განაჩენი

სისხლის სამართლის 09.03.2020
საქმის ნომერი
330100114561256
ინსტანცია
თარიღი
09.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100114561256

საქმე №1ბ/359-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

თავჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი

მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი

ბესიკ ბუგიანიშვილი

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: გ-------------–----

მსჯავრდებულის: რ-----–---------

ადვოკატის: ლ---------------

მონაწილეობით,საქართველოს გ-------–----- პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორის გ-------------–---- და მსჯავრდებულ რ-----–--------- ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ--------------- სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ რ-----–------------–------------- მიმართ, დაბადებული - 1----–-–---------–---- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ რეგისტრირებული: სა-----------------–------------------------ ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------------–---–----------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2201 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენით, რ-----–--------- ქმედება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2201 მუხლის პირველი ნაწილზე;

რ-----–-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2201 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის„ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) და და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 2201 მუხლის პირველი ნაწილით, ჯარიმა 20.000(ოცი ათასი)ლარის ოდენობით:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ლ---------- კინოთეატრისა და ოთხთვლიანი საზოგადოებრივი ტუალეტის ეპიზოდი) ჯარიმა 20 000(ოცი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ხ-–------ მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლის ეპიზოდი) ჯარიმა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (სოფელ ს------ ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით რ-----–--------- სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 30.000(ოცდაათი ათასი)ლარის ოდენობით.

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით რ-----–--------- ბრალი ედებოდა მასში, რომ მან ჩაიდინა მითვისება ე.ი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით;

მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (ლ---------- კინოთეატრისა და ოთხთვლიანი საზოგადოებრივი ტუალეტის, ხ-–------ მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და ჭ---------- მუნიციპალიტეტის სოფელი ს------ სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ეპიზოდები).

რ-----–--------- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია;

მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (ლ---------- კინოთეატრისა და ოთხთვლიანი საზოგადოებრივი ტუალეტის, ხ-–------ მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და ჭ---------- მუნიციპალიტეტის სოფელი ს------ სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ეპიზოდები).

რ-----–--------- ქმედებები გამოიხატა შემდეგში: შპს „------------ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2000 წლის 2 ნოემბერს, რა დროსაც მიენიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------- შპს „-------------- საწესდებო კაპიტალის 50%-ის დამფუძნებელი არის ვ----------------–---–-- ხოლო დარჩენილი 50%-ის დამფუძნებელი და ამავდროულად საწარმოს დირექტორი - რ-----–--------. 2012 წლის 19 ივლისს, კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 ივლისის N---- და საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 30 ივლისის N---- განკარგულებების საფუძველზე, სახელმწიფო ხაზინიდან ა(ა)იპ „-------------------–--------------------------------- ანგარიშზე ჩაირიცხა 35 000 000 ლარი. აღნიშნული ტრანსფერი უნდა მოხმარებოდა კახეთის რეგიონში 2012 წელს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს. საამისოდ ა(ა)იპ „-------------------–--------------------------------- და შპს „------------- შორის 2012 წლის 20 ივლისს, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, გაფორმდა ხელშეკრულება გ----------- რაიონის სოფელ კ--–-----–- ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ, ღირებულებით 300 081,08 ლარი, რომელიც უნდა დასრულებულიყო 2012 წლის 20 აგვისტოს, ხოლო 2012 წლის 21 აგვისტოს, ასევე გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, გაფორმდა ხელშეკრულება ლ---------- რაიონის სოფელ ლ--–---–- ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ, ღირებულებით 775 077,5 ლარი, რომელიც უნდა დასრულებულიყო 2012 წლის 30 სექტემბერს. ორივე ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების საერთო ოდენობამ შეადგინა 1 075 158 ლარი. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების შემდგომ, 2012 წლის 16 ოქტომბერს გაწეული სამუშაოების ღირებულება - 1 075 158 ლარი, სრულად იქნა გადარიცხული შპს „------------- ანგარიშზე. შპს „------------- ანგარიშზე ფულადი თანხის ჩარიცხვის შემდგომ, ამავე საზოგადოების დირექტორმა რ-----–--------მ დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი შელახვა გამოიწვია, კერძოდ, რ-----–--------მ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდგომ, მიღება ჩაბარების აქტებში ე.წ. ფორმა N--ებში, შესრულებულ სამუშაოთა მოცულობები შეიყვანა არასწორად, რის გამოც მის განკარგულებაში, აღმოჩნდა სამუშაოთა შესასრულებლად გამოყოფილი 76 180,55 ლარი.

-2012 წლის 20 აგვისტოს, ლ---------- მუნიციპალიტეტსა და შპს „------------- შორის, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, გაფორმდა N-38 ხელშეკრულება ლ---------- კინოთეატრის შენობის რეაბილიტაციისა და ლ--------–- ოთხთვლიანი საზოგადოებრივი ტუალეტის სამშენებლო სამუშაოებზე. სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 178 962 ლარს (მათ შორის კინოთეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე - 149 876 ლარს, ხოლო ოთხთვლიანი საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობაზე - 29 086 ლარს). ხელშეკრულების მიხედვით, შესყიდვის ობიექტის საბოლოო ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის, მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საანგარიშსწორებო დოკუმენტის საფუძველზე. თანხის გადარიცხვა ხდებოდა ეტაპობრივად წარდგენილი შუალედური აქტების საფუძველზე. შპს „------------- დირექტორს რ-----–--------- „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2----–-–---------–-------------- ბრძანების თანახმად, ევალებოდა გამარტივებული წესით, სახელმწიფო შესყიდვის დროს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებები მიღება-ჩაბარების აქტებში განესაზღვრა ფაქტიურად გაწეული დანახარჯების მიხედვით. მიუხედავად ამისა, 2012 წლის 25 სექტემბერს რ-----–--------მ განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ ფულად თანხებს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, რ-----–--------- მიერ შუალედურ და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტებში ხელოვნურად იქნა გაზრდილი მასალათა ერთეული ღირებულებები, მათი მოწყობისათვის და ტრანპორტირებისათვის გაცემული ანაზღაურება, რითაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით შეძლო სამუშაოთა დამკვეთებისაგან მოტყუებით მიეღო დამატებითი 42 427 ლარი.

 

- 2012 წლის სექტემბერში, შპს „----------------- გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ხ-–------ N-, ხ-–------ N-, ხ-–------ N-, ხ-–------ N-, ხ-–------ N-, ხ-–------ N-, ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ხ–----- ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ს-------, ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ წ------- და ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ო--------- საჯარო სკოლებმა, ცალ-ცალკე გააფორმეს ხელშეკრულებები სკოლის შენობის მოწყობის და გათბობის სისტემების მონტაჟის თაობაზე. ათივე ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 1 601851 ლარი (დღგ-ს ჩათვლით). ზემოაღნიშნული ყველა ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში. ხელშეკრულების მიხედვით, შესყიდვის ობიექტის საბოლოო ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის, მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საანგარიშსწორებო დოკუმენტის საფუძველზე. თანხის გადარიცხვა ხდებოდა ეტაპობრივად, წარდგენილი შუალედური აქტების საფუძველზე. შპს „------------- დირექტორს რ-----–--------- „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2----–-–---------–-------------- ბრძანების თანახმად, ევალებოდა გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვის დროს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებები მიღება-ჩაბარების აქტებში განესაზღვრა ფაქტიურად გაწეული დანახარჯების მიხედვით. მიუხედავად ამისა, 2012 წლის დეკემბერში, რ-----–--------მ განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ ფულად თანხებს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით შუალედურ და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტებში, ხელოვნურად იქნა გაზრდილი მასალათა ერთეული ღირებულებები, მათი მოწყობისათვის და ტრანპორტირებისათვის გაცემული ანაზღაურება, რითაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შეძლო სამუშაოთა დამკვეთებისაგან მოტყუებით მიეღო დამატებითი 233 258 ლარი.

 

- 2012 წლის 17 ოქტომბერს, სსიპ ჭ---------- მუნიციპალიტეტის სოფელი ს------ საჯარო სკოლასა და შპს „------------- შორის, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, გაფორმდა N-- ხელშეკრულება ქ. ჭ---------- სოფელ ს------ საჯარო სკოლის სარემონტო და გათბობის მოწყობის სისტემის სამუშაოების შესყიდვაზე. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 301 087 ლარს. ხელშეკრულების მიხედვით, შესყიდვის ობიექტის საბოლოო ღირებულება განისაზღვრება ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, რომლის შესაბამისად შესაძლებელია შემცირდეს ხელშეკრულების ფასი. საბოლოო ანგარიშსწორება მოხდებოდა წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, შესყიდვის ობიექტი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ სამუშაოს შესრულების აქტის (ფორმა N-, ფორმა N-) წარმოდგენისა და გაფორმების შემდეგ. თანხის გადარიცხვა ხდებოდა ეტაპობრივად წარდგენილი შუალედური აქტების საფუძველზე. შპს „------------- დირექტორს რ-----–--------- „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის N-------- ბრძანების თანახმად, ევალებოდა გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვის დროს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებები მიღება-ჩაბარების აქტებში განესაზღვრა ფაქტიურად გაწეული დანახარჯების მიხედვით. მიუხედავად ამისა, 2012 წლის 10 დეკემბერს, რ-----–--------მ განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ ფულად თანხებს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით შუალედურ და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტებში ხელოვნურად იქნა გაზრდილი მასალათა ერთეული ღირებულებები, მათი მოწყობისათვის და ტრანპორტირებისათვის გაცემული ანაზღაურება, რითაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით შეძლო სამუშაოთა დამკვეთებისაგან მოტყუებით მიეღო დამატებითი 105 041 ლარი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გ-------–----- პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორმა გ-------------–---- და მსჯავრდებულ რ-----–--------- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ----------------

ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, რ-----–--------- დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების სამივე ეპიზოდში სასჯელის საიხთ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.

დაცვის მხარემ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. პალატა უპირველეს ყოვლისა ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს მსჯავრდებულის მიმართ თაღლითობის ბრალდებით წარდგენილ სამივე ეპიზოდთან დაკავშირებით. აღნიშნულ ეპიზოდებში სასამართლო განაჩენის დასაბუთებისას დაეყრდნო 2014 წლის 27 იანვრისა და 2014 წლის 17 თებერვლის რევიზიის აქტებს და მათი ავტორების ჩვენებებს, ასევე თითოეულ ობიექტთან დაკავშირებით ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებს და მათი ავტორების ჩვენებებს. თუმცა პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული აქტისა და ექსპერტიზის დასკვნების შეფასება სხვა მტკიცებულებებთან მიმართებაში, რომელიც ბრალდების მხარემ უდაოდ სცნო, სასამართლოს მიერ მოხდა არასრულყოფილად, ასევე განაჩენში მართალია მოყვანილია დაცვის მხარის ზოგიერთი მტკიცებულება, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ისინი მსჯავრდებულის ქმედების მოტივთან და მიზანთან მიმართებაში, სასამართლოს მიერ შეფასების გარეშე იქნა დატოვებული.

 

1. ხ-–------ N---------------------- ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელების: ხ–----- ს-------, წ------- და ო--------- საჯარო სკოლების რეაბილიტაციის ეპიზოდი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის 2017 წლის 27 იანვრის დოკუმენტალური რევიზიის აქტის თანახმად ჩატარდა შემოწმება, ხ-–------ N---------------------- ასევე სოფლების ს-------, წ-------, ხ–---- და ო--------- საჯარო სკოლების გათბობა-მოწყობის ცენტრალური სამუშაოების მიმართ შედგენილი ფორმა N--ში ასახული პირდაპირი დანახარჯების მონაცემები, რამდენად შეესაბამებოდა საბუღალტრო დოკუმენტაციაში ასახულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ სკოლებში ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისა და გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებით, შპს „------------- ფორმა №--ში ასახული შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება - 1 407 983 ლარი (დღგ-ს ჩათვლით) 233 258 ლარით მეტია საბუღალტრო მონაცემების მიხედვით გაწეულ 1 174 725 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) დანახარჯებთან შედარებით. აღნიშნული თახის ოდენობა -233 258 ლარი - არის სწორედ ის თანხა, რომლის თაღლითურად მითვისებაში რ-----–--------- მსჯავრი დაედო.

პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული აქტის სისწორე დაადასტურეს მოწმეებმა: ზ------------------------–---------–---–---

პალატა სამართლიანობიდან გამომდინარე, თვალსაჩინოებისათვის მოიყვანს კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებით აქტითა და შესაბამისი საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით მიღებულ შედეგს და კონკრეტული ობიექტის წარმომადგენლის პოზიციას შესრულებულ სამუშაოსთან და შპს „--------------თვის გადახდილ თანხებთან დაკავშირებით.

- 2017 წლის 27 იანვრის დოკუმენტალური რევიზიის აქტის თანახმად 2012 წლის 24 სექტემბერს სსიპ ქ. ხ-–------ N- საშუალო სკოლასა და შპს „------------- შორის გაფრმდა ხელშეკრულება გამარტივებული შეყიდვის საშუალებით სკოლის შენობის მოწყობის სამუშაოების ჩატარების შესახებ. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 319 835 ლარს, ხოლო საბოლოო ღირებულება უნდა განსაზღვრულიყო ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო მხარეების მიერ შედგენილი ფორმა N--ს, ფორმა N--ის და შედარების აქტის საფუძველზე, ხოლო საბოლოო ანგარიშსწორების საფუძველს წარმოადგენდა სამშენებლო სამუშაოებზე შედგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის დამატებითი ხარჯები უნდა აენაზღაურებინა სკოლას. სამუშაოების დასრულების თარიღად განისაზღვრა 2012 წლის 25 დეკემბერი.

აქტის თანახმად, რომლის მიზანს წარმოადგენდა ფორმა N- - ში მითითებულ პირდაპირ დანახარჯებსა და საბუღალტრო ჩანაწერებში არსებული მონაცემებს შორის შესაბამისობის განსაზღვრა, დადგინდა, რომ ქ.ხ-–------ N- საჯარო სკოლაში ჩატარებულ სამუშაოებზე შედგენილი ფორმა N--ს მიხედვით ნაჩვენები შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება(მასალის პირდაპირი ხარჯები, ხელფასის პირდაპირი ხარჯები, ზედნადები ხარჯები, გეგმიური დაგროვება, ტრანსპორტის ხარჯები, 18% დღგ) შეადგენს 277 7125 ლარს, ხოლო საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით 208 041 ლარს, ანუ ფორმა N- - ში დაფიქსირებული ხარჯები 69 683 ლარით მეტია საბუღალტრო მონაცემებში დაფიქსირებულ გაწეულ ხარჯებზე.

- 2013 წლის 27 თებერვლის საინჟინრო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, რომლის მიზანი იყო დადგენილიყო წარმოებული სარემონტო სამუშაოების მოცულობები და ღირებულებები, რამდენად შეესაბამებოდა ფორმა N--ში მოცემულ სამუშაოთა მოცულობებს და ღირებულებას, დგინდება, რომ შპს „------------- მიერ სსიპ ხ-–------ N- საჯარო სკოლაში წარმოებული სარემონტო სამუშაოების მოცულობები, რიგ შემთხვევაში არ შეესაბამება წარმოდგენილ ფორმა N--ში მოცემულ სარემონტო სამუშაოების მოცულობებს, შესაბამისად, შპს „------------- მიერ, აღნიშნულ ობიექტზე წარმოებული სარემონტო სამუშაოების საერთო ღირებულება, წარმოებული სამუშაოების ფაქტიური მოცულობებისა და ხარჯთაღრიცხვით მოცემული სამუშაოთა ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით, ასევე დამკვეთის მიერ ფარული სამუშაოების ჩათვლით, შეადგენს 277724,76 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), რაც წარმოდგენილ ფორმა N--ში მოცემულ 279225,39 ლარზე 1500,63 ლარით ნაკლებია (დღგ-ს ჩათვლით).

გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაიკითხა ქ.ხ-–------ N- საჯარო სკოლის დირექტორი

მ---------------------–-–---–-- რომლის ჩვენებაც ბრალდების მხარის მიერ უდაოდ იქნა ცნობილი, მოწმემ დაადასტურა შპს „------------- მიერ, სკოლაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ფაქტი და განმარტა, რომ ობიექტზე დასრულდა სამუშაოები, შედგა საბოლოო ხარჯთაღრიცხვა და მიღება - ჩაბარების აქტი მასსა და შპს „------------- შორის. საბოლოო თანხად განისაზღვრა 279 225, 39 ლარი. ამის შემდეგ. მისივე ინციატივით ჩატარებული იქნა ჩატარებული სამუშაოების საინჟინრო ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც შესრულებული სამუშაოების თანხად განისაზღვრა 277 724,76 ლარს ნაცვალად 279 225,39 ლარისა. მან სწორედ ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული თანხა გადაურიცხა შპს „------------- თავიდან 90%, ხოლო ბოლოს 10%. დარჩენილი თანხები კი, რომლებიც არ გახარჯულა სამუშაოებზე და ექსპერტიზაზე, ხაზინაში დაბრუნდა.

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოება დასტურდება ქ.ხ-–------ N- საშუალო სკოლასთან, ასევე ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფლების: წ-------, ხ–---- და ს------- სკოლებთან დაკავშირებით, სადაც სახელშეკრულებო პირობები გარდა თანხებისა, იდენტური იყო კერძოდ:

- 2017 წლის 27 იანვრის დოკუმენტალური რევიზიის აქტის თანახმად, სოფელ ხ–---- საჯარო სკოლაში ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ფორმა N--ში ნაჩვენები სამუშაოთა ღირებულება შედგენს 124 147 ლარს, ხოლო საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით 68 802 ლარს. ანუ ფორმა N--ში დაფიქსირებული ხარჯები 55.345 ლარით მეტია საბუღალტრო მონაცემებში დაფიქსირებულ გაწეულ ხარჯებზე.

2013 წლის 13 იანვრის საინჟინრო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, შპს „-------------ს მიერ, სსიპ ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელი ხ–---- საჯარო სკოლაში წარმოებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მოცულობები რიგ შემთხვევაში არ შეესაბამება წარმოდგენილ ფორმა N--ში მოცემულ აღნიშნული სამუშაოების მოცულობებს, შესაბამისად, შპს „------------- მიერ, მოცემულ ობიექტზე წარმოებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საერთო ღირებულება, წარმოებული ხილული სამუშაოების ფაქტიური მოცულობებისა და მოცემული სამუშაოთა ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით, ასევე დამკვეთის მიერ ფარული სამუშაოების მოცულობების ჩათვლით, შეადგენს 124147,68 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), რაც წარმოდგენილ ფორმა N--ში მოცემულ 124520,33 ლარზე - 372,65 ლარით ნაკლებია.

გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაიკითხა სოფელი ხ–---- საჯარო სკოლის დირექტორი ლ---–---------–---–-- რომლის ჩვენებაც ბრალდების მხარის მიერ უდაოდ იქნა ცნობილი. მოწმემ დაადასტურა, რომ მიღებულ სამუშაოებზე პერიოდულად ხდებოდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტების წარმოდგენა, რის საფუძველზეც შპს „------------- სკოლის ანგარიშიდან, მისი ზედამხედველობით ერიცხებოდა შესრულებული სამუშაოს ღირებულება. მოწმის განმარტებით, სწორედ ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული თანხა 124.000 ლარი ჩაერიცხა შესრულებული სამუშაოებისათვის შპს „------------- და ხოლო დარჩენილი თანხები დააბრუნეს ხაზინაში.

- 2017 წლის 27 იანვრის დოკუმენტალური რევიზიის აქტის თანახმად, სოფელ წ------- საჯარო სკოლაში ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ფორმა N--ში ნაჩვენები სამუშაოთა ღირებულება შედგენს 43 143 ლარს, ხოლო საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით 50 632 ლარს. ანუ ფორმა N--ში დაფიქსირებული ხარჯები 7 489 ლარით ნაკლებია საბუღალტრო მონაცემებში დაფიქსირებულ გაწეულ ხარჯებზე.

2013 წლის 29 იანვრის საინჟინრო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, შპს „------------- მიერ სსიპ ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელი წ------- საჯარო სკოლაში წარმოებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მოცულობები რიგ შემთხვევაში არ შეესაბამება წარმოდგენილ ფორმა N--ში მოცემულ აღნიშნული სამუშაოების მოცულობებს, შესაბამისად, შპს „------------- მიერ, მოცემულ ობიექტზე წარმოებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საერთო ღირებულება, წარმოებული ხილული სამუშაოების ფაქტიური მოცულობებისა და მოცემული სამუშაოთა ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით, ასევე დამკვეთის მიერ ფარული სამუშაოების მოცულობების ჩათვლით, შეადგენს 43143,91 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), რაც წარმოდგენილ ფორმა N--ში მოცემულ 43462,16 ლარზე - 318,25 ლარით ნაკლებია.

გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაიკითხა სოფელი წ------- საჯარო სკოლის დირექტორი ლ--–-----–------- რომლის ჩვენებაც ბრალდების მხარის მიერ უდაოდ იქნა ცნობილი. მოწმის ჩვენებაში საყურადღებოა ის გარემოება, რომ სამუშაოების წარმოებისათვის ინფრასტრუქტურის სააგენტომ სკოლას ჩაურიცხა 38.462 ლარი, მაშინ როდესაც ექსპერტიზის დასკვნით რეალურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 43143,91 ლარი. ამასთან, მოწმის განმარტებით მისი ზედამხედველობით ერიცხებოდა შპს „-------------. ასევე შესრულებულ სამუშაოებზე ჩატარდა საინჟინრო ექსპერტიზა და სააგენტოდან გადმორიცხული თანხები სრულად იქნა გახარჯული სამუშაოების შესრულებაზე.კერძოდ დამონტაჟდა გათბობა, სველი წერტილები და სახურავი. მოწმემ აღნიშნა, რომ სახურავის მონრტაჟის ღირებულება შპს „------------- სკოლას აჩუქა, რაზედაც ხელშკრულება არ ყოფილა გაფორმებული.

- 2017 წლის 27 იანვრის დოკუმენტალური რევიზიის აქტის თანახმად, სოფელ ს------- საჯარო სკოლაში ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ფორმა N--ში ნაჩვენები სამუშაოთა ღირებულება შედგენს 30,137 ლარს, ხოლო საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით 32 186 ლარს. ანუ ფორმა N--ში დაფიქსირებული ხარჯები 2050 ლარით ნაკლებია საბუღალტრო მონაცემებში დაფიქსირებულ გაწეულ ხარჯებზე.

2013 წლის 30 იანვრის საინჟინრო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, ხ-–------ რაიონის სოფელ სატივეში, შპს „------------- მიერ შესრულებული, სკოლის სარემონტო სამუშაოების ფაქტიური მოცულობები, ძირითადად შეესაბამება ფორმა №--ში ნაჩვენებ მოცულობებს, თუმცა შესრულებულ სამუშაოთა აქტში ნაჩვენები ერთ-ერთი პუნქტში ნაჩვენები სამუშაო (შემყვან-გამანაწილებელი მოწყობილობა 3 ჯგუფიანი) არ არის მოწყობილი. ჩვენს მიერ მოხდა შესრულებული სამუშაოთა აქტის დაკორექტირება, რის შედეგადაც შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 30137,91 ლარი, ნაცვლად შესრულებული სამუშაოთა აქტში (ფორმა №--ში ნაჩვენები 30284,66 ლარს.

გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაიკითხა სოფელ ს------- საჯარო სკოლის დირექტორი რ------------------–-- რომლის ჩვენებაც ბრალდების მხარის მიერ უდაოდ იქნა ცნობილი. მოწმემ დაადასტურა, რომ შპს „------------- შესრულებული სამუშაოებისათვის, ნაცვლად ფორმა N--ში ნაჩვენები 30284,66 ლარისა, სწორედ ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული თანხა 30137,91 ლარი გადაურიცხა.

- 2017 წლის 27 იანვრის დოკუმენტალური რევიზიის აქტის თანახმად, ქ.ხ-–------ N- საჯარო სკოლაში ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ფორმა N--ში ნაჩვენები სამუშაოთა ღირებულება შედგენს 313 270 ლარს, ხოლო საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით 274 098 ლარს. ანუ ფორმა N--ში დაფიქსირებული ხარჯები 39 172 ლარით მეტია საბუღალტრო მონაცემებში დაფიქსირებულ გაწეულ ხარჯებზე.

2013 წლის 27 იანვრის საინჟინრო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, შპს „------------- მიერ სსიპ ხ-–------ N- საჯარო სკოლაში წარმოებული სარემონტო სამუშაოების მოცულობები, რიგ შემთხვევაში არ შეესაბამება წარმოდგენილ ფორმა N--ში მოცემულ სარემონტო სამუშაოების მოცულობებს, შესაბამისად, შპს „------------- მიერ, აღნიშნულ ობიექტზე წარმოებული სარემონტო სამუშაოების საერთო ღირებულება, წარმოებული სამუშაოების ფაქტიური მოცულობებისა და ხარჯთაღრიცხვით მოცემული სამუშაოთა ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით, ასევე დამკვეთის მიერ ფარული სამუშაოების ჩათვლით, შეადგენს 313269,98 ლარს, დღგ-ს ჩათვლით, რაც წარმოდგენილ ფორმა N--ში მოცემულ 315073,73 ლარზე -1803,75 ლარით ნაკლებია, დღგ-ს ჩათვლით.

გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაიკითხა ქ.ხ-–------ N- საჯარო საჯარო სკოლის დირექტორი მ-------–-–------ რომლის ჩვენებაც ბრალდების მხარის მიერ უდაოდ იქნა ცნობილი. მოწმემ დაადასტურა, რომ შპს „------------- შესრულებული სამუშაოებისათვის, საბოლოოდ გადახდილი იქნა ექსპერტიზით დადგენილი თანხა, ხოლო ზედმეტობა დაბრუნდა სახელმწიფო ბიუჯეტში.

- ქ.ხ-–------ N----- და ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ო--------- საჯარო სკოლებს, 2017 წლის 27 იანვრის დოკუმენტალური რევიზიის აქტის თანახმად, ჩატარებულ სამუშაოებზე შედგენილი ფორმა N--ს მიხედვით ნაჩვენები შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებასა და საბუღალტრო მონაცემებში დაფიქსირ და სხვაობა მეტობის სახით, კერძოდ, ქ.ხ-–------ N- საჯარო სკოლასთან მიმართებაში - 9.094 ლარით მეტი, ქ.ხ-–------ N- საჯარო სკოლასთან მიმართებაში - 50 448 ლარით მეტი, სოფელ ო--------- საჯარო სკოლასთან მიმართებაში - 39 237 ლარით მეტი.

საინჟინრო ექსპეტიზის დასკვენების მიხედვით კი, სამივე ობიექტთან დაკავშირებით, შპს „------------- მიერ აღნიშნულ სკოლებში წარმოებული სარემონტო სამუშაოების მოცულობები, შეესაბამება წარმოდგენილ ფორმა N--ში მოცემულ სარემონტო სამუშაოების მოცულობებს, შესაბამისად, შპს „------------- მიერ, აღნიშნულ ობიექტზე წარმოებული სარემონტო სამუშაოების საერთო ღირებულება, წარმოებული სამუშაოების ფაქტიური მოცულობებისა და ხარჯთაღრიცხვით მოცემული სამუშაოთა ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით, ასევე დამკვეთის მიერ ფარული სამუშაოების ჩათვლით შეესაბამება ფორმა N--ში მოცემულ სამუშაოთა ღირებულებებს, კერძოდ, ქ.ხ-–------ N- საჯარო სკოლასთან მიმართებაში - 36432, 61 ლარს, ქ.ხ-–------ N- საჯარო სკოლასთან მიმართებაში -206009,7 ლარს, ხოლო სოფელ ო--------- საჯარო სკოლასთან მიმართებაში -235477,39 ლარს.

მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა: მ-----------------------------------–-----------------------------------–--–---–---ო--------- საჯარო სკოლის დირექტორი), რომელთა ჩვენებების ასევე უდაოდ იქნა მიჩნეული ბრალდების მხარის მიერ, დაადასტურეს, რომ შპს „------------- შესრულებული სამუშაოებისათვის, საბოლოოდ გადახდილი იქნა ექსპერტიზით დადგენილი თანხა, ხოლო ზედმეტობა დაბრუნდა სახელმწიფო ბიუჯეტში. რაც შეეხება მოწმე ნ-------------N- საჯარო სკოლის დირექტორი), მან დაადასტურა შპს „------------- -თვის შესრულებული სამუშაოებისათვის თანხის გადარიცხვის ფაქტი, თუმცა ვერ გაიხსენა ექსპერტიზის შედეგები.

- რაც შეეხება ქ.ხ-–------ N-------- საჯარო სკოლებს, 2017 წლის 27 იანვრის დოკუმენტალური რევიზიის აქტის თანახმად, ჩატარებულ სამუშაოებზე შედგენილი ფორმა N--ს მიხედვით ნაჩვენები შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებასა და საბუღალტრო მონაცემებში დაფიქსირ და სხვაობა მეტობით ქ.ხ-–------ N- საჯარო სკოლასთან მიმართებაში - 17.747 ლარით მეტი, ხოლო ქ.ხ-–------ N- საჯარო სკოლასთან მიმართებაში, პირიქით, ნაკლებობით -2436 ლარით მეტი, სოფელ ო--------- საჯარო სკოლასთან მიმართებაში - 39 237 ლარით მეტი.

საინჟინრო ექსპეტიზის დასკვენების მიხედვით კი, ორივე ობიექტთან დაკავშირებით, შპს „------------- მიერ სსიპ ხ-–------ აღნიშნულ სკოლებში წარმოებული სარემონტო სამუშაოების მოცულობები, რიგ შემთხვევაში არ შეესაბამება წარმოდგენილ ფორმა N--ში მოცემულ სარემონტო სამუშაოების მოცულობებს, შესაბამისად, შპს „------------- მიერ, აღნიშნულ ობიექტზე წარმოებული სარემონტო სამუშაოების საერთო ღირებულება, წარმოებული სამუშაოების ფაქტიური მოცულობებისა და ხარჯთაღრიცხვით მოცემული სამუშაოთა ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით, ასევე დამკვეთის მიერ ფარული სამუშაოების ჩათვლით, ქ.ხ-–------ N- საჯარო სკოლასთან მიმართებაში შეადგენს 68698, 60 ლარს, რაც წარმოდგენილ ფორმა N--ში მოცემულ 72124,75 ლარზე -3426,15 ლარით ნაკლებია.

ხოლო ქ.ხ-–------ N- საჯარო სკოლასთან მიმართებაში შეადგენს 74 938,35 ლარს ლარს, რაც წარმოდგენილფორმა N--შიმოცემულ 75089,42 ლარზე, 2151,07 ლარით ნაკლებია.

მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა: თ-----------------------------------–----------------------------–----------------–----------( N- საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე), რომელთა ჩვენებების ასევე უდაოდ იქნა მიჩნეული ბრალდების მხარის მიერ, დაადასტურეს შპს „------------- მიერ შესრულებული სამუშაოების ფაქტი თუმცა კონკრეტულად რა თანხები გაიხარჯა სარემონტო სამუშაოებისათვის ვერ დაასახელეს და მიუთითეს, რომ აღნიშნულის შესახებინფორმაციას ფლობდნენ სკოლის დირექტორები, ა-----–------- N- საჯარო სკოლის დირექტორი) და ნ-----–------ ( N- საჯარო სკოლის დირექტორი). თუმცა გამოძიების მიერ აღნიშნული პირები არ(ვერ) იქნენ დაკითხულნი.

ამდენად, ერთი მხრივ სახეზეა 2017 წლის 27 იანვრის დოკუმენტალური რევიზიის აქტით დადგენილი ფაქტები, რომლის მიხედვითაც ჩატარებულ სამუშაოებზე შედგენილი ფორმა N--ის მიხედვით ნაჩვენები შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებასა და საბუღალტრო მონაცემებში დაფიქსირდა სხვაობები, ხოლო მეორე მხრივ საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნები და მოწმეთა ჩვენებები, რომელთა ერთობლივი ანალიზი გამორიცხავს მსჯავრდებულ რ-----–--------- მიერ ამ ეპიზოდში ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ რევიზიის აქტიც და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნები საფუძვლად დაუდო გამამტყუნებელ განაჩენს, რასაც პალატა არ ეთანხმება.

პალატა ჩატარებულ საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნების შეფასებისას ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იმ სკოლებთან მიმართებაში, სადაც ექსპერტიზის დასკვნით შპს „------------- მიერ წარმოებული სარემონტო სამუშაოების მოცულობებსა და წარმოდგენილ ფორმა N--ში მოცემულ სარემონტო სამუშაოების მოცულობებს შორის რიგ შემთხვევებში დაფიქსირდა თუნდაც მცირე სხვაობები, ყველა ამ სკოლის დირექტორმა გარდა N-------- სკოლებისა , რომლებიც გამოძიების მიერ არ ქნენ დაკითხულნი, განაცხადეს, რომ მიღებულ სამუშაოებზე პერიოდულად ხდებოდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტების წარმოდგენა, რის საფუძველზეც შპს „------------- სკოლის ანგარიშიდან, მათი ზედამხედველობით ერიცხებოდა შესრულებული სამუშაოს ღირებულება. შპს „------------- შესრულებული სამუშაოებისათვის, საბოლოოდ, გადაუხადეს არა ფორმა N--ში მითითებული თანხები, არამედ, სწორედ მათივე ინიციატივით დანიშნული ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე განსაზღვრული თანხები, ხოლო ზედმეტობა დაბრუნებული იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში.

პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებისა და მოწმეთა ჩვენებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე იმის მტკიცება, რომ მსჯავრდებულის ქმედებაში ადგილი აქვს თაღლითობის, როგორც ობიექტურ, ისე სუბიექტურ ნიშნებს, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

გარდა ამისა, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ მითითებულ ობიექტებზე სამუშაოთა ციკლი ერთდროულად მიმდინარეობდა 2012 წლის სექტემბერ-დეკმბრის განმავლობაში. აღნიშნულის გათვალისწინებით გამოდის, რომ ერთი და იგივე დროის განმავლობაში, მსჯავრდებულ რ-----–--------- იმ სკოლებთან (ქ.ხ-–------ N----- და ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ო--------- საჯარო სკოლები), მიმართებაში, სადაც სარემონტო სამუშაოების მოცულობები, შეესაბამებოდა ფორმა N--ში მოცემულ სარემონტო სამუშაოების მოცულობებს, არ გააჩნდა პირდაპირი განზრახვა თაღლითურად დაუფლებოდა ამ სამუშაოებისათვის გამოყოფილ თანხებს, ხოლო იმ სკოლებთან მიმართებაში, სადაც სარემონტო სამუშაოების მოცულობები, რიგ შემთხვევებში არ შეესაბამებოდა ფორმა N--ში მოცემულ სარემონტო სამუშაოებს, მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით, თაღლითურად თანხების დაუფლების მიზნით, რაც პალატის აზრით ქმედების სუბიექტური ნიშნის (მოტივი, მიზანი) თვალსაზრისით, სამართლებრივ ნონსესს წარმოადგენს და ვერ იქნება გაზიარებული.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნები გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება.

- პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული იქნა პირდაპირი სახის მტკიცებულებები, რომლითაც ახსნილია 2017 წლის 27 იანვრის დოკუმენტალური რევიზიის აქტის მიხედვით, ჩატარებულ სამუშაოებზე შედგენილი ფორმა N--ის მიხედვით ნაჩვენები შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებასა და საბუღალტრო მონაცემებში დაფიქსირებული სხვაობების მიზეზი.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე დ---------------- განმარტა, რომ იყო „------------- ბუღალტრის თანაშემწე 2010-13 წლებში. მთავარი ბუღალტერი იყო დ--–-------–---- რომელიც გარდაიცვალა. მისი ფუნქცია იყო სამუშაოთა მწარმოებლისგან მიღებული დოკუმენტაციის ბაზაში ასახვა, მაგ: ზედნადებები, ჩეკები. თანხების გადარიცხვა მთავარი მუღალტრის უფლებამოსილება იყო, ხოლო თუ მას დაავალებდა, შეიძლება მასაც გადაერიცხა. მისი განმარტებით, ანგარიშფაქტურების გამოწერას ახორციელებდა მთავარი ბუღალტერი და ის სამუშაოთა მწარმოებელს მიქჰონდა მათთან, რომლის შემდეგ სამუშაოთა მწარმოებლები ბუღალტერთან გადიოდნენ საკითხს და შემდეგ თვითონ ახდენდა ასახავას „--------- პროგრამაში. მოწმემ განმარტა, რომ დოკუმენტაცია პერიოდულად მოჰქონდათ ხოლმე, ვინაიდან ეს არის პერიოდული პროცესი, მიტანილს კი უკლებრივ სახავდა პროგრამაში. ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც მასალების შესყიდვები ხდებოდა ადგილებზე, რაიონებში, სადაც მაღაზიები არ იყო ისე მობილიზებული სრულყოფილად და დროულად მიეცათ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. თბილისში მასალისთვის შესაძენად ჩამოსვლა კი ორმაგი ხარჯი იყო და დროის დაკარგვა. ამას თან ემატებოდა სახელმწიფოს მხრიდან მოთხოვნა დროზე დაემთავრებინათ სამუშაოები. ამის გამო მიდიოდნენ რისკზე, რომ ოღონდ საქმე გაკეთებულიყო და აღარ დაეძებდნენ ხარჯის დოკუმენტებს. აქედან გამომდინარე, ხშირად იყო შემთხვევა, როცა ჰქონდა ჩეკი, მაგრამ არ ჰქონდა ზედნადები, რადგან მაშინ ეს პროცესი ხორციელდებოდა უშუალოდ ქაღალდზე ასახვით და ხელზე დოკუმენტის გატანით, დღეს კი R---------- ხდება ელექტრონულად შესაბამისად არ წარმოადგენს პრობლემას, მაშინ კი იყო. ასევე ხშირი იყო შემთხვევა, როცა ჩეკი იყო და ეძებდა მის წარმომავლობას, მიაგნებდა ობიექტს და ეუბნებოდნენ, რომ პრარაბისთვის ჰქონდათ გატანებული და მათ არ იცოდნენ, არც აინტერესებდათ მიჰქონდა თუ არა მას ბუღალტერთან. „--------- პროგრამაში მარტო ჩეკის ასახვა ვერ ხდებოდა, მას სჭირდებოდა თავისი ზედნადები. ჩეკი ბუღალტერიაში იყო მილიონობით დაწყობილი, რამდენიმე ათასი ლარის. რომელსაც ზედნადები არ ჰქონდა, მაგრამ, როდესაც არ არსებობდა ზედნადები, მარტო ჩეკს ვერ გაატარებდნენ ბუღალტრულად, ზედნადებში ასახული იყო - გამყიდველი, შემძენი, მასალის რაოდენობა და ყველაფერი. ჩეკში კი მხოლოდ გამყიდველი თანხა. ბუღალტერული თვალსაზრისით ჩეკის ქონა ზედნადების გარეშე ნიშნავს, რომ რეალურად გაწეულია ხარჯი, თუმცა ვერ ასაბუთებ და ის თანხა ჩანს როგორც მოგება, რადგან ხარჯში ვერ ატარებ“. მთავარ ბუღალტერს თათბირებზე არაერთხელ უთქვამს „მაქვს ჩეკები, მაგრამ არ მაქვს დოკუმენტებიო“ და ავალებდა, როგორც თავად, ასევე დირექტორიც, რომ სამუშაოთა მწარმოებელს მოეტანათ სრულყოფილი დოკუმენტაცია. მისი არ წარმოდგენით კი ხარჯის ოდენობა მცირდებოდა, მაგრამ მხოლოდ ქაღალდებით, რეალურად კი იზრდებოდა და ამის ინტერესი ლოგიკურად დირექტორს ვერ ექნებოდა. ვინაიდან ჰქონდა ჩეკები ზედნადებების გარეშე, დაიწყო თავად მოძიება და რამდენჯერმე თავად მივიდა გამყიდველ ობიექტებზე, სადაც დაუდასტურეს, რომ ჩეკი მათი გაცემული იყო, თუმცა ზედნადების მიცემაზე უარს ეუბნებოდნენ ხან ბუღალტრის არ ყოფნის, ხან დროის გასვლის გამო.

მოწმე დ---------------- ხელფასებთან მიმართებაში უჩვენა, რომ ხელფასის შემთხვევაში უწყისს უნდა ჰქონოდა მიმღების ხელმოწერა. რომელსაც უამისოდ ხარჯში ვერ გაატარებდი, მაგრამ ისეთ დროს, როცა იცოდნენ, რომ პირს ეკუთვნოდა ხელფასი ან ხელფასი გაცემული იყო და უწყისზე ვერ ხდებოდა მის მიერ ხელის მოწერა, რადგან მივლინებული იყო სხვა რაიონში სამუშაოდ, მაშინ ხდებოდა მისი დაბეგვრა. შესაბამისად , ბიუჯეტს ამით ზარალი არ ადგებოდა, ვინაიდან ჩანდა, რომ გადახდა მოხდა. მთავარი ბუღალტერი ახდენდა სალაროდან თანხის მოხსნას, რომელიც ერიცხებოდათ სამუშაოთა მწარმოებლებს, ხოლო ისინი ახდენდნენ ხელფასების გაცემას ხელზე, რომლის შემდგომაც ხდებოდა მუშებისგან უწყისების დადასტურება. ზოგ შემთხვევაში მუშებს არ აფორმებდნენ ოფიციალურად, რადგან ზოგი იყო სოციალურად დაუცველი და ეუბნებოდნენ, რომ გაფორმების შემთხვევაში სახელმწიფოსგან 100 ლარიან დახმარებას დაკარგავდნენ, თუმცა ხარჯი რა თქმა უნდა გაწეული იყო.

მოწმის განმარტებით, იმ დროისთვის მუშოაბდნენ საკმაოდ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, ერთდროულად სამუშაოებს ატარებდნენ ზ----------–- (პოლიცია) ხაშურში (სკოლები დაახლოებით 10), ლ--------–- (სახლები სტიქიისგან დაზიანებული). 2012 წელს სექტემბრის თვეში რ-----–--------- ჰქონდა დაახლოებით 20 ობიექტი და ამ სიმრავლიდან გამომდინარე ყველა ობიექტს შეძლებისდაგვარად აკონტროლებდა და ხან ხ-–----–---------------------–- ხან ლ--------–- და ხან სად. 1 თვეში უნდა გაეკეთებინათ 9 სკოლა მხოლოდ ხ-–----–-- ამ ქაოსიდან გამომდინარე, თავადაც ბევრჯერ ჩასულა ობიექტებზე ყურადღების მისაქცევად და ჩამოჰქონდა ინფორმაცია რა როგორ მიდიოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში, ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაასტურეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა შპს „------------- საქმეთა მწარმოებლებმა, მოწმეებმა : ა----------------------------------------------------------------------------------–--------------–---–--- რომლებმაც დეტალურად განმარტეს, უმეტეს შემთხვევაში როგორ ხდებოდა ადგილზე, რაიონებში ზედნადებების გარეშე მასალების შესყიდვა, ასევე ბუღალტერიიდან სახელფასო თანხების გატანა, უწყისებზე ხელის მოწერა და ზოგადად ის სამუშაო პროცესი, სადც მათ უხდებოდათ მუსაობა.

პალატის აზრით, მოწმე დ---------------- და აღნიშნული მოწმეების მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები წარმოებული სამუშაოებთან დაკავშუირებით ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოპოვებასთან და მათი ბურალტერიაში წარდგენა-ასახვასთან დაკავშირებით, სრულად ცემს პასუხს 2017 წლის 27 იანვრის დოკუმენტალური რევიზიის აქტის მიხედვით, ჩატარებულ სამუშაოებზე შედგენილი ფორმა N--ის მიხედვით ნაჩვენები შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებასა და საბუღალტრო მონაცემებში დაფიქსირებული სხვაობების მიზეზს, რის არგაზიარების მიზეზი პალატას ობიექტურად არ გააჩნია, მით უმეტეს, რომ ბრალდების მხარეს არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში რაიმე საწინააღმდეგო არგუმენტი არ წარმოუდგენია.

ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ ხ-–------ N---------------------- ასევე ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელების: ხ–----- ს-------, წ------- და ო--------- საჯარო სკოლების რეაბილიტაციის ეპიზოდში რ-----–--------- მსჯავრდების საფუძველი არ არსებობს და ის წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

2-3. ჭ---------- მუნიციპალიტეტის სოფელი ს------ სკოლის, ასევე ლ---------- კინოთეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და ოთხთვლიანი საზოგადოებრივი ტუალეტის სამშენებლო სამუშაოების ეპიზოდები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნულ ეპიზოდებთან დაკავშირებით გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო 2014 წლის 17 თებერვლის რევიზიის აქტი, აღნიშნულ ობიექტებზე ჩატარებული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნები და მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც მხარეების მიერ უდაოდ იქნა ცნობილი.

2014 წლის 17 თებერვლის რევიზიის აქტიის თანახმად, 2012 წლის 20 აგვისტოს ლ---------- მუნიციპალიტეტსა და შპს „------------- შორის გაფორმდა N-38 ხელშეკრულება, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ქ.ლ---------- კინოთეატრის შენობის რეაბილიტაციისა და ქ.ლ--------–- 4 თვლიანი საზოგადოებრივი ტუალეტის სამშენებლო სამუშაოებზე, რომლის საერთო ღირებულება წარმოადგენდა 178 962 ლარს. მათ შორის კინოთეატრის შნობის სამუშაოზე -149 876 ლარს, ხოლო 4 თვლიან საზოგადოებრივ ტუალეტის მშენებლობაზე 29 086 ლარს. ხელშეკრულების მიხედვით საბოლოო ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის, მიღება - ჩაბარების აქტით შესაბამისი საანგარიშსწორებო დოკუმენტის საფუძველზე.

აქტის თანახმად, რომლის მიზანს წარმოადგენდა ფორმა N- - ში მითითებულ პირდაპირ დანახარჯებსა და საბუღალტრო ჩანაწერებში არსებული მონაცემებს შორის შესაბამისობის განსაზღვრა, დადგინდა, რომ კინოთეატრის შენობის რეაბილიტაციისათვის ჩატარებულ სამუშაოებზე შედგენილი ფორმა N--ს მიხედვით ნაჩვენები შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 145 007 ლარს, ხოლო საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით 113 144 ლარს, ანუ ფორმა N- - ში დაფიქსირებული ხარჯები 31 863 ლარით მეტია საბუღალტრო მონაცემებში დაფიქსირებულ გაწეულ ხარჯებზე.

ამავე აქტით დადგინდა, რომ ქ.ლ---------- 4 თვლიანი საზოგადოებრივი თუალეტის საამშენებლო სამუშაოებზე, შედგენილი ფორმა N--ს მიხედვით ნაჩვენები შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 28 808 ლარს, ხოლო საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით 18 244 ლარს, ანუ ფორმა N- -ში დაფიქსირებული ხარჯები 10564 ლარით მეტია საბუღალტრო მონაცემებში დაფიქსირებულ გაწეულ ხარჯებზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული აქტის სისწორე დაადასტურეს მოწმეებმა: ზ------------------------–---------–---–---

2012 წლის 19 დეკემბრის საინჟინრო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, ლ---------- მუნიციპალიტეტის დაკვეთით შპს „------------- მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოთა მოცულობების და სახარჯთაღრიცხვო ერთეულ სამუშაოთა ღირებულებების გათვალისწინებით შეადგენს: ლ---------- ოთხთვლიანი საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობის ღირებულება - 28808,51 ლარს (დღგ-სა და სხვა დარიცხვების გათვალისწინებით), ხოლო ლ---------- კინოთეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება - 145006,37 ლარს (დღგ-სა და სხვა დარიცხვების გათვალისწინებით).

მოცემულ შემთხვევაში ხაზი უნდა გაესვა იმ გარემოებას, რომ აქტის მიხედვით, ორივე შემთხვევში ფორმა N--ში მითითებული შესრულებული სამუშაოთა ღირებულება დაემთხვა ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებებს, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად არ იქნა გათვალისწინებულიფარული სამუშაოები, ვინაიდან წარმოდგენილი არ იქნა შესაბამისი აქტები.

2014 წლის 17 თებერვლის რევიზიის აქტიის თანახმად, 2012 წლის 17 ოქტომბერს ს.ს.ი.პ. ჭ---------- მუნიციპალიტეტის სოფელი ს------ საჯარო სკოლასა და შპს „------------- შორის გაფორმდა N-- ხელშეკრულება, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სოფელი ს------ საჯარო სკოლის სარემონტო და გათბობისმოწყობის სისტემის სამუსაოების შესყიდვაზე, რომლის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა 301 087 ლარი. ხელშეკრულების მიხედვით საბოლოო ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის, მიღება ცაბარების აქტიტა შესაბამისი საანგარიშსწორებო დოკუმენტის საფუძველზე.

აქტის თანახმად, დადგინდა, რომ სკოლის რეაბილიტაციისათვის ჩატარებულ სამუშაოებზე შედგენილი ფორმა N--ს მიხედვით ნაჩვენები შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 279 713 ლარს, ხოლო საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით 174 672 ლარს, ანუ ფორმა N- - ში დაფიქსირებული ხარჯები 105.041 ლარით მეტია საბუღალტრო მონაცემებში დაფიქსირებულ გაწეულ ხარჯებზე.

აქტის თანახმად, მოცემულ ობიექტზე ჩატარებული 2013 წლის 31 მაისის საინჟინრო ექსპერტიზის N---------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე ფორმა N- წარდგენილი იქნა 286 750 ლარის ღირებულების სამუშაოზე, თუმცა ზოგიერთი სამუშაოს მოცულობები შემცირებული იქნა დამკვეთის მოთხოვნით და საბოლოოდ, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 279 713 ლარი. რაც დამკვეთის მიმართ სრულად იქნა ანაზღაურებული.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ ეპიზოდში გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო მხარეების მიერ უდაოდ ცნობილი მოწმე ლ----------------–---- ჩვენება, რომლის მიხედვითაც მსჯალობს, რომ მოწმემ შპს „------------- ჭ---------- მუნიციპალიტეტის სოფელი ს------ სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მიაწოდა 319, 40 კვ.მ. მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა, ერთეული ღირებულებით 101 ლარი დღგ-ს, ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ხარჯის ჩათვლით - საერთო ღირებულებით 32 259,4 ლარი, მაშინ, როდესაც რ-----–--------- 319,40კვ.მ. მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის ღირებულებად დაფიქსირებული აქვს 35 134 ლარი, ერთეული ღირებულებით 110 ლარი, რასაც ასევე დამატებული აქვს 4 791 ლარი მონტაჟის თანხა. მაშასადამე, მხოლოდ ამ სამუშაოში ხარჯი ხელოვნურად, ყალბად არის გაზრდილი 7 665,6 ლარით (ანუ მხოლოდ მეტალო-პლასტმასების გრაფაში თაღლითურად არის დაუფლებული სახელმწიფოს კუთვნილი 7 665, 6 ლარის ოდენობის ფულადი თანხა).

პალატა მიიჩნევს, რომ მაშინ როდესაც პირს წარდგენილი ბრალდების მიხედვით ედავებიან დამკვეთისაგან მოტყუებით, დამატებით 105 041 ლარის მიღებას და თაღლითურად მითვისებას, სამართლიანობიდან გამომდინარე მხოლოდ ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით ბრალდების მთლიანი მოცულობის დასაბუთება საფუძველს მოკლებულია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც თავად დამკვეთის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებით საპირისპირო დასტურდება., რაზედაც განაჩენში ნამსჯელი არ არის.

მოცემულ საქმეზე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაიკითხა სოფელ ს------ საჯარო სკოლის დირექტორი თ------–--–-------- რომლის ჩვენებაც მხარეთა მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული. ს------ სკოლასა და შპს „------------- შორის დადებული ხელშეკრულება, რომელსაც თავადვე მოაწერა ხელი, ითვალისწინებდა სკოლაში სარემონტო სამუშაოებსა და გათბობის სისტემის მოწყობას. მიღებულ სამუშაოებზე თანხის ანაზღაურება ხდებოდა ეტაპობრივად, შუალედური მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე ხელშეკრულების ამოწურვამდ არ ხდებოდა სამუშაოთა ღირებულების 10%-ის ანაზრაურება, რადგანაც ელოდებოდა ექსპერტიზის დასკვნას, რისი მიღების შემდეგაც 2012 წლის 10 დეკემბერს, შედგა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი და ფორმა N-, რომლებსაც კომპანიის დირექტორთან ერთად მანაც მოაწერა ხელი. მოწმის განმარტებით „------------- ხელშკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები დროულად და სრულად შეასრულა, ხოლო თანხა შესრულებული სამუშაოებისათვის თანხა გადახდეს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით.

მოცემულ შემთხვევაში ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ 2012 წლის 10 დეკემმრის მიჩება - ჩაბარების აქტს და ასევე შუალედურ აქტებს რ-----–---------თან ერთად დამკვეთი-თ------–--–-------– აწერს ხელს, რომელიც კომპანიისთვის ზედმეტად რაიმე თანხის გადარიცხვის ფაქტს არ ადსატურებს. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული გარემოება ანალოგიურია ზემოაღნიშნულ ეპიზოდებთან დაკავშიორებითაც.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე დ---------------- უშუალოდ ს------ სკოლასთან დაკავშირებით განმარტა, რომ აღნიშნულ ობიექტზე იმდენად ფორსმაჟორულ სიტუაციაში უწევდათ მუშაობა, რომ დამკვეთთან ხელშეკრულება სამუშაოების შემდეგ იქნა გაფორმებული, რამაც თავის მხრივ ზეგავლენა იქონია ბუღალტრულ დოკუმენტაციაზე, რადგანაც მასალების შესყიდვის დრო აცდენილი იყო ხელსეკრულებასთან.

აღნიშნული ჩვენება სრულ შესაბამისობაშია მოწმე თ-----------–--–-------- ჩვენებასთან, რომელიც ასევე მხარეთა მიერ უდაოდ იქნა ცნობილ, რომლის მიხედვითაც მოწმემ დეტალურად განმარტა აღნიშნულ ობიექტზე მიმდინარე სამუშაო პროცესი და კომპანიის მიერ ხელფასისი ანაზღაურების ფაქტი.

რაც შეეხება ქ.ლ---------- კინოთეატრის შენობის, ქ.ლ--------–- 4 თვლიანი საზოგადოებრივი ტუალეტის და სოფელ ს------ საჯარო სკოლაში ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე შედგენილი ფორმა N--ის მიხედვით ნაჩვენები შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებასა და საბუღალტრო მონაცემებში დაფიქსირებული სხვაობებს, ამასთან დაკავშირებით პალატამ უკვე იმსჯალა მოწმე დ---------------- და სხვა მოწმეების ჩვენების შეფასებისას და აღარ განმეორდება.

ამდენად, პალატა აანალიზებს რა ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ ჭ---------- მუნიციპალიტეტის სოფელი ს------ სკოლის, ასევე ლ---------- კინოთეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და ოთხთვლიანი საზოგადოებრივი ტუალეტის სამშენებლო სამუშაოების ეპიზოდებში, ანალოგიურად ქ.ხ-–------ და აშურის მუნიციპალიტეტის სოფელების საჯარო სკოლების ეპიზოდისა, რ-----–--------- მსჯავრდების საფუძველი არ არსებობს და ის წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

პალატის აზრით, რევიზიის აქტებში აღნიშნული ფორმა N--ის მიხედვით ნაჩვენები შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებასა და საბუღალტრო მონაცემებში დაფიქსირებული სხვაობა, ასევე მხოლოდ იმაზე მითითება, რომ, რ-----–-------- იყო შპს „------------- 50%-იანი წილის დამფუძნებელი და კომპანიის ანგარიშებზე წვდომა ერთპიროვნულად გააჩნდა და მასასადამე ფორმა N--ში ყალბი მონაცემების დაფიქსირებით სარგებელს იღებდა, მაშინ, როდესაც სახეზე არ არის ამის დამადასტურებელი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება(მოწმის ჩვენება) და რაც გამოკვლეულია სასამართლოში მინიმუმ ეჭვქვეშ აყენებს წარდგენილი ბრალდებას, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა’’ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo - რაც გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი დამნაშავედ ცნოს, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (Barbera, Messegie and jJabardo v. Spain) პარ 77; (Lavents v. Latvia) პარ 125 და (Melich and Beck v. Gzech Republic) პარ.49, რასაც კონკრეტულ ეპიზოდებტან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონია.

 

4. კახეთის რეგიონში სარეაბილიტაციო სამუშაოების ეპიზოდები.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას აღნიშნულ ეპიზოდში მსჯავრდებულ რ-----–--------- უდანაშაულობასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებები პირდაპირ ადასტურებენ მსჯავრდებულის მიერ სასამართლოს მიერ დადგენილი კვალიფიკაციით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას.

უპირველესად პალატა აღნიშნავს, რომ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2201 მუხლის პირველ ნაწილზე, ვინაიდან, მართალია, რომ კახეთის რეგიონში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ეპიზოდში, ფორმა N--ებში შპს „------------- მიერ რეალურად შესრულებულთან შედარებით, დაფიქსირებული აქვს გაცილებით მეტი თანხა, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ გამოკვლეულა თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რ-----–--------- მიერ მიღება-ჩაბარების აქტებში ე.წ. ფორმა 2-ებში შესრულებულ სამუშაოთა მოცულობების ხელოვნურად გაზრდის ფაქტს, რითაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით შეძლებდა მართლსაწინააღმდეგოდ სამუშაოთა შესასრულებლად გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხების მიეთვისებას.

აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომლებიც ადასტურებენ სტიქიის შედეგად დაზიანებული, მათ საცხოვრებელ სახლებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების ფაქტს, არსებითად ვერ ცვლიან ექსპერტიზის დასკვნების და მათი ავტორების ჩვენებების სისწორეს, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში იქნა გამოკვლეული.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ი-----–----------–-–---–-- განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა შესრულებული სამუშაოების მოცულობის დადგენის ექსპერტიზა. ობიექტები დაათვალიერა ადგილზე, მანვე ჩაატარა აზომვითი სამუშაოები. მისი განმარტებით, დასკვნა გამოსცა მისთვის წარდგენილ დოკუმენტაციისა და ფაქტობრივად ჩატარებული აზომვითი სამუშაოების შედეგად მიღებული მონაცემების ურთიერთშედარებით. შესრულებული სამუშაოების ღირებულება დადგინდა ფორმა N--ებითა და ხელშეკრულებების საფუძველზე. ამის შემდგომ დაანგარიშდა მთლიანი თანხა და შედგა დასკვნა. საკვლევ კითხვას წარმოადგენდა: „------------- მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად შესრულებული იყო თუ არა, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება და მოცულობა. ამასთან, ემთხვეოდა თუ არა ფორმა N--ში ასახულ მოცულობებსა და ღირებულებებს. საკვლევი ობიექტები იყო ლ---------- რაიონის სოფელ ლ--–-------------------–-- აგრეთვე გ---------- რაიონის სოფელ კ--–-----–-. აღნიშნულ სოფლებში სამუშაოები შესრულდა სტიქიით დაზარალებულ ბაგა-ბაღებში, სკოლებსა და კერძო სახლებში. მოწმემ განმარტა, რომ მისთვის წარმოდგენილი იყო ხელშეკრულებები, ფორმა N--ბი და ხარჯთაღრიცხვები. საკვლევ ობიექტებზე აზომვითი სამუშაოების ჩატარების შემდგომ მოხდა მოცულობების ცვლილება. პირველ ნაწილად 12 სახურავზე ერთობლივად დაანგარიშდა თანხა და მეორე ნაწილად - 30 სახურავზე. კერძოდ, პირველი კვლევა (12 სახურავზე) განხორციელდა ლ---------- რაიონის სოფლებში - ლ--–-------------------–-- სადაც ფორმა N--ებით წარმოდგენილი იყო ხარჯი 112 721,52 ლარი, ხოლო კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 103 511,27 ლარს, ნაცვლად 112 721,52 ლარისა. შესაბამისად, სხვაობამ შეადგინა 9 210,25 ლარი. რაც შეეხება მეორე კვლევას 30 სახურავთან დაკავშირებით, დადგინდა, რომ ფორმა N-- ით შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 343 316,27 ლარს. კვლევით კი დადგინდა, რომ რეალურად ნაწარმოები იყო 327 767,64 ლარის სამუშაოები. შესაბამისად, სხვაობამ შეადგინა 15 548,63 ლარი. მოწმემ განმარტა, რომ კონკრეტული სახლების იდენტიფიცირება მოხდა წარმომადგენლების დახმარებით.

ექსპერტ ი-----–----------–-–---–-- ჩვენება დადასტურებულია საინჟინრო ექსპერიტიზის №--------- დასკვნით.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ბ--------------------- განმარტა, რომ მან ჩაატარა საინჟინრო ექსპერტიზა ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ღირებულებების დადგენისათვის. კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებულ სამუშაოთა ერთეული ღირებულებები შეესაბამებოდა თუ არა თავდაპირველ ხარჯთაღრიცხვაში დაფიქსირებულ სამუშაოთა ერთეულ ღირებულებებს, რეალურად რა მოცულობით შესრულდა მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებული სამუშაოთა სახეობები და რა ღირებულებებით გამოიწვია სხვაობა მან. საკვლევად წარდგენილი იქნა ფორმა N-- ები და ხელშეკრულებები. საკვლევი ობიექტები მდებარეობდა ლ---------- რაიონის სოფელ ლ--–----- და გ----------- რაიონის სოფელ კ--–-----–-. სახლების საერთო რაოდენობა შეადგენდა 163 ერთეულს. მისი განმარტებით, ადგილზე შეისწავლა საკვლევი ობიექტები. ექსპერტიზას ესწრებოდნენ სოფლების წარმომადგენლები და დამკვეთის წარმომადგენლები (გამგეობიდან). დამსწრე პირებზე განაცხადა, რომ იყვნენ ა----------------–------–--–--------–---- რომლებიც უთითებდნენ სახლებზე, სადაც უნდა ჩაეტარებინა ექსპერტიზა. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულ ობიექტებზე აზომვით სამუშაოებს აწარმოებდა 2014 წლის აპრილის შუა რიცხვებში, დაახლოებით 4-5 დღის მანძილზე. აზომვების შემდგომ ნაჩვენები მოცულობები გამრავლდა ხარჯთაღრიცხვის ერთეულ ფასზე, რითაც დადგინდა ნაწარმოები სამუშაოების მოცულობის ფასები. საბოლოოდ დადგინდა, რომ ფორმა N--ში წარმოდგენილი იყო ხარჯი 422 139 ლარზე, ხოლო ექსპერტიზით დადგინდა რეალური ხარჯი - 387 344 ლარი. შესაბამისად, სხვაობამ შეადგინა 34 798,45 ლარი. ეს იყო საერთო ჯამური მაჩვენებელი.

ბ--------------------- ჩვენება დასტურდება ექსპერტიზის №--------- დასკვნით.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოოცემულ ეპიზოდში მსჯავრდებულმა რ-----–--------მ დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი შელახვა გამოიწვია, კერძოდ, ფორმა N--ებში, შესრულებულ სამუშაოთა მოცულობები გაუფრთხილებლობით შეიყვანა არასწორად, რის გამოც მის განკარგულებაში, აღმოჩნდა სამუშაოთა შესასრულებლად გამოყოფილი 76 180,55 ლარი.

შესაბამისად, ამ ეპიზოდში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმების ან შეცვლის საფუძველი, როგორც ქმედების ისე კვალიფიკაციის ნაწილში, არ არსებობს და ის უნდა დარჩეს უცვლელად.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის -ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ რ-----–--------- საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის„ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ის არ მოიცავს მტკიცებულებათა სრულ ანალიზს და დაუსაბუთებელია. რაც შეეხება მსჯავრდებულის მიერ ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიებაში მიცემულ აღიარებით ჩვენებას, რაზედაც ბრალდების მხარე აპელირებს სააპელაციო საჩივარში, ის გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება ვინაიდან, საააპელაციო ინსტანციაში მან სააპელაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა ყველა ეპიზოდში გამამართლებელი განაჩენის დადგენა და ამასთან, აღნიშნულ ეპიზოდში(ს------ სკოლის ეპიზოდი) არ არსებობს სხვა უტყუარი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

პალატამ მოცემულ განაჩენში, თითოეულ ეპიზოდთან დაკავშირებით იმსჯელა, შეაფასა მტკიცებულებები და დამატებით არ შევა მათ განხილვაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს გ-------–----- პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორის გ-------------–---- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებულ რ-----–--------- ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს,3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

4. რ-----–--------- ქმედება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 2201 მუხლის პირველ ნაწილზე.

5. რ-----–-------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2201 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.

6. რ-----–-------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს. (ლ---------- კინოთეატრისა და ოთხთვლიანი საზოგადოებრივი ტუალეტის ეპიზოდი).

- რ-----–-------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს. (ხ-–------ 10 საჯარო სკოლის ეპიზოდი).

- რ-----–-------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს. (სოფელ ს------ ეპიზოდი)

7. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ რ-----–--------- მიამრთ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გირაოს სახით განსაზღვრული თანხის 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო ნაკვეთსა და მასზე დამაგრებულ საცხოვრებელ სახლს (მდებარე: ს------------------------------–---------------------------------------------, მოეხსნას ყადაღა.

8. განაჩენის აღსრულებაზე მსჯავრდებულის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის

9. ნივთმტკიცება:

- 2 ცალი დისკი, დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

10. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

11. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი

 

მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი

 

ბ. ბუგიანიშვილი