განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002341122
№1/84-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
“ 13 “ აპრილი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რ-----ული სასამართლოს
მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა
მანანა შოთაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ნ----- კ----–--ს,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ----- მ------შვილის,ბრალდებულ ლ---- უ----------შვილის
მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სის-ხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
ლ---- ო-----ის-ძე უ----------შვილის (დაბადებული 1----–-–----------------–-, პ/ნ 2----------, საქართველოს მოქა-ლაქე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლებით, ნასამარ-თლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები კ----- რ-----ის სოფელ დ----ში) მიმართ, რო-მელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაუ-ლის ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 07 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კ----- რ-----ულ სამმართვე-ლოში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, ლ---- უ-----------შვილის მიერ მამის - ო----- უ----------შვილის მიმართ ოჯახში ძალადობის ჩადე-ნის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ლ---- უ----------შვილი ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2018 წლის 08 თებერვალს, 02 საათსა და 50 წუთზე. 2018 წლის 09 თებერვალს მას წარედგინა ბრალდება საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და გორის რ-----ული სასამართლოს გან-ჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო - 2000 ლარი, 14 დღის ვადაში შეტანის ვალდებულებით, პატიმრობით უზრუნველყოფით. გირაოს შეტანის შემდეგ -2018 წლის 14 თებერვალს - ლ---- უ----------შვილი გათავისუფლდა პატიმრობიდან.
2018 წლის 07 მარტს ლ---- უ----------შვილის ბრალდება შეიცვალა და მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით გათვა-ლისწინებული დანა-შაულის ჩადენისათვის.
კერძოდ, ლ---- უ----------შვილს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაიზანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
ბრალდების შესახებ დადგენილებისა და საქმის მასალების მიხედვით, ლ---- უ-----------შვილის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:
2018 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, კ----- რ-----ის სოფელ დ----ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას ლ---- უ----------შვილმა მამას - ო----- უ----------შვილს მაგიდის ფეხი ერთხელ დაარტყა თავის არეში, რის შედეგად ო----- უ----------შვილმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელო-ბის ხანმოკლე მოშლით.
დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა ნ----- კ----–--მ აღნიშნა, რომ სასამართლოში წარმოდგენილი და წინასასამართლო სხდომაზე მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილი პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტებითა და გარემოებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ლ---- უ----------შვილისათვის წაყენებული ბრალდება. აღნიშნულიდან გამომდი-ნარე, პროკურორმა იშუამდგომლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის დამნაშა-ვედ ცნობა, (იხ. 2018 წლის 13 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი).
ლ---- უ----------შვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ. აღნიშნული გარემოებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დაზარალებული შეუ-რიგდა ბრალდებულს და არ გააჩნია მის მიმართ პრეტენზია, დაცვის მხარემ იშუამ-დგომლა ლ---- უ----------შვილის მიმართ პირობითი სასჯელის გამოყენება, კანონით გათვალისწინებული მინიმალური პირობებით, (იხ. 2018 წლის 13 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლომ მოისმინა მხარეთა პოზიციები, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულე-ბები და მიაჩნია, რომ ლ---- უ----------შვილის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულია ლ---- უ----------შვილის ბრალდების დამადას-ტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ:
- დაზარალებულ ო----- უ----------შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 8-7);
- მოწმე გ------- უ----------შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 17-19);
- მოწმე გ------- მ-------შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 60-62);
- მოწმე ლ-–--------შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 63-65);
- მოწმე ნ----------–-შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 111-114);
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, (ს.ფ. 44-55);
- ო----- უ----------შვილის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით, (ს.ფ. 9-16);
- ლ---- უ----------შვილის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით, (ს.ფ. 35-42);
- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, (ს.ფ. 123-125);
- ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, თვით ბრალდებულ ლ---- უ-----------შვილის გამოკითხვის ოქმებით, რაც სხვა მტკიცებულებებსა და საპროცესო დოკუ-მენტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს ლ---- უ-----------შვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ლ---- უ----------შვილის მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ ლ---- უ----------შვილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით გათვალის-წინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთე-ლობის განზრახ მსუბუქი დაიზანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია;
სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამ-ნაშავის წარსულ ცხოვრებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამი-სად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათ-ვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
ამასთან, როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ ლ---- უ----------შვილი აღიარებს ჩადე-ნილ დანაშაულს და მან აგრეთვე ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯუ-ლების განხორციელებას. ლ---- უ----------შვილის სასჯელის შემამსუბუქებელ გარე-მოებად მიჩნეულ ინდა იქნას ის ფაქტიც, რომ დაზარალებული შეურიგდა მას.
სასჯელის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება და წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხასიათი, ძალადობის გამოხატვის ფორმა და სიმძიმე.
ერთობლიობაში ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით განსაზღვრული სანქციის (ჯარიმა ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფ-ლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით) ფარგლებში ლ---- უ----------შვილს სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
ამასთანავე, ვინაიდან ლ---- უ----------შვილის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, იგი ნასამართლობის არმქონეა და აღიარებს დანაშაულს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მისთვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა უნდა ჩაითვალოს პირობითად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---- უ----------შვილის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება, სრულად უზ-რუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგე-ნას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდე-ქსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ---- ო-----ის-ძე უ----------შვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაუ-ლის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი;
2. ლ---- უ----------შვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ო----- უ----------შვილის (პ/ნ 2----------) სახელზე რეგისტრირე-ბულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით - 67.14.08.0--, მდებარე - კ----- რ-----ის სოფელ დ----ში - მოეხსნას გორის რ-----ული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერ-ვლის №12/3-18 განჩინებით ბრალდებულ ლ---- უ----------შვილის მიმართ აღკვე-თის ღონისძიების სახით შერჩეული გირაოს - 2000 (ორი ათასი) ლარის უზრუნ-ველსაყოფად დადებული ყადაღა;
3. ლ---- უ----------შვილს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 08 თებერვლიდან 2018 წლის 14 თებერ-ვლის ჩათვლით;
4. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულ ლ---- უ----------შვილის ყოფაქ-ცევის კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - შიდა ქართლის პრობაციის ბიუ-როს ლ---- უ----------შვილის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - კ----- რაიო-ნი, სოფელი დ----ი;
5. ნივთიერი მტკიცებულებები (საქმეზე დართული საგნები და ნივთები) - გატე-ხილი მაგიდის ფეხი და “მაგთისატის“ რესივერის მეტალის ხუფი, რომლებიც ინა-ხება შინაგან საქმეთა სამინისტროს კ----- რ-----ული სამმართველოს შენობაში, - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღე-ბის შემდეგ;
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიო-ნული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ნიკოლოზ მარსაგიშვილი