განაჩენი

სისხლის სამართლის 27.02.2019
საქმის ნომერი
200100119002841103
დავის ტიპი
220
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100119002841103

#1------ (№0-----------)

თელავის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 თებერვალი 2019 წელი თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ზვიად შარაძემ

თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - თ---------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ლ--------------–---–ი - დაბადებული 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ს-----------------------------–------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1997 წლის 06 ოქტომბერს, დარეგისტრირდა შ--------------- (--------------. ორგანიზაციის დირექტორია ლ---------------–---–ი. შ----------------ს საქმიანობის სფეროა ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, რისთვისაც ორგანიზაცია საგარეჯოს რაიონის სოფელ წყაროსთავში ფლობს სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ცენტრს, რომელსაც სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი“-ს მიერ მინიჭებული აქვს A ტიპის ინსპექტირების ორგანოს სტატუსი და მიღებული აქვს აკრედიტაციის მოწმობა N------------, N------------, რომლის საფუძველზეც შ--------------- (--------------- ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ახდენს პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას, რომლის მოთხოვნები დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 01 დეკემბრის N 510-ე დადგენილებით, კერძოდ „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით, რომელიც განსაზღვრავს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების მიმართ წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებს, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. რეგამენტის ერთ-ერთი მიზანია ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება, საგზაო-სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევბისა და ადამიანისა და გარემოზე მიყენებული ზიანის მინიმალიზაცია.

 

2018 წლის 14 სექტემბერს, სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ცენტრში - შ----------------ში, ინსპექტირების ჩასატარებლად მიყვანილი იქნა, ინსპექტირებას დაქვემდებარებული, „FORD TRANSIT“-ის მარკის სახელმწიფო ნომერი R------ ავტომანქანა, რომლის მინამრეცხები გამოსული იყო მწყობრიდან, უკუსვლის სასიგნალო მაშუქი გამოსული იყო მწყობრიდან, უკანა მარცხენა სდექ მაშუქი სიგნალი გამოსული იყო მწყობრიდან, უკანა ღერძის მარცხენა თვალის ერთ-ერთი ჭანჭიკი აკლდა და საბურავი, ნაცვლად ქარხანა- დამამზადებლის მიერ კონსტრუქციულად გათვალისწინებული ექვსი ჭანჭიკისა დამონატაჟებული იყო ხუთი ჭანჭიკის საშუალებით და შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალება ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 01 დეკემბრის N 510-ე დადგენილებით განსაზღვრულ „ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტიის მოთხოვნებს. ავტომანქანის ინსპექტირება პირადად მოახდინა შ----------------ს დირექტორმა ლ---------------–---–მა, რომელიც ვალდებული იყო, შეემოწმებინა სატრანსპორტო საშუალების სისტემების და კომპონენტების გამართულობა და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა აკმაყოფილებდა თუ არა შესაბამის მოთხოვნებს, თუმცა ავტოსატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის მიუხედავად, ლ---------------–---–მა ინსპექტირების შედეგების ანგარიშში არ ასახა სატრანსპორტო საშუალებაზე გამოვლენილი ხარვეზები და 2018 წლის 14 სექტემბერს გასცა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ანგარიში N 00265 ავტომანქანის გამართულობის თაობაზე, რომლის თანახმად ავტომანქანამ წარმატებულად გაიარა ინსპექტირება. ამდენად, ტექნიკური ინსპექტირების ჩატარებისას, ლ--------------–---–ი გულგრილად მოეკიდა თავის სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შეასრულა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა ჩვენებები; ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები, ინსპექტირების ანგარიში, ექსპერტიზის დასკვნა, საქართველოს მთავრობის N 510; 37 და N 522 დადგენილებები და სხვ.) ერთობლიობა ლ--------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ--------------–---–მა ჩაიდინა გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ლ--------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ლ--------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ--------------–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

საქმეზე არსებული დისკები შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო ავტომანქანა ფორდ ტრანზიტი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ზვიად შარაძე