განაჩენი

სისხლის სამართლის 14.09.2018
საქმის ნომერი
330100118002494235
თარიღი
14.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2----18

(№0----------6)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

14 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - გიორგი სვანიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნი----–-----ლი

 

დაცვის მხარე:

 

(1) ბრალდებული - ა---------------------–--------------–--ლი (დაბადებული - 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #2---------9, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–--------------–--------------------4-ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით - გირაო შეფარდებულის მიმართ.

 

(2) ბრალდებული - მ----------–--------–---------- (დაბადებული - 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #5---------4, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ფ-------–-----------------------------ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით - გირაო შეფარდებულის მიმართ.

 

ადვოკატი - მ----------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

დისპოზიცია: გულგრილობა, ესე იგი ორგანიზაციაში სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავის სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია სხვა მძიმე შედეგი;

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2016 წლის 0--------დან ა----------------–ვილი ქ. თბილისის N2---ე ბაგა-ბაღის აღმზრდელის პოზიციაზე მუშაობდა და სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირს წარმოადგენდა. მას ევალებოდა თავისი ჯგუფის 3-4 წლამდე ასაკის ბავშვთა უსაფრთხოებისათვის საჭირო წესების, ასევე თითოეული ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. ა----------------–ვილმა არაჯეროვნად შეასრულა თავის სამსახურებრივი მოვალეობა, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, კერძოდ, 2017 წლის 2-------------ს, დაახლოებით 10:10 საათიდან 10:23 საათამდე პერიოდში, უმეთვალყურეოდ დატოვა ქ. თბილისის N2---ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელი 0--------- წელს დაბადებული კე--------------იძე, რომელიც საძინებელ ოთახში გავიდა, სადაც ფანჯარა ღია მდგომარეობაში იყო და მეორე სართულიდან გადავარდა. შედეგად, კე--------------იძემ სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, მიიღო, კერძოდ : ქალასარქველის (მარჯვნივ გვირგვინოვან ნაკერზე გამავალი) მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევა, მარცხნივ თვალბუდის ქვედა კიდის მოტეხილობა, მარცხენამხრივი პერიორბიტალური ჰემატომა, ექსკორაციები სახეზე მარცხნივ ნახეთქი ჭრილობა მარცხნივ ყვრიმალის არეში, მარცხენამხრივი ჰემო-პნევმოთორაქსი.

 

1.2. 2016 წლის 0--------დან მ-----------ა ქ. თბილისის N2---ე ბაგა-ბაღის აღმზრდელის თანაშემწის პოზიციაზე მუშაობდა და სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირს წარმოადგენდა. მას ევალებოდა თავისი ჯგუფის 3-4 წლამდე ასაკის ბავშვთა უსაფრთხოებისათვის საჭირო წესების, ასევე თითოეული ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. მ-----------ამ არაჯეროვნად შეასრულა თავის სამსახურებრივი მოვალეობა, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, კერძოდ, 2017 წლის 2-------------ს, დაახლოებით 10:10 საათიდან 10:23 საათამდე პერიოდში, უმეთვალყურეოდ დატოვა ქ. თბილისის N2---ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელი 0--------- წელს დაბადებული კე--------------იძე, რომელიც საძინებელ ოთახში გავიდა, სადაც ფანჯარა ღია მდგომარეობაში იყო და მეორე სართულიდან გადავარდა. შედეგად, კე--------------იძემ სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, მიიღო, კერძოდ : ქალასარქველის (მარჯვნივ გვირგვინოვან ნაკერზე გამავალი) მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევა, მარცხნივ თვალბუდის ქვედა კიდის მოტეხილობა, მარცხენამხრივი პერიორბიტალური ჰემატომა, ექსკორაციები სახეზე მარცხნივ ნახეთქი ჭრილობა მარცხნივ ყვრიმალის არეში, მარცხენამხრივი ჰემო-პნევმოთორაქსი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. მ-----------ასა და ა----------------–ვილის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულის უფლებამონაცვლე დ-----------------ა და მოწმეების - მა-------------–--------------------------------–-----------–--–------------–----------–----------------------–-–---–----------------------------------------–-–---–-------------–------–---–-----–---–---------------------------------------------–---–-----–---------–------–---–-------------------------------–----------------–--------------–------------------ გამოკითხვის ოქმებს, 2017 წლის 2------------ის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, 2017 წლის 2------------ის დათვალიერების ოქმს, 2017 წლის 2------------ის ამოღების ოქმს, 2017 წლის 0-------------ის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო საინჟინრო ექსპერტიზის №00------7 დასკვნას, 2017 წლის 0-------------ის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნას, 2017 წლის 1-----------ის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ბიოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნას, ასევე, ბრალდებულების მ-----------ასა და ა----------------–ვილის გამოკითხვის ოქმებს (აღიარებენ ჩადენილ ქმედებას) და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს.

 

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულებმა ა----------------–ვილმა და მ-----------ამ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები უდავოდ გახადა, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1.1; 1.1.2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლით კრიმინალიზებულია გულგრილობა, ესე იგი ორგანიზაციაში სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავის სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების დაცვა, ხოლო დამატებითი ობიექტია ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და საკუთრება. გულგრილობა გამოიხატება ხელმძღვანელობითი, წარმომადგენილობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დაუდევარი დამოკიდებულებით თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობაში ან არაჯეროვნად შესრულებაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას გულგრილობისთვის, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. მძიმე შედეგი შეიძლება გამოიხატოს როგორც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებაში, ისე სხვაგვარად სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებით დარღვევაში. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ თავისი კონსტრუქციით მოცემული დანაშაულის შემადგენლობა მატერიალური ხასიათისაა და იგი დამთავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, რა დროსაც ზემოაღნიშნული ქმედება გამოიწვევს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებით დარღვევას, ადამიანის სიცოცხლის მოსპობას ან სხვა მძიმე შედეგს, ხოლო ქმედების სუბიექტური შემადგენლობის კუთხით იგი გამოიხატება გაუფრთხილებლობაში, კერძოდ დაუდევრობაში, რა დროსაც პირს გაცნობიერებული არ აქვს წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.

 

3.2. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულების ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეაფასოს მ-----------ასა და ა----------------–ვილის მიერ განხორციელებული ქმედება შეიცავს თუ არა 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანს.

 

3.3. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით: დაზარალებულის უფლებამონაცლე დ-----------------ა და მოწმეების - მა-------------–--------------------------------–-----------–--–------------–----------–----------------------–-–---–----------------------------------------–-–---–-------------–------–---–-----–---–---------------------------------------------–---–-----–---------–------–---–-------------------------------–----------------–--------------–------------------ გამოკითხვის ოქმებით, 2017 წლის 2------------ის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2017 წლის 2------------ის დათვალიერების ოქმით, 2017 წლის 2------------ის ამოღების ოქმით, 2017 წლის 0-------------ის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო საინჟინრო ექსპერტიზის №00------7 დასკვნით, 2017 წლის 0-------------ის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, 2017 წლის 1-----------ის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ბიოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, ასევე, ბრალდებულების მ-----------ასა და ა----------------–ვილის გამოკითხვის ოქმებით (აღიარებენ ჩადენილ ქმედებას) და საქმეში არსებული სხვა წერილობით მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2016 წლის 0--------დან ა----------------–ვილი ქ. თბილისის N2-- -ე ბაგა-ბაღის აღმზრდელის პოზიციაზე მუშაობდა და სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირს წარმოადგენდა. მას ევალებოდა თავისი ჯგუფის 3-4 წლამდე ასაკის ბავშვთა უსაფრთხოებისათვის საჭირო წესების, ასევე თითოეული ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. ა----------------–ვილმა არაჯეროვნად შეასრულა თავის სამსახურებრივი მოვალეობა, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, 2017 წლის 2-------------ს, დაახლოებით 10:10 საათიდან 10:23 საათამდე პერიოდში, უმეთვალყურეოდ დატოვა ქ. თბილისის N2---ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელი 0--------- წელს დაბადებული კე--------------იძე, რომელიც საძინებელ ოთახში გავიდა, სადაც ფანჯარა ღია მდგომარეობაში იყო და მეორე სართულიდან გადავარდა. შედეგად, კე--------------იძემ სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, მიიღო, კერძოდ : ქალასარქველის (მარჯვნივ გვირგვინოვან ნაკერზე გამავალი) მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევა, მარცხნივ თვალბუდის ქვედა კიდის მოტეხილობა, მარცხენამხრივი პერიორბიტალური ჰემატომა, ექსკორაციები სახეზე მარცხნივ ნახეთქი ჭრილობა მარცხნივ ყვრიმალის არეში, მარცხენამხრივი ჰემო-პნევმოთორაქსი. სასამართლოს მიერ ასევე, დადგენილი იქნა, რომ 2016 წლის 0--------დან მ-----------ა ქ. თბილისის N2-- -ე ბაგა-ბაღის აღმზრდელის თანაშემწის პოზიციაზე მუშაობდა და სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირს წარმოადგენდა. მას ევალებოდა თავისი ჯგუფის 3-4 წლამდე ასაკის ბავშვთა უსაფრთხოებისათვის საჭირო წესების, ასევე თითოეული ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. მ-----------ამ არაჯეროვნად შეასრულა თავის სამსახურებრივი მოვალეობა, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, 2017 წლის 2-------------ს, დაახლოებით 10:10 საათიდან 10:23 საათამდე პერიოდში, უმეთვალყურეოდ დატოვა ქ. თბილისის N2---ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელი 0--------- წელს დაბადებული კე--------------იძე, რომელიც საძინებელ ოთახში გავიდა, სადაც ფანჯარა ღია მდგომარეობაში იყო და მეორე სართულიდან გადავარდა. შედეგად, კე--------------იძემ სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, მიიღო, კერძოდ : ქალასარქველის (მარჯვნივ გვირგვინოვან ნაკერზე გამავალი) მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევა, მარცხნივ თვალბუდის ქვედა კიდის მოტეხილობა, მარცხენამხრივი პერიორბიტალური ჰემატომა, ექსკორაციები სახეზე მარცხნივ ნახეთქი ჭრილობა მარცხნივ ყვრიმალის არეში, მარცხენამხრივი ჰემო-პნევმოთორაქსი.

 

3.4. ამდენად, როგორც მ-----------ას, ისე ა----------------–ვილის მიერ განხორციელებული ქმედებით, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

3.5. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ-----------ამ და ა----------------–ვილმა ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - გულგრილობა, ესე იგი ორგანიზაციაში სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავის სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია სხვა მძიმე შედეგი, რისთვისაც ისინი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავეებად.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 2201-ე მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

 

4.5. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მ-----------ასა და ა----------------–ვილის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმას, რომ ბრალდებულები აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, არ არიან ნასამართლევნი. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულების კანონის შესაბამის ქცევაზე სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე მათ ოჯახურ მდგომარეობას (ორივეს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი), მათ ეკონომიკურ მდგომარეობას (არ არიან დასაქმებულები და აქვთ მძიმე მატერიალური მდგომარეობა), ნჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, ასევე ბრალდებულების საქმეში არ არსებობს რაიმე დამამძიმებელი გარემოება, რისი გათვალისწინებითაც, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულების მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც ერთი მხრივ, თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულების შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

4.6. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ მ-----------ასა და ა----------------–ვილის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად, ასევე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მათ უნდა დაენიშნოთ სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მე-2 ნაწილის სანქციის ფარგლებში. ყოველივე ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, მ-----------ასა და ა----------------–ვილს უნდა განესაზღვროთ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, სასჯელის ზემოაღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოთ პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეთ 3 (სამი) წელი - რაც არის თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულების პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა----------------–ვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

 

2. მსჯავრდებულ ა----------------–ვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, გირაო - გაუქმდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილ ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

 

3. მსჯავრდებულ ა----------------–ვილს საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4. მ-----------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

 

5. მსჯავრდებულ მ-----------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, გირაო - გაუქმდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილ ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

 

6. მსჯავრდებულ მ-----------ას საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება:

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ერთი ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ნიმუში ანაწმენდის სახით დოლბანდზე, ქაღალდის ხელსახოცი მოწითალო ფერის ლაქით, ქაღალდის ფრაგმენტი მოყავისფრო ლაქით; კ. ჯ--------ს სისხლის ნიმუშები, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს მ--- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს;

 

- კ. ჯ--------ს ტანსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს მ--- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

- 2-- ბაგა-ბაღის ბრძანებები, ა----------------–ვილისა და მ-----------ას შრომითი ხელშეკრულებები, ბაგა-ბაღის შენაგანაწესი და წესდება, რომელიც ერთვის სს საქმეს, შენახული იქნეს სს სამის შენახვის ვადით;

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე