განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 აპრილი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
პროკურორი: ლ---- კ-----–----
ადვოკატი: კ------- მ-----–---–-
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: კ----- ა-----------ი
მამის სახელი: მ-----–-
დაბადებული: 1---------–-
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–--------------------------–--------------------------------
პასუხისგებაში მიცემის დრო: 2---------–-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილი
აღკვეთის ღონისძიების სახე: გირაო
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ კ----- ა-----------ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი: კ----- ა-----------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა გულგრილობა, ე.ი. ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შპს ,,ვ---------–------ის“ საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ლიფტების ექსპლუატაცია, ხოლო კომპანიის წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით სარგებლობდა დირექტორი კ----- ა-----------ი. 2016 წლის 1 იანვარს შპს ,,ვ---------–------ის“ დირექტორმა კ----- ა-----------მა ხელშეკრულება გააფორმა ქ. თბილისში, ვ-–----–----–----------–-–-------–-----------------ის ამხანაგობა ,,ს----------–------ის“ თავმჯდომარე ე--- მ---------ესთან. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიის დირექტორი კ----- ა-----------ი ვალდებულებას იღებდა - კორპუსის მ------------------ ლიფტის სწორი და უსაფრთხო ექსპლუატაციის, ტექნიკური დათვალიერებისა და უსაფრთხოების კვანძების შემოწმებაზე. კ----- ა-----------მა არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები - მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო არ შეამოწმა და არ შეაკეთა კ---------------------------------------------–--- ლიფტის შახტის გარღვეული ლითონის მავთულბადე, რასაც შედეგად მცირეწლოვანი მ------ მ-------–---–ის გარდაცვალება მოყვა, კერძოდ: 2017 წლის 24 მარტს, მცირეწლოვანმა მ------ მ-------–---–მა, თავი შეყო კ---------------------------------------------–--- ლიფტის შახტის დამცავი ლითონის ბადის გარღვეულ ღიობში, რა დროსაც თავში მოხვდა მოძრავი ლიფტის საპირწონე და მიაყენა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმე დ---- მ-------–---–მა განმარტა, რომ არის გარდაცვლილ მ------ მ-------–---–ის დედა. აღნიშნულ კორპუსში ცხოვრების პერიოდში სარგებლობდა ლიფტით, რომელიც ცუდად მუშაობდა, კერძოდ ზანზარებდა, იჭედებოდა, დაახლოებით 3-ჯერ საჭიროებდა ხურდის ჩაგდებას და სხვა. მისთვის უცნობი იყო მ-------------–ზე არსებული შახტის დამცავი ლითონის ბადის დაზიანების შესახებ, ვინაიდან იმ კორპუსში ახალი გადასული იყო საცხოვრებლად და მეშვიდე სართულზე შემთხვევამდე არც ასულა. როგორც უთხრეს, დაახლოებით 10 წლის წინ ლიფტი ჩაწყდა და ბადე, რომელიც არის მოაჯირთან, გაიხა. მის შვილს - მ------ მ-------–---–ს ეშინოდა ლიფტით მგზავრობის და არ სარგებლობდა. შემთხვევის დღეს მ------ მ-------–---–ი და მოწმის შვილიშვილი - გ------- თამაშობდნენ და ითვლიდნენ კორპუსის სართულებს. ბოლო სართულიდან ჩამოსვლისას მ-------------–ზე მ------მა თავი გადაყო მოაჯირიდან, შეყო გახეულ ბადეში და ჩაიხედა ქვემოთ. სწორედ ამ დროს ვიღაცამ გამოიძახა ლიფტი. მ------ი უყურებდა, ლიფტი როგორ ჩადიოდა, თან უთქვამს - ,,შეხედე ლიფტი რა კარგად ჩანს“. ამ დროს გირები დაეცა. მომხდარს უყურებდა გ-------, სწორედ მან გამოათრია მ------ი მავთულბადიდან. ბავშვის ყვირილზე გამოვიდნენ მეზობლები. მოწმე შემთხვევის დროს არ იმყოფებოდა სახლში, შეატყობინეს და პირდაპირ რ-------–------ საავადმყოფოში მივიდა, სადაც მისი შვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მოწმემ განმარტა, რომ ბადეც და ლიფტებიც იყო საშინელ მდგომარეობაში, თუმცა კ----- ა-----------ი სულ ამბობდა, რომ ბადე ლიფტს არ ეხებოდა. ბრალდებული ძმასთან ერთად მიდიოდა მხოლოდ ფულის - ხურდების ამოსაღებად. ერთხელაც არ ასულან ზემოთ და არ შეუმოწმებიათ, მხოლოდ შემთხვევის შემდეგ დაამაგრეს წვრილი მავთულებით.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ს--–---- ძ--------მა განმარტა, რომ გარდაცვლილი მ------ მ-------–---–ი იყო მისი და. შემთხვევის დღეს საღამოს სკოლიდან გამოიყვანა მ------ი და მისი შვილი - გ-------, აჭამა და გაუშვა ეზოში ძაღლის გასასეირნებლად, დაახლოებით 5 წუთში ბავშვებმა ძაღლი მიიყვანეს სახლში, თავად კი გავიდნენ სათამაშოდ. დაახლოებით 3 წუთში მასთან ტირილით დაბრუნდა შვილი და უთხრა, რომ მ------ი სავარაუდოდ მოკვდა და აიყვანა ზედა სართულზე. სახეზე სისხლიანი მ------ მ-------–---–ი კიბეზე ეგდო. მოწმემ დაიწყო ყვირილი და ითხოვდა შველას. მამაკაცმა, რომელმაც მ------ი მიაყვანინა სავადმყოფოში, თქვა, რომ ლიფტის ღობე იყო გახეული. მისმა შვილმა კი უთხრა, რომ მ------მა დაინახა გახეული ბადე, შეყო თავი და უთხრა - ,,ნახე გ------- ზემოდან რა კარგად ჩანს ყველაფერი“. სწორედ ამ მომენტში გირი წამოვიდა და დაეცა თავში.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–- ჯ------ემ განმარტა, რომ ცხოვრობს თბილისში, ვ-–----–----–----------–--–--------------------------------------------------------------–---. 2017 წლის 24 მარტს სამსახურიდან დაბრუნებულმა, ზედა სართულებიდან ეზოში გაიგო ახალგაზრდა ქალის ყვირილი, რომ ბავშვი ძალიან ცუდად იყო და თუ ვინმე იყო მანქანით, დახმარებოდა წაყვანაში. ქალი, რომელიც ყვიროდა, იყო მ-------------–---, მას მოაჯირთან ჩახუტებული ყავდა სისხლიანი ბავშვი. უთხრეს, რომ ბავშვმა თავი შეყო ლიფტის გარღვეულ ბადეში. მან წააყვანინა ბავშვი საავადმყოფოში, დილით კი გაიგო, რომ ბავშვი გარდაიცვალა. მოწმემ განმარტა, რომ მომხდარ ფაქტამდე 2-3 კვირით ადრე შეამჩნია, რომ ბადე იყო გახეული, თუმცა მის შესახებ არავისთვის უთქვამს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ე--- მ---------ემ განმარტა, რომ 2009 წლიდან მომხდარ ფაქტამდე იყო კორპუსის თავჯდომარე. თავჯდომარედ არჩევის პერიოდიდან დაინტერესდა ლიფტების მდგომარეობით. კმაყოფილი იყო კ----- ა-----------ის მუშაობით, ხშირად მიდიოდა და თუ რაიმე პრობლემა იყო ლიფტში, მაშინვე აგებინებდა. მოწმემ განმარტა, რომ შახტის გახეულ ბადეს ისე ვერ დაინახავდა ადამიანი, თუ ახლოს არ მივიდოდა. მხოლოდ შემთხვევის შემდეგ ნახა გახეული ბადე. მ-----------------ში რწმუნებული იყო კ---- ივ---–---–ი. ამ უკანასკნელს არ უთქვამს დაზიანებულ ბადის შესახებ. ლიფტების შემოწმება ევალება ლიფტიორს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-------- ლ------ემ განმარტა, რომ ცხოვრობს თბილისში, ვ-–----–----–----------–-–-------–-----------------ის მ---------------------------------–---, ანუ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ზუსტად მისი საცხოვრებელი ბინის კარის წინ. მოწმემ განმარტა, რომ მისი ბინის კარიდან პირდაპირ ჩანდა გახეული მავთულბადე. შემთხვევის დღეს სახლში დაბრუნდა გვიან და მომხდარს არ შესწრებია. მოწმემ განმარტა, რომ მეზობლისგან იცის, რომ წლების წინ აღნიშნული ლიფტი ჩაწყდა და მავთულბადე ჩახია. ზუსტად როდის მოხდა, მისთვის უცნობია, თუმცა აღნიშნული დაახლოებით 10 ან მეტი წლის წინ მოხდა. მავთულბადე დიდ ფართობზე იყო გახეული, რამდენჯერმე მიმართა ლიფტის ხელოსანს, დაზიანება ადვილად შესამჩნევი იყო, მისი ბინის კარიდან ვიზუალურად ცუდად ჩანდა და აწუხებდა. პრეტენზიას გამოთქვამდა როდესაც ხელოსნებს ნახულობდა და ეუბნებოდა, თუმცა კონკრეტულად როდის გამოთქვა პრეტენზიები ლიფტის შემკეთებელთან, არ ახსოვს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ც----- ზ-------–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს თბილისში, ვ-–----–----–----------–-–-------–-----------------ის მ------------------ მ-------------–---. მოწმემ განმარტა, რომ ლიფტი მოძველებულია და წლების განმავლობაში გაუმართავი, ხშირად იჭედება, 2-ჯერ უხდებათ ხურდის ჩაგდება. რამდენიმე ადგილას ბადე იყო ცუდ მდგომარეობაში, მეზობლები მიმართავდენ ამხანაგობის თავჯდომარეს, რომ ლიფტი არ იყო მწყობრში, მათ შორის ბადეც დაზიანებული იყო, მაგრამ უთხრეს, რომ ლიფტის გამოცვლა ძალიან დიდი თანხებთან იყო დაკავშირებული. ლიფტის ტექნიკური და კაპიტალური შეკეთება არ მომხდარა. ამჟამად ბადე გაკერილია.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---–- ვ---–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს თბილისში, ვ-–----–----–----------–-–-------–-----------------ის მ---------------------------------–---. მომხდარის შესახებ გაიგო მე-3 დღეს. მოწმემ განმარტა, რომ გარღვეული ბადე არის მოაჯირთან ახლოს, ფეხით ჩამსვლელი აუცილებლად დაინახავდა. მეზობლები ხედავდნენ და პრეტენზიასაც გამოთქვამდნენ. მას კ-----ი ადგილზე არასდროს უნახავს. ბადე რამდენი წლის ხნის წინ გაიხა, არ ახსოვს, თუმცა კარგა ხანს იყო მორღვეული.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ----- გ---–---მა განმარტა, რომ სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ტექნიკური საფრთხის ობიექტებზე, მაგალითისთვის ლიფტი, შახტა, მაღარო, საბაგირო, ექსკავატორი და ა.შ. მოწმემ განმარტა, რომ მთავრობის დადგენილებით ლიფტს დადგენილი აქვს გეგმიური ინსპექტირების 3 წლიანი პერიოდულობა, იმ შემთხვევაში თუ ავარია, ან უბედური შემთხვევა არ მოხდა. 2016 წლიდან კერძო კომპანია ახორცილებს ინსპექტირებას და შედეგებს უგზავნის მის სამსახურს. მომხდარი ფაქტის შემდეგ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. ნახა, რომ ლიფტის სამოძრაო შახტა არის მავთულბადით შემოსაზღვრული, რაც იყო გარღვეული. სწორედ გარღვეულ ადგილას მოხდა უბედური შემთხვევა, თუმცა გარდა ამისა, ასევე დააფიქსირდა სხვადასხვა დარღვევები, მათ შორის დარღვეული იყო 3 წლიანი ინსპექტირების სავალდებულო ვადა. მავთულბადე არის ლიფტის სამოძრაო შახტა. ბადე საკმაოდ დიდ ზომაზე - 60 სმ-ის დიამეტრზე იყო გახეული, უშუალოდ მოაჯირთან. მოძრავ შახტას და მოაჯირს შორის მანძილი არის დაახლოებით 10 სმ. გარღვევა ძნელად შესამჩნევი არ ყოფილა. როგორც აღნიშნა, არაუგვიანეს 3 წლისა, უნდა მოხდეს ლიფტის ინსპექტირება, თუმცა მოქალაქის შეტყობინების საფუძველზეც მიდიან, როცა ლიფტი ხმაურობს. რადგან ლიფტი მუშაობდა შემოწმების გარეშე, დააჯარიმეს შპს ,,ვ---------–-----“.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–---------- ა-----------მა განმარტა, რომ მუშაობს შპს ,,ვ---------–------ში“, რომელიც დაარსდა 2008 წელს და ეწეოდა ლიფტების მომსახურეობას. კომპანიის მეწილეები იყვნენ: ა-–---------- ა-----------ი, რომელიც იყო მექანიკოსი და ასევე ევალებოდა ინკასაცია და ნაწილებით მომარაგება, ა------- ე-----ი - მთავარი ინჟინერი და კ----- ა-----------ი - დირექტორი. სამივენი იყვნენ ელექტრო მექანიკოსები და ევალებოდათ ლიფტის შემოწმება. კურსების გავლის შემდეგ, ზედამხედველობის სამსახურში აიღეს შესაბამისი ნებართვა. კონკრეტული ლიფტის შესამოწმებლად თავად არ ყოფილა, თუმცა არსებული ხელშეკრულების შესახებ მისთვის ცნობილი იყო. აღნიშნულ ლიფტს ამოწმებდნენ კ----- ა-----------ი და ა------- ე-----ი. შემოწმების შესახებ ოქმს არ ადგენენ. მომხდარი ფაქტის შემდეგ მე-2-3 დღეს ნახა მოაჯირის ზემოთ შახტის გახეული მავთულბადე და დაამაგრეს. შემთხვევამდე რომ ენახა, მანამდეც დაამაგრებდა. ლიფტის შემოწმებისას, სამანქანოში ადიან ლიფტით, ყველა სართულზე აჩერებენ, თუმცა კაბინიდან არ გამოდიან, შესაბამისად ბადეები გარედან არასოდეს შეუმოწმებიათ, მიუხედავად იმისა, რომ შახტაც არის ლიფტის შემადგენელი ნაწილი. შემთხვევის ადგილზე ინკასაციაზე მიდიოდნენ კ----- ა-----------ი და ა------- ე-----ი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ა------- ე-----მა განმარტა, რომ მუშაობს შპს ,,ვ---------–------ში“ მთავარ ინჟინრად და ელექტრო მექანიკოსის პოზიციაზე 2008 წლიდან. მთავარი ინჟინრის ფუნქციებში შედის: ლიფტის მომსახურეობა, შეკეთება და უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირება. კომპანიაში მუშაობენ კ----- ა-----------ი, ა-–---------- ა-----------ი და ა------- ე-----ი, ასევე ყავთ დამხმარე მუშა და ბუღალტერი. ვ-–----–----–----------–--–------------------------ის ლიფტის მომსახურება დაიწყეს ხელშეკრულების საფუძველზე, მომხდარ ფაქტამდე დაახლოებით 1 წლით ადრე. შესაბამისად, კომპანიის ვალდებულება იყო ლიფტის შეკეთება და კვანძების უსაფრთხოების შემოწმება. თავდაპირველად ლიფტი შემოწმდა კ----- ა-----------ის მიერ, ხოლო შემდეგ მოწმემ დაიწყო შემოწმება გამოძახების მიხედვით. კ----- ა-----------ი არის დირექტორი, თუმცა სამივენი ასრულებენ ერთსა და იმავე საქმეს, შპს-ში მათი თანამდებობები იყო ფორმალური. კ----- ა-----------ს ქონდა აღნიშნული ლიფტი მიღებული და შემოწმებული. მოწმემ განმარტა, რომ მოცემულ ობიექტზე 7-10 დღეში ერთხელ მაინც მიდიოდა ხან მარტო, ხან კ----- ა-----------თან ერთად და ამოწმებდა. შემოწმებისას სართულზე დადიოდნენ ლიფტით, მათ შორის ზოგჯერ დგებოდნენ ლიფტის სახურავზე და შიგნიდან ათვალიერებდნენ შახტას. გახეული ბადე არ დაუნახავს. უშუალოდ კიბეზე ფეხით ასვლის შემთხვევაში დაინახავდა, თუმცა გარედან შახტა არ შეუმოწმებია. გახეული ბადე შემთხვევის შემდეგ ნახეს და დაამაგრეს. დაზიანებული მავთულბადე დასაშვები არაა, რადგან ის შედის ლიფტის შემადგენლობაში. გახეულ ბადის შესახებ არავის არაფერი უთქვამს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე რ----- წ----–------ დაადასტურა მის მიერ 2017 წლის 6 აპრილს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: 2017 წლის 24 მარტს, თბილისში, ვ-–----–----–----------–--–-----------------------------------------------------------–ზე გარღვეული ლიფტის შახტის დამცავი ლითონის ბადის ღიობში, იმავე სადარბაზოში მცხოვრები ბავშვის მ------ მ-------–---–ის თავის შეყოფისას, რომელსაც ლიფტის მოძრავმა საპირწონემ თავის არეში მიაყენა სასიკვდილო ტრავმა, დარღვეულ იქნა ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე ს----------–---------------- 2----–-–----------------- N4-- დადგენილების N3 მუხლის N1,N11,და N12 პუნქტების, N4 მუხლის N13 პუნქტისა და ნორმატივის ,,ПРАВИЛА УСТРОЙСТВА И БЕЗОПАСНОСНОЙ ЭКСПЛУАТАЦИИ ЛИФТОВ-ის’’ N4. პუნქტის ,,УСТРОЙСТВА ЛИФТОВ-ის’’ N4.1.1 ქვეპუნქტის მოთხოვნები (დეტალურად იხილეთ კვლევით ნაწილში).
საქმის მასალებში წარმოდგენილი ამხანაგობა ,,ს----------–------სა’’ და შპს ,,ვ---------–------ს’’ შორის დადებული 2016 წლის 01 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე ზემოაღნიშნული ლიფტის ექსპლუატაციაზე ზედამხედველობის აწარმოებს შპს ,,ვ---------–-----“ , რომელიც ასევე პასუხისმგებელია მის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე.
ადგილზე ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ შახტის დამცავი ლითონის ბადეს გარღვეულ ადგილას აკეცილ ნაწილზე, რომელიც ადგილებში კუსტარულად არის მავთულებით დაბმული, გაჩენილი აქვს აბლაბუდის ქსელები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აღნიშნული ღიობი არ არის ახალი გაკეთებული, მაგრამ იმის დადგენა, თუ ზუსტად როდის გაკეთდა იგი, დღეის მდგომარეობით შეუძლებელია.
2017 წლის 5 ოქტომბრის დასკვნის თანახმად: 2017 წლის 24 მარტს, თბილისში, ვ-–----–----–----------–--–-----------------------------------------------------------–ზე გარღვეული ლიფტის შახტის დამცავი ლითონის ბადის ღიობში, იმავე სადარბაზოში მცხოვრები ბავშვის მ------ მ-------–---–ის თავის შეყოფისას, რომელსაც ლიფტის მოძრავმა საპირწონემ თავის არეში მიაყენა სასიკვდილო ტრავმა, დარღვეულ იქნა ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე ს----------–---------------- 2----–-–----------------- N4-- დადგენილების N3 მუხლის N1,N11,და N12 პუნქტების, N4 მუხლის N13 პუნქტისა და ნორმატივის ,,ПРАВИЛА УСТРОЙСТВА И БЕЗОПАСНОСНОЙ ЭКСПЛУАТАЦИИ ЛИФТОВ-ის’’ N4. პუნქტის ,,УСТРОЙСТВА ЛИФТОВ-ის’’ N4.1.1 ქვეპუნქტის მოთხოვნები (დეტალურად იხილეთ კვლევით ნაწილში).
ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე ს----------–---------------- 2----–-–----------------- N4-- დადგენილების N3 მუხლის N11 პუნქტის მოთხოვნების თანახმად, ექსპლუატაციის ფაქტობრივ პირობებთან ლიფტის შესაბამისობაზე პასუხისმგებელია ლიფტის ექსპლუატაციის გამწევი პირი.
საქმის მასალებში წარმოდგენილი ამხანაგობა ,,ს----------–------სა’’ და შპს ,,ვ---------–-----ს’’ შორის დადებული 2016 წლის 01 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე, ზემოაღნიშნული ლიფტის ექსპლუატაციაზე ზედამხედველობას აწარმოებს შპს ,,ვ---------–-----“ , რომელიც ასევე პასუხისმგებელია მის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე.
ადგილზე ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ შახტის დამცავი ლითონის ბადეს გარღვეულ ადგილას აკეცილ ნაწილზე, რომელიც ადგილებში კუსტარულად არის მავთულებით დაბმული, გაჩენილი აქვს აბლაბუდის ქსელები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აღნიშნული ღიობი არ არის ახალი გაკეთებული, მაგრამ იმის დადგენა თუ ზუსტად როდის გაკეთდა იგი, დღეის მდგომარეობით შეუძლებელია.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ პერიოდულად ლიფტი უნდა შემოწმდეს შახტასთან ერთად, ვინაიდან შახტა არის ლიფტის შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი. ორგანიზაცია ვალდებული იყო ეკონტროლებინა ლიფტიც და შახტაც და ლიფტის უსაფრთხოებაზე გაეწია პასუხისმგებლობა. ხვრელის ზომა იყო საკმაოდ დიდი, დანახვა შეიძლებოდა, შესაბამისად ვისაც ეს საქმე ევალებოდა, უნდა მოეხდინა შესაბამისი რეაგირება და დაზიანების აღმოფხვრა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე თ---------- ქ----–--ემ დაადასტურა მის მიერ 2017 წლის 2 ივნისს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შპს ,,ა-------------–----------–------–--------–----------------------------–------“ სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N3----ის და იმავე კლინიკის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ქსეროასლების ჩანაწერებით მ------ მ-------–---–ი კლინიკაში მოთავსდა 24.03.2017წ. 19:40 საათზე. ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა 24.03.2017წ. 21:15 საათზე. დაესვა დიაგნოზი: პოლიტრავმა, ქალა ტვინის ღია ტრავმა, სახის ანატომიური მთლიანობის დარღვევა, თავის გაჭყლეტა, ქალა ფუძის მოტეხილობა/?/, ხერხემლის დაზიანება/?/. ტრავმული და ჰემორაგიული შოკი, გულის გაჩერება, სუნთქვისა გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა. სხეულზე არსებული დაზიანებები ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას. დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ აღნიშნული დაზიანებები შეიძლება გამოეწვია ბლაგვ საგანს, მძიმე საგნის მოხვედრას, ვარდნისას და ა.შ..
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა კ----- ა-----------მა განმარტა, რომ არის შპს ,,ვ---------–------ის“ დირექტორი და მეწილე. კომპანიას გააჩნდა ლიფტების მომსახურეობაზე ნებართვა და ხელშეკრულებების საფუძველზე უზრუნველყოფდნენ კორპუსებში ლიფტების გამართულ მუშაობას. ბრალდებული იყო კომპანიის დირექტორი და როგორც დირექტორი, დებდა ხელშეკრულებას და აწერდა ხელს, თუმცა თავადაც იყო ელექტრო-მექანიკოსი და ამოწმებდა ლიფტებს. პროცედურა შემდეგნაირია: ლიფტის შემოწმებისას ადის ყველა სართულზე, ამოწმებს დაზიანებებს, ბოლოს ადის სამანქანოზე. შემთხვევის ადგილზე გარღვეული ბადე არ ქონდა დანახული. მანვე განმარტა, რომ უნდოდა კონკრეტული ლიფტის რემონტი და წერილებიც ქონდა გაგზავნილი გამგეობაში, მაგრამ არც ერთხელ არ დაუფინანსებიათ უფულობის გამო. დააფინანსეს მხოლოდ უბედური შემთხვევის შემდეგ. ბრალდებულმა განმარტა, რომ დაზიანებული ბადე რომ ქონოდა ნანახი, აუცილებლად გააკეთებდა. გამგეობის სამსახურის სპეციალისტები ამოწმებენ ლიფტის უსაფრთხოებას. ბადე დაზიანებული თუ იქნებოდა, ისინი იტყოდნენ. სპეციალისტებმა კი უთხრეს, რომ არაფერი იყო დაზიანებული. არასოდეს არავის უთქვამს აღნიშნული დაზიანების შესახებ. ბრალდებულმა განმარტა, რომ იანვარში შეამოწმა ლიფტი და დაზიანება არ იყო, როდის დაზიანდა მისთვის უცნობია, შესაძლოა შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრეც.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ:
- 2017 წლის 24 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, ვ-–----–----–----------–--–-------------------------------- სადარბაზოში. სადარბაზოში განთავსებულია ლიფტის შახტა, რომელსაც გარშემო გარდა კარის ადგილისა, მთელს სიგრძეზე მე-9 სართულამდე შემოვლებული აქვს დამცავი მავთულბადე. მ-------------–ამდე კიბეებსა და მოაჯირზე, ასევე შახტის დამცავ რკინის ღერძზე აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები. მ-------------–ზე კიბეებიდან მარჯვენა მხარეს ჩანს, რომ ლიფტის შახტის დამცავი მავთულბადე არის გახსნილი, გარღვეული და დამაგრებულია კუსტარულად, რამდენიმე ადგილას მავთულით. აღნიშნულ ადგილას ჩანს, რომ შახტის ლითონის ღერძზე არის მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი შედედებული მასა, ასევე მოწითალო ფერის სითხე აღინიშნება დაზიანებული ლითონის ბადის ქვედა მხარეს დაუზიანებელი ლითონის ბადეზე. მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები აღინიშნება ლიფტის კაბინის მარეგულირებელ სიმძიმეზე, რამდენიმე ადგილას, ასევე ლიფტის კაბინის გარე ზედაპირზე სამაგრი ლითონის ბაგირის მიმდებარედ.
- 2015 წლის 23 ოქტომბრის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს ,,ვ---------–-----“ დარეგისტრირდა 2008 წლის 13 მარტს, დირექტორია კ----- ა-----------ი.
- 2008 წლის 7 მარტის შპს ,,ვ---------–------ის წესდების თანახმად, შპს დაარსებულია დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით. საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორები არიან: კ----- ა-----------ი, ა-–---------- ა-----------ი, მ------ ბ-----ე, ბ---- ლ-----ე, ა------- ე-----ი, ა-----– წ---–-----ი. საზოგადოების მიზანი და სამეურნეო საქმიანობა: საზოგადოების საქმიანობის ძირითადი საგანია: ლიფტების მონტაჟი, მომსახურება, რემონტი. საზოგადოების ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ეკისრება დირექტორს, რომელიც ინიშნება პარტნიორთა კრების მიერ.
- 2008 წლის 7 მარტის შპს ,,ვ---------–------ის“ დამფუძნებელთა კრების ოქმი N---- თანახმად, საზოგადოების დირექტორად დაინიშნა კ----- ა-----------ი, გადაწყვეტილება კი მიღებული იქნა ერთხმად.
- 2008 წლის 14 აპრილის სსიპ საქართველოს ტ-------------------------–-----------–-–----- ინსპექციის საშიში საწარმოო ობიექტის ექსპლუატაციის ნებართვის თანახმად, შპს ,,ვ---------–------ის“ საქმიანობის სახეობაა - ლიფტების ექსპლუატაცია.
- 2008 წლის 11 აპრილის ტ-------------------------–-----------–-–------------–-------------------–---–---–-- ბრძანების თანახმად, გაიცა შპს ,,ვ---------–------ზე“ საშიშ საწარმოო ობიექტის (ლიფტი) ექსპლუატაციის ნებართვა - უვადოდ.
- 2016 წლის 1 იანვრის ხელშეკრულება N-------- თანახმად, ხელშეკრულება გაფორმდა შპს ,,ვ---------–------ის“ დირექტორ კ----- ა-----------სა და ამხანაგობა ,,ს----------–------ის“ თავმჯდომარე ე--- მ---------ეს შორის. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ვ-–----–----–----------–--–-------–- მდებარე მ----------------------------------- ლიფტის მომსახურებაზე ტექ. ზედამხედველობის გაწევა. მხარეთა ვალდებულებაში აღნიშნულია, რომ შემსრულებელი ვალდებულია პერიოდულად უზრუნველყოს ლიფტის ტექ. დათვალიერება და უსაფრთხოების კვანძების შემოწმება.
- 2----–-–-------------- ტექნიკური ინსპექტირების ოქმი N------ის თანახმად, შემოწმებული იქნა თბილისში, ვ-–----–----–----------–--–----------------------------- სადარბაზოში დამონტაჟებული სამგზავრო ლიფტი, შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი: ლიფტს არ გააჩნია ტექნიკური დოკუმენტაცია, კაბინაში არ არის გამოკრული ფირნიში ტვირთამწეობისა და მგზავრთა დასაშვები რაოდენობის მითითებით, ლიფტის სამანქანო განყოფილება ჩახერგილია უცხო საგნებით, ლიფტის შახტის თანაორმო არ არის სათანადოდ განათებული, შახტის მავთულბადე გარღვეულია მ-------------–ზე, გაუმართავია მოწყობილობა, რომელიც ამცირებს საწევ ბაგირებში დაჭიმვის სხვაობას, არ ხდება ლიფტზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოების აღრიცხვა.
- 2017 წლის 13 აპრილის ს----------–-------------------------------------------------------------- დადგენილების თანახმად, შპს ,,ვ---------–------ი“ დაჯარიმდა 700 ლარით.
- 2017 წლის 19 აპრილის თ---–----------–----–----------------------------–---------------------------------–------------------ წერილის თანახმად, ბმა ,,ს----------–------ის“ თავმჯდომარე ე--- მ---------ემ ლიფტის შეკეთების თაობაზე განცხადებით მიმართა გამგეობას 2016 წლის 9 დეკემბერს. დადგენილი წესის მიხედვით ექსპერტიზაზე გადაიგზავნა ა(ა)იპ თ---–----------–----–-------- ლაბორატორიაში. შედეგები წერილობით ეცნობა ამხანაგობას და მიეცა განსაზღვრული ვადა (5 დღე) ახალი ხარჯთაღრიცხვის წარდგენისთვის, ექსპერტიზის შედეგების გათვალისწინებით, რაც ამხანაგობამ არ გააკეთა. შესაბამისად წარმოება შეწყდა. 2017 წლის 1 თებერვალს ამხანაგობამ განმეორებით მიმართა გამგეობას ანალოგიური განცხადებით, რომლის წარმოებაც ხორციელდება თანადაფინანსებით. წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა და დეფექტური აქტი დადგენილი პროცედურების დაცვით 2-ჯერ გადაიგზავნა ექსპერტიზისთვის ა(ა)იპ თ---–----------–----–-------- ლაბორატორიაში. დასკვნის გათვალისწინებით განმცხადებელმა განმეორებით წარადგინა კორექტირებული დოკუმენტაცია, რომელიც ასევე გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.
- 2----–-–------------- სსიპ ტ------------------–-----–-- ზედამხედველობის სააგენტოს ლიფტის ტექნიკური გამართულობის აქტის თანახმად, დათვალიერდა თბილისში, ვ-–----–----–----------–--–----------------------------- სადარბაზოში არსებული სამგზავრო ლიფტი. შემოწმების შედეგები: ლიფტი ტექნიკურად გამართულია, დასაშვებია ექსპლუატაცია, არსებული წესების მოთხოვნათა დაცვით.
- 2017 წლის 6 აპრილის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: 2017 წლის 24 მარტს, თბილისში, ვ-–----–----–----------–--–-----------------------------------------------------------–ზე გარღვეული ლიფტის შახტის დამცავი ლითონის ბადის ღიობში, იმავე სადარბაზოში მცხოვრები ბავშვის მ------ მ-------–---–ის თავის შეყოფისას, რომელსაც ლიფტის მოძრავმა საპირწონემ თავის არეში მიაყენა სასიკვდილო ტრავმა, დარღვეულ იქნა ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე ს----------–---------------- 2----–-–----------------- N4-- დადგენილების N3 მუხლის N1,N11,და N12 პუნქტების, N4 მუხლის N13 პუნქტისა და ნორმატივის ,,ПРАВИЛА УСТРОЙСТВА И БЕЗОПАСНОСНОЙ ЭКСПЛУАТАЦИИ ЛИФТОВ-ის’’ N4. პუნქტის ,,УСТРОЙСТВА ЛИФТОВ-ის’’ N4.1.1 ქვეპუნქტის მოთხოვნები (დეტალურად იხილეთ კვლევით ნაწილში). საქმის მასალებში წარმოდგენილი ამხანაგობა ,,ს----------–------სა’’ და შპს ,,ვ---------–------ს’’ შორის დადებული 2016 წლის 01 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე, ზემოაღნიშნული ლიფტის ექსპლუატაციაზე ზედამხედველობას აწარმოებს შპს ,,ვ---------–-----“, რომელიც ასევე პასუხისმგებელია მის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე. ადგილზე ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ შახტის დამცავი ლითონის ბადეს გარღვეულ ადგილას აკეცილ ნაწილზე, რომელიც ადგილებში კუსტარულად არის მავთულებით დაბმული, გაჩენილი აქვს აბლაბუდის ქსელები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აღნიშნული ღიობი არ არის ახალი გაკეთებული, მაგრამ იმის დადგენა თუ ზუსტად როდის გაკეთდა იგი, დღეის მდგომარეობით შეუძლებელია.
- 2017 წლის 5 ოქტომბრის დასკვნის თანახმად: 2017 წლის 24 მარტს, თბილისში, ვ-–----–----–----------–--–-----------------------------------------------------------–ზე გარღვეული ლიფტის შახტის დამცავი ლითონის ბადის ღიობში, იმავე სადარბაზოში მცხოვრები ბავშვის მ------ მ-------–---–ის თავის შეყოფისას, რომელსაც ლიფტის მოძრავმა საპირწონემ თავის არეში მიაყენა სასიკვდილო ტრავმა, დარღვეულ იქნა ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე ს----------–---------------- 2----–-–----------------- N4-- დადგენილების N3 მუხლის N1,N11,და N12 პუნქტების, N4 მუხლის N13 პუნქტისა და ნორმატივის ,,ПРАВИЛА УСТРОЙСТВА И БЕЗОПАСНОСНОЙ ЭКСПЛУАТАЦИИ ЛИФТОВ-ის’’ N4. პუნქტის ,,УСТРОЙСТВА ЛИФТОВ-ის’’ N4.1.1 ქვეპუნქტის მოთხოვნები (დეტალურად იხილეთ კვლევით ნაწილში). ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე ს----------–---------------- 2----–-–----------------- N4-- დადგენილების N3 მუხლის N11 პუნქტის მოთხოვნების თანახმად, ექსპლუატაციის ფაქტობრივ პირობებთან ლიფტის შესაბამისობაზე პასუხისმგებელია ლიფტის ექსპლუატაციის გამწევი პირი. საქმის მასალებში წარმოდგენილი ამხანაგობა ,,ს----------–------სა’’ და შპს ,,ვ---------–------ს’’ შორის დადებული 2016 წლის 01 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე ზემოაღნიშნული ლიფტის ექსპლუატაციაზე ზედამხედველობას აწარმოებს შპს ,,ვ---------–-----“, რომელიც ასევე პასუხისმგებელია მის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე. ადგილზე ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ შახტის დამცავი ლითონის ბადეს გარღვეულ ადგილას აკეცილ ნაწილზე, რომელიც ადგილებში კუსტარულად არის მავთულებით დაბმული, გაჩენილი აქვს აბლაბუდის ქსელები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აღნიშნული ღიობი არ არის ახალი გაკეთებული, მაგრამ იმის დადგენა თუ ზუსტად როდის გაკეთდა იგი, დღეის მდგომარეობით შეუძლებელია.
- 2017 წლის 2 ივნისის დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შპს ,,ა-------------–----------–------–--------–----------------------------–------“ სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N3----ის და იმავე კლინიკის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ქსეროასლების ჩანაწერებით, მ------ მ-------–---–ი კლინიკაში მოთავსდა 24.03.2017წ. 19:40 საათზე. ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა 24.03.2017წ. 21:15 საათზე. დაესვა დიაგნოზი: პოლიტრავმა, ქალა ტვინის ღია ტრავმა, სახის ანატომიური მთლიანიბის დარღვევა, თავის გაჭყლეტა, ქალა ფუძის მოტეხილობა/?/, ხერხემლის დაზიანება/?/. ტრავმული და ჰემორაგიული შოკი, გულის გაჩერება, სუნთქვისა გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა. სხეულზე არსებული დაზიანებები ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას. დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებით სიკვდილის მიზეზის დადგენა შეუძლებელია. სიკვდილის მიზეზის დადგენა ხდება გვამის გამოკვლევით. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული და სხვა რაიმე მომწამვლელ ნივთიერების შესახებ მითითებული არ არის. სისხლის და სისხლის კომპონენტების გადასხმის ოქმში მითითებულია სისხლის ჯგუფი -0 რეზუს - ფაქტორი - პოზიტივი. სისხლის ჯგუფობრიობის საკონტროლო გამოკვლევების შედეგები - პაციენტის სისხლის ჯგუფი: 0p.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები ასევე, შეთანხმდნენ როგორც ბრალდების, ასევე, დაცვის მხარის ცალკეულ მტკიცებულებებზე, როგორც უდავო მტკიცებულებებზე, რამაც შეიძინა პრეიუდიციული შინაარსი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ეს მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს სპეციალურ - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.
რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, შინაგანი რწმენის საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი ზოგჯერ აღიწერება როგორც უტყუარობის ის დონე, რომელიც ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გამოიყენოს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში.
რაც შეეხება მტკიცებულებათა საკმარისობას, ერთობლიობას, მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ანუ ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური და გონივრულად მოაზროვნე პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენაში და არ გაუჩნდეს ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
კანონმდებლის მიერ სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით კრიმინალიზებულია გულგრილობა - ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია სამეწარმეო და სხვა ორგანიზაციის როგორც ქონებრივი, ისე სხვა მართლზომიერი ინტერესი, მათ შორის ავტორიტეტი. დამატებითი ობიექტია მოქალაქეთა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესი. დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე პირი, რომელიც აღჭურვილია ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილებით.
ობიექტური მხრივ ქმედება გამოიხატება: ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობაში, ან არაჯეროვან შესრულებაში, შედეგში - რამაც გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა, მე-2 ნაწილის შემთხვევაში კი შედეგში - ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, და ბოლოს მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მე-2 ნაწილის თანახმად კი ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში, ამასთან ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მოცემულ შემთხვევაში, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, 2015 წლის 23 ოქტომბრის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის, შპს ,,ვ---------–------ის წესდებისა და 2008 წლის 7 მარტის შპს ,,ვ---------–------ის“ დამფუძნებელთა კრების ოქმი N---- თანახმად, შპს დაარსებულია დამფუძნებელთა 2008 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით. საზოგადოების ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ეკისრება დირექტორ კ----- ა-----------ის, რომელიც საზოგადოების დირექტორად დაინიშნა ერთხმად.
2008 წლის 11 აპრილის ტ-------------------------–-----------–-–------------–-------------------–---–---–-- ბრძანების თანახმად, გაიცა შპს ,,ვ---------–------ზე“ საშიშ საწარმოო ობიექტის (ლიფტი) ექსპლუატაციის ნებართვა - უვადოდ.
2016 წლის 1 იანვრის ხელშეკრულება N-------- თანახმად, ხელშეკრულება გაფორმდა შპს ,,ვ---------–------ის“ დირექტორ კ----- ა-----------სა და ამხანაგობა ,,ს----------–------ის“ თავმჯდომარე ე--- მ---------ეს შორის. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ვ-–----–----–----------–--–-------–- მდებარე მ----------------------------------- ლიფტის მომსახურებაზე ტექ. ზედამხედველობის გაწევა. მხარეთა ვალდებულებაში აღნიშნულია, რომ შემსრულებელი ვალდებულია პერიოდულად უზრუნველყოს ლიფტის ტექ. დათვალიერება და უსაფრთხოების კვანძების შემოწმება.
2----–-–-------------- ტექნიკური ინსპექტირების ოქმი N------ის თანახმად თბილისში, ვ-–----–----–----------–--–----------------------------- სადარბაზოში დამონტაჟებული სამგზავრო ლიფტის შემოწმების შედეგად სხვადასხვა დარღვევებთან ერთად გამოვლინდა ის ფაქტი, რომ შახტის მავთულბადე გარღვეულია მ-------------–ზე, არ ხდება ლიფტზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოების აღრიცხვა.
მოწმემთა ჩვენებების (მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი) თანახმად, 2017 წლის 24 მარტს მ------ მ-------–---–მა თავი შეყო მ-------------–ის მოაჯირთან არსებული ლიფტის შახტის დამცავი მავთულბადის ღიობში, რა დროსა თავზე დაეცა ლიფტის კაბინის მარეგულირებელი სიმძიმე, რის შედეგადაც საავადმყოფოში გარდაიცვალა.
2017 წლის 24 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თ---–--–-----–----–----–----------–--–-------- მ----------------------------------ში. სადარბაზოში განთავსებულია ლიფტის შახტა, რომელსაც გარშემო გარდა კარის ადგილისა, მთელს სიგრძეზე მე-9 სართულამდე შემოვლებული აქვს დამცავი მავთულბადე. მ-------------–ამდე კიბეებსა და მოაჯირზე, ასევე შახტის დამცავ რკინის ღერძზე აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები. მ-------------–ზე კიბეებიდან მარჯვენა მხარეს ჩანს, რომ ლიფტის შახტის დამცავი მავთულბადე არის გახსნილი, გარღვეული და დამაგრებულია კუსტარულად, რამდენიმე ადგილას მავთულით. აღნიშნულ ადგილას ჩანს, რომ შახტის ლითონის ღერძზე არის მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი შედედებული მასა, ასევე მოწითალო ფერის სითხე აღინიშნება დაზიანებული ლითონის ბადის ქვედა მხარეს დაუზიანებელი ლითონის ბადეზე. მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები აღინიშნება ლიფტის კაბინის მარეგულირებელი სიმძიმეზე, რამდენიმე ადგილას, ასევე ლიფტის კაბინის გარე ზედაპირზე სამაგრი ლითონის ბაგირის მიმდებარედ.
2017 წლის 2 ივნისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ------ მ-------–---–ი კლინიკაში მოთავსდა 24.03.2017წ. 19:40 საათზე. ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა 24.03.2017წ. 21:15 საათზე. დაესვა დიაგნოზი: პოლიტრავმა, ქალა ტვინის ღია ტრავმა, სახის ანატომიური მთლიანიბის დარღვევა, თავის გაჭყლეტა, ქალა ფუძის მოტეხილობა/?/, ხერხემლის დაზიანება/?/. ტრავმული და ჰემორაგიული შოკი, გულის გაჩერება, სუნთქვისა გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა. სხეულზე არსებული დაზიანებები ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას. დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გაანალიზების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. კერძოდ დადასტურებულია, რომ შპს ,,ვ---------–------ის“ საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ლიფტების ექსპლუატაცია, ხოლო კომპანიის წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით სარგებლობდა დირექტორი კ----- ა-----------ი. 2016 წლის 1 იანვარს შპს ,,ვ---------–------ის“ დირექტორმა კ----- ა-----------მა ხელშეკრულება გააფორმა თ---–--–-----–----–----–----------–-–-------–-, კორპუს N3-ის ამხანაგობა ,,ს----------–------ის“ თავმჯდომარე ე--- მ---------ესთან, რომლითაც ვალდებულებას იღებდა - კორპუსის მ------------------ ლიფტის სწორ და უსაფრთხო ექსპლუატაციის, ტექნიკური დათვალიერებისა და უსაფრთხოების კვანძების შემოწმებაზე.
კ----- ა-----------მა არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, კერძოდ მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არ შეამოწმა და არ შეაკეთა კ---------------------------------------------–--- ლიფტის შახტის გარღვეული ლითონის მავთულბადე, რასაც შედეგად მოყვა მცირეწლოვანი მ------ მ-------–---–ის გარდაცვალება, კერძოდ: 2017 წლის 24 მარტს მ------ მ-------–---–მა, თავი შეყო კ---------------------------------------------–--- ლიფტის შახტის დამცავი ლითონის ბადის გარღვეულ ღიობში, რა დროსაც თავში მოხვდა მოძრავი ლიფტის საპირწონე და მიაყენა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა აღნიშნული კორპუსის მ-----------------ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა დაადასტურეს, რომ მ-------------–ზე წლების განმავლობაში არსებობდა ლიფტის შახტის გარღვეული მავთულბადე, კიბის მოაჯირთან, რაც ადვილი შესამჩნევი იყო კიბეზე ფეხით მოსიარულე ადამიანისათვის.
სსიპ სა---------–------------------------–-----–-----------------–--------------------–-------------------------–---------–-------–--------------------------------–------------------–--- მთავარ სპეციალისტ ზ----- გ---–---ის ჩვენების თანახმად, ბადე საკმაოდ დიდ ზომაზე - 60 სმ-ის დიამეტრზე იყო გახეული. შახტას და მოაჯირს შორის მანძილი კი დაახლოებით 10 სმ, შესაბამისად გარღვევა ძნელად შესამჩნევი არ ყოფილა.
2017 წლის 5 ოქტომბრის დასკვნის თანახმად, ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე ს----------–---------------- 2----–-–----------------- N4-- დადგენილების N3 მუხლის N11 პუნქტის მოთხოვნების თანახმად, ექსპლუატაციის ფაქტობრივ პირობებთან ლიფტის შესაბამისობაზე პასუხისმგებელია ლიფტის ექსპლუატაციის გამწევი პირი. საქმის მასალებში წარმოდგენილი ამხანაგობა ,,ს----------–------სა’’ და შპს ,,ვ---------–------ს’’ შორის დადებული 2016 წლის 01 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე, ზემოაღნიშნული ლიფტის ექსპლუატაციაზე ზედამხედველობას აწარმოებს შპს ,,ვ---------–-----“, რომელიც ასევე პასუხისმგებელია მის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე.
ამასთან, ადგილზე ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ შახტის დამცავი ლითონის ბადეს გარღვეულ ადგილას აკეცილ ნაწილზე, რომელიც ადგილებში კუსტარულად არის მავთულებით დაბმული, გაჩენილი აქვს აბლაბუდის ქსელები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აღნიშნული ღიობი არ არის ახალი გაკეთებული, მაგრამ იმის დადგენა, თუ ზუსტად როდის გაკეთდა იგი, დღეის მდგომარეობით შეუძლებელია.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ კ----- ა-----------ი მუდმივად, თვეში 2-3-ჯერ მაინც ამოწმებდა ლიფტს და სართულებს შორის ლიფტის და შახტის დამცავი ბადის მდგომარეობას და მას მ-------------–ზე არსებული გარღვეული ბადე არ შეუნიშნავს, რადგან დაზიანება რამდენიმე დღით ადრე არ არსებობდა. მისთვის არავის მიუთითებია არსებული დაზიანების შესახებ, შესაბამისად ვარაუდობს, რომ წინა დღეებში შესაძლოა ვინმემ განგებ დააზიანა.
უპირველს ყოვლისა სასამართლო განმარტავს, რომ როგორც ს----------–---------------- დადგენილება №4---ის, ისე ამხანაგობა ,,ს----------–------თან’’ დადებული ხელშეკრულების თანახმად, კ----- ა-----------ი ვალდებული იყო უზრუნველეყო ლიფტის გამართული და უსაფრთხო მუშაობა, მიუხედავად იმისა, ვინმე მიაწვდიდა, თუ არა მას ინფორმაციას არსებული დაზიანების შესახებ. უსაფრთხო მუშაობისათვის ხელისშემშლელი გარემოებები მას თავად უნდა გამოევლინა და აღმოეფხვრა, ამის ვალდებულება გააჩნდა მას და არა მოქალაქეს, რომელიც სარგებლობდა კონკრეტული ლიფტით. ამასთან, უტყუარად დადასტურებულია ის გარემოებაც, რომ დამცავი ბადე წარმოადგენს შახტის შემადგენელ და ლიფტის განუყოფელ ნაწილს.
ს----------–---------------- დადგენილება №4---ის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად - ექსპლუატაციის ფაქტობრივ პირობებთან ლიფტის შესაბამისობაზე პასუხისმგებელია ლიფტის ექსპლუატაციის გამწევი პირი, მე-12 ნაწილის თანახმად - ლიფტის ექსპლუატაცია დაუშვებელია, თუ სათანადო (დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად) დამონტაჟებისა და ექსპლუატაციის პირობების მიუხედავად საფრთხე ექმნება ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, ხოლო მე-4 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად: ლიფტის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ლიფტის დანადგარები და მასთან დაკავშირებული მოწყობილობები ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ მომსახურების, რემონტისა და საგანგებო სიტუაციების დროს. იმ სივრცეში, რომელშიც მოძრაობს ლიფტი, ასევე თანაორმოში, შეღწევა შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ან საგანგებო სიტუაციების დროს. ლიფტის ექსპლუატაცია უნდა შეწყდეს აღნიშნულ სივრცეებში ადამიანის შეღწევის შემთხვევაში.
დაცვის მხარე უთითებს ერთის მხრივ - 2----–-–------------- სსიპ ტ------------------–-----–-- ზედამხედველობის სააგენტოს ლიფტის ტექნიკური გამართულობის აქტსა და მეორე მხრივ სასამართლო სხდომაზე დაკითხული კორპუსის მაცხოვრებლების ჩვენებებზე, როგორც წინააღმდეგობრივ მტკიცებულებაზე, რადგან 2----–-–------------- აქტის თანახმად თბილისში, ვ-–----–----–----------–--–----------------------------- სადარბაზოში არსებული სამგზავრო ლიფტის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ლიფტი ტექნიკურად გამართულია, დასაშვებია ექსპლუატაცია, არსებული წესების მოთხოვნათა დაცვით. დაკითხული კორპუსის მაცხოვრებლები კი უთითებენ, რომ სადავო დაზიანება 10 ან მეტი წლის მანძილზე არსებობდა.
სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად არსებული მცირე წინააღმდეგობისა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2----–-–-------------- ტექნიკური ინსპექტირების ოქმით და ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დგინდება, რომ მ-------------–ზე შახტის დამცავი ლითონის ბადე გარღვეულ ადგილას აკეცილია და ადგილებში კუსტარულად მავთულებით არის დაბმული, გაჩენილი აბლაბუდის ქსელები მიუთითებს იმაზე, რომ სადავო ღიობი არ არის ახალი გაკეთებული, მითუფრო რამდენიმე დღით ადრე.
აქვე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ა-–---------- ა-----------ის და ა------- ე-----ის ჩვენებებზე. აღნიშნულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მათ შახტის მავთულბადე არასდროს შეუმოწმებიათ, კერძოდ: ა-–---------- ა-----------მა განმარტა, რომ მოაჯირის ზემოთ შახტის გახეული მავთულბადე ნახეს მხოლოდ შემთხვევის შემდეგ. ლიფტის შემოწმებისას, სამანქანოში ადიან ლიფტით, ყველა სართულზე აჩერებენ, თუმცა კაბინიდან არ გამოდიან, ბადეები გარედან არასოდეს შეუმოწმებიათ.
ა------- ე-----მა განმარტა, რომ მოცემულ ობიექტზე შესამოწმებლად 7-10 დღეში ერთხელ მაინც მიდიოდა ხან მარტო, ხან კ----- ა-----------თან ერთად. შემოწმებისას სართულზე დადიოდნენ ლიფტით, მათ შორის ზოგჯერ დგებოდნენ ლიფტის სახურავზე და შიგნიდან ათვალიერებდნენ შახტას, გახეული ბადე არ დაუნახავს, უშუალოდ კიბეზე ფეხით ასვლის შემთხვევაში დაინახავდა, თუმცა გარედან შახტა არ შეუმოწმებიათ.
აღნიშნული კი გამორიცხავს დაცვის მხარის განმარტებას წინა დღეებში მავთულბადის სპეციალურად გამორღვევის შესაძლებლობის შესახებ. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, რომ ის თითქოსდა ხშირად ამოწმებდა ლიფტს, მის შემადგენელ შახტას და სამანქანოს და გამორღვეული ბადე რამდენიმე დღით ადრე არ არსებობდა. აღნიშნულის საპირისპიროდ სწორედაც დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბრალდებულის მხრიდან რეალურად არ ხორციელდებოდა როგორც კანონით იმპერატიულად განსაზღვრული, ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეოებების ჯეროვანი შესრულება, სხვა შემთხვევაში აუცილებლად მოხდებოდა დაზიანების აღმოჩენა-შეკეთება, რითაც თავიდან იქნებოდა აცილებული მ------ მ-------–---–ის გარდაცვალება.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას - ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების არასაკმარისობის შესახებ, რომ დაკითხული მოწმეთა ჩვენებები და გამოკვლეული მტკიცებულებები ვერ ადასტურებს ბრალდებას და შესაბამისად, კ----- ა-----------ი ამ საფუძვლით ცნობილი უნდა იქნას უდანაშაულოდ.
ამასთან, ბრალდებულის განმარტებები არსებით წინააღმდეგობაშია საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების, ექსპერტიზის დასკვნების და სხვა არაერთი მტკიცებულების შინაარსთან, იგი არ შეესაბამება ობიექტურ სინამდვილეს და მიმართულია ბრალდებულის მხრიდან მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისაკენ. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაბათილება როგორც წესი, შესაძლებელია სხვა კონტრმტკიცებულებით, რაც დაცვის მხარის მიერ არ წარმოდგენილა და ეს არ და ვერ აიხსნება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მხოლოდ ბრალდების მხარეს და დაცვის მხარეს ამ პრინციპიდან გამომდინარე, არ აქვს თავისი არგუმენტების წარმოდგენის უფლება, რაც ცხადია, შეჯიბრებითობის პირობებში სწორედ მის ინტერესშია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ იმაზე მინიშნებით, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ბრალდებულის ბრალეულობას, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსიდან. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, კონკრეტულად ქონდა თუ არა ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას ადგილი.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდებულის ჩვენება განპირობებულია პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით და წარმოადგენს პასუხიმგებლობის სხვაზე გადაბრალების ერთგვარ მცდელობას, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ყოველგვარი ეჭვის გარეშე დასტურდება, რომ კ----- ა-----------მა არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები - მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არ შეამოწმა და არ შეაკეთა კ---------------------------------------------–--- ლიფტის შახტის გარღვეული ლითონის მავთულბადე, რასაც შედეგად მცირეწლოვანი მ------ მ-------–---–ის გარდაცვალება მოყვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ კ----- ა-----------მა ჩაიდინა გულგრილობა, ე.ი. ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-5 წლამდე ვადით.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დანაშაულის ჩადენის შემდგომ მის ქცევას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ბრალდებულ კ----- ა-----------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასამართლოLOგანმარტავს, რომ სიცოცხლის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და მისი ხელყოფისაკენ მიმართული დანაშაული განსაკუთრებულ პრევენციას და მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის გამოსწორება შეუძლებელია საზოგადოებისგან მისი იზოლაციის გარეშე და მის მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენებით შეუძლებელია სასჯელის მიზნების მიღწევა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პიროვნების და ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე, კ----- ა-----------ის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კ----- ა-----------ი (პ№0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა კ----- ა-----------ს დაეწყოს 2019 წლის 10 აპრილის 17 საათი და 20 წუთიდან და კ----- ა-----------ი დაუყონებლივ დაკავებული იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში.
კ----- ა-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს.
კ----- ა-----------ის სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლის ლაქები და ლითონის ამონაჭერი, რომელიც ინახება პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოსურათები კომპიუტერულ დისკზე, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე