განაჩენი

სისხლის სამართლის 31.05.2019
საქმის ნომერი
140100118002486173
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002486173

№1/214-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

“ 18 “ ივლისი, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა

 

მანანა შოთაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ნ----- კ----–--ს,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ქ------- გ------ის,ბრალდებულ ი---- ბ----შვილის

 

მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

 

ი---- გ-------ს-ძე ბ----შვილის (დაბადებული 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პ--------------, საშუ-ალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლევი, რეგის-ტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები გ------------------------–----–ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

2018 წლის 29 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №0----------- საქ-მეზე, ლ-- ხ----შვილის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

აღნიშნულ საქმეზე ი---- ბ----შვილი ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2018 წლის 30 აპრილს, 02:00 საათზე. 2018 წლის 01 მაისს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალის-წინებული დანაშაულის ჩადენისათვის და გორის რაიონული სასამართლოს მოსამართ-ლის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

2018 წლის 28 ივნისს, წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულ ი---- ბ----შვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალა უფრო მსუბუქით - გირაოთი 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ი---- ბ----შვილს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლ-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არას-რულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

ბრალდების შესახებ დადგენილებისა და სასამართლოში წარმოდგენილი სისხლის სამარ-თლის საქმის მასალების მიხედვით, ი---- ბ----შვილის მიერ ჩადენილი ქმედება გამოი-ხატა შემდეგ გარემოებებში:

 

2018 წლის 29 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე, ი---- ბ----შვილმა გ------------------------–----–ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში განახორციელა ოჯახში ძალადობა მეუღლის - ლ-- ხ----შვილის მიმართ, მისივე არასრულწლოვანი შვილიშვილის - გ------- კ-----შვილის თანდასწრებით. კერძოდ, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი---- ბ----შ-ვილმა, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, ფეხი ოთხჯერ დაარტყა თავის არეში, ასევე ხელი ერთხელ დაარტყა სახის არეში ლ-- ხ----შვილს, რის შედეგადაც ლ-- ხ----შვილმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა ნ----- კ----–--მ აღნიშნა, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტან-დარტით დასტურდება ი---- ბ----შვილისათვის წაყენებული ბრალდება. ი---- ბ----შვი-ლის წარსული ნასამართლობის, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების სიმძი-მის, ხარისხისა და დანაშაულის ჩადენის გარემოებების გათვალისწინებით, პროკურორმა იშუამდგომლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწი-ლის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის დამნა-შავედ ცნობისა და მის მიმართ სასჯელად ვადიანი თავისუფლების აღკვეთის გამოყენე-ბის შესახებ, (იხ. 2018 წლის 18 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულმა ი---- ბ----შვილმა სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა პატიება. აღნიშნული გარემოე-ბის, ი---- ბ----შვილის პიროვნული მახასიათებლების, აგრეთვე იმ ფაქტის გათვალისწი-ნებით, რომ დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს და არ გააჩნია მის მიმართ პრე-ტენზია, დაცვის მხარემ იშუამდგომლა ბრალდებულის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამო-ყენება და მისთვის ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუ-ფლების რეალურ აღკვეთასთან, (იხ. 2018 წლის 18 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ი---- ბ----შვი-ლის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულ-- ი---- ბ----შ-ვილის ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ:

- დაზარალებულ ლ-- ხ----შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 15-18);

- არასრულწლოვანი მოწმე გ------- კ-----შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 82-84);

- მოწმე ნ-------- ბ----შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 51-55);

- მოწმე დ------------შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 87-88);

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, (ს.ფ. 26-38);

- დაზარალებულ ლ-- ხ----შვილის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერი-მენტის ოქმით, (ს.ფ. 41-46);

- ლ-- ხ----შვილის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით, (ს.ფ. 20-24);

- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, (ს.ფ. 123-125), რაც სხვა მტკიცებულე-ბებსა და საპროცესო დოკუმენტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს ი---- ბ----შვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუ-ძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმა-ნეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუა-რად დასტურდება ი---- ბ----შვილის მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენილ--, რომ ი---- ბ----შვილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალის-წინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ესე იგი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლ-- საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინე-ბული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის დამამ-ძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასი-ათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

კერძოდ, სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები - გაითვალისწინა, რომ მან გამოძიე-ბის დაწყებისთანავე აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძი-ებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ი---- ბ----შვი-ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიჩნეულ ინდა იქნას ის ფაქტიც, რომ დაზარალებული შერიგებულ-- მასთან და პრეტენზია არ გააჩნია.

 

სასამართლომ აგრეთვე გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება, წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხასიათი, ძალადობის გამოხატვის ფორმა და სიმძიმე.

 

კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის განაჩენით ი---- ბ----შვილს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალის-წინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა 4(ოთხი) წლითა და 3(სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა. იგი თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან გათავისუფლდა 2012 წლის 01 ივნისს და, 2018 წლის 29 აპრილამდე, მისი მხრიდან დანაშაულის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამდენად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მან ეს დანაშაული ჩაიდინა წინათ ჩადენილი მძიმე დანაშაულისათვის დადგენილი ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.

 

ამასთან ერთად, როგორც სასჯელის შემამსუბუქებელს, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ წარსულში ი---- ბ----შვილის მხრიდან ლ-- ხ----შვილის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის დამამძიმებელ გარემოებებებს - დანაშაულის ჩადენა ოჯა-ხის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრე-ბით - ასეთი სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო, ვინაიდან ეს გარემოებები ისედაც წარმოადგენს ი---- ბ----შვილის ქმედების მაკვალიფიცირებლებს.

 

დადგენილ--, რომ ი---- ბ----შვილი არ არის პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდი, საპენსიო ასაკის პირი ან/და გაწვეული სამხედრო მოსამსახურე.

 

ერთობლიობაში ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი---- ბ----შვილისათვის სასჯელად ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა მიზანშეუწო-ნელ-- და მას უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სანქციის (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავი-სუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან სამ წლამდე) ფარგლებში, რაც, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორ-ციელებას, კერძოდ - სამართლ--ნობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილე-ბასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდე-ქსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი---- გ-------ს-ძე ბ----შვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინე-ბული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 360 (სამას სამოცი) საათის ვადით;

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამი-სად, ი---- ბ----შვილს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 30 აპრილიდან 2018 წლის 28 ივნისის ჩათ-ვლით (60 დღე) და, საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 60 (სამოცი) საათის ვადით;

 

3. ი---- ბ----შვილისათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს;

 

4. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის და ყოველდღიური ხანგრძლივობის განსაზღვრა, ორგანიზება, აღსრულებაზე კონტროლი და ზედამხედველობა დაევა-ლოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს, ი---- ბ----შვილის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - გ------------------------–-----–-;

 

5. ნივთიერი მტკიცებულებები (საქმეზე დართული ნივთები და საგნები) - შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული თეფშის ნამსხვრევები, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღე-ბის შემდეგ;

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიო-ნული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

 

ნიკოლოზ მარსაგიშვილი