განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010100118002567424
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - ფრიდონ ქარცივაძე
ბრალდებული - სა----------------------ევა
ადვოკატი - ლა–----------ძე
თარჯიმანი - ქე-------–----ია
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: სა----------------------ევა
მამის სახელი: მურად
დაბადებული: 30.07.1982 წელი
დაბადების ადგილი: უზბეკეთის რესპუბლიკა
მოქალაქეობა: უზბეკეთის მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
პასპორტის ნომერი: GF2------
რეგისტრაციის მისამართი: უზბეკეთი, ქ. ფე-----ა
ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, აე-----------ის გზატკეცილი N228
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქ/პუნქტი, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტი
დაკავების თარიღი და დრო: 2018 წლის 14 ივნისი, 01:45 საათი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. სა----------------------ევა ნათესავ შა--–-------------------ასთან და ზოო-–--------------------ოვას არასრულწლოვან შვილთან 2014 წლის 29 დეკემბერს დაბადებულ დი--- სე------------ასთან ერთად 2018 წლის 11 მაისიდან დროებით ცხოვრობდა ქ. ბათუმში, აე-----------ის გზატკეცილი N228-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში.
ზოო-–--------------------ოვა 2018 წლის მარტში წავიდა თურქეთის რესპუბლიკაში იმ პირობით, რომ მალე დაბრუნდებოდა, ხოლო არასრულწლოვანი შვილის მეთვალყურეობა სა----------------------ევას სთხოვა. თურქეთის სახელმწიფოდან უზბეკეთში დეპორტაციის გამო ზოო-–--------------------ოვამ ვეღარ მოახერხა საქართველოში დაბრუნება და ბავშვის მოვლა-პატრონობა სა----------------------ევას მოვალეობად იქცა, რამაც ეს უკანასკნელი გაანაწყენა.
სა----------------------ევა 2018 წლის 13 ივნისს, საღამოს საათებში, შა--–-------------------ასთან და არასრულწლოვან დი--- სე------------ასთან ერთად იმყოფებოდა ქ. ბათუმში, აე-----------ის გზატკეცილი N228-ში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც ზოო-–--------------------ოვაზე განაწყენებულმა წინასწარი შეცნობით, მასთან ერთად მცხოვრებ არასრულწლოვან დი--- სე------------ას, რომელსაც თავისი ასაკიდან გამომდინარე, ფიზიკური მდგომარეობის გამო არ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევის უნარი და იმყოფებოდა უმწეო მდგომარეობაში, განსაკუთრებული სისასტიკის გამოვლინებით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მოკვლის განზრახვით მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, რასაც შედეგად ამ უკანანასკნელის გარდაცვალება მოჰყვა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვახ----------------ძის ჩვენების ანალიზის თანახმად, იგი ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების უფროსის მოადგილე იყო. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, 2018 წლის 13 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მასთან სამუშაო ოთახში შევიდა განყოფილების ოპერატიული მორიგე გო---–---ძე, რომელმაც მოახსენა, რომ განყოფილებაში იყო ორი უზბეკეთის მოქალაქე შესული და აუხსნა რომ ბავშვი ჰყავდათ გარდაცვლილი. ვახ----------------ძე სამუშაო ოთახიდან გავიდა და დაინახა ქალბატონი, რომელსაც ზეწარში ჰყავდა გახვეული ბავშვი, თან ახლდა მეგობარი. ზეწარი რო გადახადა, ბავშვს აღენიშნებოდა ჩალურჯება სახის არეში, დაზიანებები და იყო გარდაცვლილი. იქვე გვერდით პატარა ტახტი იყო და ტახტზე დაასვენეს ბავშვი. ქალბატონი ეუბნებოდა რომ არ შეეძლო ბავშვზე ყურება და სთხოვა გადაეყვანა მეორე ოთახში. შეეკითხა ქალბატონს რა მოხდა და მან დაუდასტურა, რომ ბავშვი ცემაში შემოაკვდა. აღნიშნული დაადასტურა მისმა თანმხლებმაც. ქალბატონი გადაიყვანა გვერდით სამუშაო ოთხში გამომძიებლებთან და მორიგეს დაავალა დაერეკა დეპარტამენტის მორიგესთვის და მოეხსენებია აღნიშნული ფაქტის შესახებ, რის შემდეგაც მოვიდა ხელმძღვანელობა და ოპერატიული ჯგუფი განყოფილებაში. ამ პერიოდში ესაუბრებოდა საიორახონს. მანამდე მორიგეს უთხრა, რომ დაერეკა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადისთვის, რომ დარწმუნებულიყვნენ ბავშვი გარდაცვლილი იყო თუ არა. მოვიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დაადასტურა ბავშვის გარდაცვალების ფაქტი. აღნიშნულის შემდეგ საქმეზე დაიწყო გამოძიება, გამოძახებული იქნა სამედიცინო და კრიმინალური ექსპერტები და ქალბატონის და მისი მეგობრის თანდასწრებით მოხდა გვამის დათვალიერება. აღნიშნულის შემდგომ სა----------------------ევა დაკავებული იქნა. მოწმის განმარტებით ეს ფაქტი დაფიქსირებული უნდა ჰქონდოდა პოლიციის განყოფილების სათვალთვალო კამერებს.
3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გო---–---ძის ჩვენებით სრულად დადასტურებულია მოწმე ვახ----------------ძის ჩვენებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები.
4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ან----------ვას ჩვენების ანალიზის თანახმად იგი ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომელია.
2018 წლის 13 ივნისს, დაახლოებით 24:00 საათი იქნებოდა დანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით წავიდა მე-7 განყოფილებაში, სადაც მისთვის იმ დროს უცნობ ქალბატონთან საჭირო იყო საგამოძიებებო მოქმედებების ჩატარება, ხოლო პოლიციის მე-7 განყოფილებაში ქალი თანამშრომელი არ ჰყავდათ.
განყოფილებაში მისვლისას შესასვლელში, ხელმარჯვნივ, ტახტზე დასვენებული იყო ბავშვის გვამი. მორიგეს - გო---–---ძეს ჰკითხა რა ხდებოდა, რომელმაც განუმარტა, რომ ქალბატონმა ბავშვი მოკლა ცემით, მიიტანა გვამი ტაქსით და დაასვენა განყოფილებაში. ან----------ვამ იკითხა თუ სად იყო აღნიშნული ქალბატონი და მიუთითა კაბინეტზე, რომელიც იყო შენობის მარცხენა მხარეს. შევიდნენ კაბინეტში და გაესაუბრნენ ქალბატონს, რომელმაც უთხრა რომ ცემაში მოკლა მეგობრის ბავშვი, რომელიც 2018 წლის მარტის თვეში დაუტოვა მეგობარმა. განმარტა, რომ მას შეეზღუდა თავისუფლება, ის ვერ დადიოდა მის ნებაზე თავისუფლად დისკოთეკაზე, თავისუფალ ცხოვრებას იყო შეჩვეული, ამიტომ მისთვის პრობლემა იყო ამ ბავშვზე ზრუნვა, რის გამოც სისტემატურად ცემდა, ხოლო დღეს კი შემოაკვდა ცემაში და გვამი განყოფილებაში წარადგინა.
ან----------ვას ჩვენების თანახმად, სა----------------------ევასთან პოლიციის მე-7 განყოფილებაში ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედება.
5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თეო-------–--–იძის ჩვენებით სრულად დადასტურებულია მოწმე ან----------ვას ჩვენებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები.
6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შა--–-------------------ას ჩვენების ანალიზის თანახმად ბრალდებული მისი დეიდაშვილია.
შა--–-------------------ა 2013 წლიდან ბათუმში ცხოვრობს, სადაც ერთ-ერთ დისკოტეკაზე გაიცნო აწ გარდაცვლილი დი--- სე------------ას დედა, რომელიც 2018 წლის 08 მარტს წავიდა თურქეთის რესპუბლიკაში რამოდენიმე დღით, ხოლო ბავშვი - დი--- სე------------ა მასთან და სა----------------------ევასთან დატოვა მოსავლელად, ვინაიდან ბავშვის მომვლელის ვალი ჰქონდა გადაუხდელი 200 აშშ დოლარის ოდენობით.
ბავშვის დედა თურქეთიდან არ დაბრუნდა, რის გამოც დი--- სე------------ას მოვლა სა----------------------ევას მოვალეობად იქცა, აღნიშნულის გამო ეს უკანასკნელი ვეღარ მუშაობდა, სახლში იმყოფებოდა მუდმივად, რამაც მისი სიბრაზე გამოიწვია დი--- სეიტემტოვას დედის მიმართ.
შა--–-------------------ას ჩვენების ანალიზის თანახმად შემთხვევის დღეს სა----------------------ევა მთვრალი იყო და ბავშვი რამოდენიმეჯერ ცემა, რამაც საბოლოო ჯამში ამ უკანასკნელის სიკვდილი გამოიწვია.
7. 2018 წლის 14 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის (ფოტოსურათებით) თანახმად, ბათუმი, აე-----------ის გზატკეცილი N228-ში მდებარე სახლში მისვლისას მოწმე შა--–-------------------ამ მიუთითა იმ ადგილზე, სადაც სა----------------------ევა ცემდა მათთან მყოფ მცირეწლოვან დი---ს, ცემის შემდეგ საწოლზე მარტო იყო დატოვებული ბავშვი, ოთახიდან მას და სა----------------------ევას მოესმა ბავშვის ხროტინის და ხრჩობის ხმა რა დროსაც მასთან შევიდა სა----------------------ევა და სთხოვა წყლის შეტანა, ასევე უთხრა, რომ ბავშვი შემოაკვდა ცემით და აღარ სუნთქავდა. მოწმემ შემდეგ მიუთითა იმ ოთახზე სადაც თვითონ იწვა და შემოესმა ხმაურის ხმა. გაიღვიძა და მეორე ოთახში შესულმა დაინახა როგორ გამეტებით სცემდა სა----------------------ევა დი---ს. შემდგომ მის მიერ მითითებული იქნა სანაგვე რკინის ურნაზე, რომელიც გარეთ იდგა, სადაც ჩაყარა ორი ცალი ტილო და ბავშვის ტანსაცმელები, კერძოდ: ტილოები, რომლითაც გაწმინდეს დი--- და ტანსაცმელი რაც ეცვა გარდაცვალებამდე. ურნიდან ამოღებული იქნა ტილო, სტაფილოსფერი გასამშრალებელი ტილო და გარდაცვლილი მცირეწლოვანის ტანისამოსი. (საცვალი, თხელი შარვალი და მაისური).
8. 2018 წლის 14 ივნისის საცხოვრებელი ბინის დათვალიერების ოქმის (ფოტოსურათებით) თანახმად, ქ. ბათუმი, აე-----------ის გზატკეცილი N228-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ნაგვის ურნის გვერდით დგას მოწითლო შეფერილობის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც აღმოჩნდა ბავშვის ერთი ცალი მოლურჯო შეფერილობის ქსოვილის შარვალი, რომელზეც გამოსახულია სხვადასხვა ნახატები, შარვალი არის სველ-ნოტიო მდგომარეობაში, ამავე პარკში აღმოჩნდა ერთი ცალი წითელი ფერის ბავშვის მაისური, მაისური არის ნოტიო მდგომარეობაში და მასზე აღინიშნება ღია ფერის ლაქები, ამავე პარკში აღმოჩნდა ასევე ორი ცალი თეთრი ფერის სველი სალფეთქის ნაჭერი. სამზარეულოდან შევდივართ საძინებელ ოთხში, სწორედ ამ ოთახის ლამინატზე, შესასვლელი კარის მოპირდაპირედ, იატაკზე, აღმოჩენილი იქნა მოწითალო შეფერილობის სისხლისმაგვარი ლაქები, რაც დასურათდა, შემდგომ კი ამოღებული იქნა თეთრი ფერის დოლბანდზე. საწოლის განაპირა კედლის მხარეს არსებული მხრიდან კედლის კუთხეში აღმოჩენილი იქნა თეთრი ფერის გრძელი პერანგი, რომელსაც გულმკერდის არეში აღენიშნება წითელი და მუქი ლურჯი ფერის ნახატი, ამ პერანგზე, როგორც წინა ისე უკანა მხარეს აღინიშნება მოწითლო შეფერილობის სისხლის მაგვარი ლაქები. პერანგს წინა გვერდითი, მარცხენა მხარეს აღენიშნება დაზიანება ნახევის სახით.
9. 2018 წლის 14 ივნისის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარებული გვამის დათვალიერების ოქმის თანახმად, შენობის შესასვლელ ჰოლში ხელმარჯვნივ, შავი ფერის ტყავის დივანზე ასვენია მდედრობითი სქესის ბავშვის გვამი. გახვეულია ზეწარში. გვამი წევს გულაღმა, ხელები გაშლილი, თავი მობრუნებულია მარჯვნივ. აცვია ვარდისფერი სპორტული გრძელმკლავიანი მაისური. ასევე შავი ფერის სპორტული შარვალი. სა----------------------ევას გადმოცემით ბავშვს სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში გააჩნია სისხლჩქცევები, რომელიც მიყენებულია მის მიერ, ბავშვის ცემის დროს. სა----------------------ევას განმარტებით მას ბავშვი შემოაკვდა ცემის დროს.
10. 2018 წლის 14 ივნისის საექსპერტო დაწესებულებაში ჩატარებული გვამის დათვალიერების ოქმის თანახმად, მაგიდაზე ასვენია მცირეწლოვანი, მდედრობითი სქესის გვამი, გვამის მასა 13 კგ, სიგრძე 96 სმ, სწორი აგებულების, თავის გარშემოწერილობა 50 სმ. გულმკერდის გარშემოწერილობა 47 სმ. მხარის შუამესამედი 13 სმ, ბარძაყის შუამესამედი 22 სმ, მენჯის გარშემოწერილობა 46 სმ. თვალის ქუთუთოები დახურული, პირი დახურული, სახის ძვლები ხელის შეხებით მთელი, ცხვირპირიდან და გარე სასმენი ორგანოებიდან რაიმე გამონადენი არ შეინიშნება, კისერი საშუალო სიმაღლის, თმოვანება სხეულზე გამოხატული არ არის. თავზე თმა მუქი წაბლისფერი, მოკლედ შეჭრილი. დაზიანება შუბლის არეში, მარჯვნივ, აღენიშნება მოლურჯო ფერის არასწორი ფორმის სისხლნაჟღენთი, გარდამავალი მარცხენა არეზე. შუბლის არეში ცენტრალურად ასეთივე ფერის და ფორმის სისხლნაჟღენთი. ორივე თვალბუდის არეში ზედა და ქვედა ქუთუთოზე მოლურჯო ფერის, არასწორი ფორმის სისხლნაჟღენთები, მარცხენა ლოყის არეში აღენიშნება ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთები, მომრგვალო ფორმის, ქვედა ყბის არედან გარდამავალ ნიკაპზე მარცხნივ, მარჯვენა ქვედა ყბის არედან გარდამავალ ნიკაპზე მარჯვენა ქვედა ყბის შუა მესამედზე მოლურჯო ფორმის არასწორი ფორმის სისხლნაჟღენთი. მარჯვენა ლოყის არეში არასწორი ფორმის სისხლნაჟღენთი, მუცლის არეში მარჯვნივ მოლურჯო ფერის სხვადასხვა ფორმის და ზომის სისხლნაჟღენთები. მუცლის მარცხენა ნახევარში მოლურჯო ფერის სხვადასხვა ზომის და ფორმის სისხლნაჟღენთები. მარცხენა ბარძაყის წინა და გარეთა ზედაპირებზე აღენიშნება სხვადასხვა ფორმის და ზომის მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთები. მარცხენა მუხლის სახსრის არეში აღენიშნება არასწორი ფორმის, მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი. მარცხენა წვივის წინა და გარეთა ზედაპირებზე მოლურჯო ფერის მომრგვალებული ფორმის სისხლნაჟღენთი. მარცხენა კოჭწვივის სახსრის გარეთა ზედაპირზე არასწორი ფორმის მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი. მარჯვენა ბარძაყის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება სხვადასხვა ფორმის და ზომის სისხლნაჟღენთები, არასწორი ფორმის. მარცხენა ლავიწის ძვლის არეში აღენიშნება მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი გარდამავალი მარცხენა მხარის სახსრის გარეარეზე მთლი---დ, მარცხენა მხრის გარეთა ზედაპირზე მთლიან ზედაპირზე და გარდამავალი მარცხენა ბეჭის ძვლის საპროექციო არეზე მთლი---დ და გრძელდება წელის მალებამდე. ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთი აღენიშნება მარჯვენა მხარის სახსრის მთელ ზედაპირზე, რომელიც ვრცელდება მარჯვენა მხარის შუამესამედამდე და მარჯვენა ბეჭის ძვლის მთელ ზედაპირზე. წელის მიდამოდან ქვემოთ ორივე დუნდულის შუამესამედის დონემდე აღენიშნება ასასწორი ფორმის მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი. ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი აღენიშნება მარჯვენა დუნდულის ქვედა მესამედიდან მარჯვენა ბარძაყის უკანა ზედაპირის ზედა ზედაპირის ჩათვლით. მარჯვენა მტევნის ზურგის ზედაპირზე სისხლნაჟღენთები, მარცხენა საფეთქელის არეში აღენიშნება კანის დონეზე მდებარე მოწითალო ფერის მომრგვალო ფორმის ნაჭდევი. სახისა და მარცხენა ყურის არეში აღენიშნება ასეთივე ხასიათის სხვადასხვა ფორმის და ზომის ნაჭდევები. მარცხენა მხრის სახსრის წინა ზედაპირზე მრავლობითი, სხვადასხვა ფორმის და მცირე ზომის ნაჭდევები. გულმკერდის მარჯვენა გარეთა ზედაპირზე მცირე ზომის სხვადასხვა ფორმის ნაჭდევები. ხერხემლის სვეტიდან ოდნავ მარცხნივ, წელის პირველი მალის დონეზე ორი მოგრძო ფორმის ნაჭდევი. მარჯვენა დუნდულის ზედა გარეთა კვადრატში მრავლობითი სხვადასხვა ზომისა და ფორმის ნაჭდევები. მარჯვენა მუხლის სახსრის უკანა ზედაპირზე სამი არასწორი ფორმის ნაჭდევი, ქვედა ტუჩის არეში, ცენტრალურად აღენიშნება არასწორკიდეებიანი, ბლაგვკუთხეებიანი ჭრილობა, რომელიც გადადის მის ლორწოვანზე. ქვედა ყბის, ნიკაპის არეში ასეთივე ხასიათის ჭრილობა, რომლის ფსკერს წარმოადგენს ქვედა ყბის ძვალი. სამედიცინო ექსპერტის მიერ გვამიდან ამოღებული იქნა ტანსაცმელი, აღებული იქნა ასევე ფრჩხილის და თმის ნიმუში, ასევე სისხლის ნიმუში.
11. 2018 წლის 20 ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებულია ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების ადმინისტრაციული შენობის შიდა და გარე სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერი, რომლის მიხედვით 23:36:07 საათიდან 23:36:28 საათამდე მონაკვეთში კადრში ჩნდება უცხოური წარმოების ავტომობილი, რომლის უკანა მარჯვენა კარებიდან ჩამოდის სა----------------------ევა, რომელსაც ხელში უჭირავს გარდაცვლილი დი--- სე------------ას გვამი და მიემართება პოლიციის შენობისკენ. ავტომობილის წინა მარჯვენა კარებიდან ჩამოდის შა--–-------------------ა. სა----------------------ევა ესაუბრება პოლიციის თანამშრომლებს, გარდაცვლილი დი--- სე------------ას სხეული უსვენია მუხლებზე. 23:38:27 საათიდან მირბობოიევა დგება ტახტიდან, ტოვებს გარდაცვლილის გვამს და მიემართება განყოფილების შიდა მხარეს რომელსაც უკან მიჰყვება ჯაბბოროვა. გვამთან რჩება მე-7 განყოფილების უფროსის მოადგილე და მორიგე.
12. 2018 წლის 17 სექტემბრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N005471018 დასკვნის თანახმად დი--- სე------------ას სიკვდილის უშუალო მიზეზია თავის ტვინის ნივთიერებების შეშუპება. ტვინის ღეროს დისლოკაცია და ჩაჭედვა, განვითარებული ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად თავის ტვინში მაგარი და რბილი გარსების ქვეშ სისხლჩაქცევით. დი--- სე------------ას გარდაცვალებიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია არაუმეტეს 12 საათისა. დი--- სე------------ას გვამის გამოკვლევისას ნანახი იქნა შემდეგი დაზიანებები: ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმა, თავის ტვინში მაგარი და რბილი გარსების ქვეშ სისხლჩქცევა, თავის ტვინის ნივთიერების შეშუპება, ტვინის ღეროს ჩაჭედვა, დისლოკაცია, სისხლჩაქცევა ქალას სარქველის რბილი საფარის ქვეშ, დაჟეჟილი ჭრილობები სახის არეში. სხეულზე არსებული დაზიანებები გარდა თავის მიდამოსა, თითოეული ცალ-ცალკე და ყველა ერთად აღებული მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს და სიკვდილის დადგომასთან მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან. თავის არეში გარეგნულად არსებული დაზიანებები განხილული უნდა იქნას ერთად კომპლექსში ქალა ტვინის ბლაგვ ტრავმასთან (თავის ტვინში მაგარი და რბილი გარსების ქვეშ სისხლჩაქცევა თავის ტვინის ნივთიერების შეშუპება, ტვინის ღეროს ჩაჭედვა, დისლოკაცია, სისხლჩქცევა ქალას სარქველის რბილი საფარის ქვეშ) და მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან სიკვდილთან. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული დაზიანებების მიღების შემდეგ დი--- სე------------ას სიკვდილი დადგა გარკვეული პერიოდის შემდეგ.
13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მა---------------ლმა დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები.
14. 2018 წლის 25 ივლისის სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N005136118 დასკვნის თანახმად სა----------------------ევა ბრალად შერაცხული მართლსაწინაარმდეგო ქმედების ჩადენამდე და ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს ფსიქიკურად დაავადებული არ იყო. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმღძვანელა მისთვის (შერაცხადობა). ამჟამად სა----------------------ევას აღენიშნება ზომიერი დეპრესიული ეპიზოდი, რეაქტიული დეპრესია, (კოდი F32.1; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ამჟამად, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმღძვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. ამჟამად სა----------------------ევა დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების სისტემის პირობებში. ამჟამად, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით სა----------------------ევას არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისი მხრიდან არსებობს საკუთარი თავისა და სხვა პირისათვის ზიანის, მუქარისა და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის რისკის ხარისხის მიხედვით ამჟამად სა----------------------ევა წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი მან უნდა მოიხადოს (ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარება) შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში, რეკომენდირებულია აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, (ხონი, ქუტირი) ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით.
სა----------------------ევა არ იმყოფებოდა აფექტის ან სხვა არაპათოლოგიურ ემოციურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო არსებითი ზეგავლენა მოეხდინა მის ცნობიერებაზე და ქცევაზე დანაშაულის ჩადენის დროს.
15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ქე-------–--------აძემ და მან----------ძემ დაადასტურეს ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები.
16. 2018 წლის 14 ივნისის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად სა----------------------ევა დაკავებული იქნა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების ადმინისტარციულ შენობაში, ხოლო პირადი ჩხრეკისას მისგან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი.
17. N77146016442 დაბადების მოწმობის თანახმად დი--- სე------------ა დაიბადა 2014 წლის 19 დეკემბერს, მამის ვინაობა უცნობია, ხოლო დედა - ზუ-–------რ სე------------აა.
18. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის თაობაზე ინფორმაციის თანახმად ზუ-–------რ სე------------ამ 2018 წლის 08 მარტს დატოვა საქართველოს ტერიტორია და მას შემდეგ ქვეყანაში აღარ შემოსულა.
19. პროკურორის 2018 წლის 30 ივლისის დადგენილებით ზუ-–------რ სე------------ა ცნობილი იქნა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ.
20. სა----------------------ევას მიერ დი--- სე------------ას მკვლელობა ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სადავო და მათივე მხრიდან პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებებით, მათ შორის: მოწმე ზვ--------–---------------------------------------------------------–----–--------------------------------------------------------------–---–---–-----------------------------------–-------------------------------------------------------------–-------–--ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნიმუშის აღების ოქმებით, სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით და ნივთიერი მტკიცებულებებით.
სამართლებრივი შეფასება:
21. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე. ეს დებულება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, რომლის თანახმად "სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი".
განზრახ მკვლელობა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა, რომლის დამამძიმებელი მაკვალიფიცირებელი გარემოებებია - წინასწარი შეცნობით არასრულწოვანის და უმწეო მდგომარეობაში მყოფის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებში.
22. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში. ამ დანაშაულის ჩადენისათვის აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით - ჩაიდინოს მკვლელობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს. ასეთი კატეგორიის საქმეებზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დადგინდეს დანაშაულის ჩადენის მოტივი, თუ რა ამოძრავებდა დამნაშავეს, რა გარემოებამ მიიყვანა იგი დანაშაულის ჩადენამდე, რომელი ფაქტორი იყო გადამწყვეტი. ამასთან, უნდა დადგინდეს ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება.
23. პირის მსჯავრდებისას იმ პრინციპის დაცვა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს, გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით (მე-40 მუხლის მე-3 ნაწილი) და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (82-ე მუხლის პირველი ნაწილი). თავის მხრივ, მტკიცებულების უტყუარობასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე №397აპ–14) შემდეგი: საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთან, თითოეული მტკიცებულება, აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, უნდა შემოწმდეს საქმეში არსებულ სხვა პირდაპირ, ასევე ირიბ მტკიცებულებებთან ერთობლივად, მათი ურთიერთთავსებადობის განსაზღვრის მიზნით, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და საერთოდ, ნებისმიერი – გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენის დასაბუთებისათვის.
24. სასამართლოს აზრით, საქმეში არსებული მტკიცებულებები, მოწმე - შა--–-------------------ას პირდაპირი ჩვენება და ამ უკანასკნელთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მათი შინაარსიდან გამომდინარე, ნამდვილად ეხება 2018 წლის 13 ივნისს სა----------------------ევას მხრიდან დი--- სე------------აზე ფიზიკურ ძალადობას და ამ უკანასკნელის სიკვდილს; თეო-------–--–იძის, ან----------ვას, გო---–---ძის და ვახ----------------ძის ჩვენებები ეხება სა----------------------ევას მხრიდან პოლიციის მუშაკებისთვის ინფორმაციის მიწოდებას დი--- სე------------ას მკვლელობის თაობაზე; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტ მა---------------ლის ჩვენება ეხება მოკლული დი--- სე------------ას სხეულზე 100-ზე მეტი დაზიანების არსებობას; აღნიშნული მტკიცებულებები, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ, სრულიად ნათლად წარმოაჩენს ბრალდებულის მხრიდან დი--- სე------------ას მკვლელობის ფაქტს.
25. სასამართლოს აზრით ბავშვის მკვლელობის მოტივს წარმოადგენდა დი--- სე------------ას დედის - ზოო-–--------------------ოვას მხრიდან გამოჩენილი უყურადღებობის გამო (შვილის მიტოვება) სა----------------------ევას თავისუფლების შეზღუდვით (ბავშვის მოვლა-პატრონობა) გამოწვეული სიბრაზე, რაც იზრდებოდა და საბოლოო გამოვლინება მოხდა 2018 წლის 13 ივნისს.
დამამძიმებელი გარემოებები
წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი
26. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არასრულწლოვანია პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია
27. როგორც სასამართლომ აღნიშნა დი--- სე------------ა დაიბადა 2014 წლის 19 დეკემბერს,და ეჭვს არ იწვევს და არც დაცვის მხარე არ ხდის სადავოდ იმ ფაქტს, რომ მან იცოდა ბავშვის ასაკი. ეჭვს არ იწვევს ასევე ის გარემობა და არც მხარეების მიერაა სადავოდ გამხდარი, რომ ბრალდებული და მოკლული ბავშვი ერთად ცხოვრობდნენ.
უმწეო მდგომარეობაში მყოფი
28. უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მკვლელობაში იგულისხმება ავადმყოფის, ღრმად მოხუცისა და სხვათა სიცოცხლის განზრახ მოსპობა, რომელთაც თავისი ფიზიკური ნაკლის, ფსიქიკური თუ სხვა ხასიათის ავადმყოფობის, ასაკობრივი ან სხვაგვარად შეზღუდული მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ თავის დაცვა. მკვლელობის ამ პუნქტით კვალიფიკიციისათვის საჭიროა, რომ დამნაშავეს გაცნობიერებული ჰქონდეს ადამიანის უმწეო მდგომარეობაში ყოფნა და მის მიერ წინააღმდეგობის გაწევის შეუძლებლობა.
29. როგორც სასამართლომ აღნიშნა დი--- სე------------ა დაიბადა 2014 წლის 19 დეკემბერს,და ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ 4 წლამდე ბავშვი უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირია.
განსაკუთრებული სისასტიკე
30. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის სწორად კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგენილ იქნეს, რომ დამნაშავის განზრახვა მოიცავდა მკვლელობის ჩადენას განსაკუთრებული მტანჯავი ხერხით ან საშუალებით, რომელიც შეიძლება იწვევდეს როგორც ფიზიკურ ტანჯვას, ასევე სულიერ წამებასაც. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ყურადღება ექცევა დამნაშავის შეგნებულ დამოკიდებულებას არა მარტო შედეგისადმი, არამედ ასევე განსაკუთრებული სისასტიკის, როგორც მკვლელობის დამამძიმებელი გარემოებისადმი.
31. როგორც სასამართლომ აღნიშნა მოკლული დი--- სე------------ას სხეულზე 100-ზე მეტი დაზიანების არსებობა დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად სიკვდილის უშუალო მიზეზია თავის ტვინის ნივთიერებების შეშუპება. ტვინის ღეროს დისლოკაცია და ჩაჭედვა, განვითარებული ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად თავის ტვინში მაგარი და რბილი გარსების ქვეშ სისხლჩაქცევით.
32. 4 წლამდე ბავშვისთვის ამ რაოდენობის და ხარისხის დაზიანებების არსებობა ერთმნიშვნელოვანად მიუთითებს სა----------------------ევას მხრიდან გამოჩენილ განსაკუთრებულ სისატიკეზე.
33. დასკვნის სახით სასამართლო განმარტავს, რომ იზიარებს პროკურორის პოზიციას გამოძიების მიერ მოპოვებული მასალებით - გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება სა----------------------ევას მხრიდან არასრულწლოვან, უმწეო მდგომარეობაში მყოფ დი--- სე------------ას განსაკუთრებული სისატიკით მკვლელობა და სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ბრალდებულს დაზარალებულის მოკვლის განზახვა არ ჰქონდა, რადგან სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი მკვლელობის განზრახვის ნაწილში სრულიად ესადაგება ამ მოსაზრებათა საფუძვლიანობას, კერძოდ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დი--- სე------------ას მიყენებული აქვს 100-ზე მეტი დაზიანება, რამაც ამ უკანასკნელის სიკვდილი გამოიწვია.
სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
34. სა----------------------ევამ ჩაიდინა დი--- სე------------ას განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ესე იგი განზრახ მკვლელობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის და უმწეო მდგომარეობაში მყოფის განსაკუთრებული სისასტიკით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
35. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო განსაკუთრებით ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს - არასრულწლოვანი 4 წლამდე ბავშვის მოკვლას, რომელსაც სხეულზე 100-ზე მეტი დაზიანება მიაყენა ბრალდებულმა და წარმოუდგენელია ის ტკივილი და ტანჯვა, რასაც სიკვდილამდე განიცდიდა დი--- სე------------ა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილი სანქციად ითვალისწინებს ორი სახის ალტერნატივას - ვადიან (თექვსმეტიდან ოც წლამდე) ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ უვადო თავისუფლების აღკვეთა არის ის სასჯელი რაც იქნება გამოჯანმრთელების შემთხვევაში დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
36. სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N005136118 დასკვნის საფუძველზე სა----------------------ევამ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტანციონალური დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე - გამოჯანმრთელებამდე, შეფარდებული სასჯელი უნდა მოიხადოს (არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტანციონალური დახმარება) შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში - აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი-ქუტირი), რის შემდეგ სასჯელის მოხდა უნდა გაგრძელდეს კანონით დადგენილი წესით - სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული სა----------------------ევა ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
სა----------------------ევამ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტანციონალური დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე - გამოჯანმრთელებამდე, შეფარდებული სასჯელი მოიხადოს (არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტანციონალური დახმარება) შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში - აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი-ქუტირი), რის შემდეგ სასჯელის მოხდა გაგრძელდეს კანონით დადგენილი წესით - სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში.
სა----------------------ევას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
სა----------------------ევას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 14 ივნისიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები: ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი ერთ ცალ DVD დისკზე და პოლიციის მე-7 განყოფილების გარე და შიდა სათვალთვალო კამერების აუდიო - ვიდეო ჩანაწერი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე, რომლებიც ერთვის საქმეს, დაერთოს სს საქმეს მისი შენახვის ვადით.
სა----------------------ევას სისხლის და ფრჩხილის ნიმუში, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ტილო, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ორი ცალი სალფეთქი და მოწითალო ფერის ლაქა, გვამიდან აღებული ფრჩხილის ნიმუში და გვამიდან აღებული სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
გარდაცვლილ დი--- სე------------ას ტანსაცმელი, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ორი შარვალი და პერანგი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ბავშვის მაისური, შარვალი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული პერანგი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ანდა მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი