განაჩენი

სისხლის სამართლის 30.10.2018
საქმის ნომერი
330100118002614887
თარიღი
30.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #---------

#------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ მ-----–-------ს,ბრალდებულ ზ----------–---ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ----------–---ის (პირადი #0----------) - დაბადებულის 1--- წლის 2------------, საქართველოს მოქალაქის, განქორწინებულის, ნასამართლევის, მცხოვრების თბილისში, გ-–------ 1--–---------, კ-------------, ბ--------–- - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ზ----------–---მა ჩაიდინა ადევნება, ე.ი. არასასურველი კომუნიკაციის დამყარება და სისტემატური განზრახი ქმედება, რამაც გამოიწვია პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში, ტანჯვა და პირს შეუქმნა ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალური საჭიროება; მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 11 თებერვლიდან ზ----------–---ი სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას ნ------------------, თითქმის ყოველ დღე აკითხავდა მას სამსახურში და მიჰყვებოდა სახლამდე, რა დროსაც მოითხოვდა მისგან სასიყვარულო ურთიერთობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებოდა მოკვლით. ზ----------–---თან შეხვედრის თავიდან არიდების მიზნით, ნ------------- იძულებული ხდებოდა, სამუშაო საათების დასრულების მიუხედავად, არ წასულიყო სახლში, ნათესავისთვის ეთხოვა სახლამდე მიცილება ან მისთვის მოუხერხებელი გზით დაბრუნებულიყო სახლში. ზ----------–---ის ქმედებებმა გამოიწვია ნ-------------ს ტანჯვა.

 

2018 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, თბილისში, ა-–--------------- ქ------- მიმდებარე ტერიტორიაზე, და 2018 წლის 18 ივლისს, თბილისში, გ-–------ 1--–---------ს მ---------------- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სასურსათო მაღაზია ,,მ------–-‘‘, ზ----------–---ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ-------------ს, რაც ამ უკანასკნელმა ორივე შემთხვევაში რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ ზ----------–---ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - დაზარალებულ ნ-------------სა და მოწმეების: ლ--–--------–---–-------------–--------------------–---–----------------–----------- გამოკითხვის ოქმებით; ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნით, რომლებიც დაცვის მხარეს (ბრალდებულს) სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია ზ-----------–----- მიერ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დასჯადია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო ამავე კოდექსის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დასჯადია პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ ზაური კულიევი 2018 წლის თებერვლის თვიდან ნ------------------ სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას და მოითხოვდა მისგან სასიყვარულო ურთიერთობას, რამაც შექმნა ნ-------------ს მხრიდან ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალური საჭიროება. ამასთან, ზ----------–---ი ნ-------------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც ამ უკანასკნელმა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული ფაქტები დადასტურებულია საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებებით, რომელთა უტყუარობა არც ბრალდებულს გაუხდია სადავოდ.

 

ამდენად, ზ----------–---მა ჩაიდინა ნ-------------ს მიმართ ადევნება, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა, ე.ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; მანვე ჩაიდინა ნ-------------ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ე.ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. შესაბამისად, ზ----------–---ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი ზემოაღნიშნული მუხლებით და სასჯელები განესაზღვროს ამ დანაშაულთათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამასთან, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

ზ----------–---ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ზ----------–---ის მიერ დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, იგი წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ქმნის დანაშაულის რეციდივს.

 

საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამდენად, ზ----------–---ს სასჯელი უნდა დაენიშნოს ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად.

 

ამასთან, სასამართლო ზ-----------–----- მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რომლის თანახმადაც, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. ამდენად, სასამართლო, ხელმძღვანელობს რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლითა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ითვალისწინებს განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნას როგორც სასჯელთა ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრების, ასევე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, მოცემულ შემთხვევაში, მიზანშეწონილად მიიჩნევს, ზ----------–---ის მიმართ ამ დანაშაულისთვის დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------–-- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ზ----------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ზ----------–---ს, დანაშულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ზ-----------–----- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------–-- განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ ზ----------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ზ----------–---ს სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2018 წლის 24 სექტემბრიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე