განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002659432
საქმე N1-900/18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30.10.2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - თო------------–--ლი
დაცვის მხარე
ბრალდებული: ფრ---------------ია
მამის სახელი: ჟ----ა
დაბადების თარიღი: 2-.05.1975 წელი
პირადი ნომერი: 5---------3
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არ მქონე
საცხოვრებელი მისამართი: ხობის რაიონი, სოფელი პი-----–------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილი (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება);
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0752-0518001
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.1სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 2- მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩ---ში, ფრ---------------ია მოძრაობდა რა ,,გ---–---ს’’ მარკის ავტომანქანით, სახ.N O------, - დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 1-ის, მუხლი 33 პუნქტი 2-ის მოთხოვნები და შეეჯახა ,,B--’’ს მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით W--------, რომელსაც მართავდა გი---------------–--ლი. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ზუ------–-----ამ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება;
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა
ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა
იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს,რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება
2.1. თავად ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება, რომ 2018 წლის 2- მაისს, ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მოძრაობა, რის გამოც, შეეჯახა ,B--’’ს მარკის ავტომანქანას, რა დროსაც ზუ------–-----ამ ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.
2.3 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №0-------8, 10.07.2-8 წ დადგენილია, რომ თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებისა, ზუ------–-----ას 2-.05.2018წ დაესვა დიაგნოზი: გავის ძვლის მოტეხილობა გავა-თეძოს შესახსრების გახსნით; ბოქვენისა და საჯდომი ძვლების მოტეხილობა ცდომით. მარჯვენა წვივის ძვლის დიაფიზის და ღია ნამსხვროვანი მოტეხილობა ცდომით; მუცლის ღრუს დახურული ტრავმა, ელენთის ტრავმული დაზიანება; ფილტვების ტრავმული დაჟეჟილობა. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების/ ზემოქმედებით და მიეკუთვნებიან მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო. დაზიანებების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2.4. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №0--------, 18.06.2-8 წ დადგენილია, რომ თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებისა, ფრ---------------ია 2-.05.2018წ დაესვა დიაგნოზი: მარჯვენა დიდი წვივის ძვლის დიაფიზის მოტეხილობა ცდომით; მარჯვენა მცირე წვივის დიაფაზის მოტეხილობა ცდომით. მარჯვენა იდაყვის ძვლის ზედა ბოლოს მოტეხილობა ცდომით. მარჯვენა სხივის თავის ამოვარდნილობა. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების/ ზემოქმედებით და მიეკუთვნებიან მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძილივი მოშლით. დაზიანებების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2.5 სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით №ს-------- 07.08.2018წ დადგენილია, რომ აღნიშნული დაზიანებების ფორმა და განვითარების ხასიათი დამახასიათებელია ავტომობილების რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომობილ ,,B---ს’’ სამუხრუჭე სისტემა გამართულ მდგომარეობაშია, ხოლო საჭით მართვის მექანიზმი გამოსულია მწყობრიდან მასზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს. წარმოდგენილ ავტომობილ ,,ფ---–-------ის’’ საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა გამოსულია მწყობრიდან მათზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს.
2.6 ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით №2----, 03.08.2018წ დადგენილია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ფრ---------------იას მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 1-ის, მუხლი 33 პუნქტი 2-ის მოთხოვნები, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ გი---------------–--ლს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო, ვინაიდან მის სამოძრაო ზოლში გადასული ავტომობილი იმყოფებოდა მოძრაობაში და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.
2.6 დაცვის მხარეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადაოდ არ გაუხდია.
2.7 ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საპრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა ,ავტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეების: ლო--------------------------------------–---–-------------------–---–---------------–-----------------------–--------------ს, ზუ------–-----ას ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციათა ერთობლიობა) სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ფრ---------------იამ ჩაიდინა ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ფრ---------------იამ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით - 2018 წლის 2- მაისს, ვერ უზრუნველყო რა უსაფრთხო მოძრაობა, შეეჯახა ,,B--’’ს მარკის ავტომანქანას, რა დროსაც ზუ------–-----ამ ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო, - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას, რადგან სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
ბრალდებულ ფრ---------------იას წარსულში ნასამართლობა არა აქვს; ის აღიარებს და ინანიებს ჩადენილს; დაზარალებულს რაიმე სახით პრეტენზია ბრალდებულის მიმართ არ გააჩნია; ბრალდებულის განმარტებით მას აქვს მძიმე მატერილაური მდგომარეობა, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობა მის არის მძიმე, ის ამ დრომდე ძნელად გადაადგილდება ყავარჯნების დახმარებით, ამჟამადაც მკურნალობს და კვლავ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას; ყავს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი, თავად ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ მუშაობს, ყავს პენსიონერი მშობლები და საპენსიო თანხაა მხოლოდ ოჯახის შემოსავალი;
სასჯელის დანიშვნისას, გარდა ზემოთაღნიშნული გარემოებებისა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის, რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ფრ---------------იას მიერ ჩადენილი ქმედება არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი სასჯელის გამოყენების საფუძველი და მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია პირობითი მსჯავრის დანიშვნის პირობებშიც;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ზემოთაღნიშნულიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ფრ---------------იას უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ამდენად, ფრ---------------იას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი იქნება პირობითად; ბრალდებულის მატრიალური მდგომარეობიდან და პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე ის გამართლებულია; დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
მასვე, 1 (ერთი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები
ნივთიერი მტკიცებულება - ,,გ---–---ს’’ მარკის ავტომანქანა სახ.N O------, რომელიც განთავსებულია შპს "ბ-------------"-ის სპეციალურ ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ფრ---------------ია ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლის ვადთ თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით;
მასვე, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
მსჯავრდებულ ფრ---------------იას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, ხოლო მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ბიუროს ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი აგდილი;
ნივთიერი მტკიცებულება - ,,გ---–---ს’’ მარკის ავტომანქანა სახ.N O------, რომელიც განთავსებულია შპს "ბ-------------"-ის სპეციალურ ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე