განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-------------------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
25 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლ--–- შკუბულიანი
სხდომის მდივანი - ნ---- დანელია
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- მ----–--ე
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ლ---- ზ------ე, ა---------– ლ----------ე
ბრალდებული - რ-----–- ა---------–ის ძე ჩ-----, დაბადებული - 1----–-–---------–---- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ რეგისტრირებული: ს------------------–------------------------ ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------------–---–------------------
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი; 2. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები (ლ---------- კ--------------ა და ო-------–-------------------------------–---ის, ხ-–----ის მ----–----–------ის 1- ს-------- ს----–------------–----–--- სამუშაოებისა და ჭ--------ის მ----–----–------ის ს------–ი ს----ის ს----–------------–----–--- სამუშაოების ეპიზოდები).
დისპოზიცია: 1. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით; 2. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (ლ---------- კ--------------ა და ო-------–-------------------------------–---ის, ხ-–----ის მ----–----–------ის 1- ს-------- ს----–------------–----–--- სამუშაოებისა და ჭ--------ის მ----–----–------ის ს------–ი ს----ის ს----–------------–----–--- სამუშაოების ეპიზოდები).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. შ-- „ე----------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2000 წლის 2 ნოემბერს, რა დროსაც მიენიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------. შ-- „ე----------ს“ საწესდებო კაპიტალის 5--------------------–ი არის ვ------- ტ-----–---–ი, ხოლო დარჩენილი 5--------------------–ი და ამავდროულად ს-–---------------------ი - რ-----–- ჩ-----. 2----–-–-- 19 ივლისს, კ-----–- მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, საქართველოს მთავრობის 2----–-–---------–---------- და საქართველოს პ--------------------------–-–---------–----------------------–------ საფუძველზე, სახელმწიფო ხაზინიდან ა--------------------------–--------------------------------- ანგარიშზე ჩაირიცხა 35 000 000 ლარი. აღნიშნული ტრანსფერი უნდა მოხმარებოდა კ-----ის რეგიონში 2012 წელს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს. საამისოდ ა--------------------------–--------------------------------- და შ-- „ე----------ს“ შორის 2----–-–---------–---, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, გაფორმდა ხელშეკრულება გ---------ის რაიონის ს------– კ--–-----ში ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ, ღირებულებით 300 081,08 ლარი, რომელიც უნდა დასრულებულიყო 2----–-–----------------, ხოლო 2----–-–-- 21 აგვისტოს, ასევე გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, გაფორმდა ხელშეკრულება ლ---------- რაიონის ს------– ლ--–---ში ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ, ღირებულებით 775 077,5 ლარი, რომელიც უნდა დასრულებულიყო 2----–-–-- 30 სექტემბერს. ორივე ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების საერთო ოდენობამ შეადგინა 1 075 158 ლარი. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების შემდგომ, 2----–-–-- 16 ოქტომბერს გაწეული სამუშაოების ღირებულება - 1 075 158 ლარი, სრულად იქნა გადარიცხული შ-- „ე----------ს“ ანგარიშზე. შ-- „ე----------ს“ ანგარიშზე ფულადი თანხის ჩარიცხვის შემდგომ, ამავე ს-------------ის დ-----------მა რ-----–- ჩ-----მ დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი შელახვა გამოიწვია, კერძოდ, რ-----–- ჩ-----მ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდგომ, მიღება ჩაბარების აქტებში ე.წ. ფ------------ში, შესრულებულ სამუშაოთა მოცულობები შეიყვანა არასწორად, რის გამოც მის განკარგულებაში, აღმოჩნდა სამუშაოთა შესასრულებლად გამოყოფილი 76 180,55 ლარი.
1.2. 2----–-–----------------, ლ---------- მ----–----–------სა და შ-- „ე----------ს“ შორის, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, გაფორმდა----- ხელშეკრულება ლ---------- კ-------------- შენობის რეაბილიტაციისა და ლ--------ში ო-------–-------------------------------–---ის სამშენებლო სამუშაოებზე. სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 178 962 ლარს (მათ შორის კ-------------- შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე - 149 876 ლარს, ხოლო ო-------–-------------------------------–---ის მშენებლობაზე - 29 086 ლარს). ხელშეკრულების მიხედვით, შესყიდვის ობიექტის საბოლოო ა------–-–------ა უნდა განხორციელებულიყო წარმოდგენილი ე--------იზის დასკვნის, მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საა------–-–------ო დოკუმენტის საფუძველზე. თანხის გადარიცხვა ხდებოდა ეტაპობრივად წარდგენილი შუალედური აქტების საფუძველზე. შ-- „ე----------ს“ დ-----------ს რ-----–- ჩ-----ს „ს--–-----–--------–-------------–-–------–----------------------------------------------------------------------------–-------------–-----–------“ საქართველოს ე------------------------------------------------------------–-–---------–---- N-------- ბრძანების თანახმად, ევალებოდა გამარტივებული წესით, სახელმწიფო შესყიდვის დროს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებები მიღება-ჩაბარების აქტებში განესაზღვრა ფაქტიურად გაწეული დანახარჯების მიხედვით. მიუხედავად ამისა, 2----–-–-- 2-------------ს რ-----–- ჩ-----მ განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ ფულად თანხებს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, რ-----–- ჩ-----ს მიერ შ----–------------------–------------------------------–- ხელოვნურად იქნა გაზრდილი მასალათა ერთეული ღირებულებები, მათი მოწყობისათვის და ტრანპორტირებისათვის გაცემული ანაზღაურება, რითაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით შეძლო სამუშაოთა დამკვეთებისაგან მოტყუებით მიეღო დამატებითი 42 427 ლარი.
1.3. 2----–-–-- სექტემბერში, შ-- „ე----------სთან“ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ხ-–----ის N1, ხ-–----ის N4, ხ-–----ის N5, ხ-–----ის N6, ხ-–----ის N7, ხ-–----ის N8, ხ-–----ის მ----–----–------ის ს------– ხ–---ს, ხ-–----ის მ----–----–------ის ს------– ს-----ეს, ხ-–----ის მ----–----–------ის ს------– წ-----ის და ხ-–----ის მ----–----–------ის ს------– ო-------ის ს--------------–--მა, ცალ-ცალკე გააფორმეს ხელშეკრულებები ს----–ის შენობის მოწყობის და გათბობის სისტემების მონტაჟის თაობაზე. ათივე ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 1 601 851 ლარი (დღგ-ს ჩათვლით). ზემოაღნიშნული ყველა ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2----–-–-- ნოემბერ-დეკემბერში. ხელშეკრულების მიხედვით, შესყიდვის ობიექტის საბოლოო ა------–-–------ა უნდა განხორციელებულიყო წარმოდგენილი ე--------იზის დასკვნის, მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საა------–-–------ო დოკუმენტის საფუძველზე. თანხის გადარიცხვა ხდებოდა ეტაპობრივად, წარდგენილი შუალედური აქტების საფუძველზე. შ-- „ე----------ს“ დ-----------ს რ-----–- ჩ-----ს „ს--–-----–--------–-------------–-–------–----------------------------------------------------------------------------–-------------–-----–------“ საქართველოს ე------------------------------------------------------------–-–---------–---- N-------- ბრძანების თანახმად, ევალებოდა გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვის დროს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებები მიღება-ჩაბარების აქტებში განესაზღვრა ფაქტიურად გაწეული დანახარჯების მიხედვით. მიუხედავად ამისა, 2----–-–-- დეკემბერში, რ-----–- ჩ-----მ განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ ფულად თანხებს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით შ----–------------------–------------------------------–-, ხელოვნურად იქნა გაზრდილი მასალათა ერთეული ღირებულებები, მათი მოწყობისათვის და ტრანპორტირებისათვის გაცემული ანაზღაურება, რითაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შეძლო სამუშაოთა დამკვეთებისაგან მოტყუებით მიეღო დამატებითი 233 258 ლარი.
1.4. 2----–-–-- 17 ოქტომბერს, ს--- ჭ--------ის მ----–----–------ის ს------–ი ს----ის ს-------- ს----–ასა და შ-- „ე----------ს“ შორის, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, გაფორმდა N------––-------–--ა ქ. ჭ--------ის ს------– ს----ის ს-------- ს----–ის სარემონტო და გათბობის მოწყობის სისტემის სამუშაოების შესყიდვაზე. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 301 087 ლარს. ხელშეკრულების მიხედვით, შესყიდვის ობიექტის საბოლოო ღირებულება განისაზღვრება ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, რომლის შესაბამისად შესაძლებელია შემცირდეს ხელშეკრულების ფასი. საბოლოო ა------–-–------ა მოხდებოდა წარმოდგენილი ე--------იზის დასკვნის საფუძველზე, შესყიდვის ობიექტი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ სამუშაოს შესრულების აქტის (ფ----------------------) წარმოდგენისა და გაფორმების შემდეგ. თანხის გადარიცხვა ხდებოდა ეტაპობრივად წარდგენილი შუალედური აქტების საფუძველზე. შ-- „ე----------ს“ დ-----------ს რ-----–- ჩ-----ს „ს--–-----–--------–-------------–-–------–----------------------------------------------------------------------------–-------------–-----–------“ საქართველოს ე------------------------------------------------------------–-–---------–---- N-------- ბრძანების თანახმად, ევალებოდა გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვის დროს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებები მიღება-ჩაბარების აქტებში განესაზღვრა ფაქტიურად გაწეული დანახარჯების მიხედვით. მიუხედავად ამისა, 2----–-–-----------------, რ-----–- ჩ-----მ განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ ფულად თანხებს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით შ----–------------------–------------------------------–- ხელოვნურად იქნა გაზრდილი მასალათა ერთეული ღირებულებები, მათი მოწყობისათვის და ტრანპორტირებისათვის გაცემული ანაზღაურება, რითაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით შეძლო სამუშაოთა დამკვეთებისაგან მოტყუებით მიეღო დამატებითი 1-5 041 ლარი.
1.5. ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ რ-----–- ჩ-----მ ჩაიდინა 1. გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2201 მუხლის 1-ლი ნაწილით; 2. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ლ---------- კ--------------ა და ო-------–-------------------------------–---ის, ხ-–----ის მ----–----–------ის 1- ს-------- ს----–------------–----–--- სამუშაოებისა და ჭ--------ის მ----–----–------ის ს------–ი ს----ის ს----–------------–----–--- სამუშაოების ეპიზოდები).
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ბრალდების მხარის მტკიცებულებები:
2.1.1. გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
2.1.1.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ-------- ჩ----ის ჩვენებით დგინდება, რომ 2---------–-–--ში იკავებდა შ-- „ე----------ს“ ბ------–------------–--–ის პოზიციას. მის უფლებამოსილებას შეადგენდა ზ--------------–--------------------–------------–ი, რაც შეეხება მ---------------–-----ს, იგი ახორციელებდა ა------–-–------ას. მოწმემ დაადასტურა, რომ მისთვის გადაცემული დოკუმენტების აღრიცხვა და ასახვა ხდებოდა სრულად, ყოველგვარი ცდომილების გარეშე. მისი განმარტებით, ანგარიშფაქტურების გამოწერას ახორციელებდა მ-------ი ბ------–-----ი. ხშირად იყო შემთხვევა, როცა ჰქონდა ჩეკი, მაგრამ არ ჰქონდა ზედნადები, რადგან იმ დროს პროცესი ხორციელდებოდა უშუალოდ ქაღალდის დოკუმენტზე ასახვით, განსხვავებით დღევანდელი სიტუაციიდან (დღესდღეობით R--------------------------–------------–-----------). ს----–--------–----------–ი იღებდა ფულს, რასაც იყენებდა ხელფასების გასაცემად, მასალებისა და ტექნიკის საყიდლად და ა.შ. ხ------------------------ კი მიჰქონდათ მასთან, რაც შ--------------------–ი. აღნიშნულს მოგვიანებით ამოწმებდა ბ------–-----ი. ასევე განმარტა, რომ შესრულებულ სამუშაოებზე დგებოდა ფ------------ი. მოწმემ დაადასტურა, რომ მას ჰქონია ჩეკები ზედნადების გარეშე, თუმცა მას ვერსად ასახვდა, რადგან ძირითადი ინფორმაციის (გამყიდველი, მყიდველი და ა.შ.) ასახვა ხდებოდა ზედნადებში. აღნიშნული ფაქტის გამო, ხარჯის ოდენობა მცირდებოდა, მაგრამ მხოლოდ ქაღალდებით. მოწმის განმარტებით, საფინანსო დოკუმენტებს ხელს მ-------ი ბ------–-----ი და დ-----------ი აწერდნენ. 2----–--–-------------ში, რ-----–- ჩ-----ს ჰქონდა დაახლოებით 20 ობიექტი და საქმის სიმრავლიდან გამომდინარე ყველა ობიექტს შეძლებისდაგვარად აკონტროლებდა. მოწმემ დაადასტურა, რომ იყო შემთხვევები, როდესაც მუშასთან, იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი მიეკუთვნებოდა სოციალურად დაუცველთა ფენას, არ გაუფორმებიათ ხელშეკრულება, რადგან პრობლემები არ შექმნოდა სახელმწიფოსგან მისი სტატუსისთვის განსაზღვრული ფულადი თანხის მიღების კუთხით. მოწმემ განმარტა, რომ მას ძალიან ხშირად უნახავს საკუთარი თვალით თუ როგორ აძლევდა ბ------–-----ი ს----–--------–---------–ებს თანხებს, რაზეც მისთვის მიუცია შენიშვნა, რომ მათ არ მოუტანიათ შესყიდვის დოკუმენტაცია. შესყიდვებთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ რაიონებში მაღაზიები არ იყო იმდენად მობილიზებული, რომ იმწუთიერად გაეცათ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. საკითხის მოსაგვარებლად ისინი უნდა ჩამოსულიყვნენ თბილისში, რაც ორმაგი ხარჯი და დროის დაკარგვა იყო. ამის გამო, ისინი მიდიოდნენ რისკზე და აღარ დაეძებდნენ ხარჯის დოკუმენტებს.
2.1.1.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა---- გ-------ამ განმარტა, რომ იყო შ-- „ე----------ს“ ს----–--------–----------–ი, მისი მოვალეობა იყო მ--–------------–----------------–ი, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი, მისი ხარისხი და ა.შ. ზოგ შემთხვევაში მას სამუშაოებისთვის განკუთვნილი მასალების ყიდვაც უწევდა და შესაბამის თანხებთანაც ჰქონდა შეხება. მოწმემ ს--------–--------------------–---თან დაკავშირებით განმარტა, რომ ყოფილა შემთხვევა, როცა გამყიდველს მხოლოდ ჩეკი მიუციათ. აღნიშნული ფაქტის შესახებ, საქმის კურსში ძირითადად აყენებდნენ ბ------–-----ს. მოწმეს მის მიერ შეძენილი მასალის დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვს, თუმცა მან დაადასტურა, რომ მოცემული თანხები მოხმარდა მშენებლობას. მოწმის განმარტებით, იგი რ-----–- ჩ-----სთან გადიოდა ორგანიზაციულ საკითხებს, თუ რა ეტაპზე იყო მშენებლობა და ა.შ.
2.1.1.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა---- ნ----ამ განმარტა, რომ 2---------–-–--–- საქმიანობდა შ-- „ე----------ში“ ს----–--------–---------–ად. მის მოვალეობაში შედიოდა მ–-----–-------------------–----–- საკითხების მოგვარება, აგრეთვე ხელოსნებთან ურთიერთობა, სამუშაოთა ხარისხის უზრუნველყოფა და მშენებლობის დადგენილ ვადებში ჩაბარება. მოწმის განმარტებით, გარკვეული მოცულობის სამუშაოს შესრულების შემდეგ, იგი პერიოდულად ადგენდა ფ------------ს და თვითონვე ადასტურებდა მათ ხელმოწერით. ეს აქტები შეიცავდა ნამდვილ მონაცემებს. ფ------------ი შევსების შემდეგ ბ------–-----იაში ბარდებოდა. მოწმემ დაადასტურა, რომ ბ------–-----იიდან მიღებული მთელი თანხა მან კომპანიის მიზნების შესაბამისად განკარგა, თუმცა ხშირად ვერ უზრუნველყოფდა ხარჯის დამადასტურებელი ზედნადებების წარდგენას და ამ ხარჯების გაღებას მხოლოდ ჩეკით ადასტურებდა. ზოგჯერ კი ჩეკის წარდგენის საშუალებაც არ ჰქონდა და ანგარიშგება ბ------–-----იასთან მხოლოდ ჩანაწერის საფუძველზე ხდებოდა. მოწმის თქმით, ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ს----–--------–----------–ი კომპანიის თანხით ყიდულობდა მასალას, თუმცა გამყიდველი სასაქონლო ზედნადებს არ იძლეოდა. გარდა ამისა, დასაქმებულების ნაწილი იყო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი ან ბანკთან ჰქონდა პრობლემა და შესაბამისად, მათი მოთხოვნისამებრ ხელფასის გაცემა ხდებოდა ხელზე, რაც ხარჯებში არ ტარდებოდა. მოწმე, დაადასტურა, რომ სწორედ ამ გარემოებათა ერთობლიობამ გამოიწვია მისი სახელით გატანილი თანხის დაგროვება რისი დახარჯვის დამადასტურებელი საბუთიც მას არ წარმოუდგენია. მოწმის თქმით, კომპანიის ასეთი საქმიანობა გამოწვეული იყო, შედეგზე ორიენტირებულებით. რ-----–- ჩ----- იყო დ-----------ი და მასთან თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით კონტაქტი არ ჰქონია. ყველა გაწეული ხარჯის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქმის კურსში აყენებდა ბ------–-----იას.
2.1.1.4. შინაარსობრივად მსგავსი ჩვენებები მისცეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ------- ჯ--------ემ და გ--------- ბ--------ემ.
2.1.1.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე--------მა ი-----–- ქ-------–-–---–მა განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა შ-------–-----–-------–-----------–---–---------------- ე--------იზა. ობიექტები დაათვალიერა ადგილზე, მანვე ჩაატარა აზომვითი სამუშაოები. მისი განმარტებით, დასკვნა გამოსცა მისთვის წარდგენილ დოკუმენტაციისა და ფაქტობრივად ჩატარებული აზომვითი სამუშაოების შედეგად მიღებული მონაცემების ურთიერთშედარებით. შესრულებული სამუშაოების ღირებულება დადგინდა ფ------------ითა და ხელშეკრულებების საფუძველზე. ამის შემდგომ დაანგარიშდა მთლიანი თანხა და შედგა დასკვნა. საკვლევ კითხვას წარმოადგენდა: „ე----------ს“ მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად შესრულებული იყო თუ არა, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება და მოცულობა. ამასთან, ემთხვეოდა თუ არა ფ----------–- ასახულ მოცულობებსა და ღირებულებებს. საკვლევი ობიექტები იყო ლ---------- რაიონის ს------– ლ--–---სა და ჭ--------ში, აგრეთვე გ--------ის რაიონის ს------– კ--–-----ში. აღნიშნულ სოფლებში სამუშაოები შესრულდა სტიქიით დაზარალებულ ბაგა-ბაღებში, ს----–ებსა და კერძო სახლებში. მოწმემ განმარტა, რომ მისთვის წარმოდგენილი იყო ხელშეკრულებები, ფ------------ და ხარჯთაღრიცხვები. საკვლევ ობიექტებზე აზომვითი სამუშაოების ჩატარების შემდგომ მოხდა მოცულობების ცვლილება. პირველ ნაწილად 12 სახურავზე ერთობლივად დაანგარიშდა თანხა და მეორე ნაწილად - 30 სახურავზე. კერძოდ, პირველი კვლევა (12 სახურავზე) განხორციელდა ლ---------- რაიონის სოფლებში - ლ--–---სა და ჭ--------ში, სადაც ფ------------ით წარმოდგენილი იყო ხარჯი 112 721,52 ლარი, ხოლო კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 1-3 511,27 ლარს, ნაცვლად 112 721,52 ლარისა. შესაბამისად, სხვაობამ შეადგინა 9 21-,25 ლარი. რაც შეეხება მეორე კვლევას 30 სახურავთან დაკავშირებით, დადგინდა, რომ ფ------------- შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 343 316,27 ლარს. კვლევით კი დადგინდა, რომ რეალურად ნაწარმოები იყო 327 767,64 ლარის სამუშაოები. შესაბამისად, სხვაობამ შეადგინა 15 548,63 ლარი. მოწმემ განმარტა, რომ კონკრეტული სახლების იდენტიფიცირება მოხდა წარმომადგენლების დახმარებით.
2.1.1.6. ე-------- ი-----–- ქ-------–-–---–ის ჩვენება დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ს---–--------------------------------- დასკვნით.
2.1.1.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ე-------- ბ--------- ბ--------ის ჩვენებით დგინდება, რომ მან ჩაატარა ს---–------ ე--------იზა ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ღირებულებების დადგენისათვის. კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებულ სამუშაოთა ერთეული ღირებულებები შეესაბამებოდა თუ არა თავდაპირველ ხარჯთაღრიცხვაში დაფიქსირებულ სამუშაოთა ერთეულ ღირებულებებს, რეალურად რა მოცულობით შესრულდა მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებული სამუშაოთა სახეობები და რა ღირებულებებით გამოიწვია სხვაობა მან. საკვლევად წარდგენილი იქნა ფ------------ი და ხელშეკრულებები. საკვლევი ობიექტები მდებარეობდა ლ---------- რაიონის ს------– ლ--–---სა და გ---------ის რაიონის ს------– კ--–-----ში. სახლების საერთო რაოდენობა შეადგენდა 163 ერთეულს. მისი განმარტებით, ადგილზე შეისწავლა საკვლევი ობიექტები. ე--------იზას ესწრებოდნენ სოფლების წარმომადგენლები და დამკვეთის წარმომადგენლები (--------------. დამსწრე პირებზე განაცხადა, რომ იყვნენ ა------- გ-------–ი და შ--–-- ღ---–--ე, რომლებიც უთითებდნენ სახლებზე, სადაც უნდა ჩაეტარებინა ე--------იზა. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულ ობიექტებზე აზომვით სამუშაოებს აწარმოებდა 2014 წლის აპრილის შუა რიცხვებში, დაახლოებით 4-5 დღის მანძილზე. აზომვების შემდგომ ნაჩვენები მოცულობები გამრავლდა ხარჯთაღრიცხვის ერთეულ ფასზე, რითაც დადგინდა ნაწარმოები სამუშაოების მოცულობის ფასები. საბოლოოდ დადგინდა, რომ ფ----------–- წარმოდგენილი იყო ხარჯი 422 139 ლარზე, ხოლო ე--------იზით დადგინდა რეალური ხარჯი - 387 344 ლარი. შესაბამისად, სხვაობამ შეადგინა 34 798,45 ლარი. ეს იყო საერთო ჯამური მაჩვენებელი.
2.1.1.8. ბ--------- ბ--------ის ჩვენება დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ს---–------ ე--------იზის №--------- დასკვნით.
2.1.1.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მხარეთა მიერ, სადავოდ არ იქნა მიჩნეული დ----- გ--–--–---–ის და თ----–- ნ-------–ის დაკითხვის ოქმი/მათ მიერ შედგენილი დოკუმენტაცია, აგრეთვე ამოღების ოქმები.
2.1.1.1-. სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, 06/12/1988, №1-590/83, §68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, 08/04/201-, №24086/04, §32). აღნიშნული გადაწყვეტილებით, ევროპული სასამართლოს პოზიცია მტკიცებულებების შეფასებისა და ფაქტების დადგენისას შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოსთვის უპირატესობის მინიჭებაში გამოიხატება.
2.1.1.11. შიდასახელმწიფოებრივ დონეზე სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაეს საკანონმდებლო აქტზე - საქართველოს კონსტიტუციაზე, რომლის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. აღნიშნული სტანდარტი გამორიცხავს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
2.1.1.12. სასამართლომ იხელმძღვანელა „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტის შესაბამისად, შეაფასა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილად მიიჩნია, რომ რ-----–- ჩ-----მ ჩაიდინა გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, შემდეგ გარემოებათა გამო: უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ე--------იზის №----------------------- დასკვნებზე, რომლის მიხედვით ცალსახად დგინდება, რომ რ-----–- ჩ-----ს კ-----ის რეგიონში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ეპიზოდში, ფ------------ში შ-- „ე----------ს“ მიერ რეალურად შესრულებულთან შედარებით, დაფიქსირებული აქვს გაცილებით მეტი თანხა. საგულისხმოა, რომ დაცვის მხარემ აღნიშნული მტკიცებულება მიიჩნია უდავო მტკიცებულებად, რითაც ფაქტობრივად დაადასტურა ზემოაღნიშნული ე--------იზის დასკვნების სისწორე. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ რ-----–- ჩ----- იყო შ-- „ე----------ს“ დ------------–----–-----------------–--------------–-----–ი და ს-–---------------------ი. სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად ე--------იზის დასკვნებით დადგენილი ცდომილებისა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადგინდა რ-----–- ჩ-----ს მიერ მიღება-ჩაბარების აქტებში ე.წ. ფ-----------–- შესრულებულ სამუშაოთა მოცულობების ხელოვნურად გაზრდის ფაქტი, რითაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით შეეძლო მართლსაწინააღმდეგოდ მიეთვისებინა სამუშაოთა შესასრულებლად გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხები. სასამართლოს აზრით, რ-----–- ჩ-----ს მიერ თანხების არ ასახვა მოხდა გაუფრთხილებლობით, კერძოდ, ამ უკანასკნელმა სამუშაოების დასრულების შემდეგ, ყურადღება არ მიაქცია და მიღება-ჩაბარების აქტებში შესრულებულ სამუშაოთა მოცულობები შეიყვანა არასწორად (სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ რ-----–- ჩ-----ს მითვისების განზრახვა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ იკვეთება). არასწორი ინფორმაციის შეყვანა კი, მიუთითებს მის დაუდევარ დამოკიდებულებაზე.
2.1.1.13. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა წარმოდგენილი როგორც სადავო, ისე უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც დასაშვებობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეჯერებულების თვალსაზრისით და დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ-----–- ჩ-----მ ჩაიდინა გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
2.1.2. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (ლ---------- კ-------------- სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და ო-------–-------------------------------–---ის სამშენებლო სამუშაოების ეპიზოდი)
2.1.2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–- პ-----–---–მა განმარტა, რომ 2014 წელს მუშაობდა ფ------------------------------------------------ში, კერძოდ, ს--–---–-------------–---თა და ე--------იზის დეპარტამენტში ეკავა მ-------ი ი-----------ის პოზიცია. მოცემულ საქმეზე მან თავის მეწყვილესთან (ზ------------) ერთად შეისწავლა ლ---------- კ-------------- შენობის რეაბილიტაციისა და ო-------–-------------------------------–---ის, აგრეთვე ს--- ჭ--------ის მ----–----–------ის ს------–ი ს----ის ს-------- ს----–აში, შ-- „ე----------ს“ მიერ ჩატარებული სამუშაოები და დაადგინა, რომ შ-- „ე----------ს“ მიერ ფ--------------- ნაჩვენები შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება - 453 528 ლარი (დღგს ჩათვლით), 147 468 ლარით მეტია საბუღალტრო მონაცემების მიხედვით გაწეული დანახარჯებისა და შესაბამისი დარიცხვების გათვალისწინებით მიღებულ 306 060 ლართან (დღგ-ს ჩათვლით) შედარებით.
2.1.2.2. მსგავსი ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------------მ.
2.1.2.3. ზ-----------ის და ი-----–- პ-----–---–ის ზემოაღნიშნული ჩვენებები დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი 2----–-–---------------–-------------------თ.
2.1.2.4. მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებად ცნობილი ს---–------ ე--------იზის №--------- დასკვნის თანახმად, ლ---------- მ----–----–------ის დაკვეთით შ-- „ე----------ს“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოთა მოცულობების და სახარჯთაღრიცხვო ერთეულ სამუშაოთა ღირებულებების გათვალისწინებით შეადგენს: ლ---------- ო-------–-------------------------------–---ის მშენებლობის ღირებულება - 28808,51 ლარს (დღგ-სა და სხვა დარიცხვების გათვალისწინებით), ხოლო ლ---------- კ-------------- შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება - 145006,37 ლარს (დღგ-სა და სხვა დარიცხვების გათვალისწინებით).
2.1.2.5. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებულ იქნა გ------- ო-----------ის დაკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციაც.
2.1.2.6. სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთმანეთთან ურთიერთშეჯერებულების თვალსაზრისით და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ-----–- ჩ-----მ ჩაიდინა თაღლითობა ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით. კერძოდ, 2----–-–-- 2-------------ს, შ-- „ე----------ს“ დამფუძნებელმა - რ-----–- ჩ-----მ განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ ფულად თანხებს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, რ-----–- ჩ-----ს მიერ შ----–------------------–------------------------------–- ხელოვნურად იქნა გაზრდილი მასალათა ერთეული ღირებულებები, მათი მოწყობისათვის და ტრანპორტირებისათვის გაცემული ანაზღაურება, რითაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შეძლო სამუშაოთა დამკვეთებისაგან მოტყუებით მიეღო დამატებითი 42 427 ლარი. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ხასიათდებიან უტყუარობის იმგვარი სტანდარტით, რაც აუცილებელია პირის დამნაშავედ ცნობისთვის.
2.1.3. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (ხ-–----ის მ----–----–------ის 1- ს-------- ს----–------------–----–--- სამუშაოების ეპიზოდი)
2.1.3.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ---- მ--------–---–მა განმარტა, რომ 2---------–-–--–- საქმიანობდა შ-- „ე----------ში“, მ-------ი ი-–-----ის პოზიციაზე. მის ფუნქცია-მოვალეობებს წარმოადგენდა ობიექტების (მოცემულ შემთხვევაში 1-------–-) შემოწმება, კერძოდ, ყურადღებას აქცევდა რამდენად სწორედ სრულდებოდა პროექტი მშენებლობისას. მოწმის განმარტებით, სარემონტო მასალების ზოგიერთ სახეობას ადგილზე ყიდულობდნენ, ზოგს კი იძენდნენ თბილისში. მისი თქმით, კვირაში ერთხელ ხდებოდა გავლილი სამუშაოს შეჯამება და ამ საკითხთან დაკავშირებით, ხელმძღვანელობის საქმის კურსში ჩაყენება. ამასთან, თითქმის ყოველდღე ხდებოდა მერიაში შეხვედრა, სადაც განიხილებოდა მიმდინარე სამუშაოები. მოწმის განმარტებით, იყო შემთხვევები როდესაც საჭირო მასალებს ყიდულობდნენ კერძო მოსახლეობისგან, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში შეძენილ მასალას ვერ ექნებოდა საბუღალტრო დოკუმენტაცია. გარდა ამისა, მშენებლობის მიმდინარეობისას მოხდა იმ ადგილის გაქურდვა, სადაც მოთავსებული იყო მათთვის საჭირო სამშენებლო იარაღები, თუმცა საგულისხმოა, რომ აღნიშნული მასალები ვერ იქნა მოძიებული სამართალდამცავი ორგანოების მიერ. მოწმემ დაადასტურა, რომ მისთვის დარიცხული თანხები მთლიანად მოხმარდა მშენებლობას.
2.1.3.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------------მ განმარტა, რომ 2-------- წლები მუშაობდა ფ------------------------------------------------ში, კერძოდ, ს--–---–-------------–---თა და ე--------იზის დეპარტამენტში ეკავა მ-------ი ი-----------ის პოზიცია. მოცემულ საქმეზე შეისწავლა ხ-–----ის N---------------------- ასევე სოფლების ს-----ეს, წ-----ის, ხ–---ს და ო-------ის ს--------------–--ის გ------------–----ის ცენტრალური სამუშაოების მიმართ შედგენილი ფ----------–- ასახული პირდაპირი დანახარჯების მონაცემები, რამდენად შეესაბამებოდა საბუღალტრო დოკუმენტაციაში ასახულ ინფორმაციას. მისი განმარტებით, ხ-–----ის ს----–ებში ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისა და გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებით, შ-- „ე----------ს“ ფორმა №2-ში ასახული შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება - 1 407 983 ლარი (დღგ-ს ჩათვლით) 233 258 ლარით მეტია საბუღალტრო მონაცემების მიხედვით გაწეულ 1 174 725 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) დანახარჯებთან შედარებით.
2.1.3.3. მსგავსი ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–- პ-----–---–მა.
2.1.3.4. ზ-----------ის და ი-----–- პ-----–---–ის ზემოაღნიშნული ჩვენებები დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი 2014 წლის 27 იანვრის რევიზიის აქტით.
2.1.3.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული უ-----------ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ლ---- ს----------–ის სასამართლო ე--------იზის ეროვნული ბიუროს ი-–------ე--------ის პოზიციაზე. მან შესრულებული სამუშაოების ღირებულების დადგენასთან დაკავშირებით ჩაატარა ე--------იზა, რომლის თანახმად, უნდა დადგენილიყო ხ-–----ის 1- ს----–ის გათბობის მოწყობის ე--------იზა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოხდა მოცულობების გაზომვა და ფაქტობრივი მოცულობების გათვალისწინებით ფასების შედარება, ხარჯთაღრიცხვასა და 4 ცალ ზედნადებზე დაყრდნობით, რის შემდეგაც საბოლოო თანხა გამოვიდა 68 698,6 ლარი, ნაცვლად ფ----------–- მითითებული 72 124,75 ლარისა (შესაბამისად, სხვაობა შეადგენდა 3 426,15 ლარს). მოწმის განმარტებით, კვლევისათვის ყველა პოზიციაზე ვერ იქნა წარმოდგენილი ზედნადებები სრული მოცულობით, რის გამოც ბუნდოვანების აღმოსაფხვრელად მოხდა ზედნადების ნომრების მიწერა. წარმოუდგენელ ზედნადებებთან მიმართებაში კი იხელმძღვანელა ხარჯთაღრიცხვით. მოწმემ განმარტა, რომ კვლევისას, უმეტეს შემთხვევაში იხელმძღვანელა წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვებით, ვინაიდან საქმის მასალებიდან გამომდინარე, ასეთ შემთხვევაში ხელმძღვანელობენ ან ფაქტობრივი ღირებულების გამოყვანის კუთხით წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებით და მასალის შესყიდვის დოკუმენტაციით ან ხარჯებით. მოწმემ დაადასტურა, რომ ფ------------ში გაწერილ ფასებსა და ზედნადებებს შორის არსებობდა განსხვავება, მოხდა მათი ჩასწორება. მოწმემ დადგენილად მიიჩნია, რომ შ-- „ე----------ში“ ს----–ას გადარიცხული აქვს გადასახდელი თანხის 90 %, ხოლო დარჩენილი 1-% ს----–ას დატოვებული აქვს საგარანტიოდ.
2.1.3.6. ს---–------ ე--------იზის №--------- დასკვნის თანახმად, შ-- „ე----------“-ს მიერ, ს--- ხ-–----ის მ----–----–------ის ს------–ი ხ–---ს ს-------- ს----–აში წარმოებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მოცულობები რიგ შემთხვევაში არ შეესაბამება წარმოდგენილ ფ----------–- მოცემულ აღნიშნული სამუშაოების მოცულობებს, შესაბამისად, შ-- „ე----------ს“ მიერ, მოცემულ ობიექტზე წარმოებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საერთო ღირებულება, წარმოებული ხილული სამუშაოების ფაქტიური მოცულობებისა და მოცემული სამუშაოთა ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით, ასევე დამკვეთის მიერ ფარული სამუშაოების მოცულობების ჩათვლით, შეადგენს 124147,68 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), რაც წარმოდგენილ ფ----------–- მოცემულ 124520,33 ლარზე - 372,65 ლარით ნაკლებია.
2.1.3.7. ს---–------ ე--------იზის №--------- დასკვნის თანახმად, შ-- „ე----------ს“ მიერ ს--- ხ-–----ის მ----–----–------ის ს------–ი წ-----ის ს-------- ს----–აში წარმოებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მოცულობები რიგ შემთხვევაში არ შეესაბამება წარმოდგენილ ფ----------–- მოცემულ აღნიშნული სამუშაოების მოცულობებს, შესაბამისად, შ-- „ე----------ს“ მიერ, მოცემულ ობიექტზე წარმოებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საერთო ღირებულება, წარმოებული ხილული სამუშაოების ფაქტიური მოცულობებისა და მოცემული სამუშაოთა ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით, ასევე დამკვეთის მიერ ფარული სამუშაოების მოცულობების ჩათვლით, შეადგენს 43143,91 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), რაც წარმოდგენილ ფ----------–- მოცემულ 43462,16 ლარზე - 31825 ლარით ნაკლებია.
2.1.3.8. ს---–------ ე--------იზის №--------- დასკვნის თანახმად, შ-- „ე----------ს“ მიერ ს--- ხ-–----ის N-----------------–-–ი წარმოებული სარემონტო სამუშაოების მოცულობები, რიგ შემთხვევაში არ შეესაბამება წარმოდგენილ ფ----------–- მოცემულ სარემონტო სამუშაოების მოცულობებს, შესაბამისად, შ-- „ე----------ს“ მიერ, აღნიშნულ ობიექტზე წარმოებული სარემონტო სამუშაოების საერთო ღირებულება, წარმოებული სამუშაოების ფაქტიური მოცულობებისა და ხარჯთაღრიცხვით მოცემული სამუშაოთა ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით, ასევე დამკვეთის მიერ ფარული სამუშაოების ჩათვლით, შეადგენს 313269,98 ლარს, დღგ-ს ჩათვლით, რაც წარმოდგენილ ფ----------–- მოცემულ 315073,73 ლარზე -1803,75 ლარით ნაკლებია, დღგ-ს ჩათვლით.
2.1.3.9. ს---–------ ე--------იზის №--------- დასკვნის თანახმად, შ-- „ე----------ს“ მიერ ს--- ხ-–----ის N-----------------–-–ი წარმოებული სარემონტო სამუშაოების მოცულობები, რიგ შემთხვევაში არ შეესაბამება წარმოდგენილ ფ----------–- მოცემულ სარემონტო სამუშაოების მოცულობებს, შესაბამისად, შ-- „ე----------ს“ მიერ, აღნიშნულ ობიექტზე წარმოებული სარემონტო სამუშაოების საერთო ღირებულება, წარმოებული სამუშაოების ფაქტიური მოცულობებისა და ხარჯთაღრიცხვით მოცემული სამუშაოთა ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით, ასევე დამკვეთის მიერ ფარული სამუშაოების ჩათვლით, შეადგენს 277724,76 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), რაც წარმოდგენილ ფ----------–- მოცემულ 279225,39 ლარზე 1500,63 ლარით ნაკლებია (დღგ-ს ჩათვლით).
2.1.3.1-. ზემოაღნიშნული ე--------იზის №--------- №---------, №---------, №--------- დასკვნების სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე--------მა - ბ--------- ბ--------ემ.
2.1.3.11. ს---–------ ე--------იზის №--------- დასკვნის თანახმად, შ-- „ე----------ს“ მიერ ხ-–----ის №-----------------–ის საქვაბის მშენებლობასა და გათბობის სისტემის მოწყობაზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 68698,60 ლარს (დღგ-სა და სხვა დანარიცხების ჩათვლით), ნაცვლად ფორმა №2-ში ნაჩვენები 72124,75 ლარისა. სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 3426,15 ლარს.
2.1.3.12. ზემოაღნიშნული ე--------იზის №--------- დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე--------მა - უ-----------მა.
2.1.3.13. ს---–------ ე--------იზის №--------- დასკვნის თანახმად, შ-- „ე----------ს“ მიერ ქ. ხ-–----ში, ს--- გ--–-----------------------–-------- ს-------- ს----–აში ჩატარებული ცენტრალური გათბობის მოწყობის სამუშაოების ღირებულება, ნაცვლად ფ----------–- ნაჩვენები 75089,42 ლარისა (დღგ-ს ჩათვლით), შეადგენს 72938,35 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), სხვაობა ნაკლებობით შეადგენ 2151,07 ლარს.
2.1.3.14. ზემოაღნიშნული ე--------იზის №--------- დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე--------მა - გ------- კ-----ემ.
2.1.3.15. ს---–------ ე--------იზის №--------- დასკვნის თანახმად, ხ-–----ის რაიონის ს------– ს-----ეში, ა-----–--ის ქუჩაზე, შ-- „ე----------ს“ მიერ შესრულებული, ს----–ის სარემონტო სამუშაოების ფაქტიური მოცულობები, ძირითადად შეესაბამება ფორმა №2-ში ნაჩვენებ მოცულობებს, თუმცა შესრულებული სამუშაოთა აქტში ნაჩვენები ერთ-ერთი პუნქტში ნაჩვენები სამუშაო (შემყვან-გამანაწილებელი მოწყობილობა 3 ჯგუფიანი) არ არის მოწყობილი. ჩვენს მიერ მოხდა შესრულებული სამუშაოთა აქტის დაკორექტირება, რის შედეგადაც შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 30137,91 ლარი, ნაცვლად შესრულებული სამუშაოთა აქტში (ფორმა №2-ში) ნაჩვენები 30284,66 ლარს.
2.1.3.16. ზემოაღნიშნული ე--------იზის №--------- დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე--------მა - ი-----–- ი----–---–მა.
2.1.3.17. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები: მ------ კ------ე-ა---–-–---–ის, მ----- ხ------ის, თ----- ბ-------ას, გ------- შ--------ის, ლ--–- ქ------–---–ის, ლ--–--------–-ის, ნ----------ის, მ----- ლ-–----ის, თ----- გ---–--–---–ის, რ------- მ---------–ის, დ-------- გ----------ის, ლ--------- ა-----–--ის, გ------- ჩ----ის, გ------- ბ-----ის და გ------- კ-----ის დაკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაცია.
2.1.3.18. სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთმანეთთან ურთიერთშეჯერებულების თვალსაზრისით და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ-----–- ჩ-----მ ჩაიდინა თაღლითობა ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით. კერძოდ, 2----–-–-- დეკემბერში, რ-----–- ჩ-----მ განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ ფულად თანხებს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით შ----–------------------–------------------------------–- ხელოვნურად იქნა გაზრდილი მასალათა ერთეული ღირებულებები, მათი მოწყობისათვის და ტრანპორტირებისათვის გაცემული ანაზღაურება, რითაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით შეძლო სამუშაოთა დამკვეთებისაგან მოტყუებით მიეღო დამატებითი 233 258 ლარი.
2.1.4. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (ჭ--------ის მ----–----–------ის ს------–ი ს----ის ს----–------------–----–--- სამუშაოების ეპიზოდი).
2.1.4.1. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები: ლ--------- ა-----–--ის, თ----- ც--–------ის და დ-------- გ----------ის დაკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაცია.
2.1.4.2. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებაზე - მოწმე ლ--------- ა-----–--ის დაკითხვის ოქმზე, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ მან შ-- „ე----------ს” ჭ--------ის მ----–----–------ის ს------–ი ს----ის ს----–------------–----–--- სამუშაოებისთვის მიაწოდა 319, 40 კვ.მ. მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა, ერთეული ღირებულებით 1-1 ლარი დღგ-ს, ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ხარჯის ჩათვლით - საერთო ღირებულებით 32 259,4 ლარი, მაშინ, როდესაც რ-----–- ჩ-----ს 319, 40 კვ.მ. მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის ღირებულებად დაფიქსირებული აქვს 35 134 ლარი, ერთეული ღირებულებით 11- ლარი, რასაც ასევე დამატებული აქვს 4 791 ლარი მონტაჟის თანხა. მაშასადამე, მხოლოდ ამ სამუშაოში ხარჯი ხელოვნურად, ყალბად არის გაზრდილი 7 665, 6 ლარით (ანუ მხოლოდ მეტალო-პლასტმასების გრაფაში თაღლითურად არის დაუფლებული სახელმწიფოს კუთვნილი 7 665, 6 ლარის ოდენობის ფულადი თანხა).
2.1.4.3. შ-- „ე----------დან“ ამოღებული ბუღალტრული ჩანაწერებითა და საგადასახადო დოკუმენტაციით ასევე დასტურდება, რომ რეალურად სამუშაოთა წარმოებაზე იხარჯებოდა გაცილებით მცირე თანხა ვიდრე ეს იყო დაფიქსირებული შესრულებულ სამუშაოთა აქტებში. აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტებსაც მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
2.1.4.4. შ-- „ე----------ს“ ს----–--------–---------–ების ჩვენებებით დადგენილ იქნა, რომ ისინი კონკრეტულ სამუშაოზე კონკრეტული საქონლის შესყიდვის დოკუმენტებსა და შუალედურ ფ------------ს, რომელთა საფუძველზეც შემდგომ დგებოდა საბოლოო ფ------------ი აბარებდნენ შ-- „ე----------ს“ ბ------–-----იას. შ-- „ე----------ს“ ბუღალტრის დ-------- ჩ----ის ჩვენებით დგინდება, რომ მას ფ------------თან შეხება არ ჰქონია (-----------------------
2.1.4.5. საქმეში წარმოდგენილი ფ------------ით დგინდება, რომ ყველა მათგანზე ხელს აწერს დ-----------ი რ-----–- ჩ-----. ფ------------ში შესრულებული სამუშაოს ღირებულების გაზრდით ეკონომიკურ სარგებელს იღებდა შ-- „ე----------“, მის ანგარიშზე ირიცხებოდა აქტებში მითითებულზე გაცილებით მეტი თანხა.
2.1.4.6. სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთმანეთთან ურთიერთშეჯერებულების თვალსაზრისით და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ შ-- „ე----------ს“ ანგარიშებზე წვდომა ერთპიროვნულად გააჩნდა რ-----–- ჩ-----ს, მაშასადამე ერთადერთი პირი ვინც ფ----------–- ყალბი მონაცემების დაფიქსირებით სარგებელს იღებდა, ლოგიკურად იყო ეს უკანასკნელი. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ-----–- ჩ-----მ ჩაიდინა თაღლითობა ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით. კერძოდ, 2----–-–-----------------, რ-----–- ჩ-----მ განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ ფულად თანხებს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით შ----–------------------–------------------------------–- ხელოვნურად იქნა გაზრდილი მასალათა ერთეული ღირებულებები, მათი მოწყობისათვის და ტრანპორტირებისათვის გაცემული ანაზღაურება, რითაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით შეძლო სამუშაოთა დამკვეთებისაგან მოტყუებით მიეღო დამატებითი 1-5 041 ლარი.
2.2. დაცვის მხარის მტკიცებულებები:
2.2.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაცვის მხარის მოწმის ა-----– დ-----ა–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2----–-–----- მუშაობდა შ-- „ე----------ში“ ს----–--------–---------–ად. მისი განმარტებით, 2----–-–-- ივლისში, ა------- ც--–------ესთან ერთად ხელმძღვანელობდა კ-----–- მომხდარი სტიქიისაგან დაზიანებული ობიექტების სარემონტო სამუშაოებს. მათ მოვალეობაში შედიოდა: ზედამხედველობა, უსაფრთხოება, შესრულებული სამუშაოების აზომვა, მასალების მიღება-განაწილება და მუშა პერსონალზე ხელფასების გაცემა. მისი განმარტებით, აღნიშნულ სამუშაოებს აკონტროლებდა მთავრობა, რომელიც აიძულებდა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ დროში დაემთავრებინათ სამუშაოები. ყოველ შესრულებულ სახლზე ადგენდნენ მიღება-ჩაბარების აქტებს, რის საფუძველზეც საბოლოო ჯამში იბეჭდებოდა ფ------------ი. მოწმის განმარტებით, 2----–-–-- აგვისტოში, გ---------ის რაიონის ს------– კ--–-----ში დაამთავრეს სამუშაოები, ხოლო ამავე წლის სექტემბერში - ლ---------- რაიონის ს------– ლ--–---ში. მთელი ამ დროის განმავლობაში აღნიშნული სამუშაოების შედეგად მისი და ა------- ც--–------ის ხელმძღვანელობით გადაიხურა 150 სახლზე მეტი, 3 ს----–ა, 1 ბაღი და 1 მუსიკალური ს----–ა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ არც რ-----–- ჩ-----საგან და არც სხვა პირებისაგან არ ყოფილა დავალება, რომ მიღება ჩაბარების აქტებში მომხდარიყო მოცულობების ხელოვნურად გაზრდა, პირიქით, რ-----–- ჩ----- ყოველთვის აფრთხილებდა მათ, რომ საბოლოოდ იმაზე ნაკლები მოცულობები ჩაეწერათ აღნიშნულ აქტებში, ვიდრე იქნა შესრულებული, რათა შეცდომები მაქსიმალურად გამოერიცხა.
2.2.2. ს---–------ ე--------იზის №--------- დასკვნის თანახმად, შ-- „ე----------ს“ მიერ, ს--- ხ-–----ის N-----------------–-–ი წარმოებული სარემონტო სამუშაოების საერთო მოცულობები შეესაბამება წარმოდგენილ ფ----------–- მოცემულ სარემონტო სამუშაოების მოცულობებს, შესაბამისად: შ-- „ე----------ს“ მიერ, აღნიშნულ ობიექტზე წარმოებული სარემონტო სამუშაოების საერთო ღირებულება, წარმოებული ხილული სამუშაოების ფაქტიური მოცულობებისა და მოცემული სამუშაოთა ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით, ასევე დამკვეთის მიერ ფარული სამუშაოების მოცულობების ჩათვლით, შეესაბამება ფ----------–- მოცემულ სამუშაოთა საერთო ღირებულებას 206009,27 ლარს, დღგ-ს ჩათვლით.
2.2.3. ს---–------ ე--------იზის №--------- დასკვნის თანახმად, შ-- „ე----------ს“ მიერ ს--- ხ-–----ის N-----------------–-–ი წარმოებული სარემონტო სამუშაოების საერთო მოცულობები შეესაბამება წარმოდგენილ ფ----------–- მოცემულ სარემონტო სამუშაოების მოცულობებს, შესაბამისად: შ-- „ე----------ს“ მიერ, სიწიშნულ ობიექტზე წარმოებული სარემონტო სამუშაოების საერთო ღირებულება, წარმოებული სამუშაოების ფაქტიური მოცულობებისა და მოცემული სამუშაოთა ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით შეესაბამება ფ----------–- მოცემულ სამუშაოთა საერთო ღირებულებას 36432,61 ლარს, დღგ-ს ჩათვლით.
2.2.4. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები: მ-----------–--ის, ნ---- კ------ის, ნ------------–-–---–ის, შ--–--------–--ის, ა---------– ხ-----–---–ის, მ-----–---------–--ის, ნ--------------–---–ის, კ------- ღ---–--ის, დ----- ლ------ის, ვ-–----–-----ის, დ----- კ--------–---–ის, ზ---------------ის, თ---------- ც--–------ის, თ-------------------ის, ნ---- ზ--–--–---–ის, გ---------–--–---–ის, მ--–--------------–ის, ბ---- ჩ-----ს, ა-----– დ-----ა–---–ის, თ----- ც--–------ის, ნ----------ის, მ----- ლ-–----ის, თ----- გ---–--–---–ის და რ------- მ---------–ის დაკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაცია.
2.2.5. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა რ-----–- ჩ-----მ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება. მანვე, საბოლოო სიტყვის ეტაპზე თავი ცნო უდანაშაულოდ.
2.2.6. მართალია, დაცვის მხარე საკუთარი მტკიცებულებების წარმოდგენით შეეცადა უარეყო ბრალდების მხარის მტკიცებულებები, თუმცა სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებენ უტყუარობის კრიტერიუმს, რის გამოც, შეუძლებლად მიიჩნევს მათ საფუძველზე გამამართლებელი განაჩენის დადგენასა და რ-----–- ჩ-----ს უდანაშაულოდ ცნობას.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
3.2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/548; 22/01/2015; §41).
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 2201 მუხლით კრიმინალიზებულია გულგრილობა, ესე იგი ორგანიზაციაში სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავის სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების დაცვა, ხოლო დამატებითი ობიექტია ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და საკუთრება. გულგრილობა გამოიხატება ხელმძღვანელობითი, წარმომადგენილობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დაუდევარი დამოკიდებულებით თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობაში ან არაჯეროვნად შესრულებაში. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ თავისი კონსტრუქციით მოცემული დანაშაულის შემადგენლობა მატერიალური ხასიათისაა და იგი დამთავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, რა დროსაც ზემოაღნიშნული ქმედება გამოიწვევს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებით დარღვევას, ადამიანის სიცოცხლის მოსპობას ან სხვა მძიმე შედეგს, ხოლო ქმედების სუბიექტური შემადგენლობის კუთხით იგი გამოიხატება გაუფრთხილებლობაში, კერძოდ დაუდევრობაში, რა დროსაც პირს გაცნობიერებული არ აქვს წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული თაღლითობისათვის - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია, რომლის შემადგენლობისთვისაც აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის/მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი.
3.5. ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. სუბიექტს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ იგი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და მას უნდა სურდეს ამ შედეგის დადგომა.
3.6. სასამართლომ ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ როგორც სადავოდ, ისე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - ურთიერთშეჯერებულებისა და უტყუარობის თვალსაზრისით და იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ-----–- ჩ-----მ ჩაიდინა 1. გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია; 2. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით (ლ---------- კ--------------ა და ო-------–-------------------------------–---ის, ხ-–----ის მ----–----–------ის 1- ს-------- ს----–------------–----–--- სამუშაოებისა და ჭ--------ის მ----–----–------ის ს------–ი ს----ის ს----–------------–----–--- სამუშაოების ეპიზოდები).
3.7. სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია რ-----–- ჩ-----ს მიერ თაღლითობის ჩადენა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დანაშაულის სამივე ეპიზოდში, ვინაიდან მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ რ-----–- ჩ----- იყო შ-- „ე----------ს“ 5--------–--–-----------------–ი და რომ შ-- „ე----------ს“ ანგარიშებზე წვდომა ერთპიროვნულად გააჩნდა რ-----–- ჩ-----ს. მაშასადამე, ერთადერთი პირი, ვინც ფ----------–- ყალბი მონაცემების დაფიქსირებით (რაც დადგენილია არაერთი ე--------იზის დასკვნით) სარგებელს იღებდა იყო ეს უკანასკნელი.
3.8. რაც შეეხება ისეთ დამამძიმებელ გარემოებას, როგორიცაა თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 1- 000 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ნათლად დასტურდება, რომ რ-----–- ჩ-----ს მიერ განხორციელებული ქმედებით სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი, ვინაიდან დანაშაულის თითოეულ ეპიზოდში დაფიქსირებული თანხა აღემატება კანონმდებლის მიერ დიდი ოდენობისთვის დაწესებულ ნიშნულს.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
4.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
4.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს.
4.3. სასამართლო განმარტავს, რომ რ-----–- ჩ-----ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის თითოეული ეპიზოდი (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით), მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 2201 მუხლის პირველ ნაწილს, აღნიშნული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და განსხვავებით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილისგან, სასჯელის სახედ ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად შეაფასებს მოცემული საქმის გარემოებებსა და მსჯავრდებულის პიროვნებას და თავისი დისკრეციის ფარგლებში თითოეული დანაშაულისთვის შეარჩევს, თუ რომელი სასჯელის სახე და ზომა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
4.4. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს რ-----–- ჩ-----ს მიერ ჩადენილი ქმედებების ს-------------რივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ და სამეწარმეო ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ მიმართული ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთა ერთობლიობა); ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (რ-----–- ჩ----- ლ---------- კ-------------- სარეაბილიტაციო სამუშაოების, ხ-–----ის მ----–----–------ის 1- ს-------- ს----–------------–----–--- სამუშაოებისა და ჭ--------ის მ----–----–------ის ს------–ი ს----ის ს----–------------–----–--- სამუშაოების ხარჯზე მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სახელმწიფოს დიდი რაოდენობის თანხას, ხოლო კ-----ის რაიონი სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, როგორც საწარმოს ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირმა, გამოიჩინა დაუდევარი დამოკიდებულება და თავისი სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა); ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (რ-----–- ჩ-----ს მტკიცე და ურყევ სურვილს ჩაედინათ დანაშაული (იგულისხმება თაღლითობის სამივე ეპიზოდი)); ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (ანგარებით სხვისი საკუთრების დაუფლებას (იგულისხმება თაღლითობის სამივე ეპიზოდი)); მის პიროვნებას (დაცვის მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი დახასიათების თანახმად, რ-----–- ჩ----- მოიხსენიება, როგორც დადებითი პიროვნება), აგრეთვე მის კანონშესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლოში.
4.5. იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს დამამძიმებელი გარემოებები (სასამართლო დამამძიმებელ გარემოებად არ მიიჩნევს რ-----–- ჩ-----სთვის ბრალად წარდგენილი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებებს), სასამართლოს მართებულად მიაჩნია რ-----–- ჩ-----ს თითოეული ქმედებისთვის დაუნიშნოს თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელი, კერძოდ ისეთი, როგორიცაა ჯარიმა, რადგან მოცემულ შემთხვევაში ის წარმოადგენს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მისაღწევად.
4.6. ამასთან, ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა (სასამართლო რ-----–- ჩ-----ს ზიანის ოდენობიდან გამომდინარე, ყველაზე მკაცრ სასჯელს უნიშნავს ხ-–----ის მ----–----–------ის 1-----------------–-- ეპიზოდთან მიმართებაში) უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები.
5. ყადაღის საკითხის გადაწყვეტა:
5.1. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2----–-–-------------- განჩინებით ბრალდებულ რ-----–- ჩ-----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით განსაზღვრული თანხის 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ნაცვლად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო ნაკვეთზე და მასზე დამაგრებულ საცხოვრებელ სახლზე (მდებარე: ს------------------------------–---------------------------------------------- დადებული ყადაღა.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ, 2 ცალი დისკი უნდა დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ-----–- ჩ-----ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 2201 მუხლის პირველ ნაწილზე.
რ-----–- ჩ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2201 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.
რ-----–- ჩ----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ლ---------- კ--------------ა და ო-------–-------------------------------–---ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.
რ-----–- ჩ----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ხ-–----ის მ----–----–------ის 1-----------------–-- ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.
რ-----–- ჩ----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ს------– ს----ის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით რ-----–- ჩ-----ს სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.
განაჩენის აღსრულებაზე მსჯავრდებულის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2----–-–-------------- განჩინებით ბრალდებულ რ-----–- ჩ-----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით განსაზღვრული თანხის 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ნაცვლად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო ნაკვეთზე და მასზე დამაგრებულ საცხოვრებელ სახლზე (მდებარე: ს------------------------------–---------------------------------------------- დადებული ყადაღა.
ნივთიერი მტკიცებულება:
- 2 ცალი დისკი, დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლ--–- შკუბულიანი