განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----- ქ-----–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ--–------- გ--–-- ძე კ---–---–-, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 3-------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ვ---------–-- მ--- მასივი, მ--- კვარტალი, კორპუსი #-, ბინა #2--–-
ადვოკატი - დ----- ჯ-------–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1თ----- რ------- და გ--–------- კ---–---–- დაახლოებით 8 წელია იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
1.2. 2018 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, თბილისში, ვ---------–-- მ--- მასივი, მ--- კვარტალი, კორპუსი #-, ბინა #2--–-, გ--–-------- კ---–---–მა, ურთიერთშელაპარაკების დროს ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს თ----- რ-------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: მარჯვენა ხელი დაარტყა ცხვირის არეში, რის შემდეგაც ხელი მოუჭირა კისრის არეში, აღნიშნულის შემდეგ თ----- რ-------მ მოახერხა გ--–------- კ---–---–-სგან თავის დაღწევა და გაიქცა სახლიდან სადარბაზოს მიმართულებით, რა დროსაც მას დაედევნა გ--–------- კ---–---–-, რომელმაც თ----- რ-------ს თმებში მოჰქაჩა და ხელი ჰკრა, რის გამოც თ----- რ-------მ ვერ შეინარჩუნა წონასწორობა და თავი მიარტყა ბინის კარს. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად თ----- რ-------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. წინასასამართლო და საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულმა სრული მოცულობით აღიარა ბრალად შერაცხული ქმედება, დაეთანხმა მის მამხილებელ ყველა მტკიცებულებას. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ ამტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
2.2.სასამართლოს დასკვნა გ--–------- კ---–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ თ----- რ------ის და მოწმის - ი------------–--ის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ფოტოსურათის გადაღების შესახებ ოქმს (ასახულია დაზარალებულის დაზიანებები), სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ფიზიკური ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს, ასევე აუცილებელია ქმედება ჩადენილი იყოს ოჯახში, მსხვერპლიც და მოძალადეც უნდა იყვნენ ერთი ოჯახის წევრები. სასამართლომ უდავო მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ 2018 წლის 17 ივლისს, ალკოჰოლური თრობის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა გ--–------- კ---–---–მა, ეჭვიანობის ნიადაგზე ხელებით სხეულის სხვადასხვა ადგილში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს-თ----- რ-------ს. ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამონარიდი მსხვერპლის თ----- რ------ის 17.07.2018 წლის გამოკითხვის ოქმიდან ,,.. 2018 წლის 16 ივლისს 23:00 საათზე ჩამოვედი თბილისში ჩემს საცხოვრებელ ბინაში ... სადაც დამხვდა ჩემი მეუღლე გ--–------- კ---–---–- ნასვამ მდგომარეობაში... დაახლოებით იქნებოდა შუაღამის 01:00 საათი, ჩვენს შორის მოხდა სიტყვიერი კონფლიქტი... იგი ძლიერ გაღიზიანდა და მარჯვენა ხელი ძლიერად დამარტყა სახის, კერძოდ კი ცხვირის არეში. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მე განვიცადე ფიზიკური ტკივილი . ამის შემდეგ მან ძლიერად მომიჭირა ხელი კისრის არეში. .... გავიქეცი ჩემი საცხოვრებელი ბინის მოპირდაპირედ, .. დავაკაკუნე ძლიერად მის კარებზე და კარები გამიღო თავად ი----იმ , რა დროსაც გარეთ გამოვიდა გ--–------- კ---–---–-, რომელმაც ძლიერად მომქაჩა ხელი თმაში და ხელით მიბიძგა წინ. მე თავი ვეღარ შევიკავე და თავი დავარტყი ი----ის საცხოვრებელი ბინის კარებს. თმების მოქაჩვის და აღნიშნული დარტყმის შედეგად მე განვიცადე ძლიერი ფიზიკური ტკივილი’’. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით თ----- რ-------ს პირადი შემოწმებისასა აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (სისხლნაჟღენთები კისრის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე, კისრის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე, ცხვირის წვერზე, მარჯვენა თვალბუდის ზემო ქუთუთოზე, ამავე თვალის სკლერაში მოწითალო ფერის სისხლჩაქცევა). არსებული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დასკვნის მიხედვით, შესამოწმებელი პირის გადმოცემით, 2018 წლის 17 ივლისს, გამთენიისას მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ხელი დაარტყა სახისა და კისრის მიდამოში.
3.3 ასევე უდავოა ფაქტი, რომ მოძალადე და მსხვერპლი არიან ერთი ოჯახის წევრები, ცოლი და ქმარი.
3.4.სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. სასამართლო ასევე მოიშველიებს ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას’’ რომელიც აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგი----ი ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.6. სასამართლომ საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულმა გ--–------- კ---–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1.გ--–------- კ---–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის მასშტაბი და დაზიანებათა სიმრავლე.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. პასუხისმგებლობის დამძიმების კუთხით სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მასშტაბს - მოძალადემ მსხვერპლზე რამდენიმე დარტყმა განახორციელა სხეულის სხვადასხვა ადგილას, გარდა ამისა, მაშინ როდესაც მსხვერპლი ცდილობდა მისგან თავის დაღწევას, მოძალადე სადარბაზოში დაედევნა და კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
5.3.რაც შეეხება საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს – გ--–------- კ---–---–-ს მიერ ბრალის აღიარებას, მართლმსაჯულების რესურსის დაზოგვას მტკიცებულებების გამოკვლევაზე უარის თქმით, აღნიშნულს სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის ზომის და არა სახის განსაზღვრის დროს, ვინაიდან პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან პირობითი მსჯავრი, როგორც ამას დაცვის მხარე ითხოვს ვერ იქნება პრევენციული ხასიათის მატარებელი, რათა ბრალდებულმა მომავალში არ განაგრძოს ოჯახში ძალადობა.
5.4. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების დაბალანსებით გ--–------- კ---–---–ს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით.
5.5. სასჯელის მიზნების უზრუნველყოფის მიზნით და ძალადობის მასშტაბის მხედველობაში მიღებით, აუცილებელია გარკვეული პერიოდით გ--–------- კ---–---–-ს იზოლაცია ოჯახისგან. სასამართლოს შეფასებით კერძო პრევენციის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულზე სასჯელის ზემოქმედებით, რათა მსჯავრდებულმა მომავალში აღარ ჩაიდინოს იდენტური დანაშაული, მოახდინოს მისი ქმედებების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის საფუძველზე, ელექტრონული დისკი - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ--–------- კ---–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით გ--–------- კ---–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 17 ივლისიდან.
3. ნივთიერი მტკიცებულება:
ელექტრონული დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა