განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/354-18w.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
26 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
ბრალდების მხარე: პროკურორი – ო---------------
დაცვის მხარე: ბრალდებული – ე-–---------------–-, დაბადებული 1--- წლის 7-----ს ბ---------ში, პირადი #1----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ---------ის რ-ნი, დ--------–----ა, ბ---------ის ქუჩა N-
ადვოკატი - მ-------------–---------------------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ე-–---------------–- 2018 წლის 0-----------ს დაახლოებით 02:00 საათზე, ბ---------ის მუნიციპალიტეტის დ--------–----აში, ბ---------ის ქ. N1--ში თავის საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოების მოტივით, მეუღლეს ნ-------–---ეს, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ორივე ხელი ძლიერად წაუჭირა კისერში, მარჯვენა ხელის მუშტი ძლიერად შემოარტყა მარჯვენა მხარეს გულმკერდის არეში, ეზოში გაქცეული დაიჭირა და აივნის რკინის ბოძზე არტყმევინა თავი, სამჯერ ძლიერად ჩაარტყა მარჯვენა ხელის მუშტი თავში და ითრია თმებიდან, რითაც ნ-------–---ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
საქმეში არსებული მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა, როგორც უდავო სახის მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ე-–----- ჩ--------–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:
დაზარალებულ ნ-------–---ის გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად იგი ცხოვრობს დ--------–----აში მეუღლესთან და შვილებთან ერთად, 2018 წლის 0------------ დაახლოებით 20:00 საათზე მისი მეუღლე ე-–---------------–- სახლში დაბრუნდა ნასვამი, დაწვა და დაიძინა. დაახლოებით 02.00 საათზე შემოესმა ლაპარაკის ხმა და გაიგო, რომ მისი მეუღლე ეზოში მეზობელს ესაუბრებოდა და სასმელი კიდევ დაელია. როდესაც ე-–-----ი ავიდა სახლში, მას დაუწყო საუბარი, რომ თითქოს იგი ღალატობდა მას და ჰყავდა საყვარელი, ე-–-----ი მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა მოკვლით, ორივე ხელი მოუჭირა ძლიერად კისერში, ისე რომ მას სუნთქვა შეეკრა, მან სცადა თავის დაღწევა, რა დროსაც ე-–------ მარჯვენა ხელის მუშტი ძლიერად შემოარტყა მარჯვენა მხარეს გულმკერდის არეში, თავი არტყმევინა ძლიერად აივნის რკინის ბოძზე, ძალით გაათრია სახლის მეორე სართულზე, იგი ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ე-–-----ი მას სცემდა, ითრევდა თმებიდან, რითაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. მის მეუღლეს წარსულშიც არაერთხელ უცემია და მიუყენებია მისთვის სიტყვიერი შეურაცყოფაც.
იხ. ს.ფ. 15-17;
მოწმე ა---------–---ის გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად 2018 წლის 0-----------ს საღამოს იყო სახლში, როდესაც ე-–-----ი ჩ--------–-ს სახლის მხრიდან შემოესმა ყვირილის ხმა, მან მაშინვე ჩაიცვა და გავიდა გარეთ, სადაც დახვდნენ მეზობლები, მათ შორის ე-–---------------–-ს ძმა ე------ი ჩ--------–-, რომელმაც უთხრა, რომ ე-–----- ჩ--------–მა და ნ----მ იჩხუბესო და ნ---- სახლიდან წავიდაო. მან დაიწყო ნ-------–---ის ძებნა და სოფლის საავტომობილო გზაზე ნახა იგი, ძირს იწვა და ცუდად იყო. მისი სიძე ე-–---------------–-, როდესაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ არის, სულ ჩხუბობს ოჯახში და ფიზიკურ შეურაცყოფას აყენებს მის შვილს - ნ-------–---ეს.
იხ. ს.ფ. 7-9;
მოწმე მ-----–-----–-–---–-ს გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად 2018 წლის 0-----------ს იგი იმყოფებოდა ხა–----–ი სტუმრად. რა დროსაც დაურეკა მისმა მეუღლემ და უთხრა, რომ მათ შვილს სახლში მეუღლესთან მოსვლია კამათი და გაქცეულა სახლიდან, არსად ჩანსო. მ-----–-----–-–---–- წამოვიდა ხა–-------ან შვილის საძებნელად და ნახა სოფლის საავტომობილო გზაზე გონებადაკარგული იწვა და ვერ ლაპარაკობდა. მისი სიძე ე-–---------------–-, როდესაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ არის, სულ ჩხუბობს ოჯახში და ფიზიკურ შეურაცყოფას აყენებს მის შვილს - ნ-------–---ეს.
იხ. ს.ფ. 12-14;
ე-–-----ი ჩ--------–მა სასამართლოს არსებით სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
2018 წლის 1------------ N---------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად ნ-------–---ის სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთი და ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
იხ. ს.ფ. 11--116;
ე-–-----ი ჩ--------–-ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა - მ------ ჩ--------–-ს, თ---------------ის, თ---–- ჩ--------–-ს გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ ე-–---------------–-ს გამოკითხვის ოქმი, დადგენილება შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ბრალდებულის დაკავების ოქმი, განჩინება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ, ე-–-----ი ჩ--------–-ს ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილება, დადგენილება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ე-–-----ი ჩ--------–-ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ ე-–-----ი ჩ--------–-ს მიერ განხორციელებული ქმედებით, ჩადენილია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, შესაბამისად, დასახელებული კვალიფიკაციით ბრალდებული ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ე-–-----ი ჩ--------–-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებაა დანაშაულის ჩადენა მთვრალ მდგომარეობაში.
ე-–-----ი ჩ--------–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება და ქმედების მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის, დაზარალებულის პოზიციის და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, სასამართლო მიიჩნევს, რომ ე-–-----ი ჩ--------–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 თვის ვადით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ე-–-----ი ჩ--------–-ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ე-–---------------–- (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) თვის ვადით.
2. ე-–---------------–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 0-----------დან.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5.მსჯავრდებულს უფლება აქვს აღძრას შუამდგომლობა შეწყალების შესახებ.
მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი