განაჩენი

სისხლის სამართლის 22.04.2019
საქმის ნომერი
140100118002621337
თარიღი
22.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002621337

№1/344-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

” 28 ” თებერვალი, 2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა

მანანა შოთაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ნანა გუგუტიშვილის,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ჯონი ქობალიასა და ზაზა დოლბაძის,ბრალდებულ კ------- ტ-------ის

 

მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სის-ხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

 

კ------- ი-----ს-ძე ტ-------ის (დ---დებული 1--- წლის 0------------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------- საშუა-ლო-სპეციალური განათლებით, დაოჯახებული, ნასამარ-თლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები - ხ-–----------------------------------–--------------------------) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვა-ლისწინებული დანაშაულის ჩადენაში

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

2018 წლის 29 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარ-ტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გან-ყოფილებაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, მ---- ბ-----ის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

აღნიშნული დანაშაულის სავარაუდოდ ჩადენის გამო კ------- ტ-------ე ბრალდებუ-ლად დაკავებულ იქნა 2018 წლის 04 ივნისს, 2345 საათზე. იმავე დღეს მის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მისი ბრალდების შესახებ, რაც წარედგინა 2018 წლის 05 ივნისს და გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 ივნისის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

ბრალდების შესახებ დადგენილებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, კ------- ტ-------ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლე-ლობა, რაც გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:

 

2018 წლის 29 მაისს, დაახლოებით 07:00 საათზე, ხ-–------------------------------–---------------------, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, კ------- ტ-------ძემ სანადირო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულის სხვადასხვა არეში მ---- ბ-----ეს მიაყენა ჭრილობები, რის შედეგადაც მ---- ბ-----ე გარდაიცვალა.

 

სასამართლოში დასკვნითი სიტყვის წარდგენისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა ნანა გუგუტიშვილმა აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგე-ნილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, აგრეთვე საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეთა შეთანხმებით პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტები და გარემოე-ბები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს კ------- ტ-------ისათვის წარდგენილ ბრალ-დებას, რის გამოც იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი სისხლის სამართლის კოდექ-სის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და დაენიშნოს სამარ-თლიანი სასჯელი ამ მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რომელიც არ იქნება მიახლოებული სასჯელის მინიმუმთან და სრულად უზრუნველყოფს საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას,(2019 წლის 28 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

კ------- ტ-------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და აღნიშნა, რომ მისი მხრიდან მ---- ბ-----ის მკვლელობის განზრახვას ადგილი არ ჰქონია, მომ-ხდარი კი განაპირობა მის მიერ თავდაცვის მიზნით მომარჯვებული სანადირო თოფი-დან შემთხვევითმა გასროლამ, მას შემდეგ, რაც დ----- გ--–-–---–მა დააპირა მისთვის თოფის წართმევა.

 

კერძოდ, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა აჩვენა, რომ 2018 წლის 29 მაისს, დილის საათებში, იგი იმყოფებოდა სახლში და ემზადებოდა სოფელში წასასვლელად, რომელიც მდებარეობს ს------ის რაიონის მთიან ზონაში. მას თან ჰქონდა სანადირო თოფი, რომელიც მოათავსა ავტომანქანაში, რადგან აპირებდა მის წაღებას სოფელში. გამგზავრებამდე იგი გამოელაპარაკა მეზობლად მცხოვრებ ბიძას - მ------- კ--–--ეს, რა დროსაც დაინახა, რომ მათ უბანში მივიდა ტრაქტორი. კ------- ტ-------ემ გააჩერა ტრაქტორი და გამოელაპარაკა მის მძღოლს, რომელმაც განუცხადა, რომ მ---- ბ-----ის დავალებით უნდა გაესწორებინა გზა ბ------------ დასახლებაში. ბრალდებულის განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო, რომ რამდენიმე ხნით ადრე იმავე დასახლებაში ტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგად დაზიანდა სანიაღვრე არხები, რის გამოც, წვიამიანი ამინდის შემთხვევაში, საფრთხე ექმნებოდა მის და მისი საცხოვრებელი სახლის მეზობლად მდებარე სახლებს. მან ტრაქტორის მძღოლს სთხოვა, რომ სხვა მხარეს მიეცა მიმართულება არხებისათვის, რაზეც ის დათანხმდა და გაემართნენ იმ ადგილისკენ, სადაც ტრაქტორს უნდა ემუშავა. კ------- ტ-------ე ადგილზე მივიდა საკუთარი ავტომობილით. ტრაქტორის მუშაობის დაწყე-ბისთანავე მასთან მივიდა მ---- ბ-----ე, რომელმაც დაუწყო გინება და დაარტყა ხელი, რასაც მისი მხრიდან საპასუხო რეაქცია მოყვა და დაიწყეს ჩხუბი. რამდენიმე წუთში ადგილზე საკუთარი ავტომანქანით მივიდა დ----- გ--–-–---–ი, რომელმაც ასევე მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა. მოახერხა მ---- ბ-----ისაგან თავის დაღწევა, რომელიც ჩხუბის შედეგად იყო დაღლილი, რა დროსაც გაიგონა, რომ მ---- ბ-----ე ვიღაცას უხმობდა დასახმარებლად. მიხვდა, რომ საფრთე ემუქრებოდა, მაგრამ ცემის შედეგად მიღებული დაზიანების გამო ამ ადგილის დაუყოვნებლივ დატოვებას იგი ვერ შეძლებდა, რის გამოც თავისი ავტომანქანიდან, თავდაცვის მიზნით, აიღო სანა-დირო თოფი. ამ დროს მასთან მივიდა დ----- გ--–-–---–ი, რომელმაც მოკიდა ხელი იარაღს და ცდილობდა მის წართმევას, რა დროსაც თოფიდან მოხდა შემთხვევითი გასროლა მ---- ბ-----ის მიმართულებით, (2019 წლის 26 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

დაცვის მხარის წარმომადგენლებმა დასკვნით სიტყვაში აღნიშნეს, რომ სასამარ-თლოში მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და დაცვის მხარის მიერ პრეიუდი-ციულად მიჩნეული ბრალდების მხარის მტკიცებულებები ძირითადად წარმოადგენს მოწმეთა ირიბ და ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს, რითაც არ დასტურდება კ------- ტ-------ის მხრიდან განზრახ, შურისძიების მოტივით მ---- ბ-----ის მკვლელობის ჩადენის ფაქტი. დაცვის მხარის წარმომადგენელთა განმარტებით, სასამართლომ უნდა უარყოს მოწმეების - დ----- გ--–-–---–ისა და დ----- ჩ--------–-ს ჩვენებები, რომელ-თაც სასამართლოს მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია, ვინაიდან ისინი არიან მიკერძო-ებულები. ამასთანავე, ბრალდებულის მხრიდან მ---- ბ-----ის მოკვლის განზრახვის არარსებობის ფაქტი აგრეთვე დასტურდება იმ გარემოებით, რომ კ------- ტ-------ეს ჰქონდა განზრახვის სისრულეში მოყვანის ობიექტური შესაძლებლობა. შესაბამისად, დაცვის მხარის მოსაზრებით, კ------- ტ-------ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში და მის ქმედებას მიეცეს სწორი სამართლებრივი შეფასება, (2019 წლის 28 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ განიხილა კ------- ტ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობ-ლიობით, რომლებიც საფუძვლად დაედო კ------- ტ-------ის ბრალდებას, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - მ---- ბ-----ის განზრახ მკვლელობის - ჩადენის ფაქტი. კერძოდ:

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დ----- გ--–-–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მ---- ბ-----ე იყო მისი მეგობარი, ხოლო ბრალდებული კ------- ტ-------ე არის მისი თანასოფლელი და იცნობს კარგად. მ---- ბ-----ესა და კ------- ტ-------ეს შორის არსებობდა უთანხმოება, რაც უკავშირდებოდა მათ უბანში მისასვლელ გზას. 2018 წლის 29 მაისს, დაახლოებით დილის 07:00 საათზე, იგი მ---- ბ-----ესთან ერთად იმყოფებოდნენ ს------ში, საუბნო გზაზე, რა დროსაც მათ შემო-ესმათ ტრაქტორის მუშაობის ხმა იმ ადგილიდან, სადაც ტრაქტორს არ უნდა ემუშავა. ვითარების გარკვევის მიზნით ის და მ---- ბ-----ე, მისი კუთვნილი ავტომანქანით, მივიდნენ იმ ადგილზე, სადაც ტრაქტორი მუშაობდა, რა დროსაც მ---- ბ-----ესა და კ------- ტ-------ეს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. დ----- გ--–-–---–მა გააშველა ისინი, რის შემდეგაც კ------- ტ-------ე სირბილით მივიდა თავის ავტომან-ქანასთან, საიდანაც აიღო სანადირო თოფი და დაახლოებით 20-25 მეტრის მანძილი-დან დამიზნებით ესროლა მ---- ბ-----ეს გულმკერდის არეში, რის შემდეგაც თავისი ავტომანქანით მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. მან დაჭრილი მ---- ბ-----ე წაიყვანა საავადმყოფოში, სადაც, რამდენიმე ხნის შემდეგ, იგი გარდაიცვალა, (2018 წლის 13 ნოემ-ბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე დ----- ჩ--------–-ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შპს “ი----–--–-“ ტრაქტორის - ე.წ. “გრეიდერის“ მძღოლად. 2018 წლის 28 მაისს მან, მ---- ბ-----ის თხოვნით, ტრაქტორით შეასრულა გარკვეული სამუშაო ბ------------ დასახლებასთან არსებული გზის შეკეთების მიზნით. საღამოს საათებში მას კვლავ დაუკავშირდა მ---- ბ-----ე, რომელმაც განუცხადა, რომ გარ-კვეულ ადგილებზე არ ჰქონდა გზა კარგად გაკეთებული და სთხოვა გაესწორებინა. ამ მიზნით, 2018 წლის 29 მაისს, დილის საათებში ტრაქტორით წავიდა სამუშაოს დასას-რულებლად, რა დროსაც გზაში შეხვდა ბრალდებული კ------- ტ-------ე, რომელსაც იმ დროს არ იცნობდა. კ------- ტ-------ემ მას მოსთხოვა, რომ ამოევსო წინა დღით გაკეთებული სანიაღვრე არხები, რაზეც იგი დათანხმდა, ვინაიდან კ------- ტ-------ე იყო გაბრაზებული და მისი შეეშინდა. მის მიერ სამუშაოს შესრულების ადგილზე თავიდანვე იმყოფებოდა კ------- ტ-------ე, ხოლო მ---- ბ-----ე დ----- გ--–-–---–თან ერთად იქ მივიდა მოგვიანებით, რა დროსაც კ------- ტ-------ესთან მას მოუხდა შელა-პარაკება, რაც გადაიზარდა ჩხუბში. დ----- გ--–-–---–ი ცდილობდა მათ გაშველაებას. ჩხუბის მომენტში კ------- ტ-------ე გაეცალა მ---- ბ-----ეს და მივიდა თავის ავტო-მანქანასთან, საიდანაც აიღო სანადირო თოფი და გაისროლა მ---- ბ-----ის მიმართუ-ლებით. მოწმის განმარტებით, გასროლის მომენტში კ------- ტ-------ე მარტო იყო და მას ხელს არავინ უშლიდა, რადგან დ----- გ--–-–---–ი იმყოფებოდა მისგან მოშორე-ბით, ტრაქტორის მახლობლად. დ----- ჩ--------–მა ასევე აჩვენა, რომ გასროლის შემ-დეგ მ---- ბ-----ე დაეყრდნო იქვე მდგარ ნაგვის ურნას, თვითონ კი შეეშინდა და და-ტოვა შემთხვევის ადგილი, (2019 წლის 11 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე დ-------- გ--–-–---–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს ხ-–---------------------- ს------ში, გარდაცვლილ მ---- ბ-----ის ოჯახის მეზობლად. 2018 წლის 29 მაისს, დაახლოებით 07:00 საათზე, იგი იმყოფებოდა თავისი სახლის წინ, რა დროსაც დაინახა, რომ იქვე მდებარე სტადიონის მხრიდან თავის კუთვნილი ავტომანქანით გაიარა კ------- ტ-------ემ და მას უკან მიყვებოდა ე.წ. “გრეიდერი“, რომელმაც დაიწყო გზის გასუფთავება მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. რამდენიმე ხნის შემდეგ იმავე ადგილზე მივიდნენ მ---- ბ-----ე და დ----- გ--–-–---–ი. ხედავდა, რომ მ---- ბ-----ემ და კ------- ტ-------ემ ერთმანეთში დაიწყეს ჩხუბი, დ----- გ--–-–---–ი კი ცდილობდა მათ გაშველებას. ჩხუბის დროს კ------- ტ-------ე დაუსხლტა მ---- ბ-----ეს, მივიდა თავის ავტომობილთან, საიდა-ნაც აიღო შალითაში გახვეული საგანი და რამდენიმე წამში მას მოესმა იარაღიდან გასროლის ხმა. მოწმის განმარტებით, გასროლის მომენტში ის ხედავდა მხოლოდ კ------- ტ-------ეს, რომელიც მარტო იდგა თავის ავტომანქანასთან, ხოლო მ---- ბ-----ეს და დ----- გ--–-–---–ს ვერ ხედავდა, ვინაიდან ისინი იმ მომენტში არ იმყო-ფებოდნენ კ------- ტ-------ის მახლობლად და გასულები იყვნენ მისი თვალთახედვის არედან. რამდენიმე ხნის შემდეგ მან დაინახა კ------- ტ-------ის სწრაფად მიმავალი ავტომანქანა, რომელსაც უკან მიყვებოდა ვერცხლისფერი ავტომობილი, ე.წ. “ჯიპი“, რომლის საჭესთან იჯდა დ----- გ--–-–---–ი, ხოლო მის გვერდით - მ---- ბ-----ე, რომელიც მარჯვენა მხარზე მოსვრილი იყო სისხლით. მოგვიანებით მან შეიტყო მ---- ბ-----ის გარდაცვალების შესახებ.

 

დ-------- გ--–-–---–ის ჩვენებით აგრეთვე დასტურდება, რომ კ------- ტ-------ესა და მ---- ბ-----ეს ჰქონდათ კონფლიქტური ურთიერდამოკიდებულება, რაც უკავშირდე-ბოდა მ---- ბ-----ის მიერ გაკეთებულ გზაზე არსებულ სანიაღვრე არხს, რომლის მიზეზით, წვიმის დროს, იტბორებოდა კ------- ტ-------ისა და მისი მეზობლების საც-ხოვრებელი სახლები,(2019 წლის 18 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე თ----- კ----–---–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს ხ-–---------------------- ს------ში, კ------- ტ-------ის მეზობლად, რომელთანაც აქვს მეგობრული ურთიერთდამოკიდებულება. ასევე იცნობდა გარდაც-ვლილ მ---- ბ-----ეს. მოწმის განმარტებით, კ------- ტ-------ესა და მ---- ბ-----ეს შორის კონფლიქტი გამოწვეული იყო სანიაღვრე არხის არსებობით, რომელსაც მ---- ბ-----ის დავალებით თვითნებურად შეუცვალეს მიმართულება და ამ მიზეზით მის უბანში იტბორებოდა სახლები და ეზოები. გარდა ამისა, მ---- ბ-----ის მოქმედებით უკმაყოფილო იყო დ--- ს------ის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც აპროტესტებდა მ---- ბ-----ის მიერ ტყის მასივის შეძენის ფაქტს. თ----- კ----–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მ---- ბ-----ის მკვლელობის შესახებ მან შეიტყო შემთხვევის დღეს, რა დროსაც, დილით, მასთან მივიდა კ------- ტ-------ე, რომელიც იყო გაფითრებული და აღენიშნებოდა დაზიანებები. კ------- ტ-------ემ განუცხადა, რომ მ---- ბ-----ეს ესროლა “ნული ნომერი საფანტი“. თ----- კ----–---–მა კ------- ტ-------ე, მისივე თხოვნით, წაიყვანა ქ--–-----–----–-, მაგრამ მისთვის უცნობია, კონკრეტულად ვისთან აპირებდა მისვლას კ------- ტ-------ე. მანვე აჩვენა, რომ კ------- ტ-------ემ თან წაიღო ბუდეში მოთავსებული სანადირო თოფი, (2019 წლის 18 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულის უფლებამონაცვლემ - დ-------- მ---–--ძემ აჩვენა, რომ ცხოვრობს ხ-–---------------------- ს------ში, ბ------------ დასახლე-ბაში. მ---- ბ-----ე იყო მისი მეუღლე. 2017 წლის დეკემბრის თვეში მათ ბ----------–- შეიძინეს მიწის ნაკვეთი, სადაც აპირებდნენ სასტუმროს აშენებას, რის გამოც გარკვე-ული უთანხმოება ჰქონდათ მეზობლებთან და ს------ის ნაწილ მოსახლეობასთან, რომ-ლებიც აპროტესტებდნენ სასტუმროს მშენებლობას. 2018 წლის 28 მაისს მ---- ბ-----ემ დაიქირავა ტრაქტორი, რითაც უნდა გაწმენდილიყო მათ სახლამდე მისასვლელი გზა და სანიაღვრე არხი, რომელიც ყოველ გაზაფხულზე საჭიროებდა შეკეთებას. 2018 წლის 29 მაისს, დილის საათებში მისი მეუღლე აპირებდა ქალაქ თბილისში წასვლას და სახლის ჭიშკართან ელოდებოდა მიკროავტობუსს, რა დროსაც მათ გაიგეს ტრაქ-ტორის მუშაობის ხმა. მ---- ბ-----ე სწრაფად წავიდა იმ ადგილისაკენ, სადაც ტრაქ-ტორი მუშაობდა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი გაიგონა გაროლის ხმა. მოგვიანებით შეიტყო, რომ მ---- ბ-----ე იყო დაჭრილი და იმყოფებოდა ხ-–------ საავადმყოფოში, სადაც იგი გარდაიცვალა, (2018 წლის 13 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ანალოგი----- ჩვენებები მისცეს სასამართლოს მ---- ბ-----ის ოჯახის წევრებმა - გ--- ბ-----ემ, მ---- ბ-----ემ და ჯ---–--------–------ამ, რომლებმაც სასამართლოს მიაწო-დეს ინფორმაცია მ---- ბ-----ესა და კ------- ტ-------ეს შორის კონფლიქტისა და გარ-კვეულ საკითხებზე უთანხმოების არსებობის შესახე, (2018 წლის 13 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ბრალდებულის მეუღლემ - შ------------–---- სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ 2018 წლის 29 მაისს მან გაიღვიძა დაახლოებით დილის 07:30 საათზე, რა დროსაც კ------- ტ-------ე სახლში არ იმყოფებოდა. იგი გავიდა სახლის ჭიშკართან და ქუჩაში გამვლელი უცნიობი პირებისაგან შეიტყო, რომ კ------- ტ-------ემ თოფიდან გასრო-ლით დაჭრა მ---- ბ-----ე. შეეცადა მეუღლესთან ტელეფონით დაკავშირებას, რაც ვერ მოახერხა. მოწმის განმარტებით, კ------- ტ-------ესა და მ---- ბ-----ეს შორის კონ-ფლიქტი გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ მ---- ბ-----ემ თვითნებურად შეუც-ვალა მიმართულება სანიაღვრე არხს, რის გამოც, ძლიერი წვიმების დროს, იტბორე-ბოდა მათი სახლის პირველი სართული, 2018 წლის 04 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე ტ------–--–-----ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის კ------- ტ-------ის ახლო მეგობარი. 2018 წლის 04 ივნისს მას დაუკავშირდა შვილი, რომელმაც შეატყობინა, რომ მათთან სახლში იმყოფებოდა და მას ელოდებოდა კ------- ტ-------ე. დაახლოებით სამი საათის შემდეგ მივიდა სახლში, სადაც დახვდა კ------- ტ-------ე, რომელიც იყო ნაცემი. მისგან შეიტყო, რომ მ---- ბ-----ესთან მო-უხდა შელაპარაკება და ჩხუბი, რა დროსაც იქ მყოფმა დ----- გ--–-–---–მა სცადა სანა-დირო თოფის მისი ხელიდან გამორთმევა, რის გამოც მოხდა შემთხვევითი გასროლა მ---- ბ-----ის მიმართულებით. მოწმემ აგრეთვე დაადასტურა, რომ კ------- ტ-------ე დააკავეს მის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ასევე, კ------- ტ-------ის მითითებით, ამოიღეს ამ უკანასკნელის კუთვნილი სანადირო თოფი, (2019წლის 08 თებერვლის სასამარ-თლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ბ--------------–------------------–---------------------------------------------------–--–-------–----–-------------------–-–---–-------------------–----, სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია კ------- ტ-------ესა და მ---- ბ-----ეს შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულების მიზეზის შესახებ, რაც უკავშირდება მოუწესრიგებელ სანიაღვრე არხებს. მათ აგრეთვე ისაუბრეს მოსახლეობის უკმაყოფილებაზე, რაც გამოწვეული იყო მ---- ბ-----ის ოჯახის მიერ მიწის ნაკვეთის შეძენისა და სასტუმროს მშენებლობის განზრახვით. ამ მოწმეებმა აგრეთვე დადებითად დაახასიათეს კ------- ტ-------ე და მ---- ბ-----ე.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტი-ვების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების გამომ-ძიებელ გ------- ქ-------–---–-ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დას-ტურდება, რომ 2018 წლის 29 მაისს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება მ---- ბ-----ის განზრახ მკვლელობის ფაქტზე. მის მიერ ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის დათვალიერდა ხ-–---------------------- ს------ში, ბ------------- დასახლებაში მდებარე შემთხვევის ადგილი, რა დროსაც აღმოჩენილი და ამოღებულ იქნა სხვადასხვა ნივთიერი მტკიცებულებები, (2019 წლის 15 თებერვლის სასა-მართლო სხდომის ოქმი).

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ხ-–---------------------- ს------ში, ბ------------ დასახლებაში, 2-------- ქუჩაზე, რომელსაც უკავშირდება დ--- ს------იდან ასასვლელი გრუნტიანი გზა. ამ გზიდან მარცხენა მხარეს მდებარეობს კერძო საცხოვრებელი სახლები, ხოლო მარჯვენა მხარეს არის ფერდობი, სადაც გაშენებულია ტყის მასივი. შემთხვევის ადგი-ლის დათვალიერების შედეგად, სხვადასხვა საგნებსა და ნივთებთან ერთად, ამოღე-ბულ იქნა სისხლის კვალი და სანადირო თოფიდან გასროლილი ვაზნის ე.წ. ’’პიჟი’’, (ტ.1, ს.ფ. 5-18).

 

ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება შემდეგი გარემოებები: ბრალდებული კ------- ტ-------ე დაკავებულ იქნა 2018 წლის 04 ივნისს, 23 საათსა და 45 წუთზე, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ა--------------სა და უბნის ინსპექტორ-გამომ-ძიებლების - გ------- გ-----–-ძის და გ------- კ-----ძის მიერ ხ-–---------------------- ს------ში, გრიგოლ ს------ელის ქ----------ში მდებარე ტ------–--–-----ის საცხოვრე-ბელ სახლში; დაკავებისას მას მარჯვენა იდაყვის არეში აღენიშნებოდა დაზიანება ჭრი-ლობის სახით, (ტ.2, ს.ფ. 93-98);

 

მათ მიერ კ------- ტ-------ის ბრალდებულად დაკავების ფაქტი და დაკავების ოქმში მითითებული გარემოებები სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურეს შინაგან საქ-მეთა სამინისტროს ხ-–------ რაიონული სამმართველოს ს------ის პოლიციის განყოფი-ლების დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებელმა ა-------------ემ და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა - გ------- გ-----–-ძემ და გ------- კ-----ძემ.

 

საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ გადაუდებელი აუცილებ-ლობის შემთხვევაში 2018 წლის 04 ივნისს ჩატარებული ტ------–--–-----ის საცხოვრე-ბელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა შესანახ ბუდეში მოთავსებული ერთ-ლულიანი სანადირო თოფი, სერიული ნომრით - 9010350 და მასში მოთავსებული ერთი ცალი ვაზნა, (ტ.2, ს.ფ.87-90).

 

გამომძიებლების - შ----------------------------------–---–-------------------–------------------------------------------------–---–---------------–-----------–--------–-----------------------------–------------------------–-------------------------------------------------------------------------------- მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით ასევე დადასტურებულია საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების ფაქტი და ამ მოქმედებების შედეგად მიღებული იმ წერილობითი მტკიცებულებების წარმომავლობა და ავთენტიკურობა, რომლებიც საფუძვლად დაედო კ------- ტ-------ძისათვის წაყენებულ ბრალდებას,2018 წლის 16 აგვისტოს №003627718 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დას-კვნით დადგენილია, რომ:

- მ---- ბ-----ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, გამოწვეული თავის, გულმკერდის, მუცლის მიდამოების ცეცხლნასროლი ჭრილობებით, შინაგანი ორგა-ნოების მრავლობითი დაზიანებებიდან განვითარებული სისხლდენის შედეგად;

- მ---- ბ-----ის სიკვდილი კონსტატირებულ იქნა 2018 წლის 29 მაისს, 08:33 საათზე;

გვამის გამოკვლევის დროს ნანახი შემდგომი ნაადრევი მოვლენების მხედველობაში მიღებით, სიკვდილის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება მითითებულ დროს;

- მ---- ბ-----ის გვამს აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი ცეცხლნასროლი - ნატ-ყვიარი (საფანტი) ჭრილობა: მარცხენა ზედა ქუთუთოს, მარცხენა თვალბუდის ზედა კედლის, თავის ტვინის დაზიანების, თავის ტვინში სისხლჩაქცევის, კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების, ნეკნთაშუა კუნთების, გულის პერანგის, გულის კუნთის, ღვიძ-ლის ქსოვილის ჭრილობების შესაბამისად სისხლჩაქცევების, სხეულზე ნაჭდევების და სისხლჩაქცევების სახით;

- დაზიანებები გულმკერდის წინა ზედაპირზე სისხლჩაქცევის, ქვედა კიდურებზე ნაჭდევებისა და სისხლჩაქცევების სახით - სიცოცხლისდროინდელია, ხანდაზმულო-ბით არ ეწინააღმდგებიან საქმის გარემოებებით დადგენილ თარიღს, განვითარებული არიან რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გამოტყორცნილი ჭურვის (ჭურვების) ზემო-ქმედების შედეგად და ნაწილი მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარიხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო ნაწილი -სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და ერთობლიობაში მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან;

- სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან, საფანტის გაფანტული მოქმედების ზონაში, (ტ.3, ს.ფ. 153-167).

 

2018 წლის 26 აგვისტოს №005897818 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დას-კვნით, დადგენილია, რომ 2018 წლის 05 ივნისს 14:40 საათზე პირადი შემოწმების მომენტისათვის კ------- ტ-------ეს აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით, განვითარებული რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, რომლებიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინაარმდეგება წინასწარ მოანცემებში მითითებულ თარიღს (ტ.3, ს.ფ. 195-196).

 

2018 წლის 16 აგვისტოს №005693818 კომპლექსური ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგი----- ექსპერტიზის დასკვნით, დადგენილია, რომ კ------- ტ-------ე ფსიქიკურად დაავადე-ბული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს კ------- ტ-------ეს რაიმე ფსიქიკური აშლილობა არ აღენიშნებოდა და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით კ------- ტ-------ეს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. კ-------- ტ-------ეს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, კ------- ტ-------ე დაა-ვადებული არ არის. კ------- ტ-------ის განვითარების დონე შეესაბამება მის ასაკს. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით კ------- ტ-------ე სტაციონარულ იძულებით და არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ მკურნალობას არ საჭიროებს, (ტ.3, ს.ფ. 130-149).

 

2018 წლის 17 ოქტომბრის №007246618 ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცე-ნარეთა ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღე-ბულ მაისურზე აღინიშნება ნიადაგის დანაშრევები, რომელიც მოხვედრილია სველ მდგომარეობაში. მაისურზე არსებული დანაშრევები და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნიადაგის ნიმუში ერთნაირია გვარობრივი და ჯგუფური ნიშნებით. მ---- ბ-----ის ჟაკეტის და შარვლის ზედაპირზე აღინიშნება ნიადაგის დანაშრევები, რომე-ლიც მოხვედრილია სველ მდგომარეობაში. მაისურზე არსებული დანაშრევები და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნიადაგის ნიმუში ერთნაირია, გვარობრივი და ჯგუფური ნიშნებით. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ კ------- ტ-------ის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ნიადაგის დანაშრევები არ აღინიშნება, (წარმოდგენილია ბრალდების მხა-რის მიერ საქმის არსებითი განხილვის სხომაზე).

 

2018 წლის 20 დეკემბრის №008551318 ბიოლოგი----- (გენეტიკური, სერიოლოგი-----) ექსპერტიზის დასკვნით, დადგენილია, რომ კ------- ტ-------ის თოფის შალითაზე, თოფსა და ვაზნაზე არსებული გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის კ------- ტ-------ეს, ხოლო მინორულ წილში დ----- გ--–-–---–ის და მ---- ბ-----ის თანამონაწილეობა არ ვლინდება. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნიმუ-შებში და ავტომობილიდან აღებულ ანაწმენდებში არსებული მოწითალო-მოყავის-ფრო ლაქები წარმოადგენს სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ---- ბ-----ეს. მ---- ბ-----ის ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები აწარმო-ადგენს სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ---- ბ-----ეს. მ---- ბ-----ის ანაწმენდებსა და ფრჩხილების ფრაგმენტებში არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოად-გენს სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ---- ბ-----ეს, (წარმოდგენილია ბრალდების მხარის მიერ საქმის არსებითი განხილვის სხომაზე).

 

2018 წლის 17 სექტემბრის №006481418 ნივთიერებათა, მასალათა ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ კ------- ტ-------ის შარვლის ზედაპირზე აღინიშნება ბოჭკოები, რომელთაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვ-ნილება მ---- ბ-----ის შარვლის ქსოვილის შემადგენელ ბოჭკოებთან. მ---- ბ-----ის შარვლის ზედაპირზე აღინიშნება ბოჭკოები, რომელთაც გააჩნიათ საერთო გვარობ-რივი კუთვნილება კ------- ტ-------ის შარვლის ქსოვილის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მაისურზე და მ---- ბ-----ის მაი-სურსა და შარვალზე აღინიშნება ურთიერთგარდამავალი ბოჭკოები, რომელთაც გააჩ-ნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება მ---- ბ-----ის შარვლის ქსოვილის შემადგე-ნელ ბოჭკოებთან, (წარმოდგენილია ბრალდების მხარის მიერ საქმის არსებითი განხილვის სხომაზე).

 

2019 წლის 26 თებერვლის №001328319 ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, დადგენილია, რომ ტ------–--–-----ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული N9010350 იარაღი წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ, რუსეთის წარმოების, 12 კალიბრის, სანადირო დანიშნულების, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემა-ვალ, თვითდამტენ, 1958 წლის ნიმუშის, MЦ21-12 მოდელის გლუვლულიან თოფს, რომელსაც არსებული, ფაქტი----- მდგომარეობით გააჩნია ტექნიკური ხარვეზი, რაც გამოიხატება გადატენვის მექანიზმთა გაუმართაობის სახით, ამასთან მისგან შესაძლე-ბელია გასროლის წარმოება ლულის სავაზნეში ვაზნის ხელით მოთავსების გზით; იარაღიდან ნაწარმოებია გასროლა (გასროლები) მისი ბოლო გაწმენდის შემდეგ. შემ-თხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი მასრა წარმოადგენს ქარხნული წარმო-ების, 12 კალიბრის სანადირო დანიშნულების (გლუვლულიანი) ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალისადმი კუთვნილ ვაზნის შემადგენელ კომპონენტს - მასრას, რომელიც ნასროლია გამოსაკვლევად წარმოდგენილ N9010350 იარაღში; ტ------–--–-----ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი ვაზნა წარმო-ადგენს ქარხნული ტექნოლოგიით დამზადებულ 12 კალიბრის სანადირო დანიშნუ-ლების, ცეცხლსასროლი იარაღისათვის (გლუვლულიანი) განკუთვნილ საბრძოლო მასალას - ვაზნას, რომელიც ვარგისი აღმოჩნდა დანიშნულებისამებრ გამოყენები-სათვის (სროლისთვის); მ---- ბ-----ის გვამიდან ამოღებული, ქარხნული წარმოები-სათვის დამახასიათებელი მეტალის ნაწილები წარმოადგენენ საფანტს, რომელიც თავისი ხასიათით და დანიშნულებით განკუთვნილია ნებისმიერი კალიბრის გლუვ-ლულიანი, სანადირო დანიშნულების თოფის ვაზნისათვის და წარმოადგენს მის შემადგენელ ერთ-ერთ კომპონენტს. სხეულიდან ამოღებული საფანტის და წარმოდ-გენილი პიჟ - კონტეინერის ხასიათი, სპეციფიურობა და მათი სანადირო დანიშნუ-ლების კომპონენტთა კუთვნილება, ამასთანავე წარმოდგენილი მასრის გამოსაკვლევ იარაღთან გაიგივება და პიჟის კალიბრით ტექნიკური მასრასთან შესაბამისობა - არ გამორიცხავს გამოსაკვლევად წარმოდგენილი მასრების გასროლამდე, პიჟის და სა-ფანტის წარმოდგენილი (გამოსაკვლევი) იარაღიდან გასროლის შესაძლებლობას; „ML -350“ მარკის ავტომანქანის წინა საქარე მინაზე, დაახლოებით შუა ნაწილში, გამოვ-ლინდა ქაოტურად მდებარე მინის გარე ზედაპირის ოთხი (არა გამოჭოლი) ლოკა-ლური (წერტილოვანი) დაზიანება, რომლებიც განვითარებული უნდა იყოს შედარე-ბით მცირე ზომის, მყარი, გარკვეული სიჩქარით მოძრავი საგნების წინიდან (ანუ გარედან) მოქმედებით, არა ახლო (შორი) მანძილიდან, თითქმის პირდაპირი მიმარ-თულებით გასროლილი (გაშლილი) საფანტის ჭურვის ნაწილით, აღნიშნული კი თავის მხრივ არ გამორიცხავს მათი განვითარების შესაძლებლობას წარმოდგენილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღიდან გამოსაკვლევი საფანტის (გვამიდან ამოღე-ბული) ზომის ფრაგმენტალურ (ქაოტური, წერტილოვანი) ზემოქმედებითაც.

 

ამდენად, სასამართლომ შეაფასა გამოკვლეული მტკიცებულებები - მხარეთა მონაწი-ლეობით დაკითხული მოწმეების ჩვენებები და დოკუმენტები, რომელთა წარმომავ-ლობა ცნობილია და დადასტურებულია იმ პირთა ჩვენებებით, რომლებმაც მოიპოვეს ან/და შექმნეს ეს მტკიცებულებები, აგრეთვე - მხარეთა მიერ პრეიუდიციულად მიჩ-ნეული ფაქტები და გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნულ საქმეზე მტკიცებულებები მოპოვებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვ-ნათა დაცვით და მათი ერთობლიობით უდავოდ არის დადასტურებული კ------- ტ-------ის მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

სასამართლო ვერ მიიღებს მხედველობაში და ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზი-ციას იმის შესახებ, რომ კ------- ტ-------ისათვის წაყენებული ბრალდება დაუსაბუ-თებელია და მას ბრალი არ მიუძღვის განზრახ მკვლელობის ჩადენაში, შემდეგ გარე-მოებათა გამო:

 

სასამართლო განხილვის შედეგად დადგენილია, რომ ფიზიკურ ძალადობას ადგილი ჰქონდა როგორც დაზარალებულის, აგრეთვე ბრალდებულის მხრიდან და ჩხუბის დამთავრებიდან საკმაოდ ხანგრძლივი დროის შემდეგ ბრალდებულმა განახორციელა გაცნობიერებული და ნებელობითი მოქმედება იმ ვითარებაში, როდესაც მის სიახ-ლოვეს არავინ იმყოფებოდა. კერძოდ, მან ავტომანქანიდან აიღო, მოიმარჯვა სანადირო თოფი და დამიზნებით მოახდინა გასროლა მ---- ბ-----ის მიმართულებით იმ დროს (მომენტში), როდესაც მ---- ბ-----ეს მის მიმართ არ შეეძლო რაიმე სახის საფრთხის შემცველი მოქმედების განხორციელბა, რის შემდეგაც იგი მიიმალა შემთხვევის ადგი-ლიდან.

 

გამომდინარე აქედან სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებულის მოქმედება შესაძლებელია შეფასდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით ან/და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებად, რამაც სიკვდილი გამოიწვია, ვინაიდან დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის იარაღიდან - სანადირო თოფიდან შემთხვევით გასროლას ადგილი არ ჰქონია. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან დამიზნებით გას-როლა პირის მიერ, რომელმაც იცის ამ იარაღის მოხმარება და გაცნობიერებული აქვს ასეთი მოქმედებით მომაკვდინებელი შედეგის დადგომის შესაძლებლობა, არ შეიძ-ლება მიუთითებდეს მის გაუფრთხილებლობით დამოკიდებულებაზე დამდგარი შედეგის მიმართ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამარ-თლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებები საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა დასკვნისათვის, რომ კ------- ტ-------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხ-ლით გათვალისწინებული დანაშაული - მ---- ბ-----ის განზრახ მკვლელობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამ-სუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ - დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვე-ვის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინა-აღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულის პასუ-ხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები. სასამართლომ გაითვალისწინა, რომ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, კ------- ტ-------ის მხრიდან წარსულში რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი არ დასტურდება. ამას-თანავე, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ კ------- ტ-------ე პასტივისცემით სარგებლობს და ხასიათდება დადებითად დ--- ს------ის მაცხოვრებლების მიერ, რაც დადასტურებულია დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით.

აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, კ------- ტ-------ეს უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა წლის ვადით, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის - შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლე-ბის აღკვეთის -ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კო-დექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლე-ბით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. კ------- ი-----ს-ძე ტ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) წლის ვადით;

 

2. კ------- ტ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა -გაუქმდეს;

 

3. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა კ------- ტ-------ეს დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 04 ივნისიდან;

 

4. ნივთიერი მტკიცებულებების (საქმეზე დართული საგნების და ნივთების) საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

4.1 შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრა, ე.წ. “პიჟი“, ნიადაგის ნიმუშები, კენჭები, სისხლის კვალი და ხის მონაჭერი, საექსპერტო კვლევისათვის აღე-ბული ნიმუშები, მ---- ბ-----ის გვამიდან ამოღებული მეტალის საგნები - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

4.2 შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მაისური, შპს “ხა-შურის ახალი კლინიკიდან“ ამოღებული ჟაკეტი, შავი ფერის მაისური, ერთი წყვილი ოთახის ფეხსაცმელი, მ---- ბ-----ის ტანსაცმელი და მისი კუთვნილი ფული, გ------- ხ-----–-ძის სახლის ჩხრეკისას ამოღებული სანადირო თოფი და ვაზნები, კ------- ტ-------ის კუთვნილი ავტომანქანა “ტოიოტა რაფ 4“, სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით J--------, დ----- გ--–-–---–ის კუთ-ვნილი ავტომანქანა “მერსედეს ML-350“,სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნომრით D--------, კ------- ტ-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ცალი სიმბარათი, კ------- ტ-------ისაგან ამოღებული ერთი წყვილი ფეხსაც-მელი და ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

4.3 CD დისკები, რომლებზეც ინახება შპს “მაგთიკომიდან“ და შპს “ჯეოსელიდან“ გამო-თხოვილი ინფორმაცა (ორი ერთეული დისკი) და საქმეში არსებული ფოტომასალა (ერთი დისკი) - შენახვის ვადით დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

4.4 კ------- ტ-------ის კუთვნილი МЦ21-12 მოდელის გლუვლულიანი თოფი, თოფის კამუფლირებული ჩასადები და საწმენდი მოწყობილობა, როგორც დანაშაულის იარაღი და მასთან დაკავშირებული მოწყობილობები (საგნები), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას კ------- ტ-------ეს და შემდგომი განკარგვისათვის გადაეგზავნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების შესაბამის სამსახურს, საქმეზე საბოლოო გადაწყვე-ტილების მიღების შემდეგ;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიო-ნული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

 

ნიკოლოზ მარსაგიშვილი