განაჩენი

სისხლის სამართლის 30.10.2018
საქმის ნომერი
010100118002647047
დავის ტიპი
381
თარიღი
30.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002647047

საქმე N1-871/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქ--------–--ს სახელით

 

30.10. 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ზუ---------–--–-ძე

 

ბრალდებული: მა-------------------ე

მამის სახელი: ზ-----ი

დაბადებული: 2--03.1980 წელი

პირადი ნომერი: 6---------8

მოქალაქეობა: საქ--------–--ს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ნასამართლობა: არ მქონე

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, სუ-–----------------

 

ადვოკატი - ლა–-----------ე

 

კვალიფიკაცია: საქ--------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილი.

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171160818001

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2018 წლის 28 ივლისს, შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების მიერ, მა-------------------ის მიმართ, ერთი თვის ვადით გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N0-----, რომლითაც, მას როგორც მოძრალადეს, აეკრძალა მსხვერპლის - თავისი ოჯახის წევრის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის ნი----------–-–--ლის, რომელთანაც ასევე 2018 წლის 28 ივლისამდე ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე აეკრძალა მასთან სატელეფონო კომუნიკაცია. 2018 წლის 31 ივლისს, მანუჩარ ფესვიანიძე, მივიდა ქ.ბათუმში, სუ-–---------------------ში მდებარე ნი----------–-–--ლის საცხოვრებელ სახლში, რითაც დაარღვია N0----- შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, რისთვისაც 2018 წლის 31 ივლისს, საქ--------–--ს ასკ 175-ე მეორე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი - ადმინისტრაციული პატიმრობა ერთი დღის ვადით. 2018 წლის 15 აგვისტოს, შუადღის საათებში და 16 აგვისტოს, დაახლოებით 00 საათსა და 50 წუთზე, მანუჩარ ფესვიანიძე, რომელიც წარმოადგენდა ასკ 175-ე მეორე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულ პირს და რომელსაც N0----- შემაკავებელი ორდერის თანახმად აკრძალული ჰქონდა ნი----------–-–--ლის სამუშაო ადგილთან მიახლოება, მივიდა ქ. ბათუმში, ილ------------------------ში მდებარე კაფე-ბარ ,,ქ--------–--’’-ში, სადაც თავის სამსახურში იმყოფებოდა ნი----------–-–--ლი და ამ უკანასკნელს უცენზურო სიტყვებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რითაც დაარღვია N0----- შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა,ჩადენილი საქ--------–--ს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (არსებითი სხდომის ოქმი).

 

2.2. საქ--------–--ს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. 2018 წლის 28 ივლისს, შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების მიერ, მა-------------------ის მიმართ, ერთი თვის ვადით გაცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N0-----, რომლითაც, მას როგორც მოძალადეს, აეკრძალა მსხვერპლის - თავისი ოჯახის წევრის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის ნი----------–-–--ლის, საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე აეკრძალა მასთან სატელეფონო კომუნიკაცია.

 

2018 წლის 31 ივლისს, მა-------------------ე, მივიდა ქ.ბათუმში, სუ-–---------------------ში მდებარე ნი----------–-–--ლის საცხოვრებელ სახლში, რითაც დაარღვია N0----- შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, რისთვისაც 2018 წლის 31 ივლისს, საქ--------–--ს ასკ 1752-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი - ადმინისტრაციული პატიმრობა ერთი დღის ვადით. შემაკავებელი ორდერი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის დადგენილება შესულია კანონიერ ძალაში და მიქცეულია აღსასრულებლად;

 

2.4 მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მა-------------------ეს 2018 წლის 31 ივლისის შემაკავებელი ორდერით - აკრძალული ჰქონდა რა - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან ნი----------–-–--ლის, საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე მასთან სატელეფონო კომუნიკაცია - 2018 წლის 15 აგვისტოს, მა-------------------ემ, მივიდა ნი----------–-–--ლის სამუშაო ადგილთან ქ. ბათუმში, ილ------------------------ში მდებარე კაფე-ბარ ,,ქ--------–--ში’’, სადაც თავის სამსახურში იმყოფებოდა ნი----------–-–--ლი და ამ უკანასკნელს უცენზურო სიტყვებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რითაც დაარღვია N0----- შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

2.5. საქ--------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქ--------–--ს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, შეუსრულებლობისათვის;

 

სუბიექტური მხარე კონკრეტული დანაშაულისა გამოიხატება განზრახვაში - დამნაშავემ იცის, რომ იგი ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ არ ასრულებს და სურს ასეთი შედეგი; ობიექტური მხარე კი გამოიხატება განაჩენის შეუსრულებლობაში;

 

2.6. მა-------------------ისთვის ცნობილი იყო მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის საფუძველზეც მას აკრძალული ჰქონდა ნი----------–-–--ლის, საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე მასთან სატელეფონო კომუნიკაცია; ერთი თვის ვადით.

 

2.7. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით ( ნი----------–-–--ლის, ფარნაოზ დედაბრიშვილის, ჯონი ცინცაბაძის, პაატა საფარიძის, ლეილა წითელაძის ჩვენებები, შემაკავებელი ორდერი N0-----, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის დადგენილება და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციათა ერთობლიობა) დადასტურებულია, რომ მა-------------------ემ 2018 წლის 15 აგვისტოს - ნი----------–-–--ლის სამუშაო ადგილთან ქ. ბათუმში, ილ------------------------ში მდებარე კაფე-ბარ ,,ქ--------–--ში’’, მისვლით და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით, დაარღვია N0----- შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქ--------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქ--------–--ს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

 

3.2. საქ--------–--ს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3.4. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მა-------------------ემ ჩაიდინა საქ--------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქ--------–--ს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ - რისთვისაც ის ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქ--------–--ს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

5.2. საქ--------–--ს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

5.3. საქ--------–--ს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

5.4. საქ--------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ისჯება ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

5.5. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილს;

 

ამდენად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მა-------------------ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა.

 

ზემოთმითითებული გარემოებები ასევე იძლევა შესაძლებლობას ბრალდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილი გადავადებული იქნეს პირობით და გამოყენებული იქნეს საქ--------–--ს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაწესი;

 

ამდენად, მა-------------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქ--------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით სანქციით გათვალისწინებული სასჯელი 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით, საიდანაც სასჯელის ნაწილი უნდა ჩაეთვალოს პირობით; უფრო მკაცრი სასჯელის ზომის დანიშვნა ჩადენილი დანაშაულის, ბრალდებულის პიროვნების, ქმედებით მიყენებული ზიანის, დამდგარი შედეგის მხედველობაში მიღებით არ არის გამართლებული, ხოლო დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქ--------–--ს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული მა-------------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქ--------–--ს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქ--------–--ს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - დანიშნული სასჯელის ნაწილი - 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქ--------–--ს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ მა-------------------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 16 აგვისტოდან.

 

მსჯავრდებულ მა-------------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ მა-------------------ეს დაევალოს თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ 15 დღის ვადაში გამოცხადდეს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროში და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ამავე ბიუროს;

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას და მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე