გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.09.2018
საქმის ნომერი
330210017002001724
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/18--5-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 სე---------ი 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი

მოსარჩელე - ქ-------------–--–ი

წარმომადგენელი - დ----------–--ე

მოპასუხე - შპს „თ-------–---“

წარმომადგენლები - მ-----–--------–---

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ზ-------------–---–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „თ-------–---“-ს, ქ-------------–--–ის სასარგებლოდ, დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 4 000 აშშ დოლარის ოდენობით.

სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2017 წლის 28 მაისს, თბილისში, ვ. ბ-------------------- ში, სადაც სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა შპს "თ-------–---", მშენებლობაზე მომუშავე პირი - ზ-------------–---–ი, თავისი კუთვნილი ა/მანქანა „კ-----ით“ შეეჯახა მოსარჩელის კუთვნილ ა/მანქანა „-----------“. საპატრულო პოლიციამ შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი და ბრალეული პირი დააჯარიმა. ზ-------------–---–ი ქ-------------–--–ს დაპირდა ზიანის სრულ ანაზღაურებას. დაახლოებით ათი დღის შემდეგ ზ-------------–---–მა მხოლოდ შეთანხმებული თანხის 4 000 აშშ დოლარის ნახევარის გადახდა გადაწყვიტა და ისიც იმ შემთხვევაში - ბანკი სესხს თუ დაუმტკიცებდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, შპს „თ-------–---“ აწარმოებდა ქ. თბილისში, ბ---------------------ში სამშენებლო სამუშაოებს. კომპანიას ხელშეკრულება ჰქონდა დადებული შპს „მ------–-----თან“, რომელიც ახორციელებდა გათხრითი და ამოღებული ქვაღორღის გატანის სამუშაოებს. თავის მხრივ შპს „მ------–-----ს" ხელშეკრულება ჰქონდა დადებული შპს „გ----------“-თან, რომელიც არის ზ-------------–---–ის დამსაქმებელი.

 

მოპასუხის განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა არა სამშენებლო ობიექტზე ან მიმდებარედ, არამედ ობიექტიდან მოშორებით, კერძოდ, თბილისში, ბ------------------- -ის მიმდებარედ და მშენებლობის ობიექტთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

 

2.2. მესამე პირის პოზიცია:

 

ზ-------------–---–ის განმარტებით, ჰქონდა შეთავაზება უზრუნველეყო მოსარჩელის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების შეფასება, დაზიანებული ნაწილების შევსება ახალი ნაწილებით, თუმცა, მხარემ უარი განაცხადა მის მიერ შეთავაზებულ ყველა პირობაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ. თბილისი, ვ. ბ------------------- - ში შპს „თ-------–---“ აწარმოებდა მრავალფუნქციური კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა - განმარტება;

- ქალაქ თბ--–----------–----–-----------------–--------–----------–----–------ს არქიტექტურის სამსახურის ბრძანება (ს.ფ. 21 - 23)

- ფოტომასალა (ს.ფ. 24 - 28)

3.1.2. 2017 წლის 28 მაისს, ზ-------------–---–ი მისი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი A------, მარკა, მოდელი - კ----- 5511, უკანა მხრიდან შეეჯახა ქ. თბილისში, ბ------------------- ში მდგომ ქ-------------–--–ის ავტომანქანას. შეჯახებაში ბრალეულ მძღოლად მიჩნეული იქნა ზ-------------–---–ი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული და დაეკისრა ჯარიმა 250 ლარი. შეჯახების შედეგად დაზიანდა ქ-------------–--–ის კუთვნილი ავტომანქანა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება

-სსიპ სა---------–----–---------------------------------------------------------ს ცნობა (ს.ფ. 70);

- საჯარიმო ქვითარი (ს.ფ 55)

3.1.3. 2017 წლის 04 აპრილს, შპს „თ-------–---ს“ და შპს „მ------–-----ს“ შორის დადებულია ხელშეკრულება სამშენებლო ობიექტზე გათხრითი და ამოღებული ქვაღორღის გატანითი სამუშაოების შესახებ. ხელშეკრულების 3.2.10 პუნქტით განსაზღვრულია, რომ მომსახურების გაწევისას მესამე პირთა ქონებრივი და/ან არაქონებრივი ინტერესების შელახვის შემთხვევაში შემსრულებელი სრულად აგებდა მიყენებული ზიანისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ხელშეკრულება N01------7 (ს.ფ 136 - 138);

- მხარეთა ახსნა - განმარტება;

3.1.4. 2017 წლის 10 აპრილს, შპს „მ------–-----ს“ და შპს „გ----------“-ს შორის, დადებულია ხელშეკრულება N------------ რომლის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისში ბ-------------------- ში მდებარე ობიექტზე მიწის მოჭრის სამუშაოების შესრულება. 2017 წლის 28 მაისს, ქ. თბილისში, ბ-------------------- -ში ზ-------------–---–ი ასრულებდა შპს „გ----------“-ის დაკვეთას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა - განმარტება;

- ხელშეკრულება (ს.ფ. 144 – 145);

3.1.5. ქ-------------–--–ის კუთვნილი დაზიანებული ავტომანქანის აღდგენითი ხარჯი განსაზღვრულია 4 000 აშშ დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-შპს „რ-----–---------ის“ აუდიტორული დასკვნა (ს.ფ 45 -47)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 992-ე, 999-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულება წარმოშობილია დელიქტის საფუძველზე. დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2-3-ე მუხლების შესაბამისად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. მხარეები საქმის წარმოებას სასამართლოში იწყებენ სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს, მიუთითებენ ფაქტობრივ გარემოებებს და წარადგენენ მტკიცებულებებს, რომლითაც სურთ დაადასტურონ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-105-ე მუხლებით დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპით, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს პირის მიერ ზიანის მიყენების ფაქტი, მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ზიანის მიმყენებელმა კი უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. შესაბამისად, პირს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

 

მოსარჩელის განმარტებით, ზიანზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს შპს "თ-------–---", რომელიც უარყოფს ზიანის დადგომაში მის ბრალეულობას. მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია სწორედ იმ საკითხის გარკვევა, წარმოადგენს თუ არა შპს "თ-------–---" სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელ პირს.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე შპს „თ-------–---ს“ და შპს „მ------–-----ს“ შორის დადებული სამშენებლო ობიექტზე გათხრითი და ამოღებული ქვაღორღის გატანითი სამუშაოების შესახებ ხელშეკრულების 3.2.10 პუნქტით მომსახურების გაწევისას მესამე პირთა ქონებრივი და/ან არაქონებრივი ინტერესების შელახვის შემთხვევაში შემსრულებელი სრულად აგებდა პასუხს მიყენებული ზიანისათვის. ამასთან, შპს „მ------–-----ს“ და შპს „გ----------“-ს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, მესამე პირს, ზ-------------–---–ს ევალებოდა შპს „გ----------“-ის დაკვეთის - ქ. თბილისში ბ-------------------- ში მდებარე ობიექტზე მიწის მოჭრის სამუშაოების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილით მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც იურიდიული საფუძვლით ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე (არამართლზომიერი მფლობელი), სხვას მიაყენებს ზიანს ამ სატრანსპორტო საშუა-ლების გამოყენებით, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ პირს (არამართ-ლზომიერ მფლობელს) და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. სხვა შემთხვევაა, როდესაც მფლობელის მიერ მოსარგებლისათვის სატრანსპორტო საშუალების გადაცემა მართლზომიერია და სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციას მოჰყვება ზიანი. ასეთ დროს შესაძლებელია გამოიყოს ორი შემთხვევა, როდესაც პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს. კერძოდ, როდესაც მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება მომეტებული საფრთხის წყაროთი ზიანის მიყენების ინსტიტუტის თავისებურებას, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს (მფლობელს), რომელიც არ წარმოადგენს ზიანის მიმყენებელს და არ მიუძღვის ბრალი ზიანის დადგომაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ზ-------------–---–ი, რომელიც წარმოადგენს საქმეში 3-ე პირს, თავისი კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას, დაეჯახა მოსარჩელე ქ-------------–--–ის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას და დააზიანა. ზ-------------–---–ი იმთავითვე გამოთქვამდა მზადყოფნას მოსარჩელესთან შეთანხმებით, აენაზღაურებინა მიყენებული ზიანი.

 

სასამართლოს მიიჩნია, რომ პასუხისმგებლობის სუბიექტთა დიფერენცირება სამართალურთიერთობის იურიდიული ელემენტების გათვალისწინებით უნდა მოხდეს და ავტოსატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ზიანის მიმყენებელ პირს, რამდენადაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

მოცემულ სემთხვევაში კი, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე შპს „თ-------–---ს“ არ უნდა დაეკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა, რამდენადაც ის ავტომანქანის, მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს არ წარმოადგენს.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება მოპასუხე შპს "თ-------–---ს" მიერ სამშენებლო ნორმების დარღვევის და მისგან გამომდინარე ზიანის არსებობის თაობაზე. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან, სანებართვო პირობების შესრულებასთან და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესთან დაკავშირებული საკითხები საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს განეკუთვნება. საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის რეგულირებას ახორციელებენ მშენებლობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისათვის უფლებამოსილი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოები. შპს "თ-------–---ს" მიერ სამშენებლო ნორმების ისეთი დარღვევის შესახებ, რაც გამოიწვევდა ავტოსაგზაო შემთხვევას და ქ-------------–--–ის ავტომანქანის დაზიანებას, მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03). მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან არ დადგინდა სადაზღვევო თანხის მოსარჩელისათვის ანაზღაურების საფუძველი, სასამართლოს არ მიაჩნია მიზანშეწონილად იმსჯელოს ზიანის მოცულობაზე და წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისობაზე ზიანის ოდენობასთან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, არ დაკმაყოფილდა ქ-------------–--–ის სარჩელი. შესაბამისად, მხარის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების ანაზღაურება მოწინააღმდეგე მხარეს არ დაეკისრება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1.ქ-------------–--–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2.სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ცისანა სირბილაძე