განაჩენი

სისხლის სამართლის 21.12.2018
საქმის ნომერი
010100118002428872
დავის ტიპი
187 2
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002428872

1-404/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გ------- გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი

 

პროკურორი - ვ-–--------------------ე

 

ბრალდებულები - გ------- მ----–-ძე, ფ----- ი------ი

 

ადვოკატები - პ----------–-------------------------------------------------------–--------–---------–--–----–---–----

 

თარჯიმანი - ი-----------

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

 

გამოძიების საქმის ნომერი №1-----------

 

1. ბრალდებული: ფ----- ი------

მამის სახელი: ი--------

დაბადებული: 22.11.1----–--–-----------------------------------------–-------------------------------–-----------–------------–-------–----–-----------------------------------------------–--------------–---------------

მცხოვრები: ბათუმი, სულაბერიძის ქN8, ბინა N13

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მესამე ნაწილი

 

2.ბრალდებული: გ------- მ----–-ძე

მამის სახელი: რ------

დაბადებული: 10.05.1----–--–-----------------------------------------–--------------------–------------–-------–----–-----------------------------------------------–--------------–------------------–---------------------------–-------------------–----

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მესამე ნაწილი

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ფ----- ი------ის მიმართ

 

2016 წლის 01 ივლისს, შპს ,,მერსინ ტურიზმი“-ს’ კუთვნილ შ.პ.ს. „ლომსა“ და ფ----- ი------ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად ფ----- ი------ი დასაქმებული იქნა სამორინე „ლეოგრანდი“-ს ტექნიკური მენეჯერის თანამდებობაზე და ევალებოდა დამორჩილებოდა შრომის შინაგანაწესსა და დამსაქმებლის ინსტრუქციებს. მასვე ევალებოდა სასტუმრო „ლეოგრანდი“-ს ტექნიკური მენეჯერის უფლებამოსილების განხორციელება.

 

შ.პ.ს. ,,მერსინ ტურიზმი“-ს ტექნიკური სერვისის განყოფილების შრომის შინაგანაწესის მე-3 მუხლის 3.1 და 3.2 ნაწილების შესაბამისად, ფ----- ი------ის სამსახურებრივ უფლებამოსილებაში შედიოდა საწარმოს ტექნიკური საწყობის კონტროლი და ტექნიკური სერვისის განყოფილების ხელმძღვანელობა. ასევე ევალებოდა ხანძარსაწინააღმდეგო წესების მოთხოვნების დაცვა, მისი ან კონტრაქტორი საწარმოს პერსონალის მიერ საწარმოს მთლიანი ტექნიკური აღჭურვილობის მუშა მდგომარეობაში მოყვანა, მოთხოვნილი ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისად, შენობის შიგნით და გარეთ განეხორციელებინა განათების, გათბობის, ავზისა და წყლის გაყვანილობის აღჭურვილობის მოვლა, გაყვანილობების პერიოდული შეემოწმება, ხარვეზების დროულად გამოვლენა და აღმოფხვრა.

სასტუმრო „ლეოგრანდი“ ფუნქციონირებდა სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევით, კერძოდ, შენობა არ იყო აღჭურვილი გამართული ავტომატური სახანძრო და კვამლმაუწყებელი სიგნალიზაციით, შენობაში არ იყო დაცული ობიექტის სახანძრო უსაფრთხოების ცალკეული მოთხოვნები და მიუხედავად იმისა, რომ ობიექტებზე აკრძალულია ტექნიკური სართულების, სათავსების გამოყენება საწარმოო უბნების და სახელოსნოების მოსაწყობად, აგრეთვე პროდუქციის, მოწყობილობების, სხვა წვადი მასალების და საგნების შესანახად (მათ შორის დროებით), ელექტროფარებთან, ელექტროძრავებსა და გამშვებ აპარატურასთან აკრძალულია წვადი (მათ შორის ადვილაალებადი) მასალებისა და ნივთიერების დაწყობა-შენახვა, ხსენებული სასტუმროს მე-4 სართულზე მდებარე ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში სამშენებლო ნორმების და წესების უგულებელყოფით განთავსებულ სათავსოში ინახებოდა წვადი, ადვილად ალებადი ნივთიერებები და არ იყო გამოყოფილი თამბაქოს მოწევის ადგილები. ამავე ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში ხანძარსაწინაღო კედლების, ზონების და ასევე ხანძარსაწინაღო პირველი ტიპის გადახურვების სავენტილაციო არხებით გადაკვეთის ადგილებში არ იყო გათვალისწინებული ავტომატური მოწყობილობა, რომელიც ხანძრის შემთხვევაში აარიდებდა წვის პროდუქტების სავენტილაციო არხებში გავრცელებას, ამასთან სასტუმროში არ ფუნქციონირებდა გამართული სახანძრო მაუწყებლობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულით ფ----- ი------ის მიერ დაირღვა „სამშენებლო ნორმების და წესების 2.08.02-89“ „საზოგადოებრივი შენობები“-ს პუნქტი 3.52-ისა და ამავე წესების აუცილებელი მე-9 დანართის მე-7 ქვეპუნქტის მოთხოვნები, ასევე „სამშენებლო ნორმების და წესების 2.01.02-85“ „ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების“-ს პუნქტი 2.1-ს, 3.20-ის და 4.28 მოთხოვნები და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილებით დამტკიცებული „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 ნაწილით, მე-5 მუხლის პირველი ნაწილით, მე-7 მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-9 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-11 მუხლის პირველი ნაწილით და დანართი -2-ის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

 

აღნიშნულ პირობებში, 2017 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 20 საათზე, ქ. ბათუმში, შავშეთის ქუჩა №2/4-ში მდებარე სასტუმრო „ლეოგრანდი“-ს შენობის მე-4 სართულზე განთავსებულ ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში, სადაც განთავსებული იყო ვენტილაციის სისტემები, წყლის მიწოდების დანადგარები, გამათბობლები, ელექტრო კარადები, სხვადასხვა ხელსაწყოები, წვადი (მათ შორის ადვილაალებადი) მასალები და ნივთიერებები, დაუდგენ--–- პირის მიერ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, აალების მცირეკალორიული ცეცხლის წყაროთი (ჩაუმქრალი სიგარეტის ან ასანთი) გაჩნდა ხანძარი, რა დროსაც სახანძრო უსაფრთხოების წესებზე პასუხისმგებელ, სასტუმრო და სამორინე „ლეოგრანდი“-ს ტექნიკური მენეჯერის - ფ----- ი------ის მიერ სახანძრო უსაფრთხოების ზემოთხსენებული წესების დარღვევის შედეგად, სასტუმროს მე-5 და მე-6 სართულებზე განთავსებულ აუზსა და სპა სალონში, ხანძრით გამოწვეული ძლიერი დაკვამლიანების გამო, ნახშირჟანგ (CO)-ით გამოწვეული მწვავე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა 11 პირი: ნ------ ჩ------ძე, დ----- ქ------ძე, გ------- ც--–-ძე, მ-----– ქ--–----ძე, კ-------- მ---------–--ე, ბ--- შ------–---–ი, ს----- ზ-----, ზ----- ა----–---, რ---- ჯ-----–---, დ----- ლ--------------- და მ------ შ-------, ხოლო სასტუმროს სხვადასხვა სართულებზე მყოფმა 19 პირმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ფ----- ი------ის მიმართ - სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია თერთმეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად გ------- მ----–-ძემ ჩაიდინა სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია თერთმეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

კერძოდ: 2016 წლის 01 ნოემბერს, შპს ,,მერსინ ტურიზმსა’’ და გ------- მ----–-ძეს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად გ------- მ----–-ძე დასაქმებული იქნა შპს ,,მერსინ ტურიზმი’’-ს ტექნიკური საწყობის პასუხისმგებელ პირად, რომელსაც ევალებოდა დამორჩილებოდა შრომის შინაგანაწესსა და დამსაქმებლის ინსტრუქციებს.

 

შპს ,,მერსინ ტურიზმი“-ს ტექნიკური სერვისის განყოფილების შრომის შინაგანაწესის მე-3 მუხლის 3.2 ნაწილის შესაბამისად, გ------- მ----–-ძის სამსახურებრივ უფლებამოსილებაში შედიოდა საწარმოს ტექნიკური საწყობის კონტროლი, ცეცხლჩამქრობების გადამოწმება და შესაბამისი ინფორმაციის ზემდგომი ხელმძღვან--–-სადმი მიწოდება. მასვე ევალებოდა საპასუხისმგებლო ადგილებში სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოების და საფრთხის შემცველი შემთხვევების თავიდან აცილებისათვის შესაბამისი ზომების მიღება და ასეთი საფრთხეების არსებობის თაობაზე ტექნიკური მენეჯერის ინფორმირება.

 

სასტუმრო „ლეოგრანდი“ ფუნქციონირებდა სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევით, კერძოდ, შენობაში არ იყო დაცული ობიექტის სახანძრო უსაფრთხოების ცალკეული მოთხოვნები და მიუხედავად იმისა, რომ ობიექტებზე აკრძალულია ტექნიკური სართულების, სათავსების გამოყენება საწარმოო უბნების და სახელოსნოების მოსაწყობად, აგრეთვე პროდუქციის, მოწყობილობების, სხვა წვადი მასალების და საგნების შესანახად (მათ შორის დროებით), ელექტროფარებთან, ელექტროძრავებსა და გამშვებ აპარატურასთან აკრძალულია წვადი (მათ შორის ადვილაალებადი) მასალებისა და ნივთიერების დაწყობა-შენახვა, ხსენებული სასტუმროს მე-4 სართულზე მდებარე ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში სამშენებლო ნორმების და წესების უგულებელყოფით განთავსებულ სათავსოში ინახებოდა წვადი და ადვილად აალებადი ნივთიერებები და არ იყო გამოყოფილი თამბაქოს მოწევის ადგილები. ამავე ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში ხანძარსაწინაღმდეგო კედლების, ზონების და ასევე ხანძარსაწინაღმდეგო პირველი ტიპის გადახურვების სავენტილაციო არხებით გადაკვეთის ადგილებში არ იყო გათვალისწინებული ავტომატური მოწყობილობა, რომელიც ხანძრის შემთხვევაში აარიდებდა წვის პროდუქტების სავენტილაციო არხებში გავრცელებას, ამასთან სასტუმროში არ ფუნქციონირებდა გამართული სახანძრო მაუწყებლობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულით გ------- მ----–-ძის მიერ დაირღვა „სამშენებლო ნორმების და წესების 2.01.02-85“ „ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების“-ს პუნქტი 2.1-ს, 3.20-ის და 4.28 მოთხოვნები და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილებით დამტკიცებული „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 ნაწილით, მე-5 მუხლის პირველი ნაწილით, მე-7 მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-9 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-11 მუხლის პირველი ნაწილით და დანართი -2-ის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები. აღნიშნულ პირობებში, 2017 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 20 საათზე, ქ. ბათუმში, შავშეთის ქუჩა №2/4-ში მდებარე სასტუმრო „ლეოგრანდი“-ს შენობის მე-4 სართულზე განთავსებულ ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში, სადაც განთავსებული იყო ვენტილაციის სისტემები, წყლის მიწოდების დანადგარები, გამათბობლები, ელექტრო კარადები, სხვადასხვა ხელსაწყოები, წვადი (მათ შორის ადვილაალებადი) მასალები და ნივთიერებები, დაუდგენ--–- პირის მიერ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, აალების მცირეკალორიული ცეცხლის წყაროთი (ჩაუმქრალი სიგარეტის ან ასანთი) გაჩნდა ხანძარი, რა დროსაც სახანძრო უსაფრთხოების წესებზე პასუხისმგებელ გ------- მ----–-ძის მიერ სახანძრო უსაფრთხოების ზემოთხსენებული წესების დარღვევის შედეგად სასტუმროს მე-5 და მე-6 სართულებზე განთავსებულ აუზსა და სპა სალონში, ხანძრით გამოწვეული ძლიერი დაკვამლიანების გამო, ნახშირჟანგ (CO)-ით გამოწვეული მწვავე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა 11 პირი: ნ------ ჩ------ძე, დ----- ქ------ძე, გ------- ც--–-ძე, მ-----– ქ--–----ძე, კ-------- მ---------–--ე, ბ--- შ------–---–ი, ს----- ზ-----, ზ----- ა----–---, რ---- ჯ-----–---, დ----- ლ--------------- და მ------ შ-------, ხოლო სასტუმროს სხვადასხვა სართულებზე მყოფმა 19 პირმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლომ დაადგინა, რომ გ------- მ----–-ძის მიერ ჩადენილია არა საქართვეოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, არამედ მან ჩაიდინა გულგრილობა - ესე იგი ორგანიზაციაში სპეციალური უფლება მოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია დანაშაული გათვალისწინებული საქ. სსკ-ის 2201-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა საქმეში არსებული რიგი მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

გარდა უდაო მტკიცებულებებისა ფ----- ი------ის და გ------- მ----–-ძის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია სასამართლო პროცესზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ სასტუმრო „ ლეოგრანდი „ მდებარეობს ბათუმში შავშეთის ქუჩა N 214 იმავე შენობაში მდებარეობს სასტუმრო სამორინეს „ ლეოგრანდი „, რომლის იურიდიული მისამართია გოგებაშვილის ქუჩა N 60. შენობას მთავარი შესასვლელი შავშეთის ქუჩიდან აქვს. შენობა გაყოფილია ორ ძირითად ნაწილად. მარჯვენა ნაწილში განთავსებულია სამორინე. მეოთხე სართულზე ასვლა შესაძლებელია ბეტონის კიბით. კიბეებიდან მარცხენა მხარეს დამონტაჟებულია მეტალის კონსტრუქციის კარი, რომელიც ღია მდგომარეობაშია. კარის გვერდით იატაკზე ალაგია 3 წითელი ცილინდრული ფორმის ცეცხლმაქრი ბალონი. იატაკზე შეინიშნება ფხვნილისებრი ნამწვის ფენა. მეოთხე სართულის დერეფანში შესასვლელიდან მარცხენა მხარეს კედელზე დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლეზე განთავსებულია მეტალი კარადა, რომელშიც განთავსებულია წითელი რეზინის ელასტიური მილი და ვინტილი. დერეფნის ჭერზე დამონტაჟებულია ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობა. დერეფანში განთავსებულია 7 ცეცხლმაქრი. დერეფნის მარჯვენა მხარეს ლიფტის გვერდით ორფრთიანი კარიდან შესაძლებელია შესვლა სხვა ოთახში. კარზე აწერია ლათინური ასოებით „meranir oda meranirul oataxi”. აღნიშნული კარიდან შესაძლებელია შესვლა სასტუმროსთვის განკუთვნილ სასაწყობე სივრცეში. მარცხენა მხარეს კედელზე განთავსებული თაროები. სხვა-დასვა ფორმის მეტალისა და პლასტმასის კასრები, სხვადასხვა სამშენებლო მასალა და ნივთები. მარჯვენა მხარეს განთავსებულია რკინის კონსტრუქციის კარადები და ელექტრ მოწყობილობა. ოთახის ჭერზე განთავსებულია მეტალისა და პლასტმასის სხვადასხვა ზომის მილები ოთხკუთხა ფორმის ჰაერის გამწოვი მილები. მილები შეფუთულია იზოლაციით, რომელზედაც დამწვრობის კვალი აღენიშნება. ოთახში დგას მკვეთრი დამწვრის სუნია. იატაკზე წყლის შავი ფერის გუბეებია. იატაკზე უწესრიგოდაა დალაგებული სხვადასხვა სამშენებლო მასალა და ინსტრუმენტები. შესასვლელის პირდაპირ ოთახის შუაში განთავსებულია ხის კარადა სადაც მოთავსებულია რამდენიმე ათეული ცალი გასაღების ასხმა. მარჯვენა მხარეს განთავსებულ რკინის კარადებში დამონტაჟებულია შემავალი და გამავალი ელექტრო სადენები, რომელიც დამწვარია. ოთახში ასევე განთავსებულია სხვადასხვა რეზერვუარები, რომელიც ასევე დამწვარია. აღნიშნული ოთახიდან ექსპერტის მიერ აღებული იქნა ნიმუშები და დაილუქა შესაბამისი ლუქით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მოხდა ფოტოგრაფირება.

 

2017 წლის 29 ნოემბერს დამატებითი დათვალიერებით დადგენილია, რომ სასტუმროს მეოთხე სართულზე განთავსებული ტექნიკური აღჭურვილობის ოთახი არის დაახლოებით 1000 კვ/მ. ოთახის კედლებზე, ჭერსა და იატაკზეც განთავსებულია სხვადასხვა ფორმის მილები და ელექტრო გაყვანილობა, რომელთა ზედაპირიც იზოლირებულია ლენტით. იზოლაცია დამწვარია და სადენები გაშიშვლებულ მდგომარეობაშია. კედელზე განთავსებულ კარადების ზედა ნაწილში კედელზე ფიქსირდება თეთრი ლაქები და ბათქაშის დაზიანების კვალი. დაზიანების კვალი ამჩნევია კარადის თავზე განთავსებულ ლითონის შველერებსაც, რომელიც დეფორმირებულია. დამწვრის კვალია კედელზე მიმაგრებულ სხვა კარადებზეც. კარადების ბოლოში კედლიდან ერთ მეტრში დევს ბიდონი საიდანაც დაღვრილია შავი სითხე. მარცხენა კედელთან დევს ასევე 12 ცალი ბიდონი რაშიც განთავსებული სითხე. აღნიშნულ ოთახში ნანახი იქნა ასევე ელექტრო შემდუღებელი მოწყობილობა თავისივე სადენით, ელექტრო ბუღი და სხვა ნივთები. ოთახის შესასვლელიდან პირდაპირ შუა ნაწილში განთავსებული ტექნიკური პერსონალის მაგიდიდან ამოღებულ იქნა 2 ცალი შუშის საფერფლე, რომელშიც მოთავსებულია სიგარეტის ნამწვავები. ოთახის დათვალიერებისას აღებული იქნა ნიმუშები მათ შორის სიგარეტის ნამწვავები რაც დაილუქა. მოხდა ფოტოგრაფირება. იხ. ტ2 სფ 4-236 სფ 235-294

 

შემთხვევის ადგილის მიმდინარეობა და შედეგები სრულად დაადასტურეს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირებმა გამომძიებელმა უ------------------------------------–---–---–---------------------------------------------------------------------–----–-----------------------------------------------------------------------------–----------–-----

 

ის ფაქტი, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია ადამიანების სიცოცხლის მოსპობა დადგენილია სასტუმრო ლეოგრანდში აღმოჩენილ გარდაცვლილებზე სხეულზე ჩატარებული სასამართლო სამედიცნო ექპერტიზის დასკვნებით;

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების თანახმად ნ------ ჩ------ძის სიკვდილის მიზეზია მწვავე ინტოქსიკაცია, გამოწვეული ნახშირჟანგით (CO-თი), რაც დასტურდება სისხლში 11.39% კარბიქსიჰემოგლობინის არსებობით და მაკრო და მიკრომორფოლოგიური გამოკვლევებით. გვამის გამოკვლევის დროს ნანახი ნაადრევი გვამური ცვლილებების გათვალისწინებით, სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია დროის შუალედი არაუმეტეს 12 საათისა.

 

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ნ------ ჩ------ძის გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპროპილის სპირტები, სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოკი, ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ბენზოდიაზეპინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. სისხლში არ აღმოჩნდა აცეტონი, ქლორორგანული და ფოსფორორგანული პესტიციდები.

სისხლში აღმოჩნდა კარბოქსიჰემოგლობინი 11.39% რაოდენობით.

 

დ----- ქ------ძის სიკვდილის მიზეზია მწვავე ინტოქსიკაცია, გამოწვეული ნახშირჟანგით (CO-თი), რაც დასტურდება სისხლში 37.38% კარბიქსიჰემოგლობინის არსებობით და მაკრო და მიკრომორფოლოგიური გამოკვლევებით. გვამის გამოკვლევის დროს ნანახი ნაადრევი გვამური ცვლილებების გათვალისწინებით, სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია დროის შუალედი არაუმეტეს 12 საათისა.

 

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დ----- ქ------ძის გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპროპილის სპირტები, სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოკი, ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ბენზოდიაზეპინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. სისხლში არ აღმოჩნდა აცეტონი, ქლორორგანული და ფოსფორორგანული პესტიციდები.

სისხლში აღმოჩნდა კარბოქსიჰემოგლობინი 37.38% რაოდენობით.

 

გ------- ც--–-ძის სიკვდილის მიზეზია მწვავე ინტოქსიკაცია, გამოწვეული ნახშირჟანგით (CO-თი), რაც დასტურდება სისხლში 54.27 % კარბიქსიჰემოგლობინის არსებობით და მაკრო და მიკრომორფოლოგიური გამოკვლევებით. გვამის გამოკვლევის დროს ნანახი ნაადრევი გვამური ცვლილებების გათვალისწინებით, სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია დროის შუალედი არაუმეტეს 12 საათისა.

 

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი გ------- ც--–-ძის გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპროპილის სპირტები, სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოკი, ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ბენზოდიაზეპინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. სისხლში არ აღმოჩნდა აცეტონი, ქლორორგანული და ფოსფორორგანული პესტიციდები.

სისხლში აღმოჩნდა კარბოქსიჰემოგლობინი 54.27 % რაოდენობით.

 

მ-----– ქ--–----ძის სიკვდილის მიზეზია მწვავე ინტოქსიკაცია, გამოწვეული ნახშირჟანგით (CO-თი), რაც დასტურდება სისხლში 65.66 % კარბიქსიჰემოგლობინის არსებობით და მაკრო და მიკრომორფოლოგიური გამოკვლევებით. გვამის გამოკვლევის დროს ნანახი ნაადრევი გვამური ცვლილებების გათვალისწინებით, სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია დროის შუალედი არაუმეტეს 12 საათისა.

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მ-----– ქ--–----ძის გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპროპილის სპირტები, სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოკი, ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ბენზოდიაზეპინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. სისხლში არ აღმოჩნდა აცეტონი, ქლორორგანული და ფოსფორორგანული პესტიციდები.

სისხლში აღმოჩნდა კარბოქსიჰემოგლობინი 65.66% რაოდენობით.

 

კ-------- მ---------–--ის სიკვდილის მიზეზია მწვავე ინტოქსიკაცია, გამოწვეული ნახშირჟანგით (CO-თი), რაც დასტურდება სისხლში 56.28 % კარბიქსიჰემოგლობინის არსებობით და მაკრო და მიკრომორფოლოგიური გამოკვლევებით. გვამის გამოკვლევის დროს ნანახი ნაადრევი გვამური ცვლილებების გათვალისწინებით, სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია დროის შუალედი არაუმეტეს 12 საათისა.

 

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი კ-------- მ---------–--ის გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 0,27% ეთილის სპირტი. არ არმოჩნდა მეთილის, იზოპროპილის სპირტები, სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოკი, ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ბენზოდიაზეპინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. სისხლში არ აღმოჩნდა აცეტონი, ქლორორგანული და ფოსფორორგანული პესტიციდები.

სისხლში აღმოჩნდა კარბოქსიჰემოგლობინი 56.28 % რაოდენობით.

 

ბ--- შ------–---–ის სიკვდილის მიზეზია მწვავე ინტოქსიკაცია, გამოწვეული ნახშირჟანგით (CO-თი), რაც დასტურდება სისხლში 54 % კარბიქსიჰემოგლობინის არსებობით და მაკრო და მიკრომორფოლოგიური გამოკვლევებით. გვამის გამოკვლევის დროს ნანახი ნაადრევი გვამური ცვლილებების გათვალისწინებით, სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია დროის შუალედი არაუმეტეს 15 საათისა.

 

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ბ--- შ------–---–ის გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპროპილის სპირტები, სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოკი, ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ბენზოდიაზეპინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. სისხლში არ აღმოჩნდა აცეტონი, ქლორორგანული და ფოსფორორგანული პესტიციდები.

სისხლში აღმოჩნდა კარბოქსიჰემოგლობინი 54% რაოდენობით.

 

ზ----- ა----–---- სიკვდილის მიზეზია მწვავე ინტოქსიკაცია, გამოწვეული ნახშირჟანგით (CO-თი), რაც დასტურდება სისხლში 32.83 % კარბიქსიჰემოგლობინის არსებობით და მაკრო და მიკრომორფოლოგიური გამოკვლევებით. გვამის გამოკვლევის დროს ნანახი ნაადრევი გვამური ცვლილებების გათვალისწინებით, სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია დროის შუალედი არაუმეტეს 12 საათისა.

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ზ----- ა----–---- გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპროპილის სპირტები, სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოკი, ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ბენზოდიაზეპინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. სისხლში არ აღმოჩნდა აცეტონი, ქლორორგანული და ფოსფორორგანული პესტიციდები.

სისხლში აღმოჩნდა კარბოქსიჰემოგლობინი 32.83 % რაოდენობით.

 

რ---- ჯ-----–---- სიკვდილის მიზეზია მწვავე ინტოქსიკაცია, გამოწვეული ნახშირჟანგით (CO-თი), რაც დასტურდება სისხლში 58.96 % კარბიქსიჰემოგლობინის არსებობით და მაკრო და მიკრომორფოლოგიური გამოკვლევებით. გვამის გამოკვლევის დროს ნანახი ნაადრევი გვამური ცვლილებების გათვალისწინებით, სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია დროის შუალედი არაუმეტეს 12 საათისა.

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი რ---- ჯ-----–---- გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპროპილის სპირტები, სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოკი, ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ბენზოდიაზეპინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. სისხლში არ აღმოჩნდა აცეტონი, ქლორორგანული და ფოსფორორგანული პესტიციდები.

სისხლში აღმოჩნდა კარბოქსიჰემოგლობინი 58.96 % რაოდენობით.

 

დ----- ლ---------------- სიკვდილის მიზეზია მწვავე ინტოქსიკაცია, გამოწვეული ნახშირჟანგით (CO-თი), რაც დასტურდება სისხლში 44.55 % კარბიქსიჰემოგლობინის არსებობით და მაკრო და მიკრომორფოლოგიური გამოკვლევებით. გვამის გამოკვლევის დროს ნანახი ნაადრევი გვამური ცვლილებების გათვალისწინებით, სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია დროის შუალედი არაუმეტეს 12 საათისა.

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დ----- ლ---------------- გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპროპილის სპირტები, სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოკი, ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ბენზოდიაზეპინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. სისხლში არ აღმოჩნდა აცეტონი, ქლორორგანული და ფოსფორორგანული პესტიციდები.

სისხლში აღმოჩნდა კარბოქსიჰემოგლობინი 44.55 % რაოდენობით.

 

მ------ შ-------- სიკვდილის მიზეზია მწვავე ინტოქსიკაცია, გამოწვეული ნახშირჟანგით (CO-თი), რაც დასტურდება სისხლში 58.62 % კარბიქსიჰემოგლობინის არსებობით და მაკრო და მიკრომორფოლოგიური გამოკვლევებით. გვამის გამოკვლევის დროს ნანახი ნაადრევი გვამური ცვლილებების გათვალისწინებით, სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია დროის შუალედი არაუმეტეს 12 საათისა.

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მ------ შ-------- გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპროპილის სპირტები, სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოკი, ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ბენზოდიაზეპინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. სისხლში არ აღმოჩნდა აცეტონი, ქლორორგანული და ფოსფორორგანული პესტიციდები.

სისხლში აღმოჩნდა კარბოქსიჰემოგლობინი 58.62 % რაოდენობით.

 

ს----- ზ-----ს სიკვდილის მიზეზია მწვავე ინტოქსიკაცია, გამოწვეული ნახშირჟანგით (CO-თი), რაც დასტურდება სისხლში 41.54 % კარბიქსიჰემოგლობინის არსებობით და მაკრო და მიკრომორფოლოგიური გამოკვლევებით. გვამის გამოკვლევის დროს ნანახი ნაადრევი გვამური ცვლილებების გათვალისწინებით, სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია დროის შუალედი არაუმეტეს 12 საათისა.

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ს----- ზ-----ს გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპროპილის სპირტები, სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოკი, ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ბენზოდიაზეპინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. სისხლში არ აღმოჩნდა აცეტონი, ქლორორგანული და ფოსფორორგანული პესტიციდები.

სისხლში აღმოჩნდა კარბოქსიჰემოგლობინი 41.54 % რაოდენობით.

 

გარდა ადამიანთა სიცოცხლის მოსპობისა სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად სასტუმროს შენობაში მყოფებმა მიიღეს სხეულის დაზიანებანი, კერძოდ:

 

სამედიცინო საბუთის მონაცემებით 24.11.17წ შემთხვევასთან დაკავშირებით ნ--–- ბ---–-----–---–- დაესვა დიაგნოზი: დაუზუსტებელი აირების, კვამლის და ორთქლის ეფექტი. ჯანმრთელობის დაზიანება განვითარებულია რაიმე გარეშე ფაქტორების (აირების, კვამლის და ა.შ) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

24.11.17წ შემთხვევასთან დაკავშირებით ო----------ის დაესვა დიაგნოზი: ნახშირჟანგის ტოქსიური ეფექტი ყველა წყაროდან. ჯანმრთელობის დაზიანება განვითარებულია რაიმე გარეშე ფაქტორების (აირების, კვამლის და ა.შ) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ან----------------–--ლს დაესვა დიაგნოზი: ცეფალგია. ქრონიკული ტონზილიტი.

 

სამედიცინო საბუთის მონაცემებით 24.11.17წ შემთხვევასთან დაკავშირებით ნ-------------ძეს დაესვა დიაგნოზი: კოჭწვივის სახსრის ღრძობა. დაუზუსტებელი აირების, კვამლის და ორთქლის ეფექტი. ჯანმრთელობის დაზიანება განვითარებულია რაიმე გარეშე ფაქტორების (აირების, კვამლის და ა.შ) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

სამედიცინო საბუთის მონაცემებით 24.11.17წ შემთხვევასთან დაკავშირებით ი---- დ-----აძეს დაესვა დიაგნოზი: დაუზუსტებელი აირების, კვამლის და ორთქლის ეფექტი. ჯანმრთელობის დაზიანება განვითარებულია რაიმე გარეშე ფაქტორების (აირების, კვამლის და ა.შ) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

სამედიცინო საბუთის მონაცემებით 24.11.17წ შემთხვევასთან დაკავშირებით ი-----–------–----ეს დაესვა დიაგნოზი: დაუზუსტებელი აირების, კვამლის და ორთქლის ეფექტი. ჯანმრთელობის დაზიანება განვითარებულია რაიმე გარეშე ფაქტორების (აირების, კვამლის და ა.შ) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

სამედიცინო საბუთის მონაცემებით 24.11.17წ შემთხვევასთან დაკავშირებით ო-----------ეს დაესვა დიაგნოზი: სხვა დაუზუსტებელი აირების, კვამლის და ორთქლის ტოქსიური ეფექტი. ჯანმრთელობის დაზიანება განვითარებულია რაიმე გარეშე ფაქტორების (აირების, კვამლის და ა.შ) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

სამედიცინო საბუთის მონაცემებით 24.11.17წ შემთხვევასთან დაკავშირებით ვ-–---------ს დაესვა დიაგნოზი: სხვა დაუზუსტებელი აირების, კვამლის და ორთქლის ტოქსიური ეფექტი. ჯანმრთელობის დაზიანება განვითარებულია რაიმე გარეშე ფაქტორების (აირების, კვამლის და ა.შ) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

სამედიცინო საბუთის მონაცემებით 24.11.17წ შემთხვევასთან დაკავშირებით გ---–----------–ს დაესვა დიაგნოზი: სხვა დაუზუსტებელი აირების, კვამლის და ორთქლის ტოქსიური ეფექტი. ჯანმრთელობის დაზიანება განვითარებულია რაიმე გარეშე ფაქტორების (აირების, კვამლის და ა.შ) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ვა-----------ძეს დაესვა დიაგნოზი: გულმკერდში ტკივილი. არსებული მონაცემებით ვა-----------ძეს დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღნიშნება.

 

სამედიცინო საბუთის მონაცემებით 24.11.17წ შემთხვევასთან დაკავშირებით ა----------ს დაესვა დიაგნოზი: კვამლის ტოქსიური ეფექტი. ჯანმრთელობის დაზიანება განვითარებულია რაიმე გარეშე ფაქტორების (აირების, კვამლის და ა.შ) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

სამედიცინო საბუთის მონაცემებით 24.11.17წ შემთხვევასთან დაკავშირებით ა----------–---–ს დაესვა დიაგნოზი: კვამლის ტოქსიური ეფექტი. ჯანმრთელობის დაზიანება განვითარებულია რაიმე გარეშე ფაქტორების (აირების, კვამლის და ა.შ) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

სამედიცინო საბუთების მონაცემებით ფიქრია ფანქველაშვილს სხუელზე ჯანმრთელობის დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნებოდა.

 

სამედიცინო საბუთის მონაცემებით 24.11.17წ შემთხვევასთან დაკავშირებით დ----------–--------ის დაესვა დიაგნოზი: დაუზუსტებელი აირების, კვამლის და ორთქლის ტოქსიური ეფექტი. ჯანმრთელობის დაზიანება განვითარებულია რაიმე გარეშე ფაქტორების (აირების, კვამლის და ა.შ) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

სამედიცინო საბუთის მონაცემებით 24.11.17წ შემთხვევასთან დაკავშირებით გ---–-----------–---–ს დაესვა დიაგნოზი: დაუზუსტებელი აირების, კვამლის და ორთქლის ტოქსიური ეფექტი. ჯანმრთელობის დაზიანება განვითარებულია რაიმე გარეშე ფაქტორების (აირების, კვამლის და ა.შ) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

სამედიცინო საბუთის მონაცემებით 24.11.17წ შემთხვევასთან დაკავშირებით ნ---------–----–---–ს დაესვა დიაგნოზი: დაუზუსტებელი აირების, კვამლის და ორთქლის ტოქსიური ეფექტი. ჯანმრთელობის დაზიანება განვითარებულია რაიმე გარეშე ფაქტორების (აირების, კვამლის და ა.შ) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

სამედიცინო საბუთის მონაცემებით 24.11.17წ შემთხვევასთან დაკავშირებით მ-------------- დაესვა დიაგნოზი: დაუზუსტებელი აირების, კვამლის და ორთქლის ტოქსიური ეფექტი. ჯანმრთელობის დაზიანება განვითარებულია რაიმე გარეშე ფაქტორების (აირების, კვამლის და ა.შ) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

სამედიცინო საბუთის მონაცემებით 24.11.17წ შემთხვევასთან დაკავშირებით დ-------------–--ს დაესვა დიაგნოზი: დაუზუსტებელი აირების, კვამლის და ორთქლის ტოქსიური ეფექტი. ჯანმრთელობის დაზიანება განვითარებულია რაიმე გარეშე ფაქტორების (აირების, კვამლის და ა.შ) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

სამედიცინო საბუთის მონაცემებით 24.11.17წ შემთხვევასთან დაკავშირებით ლ------------------ნს დაესვა დიაგნოზი: დაუზუსტებელი აირების, კვამლის და ორთქლის ტოქსიური ეფექტი. ჯანმრთელობის დაზიანება განვითარებულია რაიმე გარეშე ფაქტორების (აირების, კვამლის და ა.შ) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ შენობაში სადაც განთავსებული იყო სასტუმრო და სამორინე სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირი იყო ფ----- ი------ი. ფ----- ი------ი დანიშნული იყო ტექნიკური მენეჯერის თანამდებობაზე და სწორედ მას, როგორც ტექნიკურ მენეჯერს ევალებოდა უსაფრთხოების დაცვა.

 

2016 წლის 1 ივლისს შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, შპს მერსინ ტურიზმის და შპს ოქროს ლომის დირექტორის ი---- ი-–----სა და თურქეთის მოქალაქე ფ----- ი------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ფ----- ი------ის, დასაქმებულის სამუშაო ადგილია საქართველო, ქ. ბათუმი, შავშეთის ქუჩა 2/4 სამორინე ლეოგრანდი. დასაქმებული ფ----- ი------ი თანახმაა შეასრულოს სამორინეში ტექნიკის მენეჯერის მოვალეობები, ასევე დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული წესების, პროცედურების ინსტრუქციების და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

 

შრომის შინაგანაწესის ტექნიკური სერვისის განყოფილების შრომის შინაგანაწესის მე-3 მუხლის 3.1 და 3.2 ნაწილების შესაბამისად ფ----- ი------ს სამსახურებრივად ევალებოდა საწარმოს ტექნიკური საწყობის კონტროლი და ტექნიკური სერვისის განყოფილების ხელმძღვანელობა. ასევე ევალებოდა ხანძარსაწინააღმდეგო წესების მოთხოვნების დაცვა, საწარმოს ტექნიკური აღჭურვილობის მუშა მდგომარეობაში მოყვანა.

 

აქედან გამომდინარე სამსახურებრივად ფ----- ი------ს ევალებოდა დაეცვა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის N 370 დადგენილებით დამტკიცებული „ სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი „ რომლის მოთხოვნის თანახმად ობიექტებზე აკრძალულია ელექტრო ძრავებსა და გამშვებ აპარატურასთან წვადი (მათ შორის ადვილად აალებადი ) მასალების და ნივთიერების დაწყობა-შენახვა.

ის ფაქტი, რომ ფ----- ი------მა დაარღვია ზემოაღნიშნული და ჩაიდინა დანაშაული დადგენილი და დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებითაც;

 

გამოძიების მიმდინარეობისას შემთხვევის ადგილიდან აღებულ ნიმუშებზე დაინიშნა და ჩატარდა ქიმიური ექსპერტიზა.

 

ქიმიური N 2463/ქრ 413/რან ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ობიექტი N 1 წარმოადგენს ზეთოვან პროდუქტს.

ექსპერტიზაზე წარდგენილი ობიექტი N 2 წარმოადგენს გოგირდმჟავას.

ექსპერტიზაზე წარდგენილი ობიექტი N 3 წარმოადგენს c1 –(ქლორ) იონის შემცველ სითხეს.

 

ექსპერტიზაზე წარდგენილი ობიექტი N 4-12 შეიცავს ორგანულ გამხსნელებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ადვილადაალებად ნივთიერებებს.

ექსპერტიზაზე წარდგენილი ობიექტებზე NN 13,15,16 ანაწმენდებზე და დანახშირებულ მასაზე არ აღენიშნება ნავთობპროდუქტების კვალი. მათზე აღინიშნება პოლიმერული მასალის წვის შედეგად გამოყოფილი პიროლიზატების კვალი.

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ობიექტები N 14 პოლიმერული მასალის ღრუბელსა და ფირფიტებზე არ აღინიშნება ნავთობპროდუქტების კვალი.

 

ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები დადასტურებულია ექსპერტების მ. ჩუბინიძის და ა. დადიანიძის ჩვენებებით.

 

სისხლის სამართლის საქმეზე დაინიშნა და ჩატარდა სახანძრო ტექნიკური ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა, რომ საქვაბე ოთახში ხანძრის წარმოქმნის უშუალო მიზეზია აალების მცირეკალორიული ცეცხლის წყარო, ჩაუმქრალი სიგარეტის ან ასანთის სახით. კერძოდ N 001221618 დასკვნით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებით და ჩატარებული კვლევების შედეგების ანალიზის საფუძველზე ქ. ბათუმში ი. გოგებაშვილის ქუჩა N60-ში, შავშეთის ქუჩა 2/4 შპს მერსინ ტურიზმის სასტუმრო ლეოგრანდის შენობის ტექნიკურ საქვაბე ოთახში ხანძრის წარმოქმნის უშუალო მიზეზია აალების მცირე კალორიული ცეცხლის წყარო, ჩაუმქრალი სიგარეტის ან ასანთის სახით.

 

შემთხვევის ადგილის გამოკვლევით ხანძრის განვითარების დინამიკის გათვალისწინებით და ხანძრის ინტენსიური თერმული ზემოქმედების ლოკალური ნიშნების კვლების გაანალიზების შედეგებიდან გამომდინარე, ხანძრის გაჩენის კერა, ანუ არაკონტროლირებადი წვის პირველადი წარმოშობის ადგილი დაფიქსირდა ტექნიკური საქვაბე ოთახის შუა ნაწილში, სასაწყობო სათავსის სტელაჟების განვითარების ზონაში.

 

თავდაპირველი წვის პროცესი ტექნიკურ ოთახში კერის ზონაში მიმდინარეობდა ფარულად დახურულ სივრცეში, ანუ ხანძრის განვითარება მიმდინარეობდა არახელსაყრელ პირობებში, იგულისხმება აირმიმოცვლა, რომელიც შენობის კონსტრუქციულ გეგმარებით შესრულებაზეა დამოკიდებული, არსებული ღრიჭოების რაოდენობაზე და სხვა. ხანძრის წარმოქმნის საწყის პერიოდში ხანძრის კერა ინტენსიურად ვითარდებოდა ეტაპობრივად წერტილოვანი საწყისიდან სტელაჟების ქვედა ზონიდან ვერტიკალურად სართულებშორისი გადახურვის მიმართულებით. შემდგომ ხანძარმა მიიღო წრიული ფორმა და ცეცხლი გავრცელდა ცენტრალური გათბობის წყლის მილების თბოიზოლაციურ მასალებზე, ყველა მიმართულებით თანაბარი ინტენსივობით. კონკრეტულად იხილეთ კვლევითი ნაწილი.

 

თუ სიგარეტის გაღვივებული ნაწილაკი დაეცემა ქაღალდს, ქსოვილს და ა.შ. აალება დაიწყება დაახლოებით 12-50 წუთის შემდეგ და ალის ტემპერატურა შეადგენს 440-500C, რაც შეეხება ანთებულ ასანთზე ადვილად წვად მასალასთან კონტაქტის შემთხვევას, ასეთ დროს, აალება ხდება უეცრად, გაღვივების დროის ფაქტორის გარეშე. კონკრეტულად იხილეთ კვლევითი ნაწილი.

 

ჩატარებული ექსპერიმენტის და კვლევების შედეგებიდან გამომდინარე, ტექნიკურ ოთახში ცენტრალურ გათბობის მილებზე შემოხვეული პოლიეთილენის ქაფით დამზადებული თბოიზოლაციური მასალა მიეკუთვნება ძნელად წვადი მასალების კატეგორიას, ხოლო მასზე შემოკრული შავი ფერის პოლიეთილენის ფირი მიეკუთვნება ადვილად წვად მასალას და შესაბამისად აღნიშნულ მასალაზე წვის ხანძრის ხაზური წრფივი გავრცელების სიჩქარე შეადგენს 1 მეტრზე 5 წუთს.

 

ხანძრის გაჩენა ტექნიკურ ოთახში თვითაალებითა და ელექტროტექნიკური მიზეზების გამო მოცემულ შემთხვევაში გამორიცხულია.

 

სასტუმრო ლეოგრანდის შენობის ტექნიკური საქვაბე ოთახიდან ხანძრის გაჩენის კერის ზონიდან ამოღებულ ელექტროსადენებზე და კაბელებზე მოკლე ჩართვის გადატვირთვისა დიდი გარდამავალი წინაღობის ნიშნები არ დაფიქსირდა.

 

ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურა ექსპერტმა რეზო გელაშვილმა. იხ. ტ 15 სფ 191-221.

 

სისხლის სამართლის საქმეზე დაინიშნა და ჩატარდა საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზა რომელსაც უდა დაედგინა დაცული იყო თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები. ექსპერტიზამ სხვა დარღვევებთან ერთად დაადგინა რომ ხანძრის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა თუ კი არ იქნებოდა დასაწყობებული ადვილად აალებადი და წვადი სითხეები, ასევე გამოყოფილი იქნებოდა თამბაქოს მოსაწევის უსაფრთხო ადგილი.

 

კერძოდ N 001739918 დასკვნით დადგინდა, რომ .შპს „მერსინ ტურიზმის“ სასტუმრო „ლეო გრანდი“-ს შენობაში, მდებარე ქ.ბათუმი, ი. გოგებაშვილის ქუჩა N60, შავსეთის ქუჩა N/4-ში 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩენილი ხანძრის დროს არ იყო დაცული: სამშენებლო ნომრების და წესების 2.08.02-89 „საზოგადოებრივი შენობები“-ს პუნქტი 3.52-ის და ამავე წესების აუცილებელი დანართი 9-ის პუნქტი 7-ის მოთხოვნები, რაც გამოიხატება იმაში, რომ შენობა არ იყო აღჭურვილი გამართული ავტომატური სახანძრო და კვალმაუწყებელი სიგნალიზაციით.

 

სამშენებლო ნომრების და წესების 2.04.05-91 „გათბობა, ვენტილაცია და კონდიცირება“-ს თავი 5-ის (კვამლსაწინაღო დაცვა ხანძრის დროს) პუნქტი 5.1-ის მოთხოვნა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ხანძრის დროს კვამლის მოცილებისთვის, საჭიროა ავარიული კვამლსაწინაღო ვენტილაციის პროექტირება, იმისთვის რომ ერთ-ერთ სათავსოში გაჩენილი ხანძრის დასაწყისშივე უზრუნველყოფილი იყოს ხალხის ევაკუაცია შენობის სხვა სათავსებიდან.

 

სამშენებლო ნომრების და წესების 2.01.02-85 „ხანზარსაწინაღო ნომრები“-ს პუნქტი 2.1-ს და 4.28-ის მოთხოვნები, რაც გამოიხატება იმაში, რომ ერთდროულად 50 კაცზე მეტი რაოდენობის სამყოფად გათვალისწინებული სათავსოების ქვეშ დაუშვებელია ისეთი სათავსოების განთავსება რომელშიც ინახება წვადი სითხეები. ხანძარსაწინაღო კედლების, ზონების და ასევე ხანძარსაწინაღო პირველი ტიპის გადახურების სავენტილაციო არხებით გადაკვეთის ადგილებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ავტომატური მოწყობილობა რომელიც აარიდებს ხანძრის შემთხვევაში წვის პროდუქტების სავენტილაციო არხებში გავრცელებას. შენობები როგორც წესი უნდა იქნეს გათვალისწინებული გამართული სახანძრო მაუწყებლობა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 მარტის N449 ბრძანებით დამტკიცებული „ საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესები“-ს მუხლი 3-ის პუნქტი 9-ის, მუხლი 12-ის პუნქტი 4-ის, მოთხოვნები რაც გამოიხატება იმაში, რომ ხანძარსაწინააღმდეგო კედლების, გადახურვების და შემომზღუდავი კონსტრუქციების სხვადასხვა საინჟინრო და ტექნოლოგიურ კომუნიკაციებთან გადაკვეთის ადგილებში წარმოქმნილი ხვრელები და ღრეჩოები უნდა იყოს შევსებული დუღაბით და სხვა უწვადი მასალით, რომლებიც უზრუნველყოფენ ცეცხლმედეგობის საჭირო ზღვარს და კვამლისა და აირის შეუღწევადობას. საცხოვრებელი, საწარმოო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სხვა შენობა- ნაგებობები უნდა აშენდეს ხანძარსაწინააღმდეგო წესებისა და ნორმების მოთხოვნათა დაცვით.

 

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის N370 დადგენილებით დამტკიცებული „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“-ს მუხლი 4-ის პუნქტი 6-ის; მუხლი 5-ის პუნქტი 1-ის; მუხლი 7-ის პუნქტი 6-ის გ) ქვეპუნქტის; მუხლი 9-ის პუნქტი 2-ის ბ) ქვეპუნქტის; მუხლი 11-ის პუნქტი 1-ის; დანართი 2-ის პუნქტი -2-ის მოთხოვნები რაც გამოიხატება იმაში, რომ შენობაში არ იყო დაცული ობიექტის სახნძრო უსაფრთხოების ცალკეული მოთხოვნები. ობიექტებზე აკრძალულია ტექნიკური სართულების, სათავსების გამოყენება საწარმოო უბნების და სახელოსნოების მოსაწყობად, აგრეთვე პროდუქციის, მოწყობილობების, სხვა წვადი მასალების და საგნების შესანახად (მათ შორის დროებით); ელექტროფარებთან, ელექტროძრავებსა და გამშვებ აპარატურასთან აკრძალულია წვადი (მათ შორის ადვილაალებადი) მასალებისა და ნივთების დაწყობა-შენახვა. არ იყო გამოყოფილი თამბაქოს მოწევის ადგილები.

 

2. შპს „მერსინ ტურიზმის“ სასტუმრო „ლეო გრანდი“-ს შენობაში, მდებარე ქ.ბათუმი, ი. გოგებაშვილის ქუჩა N60, შავსეთის ქუჩა N/4-ში 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩენილი ხანძრის თავიდან აცილება კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელი იყო თუ ტექნიკურ სართულზე არ იქნებოდა დასაწყობებული ადვილაალებადი და წვადი სითხეები, ასევე გამოყოფილი იქნებოდა თამბაქოს მოსაწევი უსაფრთხო ადგილი.

 

დამდგარი შედეგის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო თუ აღნიშნული შენობა აღჭურვილი იქნებოდა შენობის დანიშნულების (სასტუმრო) შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტების და სახანძრო უსაფრთხოების ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნათა დაცვით. კონკრეტულ შემთხვევაში თუ შენობაში იქნებოდა გამართული სახანძრო და კვამლმაუწყებელი სიგნალიზაცია (ხანძრისა და კვამლის შესახებ მაუწყებლობის სისტემა). ხანძარსაწინააღმდეგო კედლების, გადახურვების და შემომზღუდავი კონსტრუქციების სხვადასხვა საინჟინრო და ტექნოლოგიურ კომუნიკაციებთან გადაკვეთის ადგილებში წარმოქმნილი ხვრელები და ღრეჩოები შევსებული რომ ყოფილიყო დუღაბით ან სხვა უწვადი მასალით, რომლებიც უზრუნველყობდნენ ცეცხლმედეგობის საჭირო ზღვარს და კვამლისა და აირის შეუღწევადობას.

 

3. შპს „მერსინ ტურიზმის“ სასტუმრო „ლეო გრანდი“-ს შენობაში, მდებარე ქ.ბათუმი, ი. გოგებაშვილის ქუჩა N60, შავსეთის ქუჩა N/4-ში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა ევალებოდა სასტუმროს მეპატრონეს (ხელმძღვანელს) ან აღნიშნულზე მის მიერ უფლებამოსილ პირს.

 

4. ქ.ბათუმში, ი. გოგებაშვილის ქუჩა N60, შავსეთის ქუჩა N/4-ში მდებარე შპს „მერსინ ტურიზმის“ სასტუმრო „ლეო გრანდი“-ს შენობა, თავისი გეგმარებით შეესაბამება საქმის მასალებში წარმოდგენილ არქიტექტორული პროექტით გათვალისწინებულ გეგმარებას. შენობაში დაპროექტებულ სპეციალურ ნაწილებზე ( ვენტილაცია, ელექტრო მომარაგება, გათბობა - გაგრილება, სახანძრო წყალმომარაგება, სიგნალიზაცია) არ არის წარმოდგენილი მუშა ნახაზები და დეტალები, წარმოდგენილია მხოლოდ სქემატური ნახაზები რომელნიც დეტალურად არ იკითხება და შესაბამისად შეუძლებელია დადგენა იმისა ტექნიკური თვალსაზრისით შეესაბამება თუ არა აღნიშნული შენობა სამშენებლო ტექნიკურ პროექტს.

ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ--–--------–---------

 

იმის გასარკვევად სასტუმროს შენობაში დამონტაჟებული სავენტილაციო სისტემა აკმაყოფილებდა თუ არა ტექნიკურ ნორმებს დაინიშნა და ჩატარდა საინჟინრო ექსპერტიზა.

 

საინჟინრო ექსპერტიზის N001240118 დასკვნით დადგინდა, რომ ქ. ბათუმში, ი. გოგებაშვილის ქუჩა N60, შავშეთის ქუჩა 2/4-ში მდებარე სასტუმრო ლეოგრანდში დამონტაჟებული სავენტილაციო სისტემა არ აკმაყოფილებდა სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებს.

 

ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურა ექსპერტმა ს-----------------

 

ის ფაქტი, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი არ ყოფილა ელექტრო სადენები დადგენილია საიჟინრო ექსპერტიზის დასკვნით , რომლის N 000924318 დასკვნით ირკვევა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი კაბელების კვეთი სრულად აკმაყოფილებს ელ.ძრავების და ელ.სპირალის ტენი ხანგრძლივად დასაშვები დენური დატვირთვის სიდიდეს.

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი თვითმანათობელი მაჩვენებლები და მიმართულების მაჩვენებელი (exsit 5 ცალი) და მიმართულების მაჩვენებელი 2 ცალი ტექნიკურად გამართულია და ყველა მათგანს გააჩნია ავტონომიური კვების წყარო.

 

ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები სრულად დაადასტურა ექსპერტმა უ--------------

 

კომპიუტერული ექსპერტიზის N000550118 დასკვნით გაირკვა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი გამოსაკვლევი მასალების დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ N1 კომპიუტერის სისტემური ბლოკის მეხსიერებაში ფიქსირდება პროგრამა სახელწოდებით Schneider electric struxsure ware building operation ვერსია 1.5 რომლის ფუნქციონალია შენობა ნაგებობებში არსებული ენერგეტიკის hvac და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მონიტორინგი. მითითებული პროგრამის ფუნქციონირებისთვის საჭირო ერთ-ერთ სტრუქტურას წარმოადგენს მასში არსებული ქვეპროგრამები სახელწოდებით Schneider electric struxsure ware building operation license administrator და Schneider electric struxsure ware building operation license server, რომლებიც ახორციელებენ ძიორითადი პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირებას. აღნიშნულ კომპიუტერზე ფიქსირდება ორი ერთეული წარმოების მიერ გაცემული სადემონსტრაციო ლიცენზია, რომელთაგან ერთის ვალიდურობის პერიოდი იყო 2015 წლის 12 მაისიდან 2015 წლის 31 აგვისტომდე, ხოლო მეორის 2015 წლის 18 აგვისტოდან 2015 წლის 30 ნოემბრამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროგრამა მითითებულ N1 კომპიუტერის სისტემურ ბლოკზე ფუნქციონირებადი არ იყო 2017 წლის 22-24 ნოემბერს, რადგან პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზია იყო არავალიდური (ვადაგასული).

 

N2 კომპიუტერის სისტემური ბლოკის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მეხსიერებაში ფიქსირდება ზემოთ მითითებული იდენტური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც 2017 წლის 22-24 ნოემბერს ფუნქციონირებადი არ იყო _ მწარმოებლის მიერ გაცემული სადემონსტრაციო ტიპის ლიცენზიით, რომლის ვალიდურობის პერიოდი იყო 2017 წლის 15 სექტემბრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე.

აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის სრულყოფილად ფუნქიონირებისათვის საჭირო ერთ-ერთ სტრუქტურას წარმოადგენს როგორც მალიცენზირებელი, ასევე მასში არსებული ქვეპროგრამა, სახელწოდებით Schneider electric struxsure ware building operation device administrator, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის მიერთებებით გარკვეული სახის დეტექტორების აღრიცხვიანობას. N2 კომპიუტერის სისტემურ ბლოკში არსებული პროგრამის კვლევის პროცესში დადგინდა, რომ მასშე არანაირი ტიპის დეტექტორი არ ფიქსირდება. პროგრამული უზრუნველყოფის აქტიურობის სტატუსისა და სისტემაში დაფიქსირებული საგანგაშო შეტყობინების დადგენა ვერ ხორციელდება, რადგან კომპიუტერის ოპერაციული სისტემების ე.წ. ლოგებში ( რეგისტრაციის ჟურნალი) 2017 წლის 22-24 ნოემბრის პერიოდში საკვლევი ობიექტის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება, ასევე მეხსიერებაში არ ფიქსირდება უშუალოდ აღნიშნული პროგრამის ე.წ. ლოგები.

 

ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, შეუძლებელია იმის დადგენა, ფუნქციონირებდა თუ არა N2 კომპიუტერის სისტემურ ბლოკში პროგრამა Schneider electric struxsure ware building operation 2017 წლის 22-24 ნოემბერს და აღნიშნულიდან გამომდინარე ვერ დადგინდა დაფიქსირებული იქნა თუ არა რაიმე ინფორმაცია სისტემის განგაშის შესახებ.

 

ექსპერტიზის დასკვნის მიმდინარეობა და შედეგები სრულად დაადასტურა ექსპერტმა დ----- უ------–---–მა.

 

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ გ------- მ----–-ძის მხრიდან ჩადენილია გულგრილობა, მაშინ როდესაც ის იყო კერძო ორგანიზაციის წარმომადგენ--–-. გულგრილობა, ესე იგი სპეციალური უფლება მოსილების მქონე პირის არაჯეროვანი შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

ის ფატი, რომ სასტუმროში სახანძრო წესების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი არ იყო გ------- მ----–-ძე სასამართლოს მიერ დადგენილია. ის არ იყო ასევე ამისათვის სპეციალურად დანიშნული პირი, ამიტომ სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელი სუბიექტის სპეციალურ სტატუსი მას არ გააჩნდა. თუმცა დადგენილია, რომ გ------- მ----–-ძეს ყოველდღიური საქმიანობა დაკავშირებული იყო მე-4 სართულზე განთავსებული სპეციალურ ოთახთან, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ხდებოდა ოთახში ისეთი ნივთების განთავსება, რომელიც ადვილად აალებად ნივთიერებას წარმოადგენდა და აქვე ხდებოდა ტექნიკური პერსონალის მიერ სიგარეტის მოწევა, გ------- მ----–-ძე კი ხელშეკრულების თანახმად დათანხმდა ტექნიკურ ოთახში განთავსებული ნივთებზე პასუხისმგებელი პირის მოვალეობის შესრულებას. დადგენილი ისიც, რომ მის სამოქმედო ტერიტორიაზე, სისტემატურად ირღვეოდა სახანძრო უსაფრთხოების წესები.

 

2016 წლის 1 ნოემბერს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით ირკვევა, რომ შპს მერსინ ტურიზმის დირექტორის მინდობილმა პირმა ი---- ი-–------ _ დამსაქმებელმა შრომითი ხელშეკრულება გააფორმა გ------- მ----–-ძესთან, დასაქმებულთან, რომლის მიხედვით დასაქმებული თანახმაა შეასრულოს ტექნიკური საწყობის პასუხისმგებელი პირის მოვალეობები. დასაქმებულის სამუშაო ადგილია საქართველო. ქ. ბათუმი, გოგებაშვილის ქუჩა N60, დასაქმებული ვალდებულია დაემორჩილოს დამსაქმებლის ინსტრუქციებს, გაუფრთხილდეს და დაიცვას დამსაქმებლის ქონება, მასზე მინდობილი ტექნიკა, ინვენტარი. დაიცვას საქართველოს შრომის კოდექსით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომისა და საქმიანობის პირობები.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა გ------- მ----–-ძის და ფ----- ი------ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია მოწმეთა ჩვენებებით, კერძოდ:

 

მოწმე ხ-------–--ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობდა სასტუმრო ლეოგრანდში ტექნიკოსად. ფ----- ი------ი იყო მისი ხელმძღვან--–-, ხოლო გ------- მ----–-ძე იყო საწყობის გამგე. 2017 წლის 24 ნოემბერს იმყოფებოდა სამსახურში და ახორცილებდა შემოვლას. მეოთხე სართულზე იყო, როდესაც დამწვრის სუნი იგრძნო და საქვაბეს რომ მიუახლოვდა ნახა, რომ საქვაბე ოთახში ცეცხლი იყო გაჩენილი. მაშინვე დაურეკა თანამშრომელ ელექტრიკოსს ი-----–------–----ეს და უხმო საქვაბე ოთახთან. ირაკლისთან ერთად მივიდა ვიდეოკამერების მენეჯერი ერდოღანი და სამივენი საქვაბეში შევიდნენ, მაგრამ ძლიერი დაკვამლიანების გამო ორ მეტრზე წინ ვერ წავიდნენ. იმავდროულად ხანძრის შესახებ შეატყობინა იქვე მომუშავე ორ გოგონას და ურჩია რომ სასტუმროს სტუმრებთან და სხვა პერსონალთან ერთად სასწრაფოდ დაეტოვებინათ შენობა სასტუმროს შიდა კიბიდან. თვითონაც შეშინებული სამზარეულოში ჩავიდა, სადაც უკვე ოცდაათამდე სასტუმროს მომსახურე პერსონალი იყო შეკრებილი. მათთან ერთად პირველ სართულზე ჩავიდა. პირველ სართულზე უკვე მეხანძრეები იყვნენ მისულები. სურდა რომ მეხანძრეებთან ერთად ისევ ასულიყო საქვაბე ოთახამდე, მაგრამ ძლიერი კვამლის გამო ეს ვერ შეძლო. ამასობაში, სასტუმროში არსებული აუზის მილები გასკდა და წყალმა მილებიდან გადმოსვლა დაიწყო. წყალმა პირველ სართულამდე ჩამოაღწია და ელექტროკარადებში იღვრებოდა. თუ მეხანძრეები წყლის ჭავლს გამოიყენებდნენ, იმნებოდა ალბათობა, რომ დენი მეხანძრეებს დააზიანებდა. ამიტომ დაურეკა ტექნიკურ მენეჯერს-დირექტორს ფ----- ი------ს, შეატყობინა შექმნილი სიტუაცია და აიღო ნებართვა, რომ გამოერთო ელექტრომომარაგება სრულად. ფ----- ი------მა თანხმობა განუცხადა, რის შემდეგაც გამორთო სასტუმროს ელექტრომომარაგება. მეხანძრეებმა ხანძარი ჩააქრეს. სასტუმროში, მეოთხე სართულზე საქვაბე ოთახი მდებარეობდა, სადაც ინახავდნენ ყოველდღიურ გამოსაყენებლ ტექნიკას და საღებავებს. საწყობში ნივთების შეტანაზე და მათ შორის საღებავების განთავსებაზეც, პასუხისმგებელი იყო გ------- მ----–-ძე, თუმცა ფ----- ი------ის ნებართვის გარეშე არაფერი არ ხდებოდა. სასტუმროში დამონტაჟებული იყო ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა. საქვაბე ოთახში იდგა მაგიდა, რომელთანაც როგორც თვითონ, ისე სხვა ტექნიკური პერსონალი სიგარეტს ეწეოდა. მაგიდიდან საღებავები 5-6 მეტრში იყო განთავსებული. ამის თაობაზე მან მოახსენა ფ----- ი------ს და მოსთხოვა ცალკე ოთახის გამოყოფა ტექნიკური პერსონალისთვის.

 

მოწმე ი-----–------–----ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობდა სასტუმრო ლეოგრანდში ელექტროტექნიკოსად, მისი უშუალო ხელმძღვან--–- იყო ფ----- ი------ი, მის მოვალეობაში შედიოდა სასტუმროში ელექტროგაყვანილობის გამართულად მუშაობა. ფ----- ი------ი იყო ტექნიკური მენეჯერი, ხოლო გ------- მ----–-ძე საწყობის გამგე. სასტუმროში მომუშავე ყველა პერსონალს ფუნქციები განაწილებული ჰქონდა და ყველა გრაფიკის მიხედვით მუშაობდა. სასტუმროს მეოთხე სართულზე განთავსებული იყო საქვაბე ოთახი. ეს ოთახი ტექნიკური პერსონალის ოთახსაც წარმოადგენდა. საქვაბეს არ ჰქონდა ფანჯრები და მასში შესვლა მხოლოდ ერთი კარებით შეიძლებოდა. შესასვლელი კარიდან სამ-ოთხ მეტრში იდგა მაგიდა, სადაც დღის განმავლობაში ტექნიკური პერსონალი იჯდა. საქვაბეში განთავსებული იყო ასევე საწყობი, სადაც ინახებოდა ელქტრო ხელსაწყოები, საღებავები, წებო და სხვა ნივთები. მომსახურე ტექნიკურ პერსონალს არც სასტუმროში და არც საქვაბეში ცალკე სიგარეტის მოსაწევი ადგილი არ ჰქონდა გამოყოფილი. როგორც თვითონ, ისე სხვა მწეველი ტექნიკური პერსონალიც ან საქვაბეში მაგიდასთან ეწეოდა, ან გარეთ გადიოდა. სიგარეტს აქრობდნენ საფერფლეში, ხოლო ნამწვავებს საფერფლიდან მაგიდასთან მდგომ ურნაში ყრიდნენ. 2017 წლის 24 ნოემბერს, ხანძრამდე სასტუმროში, საქვაბე ოთახში იმყოფებოდა. მასთან ერთად, საქვაბეში იმყოფებოდნენ ხუსეინ შეინი და თ------ ზ----ე. გამოძახების გამო გამოვიდა საქვაბედან და მასთან ერთად გამოვიდნენ ხუსეინ შეინი და თ------ ზ----ე. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ ტელეფონით დაურეკა ხუსეინ შეინმა და უთხრა, რომ საქვაბეში ხანძარიაო. იგი ამ დროს სასტუმროს მესამე სართულზე იმყოფებოდა. იმის გამო, რომ საქვაბე მეოთხე სართულზე იყო, გადაწყვიტა სასტუმროს შიდა კიბით მესამედან მეოთხე სართულზე ასულიყო, მაგრამ ძლიერი კვამლის გამო ვერ შეძლო. ამიტომ მოუარა სამზარეულოს მხრიდან, სადაც მეოთხე სართულზე ასასვლელი სხვა კიბეც არსებობდა და ავიდა მეოთხე სართულზე. საქვაბესთან დახვდა ვიდეოკამერების მენეჯერი ბ---–---------------ი, რომელმაც საქვაბის კარები გახსნა. კარებიდან ერთ მეტრში შენიშნა, რომ წყლის გამაგრილებელი ეგდო და ცეცხლი ეკიდა, ამიტომ მალევე იმოქმედა, სახანძრო ბალონი აიღო და ცეცხლმოკიდებული გამაგრილებელი ჩააქრო. საქვაბის შიგნით ძლიერი კვამლი ტრიალებდა, ამიტომ უფრო წინ ვეღარ წაიწია. ცეცხლის ჩასაქრობად ორი-სამი ბალონი დაცალა. მიხვდა რომ ცუდად ხდებოდა და გარეთ გამოვიდა, კარებთან ჩაიმუხლა, ვეღარ შეძლო გადაადგილება. ამ დროს სასტუმროს სხვა თანამშრომლები მიეხმარნენ და სამზარეულოში წაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ შუქი არ იყო ჩამქრალი, ხანძრის დროს არც სახანძრო სისტემა, არც საგანგაშო სიგნალიზაცია და არც გამწოვი არ ამუშავდა. საქვაბე ოთახში ტექნიკური პერსონალი, კერძოდ მღებავი ნ-------------------ძე საღებავებს ინახავდა. ცეცხლის ჩაქრობის დროს ნახა, რომ წყლის გამაგრილებელი, რომელსაც ცეცხლი ეკიდა დასაწყობებული საღებავებიდან სამ-ოთხ მეტრში იყო.

 

მოწმე რ------------ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობდა სასტუმრო ლეოგრანდში სუპერვაიზერად, რომელსაც გარეფასადის მოვლა ევალებოდა. მისი უშუალო ხელმძღვან--–- იყო ფ----- ი------ი. ფ----- ი------ი იყო ტექნიკური მენეჯერი, ხოლო გ------- მ----–-ძე საწყობის გამგე. სასტუმროს მეოთხე სართულზე განთავსებული იყო საქვაბე ოთახი. ეს ოთახი ტექნიკური პერსონალის ოთახსაც წარმოადგენდა. საქვაბეს არ ჰქონდა ფანჯრები და მასში შესვლა მხოლოდ ერთი კარებით შეიძლებოდა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ღია იყო. შესასვლელი კარიდან სამ-ოთხ მეტრში იდგა მაგიდა, სადაც დღის განმავლობაში ტექნიკური პერსონალი იჯდა. საქვაბეში განთავსებული იყო ასევე საწყობი, სადაც ინახებოდა ელექტრო ხელსაწყოები, საღებავები და სხვა ნივთები. მომსახურე ტექნიკურ პერსონალს არც სასტუმროში და არც საქვაბეში ცალკე სიგარეტის მოსაწევი ადგილი არ ჰქონდა გამოყოფილი. როგორც თვითონ, ისე სხვა მწეველი ტექნიკური პერსონალიც საქვაბეში მაგიდასთან ეწეოდა. ამ მაგიდიდან 5-6 მეტრში დასაწყობებული იყო საღებავები. მან რამდენიმეჯერ უთხრა ფ----- ი------ს, რომ სიგარეტს ეწეოდნენ საღებავთან ახლოს და გამოეყოთ სპეციალური ოთახი მომსახურე პერსონალისთვის, მაგრამ ვერ მოხერხდა. საწყობში საღებავების შეტანას აკონტროლებდნენ გ------- მ----–-ძე და ფ----ს ი------ი. საქვაბეში არსებობდა გამწოვი სისტემაც, მაგრამ ხანძრის დროს ყველაფერი გათიშული იყო. როდესაც სასტუმროში ხანძარი მოხდა, სახლში იმყოფებოდა და გამოძახებისთანავე მივიდა სამსახურში. ნახა რომ სასტუმროში ძლიერი დაკვამლიანება იყო, ამიტომ ამწეზე დაჯდა და მიეხმარა ხალხის სასტუმროდან გამოყვანაში.

 

მოწმე რ----------------ს ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობდა სასტუმრო ლეოგრანდში ელექტრიკოსად, რომელსაც სასტუმროს ელექტროობის გამართულად მუშაობა ევალებოდა. მისი უშუალო ხელმძღვან--–- იყო ფ----- ი------ი. ფ----- ი------ი იყო ტექნიკური მენეჯერი, ხოლო გ------- მ----–-ძე საწყობის გამგე. სასტუმროს მეოთხე სართულზე განთავსებული იყო საქვაბე ოთახი. ეს ოთახი ტექნიკური პერსონალის ოთახსაც წარმოადგენდა. საქვაბეში შესვლ ერთი კარებით შეიძლებოდა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ღია იყო. კარებს თავდაპირველად კოდი გააჩნდა, მაგრამ შემდეგ კოდი მოიშალა და საქვაბეში თავისუფლად შეიძლებოდა შესვლა. საქვაბე ოთახში იდგა მაგიდა, სადაც დღის განმავლობაში ტექნიკური პერსონალი სიგარეტს ეწეოდა და ყავასაც იქ სვამდა. სიგარეტს საფერფლეში ყრიდნენ, ხოლო ნამწვავს იქვე ურნაში. საქვაბეში განთავსებული იყო ასევე საწყობი, სადაც ინახებოდა ელქტრო ხელსაწყოები, საღებავები და სხვა ნივთები. საწყობში ნივთების შეტანა-გატანის აღრიცხვას ახდენდა გ------- მ----–-ძე. სასტუმროს სხვა საწყობიც გააჩნდა, რომელიც ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარეობდა. ამ საწყობიდან ნივთების გამოტანა ფ----- ი------ის ნებართვის გარეშე არავის შეეძლო.

 

მოწმე ი---- ი-–----ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობს სასტუმრო ლეოგრანდის მენეჯერის თანამდებობაზე და არის სასტუმროს მფლობელის ეროლ ავგორენის ნდობით აღჭურვილი პირი. სასტუმრო ფუნქციონირებს 2015 წლიდან. სასტუმრო ლეგრანდი მდებარეობს ქ. ბათუმში შავშეთის ქუჩა 60-ში სადაც ფუნქციონირებს ორი შპს საზოგადოება. ერთი შპს მერსინ ტურიზმი-სასტუმრო და შპს ოქროს ლომი „კაზინო“. სასტუმროს ტექნიკური სამსახურის უფროსი იყო ფ-----ი ი------ი. ფ---- ი------ის დაქვემდებარებულ სამსახურში შედიოდა სასტუმროს შენობაში ყველა ტექნიკური საკითხი. შენობის ტექნიკური ნაწილი თავმოყრილი იყო სასტუმროს მე-4 ე.წ ’’საქვაბე’’ სართულზე სადაც ტექნიკური პერსონალის კუთხეც იყო გამოყოფილი. საქვაბეში მდებარეობს წყლის გამაცხელებლები, ძრავები და ელექტრო გაყვანილობა საიდანაც ხორციელდება ტექნიკური უზრუნველყოფა მთელი შენობის როგორც სასტუმროსი ისე კაზინოსი. მეოთხე სართულზე ასევე განთავსებული კომპიუტერები სადაც ფიქსირდება ინფორმაცია დაზიანებასთან დაკავშირებით. კომპიუტერთან მუდმივად იმყოფება ოპერატორი რომელიც ატყობინებს ინფორმაციას გაუმართაობის შესახებ ტექნიკურ პერსონალს. სასტუმრო აღჭურვილი იყო თანამედროვე ხანძარ საწინააღმდეგო სისტემით და თანამედროვე კომპიუტერული პროგრამით. ამ პროგრამაში გადამზადება გავლილი ქონდა ტექნიკურ მენეჯერ ფ---- ი------ს. თუ რატომ არ იმუშავა სისტემამ არ იცის. სასტუმროს გააჩნდა საწყობი ლერმონტოვის ქუჩაზე სადაც დასაწყობებული იყო სასტუმროსთვის კუთვნილი მასალები. საწყობიდან საჭიროების შემთხვევაში ხდებოდა მასალების მოტანა სასტუმროში. თუ სად უნდა დაესაწყობებინათ მოტანილი ნივთები წყვეტდა ფ---- ი------ი. ორივე თანამშრომელთან, როგორც ფ----- ი------თან ისე გ------- მ----–-ძესთან მისი ხელმოწერით გაფორმდა შრომითი ხელშეკრულებები. 2018 წლის მარტამდე როგორც ფ---- ი------ი ისე გ------- მ----–-ძე იღებდნენ ხელფასს.

 

მოწმე ა-----------ს ჩვენების მიხედვით დგინდება, რომ 2017 წლის მაისის თვის დასაწყისში, ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობა დაიწყო ქალაქ ბათუმში სასტუმრო "ლეოგრანდში" ტექნიკური პერსონალის უფროსის ასისტენტის (დამხმარეს ) თანამდებობაზე. ტექნიკური პერსონალი შედგება 11 პირისაგან კერძოდ: თავად, ტექნიკური პერსონალის უფროსის ასისტენტი, ტექნიკური პერსონალის უფროსი ფ----- იაუზ, ტექნიკოსები გ------- მ----–-ძე, რომა, ირაკლი, ნოდარი, როსტო, მანუჩარი, გოგი, ლუკა და ომერი, რომელთა გვარები არ ახსოვს. ზემოთ ჩამოთვლილი ტექნიკოსები ემსახურებოდნენ მხოლოდ სასტუმროს შენობას და იქვე კაზინოს შენობა მათ არ ეხებოდათ. აღნიშნულ სასტუმროსა და კაზინოს ხელმძღვანელობს ი---- ი-–----ი. აღნიშნულ სამსახურში მის მოვალეობაში შედიოდა მთლიან სასტუმროს შენობაში კონდენციონერების და სხვა ელექტრონული მოწყობილობების შეკეთება და მწყობრში მოყვანა, რომ დისკომფორტი არ შექმნოდათ სტუმრებსა და მომხმარებლებს. სასტუმროს მეოთხე სართულზე მდებარეობს ფაატიჰ იაუზის სამუშაო ოთახი, სადაც ასევე მუშაობს თავად და სუპერვაიზერი ჰუსეინ შენი. აღნიშნულ სამუშაო ოთახში განლაგებული იყო სამუშაო კომპიუტერები, ავეჯი და კედელზე იყო დამონტაჟებული პან--–- რომელიც ხანძრისა და კვამლის შემთხვევაში აენთება და გამოსცემს განგაშის სირენას. მისი სამუშაო ოთახის მოპირდაპირედ იმავე სართულზე მდებარეობს დიდი გათბობის სისტემის ოთახი, სადაც არის განლაგებული წყლის გამათბობლის ექვსი ცალი ქვაბი, წყლის გაცივების პომპები, სასტუმროში განლაგებული გაცივების სისტემების ძრავები, ასევე მეხუთე სართულზე არსებული საცურაო აუზის პომპა. ასევე არის ოთახში განლაგებული ერთ-ერთ კედელზე პომპების ელექტოგაყვანილობის პან--–-. აღნიშნული საქვაბე მოწყობილობაში არსებული წყალის მასა ცხელდება როგორც ბუნებრივი აირით ასევე ელექტრო ენერგიით. ძირითადად აღნიშნული საქვაბე ცხელდება ბუნებრივი აირით და იმ შემთხვევაში თუ საქვაბეს არ მიეწოდება აირი ამ დროს ელექტრო ტექნიკოსები ახდენენ ელექტრო ენერგიაზე ქვაბის ამუშავებას. აღნიშნული გადართვის სისტემა პან--–- განლაგებულია საქვაბეს ოთახში. აღნიშნულ სასტუმროს გააჩნია სავენტილაციო შახტა და ვენტილაციის მილები არის მეტალის და სხვადასხვა ოთახებში გადის სხვადასხვა ფორმის სავენტილაციო მილები. აღნიშნულ სავენტილაციო მილებში შიგნით დამონტაჟებული ძრავები და პროპელერები რომლებიც მიერთებულია ინდივიდუალურად დენის წყაროზე. ინდივიდუალურ დენის წყაროებს რომლებიც ამუშავებენ სავენტილაციო მილებში არსებულ ძრავებს, მათ ელექტროენერგია მიეწოდებათ საქვაბე ოთახიდან. ასევე ამავე სართულზე არის განლაგებული სათვალთვალო კამერების ოთახი, რომელსაც სარგებლობს უსაფრთხოების სამსახური და მათ იქ შესვლის უფლება არ აქვთ. აღნიშნულ სართულზე დანარჩენი ოთახები წარმოადგენს საოფისე ოთახებს. 2016 წელს, როდესაც მუშაობდა თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში ერთ-ერთ სასტუმროში, იქ ჩაუტარდა ტრენინგები სახანძრო უსაფრთხოების შესახებ, ხოლო როდესაც დაიწყე მუშაობა სასტუმრო ლეოგრანდში, მისი მუშაობის პერიოდში სახანძრო უსაფრთხოების შესახებ თეორიული ან პრაქტიკული ტრენინგი არ ჩატარებია, მაგრამ ტექნიკური პერსონალის თანამშრომლების გადმოცემით იცოდა, რომ წელს სასტუმროში უნდა ჩატარებულიყო სახანძრო უსაფრთხოების შესახებ ტრენინგები. ტექნიკური პერსონალის მორიგეობის კვირეულ განრიგს ადგენდა ტექნიკური ხელმძღვან--–- ფაათიჰ იაუზი და თავად წყვეტდა თუ რომელი ტექნიკოსი რომელ ცვლაში იმუშავებს. ტექნიკური პერსონალის გრაფიკის შედგენის შემდგომ აღნიშნული გრაფიკი იბეჭდებოდა ფურცელზე, რომელიც შემდგომ იკვრება ტექნიკური პერსონალის სამუშაო ოთახში, სადაც არის ორი კომპიუტერი და პან--–-, რათა პერსონალმა კარგად დაინახოს და იხელმძღვანელოს. ასევე ერთი ასლი იკვრება იმ ოთხში, სადაც არის დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი ქვაბი. ტექნიკური პერსონალის ოთახში დამონტაჟებული არის ერთი სათვალთვალო კამერა, ხოლო რაც შეეხება საქვაბის ოთახს იქ სათვალთვალო კამერა არ არის. ტექნიკური პერსონალის ოთახში, სადაც არის ორი კომპიუტერი და პან--–-, აღნიშნულ კომპიუტერებში და პანელზე შემოდის სიგნალი არა მარტო სასტუმროს შენობაში არსებული პრობლემის შესახებ, არამედ კაზინოსა და მთლიანობაში მთელი შენობის ირგვლივ. საქვაბე ოთახში განლაგებულია სხვადასხვა დანიშნულების ტექნიკა, რომლებიც მუშაობენ როგორც ბუნებრივ აირზე ასევე ელექტრო ენერგიაზე. იმ შემთხვევაში თუ ბუნებრივ აირზე მომუშავე ტექნიკას შეექმნება პრობლემა, იმ დროს თავის სამუშაო ოთახში განგაშის სიგნალი ჩაირთვება როგორც კომპიუტერის, ასევე პან--–-ს მონიტორზე და მის შესაკეთებლად უფლებამოსილი პირი ანუ ტექნიკოსი არის სოკარ გაზის წარმომადგენ--–- თ------ ზ----ე, რომელიც სასტუმროში ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობს და ის არის პასუხისმგებელი ბუნებრივ აირზე მომუშავე ტექნიკაზე. მისი ხელმძღვან--–-ს ფ--------------ის მითითებით, მას შეუძლია მისცეს დანარჩენ ტექნიკურ პერსონალს დავალება თუ მითითებები. ინდივიდუალურად მას ამის უფლება არაქვს. საქვაბე ოთახი პირად კონტროლზე აქვს აყვანილი ფაატიჰ იაუზის ბრძანებით ტექნიკოს გ------- მ----–-ძეს, რომელიც აკონტროლებს საქვაბე ოთახში ტექნიკური პერსონალს მათ შორის რაიმე სამუშაო ინსტრუმენტის ან სხვა დანიშნულების მქონე ნივთების შეტანა გამოტანას. იმ შემთხვევაში ტექნიკურ პერსონალს თუ ესაჭიროება საქვაბე ოთახიდან რაიმე ნივთის ან სხვა ხელსაწყოს გამოტანა, უნდა შეუთანხმოს გ------- მ----–-ძეს, ასევე ტექნიკურმა პერსონალმა უნდა შეუთანხმოს გ------- მ----–-ძეს საქვაბე ოთახში რაიმე ინსტრუმენტის და სხვა დანიშნულების მქონე ნივთების შეტანა და დატოვება. სასტუმროს მთელ შენობაში ჭერზე განლაგებულია წყლის მფრქვეველი მოწყობილობა, ცეცხლის განგაშის სასიგნალო მოწყობილობები და განგაშის განათებების ნათურები, რომლებიც ცეცხლის შემთხვევაში პირველად ირთვება განგაშის სასიგნალო სისტემა, შემდეგ კი წყლის მფრქვეველი. პარალელურად აღნიშნული განგაშის სიგნალის შემთხვევაში ინფორმაცია მიეწოდება მის სამუშაო ოთახში არსებულ კომპიუტერის მონიტორზე და ასევე კედელზე დამონტაჟებულ პანელზე. აღნიშნულ პანელზე არა მარტო ინფორმაცია მოდის, არამედ პანელზე ირთვება სასიგნალო სირენა განგაშის შესახებ. იმ შემთხვევაში თუ კონკრეტულ ოთახში გაჩნდება ცეცხლი და ტემპერატურა აიწევს, კონკრეტულად იმ ოთახში ჩაირთვება წყლის მფრქვეველი, ასევე განგაშის სისტემა, რომელსაც მას ჯაჭვური რეაქცია არ აქვს და სხვა ოთახებს არ აწვდის ინფორმაციას სხვა დანარჩენ ოთახებში არსებულ წყლისა და განგაშის სისტემებს. იმ შემთხვევაში თუ სასტუმროს ნებისმიერ ოთახში თუ სივრცეში იქნება დაკვამლიანება აღნიშნული წყლის მფრქვეველები არ რეაგირებენ და არ ირთვებიან. დაკვამლიანების შემთხვევაში ირთვება მხოლოდ სასიგნალო სისტემა იქ სადაც არის დაკვამლიანება. იმ შემთხვევაში თუ სასტუმროში არსებულ გაცივებისა და კონდენცირების სისტემას აქვს ელემენტარული პრობლემა, რაც გამოიხატება მაგალითად კონდენციონერის მილი გასკდა ან გაცივების სისტემიდან წყალი ჟონავს, ამ შემთხვევაში ფაატიჰის მითითებით ამ პრობლემის აღმოხვრას ახორციელებს პირადად და თუ აღნიშნულ სისტემას აქვს გლობალური პრობლემა, სასტუმროს აქვს ქალაქ თბილისში ერთ-ერთ სერვის ცენტრთან „თრეინთან" ხელშეკრულება, რომლებსაც უკავშირდება ფაატიჰი და ჩამოყავს სპეციალისტები პრობლემის მოსაგვარებლად. იმ შემთხვევაში თუ სასტუმროში არის ელექტრო ტექნიკაზე და განგაშის სისტემაზე რაიმე პრობლემა, იგივე ფატიჰის მითითებით ასევე ადმინისტრაციიდან ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში ნებისმიერი ტექნიკური პერსონალი, რომელიც არის იმ მომენტისათვის სამსახურში ის აგვარებს აღნიშნულ პრობლემას. იმ შემთხვევაში თუ ელექტრო სისტემას და ხანძრის განგაშის სისტემას შეექმნება პრობლემა, აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდება მის სამუშაო კომპიუტერში და პანელზე ასევე მეორე ანალოგიურ პანელზე რომელიც არის დამონტაჟებული სასტუმროს პირველ სართულზე რესეფსშენის ოთახში ანუ ადმინისტრაციის ოთახში, რა დროსაც პანელზე აენთება განგაშის შუქი და განგაშის სიგნალი. აღნიშნული პრობლემის შემთხვევაში თუ ეს პრობლემა არის გლობალური ანუ საგანგაშო, სისტემას ტექნიკური პერსონალი ვერ აგვარებს, ამ შემთხვევაში ფაატიჰი უკავშირდება თურქეთში არსებულ სერვის ცენტრს სახელწოდებით „ონჯუ გუვენლიქ სისთემლერი“, საიდანაც ჩამოდიან სპეციალისტები, რომლებიც აწარმოებენ პრობლემის შეკეთებას და სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგენენ შესაბამის შემოწმების აქტს თუ რა პრობლემა იყო სისტემაში და რა სამუშაოები იქნა შესრულებული. აღნიშნული სამუშაოების აქტის ასლი რჩება ფაატიჰთან, მეორე ასლი ბუღალტერიაში ხოლო მესამე ასლი მიაქვს თვით სერვის ცენტრს. საქვაბე ოთახში დამონტაჟებული არის წყლის საქაჩი ორი დიდი და ერთი პატარა პომპა, აქედან ეს ორი დიდი პომპა ქაჩავს იმ წყალს რომელიც ეწოდება მთლიანობაში სასტუმროს და კაზინოს, ხოლო პატარა პომპა ემსახურება ჩვენი სასტუმროს შენობის უკან პირველ სართულზე არსებულ სამ წყლის რეზერვუარს. იმ შემთხვევაში თუ სასტუმროს ქალაქის წყლის სისტემიდან არ მიეწოდება წყალი. სასტუმროს გააჩნია როგორც ელექტრო სისტემის სქემა ნახაზი, ასევე სახანძრო სისტემის სქემა ნახაზი, რომელიც ელექტრონულად ინახება ფაატიჰ იაუზის სამუშაო კომპიუტერში ტექნიკური პერსონალის სამუშაო ოთახში. წელიწადში ორჯერ აღნიშნულ სასტუმროში ტარდება გეგმიური შემოწმება სახანძრო უსაფრთხოების სისტემისა, რომელსაც აწარმოებს ადგილზე მისვლით თურქეთში არსებული სერვის ცენტრი „ონჯუ გუვენლიქ სისთემლერი“ და მიმდინარე წლის მაისის თვეში აღნიშნული სერვის ცენტრის თანამშრომლები იყვნენ ჩამოსული ბათუმში და სასტუმრო ლეოგრანდში ჩაატარეს გეგმიური შემოწმება სახანძრო უსაფრთხოების სისტემების თაობაზე, რაზეც როგორც შემდეგ გაიგო შეადგინეს შესაბამისი შემოწმების აქტი და ადგილზევე აღმოფხვრეს უმნიშვნელო ხარვეზები, კონკრეტულად თუ რა ხარვეზები ჰქონდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემას არ იცის. სასტუმროს ყოველი სართულის დერეფნებში, ოთახებში კედლებზე არის მიკრული საევაკუაციო გეგმა ნახაზები, ქართულ, თურქულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. ასევე მათ ზემოდან აწერია სასწრაფოს ნომერი 112. ყოველ სართულზე ასევე არის მიკრული ისრები რომელიც მიუთითებს სახანძრო კიბის მიმართულებას. ასევე სასტუმროს ყველა სართულის დერეფნებში აწყვია სულ ცოტა 2-3 ცალი ცეცხლმაქრი ბალონები და ასევე დერეფნებში დამონტაჟებულია კარადები, სადაც არის სახანძრო წყლის ონკანი თავისივე მილით. ასევე დერეფნებში არის ჭერზე ჩამოკიდებული მწვანედ მანათობელი წარწერა EXIT ანუ გასასვლელი. აღნიშნულ წარწერებს ყველას აქვს ინდივიდუალური დენის მიწოდების წყარო რომელიც არის დამონტაჟებული თვით წარწერის ყუთში და შუქის გათიშვის შემთხვევაში აღნიშნული წარწერა ანათებს ინდივიდუალურად დაახლოებით 1 საათის მანძილზე. 2017 წლის 24 ნოემბერს დილიდან მივიდა სამსახურში და ასრულებდა საქმიანობას. დღის პირველ ნახევარში ფატიჰმა უთხრა, რომ სასტუმროს არ მოეწოდებოდა ბუნებრივი აირი, მვიდა საქვაბე ოთახში და ნახა, რომ ბუნებრივი აირის მოწოდების წნევა იყო დაცემული, რის შემდეგაც ფაატიჰი დაუკავშირდა თ------ ზ----ეს და ის მოვიდა სასტუმროში, რომელმაც შეამოწმა ბუნებრივი აირის სისტემა დარწმუნდა, რომ სასტუმროს არ მოეწოდებოდა აირი და ერთ საათში გაზი ჩაირთვებოდა. მართლაც ერთი საათის შუალედში მოვიდა გაზი მაგრამ ის ისევ გაითიშა, აღნიშნულზე ისევ იქნა გამოძახებული თ------ი, რომელიც კვლავ მოვიდა შეამოწმა და უთხრა, რომ დაახლოებით 2 საათში გაზი ჩაირთვებაო, მაგრამ გაზი არ ჩართულა. აღნიშნულ დღეს სამსახურში გაჩერდა დაახლოებით საღამოს 18 საათსა და 30 წუთამდე, რის შემდეგაც წავიდა სახლში, ვინაიდან არ იყო ცვლაში. იმავე დღეს შუადღის 16:00 საათზე მოვიდნენ ტექნიკური პერსონალი ჰუსეინ შენი და ირაკლი, რომლებიც უნდა დარჩენილიყვნენ ღამის 24:00 საათამდე. 2017 წლის 24 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში, როდესაც გაზის მიწოდება შეუჩერდა, სასტუმროს ტექნიკურმა მუშაკმა როსტომ საქვაბე და სხვა სისტემები გადაიყვანა ელექტრო ენერგიაზე შესაბამისი ჩამრთველებით და მას შემდეგ მთელი გათბობის სისტემა მუშაობდა ელექტროენერგიაზე, ვინაიდან მართალია გაზის მოწოდება ჩაირთო მაგრამ საკმარისი წნევა არ ჰქონდა და ამიტომ განაგრძობდა გათბობის სისტემა ელექტროენერგიაზე მუშაობას. 2017 წლის 24 ნოემბერს, საღამოს 19:59 საათზე ჩემს მობილურ ტელეფონზე დაურეკა ჰუსეინ შენმა და აცნობა, რომ საქვაბე ოთახს ცეცხლი გაუჩნდა და სასწრაფოდ მისულიყო. წავიდა სასტუმროში, სადაც მობილიზებული იყო სახანძრო სამსახური და დააპირა გვერდითა მხრიდან სახანძრო კიბით ასვლა, ავიდა დაახლოებით მესამე სართულამდე რა დროსაც იქაურობა მთლიანად დაფარული იყო შავი კვამლით და ვეღარ მოახერხა გზის გაგრძელება და დაბრუნდა უკან. სასტუმროში და კაზინოში მომხდარი ნებისმიერ განგაშის შემთხვევაში ინფორმაცია მოდის ტექნიკური პერსონალის სამუშაო ოთახში განლაგებულ ორ კომპიუტერზე, პანელზე და ასევე ქვემოთ ადმინისტრაციაში არსებული ანალოგიურ პანელზე. აღნიშნული განგაშის სიგნალი სხვაგან არ მიეწოდება.

 

მოწმე თამუნა დავითაძის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ 2017 წლიდან მუშაობდა სასტუმრო ლეოგრანდში სპა რესეფშენის ადმინისტრატორად. 2017 წლის 24 ნოემბერს იმყოფებოდა თავის სამუშაო ადგილზე. დაახლოებით 20:00 საათზე მასთან შევიდა სასტუმროს თანამშრომელი ქრისტინა ორლოვა და შეშფოთებულმა შეატყობინა, რომ სპა სართულზე იყო დაკვამლიანება. იმავდროულად შენიშნა ხალხი, რომელიც სპადან გამორბოდა ლიფტის მიმართულებით. დაინახა, რომ ლიფტის გვერდით ე.წ. დეპოს ოთახიდან ძლიერი კვამლი გამოდიოდა და მთლიანად მოედო მთელ სართულს. სურდა შიდა კიბით მესამე სართულზე ჩასვლა, მაგრამ კვამლი ქვემოდან ამოდიოდა და ვერ შეძლო, შეუერთდა იმ ხალხს, ვინც ლიფტით ჩადიოდა ქვემოთ და ასე მოახერხა პირველ სართულზე ჩასვლა. ხანძრის დროს რაიმე საგანგაშო სიგნალის ხმა არ გაუგონია. ხანძრის გაჩენიდან მალევე მივიდნენ მეხანძრეები. იმავე საღამოს ტელევიზიის საშუალებით შეიტყო, რომ ხანძრის შედეგად გარდაიცვალნენ ადამიანები.

 

მოწმე ნ-------------------ძის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობდა სასტუმრო ლეოგრანდში მღებავად. მისი უშუალო ხელმძღვან--–- იყო ფ----- ი------ი. სასტუმროში მეოთხე სართულზე საქვაბე იყო განთავსებული. აღნიშნულ საქვაბეში ნ-------------------ძე საღებავებს და გამხსნელებსაც ინახავდა. საღებავები 10-15 ლიტრიან ავზებში იყო განთავსებული, დაახლოებით 5-7 ცალი ავზი იყო. საქვაბეში ასევე იდგა მომსახურე პერსონალისთვის მაგიდა, სადაც ტექნიკური პერსონალი სიგარეტს ეწეოდა. სწორედ ამ მაგიდიდნა 5-6 მეტრში იყო დასაწყობებული საღებავებიც.

 

მოწმე ქ---------------–---ას ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ 2016 წლიდან მუშაობდა სასტუმრო ლეოგრანდში სპა სალონში, რომელიც განთავსებული იყო სასტუმრო მეექვსე სართულზე. 2017 წლის 24 ნოემბერს იმყოფებოდა სასტუმროში. დაახლოებით 20: 00 საათზე შენიშნა, რომ ლიფტის გვერდით ე.წ დეპოს კარებთან კვამლი გამოდიო. კარის გაღების შემდეგ ნახა რომ შავი კვამლი ქვედა სართულიდან აღწევდა და მაშინვე შეატყობინა სასტუმროს თანამშრომლებს ი-----–------–----ეს და ხ-------–--ის. სპა სალონში სასტუმროს სტუმრები და ხვა მომსახურე პერსონალიც იმყოფებოდა. ყველას მოუწოდა დაეტოვებინათ სასტუმრო. სპა სართულზე განთავსებულს სასიგნალო ღილაკს რამდენჯერმე დააჭირა ხელი მაგრამ სიგნალი არ ჩაირთო. მან პირსახოცები დაასველა და სტუმრებს მოაფარა სახეზე ყველანი ჩავიდნენ სასტუმროს უკანა კიბით პირველ სართულზე სადაც უკვე იმყოფებოდნენ მეხანძრეები. მეორე დღეს პრესის საშუალებით შეიტყო, რომ ხანძრის გამო დაიღუპა 11 პირი.

 

მოწმე რ---- ს----------- ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობს ქალაქ ბათუმში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოში. 2017 წლის 24 ნოემბერს ქალქა ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის გამო, სახანძრო ჯგუფთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე. სასტუმროში მისვლისთანავე გაირკვა რომ ძლიერი დაკვამლიანება იყო. სხვა მეხანძრეებთან ერთად მეოთხე სართულზე ავიდა. მეოთხე სართულიდან მეექვსე სართულზე, სპა სალონში გადაინაცვლა, სადაც ხალხი იყო და დაკვამლიანებაც უფრო ძლიერი იყო. რამდენიმე პირი, სპა სალონიდან გარეთ აივანზე გაიყვანა და ისევ უკან შემოტრიალდა, მაგრამ დაკვამლიანება გაძლიერდა და ვერაფერი ვეღარ შეძლო. მოუხდა აირწინაღების გამოცვლა და ისევ უკან დაბრუნდა სპა სალონში. დერეფანში გვამი შენიშნა. სხვა თანამშრომლებთან ერთად გვამი ლიფტისკენ წაიღეს, ლიფტის კარები ღია დახვდათ, ლიფტში კიდევ შვიდი პირი ნახეს გარდაცვლილი, რომელთაც სახე მთლიანად შავი კვამლით ჰქონდათ დასვრილი. მას ცეცხლი არ უნახავს, მთლიანად შენობაში დენის გაყვანილობის დამახასიათებელი დამწვრის სუნი იდგა და მთელი შენობა შავი, წებოვანი კვამლით იყო დაფარული. მას თან ჰქონდა მეხანძრისთვის განკუთვნილი ძლიერი, სპეციალური ფანარი, მაგრამ კვამლი იმდენად ინტენსიური და გაუმჭვირვალი იყო, რომ ფანართან მიტანილი ხელიც კი არ ჩანდა. ხანძრის დროს რაიმე სპეციალური განგაშის სიგნალი, ან სხვა გამაფრთხილებელი ნიშანი სასტუმროში არ ჩართულა.

 

მოწმე ნ--------–------–ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობდა სასტუმრო ლეოგრანდში გაყიდვების მენეჯერად. იცნობს ფ----- ი------ს, რომელიც ტექნიკური მენეჯერის თანამდებობას იკავებდა. როდესაც სასტუმროში ხანძარი გაჩნდა, ნ--------–------–ი სასტუმროს რესტორანში იმყოფებოდა. ხანძრის გაჩენისთანავე, პირველ სართულზე ლიფტით ჩავიდა. სასტუმროს მომსახურე პერსონალიც და სტუმრებიც პირველ სართულზე ჩავიდნენ. ზოგი ლიფტით, ზოგიც შიდა კიბით. ხანძრის შედეგად ადამიანები დაიღუპნენ, რაზეც მიმდინარეობდა გამოძიება. მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმა საგამოძიებო მოქმედებაში, რომელიც ჩაატარეს გამომძიებლებმა სასტუმრო ლეოგრანდში.

 

მოწმე თ------ ზ----ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობდა სასტუმრო ლეოგრანდში ბუნებრივი აირის უსაფრთხოების ტექნიკოსად. მისი უშუალო უფროსი იყო ფ----- ი------ი, ხოლო გ------- მ----–-ძე საწყობში მუშაობდა. სასტუმროს მეოთხე სართულზე განთავსებული იყო საქვაბე ოთახი. საქვაბეში 24 ცალი ე.წ. ბოილერი იდგა. საქვაბეშივე იყო განთავსებული წყლის საქაჩები და ძრავები. გათბობის სისტემა ბუნებრივ აირზე მუშაობდა, ხოლო გაზის გათიშვის შემთხვევაში სისტემის გადართვა ელექტრომომარაგებაზე ხდებოდა. საქვაბეშივე ინახებოდა ტექნიკური პერსონალისთვის საჭირო სხვადასხვა საგნები და აღჭურვილობა. 2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმროში გაზი გაითიშა, ამიტომ საქვაბეშ შევიდა, აიღო ე.წ. გადამყვანი მოწყობილობა რედუქტორი, გამოვიდა საქვაბიდან და ჩავიდა სამზარეულოში, სწორედ ამ დროს შეატყობინეს, რომ საქვაბეში ხანძარი იყო. ძლიერი დაკვამლიანების გამო იგი ქუჩაში გავიდა უსაფრთხოების მიზნით.

 

მოწმე ბ---–---------------ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობდა სასტუმრო ლეოგრანდში ვიდეოკამერების მენეჯერად. მის მოვალეობაში შედიოდა სასტუმროსა და კაზინოში განთავსებული ვიდეო კამერების გამართული მუშაობდა და ვიდეოკონტროლი. მისი ოთახი მდებარეობდა სასტუმროს მეოთხე სართულზე, ამავე სართულზე მდებარეობდა საქვაბე ოთახიც. საქვაბე ოთახში, შიგნით ვიდეო კამერა დამონტაჟებული არ იყო, თუმცა კამერა დამონტაჟებული იყო საქვაბეში შესასვლელი კარების გარეთ. ფ----- ი------ი სასტუმროში მუშაობდა ტექნიკური მენეჯერის თანამდებობაზე, ხოლო გ------- მ----–-ძე სასტუმროს მენეჯერი იყო. 2017 წლის 24 ნოემბერს სამსახურში, თავის ოთახში, მეოთხე სართულზე იმყოფებოდა. დაახლოებით 20 საათზე ყვირილის ხმა გაიგო და გარეთ დერეფანში გამოვიდა. საქვაბე ოთახიდან კვამლი გამოდიოდა. იქითკენ წავიდა და კარი გააღო. იქვე მივიდა სასტუმროს თანამშრომელი, ი-----–------–----ე და სხვა თანამშრომლები. კარების გაღების შემდეგ ნახა, რომ საქვაბეში, შესასვლელ კართან, წყლის აპარატს ცეცხლი ეკიდა. ი-----–------–----ემ მოასწრო, აიღო ცეცხლმაქრი და დაიწყო ცეცხლის ჩაქრობა, მაგრამ კვამლმა იმატა, რის გამოც ყველა გარეთ გავიდა. ხანძრის ჩაქრობის შემდეგ აღმოაჩინა, რომ სათვალთვალო კამერების დამაკავშირებელი სადენები მთლიანად დამწვარი იყო. ეს სადენებიც საქვაბეში იყო გაყვანილი.

 

მოწმე შ------------ს ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობდა სასტუმრო ლეოგრანდში აუზის მენეჯერად. ფ----- ი------ი მისი ხელმძღვან--–- იყო. აუზი მდებარეობდა სასტუმროს მეხუთე სართულზე. მის უფლება-მოვალეობებში შედის აუზის გამართული ფუნქციონირება. აუზს წყალი მეოთხე სართულზე განთავსებული საქვაბე ოთახიდან საქაჩი ძრავებით მიეწოდებოდა. საქვაბეშივე ინახებოდა ყოველდღიურად გამოსაყენებელი სხვადასხვა ნივთები, სადაც ასევე დასაწყობებული იყო საღებავები. ეს საღებავები საქვაბეში პირადად ნახა ხანძრის გაჩენამდე. ამავე საქვაბე ოთახში იკრიბებოდა ტექნიკური პერსონალიც.

 

მოწმე ე------------ს ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობდა სასტუმრო ლეოგრანდში კადრების განყოფილებაში. მის მოვალეობაში შედიოდა სასტუმროში დასაქმებულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმება და დოკუმენტების მომზადება-მოწესრიგება. ფ----- ი------ი მუშაობდა ტექნიკურ მენეჯერად, ხოლო გ------- მ----–-ძე საწყობზე იყო პასუხისმგებელი. ფ----- ი------ი და გ------- მ----–-ძე მუშაობდნენ 2018 წლის მარტამდე და ამ დრომდე იღებდნენ ხელფასს. შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებები ორივე პირთან სასტუმროს დირექტორმა ი---- ი-–------ გააფორმა. გ------- მ----–-ძე პასუხისმგებელი იყო საწყობში არებული მასალების დათვლაზე, აღწერაზე, დასუფთავებაზე და მის უსაფრთხო ფუნქციონირებაზე, ხოლო ფ----- ი------ის მოვალეობაში შედიოდა როგორც სასტუმროს, ისე კაზინოს სრული ტექნიკური მომსახურეობა, მათი გამართულად ფუნქციონირება და იგი პასუხისმგებელი იყო ასევე, შენობაში მომუშავე ყველა მომსახურე პერსონალის მუშაობაზეც. ფ---- ი------ი აფასებდა მათ და ქულებსაც უწერდა. სასტუმროში მეოთხე სართულზე განთავსებული იყო საქვაბე ოთახი, რომელიც ასევე წარმოადგენდა საწყობსაც, სადაც ხდებოდა სხვადასხვა ნივთების დასაწყობება. სასტუმრო აღჭურვილი იყო სახანძრო უსაფრთხოების სისტემით, რომლის გამართულად მუშაობა და კონტროლი ევალებოდა ფ----- ი------ს. სასტუმროს დირექტორს გ------- მ----–-ძესთან ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა 2017 წლის 1 ნოემბრამდე. გ------- მ----–-ძემ 2017 წლის 1 ნოემბრის შემდეგ მუშაობა გააგრძელა და ხელფასსაც იღებდა, თუმცა ახალი ხელშეკრულების დაწერა ვერ მოესწრო ხანძრის გამო.

 

ამრიგად სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სსკ-ის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული შემადგენლობა მატერიალურია. სისხლის სამართლის წესით დასჯადია სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა, რომელსაც შედეგად მოჰყვა ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაულის ამსრულებელი სპეციალურია, ის ვისაც სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა ევალებოდა და დანიშნული იყო სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად. ის ფაქტი, რომ ფ---- ი------ი დაინიშნა სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად და მის გაუფრთხილებლობამ გამოიწვია 11 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა დადგენილი და დადასტურებულია გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ფ----- ი------მა დანაშაული ჩაიდინა რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით.

 

გ------- მ----–-ძემ ჩაიდინა დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

წარდგენილ ბრალდებაში ფ----- ი------მა თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას აღნიშნა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა სასამართლოში მტკიცებულებები რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ფ----- ი------ის ბრალდებას, რის გამოც გამოტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

გ------- მ----–-ძემ თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას აღნიშნა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა სასამართლოში მტკიცებულებები რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ------- მ----–-ძის ბრალდებას, რის გამოც გამოტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატების ამ მოსაზრებას, რადგან სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შემდეგ, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემობებზე: თითოეული მოწმის ჩვენება არის დამაჯერებელი და არტოვებს ხელოვნურად შეთხზული ამბის შთაბეჭდილებას. ისინი თავისუფლად, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე მოუთხრობდნენ სასამართლოს ბრალდებულების მიერ ჩადენილ ქმედებებს, რომლებიც არსებითად არ განსხვავდებიან მათ მიერვე წინასწარი გამოძიების სტადიაზე მიცემული ჩვენებებისაგან.

 

გარდა ამისა საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას ბრალდებულმა ფ----- ი------მა დაადასტურა, რომ სახანძრო უსაფრთხოების დარღვევების შესახებ თვითონაც იცოდა და ამის შესახებ შესაბამისი წერილითაც მიმართა ხელმძღვანელობას მაგრამ არ გაითვალისწინეს. რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ფ----- ი------ი გაცნობიერებული ქონდა უსაფრთხოების ნორმების არსებული სტანდარტი.

 

ამდენად ადვოკატების მოთხოვნას რომ ფ----- ი------ის და გ------- მ----–-ძის მიმართ გამოტანილი იქნეს გამამართლებელი განაჩენი სასამართლო ვერ დააკმაყოფილებს, რადგან სასმართლოო პროცესზე საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ფ----- ი------ის და გირგი მ----–-ძის ბრალეულობის დასადასტურებლად, არის სარწმუნო და არ არსებობს რაიმე საფუძველი მათ უტყუარობაში ეჭვის შესატანად. ამასთან, ისინი ერთობლიობაში სავსებით აკმაყოფილებენ მოთხოვნას კანონიერი და დასაბუთებული მტკიცებულებათა საკმარისობის თაობაზე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ფ----- ი------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა რამაც გამოიწვა თერთმეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ და განესაზღვროს სასჯელი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- მ----–-ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა გულგრილობა, ესე იგი ორგანიზაციაში სპეციალური უფლება მოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ და განესაზღვროს სასჯელი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

ფ----- ი------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება არ გამოვლენილა.

 

გ------- მ----–-ძის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ფ----- ი------ს და გ------- მ----–-ძეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ფ----- ი------ის და გ------- მ----–-ძის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

ბრალდებული ფ----- ი------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით. მასვე, 02 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას მენეჯერულ პოზიციაზე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება.

 

მსჯავრდებულ ფ----- ი------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 23 მარტიდან.

 

ფ----- ი------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

გ------- მ----–-ძის ქმედება საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის პირველ ნაწილზე ( 2018 წლის 01 იანვრის რედაქცია).

 

ბრალდებული გ------- მ----–-ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის პირველი ნაწილით ( 2018 წლის 01 იანვრის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ------- მ----–-ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 23 მარტიდან.

 

გ------- მ----–-ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი