განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#---------
#(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ნინო მაისაია
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ი-----–- მ---–----–--ა
დაცვის მხარე:
ბრალდებულები:
1. გ------- ლ-–-ი - დაბადებული 1--- წლის 1--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, უმაღლესი განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: თბილისი, ბ----------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ქ---------–--ის შ-----------.
ადვოკატი: ი----- ხ-----–---–ი
2. ბ------ მ-------–---–ი - დაბადებული 1--- წლის 1--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ს-------–-------
ადვოკატები: გ--------–--–---–ი, გ--–- ნ-----–--–---–ი.
კვალიფიკაცია:
1. გ------- ლ-–-ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
2. ბ------ მ-------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1. შპს ,,ა---–--------–---–-----------ის“ (ს/ნ 2--------) დირექტორმა ბ------ მ-------–---–მა და ექსპერტმა გ------- ლ-–-მა, 2013 წლის 2-----------ს, 2014 წლის 0------------–ს, 05-------ს და 07-------–ს დაამზადეს და შემდგომ შპს ,,ა-------–ის“ დირექტორ ბ------ ტ--------ეზე გაასაღეს ყალბი საექსპერტო დასკვნები, სადაც მიუთითეს, რომ თითქოსდა შპს ,,ა-------–ის“ მიერ თბილისში, ფ---------ის ქუჩა N---ში ჩატარებული სამუშაოების ამსახველ შესრულებული სამუშაოს აქტებში (ფორმა N2) შეტანილი მოცულობები შეესაბამებოდა ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს მოცულებებს (220 086,77 ლარი), სინამდვილეში კი, შპს ,,ა-------–ის“ მიერ თბილისში, ფ---------ის ქუჩა N---ში ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 50 488 ლარით ნაკლები (169 598,43 ლარი). ზემოაღნიშნული ყალბი საექსპერტო დასკვნების საფუძველზე, თბილისის--------------ს რაიონის გამგეობის მიერ შპს ,,ა-------–ისთვის“ გადახდილ იქნა ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებაზე 50 488 ლარით მეტი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. სასამართლომ დადგენილად სცნო გ------- ლ-–-ის ბრალდება მასში, რომ შპს ,,ა---–--------–---–-----------ის“ (ს/ნ 2--------) ექსპერტმა გ------- ლ-–-მა, 2013 წლის 2-----------ს, 2014 წლის 0------------–ს, 05-------ს და 07-------–ს დაამზადა და შემდგომ შპს ,,ა-------–ის“ დირექტორ ბ------ ტ--------ეზე გაასაღა ყალბი საექსპერტო დასკვნები, სადაც მიუთითა, რომ თითქოსდა შპს ,,ა-------–ის“ მიერ თბილისში, ფ---------ის ქუჩა N---ში ჩატარებული სამუშაოების ამსახველ შესრულებული სამუშაოს აქტებში (ფორმა N2) შეტანილი მოცულებები შეესაბამებოდა ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს მოცულებებს (220 086,77 ლარი), სინამდვილეში კი, შპს ,,ა-------–ის“ მიერ თბილისში, ფ---------ის ქუჩა N---ში ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 50 488 ლარით ნაკლები (169 598,43 ლარი). ზემოაღნიშნული ყალბი საექსპერტო დასკვნების საფუძველზე, თბილისის--------------ს რაიონის გამგეობის მიერ შპს ,,ა-------–ისთვის“ გადახდილ იქნა ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებაზე 50 488 ლარით მეტი.
2.2. სასამართლომ დადგენილად არ სცნო ბ------ მ-------–---–ის ბრალდება მასში, რომ მან ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2.3. სასამართლო დადგენილად სცნო, რომ ბ------ მ-------–---–მა ჩაიდინა გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება,რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
3.1. დაზარალებულად ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის--------------ს რაიონის გამგეობის წარმომადგენილმა ა-–---------ე ა-–----–---–მა სასამართლოში აჩვენა, რომ 2014 წელს ფ---------ის ქ---------ში მდებარე ამხანაგობამ ოთხჯერ მიმართა--------------ს გამგეობას კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოების თაობაზე, თანადაფინანასების პირობებით. ამხანაგობის მიერ შემოტანილ განაცხადს თან ერთვოდა ხარჯთაღრიცხვა. გამგეობის მიერ დაკმაყოფილებული იქნა მოთხოვნები, რის შემდეგაც გაფორმდა გამგეობასა და შპს ,,ა-------–ს“ შორის ოთხი ხელშეკრულება. ა-–---------ე ა-–----–---–ის განმარტებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ შპს ,,ა-------–მა“ წარადგინა ფორმა N2, სადაც აღწერილი იყო თუ რა თანხები დაიხარჯა შესრულებული სამუშაობზე და გამგეობიდან მიიღო შესაბამისი დაფინანსება. გამგეობა შპს ,,ა-------–ს“ თანხას ვერ გადაურიცხავდა ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის გარეშე. მისი განმარტებით, გამგეობას მიადგა 50 000 ლარზე მეტი ზიანი, რომელიც ანაზღაურებული არ არის.
3.2. სასამართლოში დაკითხვისას მოწმე თ---------- წ--–-----მა განმარტა, რომ 2013-2015 წლებში მუშაობდა--------------ს რაიონის გამგეობის ბი----------------------------------------------------------–---ში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე, მისი მოვალეობა იყო კონსულტაციები გაეწია ამხანაგობის წარმომადგენლებისათვის. თ---------- წ--–-----მა დაადასტურა, რომ გამგეობას განცხადებით მიმართა ფ-------------------ის ამხანაგობამ, რომელსაც სურდა საცხოვრებელი სახლის გამაგრება. განცხადებას თან ერთვოდა ხარჯთაღრიცხვა, რომელიც შესრულებული იყო ამხანაგობის მიერ არჩეული საპროექტო ორგანიზაციის მიერ. პროექტი ხორციელდებოდა თანადაფინანასების პრინციპით, რომლის მიხედვითაც 15% იხდიდა ამხანაგობა, ხოლო 85% ფარავდა გამგეობა. თ---------- წ--–-----ის განმარტებით, გადაწყდა, რომ პროექტი განხორციელებულიყო ოთხ ეტაპად. სამუშაოების დასრულების შემდეგ წარმოდგენილ იქნა გამგეობაში სამუშაოს აქტები და ექსპერტიზის დასკვნები, რომლებშიც აღნიშნული იყო, რომ ფორმა #2-ში შეტანილი მოცულობები შეესაბამება ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს, რომელთა საფუძველზეც განხორცილდა ანგარიშსწორება სამუშაოების მწარმოებელ კომპანიასთან.
3.3. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ ზ-------–---–მა აჩვენა, რომ 2013-2014 წლებში----------- რაიონის გამგეობასა და შპს ,,ა-------–ს“ შორის დაიდო ხელშეკრულებები, რომელიც შეეხებოდა, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, სახლმწიფო შესყიდვებს გამარტივებელი წესით. გამგეობაში წარდგენილი იყო ჩასატარებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვები, სადაც აღრიცხული იყო საორენტაციო ხარჯები. როდესაც შპს ,,ა-------–მა“ დაასრულა სამუშაოები, მისმა წარმომადგენელმა გამგეობას წარუდგინა ფორმა N2, ექსპერტიზის დასკვნა და მიღება-ჩაბარების აქტი. ზ------ ზ-------–---–ის განმარტებით, შპს ,,ა-------–ის’’ დორექტორის ბ------ ტ--------ის ქმედებით თბილისის---------ის რაიონის გამგეობას მიადგა დაახლოებით 50 000 ლარის ზიანი.
3.4. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ა---- წ--------–მა აჩვენა, რომ 2014 წლის სექტემბრის თვეში------------ს რაიონის გამგეობამ ხელშეკრულება დადო შპს ,,ა-------–თან“ შენობის გამაგრების თაობაზე. გამგეობამ ჩატარებული სამუშაოების ხარჯის 85% წილობრივი მონაწილეობა გასწია. საბოლოო ანგარიშსწორება შემსრულებელთან ხორციელდებოდა ფორმა N2-ის, ექსპერტიზის დასკვნის და მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენის შემდეგ. ფორმა N2-ში აღწერილი უნდა იყოს სრული ღირებულება შესრულებული სამუშაოების. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდეგ გამგეობამ შპს ,,ა-------–ს“ გადაურიცხა თანხა.
3.5. მოწმის სახით დაკითხულ დ----- კ--–------ს ჩვენებით, რომელიც მხარეთა მიერ უდაოდ იქნა ცნობილი, დასტურდება, რომ იგი ცხოვრობს ფ---------------ში და არის ამხანაგობის თავმჯდომარის ზ------ კ--–------ს შვილი. ვინაიდან, დედამისი არის ხანშიშესული და ხშირად ავადმყოფობს, ამხანაგობის თავმჯდომარის საქმიანობას, ფაქტიურად, თავად წარმართავს. დ----- კ--–------ს ჩვენებით, შპს ,,ა-------–ის’’ მიერ ჩატარებულ იქნა ფ-------------------ის საცხოვრებელი სახლის აღდგენითი-გამაგრებითი სამუშაოები 4 ეტაპად. თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ ბ------ ტ--------ე ადგენდა შესრულებული სამუშაოს აქტებს - ფორმა #2. ვინაიდან, ამხანაგობის წევრებს არ გაჩნიათ სპეციალური ცოდნა ხარჯთაღრიცხვაში და შესრულებული სამუშაოების აქტებში, გათვალიწინებულია ექსპერტიზის ხარჯები. შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზას ატარებდა შპს ,,ა---–--------–---–-----------ის“ ექსპერტი გ------- ლ-–-ი, რომელმაც თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ გასცა დასკვნა, რომ შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა #2) შეტანილი მოცულობები შეესაბამება ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოების მოცულობებს. აღნიშნული დასკვნების გათვალისწინებით დ----- კ--–------ს დედამ - ზ------ კ--–------მ ხელი მოაწერა შპს ,,ა-------–ის’’ დირექტორთან გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებს.
3.6. მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა გ------- მ------–---–მა და ა-–---- წ---–-----მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.
3.7. დაცვის მხარის მოწმემ დ----- ა--------–--ემ სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, რომ მუშაობს შპს ,,ა---–-------–---–-----------ში“ დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. მან დაადასტურა, რომ შპს ,,ა---–--------–---–-----------ი“ გასცემდა ექსპერტიზის დასკვნებს, ასევე, ახორციელებდა ობიექტის სრულ პროექტირებას, მათ შორის, აზომვითი სამუშაოებს და ხარჯთაღრიცხვებს. დ----- ა------–--ემ დაადასტურა, რომ შპს ,,ა---–--------–---–-----------სა“ და შპს ,,ა-------–ს“ შორის გაფორმებული იყო ხელშეკრულებები ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, რის გამოც შპს ,,ა---–------–---–-----------ში“ ექსპერტიზის ჩასატარებლად მოწვეული იქნა სპეციალისტი გ------- ლ-–-ი. დ----- ა--------–--ემ განაცხადა, რომ სპეციალისტი ექსპერტიზის დასკვნის შედგენის შემდეგ, ექსპერტიზის დასკვნაზე აწერს ხელს, ასევე დასკვნაზე ხელს აწერს შპს ,,ს-----–---–-----------ის“ ხელმძღვანელი ბ------ მ-------–---–ი, ხოლო ბ------ მ-------–---–ის არ ყოფნის შემთხვევაში თავად დ----- ა--------–--ე აწერს ხელს ექსპერტიზის დასკვნას. დ----- ა--------–--ემ დაადასტურა, რომ მან ნახა თუ როგორ მოაწერა ხელი გ------- ლ-–-ის მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნას ხელი ბ------ მ-------–---–მა. მისი განმარტებით, ხელმძღვანელის მიერ ექსპერტიზის დასკვნაზე ხელის მოწერა არის ორგანიზაციის მხრიდან დოკუმენტის ლეგიტიმაცია.
3.8. დაცვის მხარის მოწმემ ნ----- კ-----–---–მა სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, რომ მუშაობს შპს ,,ა---–--------–---–-----------ში“ მდივნის პოზიციაზე. ნ----- კ-----–---–მა დაადასტურა, რომ შეესწრო ბ------ მ-------–---–ის და გ------- ლ-–-ის საუბარს ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, ბ------ მ-------–---–ის შეკითხვაზე გ------- ლ-–-მა განაცხადა, რომ ყველაფერი ზუსტად და კარგად იყო.
3.9. დაცვის მხარის მოწმემ ქ------- ბ-----–---–მა სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, რომ არის შპს ,,ა---–--------–---–-----------ის“ ბუღალტერი და დაადასტურა ის ფაქტი, რომ ექსპერტიზის ჩასატარებლად შპს-ში დროებით სამუშაოდ მოწვეული იქნა გ------- ლ-–-ი, რომელთანაც სხვა პერიოდშიც თანამშრომლობდნენ. ერთ დღეს, სხვადასხვა დროის ინტერვალში, გ------- ლ-–-მა ბ------ მ-------–---–ს მიუტანა ორი დოკუმენტი და განხორციელდა მეორე დოკუმენტის დაკორექტირება. მოწმემ ასევე განაცხადა, რომ ბ------ მ-------–---–ი ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ ექსპერტს ყოველთვის ეკითხება დასკვნის სისწორის თაობაზე. ქ------- ბ----–---–მა განაცხადა, რომ ბ------ მ-------–---–ის კითხვაზე გ------- ლ-–-მა დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
3.10. ბრალდებულმა ბ------ ტ--------ემ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას აჩვენა, რომ თბილისში, ფ---------ის N---ში მდებარეობდა ამხანაგობა, რომლის თავმჯდომარე იყო ზ------ კ--–------, რომელთანაც შპს ,,ა-------–მა“ გააფორმა ხელშეკრულება აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოების თაობაზე. შედგა ხარჯთაღრიცხვა, რომელსაც ადგენდა გამგეობის წარმომადგენელი ან ამხანაგობის თავმჯდომარე. ხარჯთაღრიცხვის შედგენაში მას მონაწილეობა არ მიუღია. ხარჯთაღრიცხვაში მითითებული იყო ბ------ მ-------–---–ის ორგანიზაცია, რომელსაც უნდა შეემოწმებინა შესრულებული სამუშაოები. ბ------ ტ--------ის განმარტებით, როდესაც მისმა კომპანიამ შეასრულა სამშენებლო სამუშაოები, გამგეობას წარუდგინა ფორმა N2, რომელიც განხილული ჰქონდა ბ------ მ-------–---–ის ორგანიზაციას და ასევე ამავე ორგანიზაციას შესწავლილი ჰქონდა ობიექტი, რომელზედაც დასრულებული იყო სამშენებლო სამუშაოები. მას უშუალო კონტაქტი ბ------ მ-------–---–თან არ ჰქონია, მას ურთიერთობა ჰქონდა გ------- ლ-–-თან.
3.11. ბრალდებულმა ბ------ მ-------–---–მა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განაცხადა, რომ არის შპს ,,ა---–--------–---–-----------ის“ დირექტორი. კომპანია არ არის საექსპერტო ბიურო, ის არის საპროექტო ბიურო, რომელიც მოიცავს ექსპერტიზასაც და არის კომპლექსური დაწესებულება. 2013 წლის სექტემბრის თვეში მასთან მივიდა ვ------- წ-----–---–ი, რომელმაც შესთავაზა გამაგრების სამუშაოების თაობაზე ექსპერტიზის დასკვნის შედგენა, რაზედაც თანხმობა განაცხადა, შპს ,,ა---–--------–---–-----------სა“ და შპს ,,ა-------–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე. საფასური შეადგენდა 2 500 ლარს, რომელიც ეტაპობრივად უნდა ჩარიცხულიყო. ბ------ მ-------–---–მა შპს ,,ა---–--------–---–-----------ში“ კონკრეტულად ექსპერტიზის ჩასატარებლად მიიწვია გ------- ლ-–-ი, რომელმაც შემდგომ შესრულებულ სამუშაოებზე ჩაატარა ექსპერტიზა და შეადგინა შესაბამისი დასკვნა. ბ------ მ-------–---–ის განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნის შედგენაში მას არ მიუღია მონაწილეობა, ექსპერტიზის დასკვნაზე იმუშავა გ------- ლ-–-მა, მან მხოლოდ ფორმალურად, როგორც შპს ,,ა---–--------–---–-----------ის“ დირექტორმა მოაწერა ხელი დასკვნას. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ მონაცემებზე პასუხისმგებელი არის გ------- ლ-–-ი, რადგან ბ------ მ-------–---–ი არ ერეოდა დასკვნის არც შინაარსობრივ და არც ტექნიკური მონაცემების შედგენაში. ჩატარებულ სამუშაოებზე ზედამხედველობა ხდებოდა გ------- ლ-–-ის მიერ, რომელიც ოთხ ეტაპად ადგენდა დასკვნას, მან გ------- ლ-–-ისგან იცოდა, რომ გ------- ლ-–-ს შემოწმებული და შესწავლილი ჰქონდა ყველა სამუშაო.
3.12. ბრალდებულმა გ------- ლ-–-მა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განაცხადა, რომ შპს ,,ა---–--------–---–-----------ში“ დროებით დაიწყო მუშაობა, მას ევალებოდა მისულიყო ობიექტზე და შეემოწმებინა მშენებლობა კონკრეტულად თუ როგორ შენდებოდა, მზიდუნარიანობა კოჭის, სვეტის, არმატურის და ა.შ. გ------- ლ-–-მა განმარტა, რომ ფორმა N2-ში შეტანილი სამუშაოების შესაბამისობის დადგენა შესრულებულ სამუშაოებთან მას არ ევალებოდა. საექსპერტო დასკვნები მან შეადგინა შაბლონიდან გამომდინარე, გ------- ლ-–-მა დაადასტურა, რომ ექსპერტიზის დასკვნებზე ასახული ხელმოწერები მას და ბ------ მ-------–---–ს ეკუთვნის. ასევე აღნიშნა, რომ ბ------ მ-------–---–ს აწვდიდა ინფორმაციას დასკვნების სისწორესთან დაკავშირებით და ბ------ მ-------–---–ი ექსპერტიზის შედგენაში არ იღებდა მონაწილეობას.
3.13. ქ. თბილისის--------------ს რაიონის გამგეობის 2013 წლის 24 სექტემბრის #---------, 2014 წლის 24 იანვრის #------- , 2014 წლის 21 თებერვლის #--------- და 2014 წლის 24 მ------- #--------- დადგენილებებით დაკმაყოფილდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ფ--------------’’-ის მიერ დაფინანსების თაობაზე წარმოდგენილი განცხადებები.
3.14. 2013 წლის 0-------------ის #------------- ხელშეკრულების თანახმად, ქ.თბილისის--------------ს რაიონის გამგეობის წარმომადგენელ ----------– დ----- დ-----–-–---–სა და, მეორე მხრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ფ---------------’’-ის თავმჯდომარის ზ------ კ--–------ს შორის დაიდო ხელშეკრულება ფ---------ის ქ-----ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოების თაობაზე. გამაგრებითი სამუშაოების საერთო ღირებულებად განისაზღვრა 79910.12 ლარი, საიდანაც 7991,02 ავანისის სახით უკვე გადაუხადა გამგეობამ მომსახურე ორგანიზაციას. დარჩენილი თანხის გადახდა მოხდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. მიღება-ჩაბარების აქტი მხარეებს შორის გაფორმდებოდა შესრულებული სამუშაოების ტექნიკურ-ფინანსური ანგარიშის წარდგენის შემდეგ.
3.14.1. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების შესახებ 2013 წლის 0--------------ის ხელშეკრულების თანახმად, დაიდო ხელშეკრულება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ფ--------------’’-ის თავმჯდომარე ზ------ კ--–------სა და შპს ,,ა-------–ის’’ წარმომადგენელ ბ------ ტ--------ეს შორის. მხარეთა შეთანხმებით სამუშაოს სრული მოცულობით დასრულებისა და დამკვეთისათვის გადაცემის საბოლოო ვადად განისაზღვრა 2013 წლის 12 დეკემბერი. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებად განისაზღვრა 79910.12 ლარი. ანგარიშსწორება იწარმოებდა ეტაპობრივად, შესასრულებელ სამუშაოებზე წარმოდეგნილი ფორმა #2-ისა და მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე.
3. 14.2. 2013 წლის 26 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ ამხანაგობამ შეასრულა 2013 წლის 0-------------ის #------------- ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებები. ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღურებულებამ ფორმა #2-ის მიხედვით შეადგინა 79910.12 ლარი.
3.15. 2014 წლის 2--------ის #------------- ხელშეკრულების თანახმად, ქ.თბილისის--------------ს რაიონის გამგეობის წარმომადგენელ ----------– დ----- დ-----–-–---–სა და და მეორე მხრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ფ--------------’’-ის თავმჯდომარის ზ------ კ--–------ს შორის დაიდო ხელშეკრულება ფ---------ის ქ-----ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოების თაობაზე. გამაგრებითი სამუშაოების საერთო ღირებულებად განისაზღვრა 44450.97 ლარი, საიდანაც 5556.37 ლარი ავანისის სახით უკვე გადაუხადა გამგეობამ მომსახურე ორგანიზაციას. დარჩენილი თანხის გადახდა მოხდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. მიღება-ჩაბარების აქტი მხარეებს შორის გაფორმდება შესრულებული სამუშაოების ტექნიკურ-ფინანსური ანგარიშის წარდგენის შემდეგ.
3.15.1. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების შესახებ 2014 წლის 2--------ის ხელშეკრულების თანახმად, დაიდო ხელშეკრულება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ფ--------------’’-ის თავმჯდომარე ზ------ კ--–------სა და შპს ,,ა-------–ის’’ წარმომადგენელ ბ------ ტ--------ეს შორის. მხარეთა შეთანხმებით სამუშაოს სრული მოცულობით დასრულების და დამკვეთისათვის გადაცემის საბოლოო ვადად განისაზღვრა 2014 წლის 1--------ი. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებად განისაზღვრა 44450.97 ლარი. ანგარიშსწორება იწარმოებდა ეტაპობრივად, შესასრულებელ სამუშაოებზე წარმოდეგნილი ფორმა #2-ისა და მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე.
3.15.2. 2014 წლის 14 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ ამხანაგობამ შეასრულა 2014 წლის 2---------ს #------------- ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებები. ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღურებულებამ ფორმა #2-ის მიხედვით შეადგინა 44 450.97. ლარი.
3. 16. 2014 წლის 2------------–-ს #------------- ხელშეკრულების თანახმად, ქ.თბილისის--------------ს რაიონის გამგეობის წარმომადგენელ ----------– დ----- დ-----–-–---–სა და და მეორე მხრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ფ--------------’’-ის თავმჯდომარის ზ------ კ--–------ს შორის დაიდო ხელშეკრულება ფ---------ის ქ-----ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოების თაობაზე. გამაგრებითი სამუშაოების საერთო ღირებულებად განისაზღვრა 42719. 33 ლარი, საიდანაც 5339,92 ლარი ავანისის სახით უკვე გადაუხადა გამგეობამ მომსახურე ორგანიზაციას. დარჩენილი თანხის გადახდა მოხდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. მიღება-ჩაბარების აქტი მხარეებს შორის გაფორმდებოდა შესრულებული სამუშაოების ტექნიკურ-ფინანსური ანგარიშის წარდგენის შემდეგ.
3.16.1. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების შესახებ 2014 წლის 2-----------–-ს ხელშეკრულების თანახმად, დაიდო ხელშეკრულება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ფ--------------’’-ის თავმჯდომარე ზ------ კ--–------სა და შპს ,,ა-------–ის’’ წარმომადგენელს ბ------ ტ--------ეს შორის. მხარეთა შეთანხმებით სამუშაოს სრული მოცულობით დასრულების და დამკვეთისათვის გადაცემის საბოლოო ვადად განისაზღვრა 2014 წლის 15 აპრილი. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებად განისაზღვრა 42719. 33 ლარი. ანგარიშსწორება იწარმოებდა ეტაპობრივად, შესასრულებელ სამუშაოებზე წარმოდგენილი ფორმა #2-ისა და მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე.
3.16.2. 2014 წლის 18 მ------- მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ ამხანაგობამ შეასრულა 2014 წლის 2-----------–-ს #------------- ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებები. ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ ფორმა #2-ის მიხედვით შეადგინა 42719. 33 ლარი.
3.17. 2014 წლის 26 მ------- #------------- ხელშეკრულების თანახმად, ქ.თბილისის--------------ს რაიონის გამგეობის წარმომადგენელ ----------– დ----- დ-----–-–---–სა და და მეორე მხრივ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ფ--------------’’-ის თავმჯდომარის ზ------ კ--–------ს შორის დაიდო ხელშეკრულება ფ---------ის ქ-----ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოების თაობაზე. გამაგრებითი სამუშაოების საერთო ღირებულებად განისაზღვრა 68 421.53 ლარი, საიდანაც 8594,64 ლარი ავანისის სახით უკვე გადაუხადა გამგეობამ მომსახურე ორგანიზაციას. დარჩენილი თანხის გადახდა მოხდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. მიღება-ჩაბარების აქტი მხარეებს შორის გაფორმდებოდა შესრულებული სამუშაოების ტექნიკურ-ფინანსური ანგარიშის წარდგენის შემდეგ.
3.17.1. 2014 წლის 26 მ------- ხელშეკრულებით შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების შესახებ, დაიდო ხელშეკრულება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ფ--------------’’ -ის თავმჯდომარე ზ------ კ--–------სა და შპს ,,ა-------–ის’’ წარმომადგენელს ბ------ ტ--------ეს შორის. მხარეთა შეთანხმებით სამუშაოს სრული მოცულობით დასრულების და დამკვეთისათვის გადაცემის საბოლოო ვადად განისაზღვრა 2014 წლის 15 მაისი. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებად განისაზღვრა 68 421.53 ლარი. ანგარიშსწორება იწარმოებდა ეტაპობრივად, შესასრულებელ სამუშაოებზე წარმოდეგნილი ფორმა #2-ისა და მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე.
3.17.2. 2014 წლის 1--------–ის მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ ამხანაგობამ შეასრულა 2014 წლის 26 მ------- #------------- ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებები. ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღურებულებამ ფორმა #2-ის მიხედვით შეადგინა 68 421.53 ლარი.
3.18. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად, შპს ,,ა---–--------–---–-----------ი’’ რეგისტრირებულია 0-----2009 , ს/ნ 2--------. იურდიული მისამართი ქ. თბილისი გ-------------------------------–--------------------, დირექტორია - ბ------ მ-------–---–ი. დირექტორის მოადგილე - დ----- ა--------–--ე.
3.19. 2012 წლის 01 მ------- შპს ,,ა---–--------–---–-----------ის’’ წესდებით დასტურდება, რომ შპს ,,ა---–--------–---–-----------ი’’ წარმოადგენს ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ იურდიულ პირს, ს/კ 2--------. საზოგადოებას უფლება აქვს მოგების მიღების მიზნით განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა. საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორია: ბ------ მ-------–---–ი პ.ნ.------------- – 100% წილით. საზოგადოების ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება აქვს დირექტორს. საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ენიჭება დირექტორს - ბ------ მ-------–---–ს. დირექტორის მოდგილეა - დ----- ა--------–--ე. კომპანიის დირექტორი და მოადგილე წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებენ დამოუკიდებლად, ცალ-ცალკე. ამავე წესდების 4.2 პუნქტის თანახმად, დირექტორი საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვეს კეთილსინდისიერად, ის უნდა მოქმედებდეს რწმენით, რომ ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ის ჯეროვნად არ შეასრულებს აღნიშნულ მოვალეობას, პასუხს აგებს კომპანიის წინაშე წარმოშობილი ზიანისათვის.
3.20. 2013 წლის 1-------------ს დაიდო ხელშეკრულება #----- შპს ,,ა---–--------–---–-----------ის’’ დირექტორ ბ------ მ-------–---–სა (შემსრულებელი) და შპს ,,ა-------–ის’’ დირექტორ ბ------ ტ--------ეს (დამკვეთი) შორის, რომლის თანხამდ, მხარეებმა დადეს ხელშეკრულება შემდეგზე: ,,დამკვეთი ავალებს, ხოლო შემსრულებელი თავის თავზე იღებს ჩაატაროს ქ. თბილისში ფ-------------------ში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ადაპტაცია რეკონსტრუქციის საზედამხედველო სამუშაოები. დამუშავებული პროდუქციისათვის დამკვეთი გადაურიცხავს შემსრულებელს 2 572. 46 ლარს. დ.ღ.გ-ს ჩათვლით.
3.21. 2013 წლის 1-------------ს დაიდო შრომითი ხელშეკრულება #-- ბ------ მ-------–---–სა და გ------- ლ-–-ს შორის, რომლის თანახმად გ------- ლ-–-ი სამუშაოზე მიღებულ იქნა დროებით, კონსტრუქტორად და ევალებოდა საზედამხედველო სამუშაოების ჩატარება ქ. თბილისში ფ-------------------ში ადაპტაცია რეკონსტრუქციის სამუშაოების მიმდინარეობაზე.
3.22. 2013 წელი 2-----------ის შპს ,,ა---–--------–---–-----------ის’’ წერილში ამხანაგობა ,,ფ--------------ის’’ თავმჯდომარის ზ------ კ--–------ს მიმართ, დაფიქსირებულია: ,,ჩვენს შორის 2013 წლის 1-------------ს გაფორმებული #----- ხელშეკრულების თანახმად, გაბარებთ ფ------------------ საცხოვრებელი სახლის ადაპტაცია-რეკონსტრუქციის საზედამხდეველო სამუშაოების საექსპერტო დასკვნას’’. წერილს ხელს აწერს ბ------ მ-------–---–ი.
3.22.1. 2013 წლის 2----------ის ქ.თბილისში, ფ---------ის ქ. N---ში არსებული საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრების პირველი ეტაპის შესრულებულ სამუშაოთა მოცულობების პროექტთან შესაბამისობის შესახებ საექსპერტო დასკვნის თანახმად: შპს ,,ა---–--------–---–-----------ის“ სპეციალისტების მიერ მოხდა ქ.თბილისში, ფ---------ის ქ. N---ში, არსებული საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრების სამუშაოთა წარმოების შედარება შპს ,,ვ-----.“-ს მიერ დამუშავებულ პროექტებთან. გამოსაკვლევი უბანი ხასიათდება შემდეგი ტექნიკურ-მექანიკური მახასიათებლებით: სეისმურობა - 8 ბალი; ქარის დატვირთვა 50 კგ/მ2; თოვლის დატვირთვა - 50 კგ/მ2, შედგა ფარული სამუშაოების აქტები. შპს ,,ა---–--------–---–-----------ის“ სპეციალისტების მიერ ჩატარდა შესრულებული სამუშაოების აზომვები, რომლებიც სრულად დაემთხვა წარმოდგენილი პროექტების მოცულობებს. შესრულებული სამუშაოების მოცულობები შესაბამისობაშია პროექტში მოცემულ მოცულობებთან. სახელფასო ფასები განსაზღვრულია დღევანდელი საბაზრო ღირებულებებით. სამუშაოები ჩატარებულია პროექტის შესაბამისად. შესრულებული სამუშაოების აქტში/ფორმა N2 შეტანილი მოცულობები შეესაბამება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობებს. ფორმა N2-ში მოცემული ფასები ემთხვევა ხარჯთაღრიცხვაში მოცემულს. ამდენად მიგვაჩნია, რომ ქ.თბილისში, ფ---------ის ქ. N---ში მიმდინარე მშენებლობა წარმოებს საქართველოში მოქმედი სამშენებლო წესებისა და ნორმების დაცვით და შესრულებულ სამუშაოებს ეძლევა დადებითი რეკომენდაცია. დასკვნას ხელს აწერენ შპს ,,ა---–--------–---–-----------ის“ დირექტორი ბ.მ-------–---–ი და ზედამხედველი - ინჟინერ-კონსტრუქტორი გ--–----. დასკვნა გაცემულია 2013 წლის 2-----------ს.
3.22.2. ასევე, საქმეში არის 2013 წლის 2----------ის ქ.თბილისში, ფ---------ის ქ. N---ში არსებული საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრების პირველი ეტაპის შესრულებულ სამუშაოთა მოცულობების პროექტთან შესაბამისობის შესახებ საექსპერტო დასკვნა, რომელიც სრულიად იდენტურია ამ თარიღით შევსებული ზემოთ მითითებული დასკვნის, მხოლოდ ამოღებულია და არ არის ჩაწერილი: ,,სამუშაოები ჩატარებულია პროექტის შესაბამისად. შესრულებული სამუშაოების აქტში/ფორმა N2 შეტანილი მოცულობები შეესაბამება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობებს. ფორმა N2-ში მოცემული ფასები ემთხვევა ხარჯთაღრიცხვაში მოცემულს.’’
3.23. 2014 წელი 6----------–ის შპს ,,ა---–--------–---–-----------ის’’ წერილში ამხანაგობა ,,ფ--------------ის’’ თავმჯდომარის ზ------ კ--–------ს მიმართ დაფიქსირებულია: ,,ჩვენს შორის 2013 წლის 1-------------ს გაფორმებული #----- ხელშეკრულების თანახმად, გაბარებთ ფ------------------ საცხოვრებელი სახლის ადაპტაცია-რეკონსტრუქციის საზედამხდველო სამუშაოების საექსპერტო დასკვნას’’. წერილს ხელს აწერს ბ------ მ-------–---–ი.
3.23.1. 2014 წლის 06----------–ის ქ.თბილისში, ფ---------ის ქ. N---ში არსებული საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრების პირველი ეტაპის შესრულებულ სამუშაოთა მოცულობების პროექტთან შესაბამისობის შესახებ საექსპერტო დასკვნაში აღნიშნულია, რომ: შპს ,,ა---–--------–---–-----------ის“ სპეციალისტების მიერ მოხდა ქ.თბილისში, ფ---------ის ქ. N---ში, არსებული საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრების სამუშაოთა წარმოების შედარება შპს ,,ვ-----.“-ს მიერ დამუშავებულ პროექტებთან. გამოსაკვლევი უბანი ხასიათდება შემდეგი ტექნიკურ-მექანიკური მახასიათებლებით: სეისმურობა - 8 ბალი; ქარის დატვირთვა 50 კგ/მ2; თოვლის დატვირთვა - 50 კგ/მ2, შედგა ფარული სამუშაოების აქტები. შპს ,,ა---–--------–---–-----------ის“ სპეციალისტების მიერ ჩატარდა შესრულებული სამუშაოების აზომვები, რომლებიც სრულად დაემთხვა წარმოდგენილი პროექტების მოცულობებს. შესრულებული სამუშაოების მოცულობები შესაბამისობაშია პროექტში მოცემულ მოცულობებთან. სახელფასო ფასები განსაზღვრულია დღევანდელი საბაზრო ღირებულებებით. სამუშაოები ჩატარებულია პროექტის შესაბამისად. შესრულებული სამუშაოების აქტში/ფორმა N2 შეტანილი მოცულობები შეესაბამება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობებს. ფორმა N2-ში მოცემული ფასები ემთხვევა ხარჯთაღრიცხვაში მოცემულს. ამდენად მიგვაჩნია, რომ ქ.თბილისში, ფ---------ის ქ. N---ში მიმდინარე მშენებლობა წარმოებს საქართველოში მოქმედი სამშენებლო წესებისა და ნორმების დაცვით და შესრულებულ სამუშაოებს ეძლევა დადებითი რეკომენდაცია. დასკვნას ხელს აწერენ შპს ,,ა---–--------–---–-----------ის“ დირექტორი ბ.მ-------–---–ი და ზედამხედველი - ინჟინერ-კონსტრუქტორი გ--–----.
3.24. 2014 წლის 5-------ის შპს ,,ა---–--------–---–-----------ის’’ წერილში ამხანაგობა ,,ფ--------------ის’’ თავმჯდომარის ზ------ კ--–------ს მიმართ დაფიქსირებულია: ,,ჩვენს შორის 2013 წლის 1-------------ს გაფორმებული #----- ხელშეკრულების თანახმად, გაბარებთ ფ------------------ საცხოვრებელი სახლის ადაპტაცია-რეკონსტრუქციის საზედამხდეველო სამუშაოების საექსპერტო დასკვნას’’. წერილს ხელს აწერს ბ------ მ-------–---–ი.
3.24.1. 2014 წლის 5-------ის შპს ,,ა---–--------–---–-----------ის“ საექსპერტო დასკვნაში ქ.თბილისში, ფ---------ის ქ. N---ში არსებული საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრების მესამე ეტაპის შესრულებულ სამუშაოთა მოცულობების პროექტთან შესაბამისობის შესახებ, აღნიშნულია, რომ: შპს ,,ა---–--------–---–-----------ის“ სპეციალისტების მიერ მოხდა ქ.თბილისში, ფ---------ის ქ. N---ში, არსებული საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრების სამუშაოთა წარმოების შედერება შპს ,,ვ-----.“-ს მიერ დამუშავებულ პროექტებთან. გამოსაკვლევი უბანი ხასიათდება შემდეგი ტექნიკურ-მექანიკური მახასიათებლებით: სეისმურობა - 8 ბალი; ქარის დატვირთვა 50 კგ/მ2; თოვლის დატვირთვა - 50 კგ/მ2, შედგა ფარული სამუშაოების აქტები. შპს ,,ა---–--------–---–-----------ის“ სპეციალისტების მიერ ჩატარდა შესრულებული სამუშაოების აზომვები, რომლებიც სრულად დაემთხვა წარმოდგენილი პროექტების მოცულობებს. შესრულებული სამუშაოების მოცულობების შესაბამისობაშია პროექტში მოცემულ მოცულობებთან. სახელფასო ფასები განსაზღვრულია დღევანდელი საბაზრო ღირებულებებით. სამუშაოები ჩატარებულია პროექტის შესაბამისად. შესრულებული სამუშაოების აქტში/ფორმა N2 შეტანილი მოცულობები შეესაბამება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობებს. ფორმა N2-ში მოცემული ფასები ემთხვევა ხარჯთაღრიცხვაში მოცემულს. ამდენად მიგვაჩნია, რომ ქ.თბილისში, ფ---------ის ქ. N---ში მიმდინარე მშენებლობა წარმოებს საქართველოში მოქმედი სამშენებლო წესებისა და ნორმების დაცვით და შესრულებულ სამუშაოებს ეძლევა დადებითი რეკომენდაცია. დასკვნას ხელს აწერენ შპს ,,ა---–--------–---–-----------ის“ დირექტორი ბ.მ-------–---–ი და ზედამხედველი - ინჟინერ-კონსტრუქტორი გ--–----.
3.25. 2014 წლის 7-------–ის შპს ,,ა---–--------–---–-----------ის’’ წერილში ამხანაგობა ,,ფ--------------ის’’ თავმჯდომარის ზ------ კ--–------ს მიმართ, დაფიქსირებულია: ,,ჩვენს შორის 2013 წლის 1-------------ს გაფორმებული #----- ხელშეკრულების თანახმად, გაბარებთ ფ------------------ საცხოვრებელი სახლის ადაპტაცია-რეკონსტრუქციის საზედამხდეველო სამუშაოების საექსპერტო დასკვნას’’. წერილს ხელს აწერს ბ------ მ-------–---–ი.
3.25.1. 2014 წლის 07-------–ის შპს ,,ა---–--------–---–-----------ის“ საექსპერტო დასკვნაში ქ.თბილისში, ფ---------ის ქ. N---ში არსებული საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრების მეოთხე ეტაპის შესრულებულ სამუშაოთა მოცულობების პროექტთან შესაბამისობის შესახებ აღნიშნულია, რომ: შპს ,,ა---–--------–---–-----------ის“ სპეციალისტების მიერ მოხდა ქ.თბილისში, ფ---------ის ქ. N---ში, არსებული საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრების სამუშაოთა წარმოების შედარება შპს ,,ვ-----.“-ს მიერ დამუშავებულ პროექტებთან. გამოსაკვლევი უბანი ხასიათდება შემდეგი ტექნიკურ-მექანიკური მახასიათებლებით: სეისმურობა - 8 ბალი; ქარის დატვირთვა 50 კგ/მ2; თოვლის დატვირთვა - 50 კგ/მ2, შედგა ფარული სამუშაოების აქტები. შპს ,,ა---–--------–---–-----------ის“ სპეციალისტების მიერ ჩატარდა შესრულებული სამუშაოების აზომვები, რომლებიც სრულად დაემთხვა წარმოდგენილი პროექტების მოცულობებს. შესრულებული სამუშაოების მოცულობების შესაბამისობაშია პროექტში მოცემულ მოცულობებთან. სახელფასო ფასები განსაზღვრულია დღევანდელი საბაზრო ღირებულებებით. სამუშაოები ჩატარებულია პროექტის შესაბამისად. შესრულებული სამუშაოების აქტში/ფორმა N2 შეტანილი მოცულობები შეესაბამება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობებს. ფორმა N2-ში მოცემული ფასები ემთხვევა ხარჯთაღრიცხვაში მოცემულს. ამდენად მიგვაჩნია, რომ ქ.თბილისში, ფ---------ის ქ. N---ში მიმდინარე მშენებლობა წარმოებს საქართველოში მოქმედი სამშენებლო წესებისა და ნორმების დაცვით და შესრულებულ სამუშაოებს ეძლევა დადებითი რეკომენდაცია. დასკვნას ხელს აწერენ შპს ,,ა---–--------–---–-----------ის“ დირექტორი ბ.მ-------–---–ი და ზედამხედველი - ინჟინერ-კონსტრუქტორი გ--–----.
3.26. ფარული სამუშაოების აქტების თანახმად, ფ-------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის აღდგენა გამაგრების სამუშაოების აქტებს ხელს აწერენ: საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენელი - ვ------- ც-----–---–ი, ტექნიკური ზედამხედველი - გ------- ლ-–-ი და კონტრაქტორი ბ------ ტ--------ე.
3.27. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------- საინჟინრო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ა) შპს ,,ა-------–ის“ მიერ (ქ.თბილისში, ი----------–---------1-–ი მდებარე საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების; ქ.თბილისში, ფ---------ის ქ. N---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრების I, II, III, IV რიგის სამუშაოების; ქ.თბილისში, დ------------–----------------------სის ქარის შედეგად დაზიანებული სახურავის სარემონტო და ი---------–---–-------------- კორპუსის დაშენების სახურავის აღდგენითი სამუშაოების; ქ.თბილისში, თ-----------------–-------------ში მდებარე შენობის კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოების; ქ.თბილისში, დ--------------------------–------------------ კორპუსში ჩატარებული სამუშაოების; ქ.თბილისში, რ-------------------------------ის მიმდებარედ არსებულის ქუჩის საყრდენი კედლის და ქუჩიდან სადარბაზოებში შესასვლელი ხიდების აღდგენითი სამუშაოების) ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება (ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობებიდან გამომდინარე) წარმოდგენილი ფორმა N2-ში მოცემული ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით შეადგენს 394741,27 ლარს შესაბამისი დარიცხვების ჩათვლით, ნაცვლად წარმოდგენილი ფორმა #2-ების მიხედვით მოცემული ჯამური ღირებულების - 472443,14 ლარისა, სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 77701,87 ლარს (იხ.რეესტრი #1 და ფორმა N2-ები). ბ) შპს ,,ა-------–ის“ მიერ (ქ.თბილისში, ი----------–---------1-–ი მდებარე საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების; ქ.თბილისში, ფ---------ის ქ. N---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრების I, II, III, IV რიგის სამუშაოების; ქ.თბილისში, დ------------–----------------------სის ქარის შედეგად დაზიანებული სახურავის სარემონტო და ი---------–---–-------------- კორპუსის დაშენების სახურავის აღდგენითი სამუშაოების; ქ.თბილისში, თ-----------------–-------------ში მდებარე შენობის კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოების; ქ.თბილისში, დ--------------------------–------------------ კორპუსში ჩატარებული სამუშაოების; ქ.თბილისში, რ-------------------------------ის მიმდებარედ არსებულის ქუჩის საყრდენი კედლის და ქუჩიდან სადარბაზოებში შესასვლელი ხიდების აღდგენითი სამუშაოების) ობიექტებზე გახარჯული მასალების ჯამური საბაზრო ღირებულება შეადგენს 142915,36 ლარს.
3.27.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა დ----- ბ---------ემ და ვ------- ფ-------მ.
3.28. შპს ,,ა-------–ის“ (ს/ნ 4--------) მიმართ ჩატარებული თემატური შემოწმების აქტის თანახმად, 2015 წლის 02 მარტს ჩატარდა შპს ,,ა-------–ის“ (ს/ნ 4--------) დაფუძნების დღიდან 2014 წლის 02 დეკემბრამდე პერიოდის საფინანასო-სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტური რევიზიის ფარგლებში საზოგადოების მიერ გამგეობიდან მიღებული თანხებისა და შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის თემატური შემოწმება. შპს ,,ა-------–ი“ რეგისტრირებულია ქ.გ------ რ--------–------–-------ს მიერ, 2013 წლის 0------------–ს, მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო N4--------. 2013 წლის 1--------–----ნ რეგისტრირებულია დღგ-ს გადამხდელად, საზოგადოების დამფუძნებელი და დირექტორია ბ------ ტ--------ე, საზოგადოების იურიდიული მისამართია ქ-----–ის რაიონი, სოფელი ა--------ი. საწარმოს ა/ანგარიში გახსნილი აქვს სს ,,ს----------–--------ში“. საზოგადოების საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. შპს ,,ა-------–ის“ 2013-2014 წლებში, გამგეობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსებით გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების თანახმად შესრულებულია სარემონტო სამუშაოები შემდეგ მისამართებზე: თ--------- მ------–------. ი---------–---–--------------, დ---------------------- ს--------------- ვ----–-------------------------, ზ----------------, დ----------------------., დ----------------------., დ-----------------------., დ------------------------., დ----------------------., დ-----------------------., დ-------------------------, დ------------------------., დ------------------------., რ---------------------,, ფ---------ის ქ. N--, კ-------–----------. გამოძიების მიერ წარდგენილი იქნა შპს ,,ა-------–ის“ მიერ დამკვეთებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, ფორმა #2-ები, მიღება-ჩაბარების აქტები, შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მოწმეთა დაკითხვის ოქმები. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით (სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის მე-3 პუნქტი) სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის დროს შესრულებული სამუშაოების ღირებულება უნდა განსაზღვრულიყო ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, ვინაიდან დაფინანსების წყარო იყო ადგილობრივი ბიუჯეტი... შპს ,,ა-------–ის“ მიერ 2013-2014 წლებში ზემოთ აღნიშნულ ობიექტებზე შესრულებულ სამუშაოთა მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 500 746 ლარი, ხოლო ფორმა N2-ების და დოკუმენტალურად დადასტურებულ ფაქტობრივ დანახარჯებს შორის სხვაობამ შეადგინა 109 808 ლარი.
3.28.1. აღნიშნული აქტის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმეებმა პ----- დ---–---მ და კ------- მ-----–-–---–მა.
3.29. ქ.თბილისში, ფ---------ის ქ. N---ში, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ადაპტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის კონსტრუქციულ ნაწილზე შპს ,,ა---–--------–---–-----------ის“ საექსპერტო დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილია შპს ,,ვ-----.“-ს მიერ დამუშავებული ქ.თბილისში, ფ---------ის ქ.N---ში, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ადაპტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, შესრულებული A-3 ფორმატზე, ალბომის სახით. პროექტს თან ახლავს არქიტექტორული ნაწილი და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ტექნიკური გაანგარიშება. წარმოდგენილია, აგრეთვე, ზემოთ ნახსენებ მისამართზე არსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის საექსპერტო დასკვნა მისი ტექნიკური მდგომარეობის შესახებ. მასალის დეტალურად გაცნობისას ირკვევა, რომ სარეკონსტრუქციო შენობა ორსართულიანია, სარდაფითა და სხვენით, გეგმაში მართკუთხა ფორმისაა, საერთო ღერძული ზომებით 22,43X12,52მ. საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ტექნიკური გაანგარიშების დასკვნა-რეკომენდაციებიდან ვიგებთ, რომ არსებული შენობის საძირკველი ყორე-ქვისაა, რომლის ხსნარს (კირი) მარკიანობა დაკარგული აქვს, სარდაფში წლების განმავლობაში წყლის გამუდმებული დაგროვების გამო. წარმოდგენილი პროექტი არსებული შენობის ადაპტაცია-რეკონსტრუქციის პროცესი ხორციელდება შემდეგნაირად: სარდაფში დაზიანებული ყორე-ქვის საძირკვლის მაგივრად მზიდი კედლების ქვეშ ეწყობა მონოლითური რკინა-ბეტონის ლენტური საძირკველი და სარდაფის კედლები. I სართულზე ხდება ქაოსურად განხორციელებული მიშენების დემონტაჟი. II სართულის დემონტაჟი ხდება მთლიანად. საძირკვლის ფუძედ მიღებულია თიხოვანი გრუნტი, რომლის საანგარიშო წინაღობა ერთღერძა კუმშვაზე ტოლია 2,0 კგ/სმ2. შენობის ახალი ნაწილი ეფუძნება რკინა-ბეტონის წერტილოვან საძირკვლებს, რომლებიც ერთმანეთთან და არსებული შენობის საძირკვლებს უკავშირდება არმირებული ლენტით. დემონტაჟის შემდეგ დარჩენილი აგურის კედლები გვერდებიდან იკეტება ჩაშენებული რკინა-ბეტონის მონოლითური სვეტებით, რომლებიც უკავშირდება ახალ კარკასს და მთლიანად იქმნება ღეროვანი სისტემა. იცვლება ამორტიზირებული სართულშუა გადახურვები რკინა-ბეტონის მონოლითური ფილებით, სისქით 160 მმ, რომლებიც ამავე დროს ქმნიან ჰორიზონტალურ დიაფრაგმას. სეისმური დარაიონების მიხედვით, სამშენებლო უბანი განეკუთვნება 8 ბალიანს ზონას. პროექტის კონსტრუქციული ნაწილისადმი ექსპერტს შენიშვნები არ გააჩნია. ანალიზისა და წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის დეტალური განხილვის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ შენობა და ცალკეული ელემენტები გაანგარიშებულია მუდმივ და დროებით ვერტიკალურ დატვირთებზე, აგრეთვე, 8 ბალიან სეისმურ ზემოქმედებაზე. წარმოდგენილი პროექტი აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედ სამშენებლო წესებსა და ნორმატივებს. ყოველივე ჩამოთვლილის საფუძველზე, შპს ,,ვ-----.“-ს მიერ დამუშავებული პროექტის კონსტრუქციული ნაწილს ეძლევა დადებითი რეკომენდაცია. დასკვნას ხელს აწერს შპს ,,ა---–--------–---–-----------ის დირექტორი ბ------ მ-------–---–ი, ექსპერტი კონსტრუქტორი ფ------------ე.
3.30. 2018 წლის 1------- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენით დამტკიცდა 2018 წლის 2--------–ს დადებული საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ბრალდებულ ბ------ ტ--------ეს შორის. ბ------ ტ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქ/ პუნქტებით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ი 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსსკ-ის 209-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაევალა, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებიდან 2(ორი) თვის ვადაში დაზარალებულ ორგანიზაციებს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.
3.31. ბ------ მ-------–---–ისა და გ------- ლ-–-ის ბრალდების დასადასტურებლად ბრალდების მხარემ წარმოადგინა სხვა მტკიცებულებები. კერძოდ: მოწმეების ლ---- ხ--–-–---–ის, თ----- მ-----–-–---–ის, გ------ ნ------ის, ზ----- ჯ----–-–---–ის, დ----- კ--–------ს და თ----- კ-----–--–---–ის ჩვენებები. მითითებული მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3.32. ბ------ მ-------–---–ის ადვოკატების პოზიციით ბ------ მ-------–---–ს არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ქმედება. ბ------ მ-------–---–ის, როგორც კომპანიის დირექტორის მოვალეობა იყო მხოლოდ ადმინისტრაციული საქმიანობა. საქმეში არ არსებობს არც ერთი პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბ------ მ------–---–ის ბრალეულობას და მის განზრახვას ჩაედინა ბრალად შერაცხული ქმედება. ადვოკატებმა მოითხოვეს წარდგენილ ბრალდებაში ბ------ მ-------–---–ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
3.33. გ------- ლ-–-ის ადვოკატის პოციზიით გ------- ლ-–-ს არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ქმედება. გ------- ლ-–-მა შეასრულა ის სამუშაოები რაც მის კომპეტენციაში შედიოდა, კერძოდ, აკმაყოფილებდა თუ არა ჩატარებული სამუშაოები მოქმედ სამშენებლო წესებსა და ნორმატივებს. გ------- ლ-–-ს არ ქონია ექსპერტიზის დასკვნის გაყალბების არც განზრახვა, არც მიზანი და მოტივი, შესაბამისად, არც მნიშვნელოვანი ზიანი მიუყენებია ვინმესთვის. ადვოკატმა მოითხოვა წარდგენილ ბრალდებაში გ------- ლ-–-ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
3.34. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
3.35. სასამართლომ შეაფასა რა ბ------ მ-------–---–ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებენ ბ------ მ-------–---–ს ბრალდებას მასში, რომ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მაგრამ, წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბ------ მ-------–---–მა თავისი ქმედებით ჩაიდინა გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. კერძოდ:
3.35.1. ქ.თბილისის--------------ს რაიონის გამგეობის წარმომადგენელსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ფ---------------’’-ის თავმჯდომარის ზ----- კ--–------ს შორის დადებული ხელშეკრულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება ფ---------ის ქ-----ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოების თაობაზე, რომლის თანახმად გამგეობა თანხას გადაუხდიდა მომსახურე ორგანიზაციას.
3.35.2. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების შესახებ ხელშეკრულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დაიდო ხელშეკრულება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ფ---------------’’ -ის თავმჯდომარე ზ------ კ--–------სა და შპს ,,ა-------–ის’’ წარმომადგენელს ბ------ ტ--------ეს შორის სამუშაოთა წარმოების შესახებ, რომელიც წარიმართებოდა ოთხ ეტაპად, განისაზღვრა შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებები და სამუშაოების დამთავრების ვადები. ანგარიშსწორება იწარმოებდა ეტაპობრივად, შესასრულებელ სამუშაოებზე წარმოდეგნილი ფორმა #2-ისა და მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე.
3.35.3. 2013 წლის 1-------------ის #----- ხელშეკრულებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,ა---–--------–---–-----------ის’’ დირექტორ ბ------ მ-------–---–სა და შპს ,,ა-------–ის’’ დირექტორ ბ------ ტ--------ეს შორის დაიდო ხელშეკრულება ქ. თბილისში ფ-------------------ში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ადაპტაცია რეკონსტრუქციის საზედამხედველო სამუშაოების თაობაზე, რისთვისაც შპს ,,ა-------–ი’’ შპს ,,ა---–--------–---–-----------ს’’ გადაუხდიდა 2 572. 46 ლარს. დ.ღ.გ-ს ჩათვლით.
3.35.4. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირების რეესტრის ამონაწერით, შპს ,,ა---–--------–---–-----------ის’’ წესდებით, ბრალდებულ ბ------ მ-------–---–ის ჩვენებით და საქმის მასალებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,ა---–--------–---–-----------ი’’ წარმოადგენს ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ იურდიულ პირს, ს/ნ 2--------. საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორია ბ------ მ-------–---–ი – 100% წილით, ასევე, ბ------ მ-------–---–ი არის კომპანიის დირექტორი და მასვე გააჩნია საზოგადოების ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.
3.35.5. 2013 წლის 1-------------ის შრომითი ხელშეკრულებით #--, ბ------ მ-------–---–ის და გ------- ლ-–-ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დაიდო შრომითი ხელშეკრულება ბ------ მ-------–---–სა და გ------- ლ-–-ს შორის, რომლის თანახმად გ------- ლ-–-ი სამუშაოზე მიღებულ იქნა დროებით, კონსტრუქტორად და დაევალა საზედამხედველო სამუშაოების ჩატარება ქ. თბილისში ფ-------------------ში ადაპტაცია რეკონსტრუქციის სამუშაოების მიმდინარეობაზე.
3.35.6. 2013 წლის 2----------ის, 2014 წელი 6----------–ის, 2014 წლის 5-------ის და 2014 წლის 7-------–ის ქ.თბილისში, ფ---------ის ქ. N---ში არსებული საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრების შესრულებულ სამუშაოთა მოცულობების პროექტთან შესაბამისობის შესახებ ოთხივე ეტაპის საექსპერტო დასკვნებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ოთხივეე დასკვნა გაცემულია შპს ,,ა---–--------–---–-----------ის’’ მიერ და მიზნად ისახავდა დაედასტურებინა ის ფაქტი, რომ ქ.თბილისში, ფ---------ის ქ. N---ში მიმდინარე მშენებლობა წარიმართა საქართველოში მოქმედი სამშენებლო წესებისა და ნორმების დაცვით და შესრულებულ სამუშაოებს მიეცათ დადებითი რეკომენდაცია; ასევე, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილ იქნა ის ფაქტი, რომ შესრულებული სამუშაოების აქტში/ფორმა N2 შეტანილი მოცულობები შეესაბამება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობებს. ფორმა N2-ში მოცემული ფასები ემთხვევა ხარჯთაღრიცხვაში მოცემულს.
3.35.7. შპს ,,ა---–--------–---–-----------ის’’ 2013 წელი 2-----------ის, 2014 წელი 6----------–ის, 2014 წლის 5-------ის და 2014 წლის 7-------–ის წერილებით დასტურდება, რომ შპს ,,ა---–--------–---–-----------ის’’ დირექტორი ბ------ მ-------–---–ი ამხანაგობა ,,ფ--------------ის’’ თავმჯდომარეს ზ------ კ--–------ს უგზავნიდა და აცნობდა ფ------------------ საცხოვრებელი სახლის ადაპტაცია-რეკონსტრუქციის საზედამხდეველო სამუშაოების საექსპერტო დასკვნებს.
3.35.8. დაზარალებულად ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის--------------ს რაიონის გამგეობის წარმომადგენილის ა-–---------ე ა-–----–---–ის ჩვენებით, მოწმე დ----- კ--–------ს ჩვენებით, მოწმის სახით დაკითხულ ბ------ ტ--------ის ჩვენებით, ბ------ მ-------–---–ის მიერ ზ------ კ--–------სთვის ექსპერტიზის დასკვნების თაობაზე გაგზავნილი წერილებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,ა-------–ის’’ მიერ ჩატარებულ იქნა ფ-------------------ის საცხოვრებელი სახლის აღდგენითი-გამაგრებითი სამუშაოები 4 ეტაპად. სამუშაოების დასრულების შემდეგ შპს ,,ა-------–მა“ გამგეობაში წარადგინა ფორმა N2, სადაც აღწერილი იყო თუ რა თანხები დაიხარჯა შესრულებული სამუშაობზე. ვინაიდან, ამხანაგობის წევრებს არ გაჩნდათ სპეციალური ცოდნა ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებით, ამხანაგობის მიერ შესრულებული სამუშაოების აქტებში გათვალისწინებული იყო ექსპერტიზის ხარჯები. ექსპერტიზას ატარებდა შპს ,,ა---–--------–---–-----------ი“ და თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ გაიცემოდა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გადაეცემოდა ამხანაგობის თავმჯდომარეს - ზ------ კ--–------ს და შპს ,,ა-------–ის’’ დირექტორს - ბ------ ტ--------ეს, რომელთა საფუძველზე ფ-------------------ის თავმჯდომარე - ზ------ კ--–------სა და შპს ,,ა-------–ის’’ დირექტორ ბ------ ტ--------ის მიერ ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტები.
3.35.9. ქ.თბილისის--------------ს რაიონის გამგეობასა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ფ--------------’’-ის თავმჯდომარის ზ------ კ--–------ს შორის დადებული ხელშეკრულებებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ფ--------------’’-ის თავმჯდომარე ზ------ კ--–------სა და შპს ,,ა-------–ის’’ წარმომადგენელ ბ------ ტ--------ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით, მიღება-ჩაბარების აქტებით, შპს ,,ა-------–ის მიმართ ჩატარებული თემატური შემოწმების აქტით, სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------- საინჟინრო ექსპერტიზის N--------- დასკვნით, დაზარალებულად ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის--------------ს რაიონის გამგეობის წარმომადგენილის ა-–---------ე ა-–----–---–ის ჩვენებით, ამავე გამგეობის თანამშრომლის თ---------- წ--–-----ის ჩვენებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ფორმა #2-ში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეალობას, შესაბამისად, არც ექსპერტიზის დასკვნებში ასახული ინფორმაცია იყო სწორი, მაგრამ აღნიშნული ფორმა #2-ის და ექსპერტიზის დასკვების საფუძველზე გამგეობა ახდენდა ანგარიშსწორებას და ურიცხავდა თანხებს სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას - შპს ,,ა-------–ს’’. ყალბი საექსპერტო დასკვნების საფუძველზე, თბილისის--------------ს რაიონის გამგეობის მიერ შპს ,,ა-------–ისთვის’’ გადახდილ იქნა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებაზე 50 488 ლარით მეტი თანხა.
3.35.10. მოწმის სახით დაკითხულ ბ------ ტ--------ის ჩვენებით დასტურდება, რომ საექსპერტო დასკვნების შედგენასთან დაკავშირებით მას უშუალო კონტაქტი ბ------ მ-------–---–თან არ ჰქონია, მას ურთიერთობა ჰქონდა გ------- ლ-–-თან, ამ ფაქტს ადასტურებებ ბრალდებულები გ------- ლ-–-ი და და ბ------ მ-------–---–ი. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბ------ მ-------–---–სა და ბ------ ტ--------ეს შორის, ხელშეკრულების დადების გარდა, სხვა რაიმე სახის ურთიერთობა არსებობდა.
3.36. ზემოთ აღნიშნულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლო აძლევს რა სამართლებრივ შეფასებას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ბ------ მ------–---–ის ბრალდებას მასში, რომ მან ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ საქმეში არსებობს შრომითი ხელშეკრულება დადებული ბ------ მ-------–---–სა და გ------- ლ-–-ს შორის, რომლის თანახმად გ------- ლ-–-ი სამუშაოზე მიღებულ იქნა დროებით, კონსტრუქტორად და დაევალა საზედამხედველო სამუშაოების ჩატარება ქ. თბილისში ფ-------------------ში ადაპტაცია რეკონსტრუქციის სამუშაოების მიმდინარეობაზე; აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს გ------- ლ-–-ის ჩვენება იმის თაობაზე, რომ შპს ,,ა---–--------–---–-----------ში“ დროებით დაიწყო მუშაობა და მას ევალებოდა მისულიყო ობიექტზე და შეემოწმებინა მშენებლობა კონკრეტულად თუ როგორ შენდებოდა, მზიდუნარიანობა კოჭის, სვეტის, არმატურის და ა.შ. იგი ბ------ მ-------–---–ს აწვდიდა ინფორმაციას დასკვნების სისწორესთან დაკავშირებით და ბ------ მ-------–---–ი ექსპერტიზის შედგენაში არ ღებულობდა მონაწილეობას; იგივე ფაქტს ადასტურებს მოწმე დ----- კ--–------ც, რომელმაც აჩვენა, რომ ფ-------------------ში შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზას ატარებდა შპს ,,ა---–--------–---–-----------ის“ ექსპერტი გ------- ლ-–-ი; იგივე ფაქტს ადასტურებს ფარული სამუშაოების აქტები, რომლის თანახმად, ფ-------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრების სამუშაოების აქტებს ხელს აწერენ: საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენელი - ვ------- ც-----–---–ი, ტექნიკური ზედამხედველი - გ------- ლ-–-ი და კონტრაქტორი ბ------ ტ--------ე; იგივე ფაქტს ადასტურებს დაცვის მხარის მოწმეები დ----- ა--------–--ე, ნ----- კ-----–---–ი, ქ------- ბ-----–---–ი. აღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის შემდეგ, მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნებზე ბ------ მ-------–---–ის ხელმოწერები, სასამართლოს არ მიაჩნია საკმარის მტკიცებულებად ბ------ მ-------–---–ის ბრალდების დასადასტურებლად. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბ------ მ-------–---–ი უშუალოდ იღებდა მონაწილეობს ფ-------------------ში ადაპტაცია რეკონსტრუქციის სამუშაოების ექსპერტიზაში და ექსპერტიზის დასკვნების შედგენაში.
3.36.1. სამართლო აღნიშნავს, რომ ბ------ მ-------–---–ზე ბრალად წარდგენილი ქმედება - ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, მიეკუთვნება მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა კატეგორიას. ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია ქმედების სუბიექტური შემადგენლობის დადგენა, რადგან ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღება შესაძლებელია ჩადენილ იქნას მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ ვერ გამოიკვლია მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ საექსპერტო დასკვნაში ყალბი მონაცემების შეტანის შესახებ ინფორმირებული იყო ბ------ მ-------–---–ი და მან განზრახ დაუშვა გაყალბებული მონაცემებით შედგენილი საექსპერტო დასკვნების შპს ,,ა-------–ისთვის’’ მიწოდება.
3.36.2. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ბ------ მ-------–---–ის ბრალდება მასში, რომ მან ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
3.37. სასამართლო აძლევს რა შეფასებას ბ------ მ-------–---–ის ქმედებას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ის ფაქტი, რომ ბ------ მ-------–---–ს, როგორც შპს ,,ა---–--------–---–-----------ის“ დირექტორს ქონდა ვალდებულება საზოგადოების საქმეებს გაძღოლოდა კეთილსინდისიერად, უნდა ემოქმედა რწმენით, რომ ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელი იქნებოდა საზოგადოებისათვის და მისი კომპანიის სახელით გაცემული დოკუმენტებით მნიშვნელოვანი ზიანი არ უნდა მიეყენებინა შპს ,,ა---–--------–---–-----------თან“ საქმიან ურთიერთობაში მყოფ სუბიექტებთან და არ უნდა შეელახა კომპანიის საქმიანი რეპუტაცია.
3.37.1. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტს, რომ 2013 წლის 2----------ის, 2014 წლის 6----------–ის, 5-------ის და 7-------–ის ქ.თბილისში, ფ---------ის ქ. N---ში არსებული საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრების შესრულებულ სამუშაოთა მოცულობების პროექტთან შესაბამისობის შესახებ ოთხივე ეტაპის საექსპერტო დასკვნები არის აბსოლუტურად იდენტური და ოთხივეში აღნიშნულია, რომ შპს ,,ა---–--------–---–-----------ის“ სპეციალისტების მიერ მოხდა ქ.თბილისში, ფ---------ის ქ. N---ში, არსებული საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრების სამუშაოთა წარმოების შედარება შპს ,,ვ-----.“-ს მიერ დამუშავებულ პროექტებთან’’... ,,შპს ,,ა---–--------–---–-----------ის“ სპეციალისტების მიერ ჩატარდა შესრულებული სამუშაოების აზომვები, რომლებიც სრულად დაემთხვა წარმოდგენილი პროექტების მოცულობებს’’... ,,მიგვაჩნია, რომ ქ.თბილისში, ფ---------ის ქ. N---ში მიმდინარე მშენებლობა წარმოებს საქართველოში მოქმედი სამშენებლო წესებისა და ნორმების დაცვით და შესრულებულ სამუშაოებს ეძლევა დადებითი რეკომენდაცია.’’ აღსანიშნავია ისიც, რომ ოთხივე დასკვნას ხელს აწერენ შპს ,,ა---–--------–---–-----------ის“ დირექტორი ბ. მ-------–---–ი და ზედამხედველი - ინჟინერ-კონსტრუქტორი გ--–----. შესაბამისად, თუ აღნიშნული დასკვნების შინაარსს გავაანალიზებთ ცხადია, რომ დასკვნები მრავლობით პირშია დაწერილი და დასკვნის შინაარსზე ორივე ხელმომწერი პირი იღებს პასუხისმგებლობას. ამასთანავე, ბ------ მ-------–---–მა ექსპერტიზის დასკვნებზე თავისი ხელმოწერით დაადასტურა ის ფაქტი, რომ ,,სამუშაოები ჩატარებულია პროექტის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების აქტში/ფორმა N2 შეტანილი მოცულობები შეესაბამება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობებს, ფორმა N2-ში მოცემული ფასები ემთხვევა ხარჯთაღრიცხვაში მოცემულს’’. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სწორედ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები დაედო საფუძვლად--------------- რაიონის გამგეობის მიერ შპს ,,ა-------–ისათვის’’ ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებაზე 50488 ლარით მეტი თანხის გადახდას, რითაც მატერიალური ზიანი მიადგა სახელმწიფო დაწესებულებას - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის--------------ს რაიონის გამგეობას.
3.37.2. ბ------ მ-------–---–ის ქმედების შეფასებისას სასამართლო აღნიშნავს, რომ მას, როგორც დირექტორს და შპს ,,ა-------–თან’’ დადებული #----- ხელშეკრულების მხარეს, ქონდა ვალდებულება ჩაეტარებინა ფ-------------------ის ადაპტაცია-რეკონსტრუქციის საზედამხედველო სამუშაოები. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულებისას შემსრულებელი და დამკვეთი ქონებრივად აგებდნენ პასუხს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რაც მოწმობს, რომ ბ------ მ-------–---–ს, როგორც კომპანიის დირექტორს, ქონდა ვალდებულება ხელშეკრულების პირობების ჯეროვნად შესრულებაზე. მართალია, მან ამ მიზნით ხელშეკრულება გააფორმა გ------- ლ-–-თან, მაგრამ მას, როგორც ამ დოკუმენტზე თუნდაც ადმინისტრაციულად ხელმომწერ პირს (როგორც დაცვის მხარე აღნიშნავს) ქონდა ვალდებულება ლ-–-ის მიერ წარმოდეგნილი ექსპერტიზის დასკვნების შინაარსის გაცნობის და იმ ხარვეზებზე ყურადღების გამახვილების, რასაც თავად მ-------–---–ი და ლ-–-ი მიუთითებენ ექსპერტიზის შინაარსთან დაკავშირებით, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ დასკვნაში არ უნდა ჩაწერილიყო ფორმა #2-ის შესახებ, დასკვნა მრავლობით პირში არ უნდა ყოფილიყო შედგენილი და დასკვნა იყო შამბლონური ხასიათის და არა რეალური სინამდვილის ამსახველი. აღნიშნული გარემოება უტყუარად მიუთითებს, რომ ბ------ მ-------–---–მა, როგორც შპს ,,ა---–--------–---–-----------ის“ დირექტორმა იმგავარად არაჯეროვნად შეასრულა #----- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რომ ბ------ ტ--------ემ ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით განახორციელა თაღლითური ქმედება, რითაც--------------ს რაიონის გამგეობას მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. ბ------ ტ--------ის დანაშაულებრივ ქმედებას სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ბ------ ტ--------ის მიმართ გამოტანილი 2018 წლის 1-------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, რომლის თანახმად, ბ------ ტ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქ/ პუნქტებით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
3.37.3. ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო უტყუარად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბ------ მ-------–---–ის მიერ თავისი სამსახურებრვი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებით კომპანიამ, რომელსაც იგი წარმოადგენდა, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა--------------ს რაიონის გამგეობას, რომ არა საექსპერტო დასკვნები ბ------ ტ--------ე თაღლითურად ვერ შეძლებდა გამგეობის კუთვნილი თანხის დაუფლებას. აღნიშნული გარემოება უტყუარად მიუთითებს, რომ ბ------ მ-------–---–ის მიერ დაუდევარი დამოკიდებულების გამო თავისი სამსახურებრივი მოვალეობისადმი არაჯეროვნად შესრულებას მოყვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა, რაც მოწმობს, რომ ბ------ მ-------–---–მა ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება - გულგრილობა.
3.37.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ გულგრილობა ობიექტური მხრივ გამოიხატება საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობში ან არაჯეროვნად შესრულებაში მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო. გულგრილობა გაუფრთხილებლობაში გამოიხატება. ამ დროს პირს გაცნობიერებული აქვს წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებს მართლსაწინააღდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებს არასასურველი შედეგის თავიდან აცილებას ან არ ითვალისწინებს ამ შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც. კონკრეტულ შემთხვევაში, ბ------ მ-------–---–ს, როგორც დირექტორს ევალებოდა, მინიმუმ, მაინც წაეკითხა ის დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერდა და რომლის საფუძველზეც შპს ,,ა-------–ი’’ მიიღებდა დაფინანსებას. როგორც ბ------ მ-------–---–ის ჩვენებიდან ირკვევა, ფაქტობრივად, მას არც კი წაუკითხავს აღნიშნული დასკვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის აუცილებლად შენიშნავდა, რომ ექსპერტიზის დასკვნები დაწერილი იყო მრავლობით პირში და მასზე პასუხისმგებლობა გ------- ლ-–-თან ერთად ეკისრებოდა დირექტორსაც. ამასთანავე, დასკვნებში აღნიშნული იყო ფორმა #2-ის შესახებ, რაც სულ სხვა მნიშვნელობას სძენდა აღნიშნულ დასკვნებს და რის შესახებაც, როგორც გ------- ლ-–-მა აჩვენა, ,,საერთოდ არ უნდა ყოფილიყო მითითებული ექსპერტიზის დასკვნებში, რადგან ფორმა N2-ში შეტანილი სამუშაოების შესაბამისობის დადგენა შესრულებულ სამუშაოებთან შპს ,,ა---–--------–---–-----------ს“ არ ევალებოდა’’.
3.37.5. ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,ა---–--------–---–-----------ის“ დირექტორის ბ------ მ-------–---–ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შედაგად, შპს ,,ა---–--------–---–-----------ის“ (ს/ნ 2--------) ექსპერტმა გ------- ლ-–-მა, 2013 წლის 2-----------ს, 2014 წლის 0------------–ს, 05-------ს და 07-------–ს დაამზადა და შემდგომ შპს ,,ა-------–ის“ დირექტორ ბ------ ტ--------ეზე გაასაღა ყალბი საექსპერტო დასკვნები, რომელთა საფუძველზე, თბილისის--------------ს რაიონის გამგეობის მიერ შპს ,,ა-------–ისთვის“ გადახდილ იქნა ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებაზე 50 488 ლარით მეტი.
3.37.6. ზ/აღნიშნულდან გამომდინარე სასამართლო ასკვნის, რომ ბ------ მ------–---–მა ჩაიდინა გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
3.38. სასამართლომ შეაფასა რა გ------- ლ-–-ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს საფუძველი დაცვის პოზიციის გაზიარების და გ------- ლ-–-ის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის. გ------- ლ-–-ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ------- ლ-–-ის ბრალდებას მასში, რომ მან ჩაიდინა ყალბი დოკუმენტის დამზადება, კერძოდ:
3.38.1. შრომითი ხელშეკრულებით #--, ბრალდებულების გ------- ლ-–-ის და ბ------ მ-------–---–ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2013 წლის 1-------------ს დაიდო შრომითი ხელშეკრულება #-- ბ------ მ-------–---–სა და გ------- ლ-–-ს შორის, რომლის თანახმად, გ------- ლ-–-ი სამუშაოზე მიღებულ იქნა დროებით, კონსტრუქტორად და ევალებოდა საზედამხედველო სამუშაოების ჩატარება ქ. თბილისში ფ-------------------ში ადაპტაცია რეკონსტრუქციის სამუშაოების მიმდინარეობაზე.
3.38.2. 2013 წლის 2----------ის, 2014 წლის 6----------–ის, 5-------ის და 7-------–ის ქ.თბილისში, ფ---------ის ქ. N---ში არსებული საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრების შესრულებულ სამუშაოთა მოცულობების პროექტთან შესაბამისობის შესახებ ოთხივე ეტაპის საექსპერტო დასკვნებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ოთხივე დასკვნას ხელს აწერს ბ------ მ-------–---–ი და ექსპერტი გ------- ლ-–-ი.
3.38.3. საექსპერტო დასკვნებზე თავიანთი ხელმოწერების არსებობას სადაოდ არ ხდის არც ბ------ მ-------–---–ი და არც გ------- ლ-–-ი. ამასთანავე, გ------- ლ-–-მა თავისი ჩვენებით სრულიად გამორიცხა ბ------ მ-------–---–ის პასუხისმგებლობა დასკვნაში ასახულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ,,ბ------ მ-------–---–ს გ------- ლ-–-ი აწვდიდა ინფორმაციას დასკვნების სისწორესთან დაკავშირებით და ბ------ მ-------–---–ი ექსპერტიზის შედგენაში არ ღებულობდა მონაწილეობას’’; აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს ბ------ ტ--------ის ჩვენება იმის თაობაზე, რომ მას უშუალო კონტაქტი ბ------ მ-------–---–თან არ ჰქონია, მას ურთიერთობა ჰქონდა გ------- ლ-–-თან; აღნიშნულს ადასტურებს ბ------ მ-------–---–ის ჩვენება იმის თაობაზე, რომ ,,შპს ,,ა---–--------–---–-----------ში“ კონკრეტულად ექსპერტიზის ჩასატარებლად მიიწვია გ------- ლ-–-ი, რომელმაც შემდგომ შესრულებულ სამუშაოებზე ჩაატარა ექსპერტიზა და შეადგინა შესაბამისი დასკვნა. ექსპერტიზის დასკვნის შედგენაში მას არ მიუღია მონაწილეობა, ექსპერტიზის დასკვნაზე იმუშავა გ------- ლ-–-მა, მან მხოლოდ ფორმალურად, როგორც შპს ,,ა---–--------–---–-----------ის“ დირექტორმა მოაწერა ხელი დასკვნას. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ მონაცემებზე პასუხისმგებელი არის გ------- ლ-–-ი, რადგან ბ------ მ-------–---–ი არ ერეოდა დასკვნის არც შინაარსობრივ და არც ტექნიკური მონაცემების შედგენაში;’’ აღნიშნულს ადასტურებს მოწმე დ----- კ--–------ს ჩვენება იმის თაობაზე, რომ ,,შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზას ატარებდა შპს ,,ა---–--------–---–-----------ის“ ექსპერტი გ------- ლ-–-ი, რომელმაც თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ გასცა დასკვნა, რომ შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა #2) შეტანილი მოცულობები შეესაბამება ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოების მოცულობებს’’; აღნიშნულს ადასტურებს ფარული სამუშაოების აქტები იმის თაობაზე, რომ ფ-------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის აღდგენა გამაგრების სამუშაოების აქტებს ხელს აწერენ: საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენელი - ვ------- ც-----–---–ი, ტექნიკური ზედამხედველი - გ------- ლ-–-ი და კონტრაქტორი ბ------ ტ--------ე; აღნიშნულს ადასტურებს დაცვის მხარის მოწმეების-------- ა--------–--ის, ნ----- კ-----–---–ის, ქ------- ბ-----–---–ის ჩვენებები. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, მითითებული მტკიცებულებებით სასამართლო უტყუარად დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,ა---–--------–---–-----------ის“ მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნების შინაარსზე პასუხისმგებელი პირი იყო ექსპერტი გ------- ლ-–-ი.
3.38.4. 2013 წლის 2----------ის, 2014 წლის 6----------–ის, 5-------ის და 7-------–ის ქ.თბილისში, ფ---------ის ქ. N---ში არსებული საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრების შესრულებულ სამუშაოთა მოცულობების პროექტთან შესაბამისობის შესახებ ოთხივე ეტაპის საექსპერტო დასკვნებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ოთხივე დასკვნა გაცემული იქნა შპს ,,ა---–--------–---–-----------ის’’ მიერ და მიზნად ისახავდა დაედასტურებინა ის ფაქტი, რომ ქ.თბილისში, ფ---------ის ქ. N---ში მიმდინარე მშენებლობა წარიმართა საქართველოში მოქმედი სამშენებლო წესებისა და ნორმების დაცვით და შესრულებულ სამუშაოებს მიეცათ დადებითი რეკომენდაცია; ასევე, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილ იქნა ის ფაქტი, რომ ,,შესრულებული სამუშაოების აქტში/ფორმა N2 შეტანილი მოცულობები შეესაბამება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობებს. ფორმა N2-ში მოცემული ფასები ემთხვევა ხარჯთაღრიცხვაში მოცემულს’’;----------ს, რაიონის გამგეობის წარმომადგენლის ზ------ ზ-------–---–ის და------------ს რაიონის გამგეობის წარმომდგენლის ა---- წ-------–ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ფორმა #2-ის და საექსპერტო დასკვნების წარდგენის შემდეგ გამგეობა ახდენდა ანგარიშსწორებას სამუშაოების მწარმოებელ კომპანიასთან; ამასთანავე, ბ------ ტ--------ემ სასამართლოში განაცხადა, რომ ,,როდესაც მისმა კომპანიამ შეასრულა სამშენებლო სამუშაოები, გამგეობას წარუდგინა ფორმა N2, რომელიც განხილული ჰქონდა ბ------ მ-------–---–ის ორგანიზაციას და ასევე ამავე ორგანიზაციას შესწავლილი ჰქონდა ობიექტი, რომელზედაც დასრულებული იყო სამშენებლო სამუშაოები’’; აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სარწმუნოდ არ მიიჩნევს გ------- ლ-–-ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ ფორმა N2-ში შეტანილი სამუშაოების შესაბამისობის დადგენა შესრულებულ სამუშაოებთან მას არ ევალებოდა.
3.38.5. 2018 წლის 1-------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენით, რომელსაც საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქ/პ თანახმად, სასამართლო ანიჭებს პრეიუდიციულ ძალას, ბ------ ტ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქ/ პუნქტებით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და დადგენილ იქნა ის ფაქტი, რომ--------------- რაიონის გამგეობისთვის წარდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტებში (ფორმა #2) ბ------ ტ--------ემ შეიტანა ყალბი მონაცემები, რითაც მან ხელოვნურად გაზარდა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებები. ზემოთ აღნიშნული ხერხით ბ------ ტ--------ე მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა--------------ს რაიონის გამგეობის კუთვნილ ფულად თანხებს.
3.38.6. შპს ,,ა-------–ის“ (ს/ნ 4--------) მიმართ ჩატარებული თემატური შემოწმების აქტით, სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------- საინჟინრო ექსპერტიზის N--------- დასკვნით, მოწმის სახით დაკითხულ ბ------ ტ--------ის ჩვენებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბ------ ტ--------ემ გამგეობიდან თანხების მისაღებად გამოიყენა საექსპერტო დასკვნები, სადაც მითითებული იყო, რომ შპს ,,ა-------–ის“ მიერ თბილისში, ფ---------ის ქუჩა N---ში ჩატარებული სამუშაოების ამსახველ შესრულებული სამუშაოს აქტებში (ფორმა N2) შეტანილი მოცულებები შეესაბამებოდა ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს მოცულებებს (220 086,77 ლარი), რეალურად კი, შპს ,,ა-------–ის“ მიერ თბილისში, ფ---------ის ქუჩა N---ში ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 50 488 ლარით ნაკლები (169 598,43 ლარი).
3.38.7. შპს ,,ა-------–ის“ (ს/ნ 4--------) მიმართ ჩატარებული თემატური შემოწმების აქტით, სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------- საინჟინრო ექსპერტიზის N--------- დასკვნით, დაზარალებულად ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის--------------ს რაიონის გამგეობის წარმომადგენილის ა-–---------ე ა-–----–---–ის ჩვენებით, ამავე გამგეობის თანამშრომლის თ---------- წ--–-----ის ჩვენებით, მოწმე დ----- კ--–------ს ჩვენებით, მოწმის სახით დაკითხულ ბ------ ტ--------ის ჩვენებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,ა---–--- ს-----–---–-----------ის“ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, რომელშიც გ------- ლ-–-ის მიერ შეტანილ იქნა არასწორი მონაცემები, შპს ,,ა-------–მა’’--------------- რაიონის გამგეობიდან მიიღო შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებაზე 50 488 ლარით მეტი თანხა.
3.38.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ყალბი დოკუმენტის დამზადება, გასაღება ან გამოყენება, რომელიც მიეკუთვნება მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა კატეგორიას და უზრუნველყოფს დოკუმენტის შედგენისა და გამოყენების დადგენილ წესს, რითაც იცავს მმართველობის წესს. დოკუმენტი წერილობითი აქტია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ამა თუ იმ ფაქტს, რომელსაც იურდიული მნიშვნელობა აქვს რაიმე უფლების მისანიჭებლად ან მოვალეობისაგან გასათავისუფლებლად. სუბიექტი დანაშაულს ჩადის მხოლოდ პირდაპირი განზრახვით, მოტივსა და სხვა სუბიექტურ ელემენტებს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს.
3.38.8. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, გ------- ლ-–-მა, რომელიც იყო შპს ,,ა---–--------–---–-----------ის“ ექსპერტი, 2013 წლის 2-----------ს, 2014 წლის 0------------–ს, 05-------ს და 07-------–ს დაამზადა და შემდგომ შპს ,,ა-------–ის“ დირექტორ ბ------ ტ--------ეზე გაასაღა ყალბი საექსპერტო დასკვნები, სადაც მიუთითა, რომ თითქოსდა შპს ,,ა-------–ის“ მიერ თბილისში, ფ---------ის ქუჩა N---ში ჩატარებული სამუშაოების ამსახველ შესრულებული სამუშაოს აქტებში (ფორმა N2) შეტანილი მოცულებები შეესაბამებოდა ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს მოცულებებს, სინამდვილეში კი, შპს ,,ა-------–ის“ მიერ თბილისში, ფ---------ის ქუჩა N---ში ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 50 488 ლარით ნაკლები. ზემოაღნიშნული ყალბი საექსპერტო დასკვნების საფუძველზე, თბილისის--------------ს რაიონის გამგეობის მიერ შპს ,,ა-------–ისთვის“ გადახდილ იქნა ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებაზე 50 488 ლარით მეტი.
3.39. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ გ------- ლ-–-მა ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული ბრალდების მტკიცებულებებზე დაყრდნობით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დადასტურდა ბ------ მ-------–---–ის ბრალეულობა მასში, რომ მან ჩაიდინა - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ ქ/პუნქტით, რაც სსსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით, წარმოადგენს აღნიშნული ბრალდებაში ბ------ მ-------–---–ის გამართლების საფუძველს.
4.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდ არის მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია, სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს ბრალდება ბრალდებულის სასარგებლოდ. წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ------ მ-------–---–ს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისთვის.
4.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბ------ მ-------–---–მა ჩაიდინა ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რის გამოც ბ------ მ-------–---–ის ბრალდება უნდა შეიცვალოს ბრალდებულის სასარგებლოდ და მისი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 362 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ ქ/პუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201 -ე მუხლის 1-ლი ნაწილზე.
4.5. სასამართლოს ასკვნის, რომ ბრალდებულმა გ------- ლ-–-მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ ქ/პუნქტით; ბრალდებულმა ბ------ მ-------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2201 -ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რის გამოც მათ მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და ისინი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავეებად.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ბ------ მ-------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5.2. გ------- ლ-–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.
6.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულების პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: ბ------ მ-------–---–ს ბრალი დაედო გაუფრთხილებლობით დანაშაულის ჩადენაში, ხოლო გ------- ლ-–-ს პირდაპირი განზრახვით დანაშაულის ჩადენაში, ორივე ბრალდებულის ქმედება სოციალური მავნებლობით ხასითდება და ნეგატიურად წარმოაჩენს კერძო სექტორის მიერ სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესს; გ------- ლ-–-ს წარსული ნაამართლობა მოხსნილი აქვს; ბ------ მ-------–---–ი წარსულში არ არის ნასამართლევი, კოლეგებისგან ხასიათდება დადებითად.
6.3. სასჯელის აუცილებლობის, კანონიერების და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ბ------ მ-------–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალიწინებული სასჯელი ჯარიმა გადახდისუნარიანობის ფარგლებში; გ------- ლ-–-ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალიწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა.
6.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულებმა ბ------ მ-------–---–მა და გ------- ლ-–-მა გააცნობიერონ ჩადენილი ქმედებები და გამოიტანონ სათანადო დასკვნები, მოახდინონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრებად დაუბრუნდნენ საზოგადოებას.
7. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:
7.1. საქმეზე ამოღებული შპს ,,ა-------–ის“ საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია, რომელიც ინახება თბილისის ფ------------------------------------- სამსახურის ადმინისტრციულ შენობაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.2. სსიპ ლ------------–--------–-------------------------------–----------დან გადმოგზავნილი მასალები დალუქული 01 პაკეტად, რომელიც ინახება ფ------------------------------------- სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7.3.კ-------–-----------ში საცხოვრებელი სახლის სამუშაოების ფორმა N2. (1----- 2014) შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- ლ-–-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2. გ------- ლ-–-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.
3. ბ------ მ-------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 2201 მუხლის 1-ლ ნაწილზე.
4. ბ------ მ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2201 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
5. ბ------ მ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
6. გ------- ლ-–-ი დაკავებული იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან - 2018 წლის 24 სექტემბრის 16:54 საათიდან.
7. გ------- ლ-–-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ასევე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 მ------- განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაოს 10 000 (ათი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 1--------–ის განჩინებით გ------- ლ-–-ის (პ--------------) საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისი, ბ-----------------------ში (ს/კ 0----------------------) მდებარე უძრავი ქონების 10 000 (ათი ათასი) ლარის ექვივალენტურ ნაწილზე დადებული ყადაღა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
8. ბ------ მ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ასევე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 მ------- განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაოს 10 000 (ათი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 1--------–ის განჩინებით ბ------ მ------–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ ლ--------ის რაიონი, სოფელ ც-----------ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 5-----------), (ს/კ 5-----------), (ს/კ 5-----------), (ს/კ 5-----------), (ს/კ 5-----------) 10 000 (ათი ათასი) ლარის ექვივალენტურ ნაწილზე დადებული ყადაღა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
9. მსჯავრდებულ ბ------ მ-------–---–ის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
10. ნივთმტკიცება:
10.1. საქმეზე ამოღებული შპს ,,ა-------–ის“ საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია, რომელიც ინახება თბილისის ფ------------------------------------- სამსახურის ადმინისტრციულ შენობაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
10.2. სსიპ ლ------------–--------–-------------------------------–----------დან გადმოგზავნილი მასალები დალუქული 01 პაკეტად, რომელიც ინახება ფ------------------------------------- სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
10.3.კ-------–-----------ში საცხოვრებელი სახლის სამუშაოების ფორმა N2. (1----- 2014) შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
11. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/