განაჩენი

სისხლის სამართლის 25.10.2018
საქმის ნომერი
820100118002657011
დავის ტიპი
299 1
თარიღი
25.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100118002657011

№1-272/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25.10.2018 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი სოფია კობახიძე

 

პროკურორი - რ----- ბ---–----ე

 

ბრალდებული - ა------- ს---------ე

ადვოკატი - დ----- გ-------

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №174030818002 საქმე

 

ბრალდებულ ა------- ს---------ის მიმართ,მამის სახელი: ნ---------

დაბადებული: 2--------- წელს.

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 6----------

მისამართი: ქედის რაიონი, სოფელი დ---–------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებულმა პირმა ა------- ს---------ემ, 2018 წლის 26 ივნისს ქედის რაიონის სოფელ დ---–-----ში, მდინარე აჭარისწყლის კალაპოტიდან, სათანადო ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე, სახ. ნომერ G------ ავტომანქანით, უკანონოდ მოიპოვა ბუნებრივი წიაღისეული, რითაც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს მიყენა 203 ლარის ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

წიაღით უკანონოდ სარგებლობა,2. სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

3. ა------- ს---------ის ჩვენების თანახმად, მან ქედის რაიონის სოფელ დ---–-----ში, მდინარე აჭარისწყლის კალაპოტში მოიპოვა სასარგებლო წიაღისეული რაზეც ნებართვა არ ჰქონია.

 

4. მოწმეების რ----– თ----------–--ისა და ნ------ თ---------ის ჩვენების თანახმად ა------- ს---------ემ 2018 წლის 26 ივნისს ქედის რაიონის სოფელ დ---–-----ში, მდინარე აჭარისწყლის კალაპოტიდან, სათანადო ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე მოიპოვა სასარგებლო წიაღისეული, ინერტული მასალა ქვშის სახით.

 

5. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა------- ს---------ემ უკანონოდ მოიპოვა ბუნებრივი წიაღისეული ქვიშა-ხრეშის სახით, 3 მ3 ოდენობით.

 

ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ.

 

6.2018 წლის 15 მაისის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტოს N003630 ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების თანახმად ა------- ს---------ეს დაედო ადმინისტრაციული სახდელი 1500 ლარის ოდენობით.

 

7.აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 04 სექტემბრის N62212 წერილის თანახმად, სააღსრულებო ბიუროში მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება 2018 წლის 15 მაისის დადგენილებაზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე, რომლის თანახმად ა------- ს---------ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლით გათვალისწინებული გადაცდომისათვის დაეკისრა ჯარიმა 1500 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში ა------- ს---------ის მიმართ ასევე მიმდინარეობს 225 სააღსრულებო საქმე, ზემოთაღნიშნული ჯარიმის მსგავსად, სადაც მოვალე ირიცხება მოვალეთა რეესტრში.

 

8. დაზარალებულის სახით დაკითხულმა ქ-------------------ემ დაადასტურა ბრალდებულ ა------- ს---------ის მიერ ბუნებრივი წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტი, რისთვისაც ა------- ს---------ე არაერთხელ არის სახდელდადებული.

 

9.ა------- ს---------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას ადასტურებს ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული შემდეგი მტკიცებულებები: მოწმე მინდია მამულაძის გამოკითხვის ოქმი, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოდან შემოსული მასალები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, დადგენილებები ადმინისტრაციულ სახდელდადების შესახებ.

 

10.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა------- ს---------ემ უკანონოდ მოიპოვა წიაღი - ქვიშა-ხრეშის სახით, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

12.სასამართლოს მიაჩნია, რომ ა------- ს---------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

13.ა------- ს---------ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

14.ა------- ს---------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

 

13. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა------- ს---------ეს, რომელმაც აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო, რაც სასამართლოს აზრით უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას აღნიშნული მიდგომა სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, სასამართლომ საქმეზე Olsson v. Sweden სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.“

 

პირობითი მსჯავრის გამოყენებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია stogmuller-ის (1969 წლის 10 ნოემბერი) და schiesser-ის (1979 წლის 04 დეკემბერი) საქმეები, რომლის შესაბამისად პირობით გათავისუფლება აუცილებელია, მაშინ როდესაც საჭირო არ არის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული ა------- ს---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2.გაუქმდეს ა------- ს---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო;

 

3.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ხვიჩა კიკილაშვილი