განაჩენი

სისხლის სამართლის 13.09.2018
საქმის ნომერი
330100118002251673
თარიღი
13.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #-------

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 სექტემბერი, 2018 წ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

 

პროკურორ - მ-----– ს-------ის

ადვოკატ - ლ---------- კ--------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

- ი- შ-----ს ასულ კ-------–--ის, დაბადებულის 1-----------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პ/ნ------------), ნასამართლობის მქონის, ქ. თბილისში, მისამართის გარეშე და ამჟამად ძებნაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი- კ-------–--ემ ჩაიდინა კრედიტის უკანონოდ მიღება, ე.ი. ბანკისათვის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის მიღების მიზნით.

 

ი- კ-------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

2013 წლის 24 სექტემბერს, ი- კ-------–--ემ კრედიტის მიღების მიზნით სს „პრივატბანკში“ (ს/კ---------- (სამართალმემკვიდრე - სს „საქართველოს ბანკი“) წარადგინა თავისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა, კერძოდ, 24.09.2013 წლით დათარიღებული ყალბი #--- ცნობა, რომლის მიხედვითაც თითქოსდა ი- კ-------–--ე მუშაობდა შპს „S------“-ის კ----------------–---–-------თან უ--------------------------- პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 1150 ლარს. აღნიშნული ყალბი ცნობის საფუძველზე ი- კ-------–--ემ სს „პრივატბანკისაგან“ უკანონოდ მიიღო კრედიტი და მასზე გაიცა საკრედიტო ბარათი 8000 ლარიანი/5000 აშშ დოლარიანი კრედიტის ლიმიტით.

 

ე.ი. ი- კ-------–--ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის საფუძველზე გამოკვლეულ იქნა მტკიცებულებები, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ ი- კ-------–--ემ ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ი- კ-------–--ეს გადაკვეთილი აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სარფის გამტარი პუნქტის გავლით - 2015 წლის 31 მაისს, რის გამოც სასამართლოსათვის უცნობია ბრალდებულ ი- კ-------–--ის პოზიცია წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით, რადგან იგი არის ძებნილი. თუმცა მის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარად იქნა დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ:

სს „ს----------–----------“ ი--------მა, მოწმე დ----- გ-------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ კრედიტის გაცემისას ბანკი კლიენტისაგან ითხოვს გარკვეულ ინფორმაციას, მათ შორის ინფორმაციას პირადი მონაცემებისა და შემოსავლის ოდენობისა და წყაროს შესახებ. უმეტეს შემთხვევაში შემოსავლის დასადასტურებლად ბანკი ითხოვს წერილობით დოკუმენტს, რომელიც შეიძლება იყოს დამსაქმებლის მიერ გაცემული ცნობა, ამონაწერი სახელფასო ანგარიშიდან და სხვა. მოცემულ შემთხვევაში, 2013 წლის სექტემბერში, ი- კ-------–--ის მიერ საკრედიტო ბარათის ასაღებად, სს „პრივატბანკში“ წარდგენილი იყო დამსაქმებლის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, ი- კ-------–--ე დასაქმებული იყო კონკრეტულ კომპანიაში და იღებდა განსაზღვრული ოდენობის ხელფასს. აღნიშნული ცნობის საფუძველზე საკრედიტო კომიტეტმა მიიღო მასზე სესხის გაცემის გადაწყვეტილება. 2015 წელს მოხდა სს „პრივატბანკის“ შერწყმა სს „საქართველოს ბანკთან“, რის შემდეგაც აღნიშნული სესხი გადავიდა სს „საქართველოს ბანკში“, როგორც სს „პრივატბანკის“ სამართალმემკვიდრეზე. მოწმის განმარტებით, იმის გამო, რომ კლიენტი არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, - არ იხდიდა სესხს, ეჭვი შეიტანეს მის მიერ ბანკისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობაში, რის გამოც მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს.

სს „ს----------–----------“ ი--------მა, მოწმე დ----- კ-------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ კრედიტის გაცემისას ბანკი კლიენტისაგან ითხოვს ინფორმაციას შემოსავლის შესახებ. 2013 წლის 24 სექტემბერს, ი- კ-------–--ემ სს „პრივატბანკში“ წარადგინა შპს „S------“-ის მიერ გაცემული სახელფასო ცნობა, რომლის თანახმად, მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 1150 ლარს და განაცხადი გააკეთა სესხის მიღების შესახებ. ბანკმა განიხილა ი- კ-------–--ის განაცხადი და დაუმტკიცა სესხი 8000 ლარის ლიმიტით. 2015 წლის მაისში სს „პრივატბანკი“ გაუერთიანდა სს „საქართველოს ბანკს“, რის შემდეგაც სს „საქართველოს ბანკი“ არის სს „პრივატბანკის“ სამართალმემკვიდრე და იმის გამო, რომ მსესხებელი არ იხდიდა კრედიტს, ეჭვი შეიტანეს მის მიერ ბანკისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობაში, რის გამოც მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს. მოწმის განმარტებით, მსესხებლის იდენტიფიცირება მოხდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით.

ი- კ-------–--ის მიერ სს „პრივატბანკში“ წარდგენილი #--- სახელფასო ცნობის თანახმად, 2013 წლის 24 სექტემბრის მდგომარეობით ი- კ-------–--ე მუშაობდა შპს „S------“-ის კ----------------–---–-------თან უ--------------------------- პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 1150 ლარს. ცნობაზე დაფიქსირებული იყო შპს „S------“-ის დირექტორის - თ----- ჯ--------ის ხელმოწერა და ამავე შპს-ს ბეჭედი.

2013 წლის 24 სექტემბრით დათარიღებული საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, სს „პრივატბანკ“-სა და ი- კ-------–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ი- კ-------–--ეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 8000 ლარიანი ლიმიტით, კრედიტის ერთი წლის ვადაში დაფარვის შემთხვევაში წლიური 27,6%-ის სარგებლის დარიცხვით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული მოწმე ნ--- დ----------–---–ის გამოკითხვის ოქმი (წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით იგი იმყოფება საზღვარგარეთ), რომლის მიხედვით ირკვევა, რომ 2013 წლის 29 აპრილს, მან შ----- მ-----------–-–---–თან ერთად დააფუძნა კომპანია - შპს „S------“, რომლის დირექტორი იყო მისი მეუღლე - თ----- ჯ--------ე. დასახელებულ კომპანიაში დასაქმებული იყო მხოლოდ სამი პირი - ნ--- დ----------–---–ი, შ----- მ-----------–-–---–ი და თ----- ჯ--------ე, ხოლო ი- კ-------–--ეს იქ არასდროს უმუშავია, ასევე, არ ჰქონიათ კ----------------–---–-------თან უ--------------------------- თანამდებობა. საქმეში წარმოდგენილი ი- კ-------–--ის სახელზე გაცემული სახელფასო ცნობა კი არის ყალბი, რადგან მასზე არსებული ხელმოწერა არ ეკუთვნის მის მეუღლეს - თ----- ჯ--------ეს, ასევე მათ კომპანიას არასდროს ჰქონია კანცელარია და არ აგზავნიდნენ წერილებს (გარდა დაახლოებით 6 შემთხვევისა), შესაბამისად, მათი კომპანიის მიერ გაცემულ ცნობას რეგისტრაციის ნომერი - 175 ვერ ექნებოდა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული თ----- ჯ--------ის გამოკითხვის ოქმი (წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით იგი იმყოფება საზღვარგარეთ), რომლის მიხედვით ირკვევა, რომ იგი იყო შპს „S------“-ის დირექტორი, სადაც დასაქმებული იყო მხოლოდ სამი პირი და იქ ი- კ-------–--ეს არასოდეს უმუშავია. ასევე, არ ჰქონიათ კ----------------–---–-------თან უ--------------------------- თანამდებობა. საქმეში წარმოდგენილი ი- კ-------–--ის სახელზე გაცემული სახელფასო ცნობა არის ყალბი, რადგან მასზე არსებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის, ასევე, კომპანიას არასდროს ჰქონია კანცელარია და არ აგზავნიდნენ წერილებს (გარდა დაახლოებით 6 შემთხვევისა), შესაბამისად, ცნობას რეგისტრაციის ნომრად - 175 ვერ ექნებოდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზების 2017 წლის 18 სექტემბრის დათვალიერების ოქმის თანახმად, ი- კ-------–--ეს (პ/ნ------------) 2013 წლის აგვისტოში უფიქსირდება შემოსავლის მიღება მხოლოდ 3 სამი ლარის ოდენობით, სხვა შემოსავლის მიღება კი მას არ უფიქსირდება. ასევე შპს „S------“-ს ხელფასის სახით არ უფიქსირდება თანხის გაცემის ფაქტი; შპს „S------“-ს 2014 წლის თებერვლის თვეში წარდგენილი აქვს ნულოვანი დეკლარაცია, 2014 წლის მარტის თვეში კი მისი მოგების გადასახადმა შეადგინა 2118 ლარი, 2014 წლის აპრილის თვეში კი წარდგენილი აქვს ნულოვანი დეკლარაცია.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თ---–---------------------------–---------------------–--ს გამომძიებლებმა - ი-----–- კ-----–--–---–მა და ვ--–---- უ----–---–მა სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ და აღნიშნეს, რომ ისინი ჩაატარეს საპროცესო ნორმების დაცვით.

გამოქვეყნებული ჩვენებების მტკიცებულებად გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოწმეების - ნ--- დ----------–---–ის და თ----- ჯ--------ის მიერ გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაცია გამოქვეყნებულ იქნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და იგი სასამართლოს მიერ გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცებულებად. საგულისხმოა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaia and Tahery) 2011 წლის 15 დეკემბერს დაადგინა სახელმძღვანელო პრინციპები, რომელიც ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ბრალდების მხარის მოწმე არ ესწრება სასამართლო განხილვას და მის მიერ მანამდე მიცემული ჩვენება დაშვებულ იქნა მტკიცებულებად. აღნიშნული პრინციპი ადგენს სამ ძირითად ტესტს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მსგავსი მტკიცებულება, რათა იგი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად: პირველ რიგში, უნდა შემოწმდეს, არსებობდა თუ არა მოწმის დაუსწრებლობის და შესაბამისად მოწმის გამოუცდელი ჩვენების მტკიცებულებად დაშვების საპატიო მიზეზი, მეორე - დაუსწრებელი მოწმის ჩვენება იყო თუ არა ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი, და მესამე - სახეზე იყო თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიები, რაც მოახდენდა დაცვის მხარისათვის გამოუცდელი მტკიცებულებების დაშვების შედეგად შექმნილი დაბრკოლებების კომპენსირებას და იმის უზრუნველყოფას, რომ სასამართლო განხილვა ერთიანობაში აღებული სამართლიანი იყო. განსახილველ შემთხვევაში დაკმაყოფილებულია სამივე ტესტი, კერძოდ, პირველი ტესტი - მოწმეების სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეულია საპატიო მიზეზით (ისინი არ იმყოფებიან საქართველოში). რაც შეეხება მეორე ტესტს, თუ რამდენად არის ხსენებული მოწმეების ჩვენებები ერთადერთი და გადამწყვეტი, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხოლოდ ნ--- დ----------–---–ის და თ----- ჯ--------ის მიერ გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაცია არ უდევს საფუძვლად მსჯავრდებას, და მასში გაჟღერებული ინფორმაცია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ნაწილში დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით (სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, სასესხო დოკუმენტაციით და ელექტრონული ბაზების დათვალიერების ოქმებით). განსახილველ შემთხვევაში ასევე იქნა დაკმაყოფილებული მესამე ტესტიც, ვინაიდან გონივრულად მოხდა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორების შექმნა, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიების უზრუნველყოფა, რაც მოახდენდა დაცვის მხარისათვის გამოუცდელი მტკიცებულებების დაშვების შედეგად შექმნილი დაბრკოლებების კომპენსირებას, ვინაიდან დაცვის მხარეს მიეცა შესაძლებლობა მიეღო მონაწილეობა ზემოხსენებული გამოკითხვის ოქმების გამოკვლევაში, ასევე გარდა სასამართლო სხდომაზე მისი საჯარო წაკითხვისა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა სხვა მტკიცებულებებიც, რომლებიც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა მხარეთა უშუალო მონაწილეობით და რომლებიც ამყარებს და ადასტურებს ნ--- დ----------–---–ის და თ----- ჯ--------ის ჩვენებებში გაჟღერებულ ფაქტობრივ გარემოებებს. აქედან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული ჩვენებები, მაშინ როდესაც იგი გამყარებულია სხვა მტკიცებულებებით, შესაძლოა საფუძვლად დაედოს პირის მსჯავრდებას და ეს ეჭვქვეშ ვერ დააყენებს მთლიანობაში სასამართლო პროცესის სამართლიანობას.

ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი- კ-------–--ის მიერ ნამდვილად არის ჩადენილი ბრალად შერაცხული დანაშაული, კერძოდ, ი- კ-------–--ის მიერ სს „პრივატბანკში“ კრედიტის მიღების მიზნით წარდგენილ იქნა ყალბი სახელფასო ცნობა, რომლის თანახმადაც, თითქოს იგი მუშაობდა შპს „S------“-ის კ----------------–---–-------თან უ--------------------------- პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 1150 ლარს, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.

ი- კ-------–--ის მიერ ბანკისათვის წარდგენილი ცნობა რომ ნამდვილად იყო ყალბი, დადასტურებულ იქნა სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ნ--- დ----------–---–ისა და თ----- ჯ--------ის გამოკითხვის ოქმებით, რომელთა თანახმად, ცნობაზე დაფიქსირებული ხელმოწერა არის გაყალბებული და არ ეკუთვნის თ----- ჯ--------ეს, ასევე ცნობაში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს: - ი- კ-------–--ეს არასდროს უმუშავია შპს „S------“-ში; დასახელებულ კომპანიას არ ჰქონია კ----------------–---–-------თან უ--------------------------- თანამდებობა და ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ არ ჰქონდათ კანცელარია და გაგზავნილი აქვთ სულ 6 წერილი, არ შეიძლებოდა ცნობას ჰქონოდა რეგისტრაციის ნომერი - 175. აღნიშნულ ცნობაში მითითებული ინფორმაცია რომ არ შეესაბამება სინამდვილეს, დადასტურებულია აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბაზების დათვალიერების ოქმით, რომლის თანახმად, ი- კ-------–--ეს 2013 წლის აგვისტოს თვეში უფიქსირდება მხოლოდ 3 (სამი) ლარის ოდენობის შემოსავლის მიღება და არა იმ ოდენობის, როგორც ეს „სახელფასო ცნობაში“ აქვს მითითებული, ხოლო შპს „S------“-ს არ უფიქსირდება ხელფასის სახით თანხის გაცემის ფაქტი.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ყალბი სახელფასო ცნობა კრედიტის მიღების მიზნით ი- კ-------–--ემ წარადგინა ბანკში, დადასტურებულ იქნა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული სს „ს----------–----------“ ი--------ების ჩვენებებით და სასესხო დოკუმენტაციით, რომელთა თანახმად, 2013 წლის 24 სექტემბერს, ი- კ-------–--ემ სს „პრივატბანკში“ წარადგინა შპს „S------“-ის მიერ გაცემული სახელფასო ცნობა, რომლის თანახმად, მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 1150 ლარს და განაცხადი გააკეთა სესხის მიღების შესახებ. ბანკმა განიხილა ი- კ-------–--ის განაცხადი და დაუმტკიცა სესხი 8000 ლარის ლიმიტით. მათივე განმარტებით, მსესხებლის იდენტიფიცირება მოხდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ი- კ-------–--ისათვის წარდგენილი ბრალდება საფუძვლიანია, ვინაიდან მის მიერ მართლაც ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და ბრალდებულმა სწორედ ამ კვალიფიკაციით უნდა აგოს პასუხი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა კრედიტის მიღების მიზნით ბანკისათვის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდებისათვის. შესაბამისად, დაცვის მხარის არგუმენტები, რომ ი- კ-------–--ეს კრედიტის ძირითადი ნაწილი დაფარული ჰქონდა, ასევე, ის ფაქტი, რომ დადგენილი არ არის ყალბი ცნობის დამამზადებელი პირი, კვალიფიკაციაზე გავლენას ვერ იქონიებს, რამდენადაც მოცემული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ბანკისათვის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდებაში (რაც ი- კ-------–--ემ განახორციელა) და დანაშაულის კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს იმას, მოახერხა თუ არა პირმა კრედიტის მიღება და ბანკს მიადგა თუ არა მატერიალური ზიანი ან კრედიტის ნაწილი დაფარულია თუ არა. მოცემული დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ითვლება ყალბი ინფორმაციის მიწოდების მომენტიდან. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ დადგენილი არ არის პიროვნება, რომელმაც დაამზადა ყალბი ცნობა, აღნიშნული სცილდება ამ დანაშაულის შემადგენლობას და ცალკე განხილვის საკითხია. მოცემული დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში ვლინდება, რამდენადაც პირს ამოძრავებს სპეციალური მიზანი - კრედიტის მიღება.

კრედიტი ფულადი საშუალებაა, რომელსაც ბანკი მსესხებელს აძლევს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობითა და პირობებით. კრედიტორის გადაწყვეტილებაზე - გასცეს თუ არა კრედიტი და რა პირობებით, არსებითად ახდენს გავლენას მის ხელთ არსებული ინფორმაცია პოტენციური მსესხებლის ფინანსური მდგომარეობისა და შემოსავლების შესახებ, რადგან სწორედ ამ უკანასკნელის შესაბამისი ფინანსური მდგომარეობა და მისი გადახდისუნარიანობა წარმოადგენს კრედიტის დაფარვის გარანტიას.

მოქმედი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებითა და დამკვიდრებული პრაქტიკით, კრედიტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პირის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ბანკებისა და სხვა საკრედიტო ორგანიზაციებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორც წესი, შეიცავს მონაცემებს საკუთრების, ქონებრივი უფლებებისა და ვალდებულებების, ბალანსის, მოგებისა და ზარალის, კრედიტის დაფარვის გარანტიების შესახებ. ბანკში ან სხვა საკრედიტო ორგანიზაციაში წარდგენილი ამ მონაცემების სიყალბე შეიძლება მდგომარეობდეს შეგნებულად არასწორი, დამახინჯებული ან არასრული ინფორმაციის მიწოდებაში.

მოცემულ შემთხვევაში ი- კ-------–--ემ ყალბი სახელფასო ცნობის წარდგენის გზით, სს “პრივატბანკს“ მიაწოდა არასწორი ინფორმაცია მისი ფინანსური მდგომარეობის, მუდმივი სამუშაო ადგილისა და სტაბილური შემოსავლის შესახებ, რაც მიზნად ისახავდა მის გადახდისუნარიანობასთან დაკავშირებით კრედიტორისათვის მცდარი წარმოდგენის შექმნას და ბანკისაგან სასურველი კრედიტის მიღებას.

სასამართლო თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სავსებით აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს და მათი ერთობლიობა საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ ი- კ-------–--ის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

ი- კ-------–--ის მიმართ სასჯელის სახის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები მისი უპასუხისმგებლო ქცევა როგორც ბანკის, ასევე სახელმწიფოს მიმართ, ვინაიდან მან თავი აარიდა როგორც ბანკის მიმართ ქონებრივი ვალდებულებების შესრულებას, ასევე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შესრულებას, რომ თავის წილად - თანამშრომლობით სიცხადე შეეტანა მართლმსაჯულების განხორციელებაში. ამასთან, ის გარემოება, რომ სასამართლო არავითარ ინფორმაციას არ ფლობს ბრალდებულის ქონების, შემოსავლისა და მატერიალური მდგომარეობის შესახებ, გამორიცხავს მის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენების შესაძლებლობას, რის გამოც მის მიმართ სასჯელის სახედ უნდა განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.

ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ ი- კ-------–--ე წარსულში ნასამართლევია განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული თაღლითობის ჩადენისათვის) და მის მიერ ჩადენილია კვლავ განზრახი დანაშაული, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი და სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი- კ-------–--ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი- კ-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

2. ი- კ-------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

 

4. . განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

5. მსჯავრდებულ ი- კ-------–--ის მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით მისი სათანადო ორგანოებში გამოცხადების ან დაპატიმრების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი