განაჩენი

სისხლის სამართლის 08.10.2018
საქმის ნომერი
330100116001634184
თარიღი
08.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმის N1/-----16

(გამოძიების N0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ-------------–-–---–ი,დაცვის მხარე:

ბრალდებული - პ----- ჯ--------ის ძე ბ-----–---–ი - დაბადებული 19---–-–----------------, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, სა--------------------------------ში,ადვოკატი - გ--–- ნ-----–--–---–ი,კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით - სამოტივაციო

ნაწილი :

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2010 წლიდან 2016 წლის 03 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, პ----- ბ-----–---–ი მისი მეუღლის ხ-------ა გ----------ის მიმართ ახორციელებდა სისტემატურ შეურაცხყოფას, რაც გამოიხატებოდა გინებასა და ლანძღვაში. ამცირებდა, აშანტაჟებდა და ემუქრებოდა, რომ თუ პოლიციაში განაცხადებდა ძალადობის ფაქტს, წავიდოდა სახლიდან და დატოვებდა ფინანსური სახსრების გარეშე. 2016 წლის 30 ოქტომბერს პ----- ბ-----–---–მა ხ-------ა გ----------ს თავში ჩაარტყა მუშტი და ყელის არეში ხელის წაჭერით ცდილობდა მის დახრჩობას, რითაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

ბრალდებულმა პ----- ბ-----–---–მა სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების დროს განმარტა, რომ ხ-------ა გ----------ი არის მისი მეუღლე. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ სამი შვილი, მ-------, გ------ი და ვ-------ი. 2012 წელს გ------იმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა, მ------- სწავლობს უცხოეთში, ხოლო ვ-------ი არის დაავადებული ცერებრალური დამბლით. ამავე ჩვენებით, მიუხედევად იმისა, რომ ის ყოფილ საყვარელს აღარ ხვდებოდა, მეუღლე მასზე მაინც ეჭვიანობდა და ამ მიზეზით ოჯახში ხშირად ჰქონდათ კამათი.

 

პ----- ბ-----–---–ის ჩვენებით, 2016 წლის 30 ოქტომბერს ხ-------ა გ----------ი წაიყვანა ექიმთან და ვიზიტის ღირებულება თავად გადაუხადა. როცა თანხის უკან დაბრუნება მოსთხოვა დაზარალებულს, ეს უკანასკნელი გაბრაზდა და დაუწყო ჩხუბი. გაერიდა მორიგ კონფლიქტს, წავიდა სახლიდან და დროებით გადავიდა დასთან საცხოვრებლად. იმავე წლის 03 ნოემბერს, როცა მივიდა სახლში პირადი ნივთების წამოსაღებად ის დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, ადგილზე ჩაუტარეს ჩხრეკა და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

 

ამავე ჩვენებით, შვილის სიკვდილის შემდეგ ხ-------ა გ----------ს ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა და პ----- ბ-----–---–ი მეუღლეს გარეთ მარტო არ უშვებდა, რისთვისაც მას ძალაც გამოუყენებია და ზემოაღნიშნულით ახსნა დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები. ბრალდებულის განმარტებით მას 2016 წლის 30 ოქტომბერს ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია ხ-------ა გ----------ის მიმართ, არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა გამართლება.

 

ინსპექტორ-გამომძიებელ გ------ი ჭ--–--ის ჩვენებით დადგენილი გარემოებაა, რომ 2016 წლის 03 ნოემბერს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, მეწყვილესთან, თ---------- ე-–--------–---–თან ერთად იმყოფებოდა ს------------ ქუჩაზე, რა დროსაც ტელეფონით დაურეკა ხელმძღვანელმა ი-----------------–---–მა და უთხრა დაუყოვნებლივ გამოცხადებულიყვნენ ს------------ ქუჩაზე მდებარე მე-2 კორპუსთან. ამავე შეტყობინების თანახმად ირკვეოდა, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს და მოქალაქე ხ-------ა გ----------ს მეუღლე პ----- ბ-----–---–ი ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ადგილზე მისვლისას ბინის კარები გააღო დაზარალებულმა, რომელიც იყო აღელვებული, და ითხოვდა შველას. მან მეწყვილესთან თ------ ე-–--------–---–თან ერთად ადგილზე დააკავა პ----- ბ-----–---–ი, რომელსაც ადგილზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და მათ მიერ გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას გამომძიებელმა თ------ ე-–--------–---–მა.

 

რ--------- ც-–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 2 ნოემბერს, დი------------------------------------–-------------------–---- განცხადებით მიმართა მოქალაქე ხ-------ა გ----------მა, რომელშიც ის აღნიშნავდა, რომ 2010 წლიდან მეუღლე პ----- ბ-----–---–ი მუდმივად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. უკანასკნელად მეუღლის მხრიდან მის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადგილი ჰქონდა 30 ოქტომბერს.

 

დაზარალებულის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და ხ-------ა გ----------ი დაიკითხა მოწმის სახით. მანვე ჩვენების დასრულების შემდეგ წარუდგინა მობილური ტელეფონი სადაც განთავსებული იყო ძალდობის ამსახველი ფაქტები, რაც ხ-------ა გ----------ის თანხმობით ამობეჭდილი და დათვალიერებული იქნა. მობილური ტელეფონი დაილუქა კანონის შესაბამისად, ხოლო ფოტოსურათები რომელიც ასახავდა ძალადობის შემცველ ინფორმაციას დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

 

ხ-------ა გ----------ის სხეულზე არსებული დაზიანების ხარისხის დადგენის მიზნით დანიშნა სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზა. იმავე წლის 3 ნოემბერს, პოლიციის განყოფილებაში დარეკა ხ-------ა გ----------მა რომელიც ითხოვდა შველას, რადაგან მისი მეუღლე სახლში იყო მისული და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ხელმძღვანელობის დავალებით უახლოეს ტერიტორიაზე მყოფი ჯგუფი გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მოხდა პ----- ბ-----–---–ის დაკავება.

 

ს------------------–---–ის ჩვენებით დადგენილი გარემოებაა, რომ არის დაზარალებულისა და ბრალდებულის მეზობელი. მოწმის განმარტებით ის პირადად არ შესწრებია ძალადობის ფაქტს, მაგრამ რამოდენიმეჯერ ნახა დაზარალებული, რომლსაც სხეულზე ემჩნეოდა ფიზიკური დაზიანების შედეგად დარჩენილი სილურჯეები, რაზეც პირად საუბარში ხ-------ამ განუმარტა, რომ მიაყენა მისმა მეუღლემ პ----- ბ-----–---–მა.

 

დაზარალებულმა ხ-------ა გ----------მა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა მიეცა მეუღლის, პ----- ბ-----–---–ის საწინააღმდეგო ჩვენება, იმავე უფლებით ისარგებლა ბრალდებულის შვილმა ვ------- ბ-----–---–მა და არ მისცა მამის წინააღმდეგ ჩვენება.

 

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული დაზარალებულ ხ-------ა გ----------ის 2016 წლის 02 ნოემბრის განცხადებიდან ირკვევა, რომ ქორწინებაში იმყოფება პ----- ბ-----–---–თან, რომელთანაც 28 წლიანი თანაცხოვრებისას შეეძინა სამი შვილი, ვ-------, მარიამ და გ------ი ბ-----–---–ები. იმის გამო, რომ პ----- ბ-----–---–ს ჰყავს საყვარელი, იგი მეუღლისა და ოჯახის სხვა წევრების მიმართ გამოხატავს აგრესიას და აცხადებს მეუღლესთან, რომ მის ქცევაზე არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია, ვინაიდან ოჯახში ის არის ერთადერთი შემომტანი. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ ხშირად მოსდით კონფლიქტი და პ----- ბ-----–---–ი მას აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. კამათის დროს ეუბნება, რომ თუ არ შეეგუება არსებულ მდგომარეობას, არ იყიდის საკვებ პროდუქტებს და აღარ გადაიხდის გადასახადებს. აღნიშნული მდგომარეობის გამო დაზარალებული განიცდის ძლიერ სულიერ ტანჯვას და აღნიშნავს, რომ მისი ასეთი მდგომარეობა გრძელდება 2010 წლიდან.

 

2016 წლის 02 ნოემბრის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ ხ-------ა გ----------ის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი იქნა,,სამსუნგ’’-ის ფირმის მობილურ ტელეფონი იმეი კოდებით 3--------------- და 3--------------. ამავე ტელეფონში აღმოჩნდა გადაღებული 11 ცალი ფოტო, რომელზეც გამოსახულია ხ-------ა გ----------ის მარცხენა მკლავზე არსებული მოლურჯო, მოყვითალო ფერის დაზიანება.

 

დანაშაულის შესახებ შეტყობინების რეგისტრაციის N2------ ფურცლიდან ირკვევა, რომ 2016 წლის 03 ნოემბერს 18 საათსა და 55 წუთზე, ხ-------ა გ----------მა დარეკა პოლიციაში ტელეფონის ნომრიდან - 2------ და ითხოვა დახმარება, რადგან მისი მეუღლე პ----- ბ-----–---–ი მიუვარდა ქ.თბილისი ს------------ ქ-----------ორპუსი ბ--------ში, აბრახუნებდა კარებზე და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2016 წლის 03 ნოემბერს, 19:00 საათზე ქ.თბილისის, დ-----------------------------------–-------------------–--ის თანამშრომლების: გ------ი ჭ--–--ისა და თ------ ე-–--------–---–ის მიერ ქ.თბილისში, ს------------ ქუჩაზე მდებარე N------------–------- სადარბაზოში, პირველი სართულზე, ბ--------სთან, წინააღმდეგობისა და იძულების პროპორციული ზომების გამოყენების გარეშე დაკავებულ იქნა ამავე მისამართზე მცხოვრები პ----- ჯ--------ის ძე ბ-----–---–ი, რის შემდეგ ის იგი გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში. ამავე ოქმით დაკავებულს აღენიშნებოდა სილურჯეები და ნაკაწრები ხელის იდაყვზე, ასევე სილურჯეები აღენიშნებოდა მკერდზე მარცხენა მხარეს, შუბლზე წარბებს შორის - სიწითლე, მარჯვენა მუხლზე ასევე აღენიშნებოდა სიწითლე და ჩალურჯება. პ----- ბ-----–---–ს დაკავებამდე კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 2016 წლის 30 ოქტომბერს ხ-------ა გ----------ს თავის საცხოვრებელ სახლში პ----- ბ-----–---–მა სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. პირადი შემოწმების მონაცემებით ხ-------ა გ----------ი უჩივის თავის ტკივილს და მარცხენა მხრის ზემო მესამედში წინა ზედაპირზე აღენიშნება მოლურჯო-მოიისფრო სისხლნაჟღენთი ზომით 5X3 სმ, ხოლო შუა მესამედში ისეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 10X6სმ. ექეპერტიზის დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმებისას მოქ. ხ-------ა გ----------ის სხეულზე არსებული დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეებმა უდავოდ გახადეს სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ასევე თ---------- ქ----–--ის და ს-------- ბ--–------ ჩვენებები, ნივთიერი მტკიცებულება ხ-------ა გ----------ის მობილური ტელეფონი და დაეთანხმნენ ამავე მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასჯადია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას, განხორციელებულს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია თუ ვინ ითვლება ოჯახის წევრად. ამავე მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ბრალდებულის ჩვენებითა და საქმის მასალებით დადგენილი გარემოებაა, რომ ხ-------ა გ----------ი და პ----- ბ-----–---–ი არიან მეუღლეები.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულის მეუღლემ ხ-------ა გ----------მა და შვილმა ვ------- ბ-----–---–მა გამოიყენეს პროცესუალური უფლება და სასამართლოს არ მისცეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენებები, დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით.

 

კერძოდ, ბრალდებულის დაკავებამდე ხ-------ა გ----------მა მიმართა პოლიციის განყოფილებას და ითხოვა პ----- ბ-----–---–ის მიმართ კანონით დადგენილი ზომების გატარება, იმ ძირითად არგუმენტებზე დაყრდნობით, რომ 2010 წლის შემდეგ ბრალდებული მასზე სისტემატურად ძალადობდა და აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მეტი სიცხადისათვის დაზარალებულმა ჯერ კიდევ მოწმის სახით დაკითხვის დროს გამოძიებას წარუდგინა მობილური ტელეფონი სადაც განთავსებული იყო ძალადობის ამსახველი ფოტოსურათები.

 

სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა როგორც ხ-------ა გ----------ის ასევე პ----- ბ-----–---–ის მიმართ მიღებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და დაეთანხმა ამავე მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს და გარემოებებს. ამავე მტკიცებულებათა შეფასებით ცალსახად დასტურდება, რომ 2016 წლის 30 ოქტომბერს ხ-------ა გ----------სა და პ----- ბ-----–---–ს შორის ოჯახურ კონფლიქტის დროს ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, რომლის შედეგად როგორც დაზარალებულს ასევე ბრალდებულს მიღებული აქვთ სხვადასხვა სახის დაზიანებები. მეუღლეთა შორის, რომ იყო არაჯანსაღი ურთიერთობა და ხშირად უნახავს ნაცემი ხ-------ა გ----------ი დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა მოწმემ ს------------------–---–მა.

 

მართალია სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა გ------ი ჭ--–--ემ, თ------ ე-–--------–---–მა განმარტეს, რომ უშუალოდ არ შესწრებიან დაზარალებულის მიმართ განხორციელებულ ძალადობას, მაგრამ მიუთითეს, რომ დაზარალებული იყო ძლიერ აღელვებული და ითხოვდა შველას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პ----- ბ-----–---–ის განმარტებას, რომ დაზარალებულს სხეულზე არსებული დაზიანებები შესაძლებელია მიღებული ჰქონდეს იმ გარემოებებში, როცა ის ცდილობდა შეეჩერებინა ხ-------ა გ----------ი არ წასულიყო სახლიდან და თვითმკვლელობით არ დაემთავრებინა სიცოცხლე, სასამართლო ვერ გაიზიარებს და თვლის, რომ არის მცდელობა ბრალდებულმა აიცილოს მოსალოდნელი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა. ზემოაღნიშნულს ადასტურებს პ----- ბ-----–---–ის მიმართ ჩატარებულ სამედიცინო ექსპერტიზაში მითითებული გარემოებები რომლითაც დადგენილია, რომ ექვსი წლის განმავლობაში ხდება ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტი, რაც ხშირ შემთხვევაში გადაზრდილია ხელჩართულ ჩხუბში.

 

სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“, რომელიც 2017 წლის 5 აპრილს რატიფიცირებული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ, 55-ე მუხლის პირველ ნაწილში მიუთითებს, რომ ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.

 

ოჯახში ძალადობა ლატენტურ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება, ამ დანაშაულისათვის დამახასიათებელია ფაქტების გაუმჟღავნებლობა, დაფარვა, დამახინჯება, ჩვენების მიცემაზე უარი. სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ დაზარალებულები და თვითმხილველი მოწმეები გამოძიების ეტაპზე დაკითხვის დროს თანამშრომლობენ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო შემდეგ დროთა განმავლობაში ეგუებიან რა მომხდარს, სხვადასხვა მოტივით ცდილობენ ბრალდებულს აარიდონ ან შეუმსუბუქონ პასუხისმგებლობა.

 

სასამართლო თვლის, რომ საქმეზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ პ----- ბ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პ----- ბ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ შერიგებულია დაზარალებულთან და მას ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ასევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალებით არ არის დადგენილი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ პ----- ბ-----–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 95(ოთხმოცდათხუთმეტი) საათის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქდება და მოსახდელად დარჩება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

პ----- ბ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 95(ოთხმოცდათხუთმეტი) საათის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით -2016 წლის 03 ნოემბრიდან - იმავე წლის 05 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი, შეუმსუბუქდეს და პ----- ბ-----–---–ს მოსახდელად დარჩეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80(ოთხმოცი) საათის ვადით;

 

გუქმდეს პ----- ბ-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და მის შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა. გაუქმდეს საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის შესაბამისად გირაოს შეფარდებასთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 05 ნოემბრის გადაწყვეტილებით გამოყენებული დამატებითი ღონისძიებები.

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა და მსჯავრდებულ პ----- ბ-----–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

ნივთიერი მტკიცებულება: ხ-------ა გ----------ის ,,სამგუნის“ ფირმის მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/