, ზა----------ი და ჯე------–---------ი), დამდგარ შედეგს (მიღებულ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი), დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ანგარება/შემოსავლის მიღება). ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად მხედველობაში მიღებით სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ზა-----------ს’’ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უვადოდ უნდა ჩამოერთვას საქმიანობის - ფულადი გზავნილების განხორციელების (მიღება/გადარიცხვის) უფლება. საქართველოს სსკ-ის 1076-ე მუხლის თანახმად, შპს ,,ზა-----------ს’’ დამატებით სასჯელად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმისა და მათი საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებს.

 

4.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და შპს ,,ზა-----------ს’’ დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ ზომად უნდა განესაზღვროს უვადოდ საქმიანობის უფლების ჩამორთმევა - ფულადი გზავნილების განხორციელების (მიღება/გადარიცხვის) უფლება და დამატებითი სასჯელი ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე, 325-ე, 328-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,ზა-----------ი’’ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით - უვადოდ ჩამოერთვას საქმიანობის - ფულადი გზავნილების განხორციელების (მიღება/გადარიცხვის) უფლება. საქართველოს სსკ-ის 1076-ე მუხლის თანახმად, შპს ,,ზა-----------ს’’ დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

 

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და შპს ,,ზა-----------ს’’ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს უვადოდ საქმიანობის უფლების ჩამორთმევა - ფულადი გზავნილების განხორციელების (მიღება/გადარიცხვის) უფლება და დამატებითი სასჯელი ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 328-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი გამოქვეყნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებ. გვერდზე და სასამართლოს შენობაში გამოყოფილ სპეციალურ დაფაზე.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი