განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2524-19 (#0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნინო ნაჭყებია
სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ----- კ------–---–ი
დაცვის მხარე:
1. ბრალდებული - ვ------ შ----ის ძე მ--------ი - დაბადებული 1--- წლის 1--------ოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–-----------------–-----------------ში
ადვოკატები - ი-----–- ჩ------–---–-, თ----- გ-------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილი
2. ბრალდებული - თ-------- მ-----ის ძე ტ----–---–ი - დაბადებული 1--- წლის 1-----ტს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ. თ---–------------–-------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ჭ----–-–---–---------------------ში
ადვოკატები - დ---- მ-------–---–-, გ--–- ტ--–--–-–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 16 იანვარს, დღის საათებში, თბილისში, ა---------–-------------ში მდებარე კორპუსის მაცხოვრებლებმა, ბუნებრივი აირის შესაძლო გაჟონვის შესახებ არაერთი შეტყობინება განახორციელეს ლიცენზიატი კომპანიის შპს „---------------------–--ის“ სწრაფი რეაგირების ცენტრში. აღნიშნული კომპანიიდან შემთხვევის ადგილზე გამოცხადნენ სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირები: სწრაფი რეაგირების ჯგუფის ოსტატი ვ------ მ--------ი და ამავე ჯგუფის ზეინკალი თ-------- ტ----–---–ი, რომლებსაც კორპუსის მაცხოვრებლებმა განუმარტეს პირველ სადარბაზოსა და ლიფტის შახტაში ბუნებრივი აირის ჭარბი რაოდენობით არსებობის შესახებ. აღნიშნული გარემოების მიუხედავად, ვ------ მ--------მა და თ-------- ტ----–---–მა არ განახორციელეს კანონმდებლობითა და სამსახურებრივი ინსტრუქციით მათზე დაკისრებული ვალდებულება, რომ სრულყოფილად შეემოწმებინათ როგორც მთლიანი სადარბაზო, ასევე თოთოეულ სართულზე არსებული ყველა საცხოვრებელი ბინა, ლიფტის შახტა და სათავსო. ასევე, მათ არ მიუღიათ რაიმე პრევენციული ზომა, შესაძლო ავარიის თავიდან ასაცილებლად. ვ------ მ--------მა და თ-------- ტ----–---–მა ზედაპირული დაკვირვებისა და სართულების შერჩევითი შემოწმების შედეგად ვერ აღმოაჩინეს რაიმე სახის დარღვევა, რის თაობაზეც შეადგინეს შესაბამისი ოქმი. მიუხედავად კორპუსის მაცხოვრებლების არაერთი განმარტებისა, რომ პირველ სადარბაზოსა და ლიფტის შახტაში კვლავ იგრძნობოდა ბუნებრივი აირის სუნი, მათ არ გაითვალისწინეს შესაძლო მძიმე შედეგის დადგომა და ვ------ მ--------მა და თ-------- ტ----–---–მა დატოვეს მიმდებარე ტერიტორია. აღნიშნულიდან დაახლოებით ორ საათში გამოჟონილი და დაგროვილი ბუნებრივი აირის აფეთქება მოხდა, რამაც ა---------–-------------ში მდებარე კორპუსის ნგრევა გამოიწვია, შედეგად კი ოთხი ადამიანი: ლ---- დ---–--ე, ნ---- ც-–---ე, ნ----- ც-–---ე და ნ-----–---- ფ------–---–ი გარდაიცვალა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვ------ მ--------ისა და თ-------- ტ----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა (გარდა მოწმეების: გ.ი------ის, გ.თ---–--ის, გ.ჭ---------ას, ა.კ----–-–---–ის, კ.ბ---------–ის, კ.ა--------ის, გ.ლ----------ის, გ.კ-------–--ისა და ბრალდებულების ჩვენებებისა, აგრეთვე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, პიროტექნიკური ექსპერტიზის დასკვნისა და ვიდეოჩანაწერებისა), ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2019 წლის 16 და 17 იანვრის ოქმებით, აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირთა: ვ-–- დ------–---–ის (გამომძიებელი), გ------- კ-------–--ისა და გ------- ლ----------ის (შპს „---------------------–--ის“ წარმომადგენლები) ჩვენებებით, პიროტექნიკური ექსპერტიზის N------ დასკვნითა და ექსპერტ დ----- დ-----–---–ის ჩვენებებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
Ø შემთხვევის ადგილი მდებარეობს მისამართზე: თბილისი, დიდი დიღომი, ა---------–------ და წარმოადგენს 9 სართულიან კორპუსს. ექსპერტების, გამომძიებლების, შპს „--------------- თბილისის“ თანამშრომლებისა და საქართველოს შსს სამაშველო სამსახურის თანამშრომლების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და შესწავლის შედეგად დაფიქსირდა:
- დანგრეულია მე-6 სართულზე არსებული N-- ბინის წინა ფასადის კედელი, შიგნიდან გარეთ მიმართულებით;
- დანგრეულია მე-6 სართულზე არსებული N-- ბინისა და გვერდითა სადარბაზოს მე-6 სართულზე არსებული N56 ბინის მომიჯნავე კედლები, შიგნიდან (N-- ბინა) გარეთ (N56 ბინა) მიმართულებით;
- დანგრეულია მე-6 სართულზე არსებული N-- და N55 ბინის გამყოფი კედელი შიგნიდან (N-- ბინა) გარეთ (N55 ბინა) მიმართულებით;
- მე-6 სართულზე არსებულ N-- ბინისა და ლიფტის შახტის გამყოფი კედლები დანგრეულია ლიფტიდან ბინის მიმართულებით, კედლების ნამსხვრევების ნაწილი განფენილია ბინასა და სადარბაზოს ბაქანზე, ხოლო მცირე ნაწილი ჩაყრილია ლიფტის შახტაში;
- მე-6 სართულზე არსებულ N-- ბინაში დაფიქსირდა თერმული ზემოქმედების კვალი სხვადასხვა სახის წვადი მასალის (შპალერი, ღრუბელი, ფარდა და ა.შ.) მცირე დამწვრობის სახით;
- მე-6 სართულზე არსებული N-- ბინის შესასვლელი კარი დაშლილია, ერთი მხარე გატყორცნილია სადარბაზოს დერეფანში, მეორე კორპუსის შიდა ეზოში;
- მე-6 სართულზე არსებული N-- ბინაში დამონტაჟებული გაზქურა და აივანზე დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი გატყორცნილია გარეთ;
- მე-6 სართულზე არსებული N-- ბინის ლამინატის იატაკი შესასვლელი კარიდან დერეფნის დაახლოებით ნახევარ სიგრძზე აყრილია;
- N55 ბინის შესასვლელი კარი ძლიერ დეფორმირებულია, ამოგლეჯილია ჩარჩოდან, გატყორცნილია გარედან (სადარბაზოს ბაქანი) შიგნით (ბინა N55) მიმართულებით, შენარცხებულია შესასვლელიდან მარცხნივ არსებულ კედელზე და მდებარეობს ბინის სამზარეულოს მოპირდაპირე კედელთან;
- N55 ბინის შესასვლელი კარის ჩარჩო დარჩენილია ადგილზე, დეფორმირებულია მარჯვნიდან-მარცხნივ მიმართულებით, მახვილი კუთხით;
- მე-5 სართულიდან მე-6 სართულზე ასასვლელი კიბის მეორე მარშის მოაჯირი დეფორმირებულია (გაღუნულია) ლიფტის შახტიდან N50 ბინის მიმართულებით. მოგლეჯილია ლითონის ზედა კონსტრუქცია (სახელური);
- მე-6 სართულიდან მე-7 სართულზე ასასვლელი კიბის პირველი მარშის მოაჯირი ძლიერ დეფორმირებულია (გადაღუნულია) ლიფტის შახტიდან N50 ბინის მიმართულებით. მოგლეჯილია ლითონის ზედა კონსტრუქცია (სახელური);
- კორპუსში არსებული საცხოვრებელი ბინების შესასვლელი კარების უმეტესობა დეფორმირებულია გარედან (სადარბაზოს ბაქანი) შიგნით (ბინა) მიმართულებით;
- კორპუსის მე-6 სართულზე არსებული ბინების შესასვლელი კარები მოგლეჯილია ჩარჩოებიდან და გატყორცნილია გარედან (სადარბაზოს ბაქანი) შიგნით (ბინა) მიმართულებით;
- კორპუსის მე-5 და მე-7 სართულზე არსებული ბინების შესასვლელი კარები დეფორმირებულია გარედან (სადარბაზოს ბაქანი) შიგნით (ბინა) მიმართულებით, რამდენიმე მოგლეჯილის ჩარჩოებიდან და გატყორცნილია გარედან (სადარბაზოს ბაქანი) შიგნით (ბინა) მიმართულებით;
- ლიფტის კაბინა შეჩერებულია მ--- სართულზე. კაბინის გვერდითა კედლები შეღუნულია გარედან შიგნით მიმართულებით, ჩამსხვრეულია ლიფტის სარკე;
- ყველა სართულზე, მათ შორის, ავტოსადგომზე, დაზიანებულია ლიფტში შესასვლელი ლითონის კარები, დაზიანებები მიმართულია შიგნიდან (ლიფტის შახტა) გარე (სადარბაზოს ბაქანი) მიმართულებით;
- კორპუსის სადარბაზოს ღიობების ლითონის რიკულებიანი ცხაურები მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 სართულებს შორის ამოგლეჯილია და გატყორცნილია შიდა ეზოს მიმართულებით, ამათგან ერთი ცხაური მინარცხებულია 32,50მ მანძილზე დაშორებულ დავარის ქN39-ში არსებული კორპუსის კედელზე, მე-4 სართულის დონეზე;
- კორპუსის პირველ სართულზე არსებული კომერციული ფართის გვერდითა მარცხენა და წინა ფასადის მინები დამსხვრეულია და გატყორცნილია როგორც გარედან შიგნით, ასევე შიგნიდან გარეთ მიმართულებით;
- კორპუსის მეორე სადარბაზოსთან არსებული აირის წნევის რეგულატორიდან გამომავალი 50მმ დიამეტრის ლითონის მილის 100მმ ლითონის მილთან შედუღების პირაპირი გაბზარულია;
- გაზმომარაგების მილსადენის შედუღების პირაპირი ვიზუალური დათვალიერებით არ არის ხარისხიანად შესრულებული, მწოლსა და დგარზე შედუღების ადგილებში, დაფიქსირდა სხვადასხვა ფორმისა და ზომის დაზიანებები, მილების შეღებვა ვიზუალური დათვალიერებით არ არის ხარისხიანადა შესრულებული, ფიქსირდება შეუღებავი ფრაგმენტები;
- N8 კორპუსის მიმდებარე N6 კორპუსის ფასადი დაზიანებულია, კერძოდ: ჩამსხვრეულია აივნების, კარებისა და ფანჯრების მინები, დანგრეულია აივნების კედლები, დაზიანებები განვითარებულია გარედან შიგნით მიმართულებით;
- N8 კორპუსის მოპირდაპირე მხარეს კერძო სახლები დაზიანებულია: ჩამსხვრეულია ფანჯრების მინები, კედლების ნალესები დაბზარულია;
- N8 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმოფანტულია სხვადასხვა ზომის მინის ნამსხვრევები, სამშენებლო მასალებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ფრაგმენტები;
- მ--- სართულის ზემოთ, კიბის უჯრედთან არსებული სამანქანო ოთახის კარი, სადაც მოწყობილია ლიფტის სამართავი მოწყობილობა და გამოდის სავენტილაციო მილები, 16 იანვარს ჩატარებული დათვალიერებისას ჩაკეტილი იყო ბოქლომით, რომელსაც გასაღებები თან ეკეთა. კარები გამოღუნული იყო შიგნიდან გარეთ, თუმცა გახსნით უპრობლემოდ გაიხსნა. შემდგომი დათვალიერებისას კარები მოხსნილი იყო ადგილიდან.
შემთხვევის ადგილზე დაფიქსირებული დაზიანებების განვითარებისა და შექმნილი სურათის საფუძველზე, ჩატარებული კვლევებისა და სს საქმის მასალების გათვალისწინებით, მთავარი ექსპერტები: ვ------- ნ---------ი, ა-–---- ჩ-----ე და დ----- დ-----–---–ი მივიდნენ შემდეგ დასკვნებამდე:
Ø ადგილი ჰქონდა მოცულობით აფეთქებას, რომელიც გამოწვეულია გამოჟონილი და დაგროვილი ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად წარმოქმნილი წნევის ზემოქმედებით. ბუნებრივი აირის აალება-აფეთქების ქვედა და ზედა ზღვარს წარმოადგენს 5%-დან 15%-მდე, სათავსოს მთელი მოცულობის შემცველობიდან.
Ø არ არის დაცული მოთხოვნა, რომ გაზმომარაგების პროექტიდან ყოველგვარი გადახვევა უნდა შეთანხმდეს შპს „---------------------–--ის“ საპროექტო განყოფილებასთან მონტაჟამდე, კერძოდ: შეცვლილია ლითონის მილების კვეთები, შეცვლილია მილების შეერთებები, რამდენიმე ბინაში (მათ შორის, N-- ბინაში) შეცვლილია სამზარეულოს განთავსება, არცერთ ბინაში არაა მოწყობილი გასანიავებელი სარკმელი, გამოყენებულია მხოლოდ ბუნებრივი აირის ანალიზატორი, ბინის მფლობელები არ არიან ინფორმირებული იატაკში გაზსადენის განლაგებაზე;
Ø დარღვეულია საქართველოს მთავრობის N101 დადგენილება - „გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“, კერძოდ: 1. საცხოვრებელი შენობების გაზსადენებისა და გაზმოწყობილობების ტექნიკური მომსხურება და მათი რემონტი ხორციელდება გაზის მომწოდებელი საწარმოს მიერ ან გაზის მიმწოდებელ საწარმოსთან შეთანხმებით ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; 2. ყველა გაზსადენი და მოწყობილობა მოქმედ გაზსადენთან მიერთებამდე, აგრეთვე მათი რემონტის შემდეგ, ექვემდებარება გარეგან დათვალიერებას და საკონტროლო დაწნეხას; 3. მფლობელმა და გაზის მიმწოდებელმა საწარმომ, რომლებიც შენობის საინჟინრო მოწყობილობას უწევენ ტექნიკურ მომსახურებას, უნდა უზრუნველყონ: ა) სავენტილაციო და კვამლსადინი სისტემების, მათ შორის, ლითონის შემაერთებელი მილების, კვამლსადენების სათავსების მდგომარეობის დროული შემოწმება; ბ) შეტყობინების დაუყოვნებლივი გადაცემა გაზის მომწოდებელი საწარმოსადმი გაზხელსაწყოების გამორთვის აუცილებლობის შესახებ კვამლსადენების უწესივრობისა და ახალი ხელსაწყოების დამონტაჟების დარღვევის გამოვლენისას.
Ø დარღვეულია გაზმომარაგების პროექტის ცალკეული პუნქტები, კერძოდ: გაზსადენის შეყვანა საცხოვრებელ სახლში უნდა მოხდეს არასაცხოვრებელი სათავსის გავლით, მილსადენის დათვალიერებისათვის მიღწევად ადგილას; საცხოვრებელი სახლების კედლებზე აკრძალულია საშუალო და მაღალი წნევის გაზსადენის გაყვანა; შენობის შიგნით გაზსადენი უნდა იყოს მოწყობილი ფოლადის მილებით; გაზსადენის გაყვანა შენობის შიგნით როგორც წესი, უნდა იყოს ღია, დასაშვებია ფარული გაყვანა გარდა საცხოვრებელი სახლების და არასაწარმოო ხასიათის საზოგადოებრივი შენობის შიგნით; საცხოვრებელ სახლებში გაზსადენი გაყვანილი უნდა იყოს არასაცხოვრებელ ფართში; გაზსადენები არ უნდა კვეთდნენ ფანჯრებისა და კარების ღიობებს; გარსაცმსა და გაზსადენს შორის სივრცე ამოვსებული უნდა იყოს რაიმე ელასტიური მასალით; გაზქურების დამონტაჟება უნდა ხდებოდეს სამზარეულოში, რომელსაც აქვს სარკმლიანი ფანჯარა (ფრამუგა), გამწოვი სავენტილაციო არხი და ბუნებრივი განათება; გაზის ხელსაწყოების კვამლსარიანი მილები უნდა გადიოდეს სახურავის კეხიდან არანაკლებ 0,5მ-ზე.
Ø კორპუსის გაზმომარაგების მილსადენის (მწოლი და დგარი) შემოწმებისას დაფიქსირდა გაჟონვის ფაქტები, კერძოდ:
- მწოლზე, პირველ სართულზე არსებული ე.წ. ოპერატორების ოთახში, შედუღების ადგილას;
- დგარზე, პირველი სართულის გარეთა ფასადზე კედელში არსებულ ხვრელთან, შედუღების ადგილას;
- N-- ბინაში განვითარებული ნგრევის სურათიდან გამომდინარე, ადგილი ჰქონდა გამოჟონილი და დაგროვილი ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად წარმოქმნილი წნევის ზემოქმედებას. N-- ბინაში ბუნებრივი აირის გამოჟონვა შესაძლოა მომხდარიყო სამზარეულოში არსებული გაზქურიდან, გაზქურის აირის მილსადენზე მიერთების ადგილიდან ან ბინაში შემავალი მილსადენის ბოლოში არსებული გადამყვანიდან. ბინაში გამორთული იყო ბუნებრივი აირის ანალიზატორი, ვენტილაცია არ იყო მოწყობილი გამართულად, ვერ მოხდა ბინის განიავება, რამაც გამოიწვია ფეთქებადსაშიში აირის ნარევის დაგროვება.
- სადარბაზოში განვითარებული ნგრევის სურათიდან გამომდინარე (განსაკუთრებით მე-5-6-7 სართულზე ბაქანი და დერეფანი), ადგილი ჰქონდა გამოჟონილი და დაგროვილი ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად წარმოქმნილი წნევის ზემოქმედებას. ბუნებრივი აირის გამოჟონვა ხდებოდა დგარის პირაპირების შედუღების ადგილებში არსებული დაზიანებებიდან (მეორე სართულიდან მერვე სართულის ჩათვლით, სავარაუდოდ 14 წერტილი). კიბის უჯრედში არსებულმა ღიობებმა ვერ უზრუნველყო განიავება, რამაც გამოიწვია ფეთქებადსაშიში აირის ნარევის დაგროვება.
- ლიფტის შახტაში განვითარებული დაზიანებების სურათიდან გამომდინარე, ადგილი ჰქონდა გამოჟონილი და დაგროვილი ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად წარმოქმნილი წნევის ზემოქმედებას. ბუნებრივი აირის ლიფტის შახტაში მოხვედრა შესაძლებელი იყო ე.წ. ოპერატორების ოთახიდან საკომუნიკაციო არხის გავლით. საკომუნიკაციო არხი მოწყობილია უშუალოდ ლიფტის შახტის კედელზე, ადის ვერტიკალურად ზევით და გამოდის ლიფტის შახტის თავზე, დახურულ ადგილას. იმის გათვალისწინებით, რომ ლიფტის შახტის საცხოვრებელ ფართთან მოსაზღვრე კედლები და საკომუნიკაციო შახტის არხი ნაშენებია მცირეგაბარიტიანი საკედლე ბლოკებით, ამასთან შიგნიდან არ არის გალესილი, მომხდარია საკომუნიკაციო შახტიდან ლიფტის შახტაში ბუნებრივი აირის შეჟონვა და ფეთქებადსაშიში აირის ნარევის დაგროვება. ასევე, იმის გამო, რომ ლიფტის შახტის კარები არ არის ჰერმეტულად დახურული, ლიფტის შახტაში ბუნებრივი აირი შესაძლებელია მოხვედრილიყო სადარბაზოდანაც.
Ø ა---------–ის N8-ში არსებული კორპუსის რკინა-ბეტონის მონოლითური კონსტრუქციები დაზიანებული არ არის. დანგრეულია მხოლოდ მცირეგაბარიტიანი სამშენებლო ბლოკით ნაშენები კედლები, მოგლეჯილია ლითონის კარები, ჩამსხვრეულია მინები, დაზიანებულია ელექტროგაყვანილობა და შიდა მოპირკეთება, დაზიანებული და გამოგლეჯილია ლიფტის შახტის ყველა გარე კარები, ამოგლეჯილი და გატყორცნილია კორპუსის სადარბაზოს მე-4,5,6,7 სართულებს შორის არსებული ღიობების ლითონის რიკულებიანი ცხაურები, კორპუსში არსებული საცხოვრებელი ბინების შესასვლელი კარების უმეტესობა დეფორმირებულია გარედან (შადარბაზოს ბაქანი) შიგნით (ბინა) მიმართულებით, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმოფანტულია სხვადასხვა ზომის მინის ნამსხვრევები, სამშენებლო მასალებ განვითარებული ნგრევა განეკუთვნება ძლიერი ხარისხის ნგრევას, ასევე მე-6 სართულზე განვითარებული ნგრევა განეკუთვნება ძლიერი ხარისხის ნგრევას, მე-5 და მე-7 სართულზე განვითარებული ნგრევა განეკუთვნება საშუალო ხარისხის ნგრევას, დანარჩენ სართულებზე და ლიფტის შახტაში განვითრებული დაზიანებები განეკუთვნება სუსტი ხარისხის ნგრევას.
Ø შემთხვევის ადგილზე დაფიქსირებული დაზიანებების განვითარებისა და შექმნილი სურათის საფუძველზე, აფეთქება დაიწყო N-- ბინაში (ნანგრევების განშლა, თერმული ზემოქმედების კვლები, ლ---- დ---–--ის სხეულზე არსებული დამწვრობის კვალი, მისი გატყორცნა გარეთ), მაგრამ თუ აფეთქება მოხდებოდა მხოლოდ N-- ბინაში, მაშინ იმისათვის, რომ მიღებულიყო ნგრევის ის სურათი, რაც განვითარებულია მე-5, მე-6 და მე-7 სართულებზე, N-- ბინაში წარმოქმნილი ჭარბი წნევის მაჩვენებელი იმდენად დიდი უნდა ყოფილიყო, რომ აუცილებლად გამოიწვევდა რკინა-ბეტონის მონოლითური კონსტრუქციების სერიოზულ დაზიანებას (ტეხვა, კონსტრუქციული ბზარები), ასევე დააზიანებდა ლიფტის კაბინის ძირს. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, აფეთქების ცალკეული კერებია ლიფტის შახტაში და სადარბაზოში (განსაკუთრებით მე-5, მე-6 და მე-7 სართულზე).
Ø 2019 წლის 16 იანვარს, ქ.თბილისში, ა---------–----------- არსებულ საცხოვრებელ კორპუსში ადგილი ჰქონდა მოცულობით აფეთქებას, რომელიც გავრცელებულია შიგნიდან-გარეთა მიმართულებით. არსებული დაზიანებები გამოწვეულია გამოჟონილი და დაგროვილი ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად წარმოქმნილი წნევის ზემოქმედებით. შემთხვევის ადგილზე არსებული დაზიანებების განვითარების სურათის საფუძველზე, ფიქსირდება აფეთქების სამი კერა, კერძოდ: კორპუსის მე-6 სართულზე არსებული N-- ბინა; კორპუსის ლიფტის შახტა; სადარბაზო. N-- ბინაშ დაგროვილი ფეთქებადსაშიში აირის ნარევის აალება და შემდგომ აფეთქება შესაძლებელია გამოეწვია მცირეკალორიული ცეცხლის კერასთან (მაგ: მოკიდებული სიგარეტი, ასანთი, სანთებელა, ანთურის ანთების მომენტში ან მაცივრის რელედან წარმოქმნილი ნაპერწკალი და სხვ) აირის კონტაქტს. ლიფტის შახტაში და სადარბაზოში დაგროვილი ფეთქებადსაშიში აირის ნარევის აფეთქება გამოიწვია N-- ბინაში მომხდარი აფეთქებისგან გადმოცემულმა დეტონაციამ.
საქართველოს შ--------------------------–----------------------------------------–--ის უფროსის, მოწმე კ---- ა--------ის ჩვენებით, ადგილი ჰქონდა მოცულობით აფეთქებას, რომლის მიმართულება იყო შიგნიდან გარეთ, სივრცულად გაშლილი. აფეთქების კერა იყო რამდენიმე - ბინის გარდა იყო, სადარბაზო და ლიფტის შახტა. მოწმის განმარტებით, აფეთქება ხდება, როდესაც ჰაერში აირის კონცენტრაცია არის 5%-დან 15%-მდე, სხვა შემთხვევაში ჩნდება ხანძარი და იწვევს წვას. მოწმის განმარტებით, სართულებზე არსებული ღიობები ვერ უზრუნველყოფდა განიავებას, ვინაიდან საჭიროა განიავება იყოს ორმხრივი, მოცემულ შემთხვევაში კი იყო არათუ ორმხრივი, არამედ დერეფანში ბინების განლაგებიდან გამომდინარე, ღიობიდან შემოსულ ჰაერს პირიქით შეეძლო ხელი შეეწყო აირის დაგროვებისათვის შეჭრილ ადგილებში (ბინები კიბის უჯრედიდან ორივე მხარეს განლაგებულია შეჭრილ დერეფნებში). მოწმემ დაადასტურა, რომ მე-6 სართულზე არსებული N-- ბინაში აირის დაგროვებისას, შესაძლოა მომხდრიყო მისი გამოჟონვა ბინიდან ღიობების მეშვეობით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუმცა ბუნებრივი აირის მახასიათებლებიდან გამომდინარე („გაზი არ არის წყალი“), გამოჟონილი გაზი ვერ ჩავიდოდა მე-4-5 სართულებზე და ლიფტის შახტაში და ვერ გამოიწვევდა აფეთქებას.
მოწმე დ----- დ-----–---–ის ჩვენებით, მოცულობით აფეთქება გულისხმობს სფერული ფორმის აფეთქებას, როდესაც აფეთქების ტალღა იშლება ყველა მიმართულებით. აფეთქების კერა იყო როგორც ბინაში, ისე სადარბაზოსა და ლიფტის შახტაში, რაზეც მიუთითებს კედლების გადანგრევისა და ლიფტის კარის დეფორმაციის მიმართულება (კედელი გადანგრეულია ლიფტიდან გარე ანუ ბინის მიმართულებით, ლიფტის ლითონის კარი ყველა სართულზე დაზიანებულია შიგნიდან ე.ი. შახტიდან გარე მიმართულებით). მოწმემ დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღმოჩენილი გაზგაყვანილობის შედუღების ადგილებში არსებული 14 დაზიანება არ არის განვითარებული აფეთქების შემდეგ, დეფექტები არსებობდა აფეთქებამდეც და ჟონავდა გაზი, რამაც გამოიწვია აფეთქება სადარბაზოსა და ლიფტის შახტაში (ხარისხიანად შესრულებული შედუღება უფრო მყარია, ვიდრე თავად რკინის მილი, ამდენად, წნევა, რომელიც დაარღვევდა შედუღების მთლიანობას, აუცილებლად გაანადგურებდა იმავე ოთახის - ე.წ. ოპერატორების ოთახის კარ-ფანჯარასაც, რაც არ მომხდარა). მოწმის განმარტებით, სადარბაზოს ყველა სართულზე ერთ მხარეს აქვს დატოვებული ღიობი, სამი მხარე კი არის დახურული, შესაბამისად, აღნიშნული ღიობი ვერ უზრუნველყოფს განიავებას, უფრო მეტიც, ვინაიდან კორპუსი მდებარეობს ქარიან ადგილზე, დიდ დიღომში, ღიობები არათუ იწვევს განიავებას, არამედ ხელს უშლის აღნიშნულს, წარმოიქმნება საცობი, ვინაიდან ბინების ნაწილი სართულზე განლაგებულია ფაქტობრივად დახშულ სივრცეში.
მოწმე ა-----– კ----–-–---–ის ჩვენებით, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით მუშაობდა „---------------------–--ში“ ცვლის უფროსად და მის დაქვემდებარებაში მყოფი სწრაფი რეაგირების ჯგუფების მოვალეობაში შედიოდა საავარიო მომსახურება, გაზის გაჟონვის კერის მოძიება. თითოეული ჯგუფში შედის ოსტატი და ზეინკალი, რომლთაც აქვთ სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა - პლანშეტები, ქაფი, გაზის კონცენტრაციის დამაფიქსირებელი ხელსაწყო ე.წ. სერვერი და ა.შ. 2019 წლის 14 იანვარს, 114-ზე დაფიქსირდა შეტყობინება ქ.თბილისში, ა---------–----------- კორპუსის სადარბაზოში გაზის გაჟონვის თაობაზე და ა.კ----–-–---–მა შემთხვევის ადგილზე გაუშვა ვ------ მ--------ისა და თ-------- ტ----–---–ის ჯგუფი, ვინაიდან ტერიტორიულად ყველაზე ახლოს, ვაშლიჯვარში იმყოფებოდნენ. ა---------–------------ში მისვლის შემდეგ, ბრალდებულებმა პლანშეტის საშუალებით მიაწოდეს ინფორმაცია, რომ განაცხადზე რეაგირება დასრულებული იყო, დაზიანებასთან და გაწეულ სამუშაოსთან დაკავშირებით ჩანაწერი არ ფიქსირდებოდა. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე გასული ჯგუფი პირველ რიგში ამოწმებს ინიციატორის მიერ მითითებულ ადგილს (სავარაუდო გაჟონვის კერას), ხოლო თუ ასეთის მითითება არ ხდება - მთლიანად გაზგაყვანილობას, ყველა სათავსოსა და ლიფტის შახტას, ყველა სართულს, მრიცხველს და ყველა ბინის კარს ე.წ. სერვერის მეშვეობით, აგრეთვე ყნოსვით. მოწმის განმარტებით, თუკი საავარიო ჯგუფი ვერ აღმოაჩენს გაჟონვის კერას და მოქალაქე მაინც აცხადებს, რომ იგრძნობა სუნი, ჯგუფის წევრები ვალდებულნი არიან შეატყობინონ ა.კ----–-–---–ს, რომელმაც უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები ან დაახმაროს სხვა ჯგუფი. მოწმემ დაადასტურა, რომ 2019 წლის 16 იანვარს, ვ.მ--------მა შეამოწმა ე.წ. სერვერი და მის გამართულობასთან დაკავშირებით ეჭვი არ გამოუთქვამს, ამასთან ხელსაწყოს მუშა მდგომარეობაში ყოფნაზე მიუთებდა ის ფაქტი, რომ ვაშლიჯვარში ვ.მ--------მა და თ.ტ----–---–მა აღმოაჩინეს გაჟონვის კერა იატაკის ქვეშ გამავალ მილში (მოწმესთან შეთანხმებით, ვ.მ--------მა ხსენებულ მისამართზე გათიშა გაზის მიწოდება). კორპუსში გაზის სავარაუდო გაჟონვისას, სავალდებულოა ყველა სართულისა და ბინის და არა სართულებისა და ბინების შერჩევით შემოწმება. მოწმის განმარტებით, განაცხადში ვ.მამადინმა და თ.ტ----–---–მა მიუთითეს, რომ შემოწმდა სადარბაზო და არა კონკრეტული ადგილები, შესაბამისად, მან იგულისხმა, რომ საუბარი იყო მთლიანად სადარბაზოზე. მოწმის ჩვენებით, ე.წ. სერვერი გამოიყენება დახურულ სივრცეში გაზის კონცენტრაციის აღმოსაჩენად და რეაგირებს 2 მეტრის მანძილზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: თ----- ხ----ემ და ვ-–- დ------–---–მა დაადასტურეს ვ.მ--------ისა და თ.ტ----–---–ის ბრალდების სს საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. თ.ხ----ემ დამატებით განმარტა, რომ ე.წ. სერვერის ვარგისიანობასთან დაკავშირებით დანიშნულია ექსპერტიზა, თუმცა ამ დროისათვის შესაბამისი დასკვნა მომზადებული არაა.
დაზარალებულ გ------- თ---–--ის ჩვენებით, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით ცხოვრობდა თბილისში, ა---------–-------ში, მე-6 სართულზე მდებარე N-- ბინაში. 16 იანვარს, დაახლოებით 7:00-7:30 საათზე ბინა დატოვა ბიძაშვილთან გ------- ლ-–----ესა და მეგობარ ლ---- დ---–--ესთან ერთად. ტექ.დათვალიერებასთან დაკავშირებული პროცედურების შემდეგ, გ------- თ---–--ე და გ------- ლ-–----ე დარჩნენ ა/მანქანის შესაკეთებლად, ლ---- დ---–--ე კი, რომელსაც გ-------მა მისცა კუთვნილი ბინის გასაღები, გაემართა ა---------–-------ში, მე-6 სართულზე მდებარე N-- ბინაში. აღნიშნულიდან მალევე, დაზარალებულს სატელეფონო საუბრისას შეატყობინეს, რომ მისი ბინა აფეთქდა. გ.თ---–--ის ჩვენებით, არც შემთხვევის დღეს და არც მანამდე ბინაში/სადარბაზოში გაზი სუნი არ უგრძვნია, თუმცა ცნობილია, რომ მომხდარ აფეთქებამდე მეზობლებს გამოძახებული ყავდათ „---------------------–--ის“ თანამშრომლები.
დაზარალებულ გ------- ი------ის ჩვენებით, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით ცხოვრობდა თბილისში, ა---------–-------ში, მე-6 სართულზე მდებარე N50 ბინაში. 16 იანვარს, დაახლოებით 15-16 საათზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსა და ლიფტში შესვლისას გ-------მ და მისმა მეუღლემ იგრძნეს გაზის საშინელი სუნი, ასეთივე სუნი იგრძნობოდა მათ სართულზე. მეუღლემ გ-------ს სთხოვა რაიმე რეაგირება მოეხდინა, რის გამოც დაზარალებულმა დარეკა 114-ში. ზარის განხორციელებიდან საკმაო დრო გავიდა, თუმცა ადგილზე არავინ მისულა, ეზოში გამოსული მეზობლები კი წუხდნენ გაზის სუნის გამო. დაზარალებულმა სადარბაზოს კარი დაახლოებით 1,5 საათით (ბრალდებულების მისვლამდე) ღია დატოვა განიავების მიზნით, ხოლო მეზობლებს აფრთხილებდა, ლიფტით არ ესარგებლათ. დაზარალებულის განმარტებით, ისეთი მძაფრი სუნი იყო, რომ თვალები აცრემლებული ჰქონდა და სუნთქვა გაძნელებული. გ------- ი------ემ განმეორებით დარეკა 114-ში, რა დროსაც დაამშვიდეს, რომ ჯგუფი უკვე გასული იყო ა---------–ის ქუჩაზე. აღნიშნულიდან 15-20 წუთში ა---------–-------ში გამოცხადდნენ ვ------ მ--------ი და თ-------- ტ----–---–ი
(დაზარალებულის ინფორმაციით, სხვა მეზობელმაც დარეკა დახმარების სათხოვნელად). ბრალდებულებმა ზედაპირულად დაათვალიერეს სადარბაზოს შესასვლელი და ეზოში გაზგაყვანილობა და განაცხადეს, რომ არ იყო გაზის სუნი, რასაც მოჰყვა გ.ი------ის პროტესტი და ვ.მ--------ი მიიყვანა ლიფტის კართან, რათა დაერწმუნებინა, რომ ნამდვილად იგრძნობოდა სუნი. მოწმის ჩვენებით, ლიფტთან ახლოს მისულმა ვ.მ--------მაც დაადასტურა სუნის არსებობა, თუმცა უთხრა, „ალბათ გაზის ბალონი აიტანა ვინმემო“ (ლიფტთან მიახლოვების ეპიზოდი დაზარალებულის განმარტებით ასახულია ვიდეოჩანაწერზეც). გაზის სუნის არსებობა უარყო თ.ტ----–---–მაც, რომელმაც მე-2 თუ მე-3 სართულზე გ.ი------ეს უთხრა, რომ საღებავისა და გაზის სუნის გარჩევა არ შეეძლო მაშინ, როდესაც გ.ი------ე დარწმუნებული იყო, რომ სადარბაზოში იდგა გაზის სუნი. გაზის სუნის არსებობაზე ბრალდებულებს მიუთითა მეზობელმა ბ------ გ---------ამაც, რომელმაც განაცხადა, რომ მ--- სართულზე მისი ნათესავის ბინაშიც იგრძნობოდა საშინელი სუნი. დაზარალებულის განმარტებით, ლიფტთან მისვლის შემდეგ, ვ.მ--------მა ეზოში მდგარი ა/მანქანიდან ამოიღო რაღაც აპარატი გრძელი ჯოხით, სადარბაზოს პირველ სართულზე გააქნია ეს ჯოხი ჰაერში და აღნიშნულის შემდეგ ავიდა ზედა სართულებზე, უკან დაბრუნებულმა კი დაამშვიდა მაცხოვრებლები, რომ ავიდა მ--- სართულზე, ყველაფერი წესრიგში იყო და ჯგუფმა დატოვა ა---------–ის ქუჩა (შემთხვევის ადგილზე მისვლიდან ბრალდებულების წასვლამდე, მოწმის განმარტებით, დროის პერიოდი იქნებოდა მაქსიმუმ 30 წთ), აღნიშნულიდან 1,5 საათში კი მოხდა აფეთქება, რასაც მოყვა კორპუსის ნგრევა, მაცხოვრებლების პანიკა, სხეულის დაზიანებები და სასიკვდილო შედეგი. მოწმის ჩვენებით, ვ.მ--------ის განმარტებას მ--- სართულზე ყოფნასთან დაკავშირდებით ენდნენ, ვინაიდან ბრალდებულმა მიუთითა, რომ სართულზე ეყარა სამშენებლო ნაგავი (აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა სართულზე მიმდინარეობს რემონტი და სამშენებლო მასალებიც ყრია), თუმცა იმავდროულად ბ.გ---------ას, მ--- სართულზე მცხოვრებმა დისშვილმა სატელეფონო საუბრისას დაუდასტურა, რომ მასთან „---------------ის“ თანამშრომელი არ მისულა, კარზე არავის დაუკაკუნებია, სუნი კი ისევ იდგა ბინაში. მოწმის განმარტებით, თ.ტ----–---–ი ვ.მ--------ს არ წაყოლია შესამოწმებლად, ქვემოთ დარჩა პლანშეტით ხელში. დაზარალებულის განმარტებით, ვ.მ--------მა დაამშვიდა, რომ მათი ხელსაწყო იყო ძვირადღირებული და სანდო, ხოლო სუნი იყო არა ბუნებრივი აირის, არამედ ბალონის გაზის, რის გამოც ბრალდებულების წასვლის შემდეგ, თავადაც უსაფუძვლოდ დაიმედებულმა დაარწმუნა არაერთი მეზობელი, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვა არ დადასტურდა. გ.ი------ემ უარყო „---------------------–--ის“ თანამშრომლების მიერ განხორციელებულ შემოწმებასთან დაკავშირებით რაიმე წერილობით ან ელექტრონულ დოკუმენტზე ხელმოწერის ფაქტი.
დაზარალებულ გ-------– ჭ---------ას ჩვენებით, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით ცხოვრობდა თბილისში, ა---------–-------ში, მე-5 სართულზე. დაახლოებით 17:00-17:30 საათისათვის შინ დაბრუნებულს, სადარბაზოსთან ეზოში დახვდა 5-6 მეზობელი ბიჭი, მათ შორის, გ------- ი------ე და ბ------ გ---------ა. მათგან შეიტყო, რომ კორპუსში იყო გაზის სუნი და გ.ი------ეს უკვე დარეკილი ჰქონდა 114-ში. სადარბაზოში შესულმა გ.ჭ---------ამ თავადაც იგრძნო მძაფრი სუნი, რომელიც თვალებს წვავდა. აღნიშნულის გამო თავადაც დარეკა 114-ში დახმარების სათხოვნელად და დაახლოებით 40 წუთში ადგილზე მივიდნენ ვ.მ--------ი და თ.ტ----–---–ი ა/მანქანით. ბრალდებულებს სადარბაზოში შეყვა გ.ი------ე, თავად გ.ჭ---------ა კი დარჩა ეზოში და ტელეფონზე საუბრობდა. მაქსიმუმ 15-20 წუთში ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ ყველაფერი წესრიგში იყო (ვ.მ--------მა განმარტა, რომ „შეიძლება ვიღაცამ ბალონის გაზი აიტანაო“, ხოლო თ.ტ----–---–მა - „საღებავის სუნიაო“) და დატოვეს ა---------–ის ქუჩა. მათი წასვლიდან 1-1.5 საათში კი მოხდა აფეთქება, რასაც მოყვა მსხვერპლი და კორპუსის ნგრევა. დაზარალებულის ჩვენებით, გაზის სუნი აშკარად იგრძნობოდა როგორც ბრალდებულების მისვლისას, ისე მათი წასვლისას. გ.ჭ---------ამ დაადასტურა, რომ თ.ტ----–---–ი ეზოში სიგარეტს ეწეოდა, ვ.მ--------ი კი მისივე განმარტებით, შესამოწმებლად ავიდა მ--- სართულზე, თუმცა ამ განმარტების რეალურობაში დაზარალებულს ეჭვი შეაქვს, ვინაიდან 9 სართულიანი სადარბაზოსა და თითოეულ სართულზე მდებარე 7 ბინის შემოწმება 15 წუთში ობიექტურად შეუძლებელია.
მოწმე კ---- ბ---------–ის ჩვენებით, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით მუშაობდა შპს „---------------------–--ის“ მონიტორინგის დეპარტამენტში და მის უფლებამოსილებაში შედიოდა საგამოძიებო და სასამართლო ორგანოებთან ურთიერთობა. მოწმე იცნობს მათი კომპანიის თანამშრომლებს: ვ------ მ--------სა და თ-------- ტ----–---–ს. 2019 წლის 17 იანვარს, კ.ბ---------–ს დაუკავშირდნენ საგამოძიებო ორგანოდან, სადაც გამოიკითხა მოწმის სახით და მისგან ამოიღეს ბრალდებულთა შრომითი ხელშეკრულებები და თანამდებობრივი ინსტრუქციები. მოწმის განმარტებით, მისთვის უცნობია კონკრეტულად რა უფლება-მოვალეობები აკისრიათ ვ.მ--------სა და თ.ტ----–---–ს.
დაცვის მხარის მოწმის გ------- კ-------–--ის ჩვენებით, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით მუშაობდა შპს „---------------------–--ის“ სადისპეჩერო საავარიო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, ცვლის უფროსი კი იყო ა-----– კ----–-–---–ი. მოწმის განმარტებით, საავარიო ჯგუფს ოსტატისა და ზეინკლის შემადგენლობით, ევალება გამოძახების ადგილზე გასვლა, გაზის გაჟონვის კერის აღმოსაჩენად სრულყოფილი შემოწმებისა და სამუშაოების ჩატარება, სადარბაზოში სუნის არსებობის თაობაზე ინფორმაციის მიღებისას, მთლიანად სადარბაზოს, ლიფტის შახტისა და ყველა სათავსოს შემოწმება, ჯგუფს ასევე ევალება საავარიო სიტუაციის ლოკალიზებასთან დაკავშირებით სადისპეჩეროსთან მუდმივ კომუნიკაციაში ყოფნა და საჭირო მითითებების მიღება, აგრეთვე ხალხის ევაკუაცია და მათზე ზრუნვა, საავარიო კერების ლოკალიზება და ლიკვიდაცია, ჯგუფმა ვარაუდის საფუძველზე არ უნდა დატოვოს გამოძახების ადგილი, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ გაზის გაჟონვას ნამდვილად არ აქვს ადგილი. მოწმის ჩვენებით, საავარიო ჯგუფი შემოწმებისას იყენებს ე.წ. სერვერს, რომელიც დახურულ სივრცეში აჩვენებს აირის კონცენტრაციას. გ.კ-------–--ემ დაადასტურა, რომ აფეთქებას იწვევს 5%-დან 15%-მდე ბუნებრივი აირის კონცენტრაცია, ხოლო როდესაც, საუბარია 1-1.5%-ზე (როდესაც შესაბამისი პროცენტულობა არაა მიღწეული) ან სივრცეზე, სადაც მოძრაობს ჰაერი, ანთებული სიგარეტი აფეთქებას ვერ გამოიწვევს.
დაცვის მხარის მოწმის გ------- ლ----------ის ჩვენებით, 2019 წლის 16 იანვრის მდგომარეობით იყო შპს „---------------------–--ის“ გენერალური დირექტორის მოადგილე და მისთვის ცნობილია, რომ ბრალდებულები დასაქმებულნი იყვნენ საავარიო-სადისპეჩერო სამსახურში ზეინკლისა და ოსტატის თანამდებობებზე. საავარიო-სადისპეჩერო სამსახურის ფუნქციაა ავარიული სიტუაციების ლოკალიზაცია და ლიკვიდაცია, რისთვისაც ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების გაზის მეურნეობის საწარმოებში იქმნება ერთიანი საავარიო-სადისპეტჩერო სამსახურები საქალაქო ტელეფონით „114“ და მათი ფილიალები სადღეღამისო მუშაობით გამოსასვლელი და სადღესასწაულო დღეების ჩათვლით. საავარიო-სადისპეტჩერო სამსახურში შემოსული ყველა განაცხადი რეგისტრირდება მათი შემოსვლის დროის, საავარიო ბრიგადის გასვლის და ადგილზე მისვლის დროის, დაზიანების ხასიათისა და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალის მითითებით. მოწმის განმარტებით, ავარიული სიტუაციების ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციისას საავარიო-სადისპეჩერო სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის N1-1/525 ბრძანებით, რომლის 33-ე მუხლის თანახმად, სარდაფებში, გვირაბებში, კოლექტორებში, სადარბაზოებში, შენობების პირველ სართულებზე გაზის გამოვლენისას 1%-ზე მეტი მოცულობითი წილით ბუნებრივი გაზისათვის და 0,4%-ზე მეტი მოცულობითი წილით გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებისათვის, მიღებული უნდა იქნეს ზომები გაზმომარაგების სისტემიდან გაზსადენების დაუყოვნებლივ გამოსართავად და ხალხის საშიში ზონიდან საევაკუაციოდ. ავარიის ლიკვიდაციის ან ავარიული სიტუაციის სამუშაოები შესაძლებელია საავარიო-სადისპეტჩერო სამსახურმა გადასცეს საექსპლუატაციო სამსახურებს მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნება ყველა ზომა, რომლებიც გამორიცხავენ აფეთქების, ხანძრების, მოწამვლის შესაძლებლობას. მოწმის ჩვენებით, გამოძახების ადგილზე გასული ჯგუფი აღჭურვილია შესაბამისი აპარატურით, მათ შორის, ე.წ. გაზ-სერვერით, რომელიც განსაზღვრავს დახურულ სივრცეში („კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, დახურულ სივრცეში“) მეთანის პროცენტულ შემცველობას ჰაერიდან სინჯის აღების გზით. მოწმემ დაადასტურა, რომ სადარბაზოში გაზის სუნის თაობაზე ინფორმაციის მიღებისას, საავარიო სამსახური ვალდებულია შეამოწმოს სარდაფები, გვირაბები, სადარბაზოებში ყველა სართული, კოლექტორები და ლიფტის შახტა. გ.ლ----------ის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობისას ახსოვს პირველ სართულზე, ლიფტის გვერდით არსებული ოთახი, სადაც გადიოდა გაზის მილი ტრანზიტით და რომლის შემოწმების ვალდებულებაც არსებობდა, ამასთან გასათვალსიწინებელია ის გარემოება, რომ აღნიშნული ოთახის ჩაკეტვა შეუძლებელია, ვინაიდან „---------------------–--ის“ თანამშრომლებს ტრანზიტად გამავალ მილთან საჭიროების შემთხვევაში უნდა ჰქონდეთ დაუბრკოლებელი წვდომა 24 საათის განმავლობაში. ადვოკატის შეკითხვაზე, თუკი არ ნიავდება სადარბაზოს პირველი სართული, აჩვენებს თუ არა აპარატი გაზის კონცენტრაციას, მოწმემ განმარტა, რომ აპარატი მუშაობს დახურულ სივრცეში და თუკი პირველი სართული არის დახურული სივრცე, გაზ-სერვერმა უნდა აჩვენოს მეთანის შემცველობა, „თუ არ ნიავდება, თუ ორპირი არ არის და ა.შ.“ მოწმემ დაადასტურა, რომ კანონმდებლობის მოთხვნებიდან გამომდინარე, ბრალდებულებს უნდა შეემოწმებინათ სარდაფები, გვირაბები, კოლექტორები, სადარბაზო მთლიანად - ცხრავე სართული (რაც ვალდებულებაა და არაა დამოკიდებული ოსტატისა თუ ზეინკლის კეთილ ნებაზე) და მათ შორის, ე.წ. ოპერატორების ოთახი, ხოლო დაკეტილ ბინაში გაზის გაჟონვის ვარაუდის არსებობისას, პირველ რიგში, უნდა გადაიკეტოს გაზი და შემდეგ, გამოძახებული იქნეს სამაშველო სამსახური.
ბრალებულების: თ-------- ტ----–---–ისა და ვ------ მ--------ის ჩვენებებით დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
· გამოძახების ადგილზე გასულ ჯგუფს ევალება სადარბაზოში არსებული გაზგაყვანილობის მთლიანად შემოწმება, რაშიც იგულისხმება მილების გადაბმისა ადგილებისა და ხრახნულების შეერთების ადგილების შემოწმება (თუკი განმცხადებლის მიერ არაა მითითებული სავარაუდო გაჟონვის კონკრეტული ადგილი);
· თუკი გამოძახების ადგილზე გაზის გაჟონვის კერის აღმოსაჩენად ჩასატარებელია რთული და მოცულობითი სამუშაოები, შესამოწმებელია მრავალი ადგილი, ჯგუფი აღნიშნულის თაობაზე ატყობინებს ხელმძღვანელობას და მოქმედებს მითითების შესაბამისად;
· თ.ტ----–---–მა შეამოწმა მხოლოდ მრიცხველები ყნოსვით, კერძოდ, ავიდა სადარბაზოს მ--- სართულზე და ჩამოყვა ყველა სართულზე მრიცხველებს;
· თ.ტ----–---–მა და ვ.მ--------მა დაადასტურეს, რომ მ--- სართულზე ასვლა განაპირობა ერთ-ერთი მაცხოვრებლის მითითებამ, რომ მის ახლობელს მ--- სართულზეც შეუმჩნევია გაზის სუნი;
· თ.ტ----–---–მა დაადასტურა, რომ მიუხედავად პირველი სართულის სრულად შემოწმების ვალდებულებისა (ვინაიდან მისივე განმარტებით, საუბარი იყო სადარბაზოში გაზის სავარაუდო გაჟონვაზე), ლიფტის შახტის უკან არსებულ ე.წ. ოპერატორების ოთახში არ შესულა და არ შეუმოწმებია, თუ რატომ, აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ აქვს;
· თ.ტ----–---–ის განმარტებით, სართულებზე მილების გადაბმის ადგილები არ შემოწმებულა, ვინაიდან გაზის კონცენტრაცია არ დაფიქსირდა აპარატის მიერ;
· თ.ტ----–---–ს საკუთარი თვალით არ უნახავს, შეაწმოწმა თუ არა ან როგორ შეამოწმა ვ.მ--------მა ე.წ. სერვერით ყველა სართული, ვინაიდან მასთან ერთად არ ყოფილა, თუმცა 100%-ით ენდობა მას და მისი მუშაობის სპეციფიკას;
· თ.ტ----–---–მა საავარიო-სადისპეჩერო სამსახურს ელექტრონულად დაუდასტურა, რომ გამოძახების მისამართზე შემოწმდა სადარბაზოს გაზგაყვანილობა და გაზის გაჟონვა არ დაფიქსირდა;
· თ.ტ----–---–ის განმარტებით, მათი მისვლის დროისათვის გ.ი------ე აცხადებდა, რომ „ისეთი სასწაული“ სუნი აღარ არისო, თუმცა სწორედ ამ რეპლიკის შემდეგ, ბრალდებულებისათვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ მაცხოვრებელს სატელეფონო საუბრისას მ--- სართულის ბინადარმა დაუდასტურა, რომ კვლავ იგრძნობოდა გაზის სუნი;
· თ.ტ----–---–ს ლიფტის შახტაში არ შეუხედავს და არ შეუმოწმებია, ვინაიდან იცოდა, რომ ვ.მ--------ს უნდა შეემოწმებინა აპარატით;
· ვ.მ--------ის განმარტებით, მრიცხველზე გაჟონვის შესამოწმებლად უნდა შემოწმდეს მინიმუმ 3 დეტალი - ჩამკეტი ონკანი, მრიცხველის დაერთების ადგილი და მრიცხველიდან გამომავალი ხრახნული შეერთება;
· ვ.მ--------მა სადარბაზოს ყველა სართული გაიარა ჩართული აპარატით ხელში მისი კეთილი ნებიდან გამომდინარე და არა ვალებულების გამო, უშუალოდ ბინები არ შეუმოწმებია;
· გამოძახების შინაარსიდან გამომდინარე, ვ.მ--------ის განმარტებით, სავალდებულო იყო მხოლოდ პირველი და მ--- სართულების შემოწმება;
· ვ.მ--------მა დაადასტურა, რომ ლიფტის უკან ე.წ. ოპერატორების ოთახში არ შესულა, რისი დამაჯერებელი მიზეზიც ვერ დაასახელა;
· ორივე ბრალდებულმა გადაათვალიერა მრიცხველები იმის აღმოსაჩენად, რომელიმე მათგანი ხომ არ ბრუნავდა საეჭვოდ სწრაფად, რაც მიუთითებდა გაზის სავარაუდო გაჟონვაზე;
· გარდა ვიზუალური დათვალიერებისა, ვ.მ--------ს მრიცხველები აპარატით არ შეუმოწმებია;
· ვ.მ--------მა სირბილით აიარა ცხრა სართული და უკან ჩამოსვლისას აკვირდებოდა აპარატს, აფიქსირებდა თუ არა გაზის კონცენტრაციას.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილების თანახმად, ლიცენზიანტი კომპანია (ამ შემთხვევაში შპს „--------------- თბილისი“) ვალდებულია:
· დაიცვას ტექნიკური და უსაფრთხოების დადგენილი ნორმები და წესები;
· უზრუნველყოს საცალო მომხმარებელთა მუდმივი მომსახურება, მათ შორის, მუდმივმოქმედი 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით;
· დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება შეტყობინებაზე ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, შეზღუდვის ან/და წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) შესახებ;
· განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და შეწყვიტოს ბუნებრივი გაზით მომარაგება, თუ საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას;
· აწარმოოს საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარების, ხელსაწყოებისა და მათი ქსელთან მიერთების საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებთან, ასევე, ამ დანადგარების შესაბამის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან (მათ შორის, სამონტაჟო-საექსპლუატაციო დოკუმენტაციასთან) შესაბამისობის სისტემატური შემოწმება და განახორციელოს სათანადო რეაგირება.
„გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის ბრძანების 33-ე მუხლის თანახმად:
· ავარიული სიტუაციების ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციისათვის ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების გაზის მეურნეობის საწარმოებში იქმნება ერთიანი საავარიო-სადისპეტჩერო სამსახურები საქალაქო ტელეფონით „04“ და მათი ფილიალები სადღეღამისო მუშაობით გამოსასვლელი და სადღესასწაულო დღეების ჩათვლით.
· საავარიო-სადისპეტჩერო სამსახურის რიცხოვნობა, მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა და დისლოკაციის ადგილი განისაზღვრება მოთხოვნიდან-უზრუნველყოფილ იქნეს საავარიო ბრიგადის მისვლა ავარიის ადგილას მინიმალურ დროში.
· საავარიო სამუშაოები გაზსავსებ სადგურებსა და პუნქტებში სრულდება ამ საწარმოების პერსონალის მიერ. გაზის მიმწოდებელი საწარმოს საავარიო-სადისპეტჩერო სამსახურის მონაწილეობა ამ სამუშაოებში განისაზღვრება ავარიის ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის ურთიერთშეთანხმებული გეგმით ან ხელშეკრულებით.
· საავარიო-სადისპეტჩერო სამსახურში შემოსული ყველა განაცხადი რეგისტრირდება მათი შემოსვლის დროის, საავარიო ბრიგადის გასვლის და ადგილზე მისვლის დროის, დაზიანების ხასიათისა და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალის მითითებით.
· გაზის სუნის შესახებ განაცხადის მიღებისას დისპეტჩერი ვალდებულია ჩაუტაროს განმცხადებელს ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ღონისძიებების შესახებ.
· სარდაფებში, გვირაბებში, კოლექტორებში, სადარბაზოებში, შენობების პირველ სართულებზე გაზის გამოვლენისას 1%-ზე მეტი მოცულობითი წილით ბუნებრივი გაზისათვის და 0,4%-ზე მეტი მოცულობითი წილით გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებისათვის, მიღებული უნდა იქნეს ზომები გაზმომარაგების სისტემიდან გაზსადენების დაუყოვნებლივ გამოსართავად და ხალხის საშიში ზონიდან საევაკუაციოდ.
· ავარიის ლიკვიდაციის ან ავარიული სიტუაციის სამუშაოები შესაძლებელია საავარიო-სადისპეტჩერო სამსახურმა გადასცეს საექსპლუატაციო სამსახურებს მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნება ყველა ზომა, რომლებიც გამორიცხავენ აფეთქების, ხანძრების, მოწამვლის შესაძლებლობას.
შპს „---------------------–--ის“ სადისპეჩერო-საავარიო სამსახურის დებულების თანახმად, სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ბუნებრივი გაზის გაჟონვის, ავარიების ადგილმდებარეობის დასაზუსტებელი სამუშაოების წარმოების კონტროლი; ავარიული სიტუაციების ლოკალიზაცია და ლიკვიდაცია; სწრაფი რეაგირების ჯგუფების მორიგე პერსონალის მუშაობის ორგანიზება; ბუნებრივი გაზის გაჟონვის შემთხვევებში აფეთქებისა და სხვა უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით ქმედითი ღონისძიებების გატარება და სხვ.
შპს „---------------------–--ის“ სადისპეჩერო-საავარიო სამსახურის სწრაფი რეაგირების ჯგუფის (114) ოსტატის თანამდებობრივი ინსტრუქციის თანახმად, ჯგუფის ოსტატის თანამდებობრივი მოვალეობებია: საავარიო განაცხადის მიღებისთანავე შესაბამისი მოქმედებების განხორციელება ავარიული სიტუაციის სალიკვიდაციოდ; მუშაობის პროცესში ავარიებისა და საწარმოო ტრავმების აღკვეთის მიზნით პრევენციული ზომების მიღება და ა.შ. იმავდროულად ოსტატი პასუხისმგებელია შრომითი ხელშეკრულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით მასზე დაკისრებული მოვალეობების, ასევე ხელმძღვანელობის დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე; საქართველოს კანონმდებლობისა და კომპანიის შიდასამართლებრივი აქტების დაცვაზე.
შპს „---------------------–--ის“ სადისპეჩერო-საავარიო სამსახურის სწრაფი რეაგირების ჯგუფის (114) ზეინკლის თანამდებობრივი ინსტრუქციის თანახმად, ჯგუფის ოსტატის თანამდებობრივი მოვალეობებია: კომპანიაში მოქმედი „შრომის უსაფრთხოების წესების“ ცოდნა და დაცვა; საავარიო განაცხადის მიღებისთანავე შესაბამისი მოქმედებების განხორციელება ავარიული სიტუაციის სალიკვიდაციოდ; მუშაობის პროცესში ავარიებისა და საწარმოო ტრავმების აღკვეთის მიზნით პრევენციული ზომების მიღება და ა.შ. იმავდროულად ზეინკალი პასუხისმგებელია შრომითი ხელშეკრულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით მასზე დაკისრებული მოვალეობების, ასევე ხელმძღვანელობის დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე; საქართველოს კანონმდებლობისა და კომპანიის შიდასამართლებრივი აქტების დაცვაზე.
შპს „---------------------–--სა“ და ბრალდებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების თანახმად, ვ------ მ--------ი დასაქმებული იყო საავარიო-სადისპეჩერო განყოფილების ცვლის ოსტატის, ხოლო თ-------- ტ----–---–ი - ცვლის ზეინკლის თანამდებობაზე.
ქ.თბილისში, ა---------–------------ის ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების თანახმად, გამოძახების საფუძველზე, ზ/აღნიშნულ მისამართზე საავარიო-სადისპეჩერო სამსახურის სწრაფი რეაგირების ჯგუფის (114) ოსტატი - ვ------ მ--------ი და ზეინკალი - თ-------- ტ----–---–ი მიდიან 2019 წლის 16 იანვარს 18:15 საათზე, რა დროსაც თავდაპირველად, ვიზუალური კონტროლითა და ყნოსვით იწყებენ პირველი სართულის და მისი მიმდებარე გარე ტერიტორიის შემოწმებას, შემდეგ კი გაზგაყვანილობის შემოწმებას. ვ.მ--------ი ე.წ. სერვერით სადარბაზოში შესამოწმებლად შედის 18:25 საათზე, ხოლო სადარბაზოდან გამოდის 18:38 საათზე (13 წუთში). ბრალდებულებმა ტერიტორია დატოვეს 18:38 საათზე, 20:31 საათზე კი ხდება ძლიერი აფეთქება, რასაც შედეგად მოყვა 4 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და კორპუსის ნგრევა.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, მოწმე ბ------ გ---------ას ჩვენებით, ,,ზემოაღნიშნული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ხელში ეჭირა პლანშეტი (იგულისხმება თ-------- ტ----–---–ი) გ------- ი------ეს უმტკიცებდა, რომ სადარბაზოში სუნი არ იგრძნობოდა და სავარაუდოდ ერთ-ერთ მაცხოვრებელს ჰქონდა გაზის ბალონი ატანილი. როდესაც გავიგე ეს საუბარი და შევატყვე, რომ ისინი უკვე წასვლას აპირებდნენ, მე ჩემი ტელეფონით დავურეკე ჩემს დისშვილს ს--–---- ქ----–--ეს (რომელიც ცხოვრობდა პირველი სადარბაზოს მ--- სართულზე) და ვკითხე, იყო თუ არა მის სართულზე გაზის სუნი, რაზეც მიპასუხა, რომ როგორც სადარბაზოში, ასევე მისი ბინის სააბაზანოში იგრძნობოდა გაზის მძაფრი სუნი. ეს ყოველივე მოვახსენე ,----------------ის’’ თანამშრომლებს, რის შემდეგაც ხანშიშესულმა სათვალეებიანმა მამაკაცმა მანქანიდან აიღო რაღაც აპარატი და შევიდნენ სადარბაზოში... დაახლოებით 10-15 წუთში პლანშეტიანი ახალგაზრდა გამოვიდა გარეთ და ხმამაღლა, ყველას გასაგონად თქვა, რომ არანაირი სუნი არ იყო და გვეშლებოდა. მოგვიანებით გარეთ გამოვიდა ზემოაღნიშნული სათვალეებიანი მამაკაციც, რომელმაც თქვა, რომ ასული იყო მ--- სართულზე, შეამოწმა და არანაირი გაჟონვის კვალი არ აღმოჩნდა... ამის შემდეგ მე ავედი ჩემს სახლში, ხოლო ჩემი მეუღლე ჩავიდა მაღაზიაში. ის რამოდენიმე წუთში დაბრუნდა უკან, შევიდა აბაზანაში და მითხრა, რომ კვლავაც იგრძნობოდა გაზის სუნი, რაზეც ვუთხარი, რომ არანაირი გაჟონვა არ ხდებოდა და მოვუწოდე ჩაერთო გამწოვი. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ მე წამოვწექი დივანზე და დაახლოებით ნახევარი საათი მეძინა. როდესაც გამეღვიძა, მალევე გავიგე ძლიერი აფეთქების ხმა, კორპუსი საშინლად შეირყა და გარედან შემომესმა კივილის და ნგრევის ხმა’’.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, მოწმე ვ-–-------- ხ------–---–ის ჩვენებით, დადასტურებულია ბ.გ---------ას მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია. მოწმის ჩვენებაში ასევე დაფიქსირებულია: „ჩვენი დაჟინებული თხოვნა იყო, რომ ისინი (ბრალდებულები) კიდევ ერთხელ შესულიყვნენ კორპუსში და პირველ სადარბაზოში მეცხრე სართულზე ენახათ მდგომარეობა, ვინაიდან ბ------ გ---------ას ტელეფონზე დაურეკა პირველი სადარბაზოს მ--- სართულის მაცხოვრებელმა, მისმა დისშვილმა ს--–---- ქ----–--ემ, რომელმაც უთხრა მას, რომ მ--- სართულზე ძალიან მძაფრი გაზის სუნი იდგა. აღნიშნულის შემდეგ „---------------ის“ თანამშრომლები ისევ შებრუნდნენ კორპუსში მიუხედავად იმისდა, რომ მათ ჰქონდათ პრეტენზია ლიფტის გაუმართაობის გამო...მეორედ შესვლის შემდეგ დაახლოებით 10 წუთი დაჰყვეს მათ კორპუსში, საიდანაც გამოსვლისთანავე ისევ გაგვიმეორეს, რომ არავითარი საფრთხე არ არსებობდა და ჩვენ გაზის სუნი გვერეოდა სავარაუდოდ კრასკის სუნში.“ საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გულგრილობისათვის, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. ზ/აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელი სპეციალურია, ხოლო სუბიექტური მხარე ხასიათდება გაუფრთხილებლობით.
ქმედების საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, სახეზე უნდა იყოს:
· სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო;
· შედეგი ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ან სხვა მძიმე შედეგის სახით;
· მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ 2019 წლის 16 იანვარს, თბილისში, ა---------–-------------ში მდებარე კორპუსში ადგილი ჰქონდა გაზის გაჟონვას რამდენიმე ადგილზე, კერძოდ: მწოლზე, პირველ სართულზე არსებული ე.წ. ოპერატორების ოთახში, შედუღების ადგილას; დგარზე, პირველი სართულის გარეთა ფასადზე კედელში არსებულ ხვრელთან, შედუღების ადგილას; N-- ბინაში (სამზარეულოში არსებული გაზქურიდან, გაზქურის აირის მილსადენზე მიერთების ადგილიდან ან ბინაში შემავალი მილსადენის ბოლოში არსებული გადამყვანიდან); სადარბაზოში დგარის პირაპირების შედუღების ადგილებში არსებული დაზიანებებიდან (მეორე სართულიდან მერვე სართულის ჩათვლით, სავარაუდოდ 14 წერტილი) და ლიფტის შახტაში. ასევე დადგენილია, რომ დაზიანებები (სავარაუდო 14 წერტილი) არ არის წარმოქმნილი აფეთქების შემდეგ და შესაბამისად, გაჟონვა ხდებოდა კორპუსის აფეთქებამდეც. სადარბაზოში არსებულ გაზის მძაფრ სუნზე მიუთითებდა არაერთი მაცხოვრებელი, სუნის არსებობა არ უარყვიათ შემთხვევის ადგილზე მისულ ბრალდებულებსაც, თუმცა ჯერ კიდევ სრულყოფილი შემოწმების ჩატარებამდე „დაადგინეს“, რომ ეს იყო ან გაზის ბალონის ატანის შედეგად დარჩენილი სუნი ან საღებავის სუნი.
იმ პირობებში, როდესაც შპს „---------------------–--ის“ სადისპეჩერო-საავარიო სამსახურის სწრაფი რეაგირების ჯგუფის ოსტატს - ვ------ მ--------სა და ზეინკალს - თ-------- ტ----–---–ს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილება, „გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის ბრძანება და შპს „---------------------–--ის“ სადისპეჩერო-საავარიო სამსახურის სწრაფი რეაგირების ჯგუფის (114) ზეინკლისა და ოსტატის თანამდებობრივი ინსტრუქციები ავალდებულებდათ ავარიული სიტუაციების ლოკალიზაციასა და ლიკვიდაციას, ბუნებრივი გაზის გაჟონვის შემთხვევებში აფეთქებისა და სხვა უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით ქმედითი ღონისძიებების გატარებას, სარდაფების, გვირაბების, კოლექტორების, სადარბაზოების (სრულად ყველა სართულის), შენობების პირველი სართულების, ლიფტის შახტისა და მრიცხველების სრულყოფილ შემოწმებას, 1%-ზე მეტი მოცულობითი წილით ბუნებრივი გაზის გამოვლენისას შესაბამისი ზომების მიღებას გაზმომარაგების სისტემიდან გაზსადენების დაუყოვნებლივ გამოსართავად და ხალხის საშიში ზონიდან საევაკუაციოდ, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მიზნების მისაღწევად ბრალდებულებს ჰქონდათ შესაძლებლობა რთული ან/და მოცულობითი სამუშაოს არსებობის პირობებში, შეტყობინება განეხორციელებინათ საავარიო-სადისპეჩერო სამსახურში და მიეღოთ დახმარება ადამიანური რესურსისა თუ სპეციალური აპარატურის სახით, ვ------ მ--------მა და თ-------- ტ----–---–მა სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულეს არაჯეროვნად მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, კერძოდ:
· თანამდებობრივი ინსტრუქციები ორივე ბრალდებულს თანაბრად ავალდებულებდა ჩაეტარებინათ სრულყოფილი სამუშაოები ავარიული სიტუაციების ლოკალიზაციასა და ლიკვიდაციას, გაჟონვის კერების აღმოჩენისათვის, თუმცა თ.ტ----–---–ს, რომელიც სრულიად მინდობილი იყო ვ.მ--------ის პროფესიონალიზმსა და პრაქტიკულ გამოცდილებას, არაფერი გაუკეთებია (გარდა მრიცხველების ზედაპირული, ყნოსვით შემოწმებისა) მართლსაწინააღმდეგო შედეგის თავიდან ასაცილებლად მაშინ, როდესაც ინდივიდუალურად მასაც (არა მხოლოდ ვ.მ--------ს) ევალებოდა სადარბაზოს სრულყოფილი შემოწმება და ჰქონდა ამ გზით მძიმე შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა.
· მართალია, ვ------ მ--------ი განზრახ ახდენს შრომითი ხელშეკრულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით მასზე დაკისრებული მოვალეობების დროულად და ხარისხიანად შესრულების ვალდებულების აღრევას „კეთილი ნების გამოვლენაში“ და აღნიშნულით ცდილობს პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას, მაგრამ შეუძლებელია ობიექტური რეალობის (მათ შორის, ვიდეოჩანაწერზე ასახულის) უარყოფა, კერძოდ, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანიასთვის წარმოუდგენელია, რომ 61 წლის ვ.მ--------ს, ე.წ. სერვერით ხელში, 13 წუთში მოეხერხებინა მ--- სართულზე სირბილით ასვლა, ყველა სართულის, თითოეულ სართულზე მდებარე 7 ბინის (თუნდაც კართან მისვლით), მრიცხველებისა (მისივე განმარტებით, თითოეულ მრიცხველზე მინიმუმ სამი დეტალის) და მთლიანად სადარბაზოს გაზგაყვანილობის, ლიფტის შახტისა და სათავსოების სრულყოფილი შემოწმება, ხოლო ის ფაქტი, რომ არ შეუმოწმებია გაზის გაჟონვის ერთ-ერთი კერა - ე.წ. ოპერატორების ოთახი, თავად ბრალდებულმაც დაადასტურა.
· შესაბამისად, სახეზეა ვ.მ--------ისა და თ.ტ----–---–ის მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება მათდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რაც გამოიხატა საუკეთესო შემთხვევაში სადარბაზოს ნაწილობრივ და ზედაპირულ შემოწმებაში, თუმცა ასევე უტყუარად დგინდება ე.წ. ოპერატორების ოთახისა და მ--- სართულზე მდებარე ს.ქ----–--ის ბინის შეუმოწმებლობა მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ხსენებულ ბინაში გაზის მძაფრი სუნის თაობაზე ინფორმაცია და შესაბამისად, გაზის გაჟონვის შესახებ ვარაუდის საფუძველიც. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულია თუ როგორ შედის სადარბაზოს პირველ სართულზე ვ.მ--------ი ანთებული სიგარეტით, რაც დაცვის მხარისავე მოსაზრებით, მიუთითებს, რომ გაზის სუნი არ იგრძნობოდა და ამიტომაც არ მოხდა აფეთქება (თუმცა მხედველობაშია მისაღები, რომ აფეთქებას იწვევს 5%-15%-მდე მეთანის კონცენტრაცია და არა ნაკლები ოდენობა). თუმცა იმ პირობებში, როდესაც არსებობს ინფორმაცია სადარბაზოში გაზის გაჟონვის თაობაზე, არათუ სრულყოფილი შემოწმების დასრულების შემდეგ, არამედ ზედაპირული შემოწმების ჩატარებამდე ვ.მ--------ის მოძრაობა ანთებული სიგარეტით, სწორედაც მიუთითებს ვ.მ--------ის უსაფრთხოების ნორმებისადმი დაუდევარ დამოკიდებულებაზე.
საბოლოოდ, ვ.მ--------ისა და თ.ტ----–---–ის მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვანმა შესრულებამ გამოიწვია აფეთქება, რასაც თავის მხრივ შედეგად მოჰყვა ქ.თბილისში, ა---------–------------ში მდებარე კორპუსის ნგრევა, ათეულობით ოჯახისათვის მატერიალური ზიანის მიყენება და ოთხი ადამიანის: ლ---- დ---–--ის, ნ---- ც-–---ის, ნ----- ც-–---ისა და ნ-----–---- ფ------–---–ის სიცოცხლის მოსპობა. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ პიროტექნიკური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტის ჩვენებით უტყუარად დადგინდა აფეთქების სამი დამოუკიდებელი კერის არსებობა: კორპუსის მე-6 სართულზე არსებული N-- ბინა, კორპუსის ლიფტის შახტა და სადარბაზო, რაც ავტომატურად გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას, რომ მძიმე შედეგთან მიზეზობრივი კავშირი აქვს მხოლოდ N-- ბინაში გაზის გაჟონვის სავარაუდო ფაქტს.
რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას ე.წ. სერვერის ტექნიკურ გამართულობა-გაუმართაობაზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა აღნიშნული ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ბრალდებულების ქმედების სამართლებრივ შეფასებაზე, ვინაიდან: 1. 2019 წლის 16 იანვარს, სხვა გამოძახების დროს აპარატი იყო მუშა მდგომარეობაში და თუკი ა---------–------------ის შემოწმებისას ბრალდებულებმა ეჭვი შეიტანეს მის ვარგისიანობაში, ჰქონდათ ვალდებულება მიემართათ საავარიო-სადისპეჩერო სამსახურისათვის დახმარების სათხოვნელად და 2. სს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ვ.მ--------ის მიერ 9 სართულიანი კორპუსის შემოწმება განხორციელებულია რეკორდულად მცირე დროში - 13 წუთში, შესაბამისად, მან ან საერთოდ არ განახორციელა სართულების შემოწმება ან მხოლოდ ზედაპირულად, კიბეებზე ჩამორბენისას გამოიყენა ე.წ. სერვერი და არ გაითვალისწინა, რომ იმ პირობებშიც კი, თუკი აპარატი იყო მუშა მდგომარეობაში, მას სართულზე ბინების განლაგებიდან გამომდინარე, დაჭირდებოდა გარკვეული დროით შეჩერება ჰაერის სინჯის ასაღებად და მეთანის კონცენტრაციის დასადგენად (გ.ლ----------ის ჩვენების შესაბამისად) მით უფრო, თუკი მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ე.წ. სერვერი გაზის კონცენტრაციას ადგენს დახურულ სივრცეში, თითოეულ სართულს კიბესთან კი აქვს ღიობი.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს საქმეზე გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ:
1. ვ------ მ--------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა გულგრილობა, ესე იგი ორგანიზაციაში სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და საცხოვრებელი კორპუსის ნგრევა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით;
2. თ-------- ტ----–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა გულგრილობა, ესე იგი ორგანიზაციაში სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და საცხოვრებელი კორპუსის ნგრევა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ვ------ მ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
4.2. თ-------- ტ----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სამართლიანობის აღდგენა - ზოგადად, არ არსებობს სამართლიანობის დეფინიცია, განმარტება, კანონით რეგლამენტირებული ცნება, თუმცა, სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან გამომდინარე, სამართლიანობა წარმოადგენს როგორც სამართალშემოქმედების, ისე სამართლის შეფარდების უპირობო მიზანს და შეფასებადია ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით სრულყოფილად სარგებლობისა და დაცვის ხარისხით.
კონკრეტული ქმედებისთვის სასჯელის დაკისრების გზით სამართლიანობის აღდგენის პრაქტიკული შინაარსი დაკავშირებულია შემდეგი მოლოდინების დაკმაყოფილების აუცილებლობასთან, კერძოდ:
· მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა, ის, იმავდროულად, სწორედ ამ მიზეზით ზღვარდადებულია საზოგადოების სხვა წევრების თავისუფლებით (ძირითადი უფლებებით და თავისუფლებებით). ვინაიდან თავისუფლება ყველასათვის ერთნაირი სიკეთეა და გულისხმობს საზოგადოების თითოეული წევრის თანაბარ შესაძლებლობას, შანსს განვითარებასა და თვითრეალიზაციაზე, ყველა, ვინც ამ თავისუფლებით ბოროტად ისარგებლებს, ზღვარს გადააბიჯებს, სხვის თავისუფლებას (ამა თუ იმ უფლებას) ხელყოფს, სამართლიანობა მოითხოვს, აღდგეს თავდაპირველი წონასწორობა და სამომავლოდაც საფრთხის ქვეშ არ იდგეს ყველას ერთნაირი უფლება თავისუფლებაზე. ასეთი წონასწორობის, ბალანსის დასაცავად ხელისუფლება სხვადასხვა ზომებს მიმართავს და საჭიროების შემთხვევაში იძულებითი ღონისძიების უმკაცრეს ზომასაც (სასჯელს). მაშასადამე, სასჯელით სამართლიანობის აღდგენის მიზანი გულისხმობს სწორედ მართლწესრიგში ბალანსის აღდგენასა და შენარჩუნებას.
· სამართლიანობის აღდგენის მიზანი გულისხმობს უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და მშვიდი, ჰარმონიული თანაცხოვრების სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებასა და დაცვასთან დაკავშირებით საზოგადოების მოლოდინების დაკმაყოფილებას. წესრიგი, მშვიდი და ჰარმონიული თანაცხოვრება საზოგადოების იმანენტური მოთხოვნილებაა, ამიტომ, ლოგიკური და საფუძვლიანია საზოგადოების მოლოდინი, რომ ნებისმიერი ქმედება/ქცევა, რომელიც საფრთხეს უქმნის წესრიგს, შეთანხმებულს საზოგადოების წევრებს შორის, აღკვეთილი, თავიდან აცილებული და რეაგირებული იქნება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ამ წესრიგის გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილურ დაცულობას.
· სასჯელის დაწესებით სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ქმედებისთვის მის მიერ გამოწვევადი საფრთხეების, სიმძიმის გათვალისწინებით, ადეკვატური, შესაბამისი, თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. ამ თვალსაზრისით, პირველ რიგში, შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს კონკრეტული პირისგან (მისი ქმედებიდან) მომდინარე პოტენციური საფრთხეების განეიტრალება. სასჯელი უნდა იყოს საკმარისი ამ მიზნის მისაღწევად, თუმცა იმავდროულად, უკიდურესად აუცილებელი, რათა ობიექტურ პირს შეექმნას წარმოდგენა, რომ, თუ არა სწორედ ასეთი სასჯელი, საფრთხეების სხვაგვარად განეიტრალება შეუძლებელი იქნებოდა. სამართლიანი სასჯელი გულისხმობს სახელმწიფოს რაციონალურ და მიზანშეწონილ, თანაზომიერ პასუხს სახელმწიფოს და, მაშასადამე, საზოგადოების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ აღიარებულ ქმედებაზე, რაც ხელს შეუწყობს ზოგადად კრიმინალთან ბრძოლის ფუნქციის წარმატებით შესრულებას, საზოგადოების ჰარმონიული და მშვიდი თანაცხოვრებისა და განვითარებისთვის საზოგადოების მიერვე ნაკარნახებ და ხელისუფლების მიერ მიღებული სათანადო წესების დაცვას.
· სასჯელის გამოყენებით სამართლიანობის აღდგენის მიზანი ბოჭავს როგორც კანონმდებელს, ისე სამართალშემფარდებელს, სასჯელის გამოყენება ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმდებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინა პირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებების გათვალისწინების აუცილებლობას. ერთი მხრივ, კანონმდებელმა უნდა შეძლოს სამართალშემფარდებელი აღჭურვოს საკმარისი შესაძლებლობებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირს შეუფარდოს თანაზომიერი სასჯელი ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებით, ხოლო, მეორე მხრივ, თავად მოსამართლე უნდა იყოს მზად, ყველა რელ----ტური საფუძვლისა და წინა პირობის დეტალური გამოკვლევის გზით, შეუფარდოს პირს ისეთი იძულების ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების რეალიზაციას.
მაშასადამე, სამართლიანობის აღდგენის ფუნქცია რეალიზებადია მხოლოდ კონკრეტული დანაშაულის თანაზომიერი სასჯელის გამოყენებისას და სწორედ ამ გზით ემსახურება სასჯელის სხვა მიზნების რეალიზების შესაძლებლობას.
დამნაშავის რესოციალიზაცია - რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას. ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევის და ამ მიზნით სასჯელის გამართლებისთვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ტვირთი ძალიან მაღალია ყოველ ჯერზე, როგორც სასჯელის სახეობის, მისი სამართლიანად შეფარდების, ასევე მსჯავრდებულის იმ სამართლებრივ თუ საყოფაცხოვრებო პირობებში მოთავსების თვალსაზრისით (პირველ რიგში იგულისხმება საპატიმროში საამისოდ შესაბამისი გარემოს შექმნა), რამაც საბოლოო ჯამში ობიექტურად შესაძლებელი უნდა გახადოს სასჯელით მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნის უზრუნველყოფა.
ახალი დანაშაულის თავიდან აცილება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით“. შესაბამისად, სასჯელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია დანაშაულის როგორც სპეციალური, ისე ზოგადი პრევენცია.
სპეციალური პრევენცია რეციდივის წინააღმდეგ არის მიმართული, გულისხმობს დამნაშავისათვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას. ლოგიკა შემდეგ დაშვებას ეფუძნება: ა) როდესაც დამნაშავე ისეთი მაღალი საფრთხის შემცველია, რომ საზოგადოების დაცვის მიზნით მიზანშეწონილია მისი თავისუფლების აღკვეთა, საზოგადოებისგან მისი იზოლირება კანონზომიერად ამცირებს საზოგადოებისთვის იგივე პირის მიერ ზიანის მიყენების რისკს; ბ) ამასთან, პირი პირადად განიცდის რა საკუთარ თავზე დანაშაულის ჩადენის სამართლებრივ შედეგებს, სახელმწიფოს იძულებითი ღონისძიების ნეგატიურ ეფექტებს, ეს გარემოება გამაფრთხილებელ ზეგავლენას მოახდენს მის მომავალ ქცევაზე. თუმცა, ცხადია, სასჯელი არ არის პირის მიერ მომავალში დანაშაულის ჩადენის გამორიცხვის აბსოლუტური გარანტია, სასჯელს მხოლოდ ასეთი რისკების მინიმალიზების ზოგადი პოტენციალი აქვს, რომელიც ყოველ ჯერზე მიიღწევა ან არა.
ამდენად, სასჯელის სპეციალური პრევენციის მიზანი გულისხმობს დანაშაულის რეციდივის გამორიცხვის, მინიმალიზების მცდელობას, რაც პრინციპში ძირითადად მიღწეულ უნდა იქნეს დამნაშავის რესოციალიზაციით. ამ მხრივ, დანაშაულის სპეციალური პრევენციისა და რესოციალიზაციის მიზნები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული.
მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯა არის დემონსტრირება, დეკლარირება იმისა, რომ ყველას, ვინც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, ემუქრება იგივე სასჯელი (ზოგადი პრევეცია), შედეგად, მას აქვს ერთგვარი წინაღობის ძალა დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ. მაშასადამე, ამა თუ იმ ქმედებისთვის დაწესებულ/კონკრეტულ შემთხვევაში შეფარდებულ სასჯელს აქვს უნარი, შეამციროს როგორც იგივე, ისე სხვა პირების მიერ ამ დანაშაულის ჩადენა. სასჯელმა უნდა უზრუნველყოს როგორც დამნაშავის მიერ საკუთარი ცხოვრების წესის უკეთესობისკენ შეცვლა (მომავალში დანაშაულებრივ საქმიანობაზე უარის თქმა), ისე საზოგადოების დაცვა დამნაშავეთა აგრესიისგან.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ამა თუ იმ ქმედებისთვის დაკისრებული სასჯელი გონივრულ და პროპორციულ დამოკიდებულებაში უნდა იყოს კონკრეტული დანაშაულით გამოწვევად ზიანთან, რომელიც ადგება/შეიძლება მიადგეს პირებს/საზოგადოებას. სასჯელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს კონკრეტული საქმის გარემოებები, ქმედებით გამოწვეული ზიანი, დამნაშავის ბრალეულობის ხარისხი და სხვა, რათა ფაქტობრივად გამოირიცხოს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ყველა რელ----ტური ფაქტორის/გარემოების გაუთვალისწინებლად არაპროპორციული სასჯელის შეფარდება. სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსითა და ფორმით, ობიექტურად შეუწყობს ხელს ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, დანაშაულის შემცირებას და დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ კი, შეუწყობს ხელს სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, კი უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები.
მოცემულ შემთხვევაში, ვ------ მ--------ისა და თ-------- ტ----–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დანაშაულის ხასიათსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს - საუბარია გაუფრთხილებლობით გამოწვეულ მძიმე შედეგსა -კორპუსი ნგრევაზე, რამაც ათეულობით ოჯახს მიაყენა მატერიალური ზიანი და ოთხი ადამიანის, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლის მოსპობაზე, ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კი დაცულია კანონით. სიცოცხლის უფლება არის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაში განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებათაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ღირებულება დემოკრატიული საზოგადოებისათვის. სიცოცხლის უფლება აბსოლუტური ხასიათისაა და მისგან გადახვევა დაუშვებელია. კონვენციის მე-2 მუხლი სახელმწიფოებს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, რაც გულისხმობს სიცოცხლის დაცვას და ავალდებულებს ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებს წარმართონ ადეკვატური და ჯეროვანი გამოძიება ფატალური შემთხვევების არსებობისას. ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება ქმედითი გამოძიების ჩატარებაზე გარდა გამოძიების ეტაპისა, მოიცავს სასამართლო განხილვის სტადიასაც, კერძოდ, მთლიანად სამართალწარმოების შედეგად უნდა შესრულდეს კანონის მეშვეობით სიცოცხლის უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულება, ხოლო ეროვნულმა სასამართლომ არ უნდა დაუშვას, რომ სიცოცხლის მოსპობა დაუსჯელი დარჩეს (B. v. Croatia).
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, თ-------- ტ----–---–სა და ვ------ მ--------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროთ საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული, მაქსიმალურ ზღვართან მიახლოვებული სასჯელი - 4-4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ------ მ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ვ------ მ--------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 18 იანვრიდან.
თ-------- ტ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ თ-------- ტ----–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 18 იანვრიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები, ბეტონის ნატეხები, რკინის კარის შემადგენელი დეტალები, ფიცრის ნაჭერი, ქვის ნატეხები, მოწითალო ფერის ლაქები, ქსოვილის ნაჭერი და შპალერის ნიმუშები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- წყლის გამათბობელი ქვაბი, ვიდეოჩამწერი მოწყობილობა ე.წ. „დივიარი“, გაზის შესამოწმებელი აპარატი ე.წ. „სერვერი“, გაზქურა, მობილური ტელეფონი, გასაღებები, ა/მანქანის პულტი და დაზიანებული საათი დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირებს;
- 36 (ოცდათექვსმეტი) ცალი დისკი მათზე არსებული ფოტოსურათებით, აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ნაჭყებია