განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100118002579602, №1ბ/815-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნი----------–--ე
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - კა---- მი----–ის ძე არ---------ი, დაბადებული 198--–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბ--–--------------------------–-----------------------------------;
ადვოკატი - კა------ მა----–---–ი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201 მუხლის მე-2 ნაწილი (გულგრილობა, ესე იგი ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).
სასჯელი:
თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განაჩენით კა---- არ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა გულგრილობა, ე.ი. ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
შპს „ვ---------–------ის“ საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ლიფტების ექსპლუატაცია, ხოლო კომპანიის წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით სარგებლობდა დირექტორი კა---- არ---------ი. 2016 წლის 1 იანვარს შპს „ვ---------–------ის“ დირექტორმა კა---- არ---------მა ხელშეკრულება გააფორმა ქ.თბ--–--–-----–----–----–ას პირველ შესახვევში, კო-----------ის ამხანაგობა „ს----------–------ის“ თავმჯდომარე ეს-------------ესთან. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიის დირექტორი კა---- არ---------ი ვალდებულებას იღებდა კორპუსის მეორე სადარბაზოს ლიფტის სწორი და უსაფრთხო ექსპლუატაციის, ტექნიკური დათვალიერებისა და უსაფრთხოების კვანძების შემოწმებაზე.
კა---- არ---------მა არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები- მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო არ შეამოწმა და არ შეაკეთა კორპუსის მე-2-------------------- სართულზე ლიფტის შახტის გარღვეული ლითონის მავთულბადე, რასაც შედეგად მცირეწლოვანი მა----- მა------–---–ის გარდაცვალება მოჰყვა, კერძოდ: 2017 წლის 24 მარტს, მცირეწლოვან მა----- მა------–---–მა, თავი შეყო კორპუსის მე-2-------------------- სართულზე ლიფტის შახტის დამცავი ლითონის ბადის გარღვეულ ღიობში, რა დროსაც თავში მოხვდა მოძრავი ლიფტის საპირწონე და მიაყენა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განაჩენით, კა---- არ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კა---- არ---------ის ადვოკატმა კა------ მა----–---–მა. სააპელაციო საჩივრის თავდაპირველ მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩივრებულ განაჩენის გაუქმება და კანონიერი, სამართლიანი და ობიექტური გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას, პროკურორ ნი----------–--ის მიერ წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე მსჯავრდებულ კა---- არ---------ის მიმართ, რაც შეთანხმებულია ზემდგომ პროკურორთან.
შუამდგომლობის თანახმად, კა---- არ---------ს განემარტა საპროცესო შეთანხმების არსი, რაზეც მსჯავრდებულმა, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, განაცხადა ნებაყოფლობითი თანხმობა ბრალზე გარიგებისა და სასჯელზე შეთანხმების თაობაზე. 2019 წლის 24 ივნისს მსჯავრდებულს, მის ადვოკატსა და სახელმწიფო ბრალმდებელს შორის გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების შესახებ. შუამდგომლობაზე თანდართული კონსულტაციის ოქმის თანახმად, დაზარალებულის უფლებამონაცვლე დაეთანხმა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მსჯავრდებულთან.
პროკურორმა ითხოვა მსჯავრდებულთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება შემდეგი პირობებით: კა---- არ---------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, სასჯელის სახედ და ზომად 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა ამავე გამოსაცდელი ვადით.
შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროკურორმა ნი----------–--ემ, მსჯავრდებულმა კა---- არ---------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კა------ მა----–---–მა.
სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმეში „ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (ამასთან დაკავშირებით სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, § 17, Slavcho Kostov v. Bulgaria, no. 28674/03, 27 November 2008; რუცინსკი პოლონეთის წინააღმდეგ, § 12, Ruciński v. Poland, no. 33198/04, 20 February 2007). საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი კონვენციის მოთხოვნებთან შეუსაბამო არ არის (იხ: ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ mutatis mutandis, Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08 and 36742/08, ECHR 6 July 2010). აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საპროცესო შეთანხმება შეიძლება წარმოადგენდეს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიან საშუალებას. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება, გამოყენებული იქნეს მსუბუქი სასჯელები და შემცირდეს პატიმართა რაოდენობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით სისხლის სამართალწარმოების შემცირება ხდება. აღნიშნული არ შეიძლება დარღვევად ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად (ვრცლად იხ. ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი No. 9043/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014 წლის 24 აპრილი).
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებით კა---- არ---------მა უარი თქვა სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვაზე, რაც გაცნობიერებული და ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება იყო. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, პალატა დარწმუნდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალადობის ან სხვა რაიმე უკანონო ქმედების შედეგი არ ყოფილა. ასევე არ დგინდება, რომ უფლებაზე უარის თქმა საჯარო ინტერესს ეწინააღმდეგება.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. მსჯავრდებული კა---- არ---------ი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს. მისი განმარტებით, სრულად ეთანხმება დადგენილებაში და განაჩენში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული კა---- არ---------ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.
მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება კა---- არ---------ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. მოწმეების: დი------------–---–-------–-----------------------–--------------------------------------------–----------–---------------–---–-----–---–------–---–----------------–---------–-------------------------------------------------------–----–--------------------------–--ის ჩვენებებით, კა---- არ---------ის აღიარებით, 2016 წლის 1 იანვრის ხელშეკრულების დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით, ამოღებული ავადმყოფობის ისტორიით, საჯარო რეესტრიდან მიღებული დოკუმენტაციით შპს „ვ---------–-----“-ის შესახებ, 2016 წლის 1 იანვრის ხელშეკრულების ამოღების ოქმით და ამოღებული დოკუმენტაციით, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოდან მიღებული დოკუმენტაციით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, შრომითი ხელშეკრულების ამოღების ოქმით და ამოღებული შრომითი ხელშეკრულებებით, საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის N0----- ნებართვით და N6---- ბრძანებით ლიფტების ექსპლუატაციის შესახებ, ზედამხედველობის სამმართველოს კომისიის N-- ოქმით და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობით, უტყუარად დასტურდება კა---- არ---------ის მიერ მის მიმართ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა აღიარა დანაშაული, დაეთანხმა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარი თქვა სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე მუხლებით, -
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნი----------–--ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება დადებული პროკურორსა და მსჯავრდებულ კა---- არ---------ს შორის.
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განაჩენში კა---- არ---------ის მიმართ.
კა---- არ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.
კა---- არ---------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 10 აპრილიდან 2019 წლის 26 ივნისის ჩათვლით.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია კა---- არ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გადახდილი გირაოს თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს შესაბამის ანგარიშზე შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.
ნივთიერი მტკიცებულებები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლის ლაქები და ლითონის ამონაჭერი, რომლებიც ინახება პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
კა---- არ---------ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა - დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე