განაჩენი

სისხლის სამართლის 31.05.2019
საქმის ნომერი
140100118002296290
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002296290

№1/46-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

“ 02 “ მარტი, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა

 

მანანა შოთაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ი----------შვილის,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ტ---- რ-----ძის,ბრალდებულ ზ------ მ----ძის

 

მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე გა--ხილა სის-ხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

 

ზ------ შ----–-ს-ძე მ----ძის (დაბადებული 1--- წლის 2--------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, დაოჯახე-ბული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ-------–-------------–-------------ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

2018 წლის 09 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართვე-ლოში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, ზ------ მ-----ძის მიერ მეუღლის - ა----------შვილის მიმართ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქ-ტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

ზ------ მ----ძე ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2018 წლის 09 იანვარს, 15 საათსა და 05 წუთზე. 2018 წლის 11 იანვარს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანა-შაულის ჩადენისათვის და გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

2018 წლის 19 თებერვალს, წინასასამართლო სხდომაზე, ზ------ მ----ძის მიმართ გამო-ყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეიცვალა გირაოთი 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და ბრალდებული გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან

ზ------ მ----ძეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯა-ხის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხ-ლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ბრალდების შესახებ დადგენილებისა და საქმის მასალების მიხედვით ზ------ მ----ძის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:

 

2018 წლის 9 იანვარს, დაახლოებით 1400 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ზ------ მ----ძემ ქ--–--------–-------------–-------------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ტა--ს არეში ხელისა და ფეხის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ა----------შვილს, რომელმაც გა--ცადა ფიზიკური ტკივილი.

 

დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა ი----------შვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოში წარმოდგენილი და წინასასამართლო სხდომაზე მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილი პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტებითა და გარემოებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ზ------ მ----ძისათვის წაყენებული ბრალდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრო-კურორმა იშუამდგომლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის დამნა-შავედ ცნობა, (იხ. 2018 წლის 02 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ზ------ მ----ძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ. აღნიშ-ნული გარემოებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს და არ გააჩნია მის მიმართ პრეტენზია, დაცვის მხარემ იშუამდგომლა ბრალდებულისათვის ისეთი სასჯელის და--შვნა, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთის რეალურ მოხდასთან, (იხ. 2018 წლის 02 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ზ------ მ----ძის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარე-ბისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთან-ხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულია ზ------ მ----ძის ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ:

- დაზარალებულ ა----------შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 17-19);

- მოწმე თ----–-----–----შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 34-36);

- მოწმე დ------------შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 37-38);

- მოწმე ო--------------შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 48-50);

- მოწმე მ-----–-------შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 58-59);

- მოწმე ლ--------შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 51-53);

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, (ს.ფ. 27-33);

- ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, რაც სხვა მტკიცებულებებსა და საპრო-ცესო დოკუმენტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს ზ------ მ----ძის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ზ------ მ----ძის მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანაშა-ულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ ზ------ მ----ძემ ჩაიდინა საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ესე იგი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყო-ლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათ-ვალისწინებული შედეგი;

 

სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის და--შვნისას სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამ-ნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

კერძოდ, როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ ზ------ მ----ძე აღიარებს ჩადენილ დანა-შაულს. მან აგრეთვე ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორ-ციელებას. ზ------ მ----ძის სასჯელის შემამსუბუქებელ გარემოებად მიჩნეულ ინდა იქნას ის ფაქტიც, რომ დაზარალებული შეურიგდა მას.

 

სასჯელის და--შვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება და წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხასიათი, ძალადობის გამოხატვის ფორმა და სიმძიმე.

 

ერთობლიობაში ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქციის (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე) ფარგლებში ზ------ მ----ძეს სასჯელად უნდა დაენიშ-ნოს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით. ამასთანავე, ვინაიდან ზ------ მ-----ძის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, იგი ნასამართლობის არმქონეა და აღიარებს დანაშაულს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მისთვის და--შნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა უნდა ჩაითვალოს პირობითად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ------ მ----ძის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება, მის მიერ რეალურად მოხდილი სასჯელის ვადის გათვალისწინებით, სრულად უზ-რუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგე-ნას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდე-ქსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ------ შ----–-ს-ძე მ----ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) თვის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების შესაბა-მისად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი;

 

2. ზ------ მ----ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

 

3. ზ------ მ----ძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრო-ბაში ყოფნის დრო - 2018 წლის 09 იანვრიდან 2018 წლის 19 თებერვლის ჩათვლით;

 

4. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულ ზ------ მ----ძის ყოფაქცევის კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - შიდა ქართლის პრობაციის ბიუ-როს ზ------ მ----ძის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - ქ--–-----------------------–------------;

 

5. ნივთიერი მტკიცებულება - ქურთუკის საყელო, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს შენობაში - შეზღუდვების გარეშე დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიო-ნული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

 

ნიკოლოზ მარსაგიშვილი