1. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის მოხმარებაზე დაყოლიება, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის ან 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90

საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი №2236 - ვებგვერდი, 28.04.2014 წ
.

საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3775 – ვებგვერდი, 20.12.2018