განაჩენი

სისხლის სამართლის 31.05.2019
საქმის ნომერი
140100118002246046
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002246046

№1/7-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

“ 13 “ თებერვალი, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა

 

მანანა შოთაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ი----------შვილის,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ------- ბ----შვილის,ბრალდებულ გ------- ბ-------ს

 

მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სის-ხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

 

გ------- ა-–------ის-ძე ბ-------ს (დაბადებული 1--- წლის 3---------------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 3----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე - ქ--–----------------------–------------------------------------–-------------–------------–--------–---–-----------------ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნ-ქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გ------- ბ------- ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2017 წლის 04 დეკემბერს, 01 საათსა და 25 წუთზე. 2017 წლის 05 დეკემბერს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალის-წინებული დანაშაულის ჩადენისათვის და გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 დეკემბრის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

გ------- ბ------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რა-საც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

ბრალდების შესახებ დადგენილებისა და სასამართლოსი წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, გ------- ბ-------ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:

 

2017 წლის 04 დეკემბერს, დაახლოებით 01 საათსა და 15 წუთზე, ნასვამ მდგომარე-ობაში მყოფმა გ------- ბ------მა ქ--–--------–---------------------------ში მდებარე საც-ხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი გერის - თ----- გ----ძის თანდასწრებით მეუღ-ლეს - ს------- ჭ----–-ძეს სახის არეში ერთხელ დაარტყა ხელი, რის შემდეგაც თმაზე მოქაჩა. გ------- ბ-------ს ქმედებით ს------- ჭ----–-ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა ი----------შვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოში წარმოდგენილი და წინასასამართლო სხდომაზე მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილი პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტებითა და გარემოებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ------- ბ-------სათვის წაყენებული ბრალდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრო-კურორმა იშუამდგომლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში ბრალდე-ბულის დამნაშავედ ცნობის შესახებ, (იხ. 2018 წლის 13 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულმა გ------- ბ------მა სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. აღნიშნული გარემოების, აგრეთვე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს და არ გააჩნია მის მიმართ პრეტენზია, დაცვის მხარემ იშუამდგომლა ბრალდებულისათვის ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთის რეალურ მოხდასთან, (იხ. 2018 წლის 13 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გ------- ბ-------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარე-ბისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთან-ხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულია გ------- ბ-------ს ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ:

- დაზარალებულ ს------- ჭ----–-ძის მოწმის სახით დაკითხვის ოქმებით, (ს.ფ. 16-19, 104-106);

- მოწმე მ-----–- ჭ----–-ძის დაკითხვის ოქმით, (ს.ფ. 42-45);

- არასრულწლოვან თ----- გ----ძის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 33-35);

- მოწმე ქ-----------------ძის დაკითხვის ოქმით, (ს.ფ. 59-61);

- მოწმე ბ-------–-შვილის დაკითხვის ოქმით, (ს.ფ. 36-38);

- მოწმე ლ------------–----ძის დაკითხვის ოქმით, (ს.ფ. 39-41);

- გ------- ბ-------ს დაკავების ოქმით, (ს.ფ. 5-9);

- ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების ოქმით, (ს.ფ. 15);

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, (ს.ფ.47-52), რაც სხვა მტკიცებულე-ბებსა და საპროცესო დოკუმენტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს გ------- ბ-------ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება გ------- ბ-------ს მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანაშა-ულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ გ------- ბ------მა ჩაიდინა საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხ-ლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მი-სივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის დამა-მძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვე-ვის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღ-მდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

კერძოდ, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებუ-ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები - გაითვალისწინა, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და მან ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლ-მსაჯულების განხორციელებას. გ------- ბ-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქე-ბელ გარემოებად მიჩნეულ ინდა იქნას ის ფაქტიც, რომ დაზარალებული შეურიგდა მას.

 

სასამართლომ აგრეთვე გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხასიათი, ძალადობის გამო-ხატვის ფორმა და სიმძიმე. კერძოდ გაითვალისწინა, რომ გ------- ბ-------ს მხრიდან წარსულშიც არაერთხელ ჰქონდა მეუღლის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს ადგილი, რაც უარყოფითად ახასიათებს ბრალდებულის პიროვნებას.

 

ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53!-ე ნუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დამამძიმებელი გარემოებებები - დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ და არასრულწლოვნის თან-დასწრებით - სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში, ვინაიდან ეს გარემოებები ისე-დაც წარმოადგენს გ------- ბ-------ს ქმედების მაკვალიფიცირებელსა და, საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სანქციიდან გამომდინარე, მისთვის შედარებით მკაცრი სასჯელის დანიშვნის საფუ-ძველს.

 

ერთობლიობაში ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სანქციის (საზოგადოებისათვის სასარ-გებლო შრომა ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან სამ წლამდე) ფარგლებში გ------- ბ------ს სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ვადით. ამასთანავე, ვინაიდან გ------- ბ-------ს მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, იგი ნასამართლობის არმქონეა და აღი-არებს დანაშაულს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მისთვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა უნდა ჩაითვალოს პირობითად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ბ-------ს მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყე-ნება, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდე-ქსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- ა-–------ის-ძე ბ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვა-ლისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდ-გინდეს 2(ორი) წელი;

 

2. გ------- ბ-------სათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქ-მდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზი-დან;

 

3. გ------- ბ------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრო-ბაში ყოფნის დრო - 2017 წლის 04 დეკემბრიდან 2018 წლის 13 თებერვლის ჩათ-ვლით;

 

4. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულ გ------- ბ-------ს ყოფაქცევის კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - ქვემო ქართლის პრობაციის ბიუ-როს გ------- ბ-------ს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - ქ--–---------------------–---–----------------;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებ-ლივ აღსრულებას;

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიო-ნული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

 

ნიკოლოზ მარსაგიშვილი