თავი XXIX — დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ
1. გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4630 -ვებგვერდი, 19.05.2011წ.
საქართველოს 2017 წლის 1
ივნისის
კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017
მთავარი მონაცემები
სასჯელიჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე
სასჯელითავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.06.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
საქმე №2კ-823აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.11.2024
…185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-200 მუხლით, 2001 მუხლის პირველი ნაწილით, 2051 მუხლით, 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 218-ე მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით, 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 2201 მუხლის მე-2 ნაწილით (თუ ამ დანაშაულმა გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) ან 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას…
საქმე №2კ-1430აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.06.2024
…7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 23 თებერვლიდან. შ. ბ-ის, –ნასამართლობის არმქონის, – მიმართ საქართველოს სსკ-ის 277-ე მუხლის 1-ელი და მე-3 ნაწილებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილზე. შ. ბ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა,…
საქმე №2კ-127აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.04.2024
…ს. ნ-ი შევიდა ჩანჩქერის სწრაფ დინებაში და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. 2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 აგვისტოს განაჩენით: 2.1. ვ. ქ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. 2.2. გაუქმდა ვ. ქ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება. გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ნ. პ-ის…
საქმე №2კ-718აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.10.2023
…შორის - ფინანსურ საქმიანობაში, ფაქტიურად არ მონაწილეობდნენ და გადაწყვეტილებებს არ იღებდნენ; იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო დადგენილად მიიჩნევდა, რომ დ. თ–ამ და ბ. ვ–მ დანაშაული ჩაიდინეს, მათი ქმედება უნდა დაკვალიფიცირებულიყო საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, გულგრილობით. - მსჯავრდებულ ვ. კ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. რ–ე საკასაციო საჩივრით მოითხოვს მსჯავრდებულის მიმართ…
საქმე №ბს-330(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2023
…არ იყო წარმოდგენილი, რასაც ხსნიდა იმ გარემოებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განაჩენით შპს „ე...ს“ 50%-იანი დამფუძნებელი და მისი დირექტორი რ. ჩ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201 მუხლის პირველი ნაწილით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტის ზოგადი მითითება არ აკმაყოფილებდა მტკიცების იმ სტანდარტს,…
საქმე №2კ-449აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.10.2021
საქმე №2კ-893აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.04.2021
საქმე №ბს-127(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.09.2020
საქმე №2კ-649აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.04.2019
საქმე №2კ-95-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
…ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა) მას შემდეგ, რაც აღნიშნული ქმედებისთვის პირს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 214-ე, 2201-ე და 185-ე მუხლები კი არ ითვალისწინებს სასჯელს საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევის ან სხვა ქმედებისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ…
…არმქონე პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე−191-ე, 1921, 1922, 1951, 196-ე, 1981, 199-ე, 201-ე, 202-ე, 203-ე, 2041, 205-ე, 206-ე− 208-ე და 213-ე მუხლებით, 216-ე მუხლის პირველი ნაწილით, 217-ე, 219-ე, 220-ე, 2201 და 276-ე მუხლებით, 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 333-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 337-ე, 341-ე და 342-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის…
…არმქონე პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე−191-ე, 1921, 1922, 1951, 196-ე, 1981, 199-ე, 201-ე, 202-ე, 203-ე, 2041, 205-ე, 206-ე− 208-ე და 213-ე მუხლებით, 216-ე მუხლის პირველი ნაწილით, 217-ე, 219-ე, 220-ე, 2201 და 276-ე მუხლებით, 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 333-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 337-ე, 341-ე და 342-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 2201, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-2201/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია