განაჩენი

სისხლის სამართლის 30.10.2018
საქმის ნომერი
160100118002617253
დავის ტიპი
260
თარიღი
30.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100118002617253

საქმე #1/243-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ოქტომბერი 2018 წელი ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს

 

მოსამართლე ჯემალ კოპალიანი

სხდომის მდივანი - ვერიკო ნინიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ზა--- ცქ---------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ელ----- ის----–---ი (დაბადებული - 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მა-------–ი, სოფელი ყი---–----–ო, თბ--–---ს ქუჩა N1-.

 

ადვოკატი - სუ-–----- ის----–---ი

 

თარჯიმანი - ნა--–- იბ---------ა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. ელ----- ის----–---მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს", საერთო წონით 0,0225 გრამი, რომელიც ამოღებული იქნა შსს მა-------–ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2018 წლის 30 აგვისტოს 05:15 საათზე, მა-------–ის რაიონის სოფელი ყი---–----–ოში თბ--–---ს ქუჩა N1--ში ჩატარებული ელ----- ის----–---ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა ელ----- ის----–---მა თავი მთლიანად ცნო დამნა–-ვედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2018 წლის 30 აგვისტოს მის საცხოვრებელ სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ჩაატარეს მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, პოლიციელებს უთხრა, რომ არ იყო საჭიერო ჩხრეკის ჩატარება და თვითონ წარუდგინა პირადი მოხმარებისთვის გამზადებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომელიც მოთავსებული იყო ინსულინის ერთჯერადად მოხმარების შპრიცში, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება დამალული ჰქონდა მისაღებ ოთახში მდგარი კარადის უკან. მანვე განმარტა, რომ იგი გულწრფელად ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას.

 

2.2. ელ----- ის----–---ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენას ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებები: მოწმე - მა----- მა----–---–ის, ბა--- ალ-–-----------ის, ლა–- და------ის, რა–-დ მუ----ის გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 30 აგვისტოს ბრალდებულის დაკავების ოქმი, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 30 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის №2153/სქ-N2498/ქრ დასკვნა, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 30 აგვისტოს №7021667 დასკვნა, გვერდის დათვალიერების ოქმები, ბრალდებულ ელ----- ის----–---ის აღიარებითი ჩვენება და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები.

 

2.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულმა ელ----- ის----–---მა და მისმა ადვოკატმა სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნა–-ვედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა. აღნიშნული დანა–-ულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანა–-ულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანა–-ულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

 

3.2. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით -მოწმე - მა----- მა----–---–ის, ბა--- ალ-–-----------ის, ლა–- და------ის, რა–-დ მუ----ის გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 30 აგვისტოს ბრალდებულის დაკავების ოქმით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 30 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის №2153/სქ-N2498/ქრ დასკვნით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 30 აგვისტოს №7021667 დასკვნით, ინტერნეტ გვერდის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულ ელ----- ის----–---ის აღიარებითი ჩვენებით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ელ----- ის----–---მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს", საერთო წონით 0,0225 გრამი, რომელიც ამოღებული იქნა შსს მა-------–ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2018 წლის 30 აგვისტოს 05:15 საათზე, მა-------–ის რაიონის სოფელი ყი---–----–ოში თბ--–---ს ქუჩა N1--ში ჩატარებული ელ----- ის----–---ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

 

3.3. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის თანახმად, რომლითაც განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ელ----- ის----–---მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ჰეროინი - 0,0225 გრამის ოდენობით. ეს უკანასკნელი ოდენობა კი, თავის მხრივ, არ აღემატება ზემოაღნიშნული ნუსხით განსაზღვრულ ნარკოტიკულ საშუალებას, ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანა–-ულის - ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვის შემადგენლობის ყველა ნიშანი.

 

3.4. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ელ----- ის----–---მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანა–-ული - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანა–-ულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნა–-ვეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანა–-ულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნა–-ვის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. ზემოაღნიშნულთან (4.1. და 4.2. პუნქტებთან) მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანა–-ულის სიმძიმესთან.

 

4.4. ამდენად, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ელ----- ის----–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებზე, კერძოდ: მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, წარსულში არ არის ნასამართლევი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4.5. სასამართლო ითვალისწინებს ელ----- ის----–---ის აღიარებას, ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობას, მის წარსულ ცხოვრებას - პირად და ეკონომიკურ პირობებს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას/ხასიათს - მომეტებული საფრთხის შემცველია მოსახლეობის ჯანმრთელობასთან მიმართებით და არღვევს ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრულ წესს, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში მხედველობაში მიღებით ელ----- ის----–---ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანა–-ულის თავიდან აცილებას და ელ----- ის----–---ის რესოციალიზაციას.

 

4.6. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ელ----- ის----–---ს როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანა–-ულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები, რომლის ვადის ათვლაც ამავე კანონის მე-5 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაეწყოს სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

5.აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

ელ----- ის----–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: ელ----- ის----–---ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი ინსულინის შპრიცი, რომელიც ინახება მა-------–ის რაიონულ სამმართველოში განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანა–-ულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ელ----- ის----–---ი ცნობილ იქნეს დამნა–-ვედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანა–-ულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

2. ელ----- ის----–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 30 აგვისტოდან.

 

3. ,,ნარკოტიკული დანა–-ულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ ელ----- ის----–---ს 5 წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

4. ელ----- ის----–---ისათვის ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: ელ----- ის----–---ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი ინსულინის შპრიცი, რომელიც იმახება მა-------–ის რაიონულ სამმართველოში განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბ--–---ს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ჯემალ კოპალიანი