განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1------18
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი
სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორები - ა----------–---–-----------------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ-----–------------–--------------------- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, დაბადებული 1----–-–---------------ს, რეგისტრირებული: ს---------------–-----------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------------–------------–-------------------------------------------ში.
ადვოკატი - ი---------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი);
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 1 მარტს დაახლოებით 17:00 საათზე, ქ.თბილისი, გ---------–------------ში მდებარე სუვენირების მაღაზია „------––--, ნ-----–-------------ა თავს დაესხა მაღაზიის გამყიდველს ლ-----------–---–ს და ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოსთხოვა საიუველირო ნივთების გადაცემა.
2018 წლის 1 მარტს დაახლოებით 17:10 საათზე, ქ.თბილისი, ა-----------ა N---ში მდებარე მაღაზია „M----“-ში, ნ-----–-------------ა თავს დაესხა მაღაზია „M----“-ს კონსულტანტს ი-–-------------ას და ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მაღაზია „M----“-ში არსებულ 4980 ლარის ღირებულების სამკაულებს. აღნიშნულის შედეგად შპს „მ-------“ მიადგა 4980 ლარის ქონებრივი ზიანი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად არის დადასტურებული საქმეში არსებულ უდავო და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ-------–-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–--აში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 1 მარტს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ქ.თბილისი, ა-----------ა N---ში საიუველირო მაღაზია „მ--------ე“ განხორციელებული ყაჩაღობის ჩამდენი პირი იყო ნ-----–------------–---------------------, დაბ. 1--- წელს, მცხ: ქ.თბილისი, ვარკეთილი, ზ-------–------------------------------ი, კორპუსი N-------------ში. ინფორმაციის თანახმად, ნ-----–-------------ა აღნიშნულ ფაქტამდე იმყოფებოდა ქ.თბილისში, გ--------–------------ში მდებარე საიუველირო მაღაზიაში, საიდანაც გამოსვლის შემდეგ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული. ამავე ინფორმაციით, ნ-----–-------------ამ მაღაზია „მ------დან“ წამოღებული ნივთები ჩააბარა ქ.თბილისში, ც-----------აზე მდებარე ოქროს კი-------ში მომუშავე მ----------------ეს. აღნიშნულის თაობაზე პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ---------–------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-----------–------------–--ის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 1 მარტს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ქ.თბილისი, ა-----------ა N---ში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ჩადენილი ჰქონდა ნ-----–------------–---------------------ს, რომელიც იმყოფებოდა საბურთალოზე 26 მაისის მოედნის პირველი ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულის თაობაზე პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ----------–----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-----------–------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 1 მარტს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ქ.თბილისი, ა-----------ა N---ში საიუველირო მაღაზია „მ--------ე“ ყაჩაღობის ჩამდენი პიროვნება, გ--------–-------იდან თ---------------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გადაადგილდებოდა წერეთლის ქუჩის მიმართულებით. აღნიშნულის თაობაზე პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს სავაჭრო ცენტრ „კი-------ში“. რეალიზაციას უკეთებს ვერცხლის ნივთებს და ბიჟუტერიას. 2018 წლის 1 მარტს დაახლოებით 18:00 საათზე სავაჭრო ცენტრში მივიდა ნ-----–-------------ა, რომელმაც განუმარტა, რომ მის ძმას ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, სასწრაფოდ სჭირდებოდა თანხა და უნდოდა ვერცხლის ნივთების ჩაბარება. ვინაიდან ნივთების ნაწილი იყო საკიდზე, ხოლო ნაწილი საკიდის გარეშე, დაინტერესდა და ჰკითხა საიდან ჰქონდა აღნიშნული, რაზეც ბრალდებულმა განუმარტა, რომ წამოიღო ვარკეთილში მდებარე მისი ძმის მაღაზიიდან. ვინაიდან არ ჰქონდა თანხა, ლომბარდიდან აიღო სესხი 2200 ლარის ოდენობით, რომელიც გადასცა ნ-----–-------------ას, ხოლო ნ-----–----მა გადასცა ვერცხლის ნივთები. პირადობის მოწმობის მონაცემებზე დაყრდნობით შეადგინა შესყიდვის აქტი, რომელსაც მოაწერეს ხელი. 2018 წლის 2 მარტს მონაწილეობა მიიღო პიროვნების ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო ბრალდებული - ნ-----–-------------ა, როგორც პიროვნება, ვისგანაც ჩაიბარა ვერცხლის ნივთები. ამოცნობის დასრულების შემდეგ გაეცნო ამოცნობის ოქმს და მოაწერა ხელი. ასევე, მონაწილეობა მიიღო ამოღებაში, რა დროსაც, მისი თანხმობით ამოღებული იქნა ვერცხლის ნივთები და ხელშეკრულება, რომლებიც დაილუქა და დაესვა ხელმოწერები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ------------–იას ჩვენებით დადგენილია, რომ არის სავაჭრო ცენტრ ოქროს კი-------ის დირექტორი, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისი, ც-----------ა N8-ში. ასევე, დაქირავებული აქვს დახლები, სადაც გამყიდველი ახდენს ნივთების რეალიზაციას. 2018 წლის 1 მარტს ბრალდებულმა, რომელსაც ეკეთა პირბადე, მ----------------ეს ჩასაბარებლად მიუტანა ვერცხლის მინანქრის ნივთები და განუმარტა, რომ მისი ძმა იყო კომაში და თუკი ფულს არ მიიტანდა, ოპერაციას არ გაუკეთებდნენ. ვინაიდან ნივთებს ჰქონდა ქაღალდის ოვალური და ხის საკიდები ე.წ. „ბირკები“, რომელსაც ბრენდის სახელწოდება ეწერა, დაინტერესდა და ჰკითხა საიდან ჰქონდა ეს ნივთები, რაზეც ბრალდებულმა უპასუხა, რომ მის ძმას ვარკეთილში ჰქონდა მაღაზია, საიდანაც მთლიანად გამოიტანა ნივთები. მ----------------ემ პირადობის მოწმობით და შესყიდვის აქტით ჩაიბარა ზემოთმითითებული ნივთები. მან ლომბარდიდან აიღო 2200 ლარის ოდენობით სესხი და სესხის სახით აღებული თანხა გადაუხადა ბრალდებულს ნივთების სანაცვლოდ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ტაქსის მძღოლად. მგზავრმა, რომლის სახელი-გვარიც არ იცის, გააჩერა აბანოებთან მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე და სთხოვა დინამოსთან ხუთ ლარად გაყვანა. აღნიშნული პიროვნება გაიყვანა და დატოვა წერეთელის გამზირზე დინამოს სტადიონთან, რომელმაც ავტომანქანის სალონში უკანა სავარძელზე დატოვა მოყავისფრო ფერის ბალიშები. მოწმის ჩვენებით, მან მონაწილეობა მიიღო ავტომანქანის დათვალიერებაში, საიდანაც ამოღებული იქნა 4 ცალი ბალიში, რომელიც დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კ-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში კინოლოგიის სამსახურის უფროსი ექსპერტის პოზიციაზე. 2018 წლის 1 მარტს კინოლოგიის სამსახურის სამორიგეო ნაწილში ძველი თბილისის პირველი განყოფილებიდან შევიდა შეტყობინება ქ.თბილისი, გ---------–------------ში საიუველირო მაღაზიაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე. მეწყვილე ლ-–---------–---–თან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა გამომძიებელი და დაზარალებული ქალბატონი. შემთხვევის ადგილი დაცული იყო ლენტით. დაზარალებულის განმარტებით, ყაჩაღობის ჩამდენი პირი იდგა დახლის წინ, რის გამოც დახლის წინ მეტლახის ზედაპირიდან აიღეს სუნის კვალის ნიმუშები და გაუშვეს სამძებრო ძაღლი. აღებული სუნის კვალის ნიმუშები დალუქეს და გადასცეს გამომძიებელს. მონაწილე პირებს შენიშვნა ან/და პრეტენზია არ გამოუთქვამთ.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–---------–---–მა და დამატებით განმარტა, რომ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რომელსაც გაეცნენ მონაწილე პირები და მოაწერეს ხელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ-----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ქ.თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსი ექსპერტის პოზიციაზე. 2018 წლის 1 მარტს სამორიგეო განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რის საფუძველზეც ხ------------------ესთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, მდებარე ქ.თბილისი, ა-----------ა N---ში. შემთხვევის ადგილზე დახვდათ მაღაზიის მეპატრონე, კინოლოგები და გამომძიებელი, რომელმაც განუმარტა, რომ საიუველირო მაღაზია „მ------–-“ პიროვნებამ ჩაიდინა ყაჩაღობა. მათ მიერ შემოსაზღვრული იქნა შემთხვევის ადგილი, დაზარალებულმა მიუთითა, თუ რას შეეხო ბრალდებული ყაჩაღობის ჩადენისას, რის საფუძველზეც ამოღებული იქნა სამკაულების საკიდები და სადგამები, რომლებიც დაილუქა ერთ პაკეტად. თაროები, სადაც იყო განთავსებული სამკაულები და მისი მიმდებარე ტერიტორია, დამუშავებული იქნა დაქტილოსკოპიურად, რის შედეგადაც ამოღებული იქნა 8 ხელის კვალი, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად. მათ მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დასურათება. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რომელსაც გაეცნენ მონაწილე პირები და მოაწერეს ხელი, ოქმზე შენიშვნა არ გამოუთქვამთ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ----------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 2 მარტს მუშაობდა ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–--აში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. თანამშრომელ გ-------------–----თან ერთად ქ.თბილისში, 2------------------ის მიმდებარედ კაზინო ა------თან ბრალდებულის სახით დააკავა ნ-----–-------------ა, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ბრალდებულის პირადი ნივთები, ბარათები, ფულადი თანხა და ორი ცალი მინანქრის ყელსაბამი, რომელიც დაილუქა ადგილზე. მათ მიერ შედგენილი იქნა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელსაც გაეცნენ მონაწილე პირები და მოაწერეს ხელი. ბრალდებულს მის მიმართ ჩატარებულ მოქმედებებთან დაკავშირებით შენიშნა არ გამოუთქვამს.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა გ-------------–----მაც.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ს-------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–--აში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. აღნიშნულ საქმეზე ქ.თბილისი, გ--------–------------ში მდებარე სუვენირების და სამკაულების მაღაზიაში დაზარალებულის თანდასწრებით და ექსპერტების მონაწილეობით ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა ხელის კვლები ოთხ ცალ დაქტილოფირზე. ასევე, ოდოროლოგიური ექსპერტების მიერ აღებული იქნა სუნის კვალის ნიმუში, რომელიც დაილუქა სპეციალურ პაკეტში და გაკეთდა მონაწილე პირთა ხელმოწერები. ასევე, მონაწილეობა მიიღო ნ-----–-------------ასთან ჩატარებულ ამოღებაში, რა დროსაც, ამოიღო ტანსაცმელი. აღნიშნულზე შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რომელსაც გაეცნო.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი-----–----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–--აში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ექსპერტ-კრიმინალისტების, მაღაზიის მენეჯერის და კონსულტანტის მონაწილეობით დაათვალიერა ქ.თბილისი, ა-----------ა N---ში მდებარე შემთხვევის ადგილი. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა ხელის და სუნის კვალის ნიმუშები, სუვენირების სადგამები, რომელიც დასურათებული იქნა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს გაეცნენ მონაწილე პირები და დაადასტურეს ხელის მოწერით, ასევე, გაკეთდა ხელმოწერები ნივთმტკიცებებზე. მის მიერ ჩატარებული იქნა პირის ამოცნობები. ამოცნობაში მონაწილე პირები გაეცნენ ოქმს და დაადასტურეს ხელისმოწერით, შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-------------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 1 მარტს პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ქ.თბილისი, ა-----------აზე მდებარე საიუველირო მაღაზიის დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურორის მითითებით შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიოდა თავად. მის მიერ 2018 წლის 1 მარტს აღნიშნულ საქმეზე გამოტანილი იქნა ორი დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების შესახებ, რომელიც წარედგინა მოწმე მ----------------ეს, რომელსაც ბრალდებულისგან შეძენილი ჰქონდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთები, კერძოდ: ძალიან ბევრი საიუველირო ნივთი, საყურეები, სამაჯურები, ბეჭდები, რომელთაგან ზოგი იყო ვერცხლის, ხოლო ზოგი მინანქრის, რომელიც ინახებოდა მასთან სახლში, ხოლო სალომბარდო ხელშეკრულება და შეძენის აქტი სამსახურში. აქედან გამომდინარე, მოწმესთან ერთად ჯერ სახლში გლდანში, ხოლო შემდეგ მის სამსახურში ვაგზლის მოედანზე მოახდინეს სალომბარდო ხელშეკრულებისა და საიუველირო ნაწარმის ამოღება. ამოღებული ნივთები დაილუქა შესაბამისი წესით, რომელსაც მონაწილე პირებმა მოაწერეს ხელი. ამოღებებთან დაკავშირებით შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმები, რომელსაც გაეცნენ მონაწილე პირები და დაადასტურეს ხელისმოწერით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ-----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–--------–-–-----------– განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 1 მარტს აღნიშნულ განყოფილებაში დაიწყო გამოძება საიუველირო მაღაზიაზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე დადგენილი და დაკავებული იქნა სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პიროვნება ბრალდებული - ნ-----–-------------ა, რომელთანაც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხა მოწმის სახით, რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული და მიუთითა, რომ საიუველირო მაღაზიაზე ყაჩაღური თავდასხმის დროს მან გამოიყენა პისტოლეტი. ბრალდებულის ჩვენების საფუძველზე გამოტანილი იქნა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების შესახებ, რის საფუძველზეც ბრალდებულის დედის მონაწილეობით და თანხმობით ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის მისაღები ოთახში მდებარე კომოდის ხის კარადის ზედაპირიდან ამოღებული იქნა სათამაშო პისტოლეტი, რომელიც დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადასტურდა ხელმოწერებით. შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რომელზეც შენიშვნა არ დაფიქსირებულა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბ--------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს გ-–-----------–--------------------–-----------------ის სამმართველოს განყოფილებაში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ 2018 წლის 2 მარტს ექსპერტების მონაწილეობით ნ-----–-------------ას თანხმობით დროებითი მოთავსების იზოლატორში აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში, ხოლო კინოლოგების მიერ სუნის ნიმუში. მის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმები, რომლებსაც მონაწილე პირებმა მოაწერეს ხელი. ოქმებზე შენიშვნები არ შემოსულა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ბრალდებულ ნ-----–-------------ას მიმართ წარდგენილი ბრალდება უტყუარად არის დადასტურებული მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების: ლ-----------–---–ის, ნ-----–--------ის, ნ-----------–---–ის და ი-–-------------ას გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ ნ-----–-------------ას გამოკითხვის ოქმით, პირის ამოცნობის ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულებებით, ამოღების ოქმებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმებით, რომლებიც სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მათ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, სახელდობრ:
დაზარალებულის: ი-–-------------ას ჩვენებებით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ მუშაობს ქ.თბილისი, ა-----------ა N---ში მდებარე მაღაზია „მ------–-“ კონსულტანტის თანამდებობაზე. 2018 წლის 1 მარტს მაღაზიაში შევიდა მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელსაც მარჯვენა ხელში ეჭირა მუქი ფერის პისტოლეტის მსგავსი ნივთი, რომელიც დაადო მუცლის მარჯვენა მხარეს და უთხრა, რომ „დროზე დაეყარა.“ ძალიან შეეშინდა, რადგან აღნიშნული აღიქვა საფრთხედ მისი სიცოცხლისათვის, რადგან შეეშინდა ბრალდებულს მისთვის არ ესროლა და არ მოეკლა. შიშის გამო დაემორჩილა ბრალდებულის მოთხოვნას და ვერცხლის ნივთები ჩაუყარა პარკებში, რის შემდეგ, აღნიშნული პირი გავიდა მაღაზიიდან. აღნიშნული პირი იყო დაახლოებით 30-35 სმ სიმაღლის, სუსტი აღნაგობის, ჰქონდა ღია კანის ფერი, მოგრძო თხელი პირისახე, ღია ცისფერი თვალები, ღია ფერის წარბები. მარცხენა ხელზე ეკეთა შავი ფერის, მრგვალი ფორმის მაჯის საათი. მისი სხეულის სხვა ნაწილი არ დაუნახავს, ვინაიდან სახეზე აფარებული ჰქონდა სამედიცინო პირბადე. იარაღის მსგავსი საგანი იყო მეტალის, ლულაზე ზემოდან ჰქონდა ორი პარალელური სტაფილოსფერი ხაზი. იარაღის ლულის წინა ნაწილის ზედა მხარე იყო ვერცხლისფერი, პისტოლეტი იყო დაახლოებით 25-30 სმ სიგრძის.
დაზარალებულის: შპს „მ-------“ მენეჯერის ნ-----------–---–ის ჩვენებით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ 2018 წლის 1 მარტს მის კუთვნილ ნომერზე მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ ქ.თბილისი, ა-----------ა N---ში მდებარე სუვენირების მაღაზიაში იყო განგაში. დაუკავშირდა მაღაზიის კონსულტანტს ი-–-------------ას, რომელმაც განუმარტა, რომ მაღაზიაში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოხდა ყაჩაღობა და წაღებული იყო ვერცხლის ნაკეთობები. 3-5 წუთში მივიდა მაღაზიაში და ნახა, რომ სამი ვიტრინა იყო გახსნილი და წაღებული იყო ვერცხლის ნაკეთობები.
დაზარალებულის: ლ-----------–---–ის ჩვენებით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ მუშაობს ქ.თბილისი, გ---------–------------ში მდებარე სუვენირების მაღაზია „------––-- გამყიდველის პოზიციაზე. 2018 წლის 1 მარტს, დაახლოებით 17:00 საათზე, მაღაზიაში შევიდა დაახლოებით 180-185 სმ სიმაღლის, სუსტი აღნაგობის, დაახლოებით 30-35 წლის მამაკაცი, რომელსაც ტანთ ეცვა მონაცრისფრო სპორტული შარვალი, ასევე, მონაცრისფრო ე.წ. „კაპიშონიანი“ სპორტული ზედატანი და მუქი ფერის სპორტული ჟილეტი. პირზე აფარებული ჰქონდა მომწვანო ფერის სამედიცინო პირბადე ე.წ. „რესპირატორი“, რომელსაც ხელში ეჭირა გაუმჭვირვალე პოლიეთილენის პარკი. მამაკაცმა იკითხა მაღაზიაში არსებული სამკაულები იყო თუ არა ვერცხლის და მინანქრისგან დამზადებული, რა დროსაც მან დაუდასტურა, რომ ვერცხლის და მინანქრის იყო. ამის შემდეგ პოლიეთილენის პარკიდან ამოიღო პისტოლეტის მსგავსი საგანი, მიუშვირა ლულით მისკენ და მტკიცებითი ტონით უთხრა „ეხლა ამოიღე ეს ყველაფერი დახლიდან და ამ ცელოფანში ჩააწყვეო.“ იფიქრა, რომ ადგილი ჰქონდა მასზე თავდასხმას, რის გამოც, ძალიან შეეშინდა, რადგან აღიქვა, რომ იარაღი ნამდვილი იყო და შეშინებულმა დაიყვირა, რომ „------ გამოდი, ჩაუყარე ეს ყუთები პარკში“, მაგრამ მ------ მისი ხმა ვერ გაიგო. აღნიშნული პირი მიხვდა, რომ მაღაზიაში მარტო არ იყო, შეეშინდა და უთხრა გეხუმრეო, სახიდან ჩაიწია ე.წ. „რესპირატორი“. სწორედ ამ დროს დაინახა მისი სახე, რომელსაც ჰქონდა თეთრი მოგრძო პირისახე, ოდნავ მრუდე საშუალო ზომის ცხვირი, საშუალო ზომის ტუჩები, ცისფერი თვალები, ღია ფერის საშუალო ზომის სწორი წარბები და თხელი წვრილი ღია ფერის ულვაში. ბრალდებულმა შეინახა იარაღი და დატოვა მაღაზიის ტერიტორია. ამის შემდეგ უნდოდა სხვა მაღაზიების გაფრთხილება, რა დროსაც გაიგო, რომ აღნიშნულმა მამაკაცმა დააყაჩაღა ა-----------აზე მდებარე სამკაულების მაღაზია „მ------.“ პისტოლეტის მსგავსი საგანი იყო დაახლოებით 25-30 სმ სიგრძის, მუქი ფერის, ლულის წინა ზედა ნაწილი იყო ვერცხლისფერი, იარაღის ტარი იყო მუქი ყავისფერი.
მოწმე: დ-------–-----–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ქ.თბილისი, ა-----------ა N---ში მდებარე მაღაზია „მ--------ე“ განხორციებული ყაჩაღობის ჩამდენი პირი იყო ნ-----–-------------ა.
მოწმე: ლ----------–----–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2018 წლის 1 მარტს ქ.თბილისი, ა-----------ა N---ში მდებარე მაღაზია „მ--------ე“ ყაჩაღური თავდასხმის ჩამდენმა პირმა იმგზავრა თ---------------ის მართვის ქვეშ მყოფი სახ. NM-------- ავტომანქანით. მოწმე თ---------------ემ დაადასტურა, რომ აღნიშნული პიროვნება გ--------–-------ის მიმდებარე ტერიტორიიდან მიიყვანა დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელმაც ავტომანქანაში დატოვა ოთხი ბალიში.
მოწმეებმა: ი-----–----------ემ, გ----------------მა, დ----------–--ემ, გ-----------------ემ, ს-------------–--ემ და ბ--------------------მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა.
მოწმეებმა: მ----------------ემ და ნ------------–იამ დაადასტურეს, რომ ნ-----–-------------ამ ყაჩაღური გზით დაუფლებული ვერცხლის სამკაულები ჩააბარა სავაჭრო ცენტრ ოქროს კი-------ში მ----------------ესთან, რომლის სანაცვლოდ აიღო 2200 ლარი. მათივე ჩვენებებით დადასტურდა, რომ ნ-----–-------------ას მიერ ჩაბარებულ ნივთებს ჰქონდა მაღაზია „მ-------“ საკიდები (ე.წ. „ბირკები“).
მოწმე: ნ-----–--------ის ჩვენებით (უდავო მტკიცებულება) დადასტურდა, რომ მან დაინახა როგორ ჩააბარა ბრალდებულმა მინანქრისა და ვერცხლის ნივთები მ----------------ეს, რომელმაც გადაუხადა ფულადი თანხა.
2018 წლის 1 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ ქ.თბილისში, ა-----------ა N---ში მდებარე საიუველირო მაღაზია „მ------დან“ დათვალიერებისას ამოღებული იქნა სუნის და ხელის კვალის ნიმუშები, სამკაულების საკიდები და სადგამი.
2018 წლის 1 მარტის ამოღების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ ქ.თბილისი, ი.–----------–-------ა N29-ის მიმდებარედ გაჩერებული თ---------------ის კუთვნილი ავტომობილის სახ. N--------- საბარგულიდან ამოღებული იქნა ოთხი ცალი ბალიში.
2018 წლის 1 მარტის ამოღების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ ქ.თბილისში, გ-–-------------------------------ში მოწმე მ----------------ისგან ამოღებული იქნა 23 ხის საკიდი, 41 ცალი ვერცხლის ბეჭედი, 24 წყვილი საყურე, 25 ცალი ვერცხლის კულონი, ორი ცალი ვერცხლის ჯვარი და ორი ცალი ვერცხლის სამაჯური, ვარდისფერი ყუთი მასში არსებული ერთი წყვილი თვლიანი საყურითა და ერთი ცალი თვლიანი ბეჭდით. აღნიშნული ნივთების ნაწილს თან ჰქონდა ძაფით ჩამოკიდებული ეტიკეტები წარწერებით „M----“.
2018 წლის 1 მარტის ამოღების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ ქ.თბილისი, გ. ც-----------ა N8-ში მდებარე სავაჭრო ცენტრ კი-------ის მეორე სართულზე ოქროს ბირჟაზე მოწმე მ----------------ის დახლიდან ამოღებული იქნა მის სამუშაო მაგიდაზე არსებული შესყიდვის აქტი N60, რომელიც დათარიღებულია 1.03.2018 წლით. შესყიდვის აქტი გაფორმებულია მ----------------ესა და ნ-----–-------------ას შორის. შესყიდვის თანხად მითითებულია 2200 ლარი და დასმულია ხელმოწერები. მ----------------ის მიერ წარდგენილი იქნა მასსა და „კრედიტსერვის +“-სს შორის დადებული N5-----“ ხელშეკრულება.
2018 წლის 2 მარტის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ორი ცალი მინანქრის გულსაკიდი, ერთი ცალი მომრგვალებული ფორმის ბეჭედი, ფულადი თანხა 1982 ლარის ოდენობით.
2018 წლის 2 მარტის პირის ამოცნობის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ ამომცნობ პირს - ნ------------–იას წარედგინა სამი პიროვნება, რომელთაგან ამოიცნო ნ-----–-------------ა, რომელზეც განაცხადა, რომ არის სწორედ ის პირი, რომელიც 2018 წლის 1 მარტს N20 სავაჭრო დახლთან აბარებდა ნივთებს. ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: სხეულის აღნაგობით, ცხვირის ფორმით და ზომით, სიმაღლით, სახის ფორმით და ზოგადი იერსახით.
2018 წლის 2 მარტის პირის ამოცნობის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ ამომცნობ პირს - ნ-----–--------ეს წარედგინა სამი პიროვნება, რომელთაგან ამოიცნო ნ-----–-------------ა, რომელზეც განაცხადა, რომ არის სწორედ ის პირი, რომელმაც 2018 წლის 1 მარტს ქ. თბილისში, ც-----------ა N8ბ-ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „ოქროს კი-------ში“ მ----------------ეს ჩააბარა სხვადასხვა ნივთები. ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ასაკით, აღნაგობით, სიმაღლით, ცხვირის ფორმით, თმის შეფერილობით, სახის მოყვანილობით, თვალების შეფერილობით, ასევე ზოგადი იერსახით და გამომეტყველებით.
2018 წლის 2 მარტის პირის ამოცნობის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ ამომცნობ პირს - მ----------------ეს წარედგინა სამი პიროვნება, რომელთაგან ამოიცნო ნ-----–-------------ა, რომელზეც განაცხადა, რომ არის სწორედ ის პირი, რომლისგანაც 2018 წლის 1 მარტს N20 სავაჭრო დახლთან ჩაიბარა საიუველირო ნივთები. ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: სხეულის აღნაგობით, ცხვირის ფორმით და ზომით, სიმაღლით, სახის ფერით და ზოგადი იერსახით.
2018 წლის 2 მარტის ამოღების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ ქ.თბილისი, ვარკეთილის ზემო პლატო მ----------------------------------------------------------------------ში მდებარე ნ-----–-------------ას საცხოვრებელ სახლში დედის - ნ-----–---------ას თანხმობით ამოღებული იქნა შავი ფერის პლასტმასის სათამაშო პისტოლეტი.
2018 წლის 1 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ ქ.თბილისში, გ--------–------------ის დათვალიერებისას ამოღებული იქნა სუნის და ხელის კვალის ნიმუშები.
2018 წლის 3 მარტის პირის ამოცნობის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ ამომცნობ პირს - ლ-----------–---–ს წარედგინა სამი პიროვნება, რომელთაგან ამოიცნო ნ-----–-------------ა, რომელზეც განაცხადა, რომ არის სწორედ ის პირი, რომელიც 2018 წლის 1 მარტს შესული იყო სუვენირების მაღაზიაში, მიუშვირა პისტოლეტის მსგავსი საგანი და მოითხოვა სამკაულების პარკში ჩაყრა. ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ასაკით, სიმაღლით, სხეულის აღნაგობით, სახის მოყვანილობით, თვალების ფერით, წარბების ფერით და მოყვანილობით, ცხვირის ფორმით, ტუჩების ფორმით და ზოგადი იერსახით.
2018 წლის 3 მარტის პირის ამოცნობის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ ამომცნობ პირს - ი-–-------------ას წარედგინა სამი პიროვნება, რომელთაგან ამოიცნო ნ-----–-------------ა, რომელზეც განაცხადა, რომ არის სწორედ ის პირი, რომელმაც 2018 წლის 1 მარტს დააყაჩაღა საიუველირო მაღაზია „მ------“. ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ასაკით, სიმაღლით, სხეულის აღნაგობით, სახის მოყვანილობით, თვალების ფერით, წარბების ფერით და მოყვანილობით და ზოგადი იერსახით.
2018 წლის 6 ივნისის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N4-------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილებიდან, კერძოდ: ქ.თბილისში, ა-----------ა N---ში მდებარე მაღაზია „M----“-დან და ქ.თბილისში, გ--------–------------ში მდებარე სუვენირების მაღაზიიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ნ-----–-------------ასგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საქმეზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის - ლ-----------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2018 წლის 1 მარტს 17:00 საათზე ქ. თბილისში, გ---------–------------ში მდებარე სუვენირების მაღაზია „------––-- ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ძალადობის მუქარით მოსთხოვა საიუველირო ნივთების გადაცემა. მოწმის სახით დაკითხული ი-–-------------ას ჩვენებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნ-----–-------------ა ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხა მას და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მაღაზია „მ------–-“ არსებულ 4980 ლარის ღირებულების სამკაულებს. ის გარემოება, რომ მაღაზია „ვინტაჟის“ გამყიდველსა და მაღაზია „მ--------ე“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ჩამდენი პირი იყო სწორედ ნ-----–-------------ა, დადასტურდა დაზარალებულთა მიერ ბრალდებულის ამოცნობის ოქმებით. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ბრალდებულმა ნ-----–-------------ამაც, რომელმაც წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში სრულად სცნო თავი დამნაშავედ. მოწმეების: მ----------------ის, ნ------------–იას და ნ-----–--------ის ჩვენებებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ მ----------------ესთან ჩაბარებული იქნა ყაჩაღურად დაუფლებული ნივთები, რის სანაცვლოდაც მ----------------ემ გადაუხადა 2200 ლარი. მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა ის გარემოებაც, რომ ნ-----–-------------ას მიერ ჩაბარებულ ნივთებს თან ჰქონდათ მაღაზია „მ-------“ საკიდები. აღნიშნული გარემოება ასევე დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ამოღების ოქმით. საქმის მასალებით, კერძოდ: ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადასტურდა, რომ შემთხვევის ადგილებიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ნ-----–-------------ასგან აღებული სუნის კვალის ნიმუშისა. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, საქმეზე შეკრებილი უტყუარი, თანმიმდევრული და ერთმანეთის თანმხვედრი მტკიცებულებებით (დაზარალებულების მამხილებელი ჩვენებებით, მოწმეთა ჩვენებით, ამოცნობისა და ამოღების ოქმით, ექსპერტიზის დასკვნით და ზემოთ მითითებული მტკიცებულებებით) უტყუარად დასტურდება ნ-----–-------------ას მიერ მისთვის შერაცხული ქმედებების ჩადენის ფაქტი.
ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ნ-----–-------------ას მხრიდან საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია, რომ 2018 წლის 1 მარტს, ქ.თბილისი, გ---------–------------ში მდებარე სუვენირების მაღაზია „------––--, ნ-----–-------------ა თავს დაესხა მაღაზიის გამყიდველს ლ-----------–---–ს და ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოსთხოვა საიუველირო ნივთების გადაცემა. იმავე დღეს ნ-----–-------------ა იარაღის მაგვარი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, თავს დაესხა მაღაზია „მ-------“ კონსულტანტს და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შპს „მ-------“ კუთვნილ სამკაულებს, რითაც შპს „მ-------“ მიაყენა 4980 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი. აღნიშნული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების შემადგენლობას იძლევა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით დასჯადია ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ყაჩაღობა ორობიექტიანი დანაშაულია. იგი ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრებას, ისე მის ჯანმრთელობას. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში, სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, ანდა ასეთი ძალადობის მუქარა.
დანაშაულის საშიშროებიდან გამომდინარე, ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულია და იგი დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გათვითცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას.
საქმეში შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზების შემდგომ სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს 2018 წლის 1 მარტს ნ-----–-------------ას მხრიდან მაღაზია „ვინტაჟის“ გამყიდველსა და მაღაზია „მ--------ე“ ყაჩაღური თავდასხმის განხორციელების ფაქტს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და ნ-----–-------------ას მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ნ-----–-------------ას მიერ განხორციელებული ქმედებით მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ნ-----–-------------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები მომეტებულად საზოგადოებრივად საშიში ხასიათისაა. სასამართლოს შეფასებით, ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც და მიიჩნევს, რომ ბრალდებულის გამოსწორება შეუძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე. შესაბამისად, ბრალდებულის პიროვნებიდან და ჩადენილი ქმედებების სიმძიმიდან გამომდინარე, მას თითოეული ეპიზოდისათვის უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, ხოლო საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობისას, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, რაც სასამართლოს შეფასებით, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, კერძოდ: დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები დალუქული სახით ერთ პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის კვალის ნიმუშები დალუქული სახით ერთ პაკეტად, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სამკაულების საკიდები და სადგამი დალუქული სახით ერთ პაკეტად, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- თ---------------ისგან ამოღებული ოთხი ცალი ბალიში დალუქული სახით ერთ პაკეტად, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- მ----------------ისგან ამოღებული ვერცხლის და მინანქრის სამკაულები და ხის საკიდები, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- ნ-----–-------------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთი ცალი მუქი ფერის საფულე, ორი ცალი მინანქრის გულსაკიდი, ფულადი თანხა 1982 ლარის ოდენობით, კრიალოსანი, საათი, ბეჭედი, სამგზავრო ბარათი, ცნობა, ნ-----–-------------ას პირადობის მოწმობა, ხუთი ცალი პლასტიკური ბარათი, დალუქული სახით სამ პაკეტად, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- ნ-----–---------ასგან ამოღებული პისტოლეტის მსგავსი საგანი, დალუქული სახით ერთ პაკეტად, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- ნ-----–-------------ას ტანსაცმელი დალუქული სახით ერთ პაკეტად, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ნ-----–-------------ას ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
- ნ-----–-------------ას ნერწყვის ნიმუში დალუქული სახით ერთ პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- ნ-----–-------------ას სუნის ნიმუში დალუქული სახით ერთ პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები დალუქული სახით ერთ პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის კვალის ნიმუშები დალუქული სახით ერთ პაკეტად, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ორი ცალი DVD-R დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ-----–-------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ-----------–---–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს „მ-------“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს „მ-------“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ-----------–---–ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ-----–-------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.
5. ნ-----–-------------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 2 მარტიდან.
6. ნ-----–-------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს;
7. ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები დალუქული სახით ერთ პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის კვალის ნიმუშები დალუქული სახით ერთ პაკეტად, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სამკაულების საკიდები და სადგამი დალუქული სახით ერთ პაკეტად, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- თ---------------ისგან ამოღებული ოთხი ცალი ბალიში დალუქული სახით ერთ პაკეტად, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- მ----------------ისგან ამოღებული ვერცხლის და მინანქრის სამკაულები და ხის საკიდები, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- ნ-----–-------------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთი ცალი მუქი ფერის საფულე, ორი ცალი მინანქრის გულსაკიდი, ფულადი თანხა 1982 ლარის ოდენობით, კრიალოსანი, საათი, ბეჭედი, სამგზავრო ბარათი, ცნობა, ნ-----–-------------ას პირადობის მოწმობა, ხუთი ცალი პლასტიკური ბარათი, დალუქული სახით სამ პაკეტად, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- ნ-----–---------ასგან ამოღებული პისტოლეტის მსგავსი საგანი, დალუქული სახით ერთ პაკეტად, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- ნ-----–-------------ას ტანსაცმელი დალუქული სახით ერთ პაკეტად, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ნ-----–-------------ას ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
- ნ-----–-------------ას ნერწყვის ნიმუში დალუქული სახით ერთ პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- ნ-----–-------------ას სუნის ნიმუში დალუქული სახით ერთ პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები დალუქული სახით ერთ პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის კვალის ნიმუშები დალუქული სახით ერთ პაკეტად, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ორი ცალი DVD-R დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი