გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/3-----17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 სექტემბერი 20-8 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ცისანა სირბილაძე
სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი
მოსარჩელე - შპს „ჰ---–----------------------------ი“
წარმომადგენელი - დ----------------ა
მოპასუხე - ბ------------------------------------------------“
წარმომადგენელი - მ-–----------–---–-
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბ------------------------------------------------“-ს, შპს „ჰ---–----------------------------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 232 965.3 აშშ დოლარის ოდენობით.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მოსარჩელე კომპანიას ესაჭიროებოდა თავის საკუთრებასთან მისასვლელი გზა, რაზეც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა "მ-------------"-ის ზოგიერთმა წევრმა უარი განაცხადა, რის გამოც მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს. სარჩელი დაკმაყოფილდა და დაავალა მოპასუხე მხარეს თანხმობის გაცემა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (თბილისი, ს-----------ს ქუჩა N 37, ს/კ N 0-.1-.0-.0--.0--) მისასვლელი აუცილებელი გზის მოწყობაზე.
ბ------------------------------------------------“-ის ქმედებამ შეაფერხა საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა, რის გამოც მოსარჩელეს მიადგა ზიანი.
ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის ბრალეული ქმედებითი, კერძოდ, რომ არა მათი დაუსაბუთებელი უარი აუცილებელი გზის მოწყობის თაობაზე, მოსარჩელე თავისუფლად ისარგებლებდა და განკარგავდა თავის ქონებას, რაც თავისთავად მისთვის სარგებლის მომტანი იქნებოდა.
მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი.
2 მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ როგორც წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მიწის ნაკვეთი, რომლის გამოყენებითაც მოსარჩელეს სურს გზის მოწყობა წარმოადგენს ბ------------------------------------------------“-ის საკუთრებას და მასზე სხვა მესამე პირებს არანაირი მოთხოვნის უფლება არ გააჩნიათ. მოპასუხეები კანონმდებლობით დადგენილი წესით იცავენ საკუთრების უფლებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.ქ. თბილისი, ს-----------ს ქუჩა N 3ა - ში მდებარე მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი N0-.1-.0-.0--.0- წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა "მ-------------'-ის საკუთრებას. მომიჯნავედ მდებარეობს შპს „ჰ---–----------------------------ის" კუთვნილი მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი N0-.1-.0-.0--.--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მ---------------------------
-თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება (ს.ფ 68 - 79)
3.1.2.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20-5 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 20-4 წლის 05 მარტის N 1------ ბრძანება, რომლითაც ქ. თბილისი, ს-----------ს ქ. #3ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთის საზღვრების გეგმაზე დატანილი იქნა სერვიტუტი 240 კვმ ფართით, შპს „ჰ---–----------------------------ის" სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მ---------------------------
-თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება; (ს.ფ 68 - 79
3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-7 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა შპს „ჰ---–----------------------------ი“-ს სარჩელი და მოპასუხე ბ------------------------------------------------“-ს დაევალა მისცეს კომპანიას თანხმობა თავის საკუთრებაში არსებულ თბილისში, ს-----------ს ქუჩა N 37 - ში მდებარე მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდი N0-.1-.0-.0--.0--) მისასვლელი აუცილებელი გზის მოწყობაზე, სსიპ ლ. სა---------–--------–-----------–-–-------------------------------–----------ს 20-6 წლის 29 მარტის N 00-7----- დასკვნის 1 ვარიანტისა და საგზაო მოძრაობის სამეცნიერო ცენტრის მიერ გაცემული ს-----------ს ქუჩა N 37 - ში, ნაკვეთი ს/კ 0-.1-.0-.0--.0-- შესასვლელ - გასასვლელი ვარიანტებისა და საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემაში მოცემული მე-2 ვარიანტის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება (ს.ფ. 18 – 23)
3.1.4.აუდიტორული დასკვნის მიხედვით, შპს "ჰ---–----------------------------ს" 20-5 წლის 1 იანვრიდან 20-7 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით, მიუღებელი ამონაგებით შეეძლო მიეღო სარგებელი წლიური 5 %-იანი განაკვეთი ყველაზე გავრცელებულ საბანკო სადეპოზიტო ანაბარზე განთავსებით. კერძოდ, 1 747 240 აშშ დოლარის მიუღებელი შემოსავლის შემთხვევაში, მისი საბანკო დეპოზიტზე განთავსების შემთხვევაში, წლიური 5%-იანი სარგებლის დროს ყოველ თვე შეეძლო მიეღო 72812 აშშ დოლარი, რაც 32 თვის განმავლობაში ჯამურად შეადგენს 232965.3 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
--ბ---–---–---------------ს აუდიტორული დასკვნა (ს.ფ. 15-18)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა შპს „ჰ---–----------------------------ი“-ს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 394-ე, 992-ე, 408-ე, 411- 412-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, კი პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე დროს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალში ზიანის ანაზღაურება ნიშნავს პირის მიმართ წარმოშობილი ზიანის კომპენსაციას სხვა პირის მიერ. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს ხელშეკრულებიდან ან სამართლებრივი მოწესრიგებით. კანონით განსაზღვრული ყოველი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წინაპირობა არის, რომ იგი გამოწვეულია მავალდებულებელი გარემოების შედეგად. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებასა და ზიანს შორის, ესე იგი, არსებულ მდგომარეობასა და იმ მდგომარეობას შორის, რომელიც იარსებებდა, რომ არ განხორციელებულიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირობა მიზეზობრივ კავშირშია შედეგთან და ამ შედეგისათვის თანაბარმნიშვნელოვანს წარმოადგენს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის 3-ე პუნქტის თანახმად, გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იგი ეთითება მის მიერ.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველ ყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ, საქმე №ას-53-49-20-7).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს და მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.
მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ №ას-459-438-20-5).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. ამასთან, მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს 1) ქმედება 2) მართლწინააღმდეგობა, 3) დამდგარი ზიანი, 4) მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის და 5) ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა).
სასამართლო მიუთითებს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
ამასთან, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა (იხ. სუსგ საქმე Nას-191-183-20-6). შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის დაკისრებისთვის აუცილებელ კუმულატიურ კრიტერიუმთა მოცემულობაში, მოსარჩელეს ევალება ზიანის არსებობის ფაქტის დადასტურების მტკიცების ტვირთი.
მოსარჩელის უმთავრესი არგუმენტი ზიანის წარმოშობის კუთხით არის აუცილებელი გზის მოწყობის შესახებ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების პროცედურები. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ მოქმედი საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობა უზრუნველყოფს პირისათვის უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას. შესაბამისად, სამართლებრივი დავა უფლების შესახებ, სასამართლოს მოსაზრებით, არ შეიძლება მიჩნეული იქნას ბრალეულ ან მართლსაწინააღმდეგო ქმედებად.
მოსარჩელე მხარემ მიუღებელი შემოსავლის არსებობის დასადასტურებლად წარმოადგინა აუდიტორული კომპანია "ბა--–---–---------------ს" დასკვნა. წარმოდგენილ დასკვნაში მითითებულია, რომ შპს "ჰ---–----------------------------ს" 20-5 წლის 1 იანვრიდან 20-7 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით, მიუღებელი ამონაგებით შეეძლო მიეღო სარგებელი წლიური 5 %-იანი განაკვეთი ყველაზე გავრცელებულ საბანკო სადეპოზიტო ანაბარზე განთავსებით. კერძოდ, 1 747 240 აშშ დოლარის მიუღებელი შემოსავლის შემთხვევაში, მისი საბანკო დეპოზიტზე განთავსების შემთხვევაში, წლიური 5%-იანი სარგებლის დროს ყოველ თვე შეეძლო მიეღო 72812 აშშ დოლარი, რაც 32 თვის განმავლობაში ჯამურად შეადგენს 232965.3 აშშ დოლარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ შეაფასა რა წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა მიიჩნევს, რომ მითითებული მტკიცებულება განსაზღვრავს ზიანის ოდენობას, თუმცა მოპასუხის ბრალეულ ქმედებით შემოსავლის მიუღებლობის ფაქტს ის არ ადასტურებს.
მნიშვნელოვანია მოსარჩელე მხარის ახსნა - განმარტება, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენის მომენტში, მან იცოდა მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის არარსებობის ფაქტი. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით განმტკიცებულია მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლება, რომელიც თავის მხრივ საფუძვლად უდევს გარიგების თავისუფლებას, ხელშეკრულების მონაწილეთა კერძოსამართლებრივ ავტონომიას. სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. მხარეთა ნების გამოხატვის ავტონომიურობის პრინციპი მოიცავს, ასევე მხარეთა მიერ ნებისმიერ დროს ხელშეკრულების შეწყვეტის ან ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესაძლებლობასაც. ამდენად, მოსარჩელე მხარე სადაო ფაქტის შესახებ ინფორმირებას ადასტურებს, მასზე საკუთრების უფლების შეძენის მომენტის დროიდანვე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალებით არ დადასტურდა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი კომპონენტების ერთობლიობა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა მიუღებელი შემოსავლის თაობაზე მისი პოზიციის მართებულობა, რის გამოც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 2 000 ლარი, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ჰ---–----------------------------ი“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე : ცისანა სირბილაძე